როლანდ შონია: "ბაჩო ახალაია პირადად ესწრებოდა ზუგდიდის ციხეში პატიმრების წამებას"

მთავარი თემა

როლანდ შონია: "ბაჩო ახალაია პირადად ესწრებოდა ზუგდიდის ციხეში პატიმრების წამებას"

5 მარ. 2013, 13:04:07

როლანდ შონია: _ ის, რაც ახლა მინდა ვთქვა, ადრეც მრავალჯერ მითქვამს. პირადად თქვენთვისაც მომიცია ინტერვიუ და ხმამაღლა განმიცხადებია, რომ მე ახალაიების პირადი პატიმარი ვიყავი. ახლა თქვენთან მოსვლა გადამაწყვეტინა მერაბ ქვარაიას მიერ გაჟღერებულმა იდეამ, როლანდ ახალაიას დანაშაულობების გამოსავლენად საზოგადოებრივი ჯგუფის შექმნის თაობაზე. მინდა კიდევ ერთხელ მოვყვე ახალაიების დანაშაულებზე და კიდევ ერთხელ ხმამაღლა და ღიად დავაფიქსირო ჩემი აზრი – ახალაიები დამნაშავეები არიან საზოგადოების წინაშე და აუცილებლად უნდა დადგეს როლანდ ახალაიას პასუხისმგებლობის საქმეც. ახალაიას ჩემდამი აგრესია 2003 წლის არჩევნებიდან დაიწყო. მე ვიყავი ცესკო-ს წარმომადგენელი და მოწმე არჩევნების გაყალბებისა. როცა თბილისში სამჯერ გადადებული სასამართლო სხდომა მეოთხედ ძლივს ჩატარდა და მე მოწმის სტატუსით გამოვდიოდი, ამ დროს აბაშაში ჩემი ოჯახი დააყაჩაღეს. ამ დაყაჩაღებას ჰქონდა დაშინების ფუნქცია და ამავე დროს, დამყაჩაღებელმა წაიღო ერთ-ერთი დანაშაულის ადგილიდან ამოღებული ტყვიის მასრა, რომელიც, როგორც ნივთმტკიცება, ჩემთან ინახებოდა და იმ საქმეში პოლიციის სატაბელო იარაღის მონაწილეობას ადასტურებდა. თუ არა პოლიციას, სხვას ვის რაში დასჭირდებოდა ეს ცარიელი მასრა?! ჯერ კიდევ 2003 წელს, "ვარდების რევოლუციას“ ყველა ტელევიზიის საშუალებით "ეკლების რევოლუცია“ ვუწოდე, რამაც ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია და ვგრძნობდი კიდეც ჩემს მიმართ დაწყებულ აგრესიას და შევიწროვებას, რომელიც საბოლოოდ ახალაიებმა დააგვირგვინეს. ახალაიების აგრესიის გამწვავება გამოიწვია იმან, რომ რამდენიმე საქმეზე განაცხადი შეტანილი მქონდა სახალხო დამცველთან, სოზარ სუბართან, რომლის მოადგილეც გახლდათ ბაჩო ახალაია. ეს საქმეები, ბუნებრივია, ეხებოდა სამეგრელო ზემო სვანეთის ოლქის პროკურატურის უკანონო ქმედებებს და მამამისს, ამიტომაც ჩემი საჩივრები და განცხადებები იკარგებოდა. ერთხელაც პირადად სუბარი ჩავაყენე საქმის კურსში და დაკარგული საბუთები სწორედ ბაჩოს კაბინეტში აღმოჩნდა ჩაკეტილი. მე იქ ხმამაღლა ვთქვი, რომ სახალხო დამცველი ოფისში გვჭირდება უფლებადამცველი და არა უკანონობის ჩამდენი მამის დამცველი. ამან კიდევ უფრო მეტად უარყოფითად განაწყო ახალაიების კლანი ჩემს მიმართ, რასაც მოყვა მთელი რიგი საქმეები – გამგებლების დაჭერების, მიურატების საქმე, სადაც არა ერთხელ გადაიკვეთა ჩვენი გზები. ახალაიამ გადაწყვიტა ჩემი მოშორება. დავალება ჰქონდა ყველა რაიონის პროკურორს მიცემული ჩემს წინააღმდეგ კომპრომატების შექმნისა და ყველა ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს პროკურორები პირდაპირ სთავაზობდნენ, თუკი ჩემს წინააღმდეგ საჩივარს დაწერდნენ, გაუკეთებდნენ საპროცესო შეთანხმებას. საბოლოოდ, ქრთამის მიცემაში დამდეს ბრალი, მაგრამ ფაქტების არარსებობის გამო გაუქმდა ეს ბრალდება, მაგრამ მე დამაკავეს. თან მეუბნებოდნენ, თუ ვაღიარებდი შალვა ხაჭაპურიძისთვის ქრთამის მიცემას, მაშინვე გამათავისუფლებდნენ. ჩემი დაკავება მოხდა სხდომათა დარბაზში სასამართლო პროცესის დროს. გეგონებოდათ, ტერორისტის ასაყვანად იყვნენ მოსულები, ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში მინახავს. დამაკავეს და გადამიყვანეს ზუგდიდის ციხეში. მაშინვე გავრცელდა ეს ამბავი, რეკავდა ბევრი ჟურნალისტი და სწორედ ამიტომ ჩამომართვეს ტელეფონი. ზუგდიდში მისვლამდე ორჯერ გამოცვალეს მანქანა და ბოლოს დაბურულშუშიანი მანქანით შემიყვანეს სამმართველოს ეზოში. სწრაფად გადამიყვანეს ციხეში, რომ ჟურნალისტებთან კონტაქტი არ მქონოდა.

