დაკანონებული ზეწოლა ქართულ ბიზნესზე - ყოფილი ხელისუფლების შვეიცარული სქემა

მთავარი თემა

დაკანონებული ზეწოლა ქართულ ბიზნესზე - ყოფილი ხელისუფლების შვეიცარული სქემა

2012 დეკ 21 14:01:51

ერთადერთი კომპანია, რომელიც ამ ყველაფრით იხეირებს, შვეიცარული ფირმა  "სიქპა სექურითი სოლუშენს. ეს ეი" და მისი შვილობილი ქართული კომპანია "სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯია" გახლავთ.  ვინ დგას ამ უცხოური კომპანიის უკან და სად წავა მილიონები, რომელიც შვეიცარელებმა ქართული საწარმოებისგან უნდა მიიღონ? რა მოგება ექნება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს და რამდენად გაძვირებული უალკოჰოლო სასმელებით შევხვდებით ძველით ახალ წელს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას თანმიმდევრულად შევეცდებით.

ფინანსთა მინისტრის არაკონსტიტუციური ბრძანება N129 და "უნიკალური კოდი" წყლის გასაძვირებლად

2012 წლის 24 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №129 ბრძანების საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს ცვლილებას „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ,“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებაში, განისაზღვრა არააქციზური საქონლის მარკირების სავალდებულო წესი. თავად #996 ბრძანება კი ეფუძნება საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები.

მარკირებას ექვემდებარება არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის , მინერალური და მტკნარი წყლები). შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება განისაზღვრება: არაალკოჰოლური სასმელისთვის (გარდა მინერალური და მტკნარი წყლისა) – 1000 ცალ ერთეულზე – 5,5 ევროს ეკვივალენტი ლარებში და  მინერალური და მტკნარი წყლისათვის – 1000 ცალ ერთეულზე – 4,63 ევროს ეკვივალენტი ლარებში. საერთო ჯამში კი, მხოლოდ ერთი საწარმოსთვის, გადასახადმა, შესაძლოა, მილიონსაც გადააჭარბოს.

დღეს, თითქმის ყველა ჩამომსხმელ კომპანიას უკვე უდგას ასეთი ტიპის მარკირების დანადგარი, რომელიც 2013 წლის 1 იანვრიდან უნდა ამუშავდეს და პროდუქციის მარკირება უნდა მოახდინოს.

არააქციზური საქონლის მარკირების შესახებ კანონში ცვლილების განმარტებით ბარათში აბსოლუტურად ცინიკური ფრაზაა გამოყენებული, რომ თითქოს კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას გადასახადის გადამხდელებზე არც გადასახადის განაკვეთების გაზრდით და არც სხვა მსგავსი ფინანსური შედეგით. არადა შედეგი სახეზეა: საერთო ჯამში, ხარჯების ასეთი ზრდა, რა თქმა უნდა, პირდაპირ იქნება დაკავშირებული პროდუქციაზე ფასების იძულებით გაძვირებასთან, რაც შეამცირებს როგორც შიდა, ასევე საექსპორტო გაყიდვებს, შეამცირებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებსაც, ხოლო მომხმარებლისთვის ეს იქნება კიდევ დამატებითი ტვირთი და როგორც ყველანაირი ფასების ზრდა, უკმაყოფილების საფუძველი.

ასე რომ, ამ კანონის ამოქმედებიდან სულ მალე,  "ზედაზენი", "ბორჯომი,“ „ზანდუკელი“, "რაჭის წყაროები",  "ნაბეღლავი,“ "კოკა-კოლა," "პეპსი,“ “საირმე", "სნო", "ნატახტარის ლიმონათი" და  ყველა სხვა არაალკოჰოლური სასმელის ფასი, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი იყო თითქმის ყველა მომხმარებლისთვის, საგრძნობლად გაძვირდება.  და, ეს მხოლოდ დასაწყისი იქნება.

2013 წლის 1 იანვრიდან  ფუფუნების საგნად იქცევა წყალი და უალკოჰოლო სასმელები, ხოლო შემდგომ, როგორც ეს მითითებულია ტენდერში გამარჯვებულ „სიქპას“ მიერ საკონკურსო პირობებში - მედიკამენტები და საკვები ზეთი.

