"ბავშვების ხათრით" მთავრობის ყურამდე მისატანი რეპორტაჟი შუახევიდან

მთავარი თემა

"ბავშვების ხათრით" მთავრობის ყურამდე მისატანი რეპორტაჟი შუახევიდან

2012 დეკ 20 14:09:08
კიბით ავდივარ. კიბის მოაჯირები თეთრ და ვარდისფერ ფერებში არის "თხლად" გადაღებილი, თანაც... მხოლოდ ცენტრალური გზის მხრიდან. კიბე ზუსტად სოციალურ სახლთან ადის. შენობაში ადრე შუახევის საავადმყოფო იყო განთავსებული, მაგრამ 15 ივნისიდან, შენობის რეაბილიტაცია სამშენებლო კომპანია "ბათუმმა" დაიწყო.

შენობის გარშემო, სამშენებლო ტექნიკა დგას და სხვადასხვა მასალებია მიმობნეული.

ეზოში მუშები ერთ ადგილას არიან შეკრებილები. გაცნობისთანავე, რომ ჟურნალისტი ვარ და კითხვები მაქვს, ყველა მტოვებს და სამუშაოს უბრუნდება. მხოლოდ ერთი ადამიანი გამომელაპარაკა. მშენებელთან საუბრის დროს, შენობიდან სამი პოლიციელი გამოვიდა. მუშებს უთხრეს _ "გააგრძელეთ მუშაობა, გამოვა, სად წავაო" და ჭიშკრისკენ წავიდნენ. ერთ-ერთ მუშასთან ჩემი ვინაობა დააზუსტეს - ეს ვინღააო და პასუხზე - "არ ვიცი", პოლიციელებმა სოციალური სახლის ეზო დატოვეს.

მშენებელი მეუბნება, რომ სოციალურ სახლში ჯერჯერობით, ერთი ოჯახია შესული: "ერთი ოჯახი შევიდა თვითნებურად. ბინას ითხოვს და არ აძლევენ."

შენობის მეორე სართულის აივანზე 14-15 წლის გოგონა დგას. ეზო დავტოვე და შენობის მეორე სართულზე ავედი. ოროთახიან ბინაში ბებია და ორი შვილიშვილი დამხვდა. ბიჭი 12 წლისა არ იქნება, თვალები ცრემლიანი ჰქონდა. გოგონა უფრო თამამი, თუმცა შეშინებული ჩანდა. გავეცანი და პრობლემებზე ვიწყებთ საუბარს:

"ფსიქიურად არამყარი სიძე მყავს. მძიმე ავადმყოფია _ საკუთარი დედა მოკლა, ხელით დაახრჩო. ფსიქიატრიულში ჩავიყვანთ და ერთი თვის მერე უშვებენ. წამალს კი აძლევს მთავრობა, მაგრამ წამლები აღარ შველის. უკვე 15 წელია ავადმყოფია. შვილიშვილები სად წევყვანო, მკვლელი ყავენ სახლში?! ღამის 12-საათზე თოვლში ყრის გარეთ, ერჩის ბაღნებს და ჩემს გოგოსაც," _ ამბობს ბებო.

"გამგეობაში შეგვპირდნენ, რომ ბინას მოგცემთო, მაგრამ ახლა აღარ გვაძლევენ," - სიტყვას აშველებს შვილიშვილი.

"ჩვენით შემოვეჭერით და შემოვედით, იმიტომ, რომ ახალ წლამდის სხვას მისცეს დაზარალებულს ვინცხას. ამათზე დაზარალებული ვინ არის?! ამას მირჩევნია, სახლი ავარიულ მდგომარეობაში მქონდეს. მეშველება. გედევიტან იქეთ და დავდგამ ჩემს მიწაზე. ამ მკვლელს რა ვუშველო?!" _ აგრძელებს საუბარს ქალბატონი.

შემდეგ გვიყვება, რომ თვითონ შუახევის რაიონის სოფელ ბუთურაულში ცხოვრობს. ნაზიკო მელაძეა და ეს ბავშვები მისი გოგოდან შვილიშვილები არიან. ბავშვები სოფელ ჯაბნიძეებიდან არიან, მაგრამ რადგან მამა ფსიქიური პრობლემების მქონე ავადმყოფია, საცხოვრებლად ბებიასთან გადავიდნენ და ახლა ის ზრდის ბავშვებს. სიძეს, მ. ი-ს, ბევრჯერ უმკურნალეს, მაგრამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ერთ თვეზე მეტ ხანს არ ტოვებენ. უკან ბრუნდება და ოჯახის წევრებზე ფიზიკურ და ფსიქიკურ ზეწოლას ახორციელებს. ქალბატონი ნაზიკო ამბობს, რომ ბინა შვილისშვილებსათვის სჭირდება, მაგრამ ახლა პოლიცია მივიდა და ბინიდან გასვლა მოთხოვა.

