შეიცვლება თუ არა გურიის გუბერნატორი და ვის მოიაზრებენ კანდიდატებად

მთავარი თემა

შეიცვლება თუ არა გურიის გუბერნატორი და ვის მოიაზრებენ კანდიდატებად

2013 იან 18 21:19:20

მართალია, გურიაში ამ დროისთვის ოფიციალურად არ დასმულა  გუბერნატორის შეცვლის საკითხი, მაგრამ საზოგადოებაში  ამ თემაზე აქტიურად საუბრობენ და ღიად თუ  კულუარულად არაერთ კანდიდატს ასახელებენ. საუბარია "ქართული ოცნების" წევრზე დავით დარჩიაზე,  "რესპუბლიკელ" ტიფო მიქატაძეზე და თბილისში მცხოვრებ ბიზნესმენ ალექსანდრე ყველაშვილიზე.

"გურია ნიუსი" თითოეულ მათგანს დაუკავშირდა და ჰკითხა, რამდენად რეალურად წარმოუდგენიათ საკუთარი თავი უახლოეს მომავალში გურიის გუბერნატორის სავარძელში და თავად აყენებენ საკუთარ კანდიდატურას ამ თანამდებობაზე თუ ახალი ხელისუფლების მხრიდან კულუარულ შემოთავაზებას აქვს ადგილი.

დავით დარჩია: _ საზოგადოებაში რომ ამბობენ,  მეც მსმენია, თუმცა ეს ჩემთვის ოფიციალურად არავის უთქვამს და არც რაიმე საუბარი ყოფილა.

_ბატონო, დათო, რომ შემოგთავაზონ გურიის გუბერნატორის პოსტი, იქნებით თუ არა თანახმა? ამბობენ, რომ თქვენ ივანიშვილთან ადრინდელი მეგობრობა გაკავშირებთ და ეიძლება, ამიტომაც მოგიაზრებენ.

_კიდევ გეუბნებით, ამაზე საუბარი არ ყოფილა. საბოლოოდ რომ დადგეს ასე საკითხი და დამავალონ ან შემომთავაზონ, მე არავისზე ნაკლებად მიკეთებია კარგი საქმეები ჩემი რაიონისთვის. თქვენ რამდენად იცნობთ დათო დარჩიას, არ ვიცი, მაგრამ საქმე მიკეთებია და გავაკეთებ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კარგი კანდიდატურა იქნება, თუმცა ვინმეზე ნაკლებად არასოდეს მიკეთებია კარგი საქმე.