ამაზე, ვიღაცამ წინა ხელისუფლებაში, განსაკუთრებული მონდომებით იზრუნა, მაგრამ რაც მთავარია, იზრუნა არა ქვეყნის ბიუჯეტის ზრდისთვის, არამედ სამწლიანი გამოცდილების მქონე შვეიცარული კომპანიისთვის.

ალბანეთში - პრეზიდენტის  ვეტო, ავსტრალიაში - პარლამენტის უარი, საქართველოში  - კარტ-ბლანში

კანონპროექტის ავტორი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გახლდათ, ინიციატორი კი

საქართველოს მთავრობა. საუბარია წინა ხელისუფლებაზე, რომელმაც ისე სასწრაფოდ შეიტანა ცვლილება არააქციზური საქონლის მარკირების შესახებ კანონში, რომ ერთი ექსპერტისთვისაც კი არ უკითხავთ მოსაზრება თუნდაც პროცედურული ნორმების ფორმალურად დაცვის გამო. ამიტომაც, ცვლილებების განმარტებითი ბარათის პუნქტში „კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები“, ვკითხულობთ _ „ასეთი არ არსებობს.“

არადა, რომელიმე ექსპერტისთვის, ან ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, (თუნდაც საერთაშორისოსთვის) მოსაზრება რომ ეკითხათ, ვინმე მაინც ეტყოდა, რომ უალკოჰოლო სასმელებზე ელექტრონული მარკირება არც წამყვან განვითარებულ და არც განვითარებად ქვეყნებში  ხდება. არსებობს ცალკეული შემთხვევები და სულ რამდენიმე ქვეყანა აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში, სადაც მსგავსი სისტემა ფუნქციონირებს და იქაც ადგილობრივი დიქტატორებისა თუ მონარქების ბიზნესებიდან შემოსავალი არ დაუმალონ.

უფრო მეტიც, ალბანეთის პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებდა ალბანეთში შვეიცარული კომპანია „სიქპას“ მიერ მარკირების შემოღებას, ავსტრალიაში კი პარლამენტმა არ დაუჭირა მის შემოღებას მხარი. ორივე შემთხვევაში მიზეზი გადასახადების გადიდების დაუშვებლობა და კორუფციის საფრთხე იყო.

აშშ -ს სასამართლო კი "სიქპას" პატენტთან დაკავშირებით ამჟამად სარჩელს იხილავს.

ის, რომ  ძირითადად ფუფუნების საგნები იბეგრება, კანონპროექტის ინიციატორებსაც და დამკანონებლებსაც უნდა სცოდნოდათ, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქმე ვერც მთავრობაში დაინტერესებული პირისთვის „გაიჩარხებოდა“ და ვერც შვეიცარული კომპანიისთვის.

სხვათაშორის, ფინანსთა ამჟამინდელმა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა დაბეგვრასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ორი თვის წინ გააკეთა კომენტარი

"აქციზით უნდა დაიბეგროს ძირითადად მხოლოდ ფუფუნების საგნები", - აღნიშნა მან.

"გურია ნიუსი" ამ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს რამდენიმე კითხვით მივმართეთ მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებასთან და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან დაკავშირებით:

  1. როგორ ფიქრობთ, გამოიწვევს თუ არა ამ კანონის ამოქმედება და აღნიშნული გადასახადების დაკისრება პროდუქციის გაძვირებას?
  2. როგორ ფისკალურ ეფექტს ელოდება ფინანსთა სამინისტრო და ხელისუფლება ამ ცვლილების ამოქმედებით?
  3. საიდან და რა კრიტერიუმით დადგინდა სავალდებული მარკირების ნომინალური ღირებულება?
  4. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ელექტრონულ მარკირებას, საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს შვეიცარული კომპანია SICPA, რომელსაც უხდის ამავე ხელშეკრულების მიხედვით, არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი მომსახურების საფასურს. ჩატარდა თუ არა ტენდერი აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებით და რას გულისხმობს ეს ექსკლუზიური ხელშეკრულება?

