განათლების სამინისტროს "პარტიულ ატკატებს" შეწირული თავისუფლება

მთავარი თემა

განათლების სამინისტროს "პარტიულ ატკატებს" შეწირული თავისუფლება

2013 იან 11 10:57:43
რომელიც ითვალისწინებდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების რეაბილიტაციასა და განვითარებას. პროგრამის გასახორციელებლად შეიქმნა სატენდერო კომისია. კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, სხვა კომპანიებთან ერთად, გაიმარჯვა შპს "ამაღლება 98"-მა. ოფიციალური ვერსიის თანახმად, აღნიშნულმა ორგანიზაციამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კომპანიების მსგავსად, მასაც გაუგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა ერთი თვით _ 2006 წლის 15 სექტემბრამდე. იმავდროულად კი, დამატებით, 500 ათასი ლარი ჩაერიცხა, რათა სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სასწავლო პროცესის დაწყებამდე დაესრულებინა. კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება შეწყვიტა. პარალელურად, კომპანიის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევების ამსახველი მასალები სათანადო რეაგირებისათვის გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა. კომპანია "ამაღლება 98"-თან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს თემურ სამადაშვილს შეხვდა საქართველოს პარლამენტის წევრი გია ნუცუბიძე, რომელმაც, სამადაშვილს შპს "ამაღლება 98"-ისთვის ხელშეკრულებისა და დაფინანსების განახლების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 500 ათასი ლარი შესთავაზა. აღნიშნული საუბრის თაობაზე, სამადაშვილმა მოხსენებითი ბარათით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მოგვიანებით კი, საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართა და საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ამის შემდეგ, შესაბამისი ორგანოების მიერ, დაიგეგმა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. ნუცუბიძისა და სამადაშვილის შეთანხმების თანახმად, შპს "ამაღლება 98"-ს, პირველ ეტაპზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 150 ათასი ლარი გადაურიცხა, რის სანაცვლოდაც, გია ნუცუბიძემ სამადაშვილს, ქრთამის სახით, 50 ათასი ლარი გადასცა.

სწორედ თანხის გადაცემის დროს დააკავეს ნუცუბიძე.

ნუცუბიძესთან ერთად დააკავეს "ამაღლება-98"-ის დირექტორი დავით სიხარულიძეც, რომელსაც ბრალი თანხების მითვისებაში დასდეს და 11 წლით ციხეში გაამწესეს. მაშინვე ითქვა, რომ სიხარულიძის დაკავების რეალური მიზეზი პოლიტიკა იყო. უფრო დაზუსტებით კი, მან ნაციონალებს მოგების წილი არ მისცა.

დავით სიხარულიძეს, რომელმაც ციხეში 6 წელი გაატარა და რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა, ბევრისგან განსხვავებით, ბრალი არ უღიარებია. ამ დროის განმავლობაში ბიზნესმენმა, რამდენიმე სარჩელი შეიტანა და სახელმწიფოსგან სასამართლოზე აღიარებული და დოკუმენტურად დადასტურებული ვალი მოითხოვა. "გურია ნიუსმა", ჯერ კიდევ სიხარულიძის პატიმრობაში ყოფნისას, ამ ფაქტის შესახებ, რამდენიმე ჟირნალისტური მოკვლევა გამოაქვეყნა.

ამჯერად, დავით სიხარულიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას დაკავების დეტალებს და მის წინაპირობას იხსენებს. ციხიდან გამოსული ბიზნესმენი, რომელიც შესაძლოა პოლიტპატიმრების ახალ სიაში მოხვდეს, ამბობს, რომ ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებს.

_ ბატონო დავით, რეალურად რა გახდა თქვენი დაკავების მიზეზი _ ის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არ დაეხმარეთ საარჩევნოდ და ფული არ გადაურიცხეთ?

