პოლიციელი, რომელიც სუბარმა ცემაში ამხილა, სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს

მთავარი თემა

პოლიციელი, რომელიც სუბარმა ცემაში ამხილა, სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს

2013 იან 27 20:24:30

_ აქ არაფერია დასამალი, აკაკი მაისურაძე უკვე დანიშნულია, ჩვენ წლების წინ ვმუშაობდით ერთად, ბოლოს მე თბილისში ვიყავი, ის კი იმერეთის მხარეში, _ გვითხრა გობეჯიშვილმა.

თავად აკაკი მაისურაძე კი მის დანიშვნას ჩვენთან საუბარში უარყოფს.

_ ჯერ ოფიციალურად არაფერი არ არის გადაწყვეტილი, ბრძანება ჩემი დანიშვნის შესახებ არ ყოფილა, სხვა ინფორმაციისთვის ძალიან გთხოვთ პრესსამსახურს დაუკავშირდით, ის გეტყვით ჩემს შესახებ ყველაფერს, _  გვითხრა მაისურაძემ.

_ "გურია ნიუსი" დაუკავშირდა შსს პრესსამსახურის ხელმძღვანელს ნინო გიორგობიანს, რომელმაც განგვიცხადა, რომ გურიის პოლიციაში გახორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ მისთვის ცნობილი არ იყო.

_ მე ვიცი. რომ გურიაში არანაირი საკადრო ცვლილება არ განხორცილებულა, არც ბრძანებები დაწერილა.

_ ქალბატონო ნინო, არც იმის შესახებ არის ცნობილი, ვინ იქნება გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი?

_ არა, არა ჯერ არაფერი ვიცი, ხვალ დამიკავშირდით და თუ რაიმე იქნება ცნობილი აუცილებლად გეტყვით, _ გვითხრა გიორგობიანმა.

1982 წელს დაბადებული აკაკი მაისურაძე წარმოშობით იმერეთის ქალაქ ონიდანაა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროში სახვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იყო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსი, ბოლოს კი ხარაგაულის სამმართველოში მუშაობდა.

აკაკი მაისურაძის შესახებ ინტერნეტში რამდენიმე მედია საშუალება ავრცელებს ინფორმაციებს. ის ადამინების ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ცემაშია მხილებული.  ერთი ფაქტი სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა.

"სახალხო დამცველი სოზარ სუბარი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს. აქტუალურ საკითხად აქციონ სამართლებრივი სტრუქტურების თანამშრომელთა მიერ ადამიანებისთვის ფიზიკური ზეწოლისა და წამების ფაქტებზე რეაგირება.

სუბარის თქმით, წამების მსხვერპლზე ზეწოლა მანამდე გრძელდებოდა ხოლმე, სანამ დაზარალებული პირი არ შეწყვეტს ჩივილს.

ერთ-ერთი ასეთი ფაქტი 2007 წლის ოქტომბერში მოხდა ონის რაიონის სოფელ ქვედში, სადაც სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ონის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილემ აკაკი მაისურაძემ და მასთან მყოფმა განყოფილების ორმა თანამშრომელმა სასტიკად სცემეს სოფელ ქვედის მკვიდრი ლევან მაისურაძე.

ცემის ფაქტის თვითმხილველები არიან მამა-შვილი გოჩა და ზვიად ქისტაურები, რომლებმაც უგონო მდგომარეობაში მყოფი ლევან მაისურაძე მისი ძმის სახლში გადაიყვანეს.

სოზარ სუბარის ინფორმაციით, ლევან მაისურაძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო თვეზე მეტხანს მკურნალობდა თბილისში.

აღსანიშნავია, რომ აკაკი მაისურაძე და მისი ორი თანამშრომელი, ინციდენტამდე ერთი საათით ადრე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებითა და გინებით ლევან მაისურაძის ძმის ჯემალ მაისურაძის სახლშიც შეცვივდნენ და ლევან მაისურაძის მოკვლით იმუქრებოდნენ.

სუბარის თქმით, ეს შემთხვევა ძალიან ჰგავს სანდრო გირგვლიანის საქმეს, მაგრამ საბედნიეროდ, ლევან მაისურაძე ცოცხალი გადარჩა."

სახალხო დამცველი შსს-ს და გენპროკურატურას მოუწოდებდა, ონის პოლიციის თანამშრომელთა ქმედების შესწავლა დაიწყოთ.

თავად მაისურაძე "გურია ნიუსთან" ადასტურებს, რომ ნამდვილად ის პოლიციელია, რომელიც სოზარ სუბარის განცხადებაში იყო მოხსენიებული, თუმცა აღნიშნავს, რომ მაშინ მისი საქმე საფუძვლიანად შეისწავლეს და მისი უდანაშაულობაც დაამტკიცა.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...
  • გიორგი გახარია: "ეს იყო გავრილოვის დღე და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე""მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და გამოძიებას ჩვენება მისცა, თუ საჭირო იქნა, მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასევე მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას" _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, პროკურატურის გადასაწყვეტია რამდენ ადამიანს დააკავებენ: „20 ივნისი იყო გავრილოვის დღე, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულმა პოლიციელმა მაშინ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა სახელმწიფოს და შეასრულა თავისი ძირითადი მოვალეობები. რა თქმა უნდა, იყო ერთეული გადაცდომები, რომელზეც დევნა დაწყებულია, გამოძიება გრძელდება, თუ იქნება საჭირო 10 ადამიანის დაკავება, დააკავებენ 10 ადამიანს, თუ იქნება საჭირო, დააკავებენ ოცს“,_  განაცხადა გიორგი გახარიამ. 21 ივნისის მოვლენებიდან დღეს 3 თვე გავიდა და აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორები, რომლებიც 3 თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ, დღევანდელ დღეს პარლამენტის წინ მაშტაბური აქციით აღნიშნავენ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...