"ჩემი ძმა ანაკლიაში ერთ-ერთ მშენებლობაში ჩააბეტონეს"

მთავარი თემა

"ჩემი ძმა ანაკლიაში ერთ-ერთ მშენებლობაში ჩააბეტონეს"

18 იან. 2013, 00:40:00

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ცინარა აბულაძემ შვილის გაუჩინარების და მის მიმართ სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის და პროკურატურის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ ზეწოლის,  შეურაცხყოფის და ცემის ფაქტებთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს  და მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს წერილობით მიმართა. იგი იუსტიციის მინისტრთან და მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვდა. უგზოუკვლოდ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დებმა: მანანა და ნანა აბულაძემ, დედამ ცინარა აბულაძემ, გუშინ იუსტიციის სამინისტროში საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვდნენ. იუსტიციის სამინისტროში აბულაძეებთან მთავარი პროკურორის მოადგილე, კახა წერეთელი მივიდა, რომელმაც  დებს და დედას სთხოვა  მთავარ პროკურატურაში წაჰყოლოდნენ.

როგორც "გურია ნიუსთან" დაკარგული გიორგი აბულაძის დამ, მანანა აბულაძემ განაცხადა:  "შეხვედრასთან დაკავშირებით პასუხი მხოლოდ არჩილ კბილაშვილის უწყებიდან მოგვივიდა. 20 მარტს არის ჩანიშნული შეხვედრა არჩილ კბილაშვილთან. თეა წულუკიანის უწყებიდან პასუხიც არ გაგვცეს. არ  იციან ჩვენი წერილი სად დევს. არც კი უნახავთ. ჩვენ არსად ვაპირებთ წასვლას. დედაჩემს ზუგდიდიდან კარავი აქვს ჩამოტანილი.  იუსტიციის სამინისტროს და მთავარ პროკურატურას შუა გაშლის. შიმშილობას დაიწყებს იუსტიციის სამინისტროში. ჩვენთან მოვიდა პროკურორის მოადგილე კახა წერეთელი, რომელმაც გვთხოვა  გავყოლოდით და  გაგვარკვევდა ყველაფერში.

დედაჩემი და ჩემი და იუსტიციის სამინისტროში დარჩნენ. მთავარ პროკურატურაში წერეთელს მე გავყევი, სადაც შევხვდი მათ თანაშემწეებს. პროკურატურაში მითხრეს, ჩვენი ბრალია, ბოდიშს გიხდით, რომ თქვენი საქმის შესწავლა ვერ მოვახერხეთ, 2 დღე მოგვეცით და ყველაფერს გავარკვევთო. ველოდებით ხვალამდე."

შვილდაკარგული დედა ცინარა აბულაძე "გურია ნიუსთან" აცხადებს: "ნოემბერში შეტანილი განცხადებით, შეხვედრა  20 მარტისთვის დაგვინიშნეს. ამდენს ვერ მოვიცდი. ერთი წელი სრულდება, რაც შვილი მყავს დაკარგული. არავინ არაფერს არ აკეთებს. ეს როგორ შეიძლება?! დავიჯერო ამდენი დაკარგული ადამიანია, რომ ჩვენ რიგში დავდგეთ, შეგვხდენენ და საქმე ცოტა წინ წაწიონ?! ხუთჯერ შევხდი ირაკლი ალასანიას, დახმარებას  დამპირდა, მაგრამ, ჯერ ვერაფერს ვხედავ. იუსტიციის სამინისტროში და მთავარ პროკურატურაში რომელი განცხადებაც დავწერეთ, ყველას ზუგდიდში  იმ ადამიანებთან აგზავნიან, ვისაც უნდობლობას ვუცხადებთ. კონტრდაზვერვის თანამშრომელს, მალხაზ პაჭკორიას, ჩემი შვილის გაუჩინარებას ვედავებით. იგი ჯერ კიდევ  სამეგრელო ზემო-სვანეთის კონტრდაზვერვის უფროსის თანამდებობაზე რჩება. იგი  დღესაც ახერხებს ჩვენზე და მოწმეებზე ზეწოლა განახორციელოს. 8 თვე ზეწოლის ქვეშ ვიყავით. სანამ მალხაზ პაჭკორია თანამდებობაზე რჩება, ჩემი შვილის საქმე არასდროს გაირკვევა. სწორედ მან უნდა თქვას სად გაუშვა ჩემი შვილი.  პაჭკორიამ იცის ჩემი შვილი ცოცხალია თუ მკვდარი. მან უნდა თქვას ყველაფერი!

