ზუგდიდის გამგებელი: "მე ბიძინა ივანიშვილის ნათლი - მირონი არ ვარ!"

მთავარი თემა

ზუგდიდის გამგებელი: "მე ბიძინა ივანიშვილის ნათლი - მირონი არ ვარ!"

20 იან. 2013, 17:19:08

რას ფიქრობს ზუგდიდის მუნიციპლიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით და არის თუ არა ის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ნათლი-მირონი, ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" ედიშერ თოლორაიას ესაუბრა.

_ ბატონო ედიშერ,  თქვენს დანიშვნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაპირისპირება მოჰყვა (კითხვს დასმა არ დაგვასრულებინა.ავტ)

_ მოდით, დავიწყოთ ასე, დღევანდელი თანამდებობა ჩვემთვის ლანგარით არავის მოურთმევია. გუბერნიაში ზაზა გოროზიას დროს,  ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად ვმუშაობდი.  მისაბიშვილის გუბერნატორობის დროს გავთავისუფლდი. ივანიშვილის ოპოზიციაში წასვლის შემდეგ, ოპოზიციაში გადავედი. შეიძლება ჩემს მიმართ რაღაცის განხორციელება უნდოდათ, მაგრამ ვერ განახორციელეს.

_  ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, თქვენი ოჯახის ნათლი-მირონია და სწორედ  ამიტომ მოხვდით თანამდებობაზე.

_ მე ბიძინა ივანიშვილის ნათლი-მირონი არ ვარ.  ოჯახის ერთ-ერთი წევრია ჩემო ოჯახის ნათლია. მერე რაა?!

_  "ოჯახის ერთ-ერთ წევრში" ვის გულისხმობთ?

_ დისშვილს. ჩემი შვილის ნათლიაა და საერთოდ, ოჯახებით მეგობრობა რომ გაგვაჩნია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ  ამის გამო თანამდებობაზე დავინიშნე. რა, მინისტრები ვინც დაინიშნა  ყველა ოჯახის წევრი იყო? რა თქმა უნდა არა! მე თანამდებობაზე ნათესაური კავშირით არ მოვსულვარ! თუ ასეა,  სახლში დავჯდებოდი მშვიდად, ხელს არ გავანძრევდი, ამდენ ზეწოლას, ნერვების შლას, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფას არ ავიტანდი. მშვიდად ვიქნებოდი  მოსკოვში, ან თბილისში. მოვიდოდა ეს დღე და ასეთი ნათესაური კავშირით სამსახურის გარეშე არ დავრჩებოდი. მე გამაჩნდა იმის კაცობა, რომ სხვის სახელს არ მივჯაჭვულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ სესხიც მქონდა აღებული და სამსახურის ხელფასით ვიხდიდი, ყველაფერს ხაზი გადაუსვი. მარტის თვეში გამათავისუფლეს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ 34 წლის  ვარ. სადღაც 21 წლიდან პოლიტიკაში  ვარ ჩართული. როდესაც საქართველოში 1998 წლიდან თვითმმართველობა დაინერგა, პირველი თვითმმართველობის წევრი ვარ, პარტიული გამოცდილება კი შეიძლება ვიღაცეებზე უკეთესი მქონდეს.

_ იყო საუბარი, რომ თქვენ "აღორძინებაში" იყავით და თენგიზ ჯგუშიას მეგობარი ხართ, რომელიც "აღორძინების" სიით იყო საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი.

_ მე ამას არ უარვყოფ და რა მნიშვნელობა აქვს, სად ვიყავი. ამბიციების გამო მე არ წამოვსულვარ. სადაც ვიყავი, ბოლომდე ვიყავი. მოხდა რევოლუცია. მორჩა ეს თემა. მაშინ მორჩა ყველაფერი. საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და  თანამდებობიდან გადადგა ჩემი ხელმძღვანელი, აწგანსვენებული, ტარიელ ქანთარია. მიუხედავად იმისა, რომ  ქალაქის გამგეობაში ერთ-ერთ დიდ პოზიციაზე ვიყავი და მოადგილის მოვალეობას ვასრულებდი, იმ დღესვე გადავდექი. აქციები არ მომიწყვია. შემდეგ, ბიზნესს მოვკიდე ხელი. არ არის  ისე, თითქოს უთხრეს, თოლორაია ნათესავიაო და  პირდაპირ დამსვეს.

