პროექტები, რომელსაც სამი წელია ერთი და იგივე ადამიანი აკეთებს

მთავარი თემა

პროექტები, რომელსაც სამი წელია ერთი და იგივე ადამიანი აკეთებს

2013 იან 31 12:00:57

ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოვითხოვეთ, ირკვევა, რომ 2010, 2011, 2012 წლებში სამუშაოები ერთიდაიგივე ინდმეწარმემ _ გელა ყაჭეიშვილმა შეასრულა. 2010 წლის 14 მაისს დადებული #123 ხელშეკრულების თანახმად, ყაჭეიშვილს სოფლის შიდა გზებზე წყალგამტარი მილების მოსაწყობად გამოუყვეს.

ამავე წლის 24 ივლისს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, სამუშაოები კარგად იყო შესრულებული, თუმცა სოფელში ამბობენ, რომ მილები უხარისხო იყო:

_ შეიძლება თანხის სიმცირის გამო იყო, მაგრამ მილებიდან წყალმა ერთ თვეში გამოჟონა, _ დაგვიზუსტეს შუა ამაღლებელებმა.

ყაჭეიშვილს, იმავე წელს, 12 874 ლარი ჩაურიცხეს მინი სტადიონის, საკრებულოს შენობის და ომში დაღუპულთა მემორიალის რემონტისთვის. ამავე თანხაში ინდმეწარმეს საკრებულოს ეზო და სასაფლაო უნდა შემოეღობა.

ომში დაღუპულთა მემორიალს, რომელიც სოფლის ცენტრში დგას, გარემონტებულის არაფერი ეტყობა:

_ ძველი მემორიალია და, ალბათ, საღებავი ვერ დაიჭირა, _ აგვიხსნა სოფლის რწმუნებულის თანაშემწემ, რასაც არ ეთანხმებიან სოფელში.

_ "წაკრასკეს" და ეგ იყო. არ ვიცი, ესენი რას ეძახიან რემონტს, მაგრამ ჩვენ დროში, კომუნისტებს ვგულისხმობ, ბაბუა, ასე უხარისხოდ არაფერი კეთდებოდა. იმ დროს აშენებული და გაკეთებული ახლაც ვარგა, ამათი გაკეთებული კი ერთ თვეს ვერ ძლებს. რა ეტყობა ახლა ამას გარემონტებულის?! _ გვეუბნება ხანშიშესული მოხუცი, რომელიც კითხვაზე, ჩართული იყო თუ არა პროექტების შერჩევაში, გვპასუხობს: _ მაგათ ჩემნაირები არ სჭირდებათ განხილვების დროს. რასაც იტყვიან უნდა დაეთანხმო, მე კი უწესობას არ ვეთანხმები.

ნუგზარ ჯიბლაძე შუაამაღლებელია და სოფლის აქტივს წარმოადგენს. იგი ყველა პროექტის განხილვას ესწრებოდა. "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ პროექტების უხარისხობა სამშენებლო მასალების ბრალია: _ მასალებია უხარისხო და ამიტომაა, რომ დიდხანს არაფერი ძლებს. ეს არ არის ადგილობრივი ხელმძღვანელების ბრალი. მაგალითად სტადიონზე, სხვა მასალა იყო აუცილებელი და სხვა გაკეთდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის წყალში გადაყრილი თანხები. ზოგჯერ მოსახლეობაც ვერ თანხმდება ერთმანეთში, რა უნდა გაკეთდეს. რამდენიმე წელია ვამბობ, რომ სოფელს მუხლუხა ტრაქტორი შევუძინოთ, მაგრამ ვერ მივედით აქამდე. საყანე ფართობების შემოღობვის საკითხი რომ დაისვა, მაშინ ვთქვი, საყანეები ჩვენით შემოგვეღობა და უფრო მნიშვნელოვანი, ტრაქტორი გვეყიდა, თუმცა, სოფელი არ დამეთანხმა. ასეც ხდება ხოლმე, _ აღნიშნავს ჯიბლაძე.

2010 წელს განხორციელებული პროექტებიდან სოფელში დღეს თითქმის არაფერია შემორჩენილი, გარდა საკრებულოს გარემონტებული ოთახებისა.

