პრემიერ-მინისტრმა პოლიციის უფროსი პარტიულ საქმიანობაში ჩარევაში ამხილა

მთავარი თემა

პრემიერ-მინისტრმა პოლიციის უფროსი პარტიულ საქმიანობაში ჩარევაში ამხილა

2013 იან 23 22:34:45

"კიდევ ერთ სასაცილო ამბავს გეტყვით, თუ გინდათ... მოგეხსენებათ, ჩვენ რაიონებში ვერ მოვახერხეთ ახალი პარტიის, მხედველობაში მაქვს  "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" ჩამოყალიბება, ძირითადად კოალიციაზე ვმუშაობდით და გადავერთეთ მთლიანად კოალიციურ რეჟიმზე. ჩვენ ეხლა დავიწყეთ ეს პროცესი, რათა ელემენტარულად წარმომადგენლობები გვქონდეს რეგიონებში, რაც მე კოალიციის საბჭოზეც დავაყენე და ისიც ავუხსენი ყველას, რომ თავმჯდომარედ დავბრუნდები და ისიც ვუთხარი, რომ ჩემი თავმჯდომარეობა და რეგიონებში მუშაობა იქნება ზომიერი და ეს არ იქნება ისე, რომ ვთქვათ, ხიბლი დაეკარგოს დანარჩენ პარტიებს.

... კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ, როგორ სწრაფად გებულობენ ინფორმაციებს და როგორ სწრაფად გადის ეს გარეთ. აი, ოზურგეთში, მაგალითად, როდესაც ჩვენ პარტიულ ორგანიზაციებს რეგიონებში ვნერგავთ, იქ პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელად, ჩემი სტუდენტობის დროინდელი მეგობარი, დავით დარჩია აურჩევიათ ჩვენებს, ახალი პარტია მაქვს მხედველობაში. დავით დარჩია ჩამოვიდა თბილისში და მეუბნება, რომ იქაური პოლიციის უფროსი მივიდა მასთან და ეუბნება, რაღა გინდა ამ პარტიაში, იქ ყველაფერი გადაწყვეტილია, ყველა პროცესი დასრულებულია, ირაკლი ალასანია იქნება პრეზიდენტი და ჯობია, იმ გუნდში წამოდი, რაღა გინდა აქო.  აი ეს ელემენტარული უყურადღებობა იყო ირაკლის მხრიდან, რაც სულ სხვანაირად გავრცელდა რეგიონებში... _ განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

ვინ არის ის სავარაუდო პოლიციის უფროსი, რომელზეც,  ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა? უკვე რამდენიმე დღეა, რაც ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გურიის სამხარეო პოლიციის უფროსი, ზაზა პეტრიაშვილი თანამდებობას ტოვებს. "გურია ნიუსთან" ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა არ დაადასტურა. აღნიშნული ფაქტი უარყო თავად ზაზა პეტრიაშვილმაც. არა არის გამორიცხული, რომ პრემიერ-მინისტრი სწორედ მასზე საუბრობდა, რადგან გურიის სამხარეო პოლიციის ახლადდანიშნული  უფროსი, ზაზა პეტრიაშვილი ირაკლია ალასანიას ახლო მეგობარი და მისი გუნდის წევრია.

1969 წელს დაბადებული ზაზა პეტრიაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ნდობით აღჭურვილი პირი და მისი გუნდის წევრი, მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის ახლო ნათესავია. 2010 წელს ზაზა პეტრიაშვილი, „ალიანსი საქართველოსთვის“ თბილისის მერობის მაშინდელმა კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ნაძალადევის პირველ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. როგორც ირაკლი ალასანია მაშინ ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდა, დარწმუნებული იყო, რომ ნდობით, რომლითაც ზაზა პეტრიაშვილი სარგებლობს ნაძალადევის რაიონში, ის იქნებოდა უბნის ღირსეული კანდიდატი საკრებულოში. „რაც მთავარია, ჩვენ ერთად გადავწყვეტთ საკრებულოში ყველაზე მწვავე პრობლემებს, რომელიც საზოგადოებას გააჩნია. სწორედ ეს იქნება ხელისუფლება, რომელიც დაადასტურებს, რომ ის დაპირებები, რაც მისცა საზოგადოებას არჩევნებამდე, იქნება შესრულებული, განსხვავებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“,- განაცხადა მაშინ ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ალასანიამ. თუმცა, რა შედეგით დასრულდა მაშინ ის არჩევნები და დათქმული შეპირებები, ესეც კარგად ახსოვს საზოგადოებას.

რაც შეეხება კოალიცია "ქართული ოცნების" ოზურგეთის ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერს დავით დარჩიას, ის ბიძინა ივანიშვილის კურსელი და მეგობარია. უფრო მეტიც _ ივანიშვილმა მას ოზურგეთში საარჩევნო კამპანიის წარმართვა ანდო.

