ალექსანდრე ბარამიძის კომენტარი ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით

მთავარი თემა

ალექსანდრე ბარამიძის კომენტარი ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით

2013 მარ 8 18:08:18

"მე მიმაჩნია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტი, რომელიც, იმედი მაქვს, დამტკიცდება კიდეც იმ სახით, როგორითაც დაურიგდა კომისიის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს, მთლიანობაში ძალიან დადებითად ახავს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ძირითად პრინციებს. მაგალითად, დადებითად არის შეფასებული დებულება, რომ პრეზიდენტს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს არ ჰქონდეს უფლება დანიშნოს წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში; ასევე დადებითად არის შეფასებული წინადადება, რომ პარლამენტმა არამოსამართლე წევრები თავისი შემადგენლობიდან კი არ აირჩიოს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან; რომ მოსამართლე წევრები არჩეულ იქნენ ფარული კენჭისყრით და მხოლოდ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ და არა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ, როგორც ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს. მთლიანობაში ასევე მხარდაჭერილია სასამართლო დარბაზებში ტელეკამერების შეტანის შესაძლებლობაც, თუმცა, დასკვნის ავტორებს გარკვეული, ტექნიკური ხასიათის შენიშვნები აქვთ რამდენიმე წესის მიმართ.

რაც ყველაზე მთავარია, დასკვნის ავტორები შესაძლებლად მიიჩნევენ უკვე გარდამავალ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების ადგილას საბჭოს წევრების არჩევას,რომლებიც არა მოსამართლეთა კონფერენციის, არამედ ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ იქნენ არჩეულნი. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ეფექტური სასამართლო რეფორმის განხორციელებისათვის, რასაც ქართული საზოგადოება ასე მოელის." _ განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.




