"წინასწარმეტყველი" კვეზერელის ჯადოსნური ხილვა

მთავარი თემა

"წინასწარმეტყველი" კვეზერელის ჯადოსნური ხილვა

2011 მარ 14 08:56:03

სტუმრობის მიზანი ყველასთვის წინასწარ იყო ცნობილი _ ყვითელი სიმინდის აგიტაცია-პროპაგანდა.

მინისტრმა ჯერ ისტორიაში საკუთარი ცოდნა გამოამჟღავნა და ქრისტეფორე კოლუმბიდან დაიწყო _ სიმინდი, აბაშურია თუ აჯამეთური, ყველა ამერიკიდან არის შემოსული, ოღონდ რომელიც აქამდე მოჰყავდათ, კომუნისტების გამოყვანილი ჯიშები იყო (?!) ახლა კი იგივეს გთავაზობთ, ოღონდ ჩვენს მიერ შემოტანილს და დისკუსია გვერდზე უნდა გადავდოთო! მოკლედ, ირიბად მიგვანიშნა, კითხვების დასმისთვის თავი არ შეიწუხოთო.

მერე კი, დაიწყო და რა დაიწყო _ ღარიბისა და ქილა ერბოს თანამედროვე კონტექსტი ეპიგრამად წაუმძღვარა საკუთარ გამოსვლას და ისე, როგორც ზღაპარში, უკვე დახნულ-დათესილ-დაფარცხულ-აჯეჯილებულ ყანებში მოწეული მოსავლის გასაღებაში, გურულებს გულითადი დახმარება აღუთქვა: _ ეს ჯიშები იქნება შედეგიანი და თუ მოსავალი იმდენი იქნა, რომ ნალიაში ვერ შეინახავთ, გპირდებით, გაუყიდელი არ დაგრჩებათ, გაყიდვის ორგანიზებაში დაგეხმარებით, ოღონდ თუ იქნება სოფელში, ვთქვათ, 200 ტონა. აბა, 100 კილოსთვის ხომ ვერ მოვალთო?! ახლა, არ იფიქროთ, ყველა თესავს, მოსავალიც ბევრი მოვა და იაფი იქნებაო. არ იქნება იაფი! _ განაგრძო წინასწარმეტყველება მინისტრმა კვეზერელმა, რომელსაც კვერს გუბერნატორი ჩიტაიშვილი მომეტებული სიხშირით უკრავდა.

შეხვედრაზე არავის უთქვამს, ჩვენ კი გვინდა გავაფრთხილოთ გლეხები, რომ ამ სიმინდის ჩალა საქონლის გამოსაკვებად უვარგისია.

მინისტრ კვეზერელის გამოჩენამდე, ოზურგეთის ცენტრში, "ლიბერთი ბანკის" მიმდებარე ტერიტორიაზე ტრაქტორი გამოჩნდა. პაპუასებივით არა, მაგრამ ილიკო-ილარიონისეული ცნობისმოყვარეობითა და საკმაო სარკასტული ქირდვით, გურულები გარს შემოეხვივნენ "რკინის ხარს".

_ რამდენი ეღირება, აგი, ძამა?

_ ასე, 25-55 ათას ევრომდე,

_ შენ, ახლა, ისე ამბობ, ხომ? რამდენი წლის იქნება ის ახალგაზრდაო, კაცს რომ ჰკითხეს და, ასე 10-25 წლისო, რომ უპასუხა.

_ გლეხს რომ თოხს და ბარს დაავიწყებ, ისედაც დავიწყებული აქვს და ამ ტრაქტორს მიუყვან, დეიქცევა ეს ისედაც დაქცეული ქვეყანა, აბა, რა იქნება?"

_ ახლა მოვა მინისტრი, სქესის მიხედვით, დედალ-მამალს რომ ეძახის ძროხებს და თან ორივეს წველის. ჟურნალისტებო, თქვენ რას იწერთ? ახლა არ ჩაწეროთ ეს, თორემ თქვენც დაგიჭერენ და ტრიფონიასაც.

_ დავჯდები ახლა ამ ტრაქტორზე და რად მინდა გამგებლობა? მთავარია, ვიმღერო _ ახ, ტრაქტორო, მე შენს გამჩენს...

_ აი ტრაქტორი, თურმე, კიდევაც ხნავს, კიდევაც თესავს, ყვითელი ჭადსაც აცხობს კეცზე და კარაქსაც უცხებს პურზე, თუ შეძელი ორივეს ყიდვა. აწი, რაღა გვიჭირს?!

