ოზურგეთის ახალი გამგებელი პოლიციაში დაიბარეს

მთავარი თემა

ოზურგეთის ახალი გამგებელი პოლიციაში დაიბარეს

2013 იან 16 15:31:35

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) "ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან."

აღნიშნული დანაშაული ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

შეგახსენებთ, რომ როგორც "გურია ნიუსს" წყარომ აცნობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე და კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი ნესტორ რამიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტი, წყაროს თქმით, ნესტორ რამიშვილის საცხოვრებელი სახლის  წინ მოხდა. როგორც გვაცნობეს, ამ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს ზვიად კვაჭანტირაძეს უნდა შეხვდნენ.

_მითხრეს, რომ ღამით, დაახლოებით 12 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი  კოტე შარაშენიძე სახლში მიუვარდა ნესტორ რამიშვილს. ჩემი ინფორმაციით, რამიშვილი მას დასაქმებას სთხოვდა, წასულა საქმის გარჩევა, ხმამაღალი საუბარი და ბოლოს, როგორც ვიცი, იარაღიც გამოიყენეს. კოტემ ნესტორს თავში იარაღის კონდახი ჩაარტყა. ადამიანი ცუდადაა, წევს სახლში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა, _აცხადებს "გურია ნიუსთან" წყარო.

_გურია ნიუსი" დაუკავშირდა კოალიცია "ქართული ოცნების" წევრს, ნესტორ რამიშვილს, რომელმაც ეს ინფორმაცია უარყო.

_ბატონო ნესტორ, როგორც გავიგეთ, თქვენსა და გამგებელს შორის წუხელ ინციდენტი მოხდა.

_არაფერი  ვიცი.

_ ბატონო ნესტორ, თქვენს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა? როგორც ვიცით, იარაღიც იყო გამოყენებული...

_ არ არის სიმართლე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე "გურია ნიუსთან" მსგავს ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

_ ნამდვილად არ მომხდარა მსგავსი რამ. მე იმდენად შეჩვეული ვარ ჭორებს, რომ არ მიკვირს, შესაძლოა,  ესეც ჩემს მიმართ მორიგი პროვოკაციაა.

_ბატონო კოტე, ჩვენი წყარო ამბობს, რომ თქვენ მას იარაღის კონდახით თავი გაუტეხეთ. .

_არ არის სიმართლე და ძალიან გთხოვთ, იარაღს ნუ ახსენებთ,  უბრალოდ, სირცხვილია, _ გვითხრა კოტე შარაშენიძემ.