ამ კითხვების გაცნობის შემდეგ სამინისტროში გაგვიცხადეს, რომ კონკრეტულ პასუხებს ჯერჯერობით ვერ გაგვცემენ, რადგან ეს საკითხი შესწავლისა და დამუშავების პროცესშია.შეგვპირდნენ, რომ  ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე უახლოეს მომავალში მოგვაწვდიან პასუხებს.

SICPA _ ქართული ბიზნესიდან მიღებულ მოგებაზე ორიენტირებული შვეიცარული კომპანია

საკონკურსო პირობების თანახმად,  2012 წლის 03 თებერვალს, 2011 წლის 10 ნოემბერს გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შვეიცარული კომპანია „სიქპა სიქურითი სოლუშენსი“.  თუმცა ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების, დასრულებულის და გამარჯვებული კომპანიის შესახებ კონკურენციისა  სახელმწიფო შესყიდების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არ იძებნება (როგორც ჩანს, სავალდებულო თანდართული სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების თავიდან არიდების მიზნით. ავტ.)

კომპანია "სიქპა სიქურითი სოლუშენს სოლუშენს ჯორჯია" 2008 წლის 4 აპრილსაა დაფუძნებული, კონკურსში მონაწილე კომპანიებისთვის კი დაწესებული იყო ხუთწლიანი გამოცდილების მოთხოვნა. თუმცა, ამ პირობას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ „სიქპას“ მოეგო ტენდერი, რითაც დაირღვა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მარკირების მომსახურებას განახორციელებდა "შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირი."

სადამფუძნენლო დოკუმენტაციის მიხედვით, "სიქპას" პარტნიორები და ნდობით აღჭურვილი პირები საქართველოში „ ბი-ჯი-აი ედვაიზორი სერვისის ჯორჯიას“ წარმომადგენლები და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლაშა გოგიბერიძე გახლავთ.

კომპანიის დამფუძნებლებს შორისაა ასევე ზაზა ბიბილაშვილი, გამოცდილ პარტნიორებს შორის კი _  თამარ თევდორაძე, ეკატერინე ალექსიძე და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი გიორგი ყავლაშვილი.

"გურია ნიუსი" "ბი-ჯი-აი-ს" წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა "სიქპასთან" დაკავშირებული ტენდერების თაობაზე, მაგრამ კომპანიაში გაგვიცხადეს, რომ ისინი მხოლოდ იურიდიულ საკითხებს უგვარებენ აღნიშნულ ფირმას და მისი მოღვაწეობის შესახებ არაფერი იციან. არადა, ყველა მინდობილობა და საქართველოში განხორციელებული სხვადასხვა სამართლებრივი ოპერაცია სწორედ ბი-ჯი-აიას იურისტებს აქვთ შესრულებული „სიქპას“ მინდობილობის საფუძველზე. კომპანიაში „სიქფას“ წარმომადგენლის კოორდინატორებიც კი ვერ მოგვაწოდეს. ჩვენი კითხვა, ვის უკავშირდებიან ისინი საკითხების შესათანხმებლად, უპასუხოდ დარჩა.

ფარული გარიგების ნიშნები ...

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი, რაზეც წინა ხელისუფლება აპელირებას ახდენდა ამ ცვლილების მიღებისას, პროდუქციის ფალსიფიკაციისგან დაცვა იყო. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ   ეს  გამოუსადეგარი არგუმენტია, რადგან  გამყალბებლები ფალსიფიცირებული წყლის, მინერალური ან გამაგრილებელი სასმელის ჩამოსხმისას მწარმოებლის ტარას ან თავსახურს იყენებენ. შესაბამისად ეს პროდუქცია უკვე მარკირებულია და ფალსიფიკატორის გამოვლენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია ამ სისტემის დახმარებით.

თუმცა, ფაქტი ისაა, რომ არც ამ ცვლილების შეტანისას და არც „სიქფას“ შემთხვევაში, კანონის ინიციატორებსა და მათი ნების აღმსრულებლებს, არანაირ არგუმენტზე არ უმსჯელიათ. მათთვის არც ის ყოფილა პრობლემა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ამ მარკირებისგან ერთ თეთრსაც კი ვერ მიიღებდა და საფასური შვეიცარული კომპანიისთვის იქნებოდა გადახდილი.