ამასობაში, როგორც იქნა, მინისტრი კვეზერელიც მობრძანდა და საგანგებოდ შეკრებილ, სამი მუნიციპალიტეტის გამგებლებს, რწმუნებულებსა და ფერმერებს, გუბერნატორის თანხლებით მიესალმა. მან ისაუბრა ამერიკული თეთრი და ყვითელი ჯიშის სიმინდის სასწაულებრივ შედეგზე, რომელიც, თურმე, მალე დადგება. გლეხებისთვის შეღავათზე _ სათესლე სიმინდის განვადებით მიწოდებაზეც თქვა, ხოლო ერთი ფერმერის თხოვნას, 10 ჰექტარი ფართობი მაქვს და დახვნა-დათესვისთვის საჭირო თანხას თუ მასესხებინებთ განვადებითო, კვეზერელმა კატეგორიული უარი განაცხადა _ ეს ნაღდი ანგარიშსწორებით უნდა მოხდესო. ნირწამხდარმა ფერმერმა მხოლოდ ამოიხვნეშა.

აგრონომმა მარინა სუნგულიამ მინისტრს რამდენიმე კითხვით მიმართა: _ რატომ არ კეთდება ადგილობრივი ჰიბრიდების (ენგური და ლომთაგორა) ხელშესაწყობად რაიმე? რატომ ხდება უსისტემოდ თესლის დარიგება? რატომ არ იცის მყიდველმა, რა ჰიბრიდთან აქვს საქმე? რატომ არ ახლავს თესლს ანოტაცია? მოგვცემს თუ არა მოსავალს ეს სიმინდი, აგროტექნიკა რომ მოაკლდეს? ამ ჰიბრიდს ხომ ერთად სჭირდება ფოსფორი, კალიუმი, აზოტი, ჰერბიციდი? რატომ აძალებენ სიმინდის თესლის ყიდვას საჯარო მოხელეებს?

კვეზერელი ამ კითხვებზე "ლაკონური" პასუხებით შემოიფარგლა:

_ასეთი რამ არ გამიგია, რომ ვინმეს ყიდვას აძალებენ (?!) _ ვისაც უნდა, ის ყიდულობს. ადრე იყო კომუნისტების გამოყვანილი ჯიშები (?!) ახლა ჩვენ შემოგვაქვს ახალი ჯიშები. ხომ იცით, ამერიკაში რა დონეზეა სოფლის მეურნეობა? _ "გაანათლა" მსმენელი "ერთხელ ამერიკაში" გასეირნებულმა მინისტრმა, _ რაც შეეხება სათესლე სიმინდის ფასს, ბევრი ვეცადეთ, რომ ფერმერებისთვის ნაკლებში გამოსულიყო, მაგრამ არ გამოვიდა.

მინისტრმა გლეხებს ისიც ასწავლა, რომ დიდ ფართობზე დათესილი სიმინდის მოსავლის დაზღვევაც შეუძლიათ და სასუქის შეძენაც "ახალი მეთოდით" ურჩია გლეხებს: _ ისინი, ვისაც შემოაქვთ სასუქი, პირდაპირ ნადირობენ გლეხებზე. ჩვენ გეტყვით იმ კომპანიების შესახებ, ვისაც სასუქი განვადებით შემოაქვთ. ოღონდ, ეს შეღავათი შეეხება მათ, ვისაც 2 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი აქვს (?!).

"გურია ნიუსი" დარბაზიდან შეეკითხა მინისტრს, თუ სად გამოქვეყნდა და ვინ მონაწილეობდა ტენდერში, რომლითაც "გარემომ და ანალიტიკამ" ჰიბრიდული სიმინდის შემოტანის უფლება მიიღო, თუმცა კვეზერელმა კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა და განაცხადა, ამაში მონაწილეობა ევროპულმა და ამერიკულმა ორგანიზაციებმა მიიღესო(?!). რაც შეეხება კავკასიის სახლის ჟურნალისტის კითხვას, ბატონო მინისტრო, გლეხები თქვენ არ გენდობიან თქვენი აღიარებიდან გამომდინარე, რომ სოფლის მეურნეობაში ვერ ერკვევით, დედალ-მამალი ძროხები ხომ თქვენ "გამოიგონეთო", კვეზერელმა ისე იუარა, ეს სად ვთქვი, ჩანაწერი თუ გაქვთო, თითქოს, მართლა არ ეთქვას მთელი ქვეყნის გასაგონად. ვალერი ჩიტაიშვილმა ფორმატის განსხვავებულობაზე მიუთითა ჟურნალისტს და ურჩია, ბოლოს დაესვათ კითხვები. გუბერნატორის რჩევისამებრ, შემოვინახეთ ბოლოსთვის "გემრიელი ლუკმა", მაგრამ ვინ მოგართვათ? შეხვედრის დასრულებისთანავე, აბა, წავედით არხებისკენო, ბრძანა ჩიტაიშვილმა და წამოიშალნენ.

