დავით სერგეენკო: "ეს კარი ხუთი გასაღებით იღება, ერთს აღებ და მეორე იკეტება"

მთავარი თემა

დავით სერგეენკო: "ეს კარი ხუთი გასაღებით იღება, ერთს აღებ და მეორე იკეტება"

2013 მარ 19 12:18:44

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი - 104 000 ბავშვი 1961 წელს დაიბადა. 1990 წლამდე ყოველწლიურად, საშუალოდ, 93000 ბავშვი იბადებოდა. შობადობის მკვეთრი შემცირება 1992 წლიდან დაიწყო.

როგორია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია და რა ღონისძიებები ტარდება აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, ამ საკითხთან დაკავშირებით "გურია ნიუსმა" კომენტარი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს სთხოვა.

_ იმდენად, რამდენადაც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულ საკითხს შეეხეთ, ვეცდები გითხრათ, რაში ვიღებთ მონაწილეობას. დემოგრაფიული ბალანსი, როგორც ასეთი, საქართველოში მართლაც არ არის სახარბიელო და თუ რაიმე არ შეიცვალა, მოსალოდნელია, რომ წავიდეს მკვეთრი კლება მოსახლეობის. ციფრებით რაც არის დათვლილი, მეოთხედით შემცირდება საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის. ძალიან მოკლედ ვიტყვი რა ფაქტორები ზემოქმედებს დემოგრაფიაზე: შობადობის რიცხვი ფაქტია, რაც მეტი ბავშვი დაიბადება მოსახლეობა უნდა გაიზარდოს, ხოლო ეს ფაქტორი არ არის იმიტომ, რომ შობადობა ყველაზე მაღალი არის უღარიბეს ქვეყნებში და ეკონომიურად ყველაზე დაბალი განვითარების მქონე აფრიკის ქვეყნებში. შედარებაც კი არ არის ისეთი მაღალი შობადობაა, მაგრამ სამაგიეროდ მათთან სიკვდილიანობაც, მაღალია სამწუხაროდ, თუმცა მათი მოსახლეობა იზრდება. რაც უფრო მძლავრია ჯანდაცვის სისტემა, მით უფრო ჯანმრთელია მოსახლეობა და მით უფრო დიდხანს ვცხოვრობთ ანუ ჯამში მოსახლეობის ოდენობა გაიზრდება. აქაც მარტივად არ არის საქმე, წარმოვიდგინოთ რომ 100 წელი ცხოვრობს ყველა საქართველოში, ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო ასაკი მიდის და მიდის ზევით ანუ ერი ბერდება და რეპროდუქციული ასაკის მოქალაქეების რაოდენობა არის ძალიან მცირე წილი მთლიანად ერის რაოდენობაში.

_ როგორც ირკვევა, პრობლემა საკმაოდ რთულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, რაიმე გამოსავალი უნდა იყოს...

_ საკითხი ნამდვილად რთულია ანუ ეს არის პრობლემა, რომელზეც ხუთი კლასიკური ფაქტორი მოქმედებს ანუ ეს კარები იღება ხუთი გასაღებით, რომლის ერთი გადატრიალებით მეორე იკეტება. ძალიან რთული პრობლემაა დემოგრაფია, ეს დარგია, მეცნიერებაა. რთული სისტემაა, რომელსაც უნდა რთული მენეჯმენტი, ერთი ფაქტორის გაზრდა აკნინებს მეორეს. რა არის გამოსავალი? - ვიძახოთ მხოლოდ რთულია და ამასობაში საითკენ მივდივართ?

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემ, ჩემი აზრით, საშვილიშვილო საქმე გააკეთა. მან შექმნა საქართველოს დემოგრაფიული ფონდი, რომლის აქტივობები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას. ერთი, ეს არის შედარებით მარტივი ფინანსური სტიმულაცია, საქართველოში დაბადებულ ყოველ მესამე ბავშვზე, უამრავმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი ამ პროექტში მიიღოს მონაწილეობა.

_ დემოგრაფიული პრობლემის ერთ-ერთ მიზეზად გახშირებულ უნაყოფობასაც ასახელებენ, რაც სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეული. ერთ-ერთ გამოსავლად ხელოვნურ განაყოფიერებას მიიჩნევენ. აპირებს თუ არა სახელმწიფო ამ კუთხით თუნდაც თანადაფინანსების გამოყოფას?