"ახლა მოვდენ და 70 წლის ბებიაი გამაგდონ უნდა! არ წავალ. ხომ უნდა მოუარო შვილისშვილებს?! სადმე არ წავალ მე, აქედან არ გავალ! _ ცხარობს ნაზიკო ბებო, _ პოლიციამ არ გეკუთვნებაო. აბა, ვის ეკუთვნის?! დღეს შემოვედი და დეგვეცენ თავზე უცებ".

"პოლიციაც გვეუბნება, რომ დაგარტყამთ და გაგაგდებთო. რა უნდა დაგვარტყას პოლიციამ? _ ცრემლიანი თვალებით გვეკითხება გოგონა.

ბინაში ორი ოთახი, სამზარეულო და სველი წერტილისთვის განკუთვნილი დაუმთავრებელი ნიშაა. კედლები შელესილი და გადაღებილია. იატაკზე პარკეტია დაგებული. სამზარეულოს კუთხეში, სახელდახელოდ გაშლილი ლეიბი აგია. გვერდით კი, დიდ, შავ პარკში ტანსაცმელი, პური და სხვა პირადი ნივთები ალაგია.

საუბრისას, ბიჭი ერთ ადგილას არ გაჩერებულა: სიცივისაგან გალურჯებული, დაწითლებული დიდრონი თვალებით, ხელების ფშვნეტითა ოთახიდან ოთახში დადიოდა. ხმა არ მოუღია. უფროსებს უსმენდა.

ნაზიკო ბებო დიდი იმედით მაცილებს და მთხოვს, "მთავრობის ყურამდე" მივიტანო მისი პრობლემა. გოგონაც მეუბნება, რომ მათი _ "ბავშვების ხათრით" ვთხოვო გამგეობას, მისცენ ბინა.

შენობის დათვალიერებას ვაგრძელებ. არც ერთი ოთახი არ არის დასრულებული. წყალგაყვანილობა და კანალიზაცია ჯერ არ გაუკეთებიათ. ფანჯრების ჩასმა და იატაკის მოპირკეთება მიმდინარეობს. შენობაში მუშების გადაძახილი და ბურღის ხმა ისმის. ნესტის მძიმე სუნი საღებავის სუნში ირევა.

ეზოში გამოსულს, სამუშაოების ხელმძღვანელი ბადრი კოჩალიძე მხვდება. მეუბნება, რომ შიდა სამუშაოები თითქმის დამთავრებულია. მარტო სანტექნიკა და კოსმეტიკაღა დარჩა. "დღეს ამოვა მეორე დამხმარე ძალა და უფრო მალე დამთავრდება. ახალ წლამდე ოჯახები უნდა შეასახლონ და მშენებლობა უნდა დამთავრდეს," _ გვეუბნება იგი.

შუახევის სოციალური სახლი 53 ოჯახზეა გათვლილი. 2,3 და 4-ოთახიანი ბინები ეკომიგრანტებს უნდა მისცენ. აქვე მოეწყობა კომერციული ფართებიც.

სოციალური სახლიდან, შუახევის გამგეობაში გადავედი. გამგებელი არ არისო, - მითხრა დაცვამ, ამიტომ, რაიონის გამგებლის მოადგილესთან შოთა დავითაძესთან შევედი. სოციალურ სახლში შეჭრილი ოჯახის პრობლემა მოვუყევი.

"კი, ვიცი. იყო ეგ ოჯახი მოსული. ჩვენ ვუთხარით, რომ თუ ეკომიგრანტების დაბინავების მერე დარჩება ბინა, მოგცემთო; მაგათ კი ჩათვალეს, რომ აუცილებლად ვაძლევდით. ეს შენობა ეკომიგრანტებისთვის გაკეთდა. რაიონში ჯერ ეკომიგრანტების პრობლემა უნდა გადავჭრათ და თუკი ამის მერე დაგვრჩება ბინები, რა თქმა უნდა, მივცემთ," _ ამბობს დავითაძე.