"გურია ნიუსი" შეეცადა, რამდენიმე კითხვით მიემართა, უფრო სწორად დადევნებოდა ნორჩ მინისტრს:

_ ბატონო ბაკურ, კითხვები გვაქვს თქვენთან, ორიოდეც წუთი მაინც დაგვითმეთ, რატომ გარბიხართ?

_ მკითხეთ. რა გინდათ?

_ რამდენი დახარჯა სახელმწიფომ ამ თესლის შემოტანაში, ბუკლეტების ბეჭდვაში, თესლის პრომოუშენში და იგივე რომ დაგეხარჯათ ადგილობრივი აბაშური ყვითელი, აჯამეთური თეთრი ჯიშების გავრცელებაში, საწვავით, სასუქით და ტექნიკით გლეხების დახმარებაში, გვექნებოდა თუ არა უკეთესი შედეგი?

_ სად არის აბაშური ყვითელი, თუ სადმე მაჩვენებთ, ერთი-ორ კილოს მაინც...

_ მაგალითად, ჩემს ბავშვობაში თესავდნენ ჩემს ოჯახში და ახლაც აქვთ შემორჩენილი.

_ თქვენს ბავშვობაში. ჰი! _ ჩვენი ასაკი ებევრა კვეზერელს და ნაბიჯს აუჩქარა.

_ საჯარო მოხელეებს რატომ აძალებენ სათესლე მასალის შეძენას?

_ ვინ აძალებს? ეს სად ხდება? უნდათ და ყიდულობენ.

კითხვებს კი ვუსვამდით ბატონ მინისტრს, მაგრამ ვინ გისმენდა? ის გუბერნატორთან ერთად, დასაშრობი არხებისკენ მიიჩქაროდა.

დემაგოგიას მართლაც რომ არ აქვს საზღვრები, იმ საყანე ფართობებისგან განსხვავებით, რომელსაც დაჭაობებული არხები აკრავს გარს და რომელშიც საგულდაგულოდ დარბოდნენ მინისტრი კვეზერელი და გუბერნატორი ჩიტაიშვილი.

და ბოლოს. რაც შეეხება აბაშური ყვითელი ჯიშის სიმინდს, იგი საქართველოში "სადღაც" მაინც არსებობს და ამის შესახებ წერილს უახლოეს ნომერში სიურპრიზად შევთავაზებთ ბოჩოლების ნათლია კვეზერელს, ოღონდ _ მკითხველის თანდასწრებით!

სწარმეტყველი" კვეზერელის ჯადოსნური ხილვა

მარინე ჩიხლაძე
გურია ნიუსი

10 მარტს, დათქმულ დროზე საათნახევრით დაგვიანების შემდეგ, ოზურგეთს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ეწვია. სტუმრობის მიზანი ყველასთვის წინასწარ იყო ცნობილი _ ყვითელი სიმინდის აგიტაცია-პროპაგანდა.

"რაში მჭირდება, თუ არ დამეხმარება?"

(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში მცხოვრებლებს ისეთივე ყოფითი პრობლემები აწუხებთ, როგორც დანარჩენ სოფლებში.

_ რა გვაწუხებს? უმუშევრობა, გაჭირვება _ ეს თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ყოფითი პრობლემაა, _ უთხრეს "გურია ნიუსს" ბახველებმა.

_ პრეზიდენტი გამოდის ტელევიზიით და უხვად არიგებს დაპირებებს, ამას გაგიკეთებთ, იმას გაგიკეთებთო. იცის, საერთოდ სოფლის ცხოვრება როგორია? რა ჩანს გაკეთებული? თუ დავიხოცეთ მშიერი, დავძაბუნდით უჭმელობით, რა უნდა ვქნათ? _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბარში ერთ-ერთი ბახველი.

