"გაკონტროლებული" კრიმინოგენული ვითარება, პრემიერის ძმა და "ნაციონალები"

მთავარი თემა

"გაკონტროლებული" კრიმინოგენული ვითარება, პრემიერის ძმა და "ნაციონალები"

2013 მარ 21 10:59:34

ოზურგეთში, მაგალითად, როცა პარტიულ ორგანიზაციებს ვნერგავთ, იქ პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ჩემი სტუდენტობის მეგობარი დავით დარჩია აურჩევიათ. ახალი პარტია მაქვს მხედველობაში. დავით დარჩია ჩამოვიდა თბილისში სამი დღის წინ და მიყვება, რომ მასთან მივიდა პოლიციის უფროსი და უთხრა _ "რაღა გინდა ამ პარტიაში, ყველაფერი გადაწყვეტილია, ყველა პროცესი დასრულებულია, ირაკლი იქნება პრეზიდენტი და მის გუნდში წადიო. აი, დაახლოებით ასე, ელემენტარული გაუფრთხილებლობა, რაც ირაკლიმ გამოიჩინა, შიგნით განიხილებოდა და ვერ მოახერხა კოალიციაში გამოტანა და ჩემთან შეთანხმება. ეს გუნდმა გაიტანა და სულ სხვანაირად გავრცელდა რეგიონებში", _ საქართველოს პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ამ ცნობილი განცხადების შემდეგ გურიის პოლიციაში ცვლილებები დაიწყო.

აღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე დღეში, თანამდებობა დატოვა გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ზაზა პეტრიაშვილმა, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ პოლიციის ის უფროსი იყო, რომელზედაც პრემიერი საუბრობდა.

გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი პოლიცმეისტერის პოსტი დიდხანს არ ყოფილა თავისუფალი _ პეტრიაშვილის წასვლიდან ძალიან მალე, ამ თანამდებობაზე გოჩა ფერსაშვილი დაინიშნა.

ფერსაშვილის წარსულის შესახებ "გურია ნიუსი" რამდენჯერმე წერდა: _ ყველა პოლიციელს კარგად ვიცნობ. მახსოვს, 7 ნოემბერს, გამთენიისას, ორი ავტობუსი შემოვიდა რუსთაველზე. ორივეში გურული პოლიციელები ისხდნენ. უმრავლესობას ნიღაბი არ ეკეთა. მათ შორის იყო გოჩა ფერსაშვილიც. დაზუსტებით ვერ გეტყვით, მიიღეს თუ არა ამ ადამიანებმა ხალხის ცემასა და დასახიჩრებაში მონაწილეობა, მაგრამ იქ რომ იყვნენ, საკუთარი თვალით ვნახე. იმ მოვლენებიდან გამომდინარე კი, რაც იმ დღეს თბილისში განვითარდა, სულაც არ არის იმის ვარაუდი რთული, რომ გურულებიც ისე მხეცებივით დარეულიყვნენ აქციის მონაწილეებს, როგორც სხვები, _ ამბობდა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი ყოფილი პოლიციელი, რომელიც 7 ნოემბრის აქციის დროს სცემეს კიდეც.

ის, რომ ფერსაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთ-ერთი გამორჩეული კადრი იყო, მისი კარიერაც მოწმობს _ სწორედ 7 ნოემბრის აქციების შემდეგ დაიწყო მისი აღმასვლა, თუმცა კითხვაზე _ რა კავშირებით მოახერხა ახალ ხელისუფლებაში სამმართველოს უფროსად გახდომა, დაზუსტებული პასუხი არავის აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფერსაშვილს რეკომენდაცია პრემიერმინისტრის ძმამ, ადიკო ივანიშვილმა გაუწია. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, ფერსაშვილი ივანიშვილს სახლში ეახლა და ის სქემა და მასში მონაწილე პირები გაუშიფრა, რომლითაც არჩევნების წინ, ადიკო ივანიშვილის ვაჟი, ემზარ ივანიშვილი გადაიღეს ქრთამის მიცემის დროს (შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის 24 სექტემბერს გაავრცელა ვიდეო კადრები, სადაც ნაჩვენებია, ივანიშვილის ძმისშვილი როგორ სთხოვს ერთ-ერთ პოლიციელს, რომ გამოიტანოს ინფორმაცია და საჯაროდ დატოვოს სამსახური. ემზარ ივანიშვილზე მაშინ საქმე პოლიციელის მოსყიდვის მცდელობის ბრალდებით აღიძრა).

