სამინისტროებში პრემიების დამალვის ტრადიცია გრძელდება

მთავარი თემა

სამინისტროებში პრემიების დამალვის ტრადიცია გრძელდება

2013 იან 9 18:51:14

ირკვევა, რომ მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა პრემია -2832 ლარი მხოლოდ ნოემბერში მიიღო. ალექსი პეტრიაშვილის წინამორბედმა, ელენე ხოშტარიამ, მინისტრის მოვალეობის შესრულების ორი თვის მანძილზე პრემიის სახით 9024 ლარი მიიღო.

კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი, გიორგი ბარამიძე თანამდებობაზე ყოფნისას (2012 წლის იანვარი-აგვისტო) რეგულარულად იღებდა ერთი ხელფასის ოდენობის პრემიას. სულ 2012 წლის 8 თვის განმავლობაში მან პრემიის სახით მიიღო 27 248 ლარი. დანარჩენ თანამშრომლებზე 2012 წელს პრემიების სახით გაიცა 293.134 ლარი.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაცემული პრემიების შესახებ არასრულყოფილ ინფორმაციას აქვეყნებს. სამინისტრო არ აკონკრეტებს არც თანამდებობის პირების ვინაობას და არც პრემიების გაცემის თარიღს. ირკვევა, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის დეკემბრამდე სამინისტროს თანამდებობის პირებზე დარიცხულმა პრემიებმა შეადგინა 469.512 ლარი, ხოლო თანამშრომლებზე პრემიების სახით 725.840 ლარი გაიცა.

დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დაარსების დღიდან პრემიები სამჯერ გასცა. ივლისში პრემიებზე დაიხარჯა 11.061,41 ლარი, აგვისტოში – 41.845,96 ლარი, ხოლო ნოემბერში – 5.200 ლარი. აღსანიშნავია, რომ ივლისსა და აგვისტოში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ტრაპაიძემ პრემიის სახით მიიღო შესაბამისად 1609,09 და 3540 ლარი. ხოლო 2012 წლის 25 ოქტომბერს დანიშნულმა ახალმა მინისტრმა კახაბერ საკანდელიძემ ნოემბერის თვეში პრემიის სახით მხოლოდ 708 ლარი მიიღო. ასევე საინტერესოა, რომ აპარატის თანამშრომლებზე ივლისის თვეში პრემიის სახით სულ გაიცა 6.449,58 ლარი, აგვისტოში – 19.272,73 ლარი, ხოლო ნოემბერში – 3.732 ლარი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბელიანს 2012 წელს პრემიის სახით ჩაერიცხა 23.365 ლარი (იანვარში 5665 ლარი, თებერვლიდან ივნისის ჩათვლით თვეში 3540 ლარი). ანალოგიურად მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დალი ხომერიკმა ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით თვეში ასევე 3540 ლარი, ანუ ხელფასის ერთმაგი ოდენობის პრემია, მიიღო. მიღებული ინფორმაციის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ ნოემბრის თვეში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში პრემიები არ გაცემულა.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა პრემიების 238.050 ლარი გასცა, აქედან მინისტრებმა პრემიის სახით მიიღეს 38.040 ლარი, თანამშრომლებმა – 81.550 ლარი, ხოლო სხვა თანამდებობის პირმა – 118.460 ლარი. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ნოემბერში პრემიის სახით მიიღო 3.000 ლარი. აღნიშნულ თანამდებობაზე მოღვაწე მისი წინამორბედი (ეკატერინე ტყეშელაშვილი) ყოველთვიურად იღებდა 500 ლარით მეტი ოდენობის პრემიას, ანუ 3500 ლარს.

გარემოს დაცვის სამინისტრომ 2012 წელს თანამდებობის პირების პრემიებზე გამოიყო 160.630 ლარი, თანამშრომლების პრემიებზე – 145.280 ლარი. ყოფილი მინისტრი გიორგი ხაჩიძე ყოველთვიურად პრემიის სახით იღებდა 2700 ლარს. მინისტრის წახალისების აღნიშნული ტრადიცია დაირღვა მხოლოდ ერთხელ, როდესაც ოქტომბრის თვეში მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ზედგენიძემ პრემიის სახით მიიღო 5420 ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროში არსებული პრემირების პოლიტიკა მკვეთრად შეიცვალა ახალი მინისტრის, ხათუნა გოგალაძეს დანიშვნის შემდგომ. კერძოდ, ნოემბრის თვეში პრემია არ მიუღია მინისტრს, მკვეთრად შემცირდა აგრეთვე სხვა თანამდებობის პირთა ფინანსური წახალისებაც.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს მსგავსად პრემიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებს. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ინფორმაციის არ გაცემას კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 ქვეპუნქტით ასაბუთებს.

”საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ამგვარი მეთოდი წლების განმავლობაში იყო აპრობირებული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. სამწუხაროა, რომ სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის პირობებში კვლავ გრძელდება საჯარო ფინანსების გაუმჭვირვალედ განკარგვის ტრადიცია.”_ აღნიშნავს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი , რომელმაც სამინისტროებიდან აღნიშნული ინფორმაცია გამოითხოვა.