დიმიტრი ჩაგრაგანიძე აღნიშნავს, რომ მისი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა: _ ჩემისთანა გაჭირვებული ამქვეყნად სხვა არ მეგულება. მარტოხელა ვარ, მეუღლე და 36 წლის შვილი გარდაცვლილი მყავს. ორჯერ ჩამოვალ სოფლის ცენტრში პურის და შაქრის საყიდლად, ორ თავ წამალს ვიყიდი და მთავრდება ჩემი პენსიაც. ნახეთ, ხუთი პური მიმაქვს და ხუთი დღე უნდა ვიმყოფინო. დილას დავლევ ჩაის და ეგაა. შინაური ცხოველები არ მყავს, რა ვაჭამო? ყანა არ მაქვს და არც მექნება, იმიტომ რომ არ მაქვს საშუალება, ვუპატრონო _ ყველაფერი ძვირია. სოციალური დახმარება არ უნდა მეკუთვნოდეს? ეკონომიკურად ძალიან მიჭირს, დენის ვაუჩერი ჯერ არ მომსვლია _ შემხვდება თუ არა საერთოდ, არ ვიცი. ყველაფრის ფასმა კატასტროფულად მოიმატა. რაში მჭირდება პრეზიდენტი, ამის მეტად თუ არ დაეხმარება გაჭირვებულ ხალხს? მივაღწევ კი სექტემბრამდე, რომ თქვა პენსია გაიზრდებაო?

რამდენიმე წლის უკან რომ ტრაქტორები დაარიგეს, სადაა? ჩვენ არ გვინდა? გააქრეს თუ რა უქნეს, არ ვიცით, თვალად არ მინახავს. ერთი ტრაქტორი სოფელს არ უნდა ჰყავდეს?

გიორგი ქიქოძე აღნიშნავს, რომ სოფლის უპირველესი პრობლემა საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაა: _ ისე ძვირი ჯდება ყანის დათესვა, რომ გლეხი, ალბათ, მალე მიწასაც მიატოვებს. ისე, როგორც მიატოვეს ჩაის პლანტაციები. შარშან ლანჩხუთიდან ჩამოიყვანეს ტრაქტორი. რამდენიმე წლის უკან იყო სოფელში კერძო ტრაქტორები. მისი პატრონები გვიწყობდნენ ხელს და პენსიამდე ნისიად გვიხნავდნენ ფართობს. ახლა ლანჩხუთიდან ჩამოყვანილი ტრაქტორი როგორ დაგიხნავს ნისიად? თუ დახნავ, მერე საწვავს ვინ შეწვდება ან სასუქს? ახალგაზრდობა და ბევრი ოჯახის დიასახლისი, თურქეთში არიან სამუშაოდ წასული. რა ქნან? სახლში მოსწავლეები ჰყავთ, კვება უნდათ, ჩაცმა, უფულოდ განათლებას ვერ მიიღებენ, წიგნს ვერ იყიდიან. წაშლილია სოფელი. თუ დაგინახეს ეზოში ქათამი და ორი ძირი თხილი გაქვს, "ლორდი" ყოფილხარ და დახმარებას აღარ გაძლევენ.

მისივე თქმით, წამლისთვის 75 ლარი სჭირდება: _ პური და შაქარი ხომ უნდა ვიყიდო? ახლა 30-ლარიან სასურსათო ვაუჩერს დაგირიგებთო, ამბობენ. გლეხების პრობლემა ყანაა და მის მოვლაში დაგვეხმარონ. კარტოფილსაც ვეღარ ვთესავთ.

ბახველები ამბობენ, რომ სოფელში გახშირდა ქურდობის ფაქტები _ იპარავენ ცხენებს. ბოლო პერიოდში 8 ცხენია დაკარგული. ზოგმა მიმართა პოლიციას, ზოგმა _ არა: _ რა აზრი აქვს? გამოიძიებენ თუ? ხალხს რწმენა დაკარგული აქვს. ვინაა გამკითხავი? საქონლის ეზოდან გადაშვე

ბახველები ამბობენ, რომ სოფელში გახშირდა ქურდობის ფაქტები _ იპარავენ ცხენებს. ბოლო პერიოდში 8 ცხენია დაკარგული. ზოგმა მიმართა პოლიციას, ზოგმა _ არა: _ რა აზრი აქვს? გამოიძიებენ თუ? ხალხს რწმენა დაკარგული აქვს. ვინაა გამკითხავი? საქონლის ეზოდან გადაშვება უნდა გეშინოდეს _ ან ქურდი წაიყვანს ან _ მგელი, _ ამბობენ სოფლის ცენტრში შეკრებილები.