_ მთავარი მოტივი ეგ იყო, მაგრამ სხვა მიზეზებიც არსებობდა. იმ პერიოდში ცხადდებოდა, რომ ტენდერები კანონიერად ტარდებოდა "ჩაწყობის" გარეშე. მეც გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა ამ ტენდერში და 18 ლოტზე შევიტანე განაცხადი. 18 ლოტიდან გამარჯვება შვიდ ლოტში მივიღე და სხვათაშორის, მინიმალური მოგებით. ეს არ მოეწონა განათლების სამინისტროს. სანამ ხელშეკრულებას გამიფორმებდნენ დამიბარეს. საბიუჯეტო საფინანსო განყოფილების უფროსი იყო დავით მამარდაშვილი, რომელმაც მითხრა: "ასე არ ხდება, ტენდერებში ხუთი მილიონის ობიექტი წაიღე და ჩვენ რაო?". აბა როგორ ხდება-მეთქი ვუთხარი. პირდაპირ მითხრა, რომ ათი პროცენტი მქონდა მათთვის გადასახდელი. ხუთი პროცენტია ჩემი მოგება და ათი პროცენტი როგორ გადაგიხადოთ-მეთქი _ გაოცება არ დამიმალავს. ეს არ მოეწონათ. მაშინ ვუთხარი, რომ თუ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, პატივს ვცემდი. ამის შემდეგ დაიწყო ჩემი წვალება. ამას მოჰყვა ის, რომ 2006 წლის აგვისტოს ბოლოს დამიბარეს ფინანსურ პოლიციაში. სამმართველოს უფროსი, თუ არ ვცდები, იყო მურღულია, რომელმაც მომცა "ნაციონალური მოძრაობის" ანგარიშის ნომერი და მითხრა, რომ 50 000 ლარი უნდა ჩამერიცხა. ვუთხარი, 50 000-ს ვერა, მაგრამ 5 000-სს ჩავრიცხავ-მეთქი. მართლა არ მქონდა იმ დროს ფული. რომ წამოვედი, დამირეკა და მითხრა _ ჩარიცხე ეგ თანხა, თორემ სერიოზული პრობლემა შეგექმნებათო. ვისესხე ფული და 20 000 ლარი ჩავრიცხე.

თუმცა, ამით ჩემი წვალება არ დასრულებულა. ჯერ 20 დღით დამიგვიანეს ავანსის ჩამორიცხვა _ სამ თვეში რომ უნდა დამთავრდეს სკოლა, იქ 20 დღე ბევრს ნიშნავს. რაღაც-რაღაც მიზეზებს ეძებდნენ... ხელშეკრულებაში იდო, რომ მეტალოპლასტმასის ფანჯრები მათ უნდა მოეწოდებინათ. ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლას ვაკეთებდი იმ დროს და აგვისტოში სამუშაოები უნდა დამესრულებინა. ივლისში დამირეკეს და მითხრეს, ვერ ვყიდულობთ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებს და თქვენ ნახეთო. როცა ჩვენ თითონ დავამზადეთ, მერე დამირეკეს _ ფანჯრები მოგვაქვსო. იმ დროისთვის 160 000 ლარი ვალად მქონდა აღებული _ ჩემი და ჩემი თანამშრომლების ბინები ჩავდე ბანკში, კრედიტი გამოვიტანე, სანამ თანხა ჩამოირიცხებოდა, თუმცა, ეს არავის გაუთვალისწინებია. ფანჯრები, რომელსაც სამინისტრო ბაზრის ფასზე გაცილებით ძვირად ყიდულობდა, სექტემბერში ჩამოიტანეს, თანაც ზოგი ვიწრო აღმოჩნდა, ზოგი _ დიდი. ამ ყველაფერს დამატებითი სამუშაოები დასჭირდა. დამიბარეს სამინისტროში 27 სექტემბერს, გააგრძელე საბანკო ხელშეკრულებაო, თუმცა, მხოლოდ ხუთი დღით გამიგრძელეს ხელშეკრულება. 29 სექტემბერს, მინისტრის მოადგილეს მივწერე წერილი იმის გასარკვევად, თუ როდის ჩამომირიცხავდნენ კუთვნილ თანხას და 2 ოქტომბერს მწერს მინისტრი, რომ ეს თანხა ჩამერიცხებოდა უახლოეს დღეებში. 5 ოქტომბერს ჩატარდა არჩევნები და 6 ოქტომბერს ლომაია წერს გენერალურ პროკურორს _ დაიჭირეთ, მითვისება აქვსო. როგორ მექნებოდა მითვისება, როცა სამინისტრო მხოლოდ სამუშაოს შესრულების შემდეგ მირიცხავდა თანხას?! 9 ოქტომბერს შემიწყვიტეს ხელშეკრულება, არადა, თურმე პროკურატურაში იყო იმ დროისთვის გადაგზავნილი ჩემი საქმე, _ გვიყვება სიხარულიძე.