– რა ხდებოდა ციხეში? მაშინაც იყო ზეწოლა პატიმრებზე?

– იყო და მერე როგორი. ერთ დილით საშინელმა ხმაურმა გაგვაღვიძა. ამ საკანს ზევითაც ჰქონდა პატარა სარკმელი და იქიდან ვხედავდი, რა ხდებოდა. მასობრივად იყო შემოსული ხელკეტებით შეიარაღებული სპეცრაზმი, ყველა კამერიდან გამოყვანილი ჰყავდათ პატიმრები, მთლიანად აშიშვლებდნენ და ურტყამდნენ. იქ მხოლოდ ერთი დერეფანია და კარგად ვხედავდი, რომ დერეფნის ბოლოს, კიბის თავზე იდგა და ამ ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა ბაჩო ახალაია. რა თქმა უნდა, მას თან ახლდა ციხის უფროსი, რეჟიმის უფროსი და სხვები. მე-11 საკნის ყველა პატიმარი, საშინლად ნაცემი, დედიშობილა ჩაყარეს მანქანაში და გადაიყვანეს ქუთაისის ციხეში. ჩვენი კამერა ყველაზე ბოლოს გააღეს, შემოცვივდნენ საშინელი აგრესიით, მაგრამ უცებ რეჟიმის უფროსი მოვარდა და უთხრა, რომ ამ კამერაში ყოფილი გამგებლები, თანამდებობის პირები და ორგანოს თანამშრომლები ისხდნენ. კი გაგვიყვანეს სხვებთან, მაგრამ ფიზიკურად არავინ შეგვხებია. მკურნალობა არ გვიტარდებოდა. მე, პირადად, რამდენჯერმე გავხდი ცუდად, არავინ აღიარა ეს ფაქტი. მოსამართლეს შეეძლო ჩემთვის გირაოც შეეფარდებინა, მაგრამ რადგან ახალაიების სურვილი იყო ჩემი დაპატიმრება, გირაო არ გამოუყენებია. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ გაცხადებულიყო, აუცილებლად გაჩნდებოდა კითხვა მოსამართლის მიმართ – რატომ? წამალი გარედანაც კი ვერ შემოჰქონდათ ჩემთვის. საშინელ მდგომარეობაში ვიყავი. ერთ-ერთმა ზედამხედველმა მომიწყო შანტაჟი და მე ამის შესახებ დავწერე, მაგრამ კანცელარიამ გააქრო ჩემი განცხადება. მერე მოაწყვეს კიდევ ერთი სპეცეტაპი და გადამიყვანეს, სხვებთან ერთად, ქუთაისის ციხეზე. იქ როგორც ციხეებშია მიღებული დახვედრა, სწორედ ისე დაგვხვდნენ. შესასვლელში მოწყობილი იყო კორიდორი და ყველას ურტყამდნენ "დუბინკებს". ამ კორიდორს რომ გაივლიდი, შიგნით ოთახში უკვე წრე გხვდებოდა და აქ ცემა უფრო დიდხანს გრძელდებოდა. აქ ვნახე ერთ-ერთი პიროვნება, ბერაია, რომელიც იმ მე-11 საკანში იყო, წეღან რომ გითხარით. თურმე, ზუგდიდში ნაცემი აქაც უცემიათ და კინაღამ შემოკვდომიათ ხელში, მერე გადაუყვანიათ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და სწორედ იქიდან დაბრუნებულს შევხვდი. ვითომ, ნამკურნალები იყო და ფეხზე ვერ დგებოდა, მაგრამ კიდევ სცემეს.