აუდიტორი და ექსპერტი ირაკლი შავიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს ფარულ გარიგებას.

ირაკლი შავიშვილი: „იმ  შემთხვევაში,  თუ მეწარმეები აცხადებენ, რომ ფალსიფიკაციის პრობლემა არ არსებობს, პირდაპირი ფისკალური ეფექტი კი 0-ია, მაშინ რჩება 2 ახსნა:  1.არაპირდაპირი ფისკალური ეფექტი (მაგალითად, გაზრდილი მოგების გადასახადი აღრიცხვის დაზუსტებიდან გამომდინარე, თუმცა, მეწარმეები ამასაც გამორიცხავენ); 2. კორუფციული გარიგება.“

ფრიად საყურადღებოა ის გარემოება, რომ როგორც თავად სიქპა-ს მიერ არის მითითებული 2011 წლის 21 ივლისს ავსტრალიის პარლამენტში წარდგენილ მოხსენებაში, მის მიერ შეთავაზებული მომსახურების ანაზღაურების საფუძველს ჩვეულებრივ წარმოადგენს კონტრაქტორი სახელმწიფოს ბიუჯეტის სახსრები. თუმცა, როგორც აღნიშნულია მოხსენებაში,  არსებობს დაფინანსების ალტერნატიული საშუალება - აღნიშნული ხარჯის ანაზღაურების მეწარმეთათვის დაკისრება,  რაც განხორციელდა კიდეც საქართველოში.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, მიხეილ ძაგანია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ "სიქპას" ფაქტორი ნამდვილად საინტერესო და ამავე დროს, მოსაკვლევია.

_ რაც შეეხება შვეიცარული კომპანია SICPA-ს, თუ იმ თანხის ოდენობა, რომელიც მას ჩაერიცხა შეაბამისი მომსახურების გასაწევად, აღემატებოდა 5000 ლარს,  შესყიდვების კანონმდებლობიდან გამომდინარე აუცილებელი იყო სახელმწიფო შესყიდვა განორციელებულიყო ელექტრონული/გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეიძლება არსებობდეს მთავრობის ან პრეზიდენტის მიერ გამოცემული შესაბამისი აქტი, რომლითაც აღნიშნული შესყიდვის განხორციელება შესაძლებელია გამარტივებული შესყიდვის სახით (გასარკვევია არსებობს თუ არა შესაბამისი სამართლებრივი აქტი).

რაც შეეხება აღნიშნული მომსახურების ექსკლუზიურობას, ასეთ შესაძლებლობას ასევე იძლევა სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა, თუმცა ამ შემთხვევაშიც გასარკვევია რა გარემოებების გამო ჩაითვალა აღნიშნული კომპანია (SICPA) აღნიშნული მომსახურების ექსკლუზიურ მომწოდებლად, _ აცხადებს მიხეილ ძაგანია „გურია ნიუსთან“.

ფაქტი ისაა, რომ  წინა ხელისუფლებამ გაითვალისწინა სიქპა-ს გამოცდილება და საკუთარი გადაწყვეტილების დაფინანსების ტვირთი გადაიტანა გადასახადის გადამხდელებზე იმდაგვარად, რომ ჯეროვნად არც პარლამენტში არ უმსჯელიათ აღნიშნულის თაობაზე.

მთავრობას და ფინანსთა სამინისტროს "პარტიულ ერთგულებაში"  არც საქართველოს პარლამენტი "ჩამორჩა" და 2012 წლის 15 მაისს მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის  მარკირების გარეშე მიწოდების აკრძალვის შესახებ.

ასე "ზედმიწევნით პატიოსნად" შესრულდა გადასახადების შესახებ საკონსტიტუციო გარანტიები, გათვალიწინებული როგორც კონსტიტუციით ისე ორგანული კანონით „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“.

საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მთავრობის და ფინანსთა სამინისტროს ახალი შემადგენლობა და მათ მიერ წინასაარჩევნოდ მიცემული პირობა.

ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ: 41-ე საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო პროგრამაში მითითებულია, რომ შემცირდება აქციზით დასაბეგრი საქონლის ჩამონათვალი, და აქციზით დაიბეგრება მხოლოდ ფუფუნების საგნები...