წყარო ამტკიცებს, რომ ამ ინფორმაციისთვის ადიკო ივანიშვილმა ფერსაშვილი ჯერ სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაანიშნინა, შემდეგ კი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზეც გაუწია რეკომენდაცია.

"გურია ნიუსთან" საუბრისას ადიკო ივანიშვილი ამბობს, რომ ფერსაშვილს საერთოდ არ იცნობს:

_ ბატონო ადიკო, ჩვენ გვითხრეს, რომ ფერსაშვილს რეკომენდაცია მას შემდეგ გაუწიეთ, რაც თქვენი ვაჟის წინააღმდეგ გაკეთებული ჩანაწერის ავტორთა და შემსრულებელთა ვინაობა გაგიმხილათ...

_ არ არის სწორი ინფორმაცია. ფერსაშვილს საერთოდ არ ვიცნობ. რატომ არ გჯერათ, რომ მე ვარ გლეხი კაცი და ვმუშაობ მშენებლობაზე. არ ვერევი საკადრო პოლიტიკაში.

_ თქვენ ხომ ის ადამიანი ხართ, რომელმაც ოზურგეთის ახლანდელ გამგებელს თავის დროზე რეკომენდაცია მიეცით? ამის გათვალისწინებით, თქვენ სიტყვებში ეჭვი რომ შეგვაქვს ალბათ, ბუნებრივია.

_ კოტეს იმიტომ მივეცი რეკომენდაცია, რომ ჩვენთან მუშაობდა და კარგი კაცი იყო. არ ვიცი, გაითვალისწინეს თუ არა, მაგრამ კი დანიშნეს. ფერსაშვილს კი საერთოდ არ ვიცნობ, _ გვითხრა ივანიშვილმა.

ადიკო ივანიშვილთან საქმეების "ჩაწყობას" ფერსაშვილიც უარყოფს და ამბობს, რომ ის არავის კადრი არ არის, თუმცა, გურიაში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები საწინააღმდეგოს მეტყველებს.

ფერსაშვილმა უკვე დაიწყო საკუთარი გუნდის დალაგება და წმენდის პროცესს ჩოხატაურიდან შეუდგა. მართალია, იგი უარყოფს, მაგრამ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ჩოხატაურის პოლიციის უფროსს, გია დოლიძეს მან სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მინისტრის მოადგილის, ტაბატაძის სახელით მოსთხოვა.

ამ საკითხზე არ საუბრობს გია დოლიძე და ამბობს, რომ არაფერი იცის, თუმცა, პოლიციის რამდენიმე მაღალჩინოსანი საწინააღმდეგოს გვიმტკიცებს.

მათი მონათხრობით ირკვევა, რომ ფერსაშვილი ჩოხატაურის და ოზურგეთის პოლიციაში სერიოზულ საკადრო ცვლილებებს გეგმავს და პოლიციის უფროსებად "ნაციონალური მოძრაობის" გამოზრდილ კადრებს ნიშნავს. თანაც ისეთებს, რომელთა მისამართითაც ბოლო წლების განმავლობაში ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა დაგროვდა და რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ იმ დროინდელი ოპოზიციონერების დაკავებებში, იარაღისა თუ ნარკოტიკის ჩადებებში.

უმცირესობის მიერ დაანონსებული 19 აპრილის აქციის წინ, მაღალ თანამდებობაზე "ნაციონალების" კადრების დანიშვნა ბევრ შეკითხვას ბადებს. მით უმეტეს, რომ გასათავისუფლებელთა სიაში ის ადამიანები მოხვდნენ, რომლებიც მაღალ თანამდებობებზე "ქართული ოცნების" სახელით დაინიშნენ და რომლებსაც პოლიცია 7 ნოემბრის შემდეგ, საპროტესტო გამონათქვამების და ვიღაცეების პირადი ანტიპათიის გამო დაატოვებინეს.