– ქუთაისის ციხეშიც იყო სპეცოპერაციები? იქ თუ გინახავთ ახალაია?

– ყველაზე კარგად ჩანდა ჩემი შენობიდან "ც“ კორპუსი, როცა მოუნდებოდათ, შევარდებოდნენ, გამოყრიდნენ პატიმრებს, აშიშვლებდნენ და ურტყამდნენ. ამას კარგად ვხედავდი. ხშირად მოდიოდა სასწრაფო დახმარების მანქანები და ნაცემი პატიმრები გადაჰყავდა, რამდენჯერმე შემოაკვდათ კიდეც პატიმარი. იქ ისეთი განლაგება იყო, რომ სხვა კორპუსში ვინ შედიოდა, ვერ ვხედავდით, მაგრამ ხშირად მოდიოდა ამბავი, რომ ბაჩო ახალაია იმყოფებოდა და განსაკუთრებით მძიმე ოპერაცია იყო დაგეგმილი. რამდენიმე დღე არ ეყოფა იმის მოყოლას, რასაც ისინი ჩადიოდნენ და ახლა ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ აქვს, როცა ადამიანთა გარკვეულმა ნაწილმა ლამისაა მოწამეობრივი მანტია მოასხას ახალაიებს. მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ახალაიების კლანი უნდა დაისაჯოს და ყველამ უნდა იცოდეს მათი და მათთან დაახლოებული პირების შავ-ბნელი წარსული.