 ახალი ამბები
  • "ქურდული სხადნიაკის" მოწყობა - კიევში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი "გალსკი" დააკავესკიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ ნუკრი დოჩია, იგივე, გალსკი დააკავეს. კიევის პოლიციის უფროსის, ანდრეი კრიშჩენკოს თქმით, გალსკი კიევში არალეგალურად იმყოფებოდა და „კრიმინალური ავტორიტეტების“ „სხადნიაკის“ ორგანიზებით იყო დაკავებული. ნუკრი გალსკის 2018 წლის დეკემბერში​ უკრაინაში სამი წლით აეკრძალა შესვლა, შესაბამისად, მან სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.1987 წელს დაბადებული ნუკრი გალსკი არაერთხელ იყო ნასამართლევი მძიმე ... ...
  • საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილებას უზბეკეთის დელეგაცია გაეცნო (R)საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით უზბეკეთის დელეგაცია ეწვია. პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა სტუმრებს საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება და სამომავლო გეგმები გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრი პირველი ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც საჯარო სერვისებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო. ბლოკჩეინში ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციები კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭირვალე გახდა. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ სხვა წარმატებულ რეფორმებსაც გაეცნენ. უზბეკეთის დელეგაციის შემადგენლობაში გენერალური პროკურატურის, ფინანსთა და შრომის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ. ... ...
  • ფოთში ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა (R)მიმდინარე წლის 20-21 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის’’ ორგანიზებით და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიასა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ფოთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი კლინიკები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი ‘’ვივამედი’’, დავით გაგუას კლინიკა, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა ‘’გიდმედი’’, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, 33-მა წამყვანმა ექიმმა, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაუწია 800-მდე ბენეფიციარს. მათ, ასევე, უფასოდ გადაეცათ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. სამედიცინო აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი, უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია, სამსახურის წარმომადგენლები ფოთში, დავით კვარაცხელია და მერაბ კორშია,  ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა კურდღელია, ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის’’პრეზიდენტი, ქეთი ბარათელი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. ... ...
  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინასაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.8845 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0014-ით გამყარდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2357 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2410 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0053-ით გამყარდა. ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5955 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.6177 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0222 -ით გამყარდა. თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5077 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5109 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0032-ით ... ...
  • საჯარო რეესტრმა ამზომველებისთვის „სახელმძღვანელო საკადასტრო სამუშაოებისთვის" მოამზადა (R)საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირებისთვის „სახელმძღვანელო საკადასტრო სამუშაოებისთვის" მოამზადა. სახელმძღვანელო სარეკომენდაციო-საინფორმაციო ხასიათისაა და ამზომველებსსაკადასტრო სამუშაოების მაღალი სიზუსტითა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შესრულებაში დაეხმარება. სახელმძღვანელოში მოცემულია ინფორმაცია დამკვეთსა და ამზომველს შორის განსაზღვრული ვალდებულებების, აზომვითი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო ხელსაწყოების, მეთოდებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესახებ. მოცემული რეკომენდაციებისმიხედვით ამზომველის მიერ კვალიფიციურად შესრულებული სამუშაო უფრო მეტად დაცულს ხდის როგორც მიწის მესაკუთრეების, ასევე ამზომველის უფლებებს, აღმოფხვრის გადაფარვებს და მინიმუმამდე დაიყვანს მესაკუთრეებს შორის სამომავლო დავებისწარმოშობის რისკს. ... ...

არქივი

ზაფრანი

ვაზელინი - ჯენიფერ ენისტონის სილამაზის საიდუმლო

50 წლის ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ...

ჰოლივუდის ყველაზე შესაშური მამაკაცები

ამ მამაკაცებზე ოცნებობს მილიონობით ქალი,...

კაცმა ტატუ თვალში გაიკეთა

ბოლო დროს თვალის ტატუ ხელოვნების...

როგორი სიმთვრალე აქვს რიანას

საუბარი რიანას შემოქმედებაზე და მის...

შაკირა ყველა დროის სექსუალური მომღერალია

ყველა დროის ყველაზე სექსუალური მომღერლების...

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...