_ ასევე საუბრობენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან კონჯარიას შესახებ. თითქოს ის ლობირებდა თქვენს დანიშვნას, რომელიც  ასევე თქვენი ოჯახის  ნათლი- მირონია.

_ მერე რა. კონჯარია თუ არის ოჯახის ნათესავი, ამის გამო კონჯარია გადამდგარიყო ან მე ფარხმალი დამეყარა და სახლში წავსულიყავი?! თუ ვინმეს ეს არ მოეწონა - ეს მხოლოდ ერთ ადამიანს გიორგი ალასანიას არ მოეწონა. თქვენ, სადმე გაიგეთ ედიშერ თოლორაიამ აქცია მოაწყო, ან შტურმით აიღო შენობა?! მე რა, კონტროლის პალატა შემოვუშვი, ან ფინასური პოლიცია?! ვინმეზე ზეწოლა მოვახდინე?!   მე თუ  მოვახდინე ვინმეზე ზეწოლა და აქ ისე მოვხდი, დაასახელოს ჩემმა წინამორბედმა, ან თქვას პირდაპირ. ყველაფერი  კანონის ფარგლებში მოხდა. ჯერ გამგებლის მოადგილედ დავინიშნე და შემდეგ, გამგებელი რომ გადადგა, პირდაპირ შევუდექი გამგებლის მოვალეობის შესრულებას. მე კანონს არ ვარღვევ.

_ გქონდათ თუ არა მოლაპარაკება, ალესანდრე ქობალიასთან უხმაუროდ დაეტოვებინა გამგებლის პოსტი და  ზუგდიდში არ მომხდარიყო მარტვილის, ან აბაშის სცენარის გამეორება?

_ იცით რას გეტყვით, ალბათ ალესანდრე ქობალიამაც კარგად გათვალა. მე მივესალმები მის გადაწყვეტილებას. იმიტომ კი არა, რომ ედიშერ თოლორაის დაუთმო, ან ლანგარით მიართვა ეს სკამი. როგორც არ იყო ალიკას საკუთრება, არც ედიშერის საკუთრება იქნება ეს სკამი. ამ ოთახში, ჩემი კეისის, სამუშაო ბლოკნოტის, კალმის და 2 ტელეფონის გარდა, ყველაფერი ადგილობრივი თვითმმართველობის არის. აქ შემოსვლის დროს, ყველა თანამშრომელს  წინასწარ გადაუხადე მადლობა თანამშრომლობისთვის.  ასევე მოვიხდი  ბოდიშს ზუგდიდის საზოგადოებას წინაშე, თუ ვერ გავაკეთებ იმას, რასაც დავპირდი და რისი გაკეთებაც მინდოდა. ამის სინდისიც მყოფნის და ნამუსიც. ავდგები და წავალ.

_ თქვენი დანიშვნის გარდა,  გიორგი ალასანიამ ზუგდიდის გამგებელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, გიზო სართანიას დანიშვნაც გააპროტესტა, რომელიც, თქვენ დანიშნეთ თანამდებობაზე.

_ კი, ჩემი დანიშნულია, აბა ვის უნდა დაენიშნა?! დღემდე არსებობს კოალიცია "ქართული ოცნება." გავითვალისწინე, შეუთანხმე ოფისსაც. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება და არ დამირღვევია კოალიციის არანაირი პრინციპი. ერთ-ერთი მოადგილე არის მერაბ ქვარაია, რომელიც იყო შტაბის ხელმძღვანელი. მე-2 მოადგილე არის, რეგიონის "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, გიორგი თოდუა, მე-3 მოადგილე არის "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი დამფუძნებელი, აქტივისტი კი არა ერთ-ერთი ლიდერი, გიზო სართანია.