დაკარგულის და მანანა აბულაძე "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ მისი ძმა სოფელ ანაკლიაში მიმდინარე ერთ-ერთ მშენებლობაში ჩააბეტონეს.

"შანსი იმისა, რომ ჩემი ძმა ცოცხალია, სულ ცოტა რჩება. გვაქვს სხვადასხვა ვერსია. მოკლეს! მალხაზ პაჭკორიამ, ან მისმა თანამზრახველმა ზურგში ესროლა. ზღვაში ჩააგდეს და იქ დაახრჩვეს. ან ანაკლიაში, სადაც მშენებლობეში მიმდინარეობს იქ ჩააბეტონეს. ჩემი ძმა ცოცხალი რომ იყოს, ამდენ ხანს ინფორმაციას სხვადასხვა საშუალებით მოგვაწვდიდა. ჩემი ძმის დაკარგვის შემდეგ, ეჭვს ბადებს თავად მალხაზ პაჭკორიას საქციელი. ჩვენ არ ვიცოდით ძმა რომ დაკარგული იყო და იგი უკვე მოქმედებდა. თბილისიდან რომ წამოვედით, არავინ გაგვიფრთხილებია. სადარბაზოსთან უკვე გვითვალთვალებდნენ. ორი მანქანა მოგვყვებოდა. ეს უწყება სოფელში თავიდან  ჭორებს ყრიდა. რა თქმა უნდა, მალხაზ პაჭკორიას მეთაურობით, თითქოს ჩემი ძმა აგენტი იყო, სარგებლობდა იმით, რომ ჩემს ძმას  რუსი ეროვნების ცოლი ჰყავს, თითქოს  სიმამრი ჰყავდა გენერალი. ჩემს სოფელში იყო რუსი სამშვიდობოების გენერალი ბორისოვი, რომელსაც  გოგიტა იცნობდა. ასევე იცნობდა მთელი სოფელი.

ჩემი ვერსიით, კონტრდაზვერვას, გოგიტა, რომელიც გენერალ ბორისოვს  იცნობდა ”პად კალპაკომ” ჰყავდა.  ჩემი ძმა არსად მუშაობდა, არავითარ ინფორმაციას არ ფლობდა. იყო უმუშევარი. სანამ სასტუმრო ,,ანაკლიაში” დაიწყებდა მუშაობას  სათანადო ორგანოებში დაიბარეს. თუ არასაიმედო პიროვნება იყო, მუშაობას როგორ დააწყებინებდნენ, მითუმეტეს რომ ის სასტუმრო ვანო მერაბიშვილის უწყების სასტუმრო და მათი ბუდე იყო. ჩემს ძმას ასევე ხელი მიუწვდებოდა სასტუმროში ყველანაირ ტექნიკურ საშუალებებთან. ელექტროხელსაწყოებთან, ყველანაირ ტექნიკასთან. რადგან იგი იცნობდა ბორისოვს, ჩემი ვარაუდით, კონტრდაზვერვის სამსახურმა შეარჩია ჩემი ძმა, დააწყებინეს სამსახური, რათა  შემდეგში გამოეყენებინათ თავიანთი ინტრიგებისთვის.  თუნდაც იმისთვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს გამოსულიყვნენ და ეთქვათ, ეს არის აგენტიო. თითქოს, ბორისოვის დავალებით ტერაქტის მოწყობა და ვიღაცის ლიკვიდაცია უნდოდა.  თუ ასეთი  ადამიანი იყო, რატომ აიყვანეს სამსახურში დამნაშავე ?! დაეჭირათ!

ვთხოვთ, თეა წულუკიანს, ჩვენი ძმის საქმე  პირად კონტროლზე აიყვანოს. არ არსებობს ისეთი საგამოძიებო ორგანო, რომელიც კონტრდაზვერვის მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულს გამოიძიებს?!

მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში როცა ვრეკავ, მეუბნებიან, ჯერ გარკვეული არ ვარ, ერთ კვირაში დამირეკეო. ერთი კვირის მერე ვრეკავ და მპასუხობს: იმდენი საქმე მაქვს,  ეს საკითხი შეცდომით დამაწერეს, მე არ მეხება და გავარკვევ, ვის ეხებაო. ერთი კვირის მერე მივდივარ პროკურატურაში, ისევ არ არის გარკვეული.  კი ბატონო, არჩილ კბილაშვილს არ სცალია, მაგრამ, სხვა პროკურორი არ არის, ამდენი წერილი დავწერე ასეთი საქმეა. დამიბარე, მკითხე რა ხდება?! რა ვუყო ნივთმტკიცებებს, ვის გადავცე?!