_ ხელოვნური განაყოფიერების პროცედურის დაფინანსების გაზრდა არ არის გამოსავალი დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად. მეცნიერთა ჯგუფი, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ ფონდში არიან, კონკრეტულ სტრატეგიას შეიმუშავებენ რა უნდა გაკეთდეს საქართველოში ხელოვნური განაყოფიერების თვალსაზრისით. შეიძლება სოციალური დახმარება არის გასაძლიერებელი, შეიძლება რაიმე სხვა ანუ ეს არის ძალიან სწორი და კარგი ნაბიჯი, ეს არის პროგრამა, რომელიც ერთი გასაღებით არ იღება. პირიქით, ერთი გასაღებით რომ გადაატრიალებ და აღებ, მეორეს კეტავ. ამიტომ, საქართველოს მთავრობის სრული საგანი არის ამ ფონდის შექმნა, რომელიც ჩემის აზრით, ძალიან ეფექტური იქნება და უკვე დაიწყო კონკრეტული პროექტების განხორციელება.




 ახალი ამბები
  • “პოლიტიკური სარეველა ცეცხლთან თამაშს ნუ გაბედავს!”_ ლადო კახაძე„რადგან შალვა ნათელაშვილმა ჩემზე თქვა მოღალატეაო, მეც ვიტყვი, რომ ეს ადამიანი ჩემთვის პოლიტიკური სარეველაა, რომელსაც მოვლა არ სჭირდება. მასზე ისეთი რაღაცების თქმა შემიძლია, რომ დედამიწაზე თავი არ ექნება გამოსაყოფი, ამიტომ ცეცხლთან თამაშს ნუ გაბედავს“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ მთაწმინდის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ვლადიმერ კახაძემ. კახაძე პაატა ბურჭულაძის პარტიის დატოვების შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებოდა, რაც მისთვის მიუღებელი იყო. _ ბატონო ვლადიმერ, პაატა ბურჭულაძის ბლოკი „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომლის სახელით 2016 წელს მთაწმინდის ოლქში კენჭი იყარეთ და შემოწირულობის სახით 60 000 გადაურიცხეთ, რატომ დატოვეთ? _ თავდაპირველად არსებობდა საქართველოს განვითარების ფონდი, სადაც  ვმუშაობდი და ვაკეთებდი იმ საქმეს, რომელიც პოლიტიკური ანგაჟირების სფეროს არ წარმოადგენდა. შემდეგ აღნიშნულმა მოძრაობამ  ტრანსფორმირება განიცადა, როგორც პოლიტიკურმა ორგანიზაციამ. პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ ვიფიქრე, რომ ჩემი აქტიურობა იმ პოლიტიკურ მოძრაობაში, რომელიც წინა ხელისუფლებასთან ასოცირდებოდა, არ ივარგებდა. _ 2016 წელს მთაწმინდის ოლქში  გამართულ არჩევნებში მხარი ამომრჩეველთა 2.65%-მა დაგიჭირათ, „ქართული ოცნების“ კანდიდატობის პირობებში გაქვთ არჩევნებში გამარჯვების იმედი? _ რა თქმა უნდა, მაქვს. პაატა ბურჭულაძის ბლოკში ჩემი აქტიურობა აბსოლუტურად ნული იყო, თუმცა ამ პერიოდს ძალიან წარმატებულად ვთვლი. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც მაშინ ჩემი კონკურენტი იყო, ხელი არ შემიშლია. ტელეეთერით მის წარსულს, ისტორიულ ღვაწლსა და საგვარეულოს მადლობაც გადავუხადე, რაც პარტიის შიგნით კარგად აღქმული არ იყო. მიხარია, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი და მე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ. ჟურნალისტები ხართ ადამიანები, რომლებმაც პოლიტიკაში ჩემი დაბრუნება განაპირობეთ. იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“ მაჟორიტარ კანდიდატად დამასახელებდა, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე თემებზე ჩემს აზრს ვაფიქსირებდი და ოჯახმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, მოინდომა, რომ ასეთი პოზიციების მქონე ადამიანი მათი გუნდის წევრი გამხდარიყო, რაც დიდი სიხარულით აღვიქვი. _სალომე ზურაბიშვილმა, რომლის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყავით ჩართული, პრეზიდენტის რანგში განაცხადა, რომ ცხინვალი ქართულმა მხარემ  დაბომბა, ზურაბიშვილის აღნიშნულ პოზიციას იზიარებთ? _საქართველოს ომი არასდროს დაუწყია. არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ ისტორიულ წარსულშიც კი. პირადად სულ სხვა პრეტენზიები მაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ _ ცეცხლის ჩასაქრობად წყალი უნდა დაასხა და არა ნავთი. _ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარგადგინათ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გაგაკრიტიკათ და „მოღალატე ლეიბორისტი“ გიწოდათ.  „ყველას გამოექცა და კიდევ გამოექცევა, „ოცნებას“ ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს“, _აღნიშნა ნათელაშვილმა. მის ბრალდებებს რას უპასუხებდით? _პირველ ყოვლისა, ვიტყვი, რომ არ ვარ ადამიანი, რომელიც ხალხის გულის ტკენისთვისაა დაბადებული. საკრებულოში შალვა ნათელაშვილი 12 კაცით შევიდა, რაშიც მე და ჩემს მეგობრებს ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის. ნათელაშვილმა თქვა, კახაძე მე დავნიშნე საკრებულოს თავმჯდომარედო, სირცხვილი მატყუარას! „ლეიბორისტულ პარტიაში“ არ შევსულვარ, ნება მივეცი, რომ ჩემი თავი სიაში ჩაეწერათ. საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად შალვა ნათელაშვილის თორმეტკაციან სიას ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდებოდა. ოპოზიციურმა ფლანგმა ჩემი სახით მხარი დაუჭირა იმ კანდიდატს, რომელსაც ალტერნატივა არ ჰქონდა. ნათელაშვილს სხვა კანდიდატს არავინ გააყვანინებდა. ასევე, მან თქვა, კახაძე „ლეიბორისტული პარტიიდან“ გაიქცაო, მის 12-კაციან ფრაქციაში ორი კაცი დარჩა. პარტიიდან ათი კაცი რომ გავა, ეს ლადო კახაძის ბრალია?! რადგან მან ჩემზე თქვა მოღალატეაო, მეც ვიტყვი, რომ ეს ადამიანი ჩემთვის პოლიტიკური სარეველაა, რომელსაც მოვლა არ სჭირდება. მასზე ისეთი რაღაცების თქმა შემიძლია, რომ დედამიწაზე თავი არ ექნება გამოსაყოფი, ამიტომ ცეცხლთან თამაშს ნუ ... ...
  • საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახალი ციფრული პლატფორმა შეიქმნა (R)საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ფინანსური მხარდაჭერით უძრავი ქონების ახალი ონლაინპლატფორმა Area.ge ყველასთვის ხელმისაწვდომია. Area.ge-ის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს სრულყოფილი და მუდმივად განახლებადი ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე არსებული გასაყიდი თუ გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ. Area.ge სამშენებლო კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო ახლოს იყვნენ საკუთარ მომხმარებლებთან, შესთავაზონ მათ საინტერესო წინადადებები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. ასევე, Area.ge საუკეთესო შესაძლებლობაა აგენტებისთვის (ე.წ. მაკლერებისთვის), რადგან ისინი მუდმივად იქნებიან ინფორმირებულნი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარებისა და ფასების შესახებ. რაც შეეხება მომხმარებელს, რომელიც დაინტერესებულია უძრავი ქონებით, შესაძლებლობა აქვს სწორედ Area.ge-ზე იხილოს ინფორმაცია, ისეთი უძრავი ქონების შესახებაც კი, რომელიც აქამდე ონლაინრესურსებზე არ იყო ხელმისაწვდომი. Area.ge-ზე მნიშვნელოვნად არის გამარტივებული უძრავი ქონების ძებნის, გაყიდვისა და გაქირავების პროცესი. პლატფორმის უპირატესობაა დაზუსტებული, ხარისხიანი და სანდო ინფორმაცია, რაც ხელოვნური ინტელექტის სისტემებითა და განცხადებების პროაქტიული მოდერაციით გახდა შესაძლებელი. „საქართველოს ბანკი განაგრძობს ციფრული პლატფორმების განვითარების ფინანსურ მხარდაჭერას და მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო საინტერესო და უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული შესაძლებლობების შექმნას. Area.ge არის სწორედ ის ონლაინსივრცე, რომელიც უძრავი ქონების სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი მხარის ინტერესს დააკმაყოფილებს - იქნება ეს დეველოპერი, აგენტი თუ ფიზიკური პირი“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ. „Area.ge მომხმარებელს სთავაზობს სრულიად ახალ სტანდარტს, ქონების ძებნისა და განთავსების პროცესის სრულ ციკლს, რაც უპირველესად გამოიხატება პლატფორმის თანამედროვე და დახვეწილი დიზაინით, ასევე, მარტივი და მოსახერხებელი საძიებო სისტემის ფუნქციონალით. ჩვენ ვამარტივებთ კავშირს უძრავი ქონების მაძიებლებსა და განმთავსებლებს შორის. ამით პლატფორმა პასუხობს მომხმარებლის ნებისმიერ მოთხოვნას, რაც მათ უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში და თავისი AREA-ს პოვნაში დაეხმარება. მინდა მადლობა გადავუხადო „საქართველოს ბანკს“, რომელმაც დიდი ნდობა გამოგვიცხადა ამ პროექტის განხორციელებისთვის“, − განაცხადა ლევან კობახიძემ, Area.ge-ის გენერალურმა დირექტორმა. ... ...
  • გაერო: ციკლონის შედეგად მოზამბიკში 1.85 მილიონი ადამიანია დაზარალებულიციკლონის შედეგად მოზამბიკში 1.85 მილიონი ადამიანია დაზარალებული. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს თქმით, მუშაკები განსაზღვრავენ რა სახის დახმარების აღმოჩენაა სასწრაფოდ საჭირო. გავრცელებული ცნობით, გარდაუვალია ისეთი დაავადებების გავრცელება, როგორიცაა მალარია და ქოლერა. ... ...
  • ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მოხდა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 30 კვ/მ ფართობი. ადგილზე მუშაობს 3 სახანძრო-სამაშველო ... ...
  • "ვიდრე გადაწვავს პარლამენტს იქნებ უშველოს ბიძინა ივანიშვილმა და ხელჩაკიდებულმა იარონ"ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბესელია რუსთავი2-თან ტანდემშია და მას მძიმე მდგომარეობიდა გამოსასვლელად ხელის გაწოდება სჭირდება. ბესელიას თქმით, ირაკლი კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე იმ სხდომაზე დაასრულა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მასთან მიიყვანა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.  "მე დავასრულე უკვე კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დიდი ხანია და ეს მოხდა სწორედ იმ სხდომაზე, სადაც ხელჩაკიდებული მოიყვანა პარტიის  თავმჯდომარემ და მე არ მივიღე მისი ბოდიში ვიდრე საჯაროდ არ გახდა საჭირო მისგან ბოდიშს მოხდა და ისიც იმიტომ მოიხადა ბოდიში, რომ მაშინ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. აი ასეთი პარლამენტის თავმჯდომარე ჰყავს დღეს ქვეყანას და კიდევ ერთხელ ვამბობ, მე იმ სხდომაზე დავასრულე კობახიძე უკვე. ეხლა დარჩენილია ფორმალური გაფორმება მისი წასვლის და ვიდრე გადაწვავს ამ პარლამენტს იქნებ უშველოს მისმა პატრონმა და ბიძინა ივანიშვილმა ისევ ჩაკიდოს ხელი, ოღონდ სხვასთან მიიყვანოს, არა ჩემთან და ასე ხელჩაკიდებულმა იარონ", _ განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო ამოხსნეს

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი

ყველა მშობელს სურს, რომ გაზარდოს...

საინტერესო ფაქტები ფაუნის სამყაროდან

ყავისფერი პანდა. ის ამ შეფერილობის...

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

1. ვერძი ვერძებს ყველაფერში უმართლებთ,...

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...