 ახალი ამბები
  • "ქართული ოცნების“ უსუსური მცდელობა ისტორიის გადაწერის"_ აქცია სასამართლოსთანთბილისის საქალაქო სასამართლოსთან „სირცხვილიას“ წევრებმა აქცია გამართეს. საპროტესტო აქცია პოლიტიკური პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად გაიმართა. ცნობისთვის, დღეს საქალაქო სასამართლოში იმართება “გავრილოვის პატიმრების” მორიგი პროცესი იმართება. „20 ივნისს დაკავებული მოქალაქეები არიან პოლიტიკური ნიშნით დევნილები. რეალურად ყველასთვის ცნობილია, რომ ეს ადამიანები არანაირ სახელმწიფო გადატრიალებას არ აპირებდნენ, ეს არის „ქართული იცნების“ უსუსური მცდელობა ისტორიის გადაწერის“,_ ამბობენ აქციის ორგანიზატორები. 20 ივნისის საქმეზე დაკავებულები უკვე 8 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. ევროპარლამენტარებმა 20 ივნისის საქმეზე დაკავებულები პოლიტიკურ პატიმრებად აღიარეს და ხელისუფლებას მათი გათავისუფლებისკენ ... ...
  • მაია მერკვილაძე აჭარის მაუწყებელში რჩებააჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ და რვასაათიანი გამოშვების რედაქტორმა მაია მერკვილაძემ გადაწყვეტილება მიიღო, ის მზადაა დირექტორის, გიორგი კოხრეიძის შეთავაზებას დათანხმდეს და იყო თოქ-შოუს პროდიუსერი და ასევე რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორიც. ამის შესახებ განცხადება მაია მერკვილაძემ ტელევიზიის კანცელარიაში უკვე დატოვა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მაია მერკვილაძეს ამ ეტაპზე არარსებული თოქ-შოუს რედაქტორობას სთავაზობდნენ. ამის შესახებ გიორგი კოხრეიძემ მმართველთა საბჭოს წევრებს განუცხადა. ხელშეკრულებას, რომლითაც მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე ოთხი წლის განმავლობაში იყო, 24 თებერვალს გაუქმდა. გადაწყვეტილებას მხარი მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა დაუჭირა. 19 თებერვალს ტელევიზიის ჟურნალისტების ხმაურიანი პროტესტის ფონზე ტელევიზიაში 4 საშტატო ერთეული გააუქმეს, მათ შორის, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის. აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი აცხადებდა, რომ ამ ცვლილებებით რეგიონულ მაუწყებელში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა, რადგან მაია მერკვილაძეს საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრის საშუალებას აღარ მისცემდნენ. ეს ეჭვები ნაწილობრივ დადასტურდა, რადგან 24 თებერვალს 18:00 საათზე მაია მერკვილაძემ დირექტორისგან ელექტრონული ფოსტით მიიღო ახალი სახელშეკრულებო შეთავაზება: წინასაარჩევნო დებატების რედაქტორის პოზიციაზე, ან აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორის პოსტზე. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი საგაფიცვო რეჟიმზე გადასვლას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება,  მაუწყებლის პროფკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს. წყარო: ... ...
  • საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვასაბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. ... ...
  • გურიაში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვასაბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, გურიის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელი არმია საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა და ქვეყნის ოკუპაცია განახორციელა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. ... ...
  • SOLO HOLOSEUM-ში ბავშვებისთვის შემეცნებით მასტერკლასებს SOLO Sunday-ს იწყებსთანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით SOLO შემეცნებითი მასტერკლასების  სერიას იწყებს. იმისათვის რომ უქმეებზე ოჯახთან, მეგობრებთან საინტერესოდ და შემოქმედებითად გაატარონ დრო, SOLO მის მომხმარებელს HOLOSEUM-ში მრავალფეროვან მასტერკლასებზე ეპატიჟება. ყოველკვირაობით გაიმართება ბავშვებისთვის შემეცნებით-გასართობი შეხვედრები - SOLO Sunday, როგორიცაა მაგალითად საუბრები ნიკო ფიროსმანზე, მის ცხოვრებაზე და ხატვის ტექნიკაზე. ვორკშოპს გიორგი კაკაბაძე გაუძღვება. გიორგი ჯაფარიძე კი ბავშვებს ხატვის თერაპიას ჩაუტარებს და მათთან ერთად შეასრულებს ფიროსმანის ცნობილ ნამუშევრებს, მათ შორის, ხატვის ვორქშოპზე ბავშვები შექმნიან მაკეტს და გააცოცხლებენ ფიროსმანის შესანიშნავ და უსაყვარლესს ნახატს ,,გოგონა საჰაერო ბუშტით“. თორნიკე კაკუშაძესთან ერთად კი ბავშვები თანამედროვე ხელოვნების მიმდინარეობას - Strign Art-ს შეისწავლიან. ბავშვებისთვის გასართობ-შემეცნებითი მასტერკლასების გარდა, ვორკშოპები გაიმართება უფროსებისთვისაც.  კერძოდ,  SOLO Classroom-ში შაბათობით ჩატარდება ისეთი საინტერესო შეხვედრები, როგორიცაა: თანამედროვე არტისტების აქამდე უცნობი ისტორიები, კურსი Mindfulness-ზე, არტ-თერაპია, სუნთქვითი თერაპია, ინტერიერის დიზაინის კურსი და სხვა. SOLO-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის  ეწვიეთ:  www.SOLO.ge;  http://facebook.com/www.SOLO.ge ... ...

არქივი

ზაფრანი

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...