 ახალი ამბები
  • ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის" გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებსცხინვალის იზოლატორში მოთავსებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ,,საზღვრის" გადაკვეთას არ აღიარებს, - ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს. ამის შესახებ ყოფილი პატიმრები ყვებიან, რომლებიც 14 ნოემბერს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ყოფილმა პატიმრებმა ახალგორის იზოლატორში 3 დღე გაატარეს. ისინი 11 ნოემბერს დააკავეს, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილი - 9 ნოემბერს. საქართველოს მოქალაქეები (სულ 4-ნი) ერთმანეთს საპატიმროში შეხვდნენ. 14 ნოემბერს 3 მოქალაქე ერგნეთის გამშვებ პუნქტზე საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს. 15 ნოემბერს ექიმებმა მოინახულეს. ,,პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მოგვიწია ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულ ადამიანებთან გასაუბრება. მათი თქმით, საქმე არის შემდეგში: ერთადერთ რამეს ითხოვენ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან - აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ",  - აღნიშნავს ექიმი დავით ღვინიაშვილი. ყოფილმა პატიმრებმა qartli.ge- სთან საუბარში განაცხადეს, რომ ექიმი თავს კარგად ... ...
  • საქართველო ენერგეტიკაში კანონების მიღებას აგვიანებს - ევროპის ენერგოგაერთიანების გაფრთხილებასაქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრის სტატუსით აღებული ვალდებულებების შესრულებას აგვიანებს - ასეთია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის იანეზ კოპაჩის შეფასებებიდან ძირითადი დასკვნა.როგორც იანეზ კოპაჩიმ ამ თემაზე გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ დედლაინი დაარღვია. საუბარია, ენერგეტიკის სექტორში ახალი კანონების მიღების ვადებზე.„დარჩენილია, როგორც შედარებით პრიორიტეტული საკითხები, ასევე ისეთი ცვლილებებიც, რომელთა მნიშვნელობაც შედარებით ნაკლებია. ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჩქარო არის შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობის მიმართულებით შესაბამისი ზომების მიღება, ასევე ენერგოეფექტურობის ევროდირექტივასთან თავსებადობის უზრუნველყოფა.ასეთივე პრიორიტეტულია ჩვენთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების ევროდირექტივის მოთხოვნებთან თავსებადობის შექმნა. ამ ცვლილებების შედეგად, საქართველომ ენერგობაზრებს გახსნის უფლება უნდა მისცეს. ეს არ არის მხოლოდ ენერგოგაერთიანების აღებული ვალდებულებაა, არამედ ის სასიკეთოა თავად საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბაზრის ლიბერალიზაცია და სხვა ვალდებულებების შესრულება სწრაფად მოხდება.მიზეზები, რომელთა გამოც ეს ცვლილებები გაიჭედა და გაჩერდა, სხვადასხვაა. ენერგოეფექტურობის ნორმების კუთხით, ჩვენ როგორც გვითხრეს, ცვლილების გაჭიანურების მიზეზი დროში გაწელილი და უშედეგო დისკუსია იყო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყო შესაბამისი მარეგულირებელი ორგანო - უნდა ყოფილიყო ის ცალკე არსებული სააგენტო, თუ - სამინისტროში შემავალი დეპარტამენტი. ეს თავის მხრივ. არც თუ ისე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, თუმცა როგორც ჩანს, ის იქცა ბარიერად, რის გამოც ქვეყანას ამ დრომდე არ აქვს შესაბამისი კანონმდებლობა.ბუნებრივი გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის ბაზრების ლიბერალიზაციის მიმართულებით, ჩვენ არ ვიცით რატომ არ არის ეს ცვლილებები მიღებული. მე ვიცი, რომ იყო დისკუსია იმის თაობაზე, თუ რა შედეგებს გამოიწვევდა მისი მიღება და ამოქმედება, როგორ შეცვლიდა ის ამ ბაზრებზე სამომხმარებლო ფასებს. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკოსთა შიშები დასრულებულია და ისიც მალევე იქნება მიღებული და ათვისებული“, - განაცხადა კოპაჩიმ.დღეის მდგომარეობით, "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" და განახლებადი ენერგიის თაობაზე კანონპროექტების განხილვა პარლამენტში, მეორე მოსმენის ეტაპზეა.შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების შესახებ ოქმით (2016 წლის 14 ოქტომბერი) გაწერილი ვალდებულებების შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნით, ენერგეტიკის სექტორში რიგ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს. აღნიშნული პროცესი ისეთ საკითხებ მოიცავს, როგორიცაა ლიბერალიზებული ენერგეტიკული ბაზრის შექმნა, მიწოდების უსაფრთხოების ამაღლება, ენერგოეფექტურობის განვითარება, განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობა და ენერგეტიკული სტატისტიკის ნორმების გაუმჯობესება და სხვა. წყარო: ... ...
  • ქარელში 11 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვესქარელის მუნიციპალიეტეტის სოფელ ყინწვისში 11 წლის ბავშვი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ,,დიანიუსის" ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით ... ...
  • "ქარიშხალი ჭიქაში არ უნდა შეიქმნას" - ირაკლი კობახიძე ქარიშხალი ჭიქაში არ უნდა შეიქმნას, _ ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძე, შენობის გარეთ განვითარებულ მოვლენებს “მე ვუყურებდი ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერს და რეალურად, გარეთ იყო შეკრებილი პარტიის ოფისთან 2-3 ათეული ადამიანი და ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნებოდა ადამიანს, რომელიც არ იყო უშუალოდ ამ ყველაფრის მომსწრე, რომ იქ ხდებოდა რაღაც უბედურება. ქარიშხალი ჭიქაში არ უნდა შეიქმნას. ყველაფერი იქნება მშვიდად და ისინი თუ გააგრძელებენ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, ჩვენი ოპონენტები, ისინი კიდევ უფრო მეტს წააგებენ შემდეგი არჩევნებისთვის... თუ ვინმე დაშავდა, ამით უნდა დავინტერესდეთ და ეს ძალიან სამწუხაროა. ერთი რესურსი გვაქვს და ამაში ყველა დარწმუნდება, როდესაც სამომავლოდ, კანდიდატები დასახელდება. ვიდრე რადიკალურ ნაბიჯებს გეგმავენ და ახორციელებენ ჩვენი ოპონენტები, ჩვენ ვესაუბრებით ხალხს. ჩვენ დამატებით ქულებს ვიწერთ არჩევნებისთვის და ისინი კარგავენ რესურსს არჩევნებისთვის. ამიტომ, მათ მოვუწოდებ, ისინიც დაკავდნენ ამით, ესაუბრონ ხალხს და ნუ ესაუბრებიან ერთმანეთს“, - აცხადებს ... ...
  • ეს გურიაა _ რეზო ცქვიტინიძის ფოტორეპორტაჟიგურული სული და გარემო, განსაკუთრებით, გურიის ბუნებისთვის, ადგილობრივ კოლორიტთათვის ფოტოობიექტივში ადგილის მიჩენა, რომ მერე ეს ყოველივე, ირგვლივ ყველას და ყველაფერს უკიდეგანო პოზიტივად მიმოაპნიოს _ ასეთია ოზურგეთელი პროფესიონალი ფოტოგრაფის, რევაზ ცქვიტინიძის მუშაობის სტილი, თითქმის 50 წლის მანძილზე. სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია გურია ბახმარო ბახმაროს იალაღებზე გაზაფხულია გურული მწყემსი ბახმაროს იალაღებზე ოზურგეთი, ექადია, წმიდა გიორგის ეკლესია მწყემსთა სახლები გომისმთაზე საყორნია ასკანა აცანის ჩანჩქერი ასკანელი გურულის ღობე მჭედელი მჭედლის კლიენტი ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?