_ რატომ დაგიპირისპირდათ გიორგი ალასანია (ირაკლი ალასანიას ბიძაშვილი)?

_ იმიტომ, რომ თვითონ უნდოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობლობა.

_ გიორგი ალასანიამ განაცხადა, რომ თქვენ გიზო სართანიას დედამ, ლალი ანთიამ შეგაშინათ, რომელიც აქციების მოწყობით არის სახელგანთქმული.

_ აპაპაააა! არ მინდა ისე გამოვიდეს, როგორც ფილმშია - მე ტანკისტი ვიყავი, მე არაფრის მეშინია. დამიჯერეთ, ჩემი ოჯახის წევრი ვერ ჩაერევა ჩემი სამსახურის საქმეებსა და განხორციელებულ საკადრო ცვლილებებში. მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდში მამაჩემი საკამოდ ცნობილი ადამიანია და ძალიან ბევრი ახლობელი გვყავს, ვერავინ მომახვევს თავის აზრს. ძალიან კარგად ვხედავ, ვინ არის კარგი და ვინ როგორი იქნება. იმის გამო, რომ ჩემი ახლობელი, ან ოჯახის წევრი დავასაქმო, საქმის გაფუჭებას არ ვაპირებ. ეს არ არის ჩემი კერძო ბიზნესი. კერძო ბიზნესში ვისაც მინდა იმას დავნიშნავ. თუ წავაგებ, ჩემია. მაგრამ, ჩემი გადაწყვეტილებით ზუგდიდს და ზუგდიდელებს წაგებაზე არ წავიყვან. მნიშვნელობა არ აქვს, "ნაციონალი" იყო თუ არა, იგი თუ თავის საქმის პროფესიონალია, პარტიული ნიშნის გამო სამსახურიდან არავის გავათავისუფლებ!

_ გიზო სართანია და გიორგი ალასანია პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრები არიან. მათმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ თუ იცის პარტიაში თანამდებობის გამო შიდა დაპირისპირების შესახებ?

_ მე ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან საქმის კურსში არ ვარ. მე ვიცი ერთი რამ: პირდაპირ შევთავაზე "რესპუბლიკურ პარტიას", თქვენ ვინ გინდათ? სურვილი გამოთქვა გიორგი თოდუამ. კოლიციის შტაბის უფროსი იყო ქვარაია, შევთავაზე და დავნიშნე.

_ გიორგი ალასანიას შესთავაზეთ თანამდებობა?

_ ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ პირადად მე ველაპარაკე. იყო საუბარი წამოსულიყო მოადგილედ. არანაირ თანამშრომლობაზე არ წამოვიდა. დღესაც არ მოდის. ასეთ სიტუაცუაში როგორ ვქნა?!

_ მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, თქვენს მიერ გამგეობიდან 84 თანამშრომელის დათხოვნასთან დაკავშირებით. რა იყო დათხოვნის მიზეზი?

_ ჰო, მარტო მე ვარ გამგეობაში თანამშრომელი. ნახეთ რომელიმე გათავისუფლებული ან ახალი დანიშნული? თანამშრომლებმა ერთი კვირის წინ დაწერეს განცხადება, მაგრამ არავინ გათავისუფლებულა.

_ სამგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორად პრეზიდენტმა, თენგიზ გუნავა დანიშნა. როგორი იქნება გამგებელის და გუბერნატორის თანამშრომლობა?

_ არ ვიცი. ვნახოთ.

_ საუბრობენ, რომ პრეზიდენტი ზუგდიდის რეზიდენციაში აპირებს სამუშაოდ გადმოსვლას.

_ ვნახოთ,  როგორ იქნება. მე ჩემი საქმე ვიცი.