რაც შეეხება ალექსანდრე ყველაშვილს, დღეისათვის მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა, გაცილებით ადრე კი "გურია ნიუსთან", თავის შესაძლო გუბერნატორობასთან დაკავშირებით, ასეთი რამ განაცხადა: _ ნამდვილად არ მქონია მიზნად უკან დაბრუნება, ვმუშაობდი გარკვეულ პროექტებზე, რომელთა გახორციელება ხელს შეუწყობს რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებას და მის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე გატანას, ერთ-ერთი ასეთი პროექტი ჩაის წარმოებაში გავახორციელეთ და საკმაოდ წარმატებული გამოვიდა. მოკლედ, ვამჯობინე აქ დარჩენა, რომ აქედან გამეწია ოპონირება ხელისუფლებისათვის, გარკვეულწილად ფინანსური და მორალური რეპრესირება გავიარეთ ცნობილი 7 ნოემბრისა და 26 მაისის შემდეგ. ამიტომ ვცდილობდით, მე და ჩემი მეგობრები, წინ ჩავდგომოდით პროტესტის ტალღას.  გურიაში ნაკლებად ჩამოვდიოდი.  მხოლოდ მეგობრებთან ვაკეთებდი ღამის ვიზიტებს„ ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მიზნით, დანარჩენ დროს ვახმარდით ციხეების ცნობილი მოვლენების გაპროტესტებას. ჩვენს მეგობარ ცნობილ უფლებადამცველებთან ერთად.  არჩევნების შემდეგ ,სამეგობრო წრემ წამოაყენა  წინადადება, რეგიონში ჩემი გუბერნატორად მოვლინების თაობაზე, თუმცა, იყო სხვა შემოთავაზებები, იგივე პენიტენციალურ სისტემაში, რაზედაც თავშივე უარი განვაცხადე და ვამჯობინე, ერთ შემოთავაზებაზე დავთანხმებულიყავი, ანუ მემუშავა სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებზე აჭარა-გურიის რეგიონში, რაც გახორციელდებოდა პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტთან ურთიერთობით (ეს თემა ისევ ძალაშია). ამის შემდეგ, წამოვიდა გურიიდან ინიციატივა, ოღონდ ამ ეტაპზე ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების წევრები, მათ შორის, მეგობრები და უბრალო ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობდნენ ჩემს საქმიანობას. შექმნეს საინიციატივო ჯგუფი და დაიწყეს მუშაობა პრემიერისთვის მისაწერ პროექტზე,  რეგიონის მოსახლეობის თანდართული ხელმოწერებით. მე დღემდე ბევრს ვფიქრობ ამ საკითხზე, მქონდა რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა და კონსულტაცია, არის სერიოზული მხარდაჭერაც, მაგრამ ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს, მიზეზი მხოლოდ ერთია–რამდენად იქნება საშუალება რეგიონში სახსრების მოზიდვისა, რომ მისი ეკონომიკა და მოსახლეობა ეტაპობრივად წელში გაიმართოს და წავიდეს წინ, _ განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს ალექსანდრე ყველაშვილმა.

რესპუბლიკური პარტიის წევრ ტიფო მიქატაძეს გურიის საზოგადოება კარგად იცნობს. მის შესახებ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ  იგი გურიაში მხოლოდ გუბერნატორის თანამდებობას თუ დათანხმდება, სხვა  საჯარო სამსახურში კი არ იმუშავებს. რამდენად შეეფერება სინამდვილეს ეს ყველაფერი ამ და კიდევ სხვა აკითხებზე ჩვენ მას რამდენიმე კითხვა დავუსვით.

_ბატონო ტიფო,  გავრცელებული ინფორმაციით, გურიის მხარის გუბერნატორობის კანდიდატი ხართ და ამბობენ იმასაც, რომ გაქვთ ამბიცია, მხოლოდ ამ თანამდებობაზე იმუშაოთ მშობლიურ მხარეში. რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს?

_დავიწყებ იმით, რომ გუბერნატორების დანიშვნის თემა, ჯერჯერობით, არ დგას დღის წესრიგში. ამის ირგვლივ საზოგადოების ყურადღება გამოიწვია მუნიციპალიტეტებში ხელისუფლების ცვლილების მიმდინარეობამ და გუბერნატორად დანიშვნის მსურველთა აქტივობებმა. მოგეხსენებათ, გუბერნატორის დანიშვნა პრეზიდენტის პრეროგატივაა პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. არსებობს ნება, რომ ცვლილება შევიდეს კანონმდებლობაში, რითაც ეს უფლება პრემიერ-მინისტრს მიენიჭება, პრეზიდენტთან შეთანხმებით. როცა ეს მოხდება, თემაც მეტ აქტუალობას შეიძენს. რაც შეეხება პირადად ჩემს ამბიციებსა და დამოკიდებულებებს, შევეცდები ავხსნა.