 ახალი ამბები
  • "ცოლი და ახლობელი ადგილზე დაიღუპა, ქმარი კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი მძიმედ დაშავდა, "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც სააგენტოს ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი უყვება, გარდაცვლილები ახალგზარდა ქალი და ოჯახის ახლობელია,  ხოლო მამაკაცი, რომელიც საჭეს მართავდა, ამ წუთებში, ქუთაისის საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის. "გუშინ საშინელი  ტრაგედია დატრიალდა. ფოთიდან თბილისში მიდიოდნენ ცოლ-ქმარი და მათი ახლობელი. სამწუხაროდ, ორივე  ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლი ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ქუთაისში",- აცხადებს მოქალაქე. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მოხდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ქალები ახალი კორონავირუსის დროსCOVID-19-მა მსოფლიო ახლი გამოწვევების წინაშე დააყენა. მან მოქალაქეების ცხოვრება საქართველოშიც მკვეთრად შეცვალა. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე დარჩა. გამონაკლისი არც გურიის რეგიონი ყოფილა. ამ ეტაპზე ჩვენ დაბა ლაითურის, ნასაკირალისა და ნარუჯის მცხოვრებლებით დავინტერესდით. სამივე დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მათი მოსახლეობის უმეტესობა ეკომიგრანტია. ახალ კორონავირუსამდე შემოსავლის საძიებლად ისინი ძირითადად მეზობელ თურქეთში, სეზონურ სამუშაოზე გადადიოდნენ. „მე და ჩემი მეუღლე თურქეთში სეზონურად,  ჩაის საკრეფად გადავდიოდით. ეს ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იყო. 4 შვილი გვყავს, იქედან ჩამოტანილი ფული  წლიდან წლამდე გვყოფნიდა და ახლა სულ უკაპიკოდ დავრჩით. თურქეთში სამუშაო ძალიან მძიმე იყო, მაგრამ მაინც მირჩევნია წავიდე, ვიმუშაო და სახლში მოვიტანო პურის ფული. მართალია, მოცვის კრეფაზე აქაც დაიწყო მუშაობა, თუმცა ეს სამსახურიც სეზონურია და შემოსავალიც არ არის საკმარისი“, - უყვება დაბა ლაითურში მცხოვრები ფატი ვაშაყმაძე “გურია ნიუსს”. ლია კოტრიკაძე, ახალშექმნილი სათემო კავშირის თავმჯდომარეა, რომელიც ფონდ „ტასოს“ ინიციატივით ჩამოყალიბდა. ლიკა ამბობს, რომ დაბა ლაითურსა და დაბა ნარუჯაში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც თურქეთში დადიოდნენ სამუშაოდ, ადგილზე, ჩაისა და მოცვის პლანტაციებში დასაქმდნენ. „საქართველოში უფრო ნაკლები ანაზღაურებაა, ვიდრე თურქეთში, მაგრამ ჩაისა და მოცვის პლანტაციები საუკეთესო გამოსავალი იყო ამ ადამიანებისთვის. პრაქტიკულად მათი სიცოცხლის გადამრჩენელად იქცა. არიან ისეთებიც, რომლებმაც პარალელურად სოფლის მეურნეობის განვითარება, მწვანილისა და ბოსტნეულის მოყვანა და გაყიდვა დაიწყეს“, - ამბობს ლია და დასძენს, რომ ქალებისთვის საოჯახო საქმეები კორონავირუსმა კიდევ უფრო გაზარდა. „პარალელურ რეჟიმში ქალებს საოჯახო საქმეების კეთება და ბოსტნის მოვლა უწევთ. ზოგი ბავშვებს ონლაინსწავლაში ეხმარება“, - გვიყვება ლია. თურქეთში მუშაობდა დაბა ნარუჯაში მცხოვრები ნადეჟდა კახაძეც. განსაკუთრებით ის ფაქტი აწუხებდა, რომ მცირეწლოვანი შვილის დატოვება უხდებოდა. ახლა მან კალმახა სოკოს სასათბურე მეურნეობის გაკეთება გადაწყვიტა, რისთვისაც ფინანსური მხარდაჭერა ფონდ „ტასოსგან“ მიიღო.  „ახლა უნდა დავიწყო სასათბურე მეურნეობის მოწყობა, თუმცა ფონდიდან ჩამორიცხულ თანხას ჩემი წილიც უნდა დაემატოს, რამაც ისევ ჩიხში მიმიმწყვდია და კიდევ ერთხელ ვიფიქრე, რომ თურქეთი ამ პრობლემას მარტივად გადამაწყვეტინებდა. მე მაინც მგონია, რომ გამოსავალი თურქეთი არ არის. ჩვენი ქვეყნის მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით გაჩნდეს სამუშაოები, არ დაგვჭირდეს საზღვარგარეთ, მძიმე პირობებში, ოჯახს მოწყვეტილებს, მიზერულ ხელფასზე მუშაობა და ეს პირობები უნდა გვაკმაყოფილებდეს და უფრო მეტიც, გვახარებდეს. ალბათ დაცულად ვიგრძნობ თავს მაშინ, როდესაც შევძლებ ვიყო დასაქმებული ჩემს ქვეყანაში, ჩემს ოჯახთან და შვილთან ერთან ახლოს და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობისთვის არ დამჭირდეს დავტოვო შვილი, გავწირო ჯანმრთელობა და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი დრო, ახალგაზრდობა  არ გავატარო სხვის სამსახურში“, - ამბობს ნადეჟდა. საიდა ხოსაძე ხუთ შვილთან და ქმართან წლებია დაბა ნასაკირალში ცხოვრობს. ამ ეტაპზე უმუშევარია და ახლა არაერთი პრობლემის წინაშე დგას. „ყველა ველოდებით სახელმწიფოსგან დახმარებას. ამ კორონავირუსის დრო, როგორც მრავალშვილიანი დედა დამეხმარნენ, მაგრამ ის პროდუქტები, რაც გვქონდა, დაგვიმთავრდა და ახლა ისევ კეთილი ადამიანების იმედად ვარ. თურქეთში გადავდიოდი ხოლმე სეზონზე მე და ჩემი მეუღლე, მაგრამ ახლა საზღვრები ჩაკეტილია და არც ვიცი, წინ რა გველოდება”, - გვითხრა საიდა ხოსაძემ. კორონავირუსის დროს რა პრობლემების წინაშე დადგნენ ქალები და რა დახმარება გაუწია მათ სახელმწიფომ? - ამ კითხვებზე  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „გენდერული თანასწორობის საბჭოს” წევრმა ლელა საჯაიამ გვიპასუხა. „COVID 19 - ის კრიზისმა ძალიან მძიმედ იმოქმედა საზოგადოების ყოველდღიურ ყოფაზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე. ვირუსის შესაკავებლად მკაცრი ზომები იქნა მიღებული, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, შეიზღუდა ეკონომიკური და სხვა ტიპის აქტივობები. ბევრი ადამიანი დარჩა შემოსავლის ან სამუშაოს გარეშე, საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიხურა და მოსახლეობა იზოლაციაში მოექცა კვირებისა და თვეების განმავლობაში. ყოველივე ამან სხვადასხვა საჭიროება და პრობლემა წარმოქმნა. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად დამატებითი სოციალური დახმარება იყო აუცილებელი. ქალები იმ მოწყვლად ჯგუფებს შორის არიან, რომელზეც კრიზისმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სხვადასხვა მიმართულებით. ერთი მხრივ, ქალები, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ არაფორმალურ ეკონომიკაში იმ სამუშაო ადგილებზე, რომლითაც ან არ იყო უზრუნველყოფილი ან მცირედით იყო უზრუნველყოფილი მათი სოციალური დაცვა, დღესდღეობით დარჩნენ ეკონომიკურად დაუცველები და შეზღუდული/მცირე არჩევანის წინაშე. ასევე, ხანშიშესულები დამატებით წნეხს განიცდიან არარსებული ან მცირე ოდენობის პენსიის გამო. მეორე მხრივ, ქალები ასრულებენ მთავარ როლს ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ჯანდაცვის მუშაკთა და მედდების დიდ ნაწილს სწორედ ქალები წარმოადგენენ. ის ზრდის მენტალურ სტრესს ჯანდაცვის მუშაკებისთვის. კრიზისის განმავლობაში წინა ხაზზე მყოფი პერსონალი, შესაძლოა, ოჯახებშიც დამატებითი სტრესის ქვეშ მოქცეულიყო სხვადასხვა მზრუნველობით პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, როგორიცაა მაგალითად, ბავშვების საჭიროებები, რომელთა სკოლები დაიხურა და უწევდათ დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრება, ან მათ ოჯახებში მცხოვრებ მოწყვლად ადამიანებთან ფიზიკური დისტანცირების საჭიროებიდან გამომდინარე”, - ამბობს ლელა. ფოტოები "გურია ... ...
  • სუს-ი : ოკუპანტების მიერ კასპში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილიაოკუპანტების მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილია, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. „მიმდინარე წლის 11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი. უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მძიმე ინციდენტის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...