­_ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, როგორ დაარეგულირებთ ურთიერთბას, მითუმეტეს საკრებულოში უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობიდან" არის წარმოდგენილი და თავმჯომარე ლევან კონჯარიაა.

_ რა ვიცი, მოვილაპარაკებთ ალბათ. ვის როგორ აწყობს, ან მე წავალ, ან კონჯარია (იცინის). პირველ რიგში მინდა გითხრათ, აქ კატა-თაგვობანას თამაშს არ ვაპირებთ. არც მე და არც კონჯარია არ დაუშვებს ამას. მე ლევან კონჯარიას გარეშე ვერაფერს გავაკეთებ, ასევე ლევან კონჯარია ჩემს გარეშე.  ორი პიროვნების ახირებაზე მუნიციპალიტეტი ვერ იქნება.

_ ზუგდიდში კომპანია "სოკარმა" შემოიყვანა გაზი. როგორც ადგილობრივმა მოსახელობამ "გურია ნიუსს" განუცხადა, მათ საცხოვრებელ სახლში  გაზის შეყვანის  საშუალება არ აქვთ, რადგან 400 ლარამდე ჯდება. როგორ შეძლებთ დაეხმაროთ ზუგდიდელებს ამ პრობლემის მოგვარებაში?

_ გაზი ყველგან კერძო კომპანიას შეჰყავს. ეს არ ხდება სახელმწიფოს სუფსიდიებით. ჩემმა წინამორბედმა, შარშან შეიმუშავა პროგრამა, გარკვეული რაოდენობის ოჯახს, რომელიც სიღატაკის ზღვარს მიღმა იმყოფება, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახური დაეხმარება. "სოკარის" ხელმძღვანელობასთან  არაოფიციალური საუბარი მქონდა. ამ საკითხის დასმას ოფიციალურად  მთავრობასთან ვაპირებ. ზუგდიდელების სახელით მინდა ვთხოვო  მიიღონ მონაწილეობა, ან ნაწილობრივ დაფარონ ხარჯები. ვფიქრობ, ბიზნესის თვალსაზრისით, მათთვისაც წამგებიანია, მილი შეიყვანო, ამდენი ხარჯი ნახო და  მომხმარებელი არ გყავდეს? თუ თანადგომა იქნება, გაზს ყველა ზუგდიდელი შეიყვანს, ყველა გადაიხდის.