წლების მანძილზე ჩართული ვარ პოლიტიკურ პროცესებში და უპირველეს ყოვლისა, ვცდილობ, შევაფასო თავად პროცესი, მისი მიმდინარეობა, ფაქტორები, ეტაპები, მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, დადებითი და უარყოფითი ტენდენციები და.შ. გუბერნატორების დანიშვნის პროცესიც  მაინტერესებს იმ თვალსაზრისით, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, თუ როგორ იქმნება რეგიონებში პოლიტიკური თანამდებობების პირების დანიშვნის გადაწყვეტილების მიღების სისტემა, მისი მუშაობისა და "გამართულობის" ხარისხი. მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგაა ჩემთვის საინტერესო პერსონები და კანდიდატები. რადგან თუკი გადაწყვეტილების მიმღები სისტემა ნორმალურ ფუნქციონირებას დაიწყებს და იგი დაეფუძნება გადაწყვეტილების მიმღებთა ურთიერთთანამშრომლობას, ინტერესთა შეჯერებას, კონსესუსს სასიკეთო შედეგების მიღწევის მიზნით, მაშინ ის აუცილებლად წარმოშობს, შეარჩევს და დანიშნავს გუბერნატორობისთვის  შესაფერის, საჭირო სტანდარტის მქონე ადამიანებს. ამ შემთხვევაში საზოგადოებისთვისაც ნაკლები "სანერვიულო", ნაკლებ პრობლემური იქნება ეს ემა და პერსონებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ექნება.

მართალია, საბოლოო გადაწყვეტილებას  უშუალოდ პრემიერ-მინისტრი მიიღებს, მაგრამ გადაწყვეტილების პროცესში უნდა მონაწილეობდნენ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიის ლიდერები, მაჟორიტარი დეპუტატები, (როგორც მუნიციპალიტეტებში კოალიციის შტაბების პოლიტიკური ხელმძღვანელები) და რეგიონის საზოგადოება, აქ არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა ჯგუფების სახით. სწორედ ამ ძირითადი მოთამაშეების თანამშრომლობის წიაღში უნდა იშვას და შეირჩეს კანდიდატები. თუკი ეს თანამშრომლობა ჯანსაღია და ემორჩილება გარკვეულ წესრიგს, მაშინ იგი გამორიცხავს შეცდომებს გადაწყვეტილებების მიღებაში და არჩევანიც უკეთესებს შორის მოხდება. ეს შედის საზოგადოების ინტერესებში და ეს არის უმნიშვნელოვანესი, ამიტომაც არის ის ჩემთვის უპირველესი.

უფრო გასაგები რომ იყოს, რეგიონის საზოგადოებისთვის ასევე ცნობილი რამდენიმე დანიშვნის მიხედვით, შეგვიძლია შევაფასოთ პროცესები. მაგალითად, გურიის ყოფილი პროკურორის ი. ჯალაღანიას დაწინაურება, აშკარად "გაიპარა" პროკურატურის სისტემაში  და ჩემი აზრით, არასასურველი ფაქტია. პირიქით, როცა შეჩერდა ოზურგეთის პოლიციის უფროსად ე. გორდელაძის დანიშვნა, ეს მიუთითებს, რომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ასეთი გადაწყვეტილების მიღების  მექანიზმი თანდათან სრულყოფას განიცდის. დარწმუნებული ვარ, ასე მოხდება სხვაგანაც.

შეიძლება,  აღმოჩნდეს ერთ-ერთი განსხვავებაც ჩემსა და გუბერნატორობის პოტენციურ სხვა კანდიდატებს შორის. ვიღაცისთვის თანამდებობა თვითმიზანია, ჩემთვის კი მექანიზმის ამუშავება და გამართულობა და მასში ჩემი უნარის, როგორც რესურსის გამოყენებაა პრიორიტეტი.

რაც შეეხება ჩემს ამბიციას _ თუკი ზემოთ აღნიშნული სისტემა მუშაობს, მაშინ, ვფიქრობ, რომ მან თავად უნდა მოიტანოს ჩემი კანდიდატურით დაინტერესება, _ მძიმეწონიან მოჭიდავეთა შეჯიბრებისთვის მაინც, "ამწონონ", თუნდაც. ამ შემთხვევაში მე მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა შერჩევის პროცესში და ურთიერთმისაღები პირობების შემთხვევაში ავიღო პასუხისმგებლობა. ეს არის ჩემი ამბიცია.