ჩვენი ინფორმაციით, გასათავისუფლებელთა სიაში "ქართული ოცნების" ჩოხატაურის ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური სახე და ჩოხატაურის პოლიციის უფროსის მოადგილე ზაზა დოლიძეცაა. დოლიძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს და კითხვებზე პასუხების მისაღებად პრესსამსახურთან გვამისამართებს.

ჩვენს კითხვაზე, 19 აპრილის აქციის წინ, რატომ აპირებს "ქართული ოცნების" კადრების "ნაციონალებით" ჩანაცვლებას გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი პასუხს არ გვცემს და ამბობს, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით პრესსამსახურს უნდა მივმართოთ.

ის, რომ პოლიციაში საკადრო ცვლილებები აუცილებლად უნდა მოხდეს, ფაქტია და ამაზე საზოგადოება დიდი ხანია საუბრობს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ საკადრო ცვლილებები იმ ადამიანებმა უნდა განახორციელონ, რომლებთანაც წარსული საქმიანობის გამო კითხვები არ არსებობს.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს ფაქტორი კითხვებს არ უჩენს შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვას _ პოლიციაში მომუშავე ძველ კადრებთან რამდენად კომფორტულად მუშაობს, ასე უპასუხა:

_ ჩვენ სამინისტროში დღეს მუშაობს 42 000 ადამიანი. მინდა ისიც გითხრათ, რომ ამ არჩევნებში, სამინისტროში, თანამშრომელთა უმრავლესობამ ხმა მისცა "ქართულ ოცნებას". ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა ძველი ხელისუფლების დროს, დანაშაულად არ მიმაჩნია. ესენი არიან პროფესიონალები, ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ამ სამინისტროში წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, უშეცდომო არავინ არ არის. ბევრი მათგანი იყო, უბრალოდ, წინა ხელისუფლების რეჟიმის მსხვერპლი. მათ უწევდათ უსამართლო ბრძანებების, დავალების შესრულება. ისინი, ასე ვთქვათ, დაჭერილი ჰყავდათ სხვადასხვა მექანიზმებით. მათ უკან დგანან ოჯახები, საუბარი გვაქვს ათასობით ადამიანზე. მე აბსოლუტურად არავითარ დისკომფორტს არ განვიცდი. პირიქით, ვხედავ ჯანსაღ განწყობას და აბსოლუტურად მესმის მათი. მესმის, რომ ბევრ მათგანს უწევდა ძალიან არასასიამოვნო დავალებების შესრულება. ეს სამწუხაროა, რა თქმა უნდა, და ეს იყო სირცხვილი მთელი სამინისტროსთვის, რომ მათ აძლევდნენ პოლიტიკურ დაკვეთებს. სწორედ ამიტომ დავიწყეთ და განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნებოდა სისტემის სრული დეპოლიტიზება. ბევრი ადამიანი სამინისტროდან წავიდა. ბუნებრივია, მე იმ ადამიანებთან ვერ ვიმუშავებდი, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკურ დევნაზე იყვნენ გადასულები. ასე რომ, აქაც გვაქვს საქმე კატეგორიებთან. ძალიან დიდი უმცირესობაში იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც გამოუსწორებელ შეცდომებს ჩადიოდნენ და რომლებიც დღეს სისტემაში აღარ მუშაობენ. არ გამოვრიცხავ, რომ დღესაც მუშაობდნენ ამა თუ იმ განყოფილებებში თუ სამმართველოებში ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ უხეში გადაცდომები, დარღვევები, მაგრამ ვერავითარ საშიშროებას ვერ ვხედავ, რომ ისინი რაღაც საბოტაჟს ან მსგავს მოაწყობენ. მათაც უნდა მივცეთ შანსი, რომ გამოასწორონ ჩადენილი შეცდომები. ყველაფერს ვასწორებთ და ვალაგებთ, _ აღნიშნა მინისტრმა.

სანამ ღარიბაშვილი სიტუაციას გაასწორებს და დაალაგებს, გურიაში კრიმინოგენური სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. არენაზე უკვე გამოჩნდნენ ე.წ. "ძველი ბიჭები", რომლებიც, როგორც წყარო ამბობს, ბიზნესმენებს ფულს სძალავენ;

იმატა ქურდობის და ხულიგნობის ფაქტებმაც, რომლებიც ამ დრომდე გაუხსნელია.

გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, გოჩა ფერსაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ სიტუაცია კონტროლირებადია:

_ ბატონო გოჩა, რას ეძახით გაკონტროლებულ სიტუაციას _ ბიზნესმენებს რომ ფულს სძალავენ?

_ მსგავსი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. შემიძლია გითხრათ, რომ სიტუაცია კონტროლირებადია და თუ დეტალები გაინტერესებთ, მიმართეთ ჩვენს პრესცენტრს, _ გვითხრა ფერსაშვილმა.




 ახალი ამბები
  • onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა (R)onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე მსხვილი თუ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტს და გაყიდვას ახორციელებს. პროექტის წარმატებით გაშვება Onoff.ge-ს გუნდის გარდა, კომპანია Wandio-ს და ლიბერთის IT დეპარტამენტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის აქტიური თანამშრომლობის შედეგია. მათ მიერ შეიქმნა უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებ პლატფორმა, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ლიბერთის ციფრული ბიზნესის ხელმძღვანელის, ნინო კვიჟინაძის განმარტებით: „Onoff.ge - აერთიანებს ბაზარზე არსებული ტექნიკის მაღაზიების შეთავაზებებს ერთიან ონლაინ სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მსხვილი და წვრილი ტექნიკით მოვაჭრეს საშუალება აქვს გამოიყენოს ჩვენი პლატფორმა საკუთრი ბიზნესის განვითარებისა და ონლაინ გაყიდვების ზრდისთვის. Onoff.ge-ს დახმარებით მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა მაღაზიაში, მისთვის სასურველი პროდუქტის საბაზრო ღირებულების მიხედვით არჩევა, ფასებისა და ტექნიკური მახასიათებლების შედარება და შეძენილი ნივთის ერთი ამანათით საქართველოში ნებისმიერ ლოკაციაზე უფასოდ მიღება. საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კურიერთან პოს-ტერმინალის ... ...
  • „ბეგის დღეები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშითბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში „ბეგის დღეები“ აღინიშნა. ცნობისთვის, ბეგი მამალაძის დაღუპვიდან 4 წელია გასული. ის 2015 წლის 25 მაისს  სისასტიკემ, გაუტანლობამ, გულქვაობამ და გულგრილობამ შეიწირა, თუმცა, მან მისი შემოქმედების ირგვლივ არაერთი ახალგაზრდის გაერთიანება  და საზოგადოების მახსოვრობასა და გულში ადგილის დამკვიდრება გარდაცვალების შემდეგაც შეძლო. ღონისძიებაში, რომელიც 3 დღე გაგრძელდა მონაწილეობა 32-ე და 69-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე,  ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალებმა მიიღეს. ტექნიკური ხარვეზის გამო კი 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების სპექტაკლი, რომელიც ბეგი მამალაძის „ჩემი სოფელის“ მიხედვით უნდა დადგმულიყო, პროგრამიდან მოიხსნა. მოსწავლეებმა ბეგი მამალაძის ხსოვნას მიუძღვნეს  ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წვიმად მოვალ და ერთი ძაფი მეც ვიქნები საუკუნო ქსოვაში". მათ წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები ბეგი მამალაძის შემოქმედებიდან, გარდა ამისა, 69-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შესახებ ფილმი აჩვენეს. ცნობისთვის, მერაბ კოსტავა  1989 წლის 13 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა და მის შესახებ ფილმის წარდგენა სწორედ კოსტავას გარდაცვალების თარიღს უკავშირდებოდა, აღსანიშნავია ისიც, რომ  პოეტის და საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების თარიღი 26 მაისია, ხოლო ბეგი მამალაძე რადგან 25 მაისს არის დაღუპული, ამიტომაც მერაბ კოსტავას ბეგი მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ხშირად იხსენებენ. როგორც  ბეგი მამალაძის დედა, მარიკა ზედელაშვილი ამბობს, კოსტავას შესახებ ფილმის ჩვენება იყო სიმბოლური, რადგან დამოუკიდებლობის  დარბაზი მათი სულების უკვდავებას ემსახურება. მომავალი თაობა კი ამ წინაპრების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს. რაც შეეხება ბეგი მამალაძის ხსოვნის დღეებს, ზედელაშვილის თქმით, ბეგის დღეების ჩატარების იდეა გასულ წელს გიორგი კეკელიძესთან შეხვედრისას გაჩნდა. დამოუკიდებლობის დარბაზში 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით ბეგი მამალაძის ნამუშევრებიც გამოიფინა. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი დღეები კი ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალების სპექტაკლითა და აქციით „ნუ მოკლავ“ დასრულდა. როგორც რეჟისორი, ლევან ხაზიური  „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ბეგი მამალაძის ნაწერების გაცოცხლებით სურთ ადამიანებს დაანახონ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი გზა არსებობს, მაგრამ არა მკვლელობა. „ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით, ასეთი გმირი დედისთვის, რომელიც ასე მყარად დგას და პირადად მე მიკვირს,  საიდან გამონახა ამდენი ძალა ამ ქალბატონმა. რაც შეეხება ღონისძიებას,  გავაცოცხლეთ ბეგი მამალაძის არაჩვეულებრივი და საკმაოდ სიღრმისეული ნაწერები, პატარა მინიატურები. გვინდა, დავანახოთ მომავალ თაობას და ზოგადად ნებისმიერ ადამიანს, რომ არ უნდა მოკლა, რადგან გამოსავალი არსებობს ძალიან ბევრი და დაბალი დონე არის ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის სიცოცხლის გამოსალმება“,_ ამბობს ხაზიური. რეჟისორის თქმით, მოზარდი ცუდ ნაბიჯს მარტივად დგამს, საითკენაც ხშირ შემთხვევებში მშობელთან არამეგობრული ურთიერთობა და კომუნიკაციის არ ქონა უბიძგებს. „პრობლემა უმეტესად მოდის მშობელს და მოზარდს შორის არამეგობრული დამოკიდებულებიდან, კომუნიკაციის არ ქონიდან.  როცა მოზარდი იგებს, რომ დედა ან მამა ეწინააღმდეგება,  უკვე ქვეცნობიერად აკეთებს ცუდს და ცუდ ნაბიჯს დგამს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო.  ალბათ,  თვითონ ოჯახში უნდა ვიფიქროთ როგორ აღვზარდოთ, სკოლებში უნდა იყოს პედაგოგიკა, აღმზრდელობითი საუბრები ასეთი ასაკის მოზარდებთან, როცა ძალიან მარტივია ცუდი ნაბიჯის გადადგმა“,_ ამბობს ... ...
  • თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართათეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს, ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაკავშირება, ხოლო დამსაქმებლებისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენდა.   ღონისძიებაში პროფესიული განათლების 11 კოლეჯმა და 23-მა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის,   ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.  დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებლებს 300-მდე აქტიური ვაკანსია შესთავაზეს.  RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა ფორუმის მონაწილებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ კი, დასაქმების თანამედროვე გამოწვევებზე, სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე ისაუბრა. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა წარმატებულმა ადამიანებმა, ფორუმის მონაწილეებს თავიანთი ისტორიები გაუზიარეს, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. ღონისძიების მიმდინარეობისას,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერი გათამაშდა. გამარჯვებულებმა  პროფესია  საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT). ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ... ...