 ახალი ამბები
  • კობახიძე: ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს - საქმე და შედეგები"დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი და ამ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. დეპუტატმა ექიმებს, საერთაშორისო პარტნიორებს და კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლაში მიღწეული შედეგები მრავალი ადამიანის დამსახურებაა. მისივე თქმით, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა დარჩა, რადიკალური ოპოზიციაა. „სამწუხაროდ, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც დარჩა საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა, იყო რადიკალური ოპოზიცია თავისი ფეიქ ტელევიზიებით. სამწუხაროდ, ეს იყო ერთადერთი სუბიექტი. ერთადერთი, რითიც მათ გამოიჩინეს თავი, ეს იყო სრულიად უსაგნო კრიტიკა და თქვენ გახსოვთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა ისეთ თემებზე, როგორიც არის შეზღუდვების დაწესება, მაგალითად, ისინი აკრიტიკებდნენ აბსოლუტურად ყველა შეზღუდვას, გახსოვთ, რომ ისინი ითხოვდნენ ეკლესიების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ერთადერთი, ის არ მოუთხოვიათ, რომ სატვირთო მანქანებით შევვარდნილიყავით ეკლესიებში. ეს არის მათი სულისკვეთება. ისინი მძიმედ აკრიტიკებდნენ ეროვნული წარმოების პირბადეებს და სხვა სამედიცინო საშუალებებს, ითხოვდნენ 4 მილიონი ადამიანის გატესტვას, რაზეც დღეს ყველას ეცინება, საქართველოს ყავდა ათი ათასობით ინფიცირებული მათი სტატისტიკის მიხედვით და ასე შემდეგ. ყველა დეტალს, ბუნებრივია, არ ჩამოვთვლით, მაგრამ ეს ყველაფერი მიანიშნებს იმ აბსოლუტურად მძიმე ბუნებაზე, რომლითაც ხასიათდება ჩვენი ოპოზიცია. განსაკუთრებით მძიმე იყო ის თავდასხმები, რომლითაც ოპოზიცია გამოირჩეოდა ექიმების და ეპიდემიოლოგების წინააღმდეგ. ეს არის უმძიმესი მოვლენა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, 200 სახელმწიფოდან არცერთისთვის არ იყო დამახასიათებელი ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში. ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს არის საქმე და შედეგები. დღეს უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა სამჯერ აღემატება აქტიური შემთხვევების რაოდენობას, რომელიც 166-მდე არის უკვე შემცირებული, ორთვენახევრის შემდეგ უკვე თითქმის სრულად იხსნება უკვე ეკონომიკა და ივლისში უკვე საერთაშორისო ტურიზმიც კი გაიხსნება. ეკონომიკას და ადამიანების სოციალურ მდგომარეობას მიადგა მინიმალური ზიანი, რაც შეიძლებოდა, მიყენებული ყოფილიყო ამ მძიმე ვითარების - პანდემიის პირობებში, განხორციელდა უპრეცენდენტო სახსრების მობილიზება საერთაშორისო პარტნიორებისგან, რაც არის მთავრობის და კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება. შედეგად, მოქალაქეები და ეკონომიკური სუბიექტები მიიღებენ სამ მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის დახმარებას, რაც არის ძალიან რაციონალურად გაწერილი. საქართველო არის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ლიდერი კოვიდ-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით. ვიდრე ვისმენდით ოპოზიციის უსაგნო კრიტიკას ამ სამი თვის განმავლობაში, „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გაიღეს საკუთარი სახსრები კრიზისთან საბრძოლველად, შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარემ გაიღო 100 მილიონი და ჩარიცხა კოვიდის ფონდში, დეპუტატებმა შეწირეს საკუთარი რამდენიმე თვის ხელფასის ერთი მესამედი კოვიდის ფონდს. აქაც თქვენ გახსოვთ, რომ ეს ასი მილიონიც კი გახადეს ქილიკის თუ კრიტიკის საგანი და ეჭვქვეშ დააყენეს ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მე გადავამოწმე და მხოლოდ ერთი დეპუტატია, თუ არ ვცდები, ამ „ნაციონალების" კლასტერიდან, რომელმაც კოვიდის ფონდში ჩარიცხა თანხა. კეთილი გენებათ და თქვენ გამოგეჩინათ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მაგრამ მთელი ეს პერიოდი თქვენ იყავით დაკავებული საზოგადოებასთან ბრძოლით. დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი. ეს არის ბრძოლის პირველი ეტაპი. ამ ბრძოლის პირველ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, გაიმარჯვა ბოროტზე კეთილმა, გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ, გაიმარჯვა საქართველოს ხელისუფლებამ, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ", რომელიც არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე, არამედ მთლიანად ქვეყანასა და საზოგადოებაზე ზრუნვაზე იყო კონცენტრირებული. განსაკუთრებული მადლობა ამ ბრძოლაში ეკუთვნის პრემიერმინისტრს, რომელიც დღეს წარდგა ანგარიშით. ეს იყო არა ანგარიში, არამედ ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს, პრემიერმინისტრმა. ეს იყო ჩვეული დამაჯერებელი გამოსვლა, რომლითაც კიდევ ერთხელ განიმარტა ის ნაბიჯები, რომლებმაც ამ ბრძოლაში მოგვიტანა ჩვენ დამაჯერებელი წარმატება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის წევრმა პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო გუნდს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა „ეს იყო მთელი გუნდის განსაკუთრებული დამსახურება, თუმცა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სამთავრობო გუნდის ლიდერს, გიორგი გახარიას რომლის კრიზისის მენეჯმენტის უნარები ყველამ თვალსაჩინოდ ვიხილეთ მთელი ამ სამი თვის განმავლობაში",- განაცხადა ირაკლი ... ...
  • პრემიერმა მასტერკლასი ჩაგიტარათ გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს- კობახიძე"ეს არ იყო ანგარიში, ეს იყო მასტერკლასი, რომელიც პრემიერმა  ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს",_ აღნიშნული განცხადება გააკეთა  "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ანგარიშის შეფასებისას. ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამინისტროების ეფექტურ მუშაობას კრონავირუსის წინააღმდეგ ... ...
  • ტრანსპორტის გახსნის გადაწყვეტილება გახარიამ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად მიიღო- ბაქრაძე„გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე, პრემიერ მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც 29 მაისიდან ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგება. მისი განცხადებით, ეს გიორგი გახარიამ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გააკეთა. მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა რიგითი ადამიანების გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა და მუნიციპალური ტრანსპორტის გარეშე ვერანაირი ეკონომიკური გახსნა ვერ მოხდება. „დღევანდელი დღის მთავარ შედეგად ალბათ უნდა ჩაითვალოს ის განცხადება, რომელიც პრემიერმა პარლამენტში მოსვლამდე გააკეთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის შესახებ. ამ თემაზე უკვე დიდი ხანია არსებობს საზოგადოებივი ზეწოლა და მოთხოვნა, რომ ტრანსპორტის გახსნის გარეშე ვერანაირი ეკონომიკური გახსნა ვერ მოხდება იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეს არის რიგითი ადამიანებისთვის გადაადგილების პრაქტიკულად ერთადერთი საშუალება. როგორც ჩანს პრემიერმა გადაწყვიტა, რომ სწორედ პარლამენტში მოსვლის წინ გაეხმოვანებინა ეს გადაწყვეტილება. ეს გახარიამ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გააკეთა და იმისთვის, რომ კიდევ ერთი თავმოსაწონებელი განცხადება ჰქონოდა პარლამენტში, რაც თავისთავად ძალიან ცუდი ნიშანია, არა იმიტომ, რომ თავს იწონებს, თუ ეს შეძლო პარლამენტში მოსვლამდე ერთი საათით ადრე გაეკეთებინა, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და არა ექსპერტული, რომელიც ჯანდაცვის კუთხიდან იქნებოდა აუცილებელი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. წყარო: ... ...