_ თუ განსხვავებული, ანუ მაინც ძველებური ფორმით წარიმართა გუბერნატორის დანიშვნის პროცესი, ასეთ შემთხვევაში რას აპირებთ?

_ თუკი სისტემა ნორმალურად არ ფუნქციონირებს, მაშინ გუბერნატორობის მსურველ ადამიანებს მოუწევთ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმა. პოლიტიკური ბრძოლა გულისხმობს სხვადასხვა მეთოდების, ხერხების, მათ შორის ჩემთვის მიუღებელი, არაჯანსაღი "იარაღის" გამოყენებასაც, რასაც, გულწრფელად გეუბნებით, არ ვაპირებ და არ გავაკეთებ. ასეთი ამბიცია  არ მაქვს. ასეთ შემთხვევაში ვიფიქრებ, ჩემი გამოცდილება და უნარები მოვახმარო იმ სფეროში საქმიანობას, სადაც მეტად პროდუქტიული და სარგებლობის მომტანი ვიქნები საზოგადოებისთვის.  ძირითადად, ალბათ, ახალი სამოქალაქო ინიციატივების განვითარების მიმართულებით. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა საჯარო ორგანიზაციების საქმიანობაში კი აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი პარტიის სხვა წევრები და მხარდამჭერები, რომლებიც იმსახურებენ და შეუძლიათ წარმატებით გაართვან თავი დაკისრებულ ვალდებულებებს.

_ბატონო ტიფო, გუბერნატორობის კანდიდატებად მოიზრებიან ალექსანდრე ყველაშვილი, დათო დარჩია... კიდევ ალბათ, ბევრი დასახელდება. რა აზრის ხართ მათზე?

მართლაც, ალბათ, ბევრი ღირსეული ადამიანი დასახელდება. ამიტომ, ამჟამად მოვერიდები დ მეტიც, განვმეორდები – პიროვნებები ნაკლებად მაინტერესებს, ვიდრე მექანიზმი. ვერ ვიტყვი მათ შესახებ ვერაფერს. მახსენდება თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ადამიანის ვაცლავ ჰაველის სიტყვები: "პოლიტიკოსის საქმიანობა გულისხმობს გაზრდილ პასუხისმგებლობას საზოგადოების ზნეობრივ მდგომარეობაზე და პოლიტიკოსის ვალია, გამონახოს, განავითაროს და გააძლიეროს ყოველივე საუკეთესო, რაც საზოგადოებაშია. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს სახელმძღვანელო თითოეული პოლიტიკოსისთვის და მათი წახალისებაც და პასუხისმგებლობის დაკისრებაც მათში სწორედ ამ უნარის არსებობის ხარისხის შესაბამისად უნდა მოხდეს.

_ თქვენი აზრით, ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ჯერჯერობით კვლავ სხედან გუბერნიის სათავეში, შეეცდებიან თუ არა, ხელი შეუშალონ "ქართული ოცნების" კანდიდატურის დანიშვნას?

_ ეჭვგარეშეა, რომ ძველი ხელისუფლება შეეცდება მათთვის მისაღები კანდიდატურის დანიშვნის ხელშეწყობას. მოსალოდნელია, რომ ის ამისთვის გამოიყენებს იმ ადამიანებს  და ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების დროს "ქართული ოცნების" მხარდაჭერის იმიტაციას ახდენდნენ. რეალურად კი "ნაცმოძრაობას" დაახლოებული ადამიანები და მათი მხარდამჭერები იყვნენ. ჩვენ ეს ადამიანები სახელებით და გვარებით ვიცით. გარწმუნებთ, არ მოვერიდებით მათ დასახელებას და საქმეების გამომზეურებას.

ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს, რომლებიც  წლების განმავლობაში ოსტატურად იცვლიდნენ ფერს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და კვლავ რჩებოდნენ რეგიონულ ხელისუფლებაში, გაუჩნდათ იმის განცდა,   რომ ოზურგეთი სულ "ჯიბეში უნდა ჰყავდეთ", რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ მართვა. რატომღაც არ ჰგონიათ, რომ ჩვენ, ყოფილმა ოპოზიციამ, მათთან მრავალწლიანი ბრძოლის პირობებში ბევრი რამ ვისწავლეთ, გამოცდილება შევიძინეთ, ხედვები ჩამოვაყალიბეთ. ამიტომ, დროა, რეგიონებშიც მოვიდეს ახალი პოლიტიკური ელიტა და წარმატების საწინდარი გახდეს წესიერება, კვალიფიკაცია და პასუხისმგებლობა.

"გურია ნიუსი" გურიის ამჟამინდელ გუბერნატორს ვალერი ჩიტაიშვილს დაუკავშირდა:

_ბატონო ვალერი, გავრცელებული ინფორმაციით, გურიის გუბერნატორობის კანდიდატები სახელდება. თქვენი შესაძლო გათავისუფლების შესახებაც საუბრობენ. პრეზიდენტი ხომ არ განიხილავს თქვენს ადგილზე სხვა კანდიდატურას?

_ამ ყველაფერს პრეზიდენტი წყვეტს. შესაბამისად, მე სხვა ინფორმაცია არ გამაჩნია, ვარ ადგილზე და ვმუშაობ ჩვეულებრივ რეჟიმში, _ მოკლედ გვიპასუხა ჩიტაიშვილმა.