იურისტებიც კი ვერ მეუბნებიან ჩემი ძმის საქმესთან დაკავშირებით, რომელ უწყებას უნდა მივმართო."

შეგახსენებთ, რომ  "გურია ნიუსში" 2012 წელის 15 აგვისტოს გამოქვეყნდა სტატია სათაურით: "პრეზიდენტო, თქვენი ყველა ვიზიტის დროს, 70 წლის ქალბატონს უმოწყალოდ სცემენ!" ასევე გამოქვეყნდა სტატია: "გაცხადებული ტერორი ანაკლიაში" სატატიაში საუბარი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მომხდარ ფაქტზე.

"2012 წლის 18 იანვარს, სასტუმრო "ანაკლიის" ინჟინერ-ტექნიკოსი, გოგიტა აბულაძე დილით სახლიდან სამსახურში წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. დედამ, დაახლოებით საღამოს შვიდის ნახევარზე, შვილთან დაკავშირება მობილური ტელეფონით სცადა, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა... მას შემდეგ ცინარა აბულაძე დაკარგულ შვილს ეძებს, მაგრამ ამაოდ...

გაუჩინარებიდან 2 თვენახევრის შემდეგ, გოგიტა აბულაძის დამ ძმის დატოვებული წერილი აღმოაჩინა მეტად უცნაური მინიშნებით:

"მე გადავდივარ აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ ყველაფერი იცის მალხაზ პაჭკორიამ," _ ეწერა წერილში."

შვილდაკარგული დედა შვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამეგრელოში  ვიზიტის დროს  ცდილობდა წერილი მისთვის გადაეცა. მას, ამის გამო სამეგრელოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს.

P.S. გაშლის თუ არა შვილდაკარგული დედა კარავს, დაიწყებს თუ არა შიმშილობას, ხვალ გაირკვევა.