ნაზიკო ბებოს შვილიშვილებს ბინის მიღების შანსი თითქმის არ აქვთ, რადგან სოციალურ სახლში მხოლოდ 53 ბინაა, შუახევში კი, სხვადასხვა კატეგორიის 100-მდე ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს. არასრულწლოვან ბავშვებს მთავრობისაგან არც სხვა დახმარება ერგებათ. კანონში, ავადმყოფობის გამო მოძალადე მამის წინააღმდეგ არაფერია; თან, რომ უჩივლონ, "სოფელში რას იტყვიან". ბავშვებს არც ფსიქოლოგიური დახმარების მიღება შეუძლიათ. მსგავსი დახმარების მიღება მუნიციპალიტეტში, უბრალოდ, შეუძლებელია.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში პოლიციამ უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული მ. ჯ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "რგდ"-ს ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით ... ...
  • როგორ ვმართოთ ბავშვის ისტერიკა _ ოქროს წესები ფსიქოლოგისგან "3 ვარიანტი გვაქვს ბავშვის პრობლემური ქცევის დროს. 2.5-დან 5 წლადმე ასაკის ბავშვებში ჩვენ გვაქვს პრობლემური ქცევები, რომლის მოგვარებაც არის ძალიან ადვილი", _ აღნიშნულის შესახებ თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გეგეშიძე საუბრობს. ფსიქოლოგის თქმით, მთავარია უფროსებმა ცამოაყალიბონ, რა არის მათ ოჯახში წესი, რომ ბავშვმა შემდეგ მიიღოს ეს წესი და არ იყოს დამოკიდებული უფროსების ხასიათზე. ამასთანავე, ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს დასახმარებლად. "თუ ჩვენ თვითონ დავილაგებთ ჩვენს თავში, რა არის ჩვენს ოჯახში წესი. ეს ბავშვს ეცოდინება და ის არ იქნება დამოკიდებული ჩვენს ხასიათზე. დღეს კარგ ხასიათზე ვარ, კამფეტს ვაძლევ, ხვალ ცუდ ხასიათზევ ვარ, კამფეტს არ ვაძლევ. დღეს კარგ ხასიათზე ვარ არ ვეჩხუბები, ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ, ვეჩხუბები, ასე არ უნდა იყოს. უნდა არსებობდეს წესი და წინასწარმეტყველებადი გარემო. ბავშვის განვითარებას აქვს ერთი კარგი თვისება. ვერ იტანს უწესრიგობას. ეს ყველამ კარგად ვიცით. ყველანი ძალიან კარგად ვიცავთ 2 წლამდე რეჟიმს. ამ დროს უნდა დავაძინოთ, ამ დროს უნდა ვაჭამოთ და ა.შ. რატომ ვაკეთებთ ამას. მხოლოდ იმიტომ არა, რომ ბავშვის ორგანიზმს ასე სჭირდება. რომ მან დროულად უნდა ჭამოს და დაიძინოს. ხომ შეიძლება სხვა დროს ჭამოს და დაიძინოს, რატომაც არა. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ბავშვის ნერვული სისტემა ვერ იტანს არაპროგნოზირებად გარემოს. ის ძალიან ღიზიანდება. ვერ იტანს მოულოდნელობას, ვერ იტანს გაუგებარ სიტუაციებს. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მკაფიო სიტუაციები და მოლოდინები. იცის, რომ საჭმლის მერე აქვს კამფეტი, იცის, რომ გაჯეტი არ ექნება. იცის, რომ ჯერ უნდა ისადილოს, მერე უნდა გაისეირნოს. ჯერ ეს და მერე ის თუ არ იცის 3 წლის ბავშვმა, მერე ძალიან გაუჭირდება მასაც და მის მშობლესაც. ჩვენ ამ პერიოდში ვაჩვევთ ბავშვებს წესებს. ძალიან მშვიდად, ჩხუბის გარეშე. ვიღაც აუცილებლად მკითხავს, რა ვქნათ, როცა ბავშვი ამ წესს არ იცავს. ვეუბნები, რომ კამფეტი იქნება სადილის მერე, ის კი მაინც ტეხავს ამბავს. თუ კარგად არ მოვწიწკნე არ გაჩერდება. გამოსავალი მარტივია, არ აძლევ და არც წიწკნი. ეუბნები, რომ შენი არჩევანია. შენ მას შეზღუდულ არჩევანს აძლევ, ეუბნები, ჩემო საყვარელო ეს შენი არჩევანია. თუ ასე გააგრძელებ, კამფეტი არ გექნება. ერთი სამი დღეს რომ იტირებს, მესამე დღეს გაჩერდება. ბავშვები ძალიან პრაგმატული მატერიალისტები არიან. ხანდახან ჩვენ ვერ ვიგებთ ხოლმე, რატომ ვჩხუბობთ. ბავშვმა კი ზუსტად იცის, რა უნდა და რატომ შვრება ასე. თუ ის ნახავს, რომ ასე არ უნდა ქნას, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, არ იზამს. ბავშვი ტყუილად ენერგიას არ დახარჯავს იმაში, რომ მოთხოვნის პროცედურები განახორციელოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რას ვაკეთებთ, როცა ბავშვი ისტერიკაშია. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვაკეთებთ იგნორირებას, არ ვაქცევთ ყურადღებას. როცა ბავშვი დაღლილია, როცა მშიერია, როცა ავად ხდება, გაღიზიანებულია და ტირიას, ცხადია ამ დროს ვეფერებით. ამ დროს იგნორირებას ვერ გააკეთებთ. ვაიგნორებთ როდესაც ზუსტად იცით, რომ სახლში ისტერიკას გიწყობთ იმის გამო, რომ რაღაც უნდა და შენ არ აძლევ. ამ ისტერიკას მაღაზიაში აწყობს და იცის, რომ შენ გრცხვენია და ვერაფერს ვერ გააკეთებ. მაღაზიაში ამის მართვა ძალიან რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელი. გააჩნია ბავშვს, თუ ის ჰიპერაქტიულია, ასე მარტო იქ ვერ მიატოვებთ, რადგან შეიძლება გარეთ გამოვარდეს და მანქანას შეუვარდეს. თუ ის არაა ჰიპერაქტიული, მშვიდად ვეუბნებით, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დღეს კამფეტს ვერ გიყიდი, მე წავედი. ამ პროცედურას აკეთებთ ნელა. ცხადია გააჩნია ბავშვის ტემპერამენტს, ვიღაც ცოტა ხანი იტირებს და წამოვა. ვიღაც, არა. თუ ბავშვი პატარაა, 2 ან 3 წლის, კარგი საშუალება ის აიყვანოთ ხელში უკუღმა, ანუ არ უნდა გიყურებდეთ სახეზე და გამოიყვანოთ გარეთ. როდესაც იცით, რომ მაღაზიაში შესვლისას ის აუცილებლად ატეხავს ტირილს, წინასწარ ვაფრთხილებთ, რომ ჩვენ უდნა შევთანხმდეთ რომ დღეს კამფეტს არ ვყიდულობთ. ჩხუბი, წივილ -კივილი, თმის მოწიწკვნა და ჯიკაობა არ არის რეკომენდებული იმიტომ, რომ ბავშვი თვითონაც სწავლობს ამით ძალაობას. მშობლები ხშირად გვეუბნებიან, რომ ბავშვის ნება ითრგუნება, აი იაპონიაში ბავშვებს ყველაფრის უფლებას აძლევენ. იაპონიაში ბავშვი რომ იბადებას, უკვე კონსტრუქციაში ხვდება, ის უკვე მოწესრიგებულ სტრუქტურულ გარემოშია. მან ჩვილობიდან იცის, რომ იმ კუთხეში უნდა მიესალმოს დედას, ამ კუთხეში მამას. ეს არის გაწერილი ჩვილობიდან და რაღა უნდა აუკრძალოთ? ჩვენთან არის ქაოტური გარემო. ჩვენ ხშირად ერთად ვცხოვრობთ, ბებია-ბაბუას აქვს სხვა პოლიტიკა. დედას და მამას სულ სხვა პოლიტიკა. რძალი დედამთილ-მამათილს ვერაფერს ეტყვის, სიძე სიმამრ-სიდედრს და მე რომ კამფეტს არ ვაძლევ ჩემს შვილს, ბებიას ის შეეცოდება და მისცემს. პრინციპია ის, რომ ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს ... ...
  • საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ გაიმართება (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით  15-16 ოქტომბერს  “უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი “მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“  გაიმართება. ღონისძებასთან დაკავშირებით და მის ფარგლებში დაგეგმილი დაჯილდოვების ცერემონიის შესახებ  დღეს მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა  ფორუმის შესახებ პროფესიული, საერთაშორისო წრეების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება.  შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, მისიების ეკონომიკური ატაშეები, საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები, FIABCI Georgia-ს დამფუძნებელი წევრები.  უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო მასშტაბური ფორუმი წელს პირველად ჩატარდება, რომლის მიზანია, საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირება მოხდეს, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაცია. ფორუმზე განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა: მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები; ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის  განვითარება.  