 ახალი ამბები
  • ერთდღიანი ბაზრობის პოლიტიკური ელფერიის, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბაზრობა კვირას იმართება, ეს ამბავი ახალი არ არის... და ეს დღეს ჩვეულებრივად ჩაივლიდა, რომ არა აქცია "ვამხილოთ გურული ფეოდალი მაჟორიტარები“. აქციის მონაწილეები დაახლოებით 12 საათისთვის გამოჩდნენ ბაზარში. მათ გამოჩენას, თან "ქართული ოცნების" დეპუტატების გამოჩენა მოყვა. არაერთხელ იყო სიტყვიერი დაპირისპირება და იმის ხსენება, ვინ ვისი პოლიტიკური წევრი იყო ადრე და ა.შ. ასევე აქციაზე ალეკო ელისაშვილი მოსახლეობას ეკითხებოდა მაჟორიტარი-დეპუტატის, ნინო წილოსანის საქმეებზე, რაზეც ზუსტ კონკრეტულ პასუხს იშვიათად სცემდნენ. აქციის პარარელურად "გურია ნიუსმა" რამდენიმე ფოტო გადაიღო, სადაც ხალხი სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვით იყვნენ დაკავებულები. სიძვირე აშკარად ეტყობოდა პროდუქტებს, არა არის გამორიცხული, საახალწლოდ ეს ფასები ... ...
  • ოზურგეთის ხელოვნების ცენტრი 30 წლისაა13 დეკემბერს,  ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილისსახელობის  ხელოვნების ცენტრის 30 წლის აღსანიშნავ  ღონისძიებაზე , სამხატვრო გალერეაში ბევრ სტუმართან ერთად, თავი მოიყარეს ოზურგეთელმა მასპინძლებმა. _მჯერა, ყველა ჩვენგანი გახარებულია დღეს და თქვენც ასევე გიხარიათ.  30 წელი, შესაძლოა, ბევრი არ არის,   მაგრამ ერთი სერიოზული ეტაპი  მაინც არის.  ამ ხნის მანძილზე 300-მდე გამოფენა ჩარატრდა, თავისი კატალოგებით, ბუკლეტებით. დღევანდელი   დღე ასე ბედნიერად დაიწყო და ასე დამთავრდება _ ჩვენ  გავაკეთეთ კატალოგი, რომელიც შეგიძლიათ,  საჩუქრად წაიღოთ. ჩვენ გავაკეთეთ ასევე  მოკლე კლიპი 30 წლიანი ისტორიისა, რომელსაც ახლა ნახავთ და ბევრი საკუთარ თავსაც იხილავს, რადგან თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც სულ ჩვენთან იდექით, ჩვენ ვართ ცენტრი, სადაც კეთდება რეგიონული გამოფენები, ასევე  გვაქვს უამრავი  გაცვლითი გამოფენები, _ ამ სიტყვებით  გახსნა ღონისძიება  და სტუმრებს მისალმა ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის წარმომადგენელი, ლია ურუშაძე. სურატების გალერეის დირექტორმა,  ავთანდილ თავართქილაძემ მადლობა გადაუხადა  სტუმრებს და ესაუბრა 30-წლიან გზაზე, რომელიც გაიარა გალერეამ. _ამ 30-მა წელმა დამანახა, რომ უამრავი ადამიანია გურიაში დაკავებული სახვითი ხელოვნებით. განსაკუთრებით ქალბატონები.  ეს ნიჭიერება არის ცვენთან. ჩვენ ვატარებდით ხალხური რეწვის ოსტატთა გამოფენებს. თამამად  შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ოზურგეთი არის არამხოლოდ ფოლკლორის ,  არა მხოლოდ პოლიფონიის ქალაქი, არამედ სახვითი ხელოვნების ქალაქი.  ჩვენი ცენტრი რევოლუციური მონაპივარია.  1989 წელს დაიწყო ეს ყველაფერი.  არაფერი არ ასებობდა, მაგრამ აქ იყო სესანიშნავი მხატვრების ჯგუფი, ვახტანგ მამეშვილი, რეზო ჯაში,  ვარლამ ჭკუასელი, ჯემალ მიმინოშვილი, ვასო მჟავანაძე  და ბევრი სხვა, რომელთა არჩეული ვარ მე. ამ ხალხის  აქ ყოფნა იყო სახვითი ხელოვნების  განვითარება.  ეს იყო ეროვნული მოძრაობა, ფაქტიურად. ასე დაიწყო ყველაფერი.დიდი ენერგია ჩემგან სწორედ ამ „გალერჩიკობაში“ წავიდა. კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. მომავალ წელს აუცილებლად   გავხსნით  მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკებას.  იცით, ქუთაისში ვანდალური ფაქტი მოხდა, დაშალეს ქუთაისში. ეს იყო დიდი ტკივილი მისტვის.  მისი ქანდაკება, უნდაამშვენებდეს ოზურგეტს. ჩვენი პროექტები უკვე საერთაშორისოა. ჩვენ გვაქვს სემოქმედებით სახელოსნო, რომლის გარეშეც გალერეა არის მკვდარი.  კარგად ხედავთ ექსპოზიციის ესთეტიკას. მაჯისცემა უნდაიგრძნობოდეს და ასეც ხდება. თავიდან  სამხატვრო გალერეა ერქვა და მადლობა უფალს, რომ  გადავურჩით    გაერთიანებებს. ეს ხელისუფლების დამსახურებაც  არის.   ასევე ბოდიშს ვიხდი, რომ დღევნელი დღე  დაემთხვა იმ რაღაც აქციას და მოვლენას, რაც თბილისში ხდება.  კი შეიძლებოდა გადადება, მაგრამ ღონისძიება იგეგმება ერთი და ორი თვით ადრე და ამიტომ მოხდა ასე. . თუმცა დღევანდელი დღით  ვეხმიანებით სრულიად საქართველოს. ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე და გადარჩებასაქართველო, _ ასე დაასრულა მან თავისი გამოსვლა   და შემდეგ კლიპის სანახავად მიიპატიჟა ყველა. ვიდეოფირზე კარგად იყო ასახული გალერეის მიერ გავლილი 30 წლიანი გზა. სტუმრად მყოფმა ხელოვანებმა, ბათუმიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან  ცამოსულმა  სხვადასხვა გალერეის თუ მუზეუმების ხელმძღვანელებმა ბევრი თბილი სიტყვა თქვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს იუბილად  გალერეას. დასარულ, საზეიმოდ გაჭრეს ტორტი და კიდევ ერთხელ აღნიშნეს სტუმრებმა და მასპინძლებმა, რომ ოზურგეთის არის როგორც ფოლკლორის, პოლიფონიის,  სახვითი ხელოვნების ... ...
  • "ერთადერთი, რაც შემიძლია, საჩუქრად გადავცე კომპასი“_თალაკვაძე ელისაშვილს ეხმაურებადღეს "სამოქალაქო მოძრაობამ" ჩოხატაურის ბაზარში აქცია გამართა კამპანია "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში. ბაზარში მისულმა სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა  იქ მყოფ ადამიანებს თანამდებობაზე მყოფი წარმოშობით გურულების,  ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანის და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შესახებ ესაუბრნენ და  ფეოდალიზმში დაადანაშაულეს. როგორც სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამბობენ, ისინი მოსახლეობაზე არ ზრუნავენ და ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან. აქციამ ჩოხატაურის ბაზრიდან ოზურგეთის მერიასთან გადაინაცვლა, სადაც არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ოლქი მდებარეობს.  სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მერიის კარი დაკეტილი დახვდათ, კარზე კი სტიკერები მიაკრეს წარწერით "მაჟორიტარი ფეოდალია". თალაკვაძე ელისაშვილის მიერ წაყენებულ ბრალდებას ეხმაურება და ამბობს, რომ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერისთვის კომპასის საჩუქრად გადაცემას აპირებს. „უკმაყოფილო ყოფილა რატომ არავინ არ დამხვდაო? - დღეს არის კვირა დღე და ელისაშვილმა ეს კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ აირჩია კვირა დღე. რაც შეეხება მის კამპანიას, ის თურმე ოზურგეთში ჩასული იყო და საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ ოზურგეთის მაჟორიტარი არის მდიდარი ფეოდალი. ერთადერთი, რაც შემიძლია, არის ის, რომ მას საჩუქრად გადავცე კომპასი“,_ განაცხადა ... ...
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ კახა ასკურავა საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა"ექიმი ისეთი პროფესიაა, მტერი რომ ნახო დაჭრილი, მას უნდა უმკურნალო, ვალდებული ხარ. ვაჟა გაფრინდაშვილის ფაქტი სწორედ ის შემთხვევაა, როცა ცხადია, რომ პუტინის პოლიტიკა უარყოფს და უგულებელყოფს ყოველივე მორალურს, დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს, რომელიც ხანდახან უფრო მეტი ვიდრე მსოფლიო კონვენცია!", _ აღნიშნულის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. იგი რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან, სადაც სეპარატისტული რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და მხარდამჭერები აქციას მართავდნენ. როგორც კახა ასკურავამ "გურია ნიუსთან" აღნიშნა, გზა აერიათ და, სამწუხაროდ, აქციას ვერ ჩაუსწრეს. მანვე მოგვაწოდა საოკუპაციო ხაზთან გადაღებული ... ...
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი აქციას მართავს"სოხუმი და ცხინვალი საქართველოა", "სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის", "თავისუფლება ვაჟა ექიმს"- ამ მოწოდებებით საოკუპაციო ხაზთან, დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, თეთრ ხალათებში ჩაცმული ექიმები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. შეგახსენებთ, რომ დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ოძისამდე საავტომობილო მსვლელობით გადმოინაცვლეს. "გურია ნიუსი" უმოკლეს დროში შემოგტავაზებთ ინფორმაციას საოკუპაციო ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...