 ახალი ამბები
  • საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი მეოთხე სართულიდან გადახტაბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. „გამოძიებით დადგენილია, რომ 1993 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ფ.ჯ. მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, გადაყვანილ იქნა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში. 14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა. დაშავებული ფ.ჯ. გადაყვანილია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში“,_ აცხადებენ შინაგან საქმეთა ... ...
  • ოზურგეთში თხილის გატეხვა და ფასის ამ მეთოდით დადგენა დაიწყესმიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი  სეზონის გახსნიდან აქამდე,  ოზურგეთში თხილის გატეხვა არ ხდებოდა, ფასის დადგენის მიზნით, დღეს, როგორც  გაბრაზებული მოქალაქეები ამბობენ, „ტახატუხი“ მაინც დაიწყეს. _დიახ, დავიწყეთ გატეხვა. ნახეთ, რა მოაქვთ. ფუტურო, შარშანდელი ნაგავი, მთლიანად უვარგისი  თხილი. არ მიაქვთ ქარხნებს,  უკან დაგვიბრუნეს, რაც წაიღეს. რა ვქნათ? ერთი  საღი გული 50 თეთრია.  ათი გატეხილი ნაყოფიდან თუ ყველა კარგი იქნება, ერთ   კილოგრამში  5 ლარს გადავუხდით, - გვითხრეს  ოზურგეთში, გაბრიელ  ეპისკოპოსის  ქუჩაზე  მდებარე თხილის მიმღებ  პუნქტებში მომუშავე პირებმა. კითხვაზე, ყოველი გატეხილი ათი ცალი თხილიდან, ყველა საღი არასდროს არ იქნება, იშვიათი გამონაკლისის გარდა და არიან თუ არა მაინც გლეხები დაზარალებული ამ მეთოდით,  კვლავ  შემოგვწყრნენ: _ჩვენ არ ვართ დაზარალებული, ნაგავი რომ მოაქვთ? მთელი დღე რომ  გვიყრია ეს თხილი ტომრებით და არავის მიაქვს? ვინ გითხრათ, რაიმე ბრძანება არის, რომ არ გავტეხოთ? ქობულეთში, ორი კვირაა, ტეხენ.  მიუხედავად ამისა, ზოგ პუნქტში თხილის გატეხვა მაინც არ ხდებოდა.  „გურია ნიუსი გაესაუბრა ქალაქში მყოფ არაერთ ფერმერს, რომლებსაც  თხილის პლანტაციები აქვთ და საგანგებოდაც  უვლიან. როგორც მათი შეფასებიდან ირკვევა, თხილის ვარგისიანობის  შესამოწმებლად, სხვა უფრო დახვეწილი  ფორმა უნდა მოიძებნოს. _ ამ მეთოდით მაინც რიგითი მეურნე ზარალდება, - თქვეს ... ...
  • Global Finance-მა თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი საქართველოში საუკეთესოდ აღიარა (R)საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისის სამომხმარებლო და კორპორატიული ციფრული ბანკი საუკეთესოდ დაასახელა რამდენიმე კატეგორიაში. ავტორიტეტულმა გამოცემამ, თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი 2020 წლის ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად აღიარა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში,  საქართველოში კი - საუკეთესოდ. გარდა ამისა, თიბისის  ციფრული ბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელდა ციფრული მარკეტინგისა და სერვისის მიმართულებით, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის წევრები საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები არიან ტექნოლოგიების, საკონსულტაციო და სხვა სფეროების მიმართულებით. საუკეთესო ციფრული ბანკები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩნენ: გამორჩეული სტრატეგია; მომხმარებლისთვის შეთავაზებული ინოვაციური და მრავალფეროვანი ციფრული სერვისები და პროდუქტები; მომხმარებლების რაოდენობის ზრდა; ციფრული ბანკის დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა. საერთაშორისო გამოცემა Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში. 2019 წელს Global Finance-მა თიბისის მობაილბანკი სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა. ... ...
  • 200-ლარიანი დახმარების მისაღებად 17 წლამდე ბავშვების რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად,  მშობლები სპეციალურ  პორტალზე  რეგისტრაციის გავლას   ხვალიდან  შეძლებენ. რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე -daxmareba.moh.gov.ge ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია: •             ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; •             მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; •             მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); •             საკონტაქტო მობილური,  რომელზეც  მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება. იმ შემთხვევაში,  თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე  ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს. იმ შემთხვევაში, თუ  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, კანონიერმა წარმომადგენელმა ელექტრონულ პორტალზე მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ატვირთოს. ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს. სოციალური დახმარება, ბავშვის ერთ-ერთი მშობელის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ, ბავშვის ელექტრონულ პორტალზე  განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად,  მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ.  დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს: •             სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს •             საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველბებს •             საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს •             „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე -  1505. ... ...
  • გაუთქმელობის დაკისრებით შესაძლოა მხარეთა თანასწორობა დაირღვეს - ომბუდსმენი შაქარაშვილის საქმეზესაქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებას და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაუსაბუთებელი დაკისრებით მოცემულ სიტუაციაში შესაძლოა დაირღვეს მხარეთა თანასწორობის უფლება.  2020 წლის 12 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის ადვოკატები დაავალდებულა, არ გაამჟღავნოს და გაახმაუროს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები და მონაცემები. პროკურატურამ ადვოკატებს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შესაძლოა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარონ. საგულისხმოა, რომ ადვოკატთა ნაწილმა აღნიშნულის გამო საქმეთა მასალების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.  საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურა უფლებამოსილია, პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, რომ მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები. თუმცა, ამ უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოხდეს სისხლის სამართლის პროცესის უმთავრესი პრინციპების - შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის უგულებელყოფის ხარჯზე. არსებული მექანიზმი გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ბრალდების წარდგენისას პროკურატურამ საზოგადოებას გააცნო საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოძიებების ვერსია და აღნიშნულის შესაბამისი გრაფიკული რეკონსტრუქცია. ამ პირობებში ბუნებრივად, დაცვის მხარესაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თანაბრად ისაუბროს საქმის მასალების შესახებ და საზოგადოებას აღნიშნულის შესახებ თავისი მოსაზრება და პოზიცია მიაწოდოს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატებისთვის მსგავსი ვალდებულების დაკისრება არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიზნებიდან და იმ არასწორი პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც არაპირდაპირი გზით დაცვის მხარის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას ისახავს მიზნად. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმის მასალების გასაჯაროების საკითხთან მიმართებით, უზრუნველყოს სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა. „ აქვე გვსურს მოვუწოდოთ ყველა მხარეს, მაქსიმალურად დაიცვან და პატივი სცენ სისხლის სამართლის საქმეთა ფარგლებში მონაწილე პირთა (მოწმეთა, დაზარალებულთა, ბრალდებულთა) უფლებებს. აღნიშნული მნიშვნელოვანი გარემოებაა ნებისმიერი გამოძიების ეფექტურად და ჯეროვნად წარმართვისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის“,_ აცხადებს სახალხო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...