ინფორმაციის დაზუსტება ჩვენ ყველა წყაროსთან ვცადეთ, დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც შეგვპირდა, რომ ამ ამბავს გაარკვევდა, დავუკავშირდით დავით დარჩიასაც, რომლის კომენტარს რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ, რაც შეეხება თავად ზაზა პეტრიაშვილს, ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში ოპოზიციას კვერცხები ესროლესოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, ქუთაისში, კვერცხები ესროლეს. შემთხვევა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოხდა, სადაც ისინი არიან შეკრებილები და მსვლელობას გეგმავენ. კვერცხები, სავარაუდოდ მაღალსართულიანი კორპუსების სახურავებიდან ... ...
  • რა თანხას გახარჯავს ბიუჯეტი წინასაახალწლო სამზადისისთვისლანჩხუთის ცენტრში წინასაახალწლო სამზადისია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 ათასი ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული.   ქალაქის ცენტრალურ სკვერში უკვე დაწყებულია სადრესასწაულო განათებების მონტაჟი, რომელსაც, კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, დავით წულაძის თქმით, მხოლოდ ცენტრალური ქუჩა არ იქნება მორთული. „დამდეგ ახალ წელს უფრო ლამაზი და მორთული შეხვდება ჩვენი ქალაქი. ახლა სადღესასწაულო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი. ლამაზი მანათობლებით მხოლოდ ცენტრალური ქუჩა არ იქნება მორთული, მიმდებარე ქუჩებსაც გავალამაზებთ. მთავარი ნაძვის ხის ანთებას კი 25 დეკემბრისთვის ვგეგმავთ“,_ამბობს წულაძე. ... ...
  • საქართველოს ბანკი ონლაინ გადახდების მიმართულებით მომხმარებელს ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს(R)საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა მომხმარებელს ონლაინ გადახდების მიმართულებით ახალი, ინოვაციური პროდუქტი - iPay შესთავაზა.  iPay  არის სწრაფი, თანამედროვე, მარტივი და კომფორტული გადახდის გზა მათთვის, ვისაც ონლაინ შოპინგი უყვარს. iPay Mastercard-ის, Visa-ისა და ექსკლუზიურად American Exmpress-ის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, მინიმალური ძალისხმევითა და მაქსიმალური კომფორტით გააკეთონ შენაძენი ონლაინ მაღაზიაში.  iPay -ს საშუალებით ყოველ ჯერზე აღარ არის საჭირო ბარათის მონაცემების თავიდან შეყვანა. საკმარისია საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის ან მობაილბანკის მონაცემებით ავტორიზაცია. ამასთანავე, მომხმარებლისთვის სასურველი ნივთის შესაძენად საჭირო ნაბიჯები მინიმუმამდეა შემცირებული, რადგან პროდუქტი სწორედ თანამედროვე ონლაინ შოპინგის საპასუხოდ შეიქმნა. Mastercard-ის, Visa-ისა და ექსკლუზიურად American Express-ის მფლობელებს iPay მარტივი და კომფორტული ონლაინ გადახდების გარდა, აძლევს შესაძლებლობას, მისთვის სასურველ პროდუქტზე განვადება ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან,  ვებგვერდიდან გაუსვლელად და ფილიალში მისვლის გარეშე გააკეთოს. გადახდის ახალი სისტემა მოსახერხებელია არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რადგან  iPay არის კარგი შესაძლებლობა ბიზნესისთვის, მარტივად მართოს გადახდები, გაეცნოს ანალიტიკურ ინფორმაციას. ასევე, ერთ სივრცეში ნახოს გადახდებთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც მას მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს. ეს კი ბიზნესს დაეხმარება შემდგომ განვითარებასა და მომდევნო ნაბიჯების სწორად დაგეგმვაში. „საქართველოს ბანკი მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის, მის საჭიროებაზე მორგებული პროდუქტების დანერგვას აგრძელებს. მოხარულები ვართ, რომ დღეიდან ჩვენს მომხმარებელს ონლაინ გადახდების კიდევ უფრო სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ განხორციელების შესაძლებლობა აქვს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ონლაინ გადახდებში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას. არსებული პროდუქტის შეთავაზება გახლავთ საქართველოს ბანკის  მიერ რეგიონის მასშტაბით open banking-ის განვითარების სტრატეგიის ნაწილი და ამ კუთხით ჩვენ ჩვენს მომხმარებელს კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ“,_განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.(R) ... ...
  • წინასაახალწლოდ კამპანია "ნუ მოჭრი- მორთე" დაიწყო „ნუ მოჭრი-მორთე,"_ ასე ჰქვია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კამპანიას, რომლის მიზანიც წიწვოვანი ხეების ჭრის პრევენცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. კამპანია “ნუ მოჭრი, მორთე“ ფართო საზოგადოებას საშუალებას აძლევს საკუთარი გადაწყვეტილებითა და ქმედებით წვლილი შეიტანოს  ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წიწვოვანი სახეობების შენარჩუნებაში, რადგან თუკი საახალწლოდ 1 მილიონი ოჯახი ცოცხალი ნაძვის დადგმას მოისურვებს, ეს 1 მილიონი ხის მოჭრასა და შესაბამისად, 700 ჰექტარი ტყის გაჩეხვას გამოიწვევს, რაც ფასდაუდებელი დანაკარგია ქვეყნის ბუნებისთვის, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წიწვოვნების ზრდას 100-120 წელი, მოჭრას კი მხოლოდ 5 წუთი სჭირდება.    კამპანიის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი შეხვდა მედიის წარმომდგენლებს და გააცნო მათ კამპანიის მნიშვნელობა, მიზნები და ასევე კამპანიის ფარგლებში მიმდინარე თუ დაგეგმილი აქტივობები.  კამპანიის მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეარჩიონ ადგილმდებარეობა (როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში მდებარე სკვერები, ბაღები, პარკები) და საცხოვრებელი სახლის, ან კომპანიების მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხე თავად ... ...
  • ქედის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღებისთვის დააკავესსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ქრთამის აღების ფაქტზე, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ტარიელ თ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ტარიელ თ-მ მოქალაქეს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეძიბნაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობაში მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და  ორ ნაწილად აიღო 2000 ლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს