ლადო ჭანტურია: "უზენაეს სასამართლოში დაბრუნებას აღარ ვაპირებ"

მთავარი თემა

ლადო ჭანტურია: "უზენაეს სასამართლოში დაბრუნებას აღარ ვაპირებ"

24 იან. 2013, 19:35:02
მან "გურია ნიუსის" რამდენიმე შეკითხვას უპასუხა და დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ახალმა ხელისუფლებამ მას კონკრეტული თანამდებობა შესთავაზა. ლადო ჭანტურია შეთავაზებულ თანამდებობას არ ასახელებს, თუმცა, გადაჭრით ამბობს, რომ უზენაეს სასამართლოში აღარ დაბრუნდება.

_ ბატონო ლადო, სად მოღვაწეობთ ამჟამად?

_ ამჟამად ვარ კილის უნივერსიტეტის გასტპროფესორი, ასევე, გერმანიის მთავრობის დავალებით პოსტსაჭოთა ქვეყნებში ვმუშაობ სამართლებრივი რეფორმის საკითხებზე და ვარ თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი.

_ როგორც სამართლის გამოჩენილ სპეციალისტს, ახალმა ხელისუფლებამ გთხოვათ თუ არა სამშობლოში დაბრუნება და კონკრეტულ თანამდებობაზე მუშაობა?

_ დიახ, ასეთი შეთავაზება ნამდვილად იყო, მაგრამ ამ ეტაპზე მეცნიერებაში ვაპირებ დარჩენას. ვერ დავაკონკრეტებ, რა თანამდებობებზეა საუბარი, ერთს კი გეტყვით, უზენაეს სასამართლოში დაბრუნებას აღარ ვაპირებ.

_ 1999-2004 წლებში თქვენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყავით. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ არა მარტო თქვენ, არამედ თითქმის ყველა მოსამართლეს დაატოვებინეს სამსახური. რა მდგომარეობაში დატოვეთ სასამართლო სისტემა და რა დაგხვდათ?

_ ჩემს გაკეთებულზე საუბარი არ მიყვარს, რადგან თუ მხოლოდ ჩემი სათქმელია ის, რაც გამიკეთებია, ეს არ არის კარგი. ერთი ფაქტის შესახებ კი აუცილებლად გეტყვით _ 2004 წელს აგვისტოში ამერიკის იურისტთა ასოციაციამ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოს უზენაესი სასამართლო გამოყო, როგორც ყველაზე დამოუკიდებელი და კომპეტენტური სასამართლო და მოგვცეს წლის რეფორმატორის პრიზი. ეს ამბავი დაიმალა და არავის გახსენებია. იმ დროს მე სასამართლოს თავმჯდომარე აღარ ვიყავი, მაგრამ ეს პრიზი გადმომცეს თავმჯდომარეობის პერიოდისთვის. ერთი რამ მინდა ვთქვა: ის, რაც წარსულში იყო, ყველაფერი უნდა დარჩეს წარსულში, უნდა ვიფიქროთ მომავალზე და შევქმნათ ის აწმყო, რომელიც ქვეყანას სიმშვიდეს და ეკონომიურ განვითარებას მოუტანს. თუ ჩვენ ეს ვერ შევძელით, ჩათვალეთ, რომ ყველა რეფორმა განწირულია.

_ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა საქართველოში, თუმცა, სასამართლოზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. იუსტიციის სამინისტრო ცდილობს რაღაც შეცვალოს სისტემაში, თუნდაც იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლით.

_ სამწუხაროდ, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს არ ვიცნობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ იუსტიციის საბჭოებზე და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებზე დისკუსია არ არის გამოსავალი. გამოსავალი არის მოსამართლის დამოუკიდებლობა. თუ მოსამართლე დამძიმებულია რაღაც სტრუქტურული წარმონაქმნებით, ის ყოველთვის გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ჩემთვის ადამიანი, სულ ცოტა, 80% მაინც პატიოსანი არსებაა, მოსამართლეც მათ შორის. ამიტომ სათანადო კონტროლის პირობებში და იმ პირობებში, თუ სახელმწიფო პოლიტიკურ მანიპულირებას არ მოახდენს, ნორმალური ადამიანი, რომელიც მოსამართლედ არის გამწესებული, უკანონობას არ ჩაიდენს.

ყველა უნდა ეცადოს იმას, რომ ქვეყანას ჰყავდეს დამოუკიდებელი მოსამართლე და არა რაღაც ორგანოები, რომლებიც მართავენ სასამართლოებს.

_ მიგაჩნიათ თუ არა, რომ გარკვეული საქმეებზე, სადაც აშკარად უკანონო განაჩენები დადგა, კონკრეტული მოსამართლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ?

_ რა თქმა უნდა. არა მარტო მოსამართლეებმა, ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, სისხლის სამართლებრივად უნდა აგოს პასუხი. ზოგადად, ყველაფრის წყალში გადაყრა არ შეიძლება, მაგრამ კონკრეტულმა დამნაშავემ აუცილებლად უნდა აგოს პასუხი.

_ მოსამართლეები არსებული კანონით იმართლებენ თავს. ამბობენ, რომ მათი განაჩენები შეიძლება არ იყო სამართლიანი, მაგრამ კანონიერი იყო.

_ არა, ეგ არ არის გამართლება. სხვათაშორის, გერმანიაში ყველა ის ჯარისკაცი, ვინც უკანონო ბრძანებას დაემორჩილა და ისროდა საზღვარზე, პასუხისგებაში მისცეს. შეიძლება დისციპლინური გადაცდომა აპატიო მოსამართლეს, მაგრამ არა ის, რა საზიზღრობის მოწმენიც ჩვენ გავხდით ბოლო პერიოდში. ამ ნაწილში კანონი უნდა იყოს მკაცრი.

_ თქვენ მოსამართლეების თავისუფლებაზე საუბრობთ. გჯერათ, რომ დღეს მოქმედი მოსამართლეები ოდესმე გახდებიან თავისუფლები?

_ თუ მოსამართლეს არ დავამძიმებთ რაიმე პოლიტიკური ან სხვაგვარი ტვირთით, იმედი მაქვს, რომ დამოუკიდებელი მოსამართლე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამიტომ მას უნდა შეექმნეს სათანადო პირობები.

_ იმ წლებში, როდესაც თქვენ თავმჯდომარეობდით უზენაეს სასამართლოს, მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევა არ ხდებოდა?

_ ჩემს დროს მოსამართლე იყო დამოუკიდებელი, მაგრამ მაშინ კონტროლის სხვა მექანიზმები არ იყო და ბევრი მოსამართლე ამ დამოუკიდებლობას, ალბათ, ბოროტად იყენებდა. თუმცა, ასეთი მასობრივი უკანონობა, რაც უკანასკნელ წლებში ხდებოდა, ჩვენს დროს არ იყო. ავიღოთ ძალიან მარტივი მაგალითი _ პატიმართა რაოდენობა. ჩვენს დროს 5 ათასი პატიმარი იყო, ბოლოს დროს კი 30 ათასამდე პატიმარი და უამრავი პრობაციონერი.

_ ფიქრობთ, რომ იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს არ აამაღლებს?

_ მე მაინც მოსამართლეების დამოუკიდებლობას ვუჭერ მხარს და არა სისტემას. მაგალითად, არ შეიძლება უზენაესი სასამართლო იყოს სასამართლოების უფროსი. სამივე ინსტანცია უნდა იყოს სტრუქტურულად დამოუკიდებელი. პირველი ინსტანციის მოსამართლეებს უნდა არჩევდეს სხვა ორგანო და ეს ორგანო არ უნდა იყოს მუდმივმოქმედი; მეორე ინსტანციის მოსამართლეებს უნდა ირჩევდეს სხვა ორგანო, რომელიც ასევე არ უნდა იყოს მუდმივმოქმედი, რადგან როდესაც ასეთი ორგანიზაციული წარმონაქმნები იქმნება, ისინი ყოველთვის ახდენენ სასამართლოზე გავლენას.

_ ახალი საკანონმდებლო ინიციატივით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის სფერო ფართოვდება და ის მოიცავს თანამდებობრივ დანაშაულებსაც. თქვენ, როგორც სამართლის გამოჩენილი სპეციალისტი, რას ფიქრობთ ამის შესახებ?

_ ყოველთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინააღმდეგი ვიყავი და ახლაც იგივეს ვფიქრობ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამოყენება ნიშნავს სახელმწიფოს მიერ მართლმსაჯულების გახორციელებაზე უარის თქმას; ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს არ შესწევს უნარი შექმნას ნორმალური, ფუნქციონირებადი მართლმსაჯულება, რომელსაც სახელმწიფო ენდობა. ბევრ ქვეყანაში ნაფიცი მსაჯულები ანაქრონიზმია. ეს შეიძლება გამოვიყენოთ გამონაკლისის სახით, მაგრამ წესად არ უნდა იქცეს. ამის არც მოსამართლეებსმატერიალური და არც არანაირი რესურსი არ არსებობს.




 ახალი ამბები
  • უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა _ ვინაა ყველაზე მაღალქულიანი ჩოხატაურშიგამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას. "გურია ნიუსი" იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც ზოგადი უნარები ჩააბარეს და მარალი შეფასება დაიმსახურეს. ზოგად უნარებში მაქსიმალური 80 ქულიდან 70 ქულა მიიღო სამრევლო სკოლის მოსწავლე ნინი ცინცაბაძემ. მისივე კლასელებმა: ალექსანდრე წეროძემ _ 53, ქეთევან ჩხიკვაძემ _ 51, ნიკა ბედინეიშვილმა კი 46 ქულა მიიღეს. შუა ამაღლების სკოლის კურსდამთავრებულმა მანანა ანთიძემ ზოგად უნარებში 42 ქულა დაიმსახურა, 40 ქულით შეფასდა თავისივე კლასელის, დიმიტრი სიხარულიძის ნამუშევარი. პ.ს. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენთა შედეგების სრული სია. აქ მხოლოდ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებია გამოქვეყნებული, რომლებიც "გურია ნიუსს" ... ...
  • მაშ ასე, მოემზადეთ _გაიცანით მაღალქულიანი აბიტურიენტები ჩოხატაურიდან!ეროვნულ გამოცდებში ისტორიის შედეგები რამდენიმე საათის წინ გამოცხადდა. "გურია ნიუსი" იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც გამოცდაში მაღალი ქულები დაიმსახურეს: ჯერჯერობით, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 57 ქულით ჩაისუბნის სკოლის კურსდამთავრებული რატი რამიშვილი ლიდერობს. დანარჩენი აბიტურიენტების ქულები ასეთია: პირველი საჯარო სკოლა: მარიამ ტიშჩენკო _ 55 ქულა; სალომე მახარაძე _ 50 ქულა; ერეკლე მამალაძე _ 50 ქულა. სამრევლო სკოლა: ცოტნე გოცაძე _ 55 ქულა; ნინი მგალობლიშვილი _ 55 ქულა; ალექსანდრე წეროძე _ 52 ქულა; ქეთი ჩხიკვაძე _ 51 ქულა;  ნიკა ბედინეიშვილი _ 50 ქულა.  შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენთა შედეგების სრული სია, აქ მხოლოდ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებია გამოქვეყნებული, რომლებიც "გურია ნიუსს" ... ...
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო დააჯილდოვდაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2019 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დააჯილდოვა. მსაგვსი ჯილდო მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წელსაც აქვს მიღებული. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 2019 წელს განხორცილდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შეფასება, რომელიც მოიცავს საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციების ანალიზს 2010-2019 წლებში და საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგებს.რეიტინგებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 100 % აქვს მინიჭებული. "აღნიშნული შედეგი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლების დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებიც მუდმივად ორიენტირებულნი არიან მოქალაქეთა საჭიროებებზე", _ ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ ... ...
  • "ბაჩალიაშვილის საქმე" _ პოლიცია ZAG-ის თანამშრომლების სახლებს ჩხრეკსკომპანია ZAG-ის დირექტორის და ყველა თანამშრომლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩხრეკა ყველგან ერთდროულად დაიწყო. კონრკეტულად რას ეძებენ კომპანიის თანამშრომლების ბინებში უცნობია, თუმცა დღევანდელ საგამოძიებო მოქმედებას ZAG-ის წარმომადგენლები ბაჩანა ლობჟანიძის ბრალდებებს უკავშირებენ. გრძელდება "ბაჩანას გამოძიება" ... ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ. ბაჩანას მითითებებით და ბაჩანას აზრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით რისი მიღწევა უნდათ არ ვიცი. მაქვს კითხვა საგამოძბებო ორგანოებთან, ჩატარდა თუ არა თვითონ ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩხრეკა - ამბობს კომპანიის ადვოკატი, რომელიც სახლებში, ჩხრეკის საჭიროებას ვერ ხედავს. კომპანიის დირექტორის სახლში უკვე დასრულდა საგამოძიებო მოქმედებები. ბინიდან პოლიციამ ტექნიკა და კომპიუტერები ამოიღო. კომპანიის იურისტის, მამუკა ჭაბაშვილის ინფორმაციით, გამოძიებამ მათ 1 აგვისტოთი დათარიღებული ჩხრეკის ოქმი წარადგინა, რაც მასში ეჭვს იწვევს, რატომ დასჭირდა 1 კვირა გამოძიებას ჩხრეკის ჩასატარებლად, თუ ფიქრობდნენ, რომ ბინებში საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტს იპოვიდნენ. პარალელურად კი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები დღეს ისევ შსს-ში დაიბარეს. ოჯახს გამოძიების მასალები უნდა გააცნონ. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, მათ თანხებისა და ტრანზაქციების ისტორიები აინტერესებთ.  წყარო: ... ...