დავით სიხარულიძე ჩვენთან საუბრისას იმასაც იხსენებს, რომ პარლამენტარ ნუცუბიძეს დახმარებისთვის მხოლოდ იმის გამო მიმართა, რომ მისგან ფულის მოთხოვნა შეეწყვიტათ. ამბობს იმასაც, რომ შესაძლო დაკავების შესახებ განათლების სამინისტროს ერთ-ერთმა ჩინოსანმა გააფრთხილა კიდეც.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებს. იმედი აქვს, რომ კუთვნილ თანხას, რომელიც მილიონს აღწევს, ახალი ხელისუფლება მაინც დაუბრუნებს. რაც შეეხება პოლიტპატიმრების სიაში შეყვანას, აღნიშნავს, რომ ამის ამბიცია არ აქვს:

_ ჩემი საკითხი პარლამენტში იხილება და როგორც ვიცი, დამატებით სიაში უნდა შემიყვანონ, თუმცა, ამის ამბიცია ნამდვილად არ მაქვს. მე მხოლოდ სიმართლის გარკვევა მინდა და მჯერა, რომ ამას შევძლებ, _ ამბობს სიხარულიძე.

ბატონ დავითს ციხეში ყოფნის ექვსწლიან პერიოდზეც ვესაუბრეთ.

_ რა ნახეთ 6 წლის მანძილზე საკუთარი თვალით; რეალურად ხდებოდა თუ არა ციხეში ის ყველაფერი, რაც საზოგადოებამ ნახა?

_ რა თქმა უნდა ხდებოდა და უფრო უარესიც ხდებოდა. პიროვნულად ჩემს მიმართ არ ყოფილა ასეთი რამ, მაგრამ ვუყურებდი ყველაფერს, რაც ხდებოდა. რუსთავის მე-17-ე დაწესებულება ნორმალური თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული. რამდენიმე კარგი პიროვნება იყო, რომელთანაც მეგობრობა შეიძლებოდა _ არიან ასეთი გამონაკლისები. თუმცა, არიან გამომწვევი ადამიანებიც. გამოიწვევდნენ პატიმრებს, მერე ჩაჰყავდათ კარცერში და სასტიკად უსწორდებოდნენ. თუ ვინმეს ინტერესი ჰქონდათ, იმას განსაკუთრებულად სცემდნენ. რაც მე ვნახე ქსნის სამკურნალო დაწესებულებაში, ისეთი არსად მინახავს. იყო ასეთი ტენდენცია _ ყველა ახალმიღებული პატიმარი უნდა ეცემათ, საუბარია ტუბერკულოზითYდაავადებულებზე! იყო ერთი პატიმარი, გვარად ბაგრატიონი. ცოტა შავგვრემანი იყო; შენ პეტროსიანი იქნებიო და ამიტომ სცემეს. დალეწილი ამოვიდა ადამიანი. არ ხდებოდა პატიმრების დროზე წაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში, თანაც ერთ ოთახში 20_22 კაცს იმიტომ ყრიდნენ, რომ ბევრი დაავადებულიყო ტუბერკულოზით. მიუხედავად იმისა, რომ კარგი ურთიერთობა მქონდა ადმინისტრაციასთან, ოთხი თვე ვერ მივაღწიე იმას, რომ მივსულიყავი ამ სამკურნალო დაწესებულებაში და გამეგო, რა მჭირდა. ცხელი სიგარეტით ამომწვარი და ნაწამები ადამიანი ბევრი ყოფილა...