  • “მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ“ - რა ხდება ფანჩატურში“ვიცი, თქვენ დაწერეთ, რომ ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს. ახლა  დგას და ნახეთ, რა მ დგომარეობა არის. საშინელება ხდება და სიბინძურეა, ამას აკეთებს ახალგაზრდობა და ძალიან მტკივა გული. არ გეუბნები ამას ნიშნის მოგებით, მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურში და მის ირგვლივ მართლაც ისეთი მდგომარეობა, რომლის ნახვა განწყობას გაგიფუჭებს. ამავე თემაზე: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/davisvenet-kalak-ozurgetshi-panchaturidan-skamebi-da-magida-aighes ... ...
  • “დაანებონ ლიხაურს და შემოქმედს თავი“ _ აშენდება თუ არა ლიხაურში ქვესადგური“ყველა ლიხაურს რატომ უტევს? ხვალ 17 ოქტომბერს,12 სთ ზე,კომპანია "სლრ ცუნსულტინგ" მართავს შეხვედრას სოფ.ლიხაურში. თემა-მძლავრი ელექტრო გადამცემი სადგურის მშენებლობა და გარემოზე დაკვირვების განხილვა. მსურს მოგახსენოთ, რომ სოფელი ლიხაური არის, უნიკალური ბუნების, ხეობის და უძველესი ისტორიის მქონე ტურისტული ზონა. ოზურგეთის ერთ-ერთი მარგალიტი. მჭიდროდ დასახლებული სოფელი. აქ, მის ტერიტორიაზე ასეთი სადგურის მშენებლობა, ყოვლად დაუშვებელია. ააშენონ ლიხაურის ტერიტორიის გარეთ. ყველა როგორ უტევს სოფელ ლიხაურს. ხან კლდის ნგრევა, კარიერები, ახლა სადგური გვაკლია. ავსახლდეთ სოფლიდან? ელექტრო მაგნიტურ გამოსხივებას სად გავექცეთ?“ - ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში, გადავარჩინოთ გურიის მდინარეებს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ გაავრცელა. შეხვედრა სოფელ ლიხაურში მართლაც შედგა, მაგრამ დარბაზში ცარიელი სკამები უფრო ჭარბობდა, ვიდრე ხალხი. როგორც სოფელში აღნიშნეს, მოსახლეობა ინფორმირებული არ იყო და სწორედ ეს აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ ლიხაურისთვის კარგი არ კეთდება. შეხვედრაზე ითქვა, რომ  სოფელ ლიხაურში 220 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობა იგეგმება. თინა დობორჯგინიძე, ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი: ისე ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ განვითარების წინააღმდეგი ვართ. ძალიან კარგად ვიცით, რომ სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესები, თუმცა... სახელმწიფო ადამიანებისთვის არსებობს უპირველეს ყოფვლისა. ადამიანებს ამ ჰესის წინააღმდეგი არის იმიტომ, რომ ჩვენ ბევრჯერ მოგვიაწია ლიხაურის დაცვა, ფაქტიურად ომში ვიყავით ჩართული. ეს იყო კარიერების თემა, ეს იყო ციხის თემა, ეს იყო მიწის თემა და არაერთი საკითხი, რომელიც ჩვენი სოფლისთვის მიუღებელია. რატომ? ლიხაური არის ერთ-ერთი საუკეთესო სოფელი გურიაში და მას პატრონობა ჭირდება და არა დაქცევა, განადგურება.  ირმა გორდელაძე: “ლიხაური არის ტურისტული ზონა და ეს ქვესადგური სხვა ადგილას ააშენონ, სადაც ადამიანებს და ბუნებას არ შეეხებიან. დაგვანებონ  ლიხაურს და შემოქმედს თავი, ამ ბოლო დროს ძალიან ამ სოფლებს გადაეკიდნენ და ყველას მივმართავთ, ნუ მიდიხარ ხალხის საწინააღმდეგო მხარეს. ვანო მუმლაძე, "სლრ ცუნსულტინგ საერთაშორისო პროექტების უფროსი ინჟინერი: “ეს პროექტები ხალხის კეთილდღეობისთვის კეთდება. ჩვენი შეხვედრა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რაც შეიძლება ინფორმირებული იყოს მოსახლეობას და მათ უნდა გავაცნოთ რამხელა მნიშნელოვანია ამ პროექტების განხორციელება ქვეყნისთვის და გურიის რეგიონისთვის.“ მთავარი კითხვა შედგება თუ არა სოფელ ლიხაურში 220 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობა ამ ეტაპისთვის პასუხის გარეშე ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...

ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები

თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან...

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...

რატომ უნდა დადოთ საწოლთან გაჭრილი ლიმონი

ლიმონი ვიტამინი C-ს წყაროა. გარდა...

სიზმრის ახსნა

კბილის გატეხვა ან ამოღება -...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...