ფორუმს საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული 50-ზე მეტი ინვესტორი ესტუმრება, რომლებიც თბილისთან ერთად მოინახულებენ საქართველოს რამდენიმე რეგიონს. სტუმრობის მიზანია ინვესტორები გაეცნონ უძრავი ქონების და ტურიზმის საუკეთესო შეთავაზებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.  ღონისძიებას საერთაშორისო მედია პარტნიორობას გაუწევს Dow Jones/Mansion Global/FN. ფორუმს გააშუქებს წამყვანი და  გავლენიანი საერთაშორისო მედია საშუალებები: BBC, CNN, Bloomberg. ღონისძიების მთავარი პარტნიორია “საქართველოს ბანკი”, მხარდამჭერები: “გალტ ენდ თაგარტი”, “საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო,” “საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,” “აწარმოე საქართველოში”, “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, “ქოლიერს საქართველო”, “საპარტნიორო ფონდი”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი,” “ფრაისუოთერჰაუსკუპერსი საქართველო”, “საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია”, “გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება,” “პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტო.” ... ...
  • დიდი მხიარულება "გურია ნიუსის" ეზოში და გალამაზებული დღეერთად გავილამაზოთ დღე _ ამ სახელწოდებით გაიმართა აქცია "გურია ნიუსის" ჩოხატაურის ოფისის ეზოში, სადაც მოსულ ნებისმიერ ადამიანს ცოცხალი მუსიკის მოსმენასთან ერთად, მოხატვის, ცეკვის და ცივი სასმელების მირთმევის შესაძლებლობა ჰქონდათ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსაბლ "ნართის"  სასიამოვნო მუსიკის ფონზე, სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელი მზია კვინტრაძე და მისი თანამშრომლები, დიდსა და პატარას სასურველ ნახატს უხატავდნენ. პატარებისთვის პატარა საჩუქრებიც იყო განკუთვნილი, რომელზეც "გურია ნიუსის" ოფისის პირველ სართულზე განთავსებულმა საკანცელარიო მაღაზიამ იზრუნა."გურია ნიუსი" მსგავსი სახის აქციებს, რომელიც ადამიანების გამხიარულებას ისახავს მიზნად, მომავალშიც გამართავს. ნახეთ ვიდეო კადრები "გურია ნიუსის" ეზოდან, სადაც მთელი დღე დიდი მხიარულება ... ...
  • პრემიერი გუბერნატორებს: "თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა"რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს ან აგვარებს, ან _ ვერა და ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პრობლემების მოკლე ვადებში მოგვარების აუცილებლობას და გუბერნატორებს დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმის უახლოეს პერიოდში წარმოდგენა დაავალა. „აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით. არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს. ამიტომ, განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება. უახლოეს დღეებში უნდა განსაზღვროთ რეგიონებში არსებული სისტემური პრობლემების სტატუსი და წარმოადგინოთ კონკრეტული გაპრობლემებული საქმეები, შემდგომ კი - პირდაპირი, დროში გაწერილი გეგმა და კონკრეტული პასუხისმგებლობები. თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა“, _ მიმართა პრემიერ-მინისტრმა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...

სუსტი ნებისყოფის მქონე მამაკაცების სამეული

კირჩხიბი – ზოდიაქოს ამ ნიშნით...

ანდოთ თუ არა საოჯახო ბიუჯეტი ცოლს…

ალბათ, ფინანსური სტაბილურობის და კარგი...

ვის ახარჯინებენ ბევრ ფულს ქალები

წარმოგიდგენთ იმ მამაკაცთა ოთხეულს, რომელსაც...

გენიოსები ზამთარში იბადებიან

უკრაინელი ასტროლოგების ჯგუფი მივიდა დასკვნამდე,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...