მერაბიშვილის ბიძას - 50 000 ლარიანი გირაო, 71 წლის ქალს_ პატიმრობა... ერთი მოსამართლის ორი საქმე

მთავარი თემა

მერაბიშვილის ბიძას - 50 000 ლარიანი გირაო, 71 წლის ქალს_ პატიმრობა... ერთი მოსამართლის ორი საქმე

16 იან. 2013, 01:40:25

...მოსამართლეებისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინმეს სახელს და გვარს. ერთი და იგივე გარემოებების საქმეებზე არ უნდა მოხდეს ისე, რომ ერთ შემთხვევაში გირაო იყოს გამოყენებული და მეორე შემთხვევაში _ პატიმრობა.

ასეთი რჩევა და პასუხი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან, კოტე კუბლაშვილისგან  "გურია ნიუსმა"  გირაოებთან დაკავშირებით დასმულ ამ  კითხვაზე მიიღო:

_ ბატონო კოტე შერჩევით სამართალზე და გირაოზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრეთ და ჩემი კითხვაც სწორედ მაგას ეხება.  წინა ხელისუფლებს დროსაც ძალიან ხშირად ვესწრებოდი სასამართლო პროცესებს, წლების განმავლობაში და ასეთ საქმეებზე კი არა, როგორზეც ახლა საუბრობთ, გაცილებით ნაკლები სიმძიმის დანაშაულზეც კი არ გამოიყენებოდა გირაო. მაგალითად, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ გეგა ქელბაქიანის მსგავს საქმეზე, როდესაც საუბარია ასეული მილიონობით გაფლანგვასა თუ თანხის მითვისებაზე, წინა ხელისუფლების დროს, ვინმე 150 000 იანი გირაოთი გამოეშვათ. ანუ, ეს რას ნიშნავს, სასამართლო ნამდვილად გაავისუფლდა პროკურატურის ზეწოლისგან თუ რაიმე სხვა ტენდენციასთან გვაქვს საქმე?

სწორედ ამ კითხვის პასუხად გვირჩია ბატონმა კოტემ ეჭვიანობისგან გათავისუფლება.

"ეჭვიანობის" პასუხად ჩვენს მკითხველს ერთი მოსამართლის, გიორგი ლონდარიძის ორი საქმე გვინდა გავაცნოთ.

ლევან თუმანიშვილი, იგივე "სტეპანიჩი", იგივე "ლევონი", ვანო მერაბიშვილის ბიძა (დედის ძმა) 2012 წლის 15 დეკემბერს დააკავეს. თუმანიშვილი "შპს "ტაოს" მფლობელი გახლდათ, რომლის საქმიანობა ხე-ტყის მოპოვება, პურის ცხობა, სამშენებლო და სხვა სამუშაოები იყო. სამართალდამცავების ინფორმაციით, 2007 წლიდან დღემდე, "ტაოს" მიერ უკანონოდ გაიჩეხა და განადგურდა ტყის დიდი მასივები ადიგენში. სქემა კი ასეთი იყო: ხე-ტყის შესყიდვა ვითომ ლიცენზიის მქონე ადგილობრივი მოსახლეობისგან ხდებოდა. სინამდვილეში, ისინი აზრზეც არ იყვნენ, რა ხე-ტყე იყიდა მათგან ლევან თუმანიშვილმა. უფრო მეტიც, 33 დაკითხულიდან არც ერთს არასოდეს მიუყიდია ხე-ტყე შპს "ტაოსთვის". რაც მთავარია, გამოძიების ვერსიით, შესყიდვის დოკუმენტებზე ხელმოწერები გაყალბებული იყო.

მიუხედავად მტკიცებულებებისა და თუმანიშვილის ნაწილობრივ აღიარებისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდების შესახებ და 18 დეკემბერს, ვანო მერაბიშვილის ბიძა 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს.

სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ ლევან თუმანიშვილის ასაკი (66 წელი) და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ის არ დაემალება გამოძიებას. 50 000 ლარი თუმანიშვილის რამდენიმე წუთში გადაუხადეს და მერაბიშვილის ბიძის წინასწარი პატიმრობის ისტორიაც ამით დასრულდა.

მოსამართლე, რომელმაც ეს ვერდიქტი გამოიტანა, გიორგი ლონდარიძე გახლავთ ახალციხის სასამართლოდან. ლონდარიძემ პროკურატურის  არც ის განცხადება გაითვალისწინა, რომ არ იყო გამორიცხული, თუმანიშვილის მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი მილიონამდე გაზრდილიყო.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ვანო მერაბიშვილის ბიძის მიერ ჩადენილი დანაშაული:  ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება  ან გამოყენება (სსკ-ს 210-ე მუხლის მეორე) ნაწილი  ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ამას კიდევ ემატება სსკ-ს 303-ე მუხლის (ხე-ტყის უკანონო გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი) პირველი ნაწილი და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. მიუხედავად ყველაფრისა, ვანო მერაბიშვილის ბიძა, ჯერჯერობით, თავისუფლებაზეა.

