ვინ არიან შსს-ს ექსპერტები, რომლებსაც გახმაურებული საქმეების დასკვნებს ანდობენ

მთავარი თემა

ვინ არიან შსს-ს ექსპერტები, რომლებსაც გახმაურებული საქმეების დასკვნებს ანდობენ

2013 მარ 16 17:38:23

"საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 80 გვერდიანი ესპერტიზის დასკვნას  თან ახლავს მოცულობითი დანართები ფოტოცხრილებისა და კვლევის ლინგვისტური ნაწილის სახით. საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მთავარი პროკურატურა მიზანშეწონილად მიიჩნევს განასაჯაროოს მიღებული ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილი. გამოძიება დამატებით განასაჯაროებს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროსა და გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს მათი მიღებისთანავე. მითითებულ სამსახურებში ექსპერტიზები დანიშნულია გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ." _ ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას თან ახლავს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის გაცნობის შემდეგ, "გურია ნიუსმა" მეტად საინტერესო დეტალი აღმოაჩინა. დასკვნას ხელს აწერს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის ექსპერტი, ე. კუნელაშვილი.

ე. კუნელაშვილი იგივე ეთერ კუნელაშვილია, რომელსაც "გურია ნიუსი" გახმაურებული. ე. წ ნარკოტრანზიტის საქმიდან იცნობს (2010 წელს სოფელ ტყაჩირიდან ამოღებული მილიონ შვიდასიათასი ევროს საქმე, რომელიც თითქოს ბიზნესმენ ნუგზარ ბოჭორიშვილს ნარკოტრანზიტით ჰქონდა მიღებული. ავტ), სადაც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, რამდენიმე ადამიანს განსაკუთრებით მკაცრი განაჩენი გამოუტანეს, დაწყებული  თავისუფლების სამუდამო აღკვეთით, დამთავრებული, 25, 27 და 30 წლიანი პატიმრობით.

ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება საქმეში ვიდეოჩანაწერი იყო, რომელზე დაწერილ დასკვნასაც ხელს სწორედ ეთერ კუნელაშვილი და კიდევ ერთი ექსპერტი, გიორგი ხიზანაშვილი (22 წლის ექსპერტი, ერთწლიანი სტაჟით. ავტ) აწერდნენ.

როგორც "გურია ნიუსმა" შსს-ში გაარკვია, ორივე ექსპერტი კვლავ უწყებაში მუშაობს.

დასკვნა, რომელსაც ეს ორი ახალგაზრდა აწერდა ხელს, ეხებოდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას, რომლის საფუძველზეც ანასტასია ზაუტაშვილს ბრალი ედება უმძიმეს დანაშაულში _ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადებაში. შეგახსენებთ, რომ ანასტასია ზაუტაშვილს, სასჯელის ზომად, 30 წელი განესაზღვრა.

დაცვის მხარეს მაშინ პარლამენტის ამჟამინდელი ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე და ადვოკატი ლალი აფციაური წარმოადგენდა.

გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული ექსპერტი კვლავ ატარებს ექსპერტიზას, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, დეტალურად შემოგთავაზოთ მის მიერ გაცემული პასუხები ადვოკატების კითხვებზე

ადვოკატ მანანა კობახიძის კითხვაზე, _ ჩატარდა თუ არა ხმის ნიმუშზე პიროვნების იდენტიფიკაცია, ეთერ კუნელაშვილმა უპასუხა, _ არა, რადგან ჩემთვის გამოძიებას მაგ კითხვით არ მოუმართავს. გთავაზობთ კითხვა-პასუხის ციტირებას:

მანანა კობახიძე _ შეიძლება თუ არა, სრულყოფილი იყოს ფონოსკოპიური ექსპერტიზა თუ პიროვნების ხმის ნიმუშის იდენტიფიკაცია არ მომხდარა?

ეთერ კუნელაშვილი _ ხმის ნიმუშის აღების გარეშე, პიროვნება პიროვნებას ვერ შედარება.

თუმცა, ექსპერტისთვის ამ ფაქტს ხელი შეუშლია იმაში, რომ პიროვნების იდენტიფიკაციის გარეშე მოეხდინა შედარება და დაეწერა დასკვნა.

გარდა ამისა,  მონტაჟის ნიშნების გამოსარკვევად, კომპლექსური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს, მათ შორის ლინგვისტურიც.

მანანა კობახიძე _ ქალბატონო ეთერ, ჩაატარეთ თუ არა ლინგვისტური ექსპერტიზა?

ეთერ კუნელაშვილი _ არა.

მანანა კობახიძე _ რატომ?

ეთერ კუნელაშვილი _ ლინგვისტი არ გვყავს!

საერთოდ, ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებისას, ხელმძღვანელობენ კოვალის ცნობილი მეთოდით. თუმცა, გარდა კოვალისა, სხვა გამოჩენილ ავტორთა ნაშრომებიც არსებობს. მათ შესახებ ინფორმაციას ეთერ კუნელაშვილი არ ფლობდა, რის შესახებაც მან იმავე პროცესზე განაცხადა.