ამირან გორგაძე "გურია ნიუსს" თხოვნით მიმართავს, რომ, ჩვენი საშუალებით, ხმა მიაწვდინოს პრეზიდენტს, ოზურგეთის ხელისუფლებას, რესურსცენტრს: _ ჩვენს უბანს "კოდარა" ჰქვია. 16 კომლი ცხოვრობს და ბახვის ცენტრიდან დიდი მანძილით არის დაშორებული. აქედან ბავშვები მეორე სოფელში, ნასაკირალში დადიან სასწავლებლად, რისთვისაც გამოყოფილია ტრანსპორტი, მაგრამ თვეში 5 ლარს ჩვენ გვახდევინებენ თითოეულ მოსწავლეზე. სულ 200 ლარს ვიხდით. მოვითხოვთ, დაგვიბრუნონ, რაც ამ ორი თვის განმავლობაში გადავიხადეთ. კეთილი ინებოს სახელმწიფომ და ყურადღება მოგვაქციოს. შარშან უფასო იყო ტრანსპორტირება და წელს რატომ გახადეს ფასიანი?!

ბა უნდა გეშინოდეს _ ან ქურდი წაიყვანს ან _ მგელი, _ ამბობენ სოფლის ცენტრში შეკრებილები.

ამირან გორგაძე "გურია ნიუსს" თხოვნით მიმართავს, რომ, ჩვენი საშუალებით, ხმა მიაწვდინოს პრეზიდენტს, ოზურგეთის ხელისუფლებას, რესურსცენტრს: _ ჩვენს უბანს "კოდარა" ჰქვია. 16 კომლი ცხოვრობს და ბახვის ცენტრიდან დიდი მანძილით არის დაშორებული. აქედან ბავშვები მეორე სოფელში, ნასაკირალში დადიან სასწავლებლად, რისთვისაც გამოყოფილია ტრანსპორტი, მაგრამ თვეში 5 ლარს ჩვენ გვახდევინებენ თითოეულ მოსწავლეზე. სულ 200 ლარს ვიხდით. მოვითხოვთ, დაგვიბრუნონ, რაც ამ ორი თვის განმავლობაში გადავიხადეთ. კეთილი ინებოს სახელმწიფომ და ყურადღება მოგვაქციოს. შარშან უფასო იყო ტრანსპორტირება და წელს რატომ გახადეს ფასიანი?!

 ახალი ამბები
  • ბახმაროს დოღის საპრიზო ფონდიუკვე მეორე წელია, რაც ბახმაროში დოღი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება. „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ სპონსორებთან ერთად სპეციალური საპრიზო ფონდი და საჩუქრები დააწესა. წყალ მარგებელთან ერთად ღონისძიების გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“, ღონისძიების პარტნიორები არიან ასევე კომპანია გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი. ღონისძიების ფარგლებში შედგება 4 გარბენი: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულაგარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარიI ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი;I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; მონაწილეობაღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიროს რეგისტრაცია 18 აგვისტოს 10:00 დან 18:00 საათამდე, რეგისტრაცია გაიმართება ბახმროში, დოღის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე.აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. რეგისტრაციის დროს სავალდებულოა ცხონოსანი გამოცხადდეს ცხენის ... ...
  • ოზურგეთის ბაზარში ძაღლმა სოფელ მელექედურის მცხოვრები დაკბინადღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ძაღლმა მოქალაქე დაკბინა. მელექედურელი მამაკაცი ბევრს ეცადა, ძაღლი მოეშორებინა, თუმცა, ცხოველის მოსაგერიებლად  ვერც ირგვლივ შემოკრებილი ხალხი აღმოჩნდა საკმარისი და სამაშველო სამსახრური გამოიძახეს. ბაზარში მომუშავე ქალბატონი მანანა ფერცულიანი ამბობს, რომ ახლახან ის დაკბინა მიუსაფარმა ძაღლმა და დღემდე მკურნალობას გადის. _ ამ მიუსაფარ ძაღლებს დღეში რამდენჯერ ვაჭმევ, არ ვიცი. მაინც მე დამკბინეს. რა უნდა ვქნა? ვინმემ თუ არ მოაგვარა ეს საკითხი, კარგად არ დასრულდება ამ ძაღლების პარპაში. ახლახან რომ ბავშვი დაკბინა, მთელმა ოზურგეთმა იცის, _ გვითხრა მანანა ფერცულიანმა. ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა თენგიზ ქუტიძემ „გურია ნიუსთან“ თქვა, რომ ძაღლი, რომელმაც მოქალაქე დაკბინა, იდენტიფიცირებულია და მალე გადაიყვანენ თავშესაფარში. _ ბაზარი კერძო ტერიტორიაა  და თუ იქედან ოპერატიულად მოგვმართავენ ასეთ დროს, ჩვენ რეაგიებას არ დავაყოვნებთ, _ გვითხრა მან. ვრცლად ოზურგეთში მოხეტიალე მიუსაფარი ძაღლების, მათ მიერ მიყენებული დაზიანებების და მათზე ზრუნვის შესახებ,  სტატიას უახლოეს საგაზეთო ნომერში ... ...
  • „გალტ ენდ თაგარტმა“ კვლავ წარმატებით განათავსა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი ობლიგაციები...სს „გალტ & თაგარტმა“ კიდევ ერთხელ უზრუნველყო შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება. ეს „საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის“ რიგით მეოთხე ემისიაა, რაც კომპანიის სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე და ზოგადად, კომპანიის მზარდ ტენდენციებზე მეტყველებს.  „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს უკვე მეოთხედ აძლევს შესაძლებლობას, დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები კომპანიის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში. ფასიანი ქაღალდის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 7,5%-ს, უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაშვებას ადგილობრივი საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში და შესაბამისად, მოხდება დარიცხული პროცენტის გათავისუფლება გადასახადებისაგან, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ინვესტორებისთვის. ობლიგაციების ვადა შეადგენს 2 წელს და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2021 წლის 9 აგვისტოს. განთავსების აგენტი, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, აქაც „გალტ & თაგარტია“.  „მოხარულები ვართ, რომ “საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ, წარმატებით განათავსა ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე. ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა რადგან ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტის“ მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გვემაყება ის ფაქტიც, რომ ჩვენი და „გალტ & თაგარტის“ თანამშრომლობა უკვე წლებია ასე წარმატებულად გრძელდება“ , - განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.  „მოხარული ვარ, აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. კიდევ ერთი წარმატებული განთავსება მეტყველებს, როგორც „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ სანდოობაზე, ისე, ზოგადად საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კომპანიებისთვის დაფინანსების კიდევ ერთი მეტად ხელსაყრელი წყარო. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი  გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ. ... ...
  • თავდასხმა საქართველოს ბანკზე _ პოლიციამ ერთი პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნეს, დაკავებულია 1 პირი - 1994 წელს დაბადებული ვ.გ. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალს ყაჩაღურად თავს დაესხა, იარაღის მუქარით გაიტაცა ფული (დაახლოებით 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით) და მიიმალა. სამართალდამცველებმა დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მომხდარიდან რამდენიმე დღეში იგი თბილისში დააკავეს. პოლიციამ ვ.გ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ტანსაცმელი, რომელიც მას ბანკის დაყაჩაღების დროს ეცვა, სახლის სხვენიდან კი ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. ყაჩაღობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. მიმდინარე წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებშიში ბანკებზე ყაჩაღური თავდასხმის 4 ფაქტი გახსნა, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 8 პირი. 3 ფაქტზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ... ...
  • გაზრდილი მგზავრთა ნაკადის მომსახურების მიზნით დამატებითი მატარებელი ინიშნება (R)საკურორტო სეზონზე, გაზრდილი მგზავრთნაკადის  მომსახურების მიზნით, 18 აგვისტოს „საქართველოს რკინიგზა“   თბილისიდან და  ბათუმიდან ორივე  მიმართულებით, სამგზავრო მატარებელს ამატებს.   მატარებელი  იმოძრავებს  შემდეგი განრიგით:  18/08/2019    თბილისი - ბათუმი -  თბილისი   №888/887   გასვლა- თბილისი   ჩასვლა-ბათუმი  გამოსვლა-ბათუმი   ჩამოსვლა- თბილისი 09:05 14 :42 18:30 00:07    შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.  ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.  საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...