  • ვის ეკუთვნის “პარვუს ჯგუფი”, რომელიც ოზურგეთში ინტერნეტის ინფრასტრუქტურას მოაწყობსსაქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი გურიიდან იწყება. პროექტი განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა 49 სოფლისთვის. პროექტს კომპანია “პარვუს ჯგუფი” განახორციელებს, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ 10-მილიონიანი ხელშეკრულება უტენდეროდ გააფორმა.კომპანია “პარვუს ჯგუფი” 2019 წლის მარტშია შექმნილი და მისი დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძეა. ზუმბურიძემ სახელმწიფო კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში ზარალიანი სახელმწიფო უწყება იყო, 2018 წელს დატოვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანიამ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა, თუმცა “აღნიშნულ პერიოდში, მისი ადმინისტრაციული ხარჯები ხშირად არაგონივრული იყო”. კომპანიაში დარჩენილი 50%-იანი წილი ეკუთვნის მამუკა პაპუაშვილს, რომელიც ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა ამავე სახელმწიფო კომპანიაში, ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე.კომპანიის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,პარვუს ჯგუფის“ მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარებას; განახორციელოს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა. ასევე, გაწიოს ელექტროენერგეტიკის სექტორში საკონსულტაციო მომსახურება.რატომ შეარჩია ეკონომიკის სამინისტრომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის განხორციელებისთვის “პარვუს ჯგუფი”?ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის განსახორციელებლად „ოუფენ ნეტმა“ ბაზრის/ფასთა კვლევა მიმდინარე წლის 9 მარტიდან გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც საუკეთესო წინადადების მქონე კომპანია - შპს „პარვუს ჯგუფი“ შეირჩა. აქვე აღნიშნულია, რომ კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი მასშტაბური სახელმწიფო და კერძო პროექტი.სანამ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიირებდა, 10-მილიონიანი ხელშეკრულების უტენდეროდ გაფორმებისთვის “ოუფენ ნეტმა” საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. განაცხადში აღნიშნული იყო, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურის გაყვანა დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, რის გამოც შემსყიდველი უწყებებისგან ხელშეკრულების გაფორმების ნებართვას უტენდეროდ ითხოვდა.“წინასწარი დაგეგმვა შეუძლებელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ დადგენილების საფუძველზე, საპილოტე რეგიონი, შესაბამისი კომისიის მიერ განისაზღვრა 2020 წლის 9 მარტს, რის შემდეგაც ოუფენ ნეტმა დაუყოვნებლივ დაიწყო ბაზრის კვლევა პოტენციური მიმწოდებლებისა და პროექტირება-მშენებლობის ფასის დადგენის მიზნით (სულ გაეგზავნა 5 კომპანიას). აღნიშნულ ბაზრის კვლევაში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია. აქედან გამომდინარე ოუფენ ნეტმა გაზარდა მიმწოდებლების რაოდენობა (17 კომპანია) და 8 აპრილს გამოცხადდა ხელახალი ბაზრის კვლევა. COVID-19-თან დაკავშირებული პანდემიისა და ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, მიმწოდებლების მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გახდა ბაზრის კვლევის ფარგლებში წინადადებების წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადის (23.04.2020) გაგრძელება 06 მაისამდე. შედეგად გამოვლინდა 2 პოტენციური მიმწოდებელი. აღნიშნულ მიმწოდებლებს შორის საუკეთესო წინადადების გამოვლენის მიზნით, ოუფენ ნეტმა დამატებით ჩაატარა ბაზრის კვლევა, რომელიც დასრულდა 18 მაისს,”- ნათქვამი იყო სახელმწიფოს კუთვნილი ა(ა)იპ-ის “ოუფენ ნეტის” განცხადში.საყოველთაო ინტერნეტიზაციასაქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა იწყება. პროექტისთვის მთავრობამ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა.2020 წლის იანვარში მთავრობამ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა. მის თანახმად, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს - 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტთან. თავდაპირველად, ინტერნეტიზაციის პროექტის დამფინანსებლად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” დასახელდა. ამის შესახებ განცხადება 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა. დღეს მთავრობა ამ პროექტის დაფინანსების ერთ-ერთ შესაძლო წყაროდ მსოფლიო ბანკს განიხილავს. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...