რაც შეეხება მოსამართლე გიორგი ლონდარიძეს, მის მიერ განხილულ საქმეებს....

2011 წლის 27 ოქტომბერს მოსამართლე ლონდარიძემ 71 წლის ქალბატონის, რ.  მ-იანის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილა. მას  ბრალად ედებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რომელიც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-იდან 6 წლამდე.

თუმცა, მაშინ, მოსამართლე ლონდარიძეს ვანო მერაბიშვილის ბიძაზე 5 წლით უფროსი ქალბატონის ასაკი არ გაუთვალისწინებია:

"სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღკვეთის ღონისძიების როგორც ფორმალური, (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძვლები და მიიჩნია, რომ პროკურორის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და რ. მ-იანის  მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნას პატიმრობა."

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ქალბატონი ადრე ნასამართლევი იყო და სასჯელიც მოხდილი ჰქონდა. თუმცა, მეორეს მხრივ, მას ლევან თუმანიშვილისგან განსხვავებით, არც დიდი შესაძლებლობები ჰქონდა, არც სხვა საცხოვრებელი ადგილი  და არც გავლენიანი ოჯახის წევრები ჰყავდა, რომელთათვისაც მაისურაძეების ან სხვა გვარის ყალბი პასპორტებით საზღვრის გადაკვეთა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა.

სტატისტიკისთვის (თუ როგორ არ უყვარს მოსამართლე ლონდარიძეს გირაოები) მეორე მაგალითსაც მოვიყვანთ.  2011 წლის 18 ივნისს მან ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის გამო თ. ზ-ძის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილა.

ჩადენილი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

აღნიშნულ საქმეზე, პროკურატურამ, ტრადიციულად, პატიმრობა მოითხოვა იმ მოტივით, რომ პასუხისმგებლობის მომლოდინე პირი მიმალვას შეეცდებოდა (სამოტივაციო ტექსტი ყველგან ერთი და იგივეა. ავტ).

ადოკატმა 30 000 ლარიანი გირაოთი ითხოვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გამოშვება და ამ მოთხოვნის გასამყარებლად, არაერთი მიზეზი ჩამოთვალა: დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, რომ მას განზრახ არ ჩაუდენია დანაშაული და დაზარალებულებს მისი ციხეში ყოფნით მეტი ზიანი მიადგებოდათ, რადგან ის ვერ უზრუნველყოფდა მათ მოვლა-პატრონობას.

მიუხედავად ყველაფრისა, მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ ვერცერთი ფაქტი ვერ დაინახა ისეთი, რაც უზრუნველყოფდა ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიების მიზანშეწონილობას და ზემოთ ნახსენები 71 წლის ქალბატონის მსგავსად, თ. ზ-საც პატიმრობა შეუფარდა.

ასეთი გახლავთ ახალციხის ერთი მოსამართლის და ვანო მერაბიშვილის ბიძის მაგალითზე განხილული ჩვენი "ეჭვიანობის" დამადასტურებელი რეალური ფაქტები და შერჩევითი ქართული მართლმსაჯულება...




 ახალი ამბები
  • სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია (R)ლიბერთის ციფრული ტრანსფორმაცია გრძელდება. ალტერნატიული არხების განვითარების პროექტები ლიბერთიმ უმოკლეს დროში განახორციელა, რომ პანდემიის პირობებში მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა ინოვაციური და ტექნოლოგიურად განვითარებული მომსახურება, რითაც მაქსიმალურად შემცირდა ბანკში ვიზიტის საჭიროება.   ერთ-ერთი მთავარი მომსახურება NCR მოდელის Cash-In | Cash-Out ბანკომატებია. საქართველოს ბაზარზე უალტერნატივო და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ბანკომატი, მომხმარებელს საშუალებას აძლევს არამხოლოდ სტანდარტული ბანკომატის ფუნქციონალით ისარგებლოს, არამედ ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა ბანკში ვიზიტის გარეშე.  2020 წლის ზაფხულში Cash-In | Cash-Out ბანკომატებში ორი ახალი სერვისი დაინერგა:  ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ 30 000 ლარამდე თანხის შეტანა ლიბერთის ბიზნეს ბარათების მფლობელებისთვის ვალუტის უბარათო კონვერტაციის სერვისი საქართველოს ბაზარზე უნიკალურია და სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, საბანკო ბარათის გარეშე, დღის ნებისმიერ დროს. ფუნქციონალი მომხმარებელს აძლევს საშუალებას 3000 ლარამდე (ექვივალენტი დოლარში, ან ევროში) ბანკომატიდან დააკონვერტიროს  Cash-In ბანკომატიდან. სერვისით სარგებლობა უფასოა და ამავდროულად, ნებისმიერი მომხმარებელი კონვერტაციისას მომგებიანი, სპეციალური კურსით სარგებლობს. იურიდიული პირებისთვის 30 000 ლარამდე თანხის შეტანის ფუნქცია ბიზნესების მხარდასაჭერად დაინერგა და ლიბერთის ბიზნეს ბარათის მფლობელებს აძლევს საშუალებას ნებისმიერ დროს შეიტანონ თანხა კომპანიის ანგარიშზე. Cash-In ბანკომატში თანხის შეტანა კომფორტულია და ერთდროულად დიდი რაოდენობის კუპიურების მოთავსებაა შესაძლებელი. თანხა მომენტალურად აისახება კომპანიის ანგარიშზე და შეტანის შემდეგ შესაძლებელია სურვილისამებრ მართვა ლიბერთის განახლებული კორპორატიული ინტერნეტ ბანკით. „ლიბერთის ალტერნატიული არხების გუნდი სწრაფი ტემპებით ავითარებს არსებულ პროდუქტებს და ამავდროულად, ნერგავს ახალ შესაძლებლობებს როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. Cash-In ბანკომატების განვითარება ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტია. ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ანგარიშზე თანხის შეტანა, პინ კოდის შეცვლა უბარათოდ, უბარათო კონვერტაცია, Apple Pay-ით უბარათოდ თანხის გამოტანა ის მთავარი სიახლეებია, რომელიც ბოლო 1 თვის განმავლობაში უკვე დავნერგეთ. ვმუშაობთ გულით, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი მომხმარებლის გამოცდილება და გავუმარტივოთ მათ  ალტერნატიული საბანკო არხების მოხმარება.“ - აცხადებს  ალტერნატიული პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქოროღლიშვილი. ამჟამად მომხმარებლისთვის 30-მდე Cash-in/Cash-Out ბანკომატია ხელმისაწვდომი - იხილეთ Cash-In ბანკომატების რუკა ... ...
  • აშშ-ს საელჩო: მოვუწოდებთ რუსული აგრესიის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს გაერთიანებისკენამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აგვისტოს ომიდან 12 წლის გასვლას ეხმაურება. „თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეიჭრა. 7 აგვისტო მწუხარებით გვახსენებს რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარებულ ათასობით ადამიანს, რომლებიც კვლავაც განსაცდელში რჩებიან. დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი სახლების დატოვება და დევნილობა აიძულეს. ჩვენ ვიხსენებთ უდანაშაულო, მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც დაიღუპნენ იმის გამო, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი ჩაკეტა და არ მისცა მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. ჩვენ გვახსოვს უკანონო „ბორდერიზაციის“ შედეგად გახლეჩილი ოჯახები და დაკარგული საარსებო წყარო. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კოვიდ 19-ით გამოწვეულ ზიანთან გამკლავებას ცდილობს, საქართველო, ამავდროულად, ზარალდება სავაჭრო ურთიერთობების დაკარგვით იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც ახლა ერთმანეთს თვითნებურად დადგენილი გამყოფი ხაზებით არიან მოწყვეტილი, ეს კი ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის პროცესს კიდევ უფრო აბრკოლებს. გასულ წელს, ჩვენ, ასევე, ვიხილეთ რუსეთის მიერ მართული მასშტაბური შემოჭრა და ჩორჩანა- წნელისის მიმდებარედ დამატებით ასობით მეტრი ტერიტორიის გაკონტროლების მცდელობა. რუსეთი კვლავ არღვევს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რუსი „მესაზღვრეები“ აკავებენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის ფაქტის ჩათვლით. რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალები აგრძელებენ ქართული ტერიტორიების თანდათანობით მიტაცებას და ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების თითოეული მეტრით გაფართოებას. 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებები მკაფიოა: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შუფერხებელი წვდომა. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ასი ათასობით დევნილმა და ლტოლვილმა შეძლოს საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება. ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ ურყევია. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მათთან ერთად მოვუწოდებთ რუსული აგრესიის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს კვლავ გაერთიანებისკენ“,_ წერია საელჩოს გვერდზე გავრცელებულ ... ...
  • რა ღონისძიებებია დაგეგმილი აგვისტოს ომში დაღუპული ჩოხატაურელი გმირების ხსოვნისადმი პატივსაცემადაგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. „გურია ნიუსი“ დაინტერესდა რა ღონისძიებებია დაგეგმილი 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჩოხატაურელი გმირების ხსოვნისადმი პატივსაცემად. როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, 11:30 სთ-ზე გმირებისადმი მიძღვნილ პანაშვიდს გადაიხდიან წმ. ანასა და იოაკიმეს სახელობის  ტაძარში. პანაშვიდს გადაიხდის დეკანოზი მამა თომა. 12:00-სთ-ზე კი რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპულ ჩოხატაურელთა საფლავებს მიაგებენ პატივს. კერძოდ, კაპიტან მერაბ ახობაძის საფლავს (ფარცხმის ტერიტორიული ორგანო), სერჟანტ ფილიპე (ლერი) მგალობლიშვილისას (ერკეთის ტერ. ორგანო), კაპრალ მურთაზ ირემაძისას (ზოტის ტერიტორიული ორგანო). შეგახსენებთ, რომ ომი 2008 წლის 7 აგვისტოს, ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით დაიწყო ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან, რამდენიმე დღის, განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს, საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. აგვისტოს ომმა 162 ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეიწირა _ მათ შორის 9 გურიიდან იყო, კერძოდ ჩოხატაურიდან კი ... ...
  • ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარება _ როგორ და როდის მიიღებენ თანხას17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მშობლები სპეციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლას 15 აგვისტოდან შეძლებენ. ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ამ წუთებშიც მუშაობა იმ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უკვე 15 აგვისტოდან დარეგისტრირება. დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ მიერ მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვების შემდეგ მოხდება 1-ლიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა“, - განაცხადა ტიკარაძემ. მისივე თქმით, თუ მშობელმა არ შეავსო განაცხადი, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ მშობელი კომპენსაციის მიღებაზე უარს აცხადებს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეგისტრაციის პროცესი მარტივი იქნება. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 17 წლის ჩათვლით ბავშვები სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით 200 ლარის ოდენობით ... ...
  • რძის პროდუქტები 3.5%-ით გაძვირდა, ხორცი კი 1.8%-ით გაიაფდა _ FAO-ს ფასების ინდექსიგაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, ივლისში 2.4 პროცენტით გაიზარდა და 94.2 ქულა შეადგინა. აღნიშნული, 2019 წლის ამავე პერიოდის ნიშნულს 1 პროცენტით აღემატება. ივლისში მცენარეულ ზეთზე ფასები, წინა თვესთან შედარებით, 7.6 პროცენტით გაიზარდა და ბოლო 5 თვის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ფასების ზრდის მიზეზად პალმის ზეთზე გაზრდილი მოთხოვნა და ზეთის საწარმოო პროცესში წარმოქმნილი შეფერხებები სახელდება. 1.4 პროცენტითაა მომატებული FAO-ს შაქრის ფასების ინდექსიც, რასაც ხელი შეუწყო შაქრის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში, ბრაზილიაში, საწარმოო პროცესის შენელებამ და ტაილანდში, გვალვის გამო შემცირებულმა მოსავალმა. ივლისში 3.5 პროცენტიანი ფასების ზრდა რძესა და რძის ყველა პროდუქტს შეეხო, მათ შორის: კარაქს, ყველსა და რძის ფხვნილს. ივნისთან შედარებით, 1.8 პროცენტითაა შემცირებული ხორცის ფასების ინდექსი და ის წინა წლის ამავე პერიოდს მაჩვენებელს 9.2 პროცენტით ჩამორჩება. FAO-ს ინფორმაციით, საქონლისა და ღორის ხორცზე ფასების ვარდნას ხელი შეუწყო პროდუქტის უხვმა მარაგებმა და მასზე არსებულმა დაბალმა მოთხოვნამ. რაც შეეხება ფრინველის ხორცს, ბრაზილიაში შექმნილმა საწარმოო დეფიციტმა, რის მიზეზადაც ფრინველის საკვებზე გაზრდილი ფასები სახელდება, ფრინველის ხორცზე ფასები გაზარდა. მიუხედავად სიმინდსა და სორგოზე ფასების მკვეთრი ზრდისა, ივლისში FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი ფაქტობრივად უცვლელი დარჩა. რაც შეეხება ბრინჯს, გამორჩეულად უხვი მარაგების გამო, ივლისში ბრინჯის ფასების ინდექსი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...