_ სახელდებოდნენ ის ადამიანები ვინც ამას აკეთებდა?

_ იცოდნენ და დაიწერა კიდევაც. დაწესებულებები დაატოვებინეს იმ ადამიანებს. მაგრამ მაინც ბევრი დარჩა, რადგან სუყველა მონაწილეობდა მეტნაკლებად და ყველას ხომ ვერ გაყრიდნენ?! მაგრამ დღეს უკვე ამას ვეღარ გააკეთებენ. ამათი ძირითადი მოტივი ქართველი ერის განადგურება იყო, როცა ვუყურებდი, მეცოდებოდა ყველა პატიმარი, თუნდაც მკვლელი, იმიტომ, რომ ყველა ოცნებობდა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, საქართველოდან წასულიყვნენ და ამ ქვეყნაში აღარ ეცხოვრა.

ასეთი მოპყრობის შემდეგ პატიმარი თუ ადმინისტრაციას მიმართავდა, პირიქით, უფრო მეტი ზეწოლა მოჰყვებოდა. იყო ასეთი პიროვნება _ ზაზა დავითაია, რომელიც პატიმრის უფლებებს იცავდა და მაგის გამო ბევრჯერ უწევდა ცემა, მაგრამ მაინც მაგარი მებრძოლი იყო... _ პატიმრებს რა ნიშნით არჩევდნენ? _ ალბათ, იყო ინტერესი ვიღაცის მიმართ. მე შევესწარი ასე ფაქტს: ცემა-ცემით მოიყვანეს ერთი ბიჭი და თან ვიდეოს იღებდა თანამშრომელი _ სადაც გინდა, მიჩივლეო. ტუბზონაზე როცა ვიყავი, იქ იყო უფროსი როდონაია, სადისტი... ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს პლასტმასის მილებით ფილტვებში რომ სცემ, შეიძლება ის ადამიანი გადარჩეს?! ერთი გურული ბიჭი იყო, როცა კარცერში წაიყვანეს, მთელი ამბები ავტეხე, არასამთავრობოებს დაგაყენებთ თავზე, ხელი არ დააკაროთ-მეთქი _ არაფრის გულისთვის წაიყვანეს. ეს არ მოეწონათ და დამიბარეს როდონაიასთან კაბინეტში. რომ შევედი, შემაგინეს, მაგრამ არაფერი მითქვამს, "დუბინკებით" ისხდნენ, ასე ხუთი კაცი. ერთმა მითხრა, თუ მიცნობო. არა- მეთქი; გაგა მკურნალიძე ვარო. გამიხარდა, ვიფიქრე გურული კაცია და იმედი მომეცა. სხვათა შორის, ვიქტორ ყაჭეიშვილიც ვუხსენე და ერთი საერთო ახლობელი. ასე ვთქვათ, ამან მიშველა. მაგრამ ეს რომ არ ყოფილიყო, ხომ მომკლავდნენ ცემაში?! ერთხელ, ის გურული ბიჭი სიკვდილის პირას მიყვანამდე ცემეს. იყო შემთხვევა, როცა ხელბორკილით მიაბეს მავთულზე და აქედან რომ ხუთი კაცი ცემდა, იქეთ ბოლოში ხუთი კაცი დახვდებოდა და ასე ძაღლივით არბენინებდნენ.

_ ასეთი ცემის შედეგად გარდაცვლილ პატიმრებზე თუ იცით რამე?

_ მაგას ჩვენ ვინ გაგვაგებინებდა?! ყოფილა შემთხვევები, როცა პატიმრები ჩაუყვანიათ კარცერში და შემდეგ უთქვამთ, რომ სხვაგან გადაიყვანეს, მაგრამ ვინ იცის რა ხდებოდა რეალურად?! კარგად მახსოვს, ივლისი იყო, საშინლად ცხელოდა და რატომღაც გარეთ არ გამოგვიშვეს. პატიმარი დათო შარაძე, რომელიც 40-კაციან საკანში იჯდა, ძლიერი სიცხის გამო დაიღუპა, შეიძლება სიცხის გამო მართლა უმტყუნა გულმა... ასეთი ფაქტები ძალიან ბევრი იყო...




 ახალი ამბები
  • ნიკა მელია პარლამენტის სხდომათა დარბაზში მარტო იმყოფება (ფოტო)ამ წუთებში დაიწყო პარლამენტის  ბიუროს სხდომა, სადაც მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ უნდა იმსჯელონ. მელია პარლამენტის სხდომათა დაბაზში მარტო, თანაგუნდელების გარეშე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" სხდომა პროტესტის ნიშნად ... ...
  • "ნიკა მელიას დაკავების არანაირი საბაბი არ არსებობს" _ სალომე სამადაშვილისერგო რატიანის შემდეგ, პროტესტის ნიშნად ბიუროს სხდომა, სალომე სამადაშვილმა დატოვა. პარლამენტის ბიურო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. სამადაშვილის თქმით, არანაირი საბაბი არ არსებობს მელიას დასაკავებლად. ,,მე როცა ვიდექი პარლამენტის თავჯდომარის სკამთან და გავრილოვს არ ვაძლებდი ასვლის უფლებას, ვამბობდი თუ დღეს გავრილოვს აქედან არ გააძევებდნენ, აქ მოვა ქართველი ხალხი და მას გააძევებს-მეთქი, ეს იყო თუ არა ძალადობრივი მოწოდება? ამის გამო აპირებს ვინმე ჩემს დაპატიმრებას? _ რა თქმა უნდა, არა. ასე რომ, ნიკა მელიას დაკავების არანაირი საბაბი არ არსებობს", _ განაცხადა სალომე სამადაშვილმა ... ...
  • "ერთ მხარეს იქნებიან ჯალათები და მეორე მხარეს იქნება მარტო მელია" _ რომან გოცირიძე"ერთ მხარეს იქნებიან ჯალათები და მეორე მხარეს იქნება მარტო მელია" _ ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა ბიუროს სხდომა, სადაც მელიასთვის ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს. ბიუროს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ნიკა მელია ამ წუთებში მივიდა პარლამენტის ... ...
  • "გააჩერეთ ეს ქალი, კაცებო, გააჩერეთ ქალი, კაცებო" - კოპალიანი ბოკუჩავაზე გააჩერეთ ეს ქალი, კაცო, კაცებო, კაცებო, გააჩერეთ ქალი, კაცებო... ქალები ქალებს დაემსგავსეთ, კიდე -  მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა კარლო კოპალიანმა, ნაციონალური მოძრაობის წევრს, თინა  ბოკუჩავას გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე სადაც,  ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას განიხილავდნენ. კოპალიანი ენმ-ის დეპუტატის თინა ბოკუჩავას გამოსვლამ გააღიზიანა. ... ...
  • "მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას" _ სერგო რატიანმა ბიუროს სხდომა დატოვასერგო რატიანმა ბიუროს სხდომა, სადაც ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მიზნით, სასამართლოსთვის მიმართვაზე, გენერალური პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მსჯელობს, პროტესტის ნიშნად დატოვა. "მტერს არ ვუსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, რა მდგომარეობაშიც არის ჩემი პარლამენტის უმრავლესობა, _ ეს განცხადება სე. ამ ადამიანებს სურთ გადაფარონ თავისი ხელისუფლების დანაშაული. ის დანაშაული, რომ ერთი დღის განმავლობაში ვერ გადააყენეს საკუთარი პარლამენტის თავმჯდომარე, სურთ გადაფარონ და დაიჭირონ ერთი დეპუტატი, ერთი პარლამენტის წევრი. ეს არის მართლაც ისეთი უსუსურობა, ისეთი საცოდაობა, რომ ეს ჩვენთვის არის ძალიან სანარცხვინო. ეს არის ერთ-ერთი სამარცხვინო წუთი პარლამენტარიზმის ისტორიაში", _ განაცხადა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ15 ხმით, 4-ის წინააღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მელიას შესაძლოა, პატიმრობა შეეფარდოს, კენჭი რამდენიმე წუთის წინ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს. გამოძიება მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ძალადობა, მონაწილეობას ედავება. ბრალდება 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...