მეორე ექსპერტი, გიორგი ხიზანაშვილი, რომელიც დღემდე უწყებაში რჩება,  22 წლის გახლდათ და ერთწლიანი სტაჟით...

ექსპერტის ასაკის გაგებაზე და მოსამართლე მარინე სირაძის მიერ ადვოკატებისთვის ზედიზედ მოხსნილ კიდევ 10 კითხვაზე, ადვოკატ მანანა კობახიძეს გაეღიმა.

"ქალბატონო მანანა, თქვენი ღიმილი სასამართლოს უპატივცემულობის გამომხატველია!", _ განაცხადა მოსამართლემ და კიდევ ერთხელ გაისმა ჩაქუჩის ბრახუნი 100 ლარიან ჯარიმასთან ერთად... ეს "უნიკალური პრეცედენტი იყო, როდესაც, ადვოკატი, (ამჟამინდელი ვიცე-სპიკერი)  ღიმილისთვის დააჯარიმეს.

ადვოკატ ლალი აფციაურს დღემდე კარგად ახსოვს ეს ექსპერტები და აცხადებს, რომ მათი დატოვება უწყებაში იმას ნიშნავს, რომ ნებიმიერი დასკვნა, რომელსაც ისინი აწერენ ხელს, სერიოზული ეჭვის ქვეშ დგას.

"ისეთი ექსპერტების უწყებაში დარჩენა, რომლებიც მზად იყვნენ, ნებისმიერი დასკვნა გაეყალბებინათ და ნებისმიერი უკანონო ბრძანება შეესრულებინათ, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი. გადახედონ მათ მიერ დაწერილ დასკვნებს და იმ საქმეებს, რომლებზედაც ხელი აქვთ მოწერილი და ყველაფერი ძალიან ცხადი გახდება. თანაც, მასეთი ხალხი დატოვება უწყებაში, როდესაც მერაბიშვილის და ახალაიას მიერ მართლა პროფესიონალები გამოყარეს იქედან მხოლოდ იმიტომ, რომ მათი უკანონო ბრძანებები არ შეასრულეს, როგორც მინიმუმ, უხერხულია ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან. მეტი ყურადღება მართებთ მათ საკადრო პოლიტიკასთან მიმართებაში", _ აცხადებს "გურია ნიუსთან" ლალი აფციაური.

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" ექსპერტი, მარიკა ტოკლიკიშვილი, (რომელიც შსს-ს  საექსპერტო- კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში,  2005 წლიდან მუშაობდა.  მანამდე კი მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საექსპერტო–კრიმინალისტიკურ სამმართველოში 1998 წლიდან), "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ დასკვნა, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმეზეა დაწერილი, სერიოზული ეჭვის საფუძველს იძლევა.

"ეთერ კუნელაშვილს რომ ექსპერტიზის დაწერა შეძლებოდა და კიდევ სხვებს, თუნდაც ძალიან მარტივი საქმის, თავის დროზე იმდენი საქმეები გვქონდა შეუსრულებელი, როგორ ფიქრობთ არ ვთხოვდით "დახმარებას" კუნელაშვილს? ის მაშინ ჰაბიტოსკოპიის მიმართულებაში ფოტორობოტის შედგენაზე მუშაობდა.

ჰაბიტოსკოპიას არავითარი კავშირი არა აქვს ფონოსკოპიასთან. ასე რომ, ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, რატომ ავალებენ ფონოსკოპიური დასვნის დაწერას ამ საქმის არამცოდნე და არაკვალიფიციურ ადამიანს.

წავიკითხე დასკვნა და შემიძლია გითხრათ, რომ ამას დასკვნა არ ჰქვია ნამდვილად. მე კუნელაშვილებს რომც არ ვიცნობდე, ამის წაკითხვის შემდეგ ვიტყოდი, რომ ეს არის დაწერილი ისეთი ადამიანის მიერ, რომელსაც ელემენტარული ცოდნა არ გააჩნია ფონოსკოპიის დარგში." _ აცხადებს მარიკა ტოკლიკიშვილი "გურია ნიუსთან" და კონკრეტულ დეტალებზე საუბრობს:

"პირველივე კითხვის პასუხად უწერია საშინელი აბსურდი.

" . . . ვიდეოგრამა მონტაჟის წესით არის მიღებული. აქედან გამომდინარე ვიდეოგრამა ორიგინალ ჩანაწერს წარმოადგენს თუ ასლს ექსპერტების მიერ პასუხის გაცემა შეუძლებელია"

ძალიან სასაცილოა. დანარჩენზე რომ აღარაფერი ვთქვა, ელემენტარულად იმას ვერ მიხვდა ექსპერტი, რომ პირველადი ჩანაწერი არ იყო ციფრული, და მხოლოდ შემდეგ მოხდა მისი გადატანა ციფრულ ფორმატში.