სასაფლაო ნაწილობრივ არის გაკეთებული და საკმაოდ უსახური ხის მასალით, რომელსაც უკვე ლპობა აქვს დაწყებული. რწმუნებულის თანაშემწის ავთანდილ ჯიბუტის მტკიცებით, ნაწილის შეუღობავად დატოვება უსახსრობამ გამოიწვია და სრულად წელს შემოღობავენ.

რაც შეეხება მინი სტადიონს, რომელიც საკრებულოს შენობის უკან მდებარეობს გარემონტებულის და შეკეთებულის არაფერი ეტყობა. ალაგ-ალაგ დეფორმირებული ღობე ჟანგიანი მავთულითაა ერთმანეთზე დამაგრებული და რაც ყველაზე საოცარია, მოედანზე დამტვრეული ქვაა დაყრილი. თანაშემწე ავთანდილ ჯიბუტი არ მალავს, რომ სამუშაოები ცუდად შესრულდა, რამაც სოფლის მაცხოვრებლების აღშფოთება გამოიწვია:

_ ბატონო ავთანდილ, რასაც ახლა ვუყურებთ, ეს პროექტი შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს?

_ რა ვიცი(?!).

_ ამ შემთხვევაში თანხები მიზანმიმართულად არ დახარჯულა?

_ ალბათ. მე მგონი, ამაზე სპეციალური ქვიშა უნდა დაყრილიყო ჯერ, შემდეგ სპეციალური "გუბკა" და მერე უნდა დაიგოს საფარი.

_ პირველად ვნახეთ საფეხბურთო მოედანი, რომელზეც დამტვრეული ქვა ყრია... სადმე გინახავთ ასეთი რამ?

_ არ მინახავს და კი ვთქვი, მაგრამ ვინ დამიჯერა?! მაშინ მე აქ არ ვმუშაობდი.

_ როგორც ამ სოფლის მცხოვრებს, პრეტენზია არ გამოგითქვამთ?

_ როგორ არა, მაგრამ ვინ გისმენს?! თან ეგ ორი წლის წინ გაკეთდა.

_ და ორი წლის განმავლობაში ღობე მაინც არ უნდა ჩამოვარდეს...

_ რა ვიცი, "მისვარკული" იყო და, ალბათ, ბავშვები ხტუნავდნენ(?!), _ გვითხრა ჯიბუტმა და დასძინა, რომ ამ საფეხბურთო მოედნის კარზე, ბადე, შეკეთების დღესაც კი არ იყო.

ის, რომ დამტვრეულ ქვებზე ფეხბურთს ვერავინ ითამაშებს, საკამათო არ არის, როგორც ის ფაქტი, რომ სოფლის პროგრამებით გათვალისწინებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით შექმნილი კომისია, მიღება-ჩაბარების აქტებს ისე ადგენდა, რომ სამუშაოებს საფუძვლიანად არ ამოწმებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, რასაც ჩვენ, დარგის არასპეციალისტები დათვალიერების შემდეგ აღმოვაჩენთ, სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისიისთვის შემდგომის რეაგირების საბაბი უნდა გახდეს.

2011 წელს, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში შუაამაღლებაში გზები შეკეთდა და საყანე ფართობი შემოიღობა. რაც შეეხება გასულ წელს, 13 392 ლარი დაიხარჯა წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის. სამუშაოების შესრულება ისევ გელა ყაჭეიშვილს მიანდეს. მართალია, ამ პროექტზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არსებობს, თუმცა, ფაქტია, რომ ავზზე დაზიანებული მილებია მიერთებული, საიდანაც წყალი ჟონავს. რეაბილიტაციის ფარგლებში არც ონკანებია გამოცვლილი და უფრო მეტიც _ ადგილები, სადაც მილები უნდა მიერთდეს, ხის ნაჭრებით არის ამოვსებული.

წყლის შემკრები ავზი ძალიან ჭუჭყიანია. როგორც გავიგეთ, ამის მიზეზი ის არის, რომ ზედა ავზზე წყლის ფილტრი არავის დაუყენებია:

_ წყლის ფილტრი არ აქვს და ამიტომ სასმელად ვერ მოვიხმართ, _ გვიხსნიან სოფელში.