  • ზაზა გაბუნია ოპოზიციას- თქვენ უნდა შეეშვათ თავისუფლებაზე და ჰუმანიზმზე საუბარს „ზოგიერთმა ოპოზიციონერმა რამდენიმე დიდი მწერლის ციტატა მოიყვანა თავის პოზიციის განმტკიცებისთვის, მაგრამ არაფერი ისე არ უხდება ოპოზიციის  დიდი ნაწილის დღევანდელ გამოსვლებს, როგორც თომას მანის სიტყვები „დოქტორ ფაუსტუსიდან", რომ „არსებობს ხალხი, ვისაც ხმა არ ამოეღება  თავისუფლებაზე  და ჰუმანურობაზე. ჰიგიენური თვალსაზრისით მათ თავის უნდა დაანებონ ამაზე ქაქანს". ეს არის მისი ციტატა და დიახ, თქვენ უნდა შეეშვათ თავისუფლებაზე და ჰუმანიზმზე საუბარს. ადამიანები, რომლებიც გუშინ ამბობდით, რომ არ გახსოვთ რა ჩაიდინეთ 2016 წლის 26 მაისს. უნდა შეეშვათ, რადგან ეს თქვენი პოლიტიკური ილეთები უკვე ყავლგასულია და არაფერზე აღარ მეტყველებს და აღარ საუბრობს",_ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ პლენარულ სხდომაზე, პრემიერ- მინისტრის მიერ ანგარიშის  წარდგენის შემდეგ, ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ. ზაზა გაბუნიას განცხადებით, ოპოზიციისგან ისმის პოპულისტური გამოსვლები და უსაგნო კრიტიკა. „რა ისმის ასეთ დროს თქვენგან? პოლიტიკური ენიგმა, დიადი და უპრეცედენტო შეთავაზებების სახით, რა თქმა უნდა, პოპულისტული, რომ ბევრი ფული უნდა იქნას გაცემული დახმარების სახით, მაგრამ არ ვიცით საიდან. ეს არის თქვენი პათოსი. რა ლოგიკაზეა საუბარი, როდესაც მთელი კვირაა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ მომავალზე მარჩიელობდით. მე არ ვიცი, არ მესმის ამ ხალხს, ოპოზიციის ამ ნაწილს რა ადეკვატურობაზე უნდა ველაპარაკოთ. ესაა სრულიად უსაგნო კრიტიკა და ეს ხდება სურათის გაბუნდოვანებისთვის და სოლიდური დისკუსიის შესაძლებლობის მოსპობისთვის, თორემ მაშინ ამგვარად არ უნდა წარემართა ოპოზიციას აქ დისკუსია და ასე არ უნდა ელაპარაკა, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან საკითზე, როგორიც არის ეკონომიკა. რადგან ისეთი ქვეყნებისთვის, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას განაპირობებს ისეთივე ეკონომიკური საქმიანობა, როგორიც ეს საქართველოს შემთხვევაშია, რა თქმა უნდა, კოვიდ-19-მა მოახდინა თავისი გავლენა და არ თუ ჩვენი ეკონომიკის მსგავს ქვეყნებზე, შტატებშიც კი უმუშევრობამ 1930 წლის შემდეგ მიაღწია ყველაზე მაღალ 14 პროცენტიან ნიშნულს, ხოლო საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, რომ ამ პანდემიას იქ ექნება ისეთივე გავლენა, როგორც ქონდა „დიდი დეპრესიის" დროს. და რას აკრიტიკებს ოპოზიცია არ მესმის ჩვენი გადაწყვეტილებების შემთხვევაში. იმდენად უსაგნო იყო კრიტიკა, რომ ვერ გავიგე რა იყო ის, რასაც გვთავაზობენ",_ განაცხადა გაბუნიამ. მისივე თქმით, სოციალური პოლიტიკის და ანტიკრიზისული პოლიტიკის არსებული მასშტაბი, მისასალმებელია და ამასთან ერთად, უნდა მოხდეს მისი ზრდა, რაზეც მთავრობას ექნება სამუშაო. ზაზა გაბუნიას შეფასებით, მთავრობის მიერ შესრულებული სამუშაო არის ეფექტური, სწრაფი, დროული და შესაძლებლობების მაქსიმუმი. „პროაქტიური და ეფექტური, პროგნოზირებადი, სწრაფი და დროული, შესაძლებლობების მაქსიმუმი. ეს ის სიტყვებია, რომელიც არის ასოციაციური შესრულებულ სამუშაოსთან მიმართებით და ვისაც სურს ეს სამუშაო დაინახოს, ის დაინახავს კიდეც, რადგან შესრულებული სამუშაო არის ჩვენს წინაშე",_ განაცხადა ზაზა ... ...
  • შსს-მ ბათუმში მომხდარი ხულიგნობის ფაქტის ამსახველი კადრები გაასაჯაროვამაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც, მიმდინარე წლის 7 მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 2 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს წარედგინა ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში. დღეს, დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მსვლელობისას შეეცადნენ ცენტრალური გზის გადაკეტვას. პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა განაგრძეს საზოგადოებრივი წესრიგის დაარღვევა და ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას. პოლიციის მიერ, ბათუმში მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 30 ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?