იმ ჩანაწერს რომ ნახავს ადამიანი, არავითარი ცოდნა რომ არ ქონდეს და ფონოსკოპია გაგონილიც რომ არ ჰქონდეს მიხვდება, რომ პირველადი ჩანაწერი, ანუ ორიგინალი ჩაწერილია VHშ კასეტაზე და შემდეგ არის გადატანილი სხვა ფორმატში.

ექსპერტმა ის რომ არ იცის, რომ ვიდეოგრამის ვიზუალური გამოკვლევა არ ხდება და მაგას აუდიტორული ანალიზი ქვია, ამის შემდეგ რაღა უნდა ვთქვა?" _ აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი.

კიდევ ერთი პუნქტი, რომელზედაც მარიკა ტოკლიკიშვილი ყურადღებას ამახვილებს, ვიდეომასალაში დაფიქსირებულ დროის ფაქტორს ეხება

"მერე იმას რომ წერს, საათები სიბნელეშია და არ ჩანსო, კი მაგრამ რისთვის აქვთ ის ტექნიკა თუ ვერ გამოიყენებენ. ესე იგი არ იციან, თორემ იქ ყველა საათზე შეიძლება დროის ამოკითხვა."

რამდენად სანდოა მსგავსი კვალიფიკაციის ექსპერტები და მათ მიერ დაწერილი დასკვნები თუნდაც ისეთ სერიოზულ საქმეზე, როგორიც ბუტა რობაქიძისაა, ამის განსჯა შსს-ს ხელმძღვანელი პირებისთვის მიგვინდია...




 ახალი ამბები
  • კახეთში გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა დაიწვასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ  არსებობს. ხანძრის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მიტოვებული შენობა-ნაგებობა დაიწვა. მათ შორის ერთ-ერთი გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობაა. როგორც ცნობილია, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდებს მოედო, შემდეგ კი ძლიერი ქარის გამო შენობებზეც გავრცელდა. ... ...
  • მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდათბილისში, მთაწმინდის ფერდობზე,  პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა  მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა  მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღმოფხვრილია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება 1 სახანძრო-სამაშველო ... ...
  • დაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლესდაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მანანა მსხილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. ,,ჩემო საყვარელო fb მეგობრებო, ახლობლებო, მოკეთეებო და მოყვარეებო! 27.02.2020 წლიდან შევუერთდი უმუშევართა ,,მცირერიცხოვან" არმიას. ვისაც გაქვთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, არ დაგეზაროთ, მომწერეთ პირად მესენჯერში. პირადი პოზიციის და მომხდარი ფაქტის შესახებ არ მკითხოთ, რადგან პასუხით მაინც ვერაფერს მიხვდებით. წინასწარ მადლობა იმათ,  ვისაც გეწყინებათ ჩემი უმუშევრობა და უფრო მეტად მათ, ვისაც ძალიან გაგახარებთ",-სამტრედიელი საზოგადოებისათვის მოულოდნელად ასეთი მიმართვა გაავრცელა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა. 44 წლის მანანა მსხილაძე ზემოაღნიშნულ თანამდებობას , დაახლოებით, 15 წელია იკავებდა და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საკუთარ თანამშრომლებსა და იმ ადამიანებში, რომლებთანაც მას ყოველდღიურად უხდებოდა სამსახურეობრივი ურთიერთობა. ქალბატონი მანანა მარტოხელა დედაა და მას ერთადერთი, სტუდენტი შვილი ჰყავს. სამტრედიელებმა ეს ამბავი დღეს მანანა მსხილაძის ფეისბუქით შეიტყვეს, რაზეც უმრავლესობის რეაქცია უარყოფითი იყო.  სამტრედიელები მანანა მსხილაძის გათავისუფლებას 11დღის წინ, სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში მომხდარ მკვლელობას უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში 11 დღის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა. სამოქალაქო რეესტრის მოქალაქეთა მისაღებში მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს ყოფილ მეუღლეს და იქ მყოფი ადამიანების თვალწინ დანის რამდენიმე დარტყმით სასიკვდილო ჭრილობები ... ...
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციამდე აბიტურიენტებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ. აბიტურიენტებისთვის საჭირო ინფორმაცია კი ეტაპობრივად ქვეყნდება. დღეს ცნობილი გახდა ის ზოგადი კრიტერიუმები, რომლითაც 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი შეფასდება. იხილეთ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგად კრიტერიუმები დოკუმენტში გაწერილია რა უნდა იცოდეს აპლიკანტმა გამოცდაზე გასვლისას და კონკრეტული ტესტური დავალების შეფასებისას რას მიექცევა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს. წყარო: ... ...
  • ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავესსაზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით,  ბორჯომის  მერი  ლევან  ლიპარტია და  საკრებულოს  თავმჯდომარე  გიორგი გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ლიპარტია და გოგიჩაიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. სუს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...