მიღებული ინფორმაციის ანალიზი მეტყველებს არაერთგვაროვან პრაქტიკაზე, როდესაც ზოგიერთი საჯარო დაწესებულება (მაგ. ფინანსთა სამინისტრო) სრულად გამჭვირვალეს ხდის საბიუჯეტო სახსრების განკარგვას, ხოლო მეორე მხრივ რიგი საჯარო დაწესებულებები (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო) კვლავ ზღუდავენ მოქალაქეთა კანონიერ უფლებას მიიღონ მათთვის საინტერესო საჯარო ინფორმაცია, რითაც აგრძელებენ წინა ხელისუფლების პირობებში დამკვიდრებულ არაანგარიშვალდებულების პრაქტიკას.




 ახალი ამბები
  • ,,მშვიდობით, ვანიჩკა, შეხვედრამდე, შეფ!"- ივანე ხუხუნაიშვილი გარდაიცვალა47 წლის ასაკში, გულის შეტევით, მოულოდნელად გარდაიცვალა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, ივანე ხუხუნაიშვილი. 1996 წლიდან ის იკავებდა საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობას. 2017 წლიდან იყო სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. ივანე ხუხუნაიშვილი ლანჩხუთელია, სადაც  დედასთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ივანე ხუხუნაიშვილის მამა, ლუდვიგ ხუხუნაიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა სამტრედიის სამხედრო კომისრად. დღეს მთელი დღეა, საკრებულოს თანამშრომლები სამძიმარს იღებენ და უდიდეს გულისტკივილს გამოთქვამენ არაჩვეულებრივი ადამიანის, განათლებული და კეთილშობილი ხელმძღვანელი პირის გარდაცვალების გამო. სოციალურ ქსელში ადამიანები ივანე ხუხუნაიშვილს მოსაფერებელი სახელით ემშვიდობებიან: ,,მშვიდობით, ვანიჩკა, შეხვედრამდე, ... ...
  • მწვრთნელს მძლეოსნობაში, მარინა კოტრიკაძეს დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭასაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მწვრთნელს მძლეოსნობაში, მარინა კოტრიკაძეს. ინფორმაციას ამის შესახებ ოზურგეთის მუნიცილალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების პრესსამსახური ... ...
  • ტყემალაძე: "ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ"საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, კუხიანიძის პოსტი იყო არაკორექტული, ხვალ გაიმართება უმრავლესობის სხდომა, რომლის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. „ეს განცხადება იყო ემოციური, არაკორექტული და შესაბამისად, მე მინდა ვთხოვო ყველას, თავი შეიკავონ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ზოგადად ასეთი განცხადებების გაკეთება არის მიუღებელი. ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, კონსულტაციები და რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ამას შეიტყობთ", - განაცხადა ტყემალაძემ. შეგახსენებთ, რომ ერეკლე კუხიანიძის ,,ფეისბუქ პოსტის"გამო ოპოზიციის წევრებმა და მოქალაქეებმა საკრებულოსთან აქცია გამართეს დეპუტატის თანამდებობიდან გადადგომის ... ...
  • მოჭენავს მერაბ ბრძენიშვილის ცხენი გურიაში? _საიუბილეო დაპირება ოზურგეთელებს_ვანდალური აქტი როცა  მოხდა ქუთაისში და მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება დაშალეს, ეს იყო მისი ძალიან დიდი ტკივილი, რომელიც თან გაჰყვა დიდ ხელოვანს, _ თქვა ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის 30 წლის  საიუბილეო ღონისძიებაზე, სამხატვრო გალერეის დირექტორმა, ავთანდილ თავართქილაძემ და ანონსის სახით  გააცნო ზეიმის მონაწილეებს სამომავლო ჩანაფიქრი. _თქვენ იცით, რომ ჩვენი სახვითი ხელოვნების ცენტრი მერაბ ბერძენიშვილის სახელს ატარებს. მინდა,   გითხრათ, რომ მომავალ წელს მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება დაიდგმება ოზურგეთში, გალერეის წინ. როცა მისი ქნდაკება ისე დაშალეს, რომ მისი დემონტაჟიც არ მოხერხდა, მაშინ გვქონდა საუბარი, ძალიან კარგი ლაპარაკი იმის  შესახებ, რომ მერაბის ქანდაკება უნდა  დადგმულიყო აქ. „მზეჭაბუკი“ ჰქვიოდა ამ ქანდაკებას. მახსოვს, მაშინ  მითხრა: „ მე მგონია, ავთოია, ბიჭო, ჩემი ცხენი მოჭენავს გურიაშიო“... მერე ის პროექტიც ჩავარდა. სირცხვილია, რომ ასეთი ხელოვანის, დიდი გურულის ქანდაკება არ იყოს ოზურგეთში.  მართალია,  ასე ვთქვათ, ეს ცხენი რომ გამოჭენდეს გურიაში,  თანხები და მობილიზება სჭირდება,  თუმცა,  ეს მოხერხდება და ძალიან კარგი.  ასეთი  დიდ გურულის ძეგლი რომ არ იყოს გურიაში, სირცხვილიცაა,_  თქვა მან და დასძინა, რომ ბერძენიშვილის ქანდაკება განსაკუთრებით დაამშვენებს ფოლკლორის ქალაქს. საიუბილეო ღონისძიები მონაწილეები ტაშით და ოვაციით შეხვდნენ ავთანდილ თავართქილაძის ... ...
  • წარწერა ,,ღორი" და ,,ნაძირალა"- საკრებულოს წევრის კაბინეტის აბრაზეაქციის მონაწილე ოპოზიციის  დეპუტატებმა საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის აბრაზე გააკეთეს წარწერა ,,ღორი" და ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...