კითხვაზე, თუ რატომ არ დააყენეს ფილტრი, მაშინ როცა წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად სამი წელია სოლიდური თანხები იხარჯება, ვერც სოფლის ხელმძღვანელობა გვპასუხობს და ვერც მუნიციპალიტეტის.

ახალი გამგებელი ამბობს, რომ ძველის საქმიანობა ჯერ შესწავლილი არ აქვს. ის ადამიანები, რომლებსაც ამ პროექტების ზედამხედველობა ევალებათ, კომენტარებს არ აკეთებ და ამბობენ, რომ ყველაფერი პროექტის მიხედვით კეთდება. თუმცა, შუაამაღლებაში გაკეთებული ბევრი არაფერი ჩანს.

სტატიები მომზადებულია ფონდის "ღია საზოგადოება _ საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის _ "დათვალე საკუთარი ფული!", ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას




 ახალი ამბები
  • ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე შვილმა მამა მოკლაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ჯ.კ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას - 1969 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ... ...
  • აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის კონკურსი დახურესამ წუთებში აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის კონკურსი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. პროცესში მონაწილეობს სამი კონკურსანტი, მათ შორის ორი ტელევიზიის  თანამშრომელი ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე. მესამე მონაწილეა ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი. ამ ეტაპზე გასაუბრებას პირველი კანდიდატი გადის. შესარჩევი კომისიის წვერების უმრავლესობა მაუწყებლის თანამშრომელია ერთი კი ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი. დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, ვისზე გააკეთებს არჩევანს კომისია. წყარო: ... ...
  • გახარია: "მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი""ვანო მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი"_ ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას ვანო  მერაბიშვილის შესახებ. ცნობისთვის,  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ დატოვა. როგორც მან განაცხადა დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ ... ...
  • შინაგან საქმეთა მინისტრი: რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერშიშინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით  კომენტარი გააკეთა. „ეს მნიშვნელოვანი თემაა.  ეს მოხდა ოქტომბერში. ყველამ გაიგო. დიდი შეტევა იყო კიბერმიმართულებით. ვიმუშავეთ ჩვენს კოლეგებთან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. ამ საკითხთან დაკავშირებით  ოფიციალური განცხადება  უკვე გაკეთდა. რა თქმა უნდა, განცხადება გავაკეთეთ ღიად, არ დაგვიმალია, საიდან იყო, საიდან მოდიოდა. გითხარით, რომ რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერში. 21-ე საუკუნეა და ეს თემა, რა თქმა უნდა, პოპულარულია, სამწუხაროდ, მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში, დიდ ქვეყნებშიც,  როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ევროპის დიდი ქვეყნები. ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა. თუ მოხდება, მოხდეს იქვე ჩაკეტვა, ასე ვთქვათ, არ შემოვიდეს სივრცეში და არ დააზიანოს ესა თუ ის მიმართულება“,_ განაცხადა ვახტანგ ... ...
  • გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარაგალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეექვსედ გახდა.   „Global Finance-ის აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში. გალტ & თაგარტი სთავაზობს მის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე“,- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ. "საინვესტიციო საბანკო საქმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ეკონომიკის წინსვლასა და განვითარებაში. ჩვენი ვაჯილდოებთ ხარისხიანი და  ინოვაციური გარიგებების დადებით გამორჩეულ იმ საინვესტიციო ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მომხმარებლის მუდმივ რეჟიმში ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნებს", - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ. ჟურნალმა Global Finance-მა, მე-21-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.   Global Finance 1987 წელს დაფუძნდა და 50,050 ეგზემპლარს გამოსცემს, რომელსაც 189 ქვეყანაში ყავს მკითხველი. Global Finance-ს კითხულობენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ინვესტიციების განხორციელებასა და სტრატეგიაზე, მულტიეროვნულ კომპანიებში და ფინანსურ ინსტიტუტებში. ჟურნალის ვებგვერდი GFmag.com აქვეყნებს ანალიტიკასა და სტატიებს და წარმოადგენს 32 წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში, ასევე აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...