დაუმთავრებელი საკადრო ცვლილებების გაშიფრული სქემა გურიის პოლიციაში

მთავარი თემა

დაუმთავრებელი საკადრო ცვლილებების გაშიფრული სქემა გურიის პოლიციაში

25 მარ. 2013, 16:09:36

პეტრიაშვილი პოლიტიკურ საქმიანობაში ამხილეს და მისი გათავისუფლების შემდეგ, ამ პოსტზე სხვადასხვა კანდიდატებმა დაიწყეს ბრძოლა. მათ შორის იყო ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიციელი ეროდი გორდელაძეც, მაგრამ როგორც წყარო ამტკიცებს, მისი კანდიდატურა "დაბლოკილია" და  ერთი პროცენტიც კი აღარ აქვს შანსი. მიუხედავად იმისა, რომ ეროდი გორდელაძე პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით დარჩიას  მიერ დასახელებული კანდიდატურა იყო,   დარჩიამ მიზანს ვერ მიაღწია. თუმცა, სამხარეოს უფროსი პეტრიაშვილი  სწორედ  მისი მიზეზით გაათავისუფლეს.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ზაზა პეტრიაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილის ალექსანდრე ტაბატაძის კადრი იყო და  ასეთი  სკანდალური ინფორმაციის შედეგად მისი გათავისუფლება, ტაბატაძეზე "დარტყმა“ იყო და ამიტომაც, წყაროს თქმით, ტაბატაძემ დაბლოკა ეროდი გორდელაძის კანდიდატურა, რითაც  დავით დარჩიას "სამაგიერო" გადაუხადა.

ზაზა პეტრიაშვილის წასვლის შემდეგ, საკმაოდ  გაიწელა სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის  დანიშვნა. როგორც წყარო  "გურია ნიუსთან"  ამტკიცებს, როცა  ეროდი გორდელაძის კანდიდატურა დაიბლოკა, გურიის სამივე მუნიციპალიტეტის  მაჟორიტარი დეპუტატები შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩავიდნენ და  გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ადგილზე, ჩოხატაურელი გოჩა მეგრელიშვილის კანდიდატურა წარადგინეს და  რეკომენდაცია გაუწიეს.  თუმცა, მათი აზრი, როგორც ჩანს, არ გაუთვალისწინებიათ.

წყაროს ინფორმაციით, სანამ გოჩა ფერსაშვილი დაინიშნებოდა სამხარეო მთავარი სამმართველოს პოსტზე, პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩია სამხარეო მთავარი სამმართველოს პოსტზე  თავის კანდიდატურას სთავაზობდა პრემიერ მინისტრის ძმას ადიკო ივანიშვილს.  ეს გახლდათ ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ჭანუყვაძე.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თავდაპირველად  დავით დარჩიასა და ალექსანდრე ჭანუყვაძეს შორის პირადი საუბარი შედგა, რის შემდეგაც ჭანუყვაძემაც თანხმობა განაცხადა.

ამის შემდეგ,  დარჩიას   ჭანუყვაძე ადიკო ივანიშვილთან ჩაჰყავს და სთხოვს, რომ რეკომენდაცია  გაუწიოს. თითქმის გადაწყვეტილი და შეთანხმებული იყო ეს საკითხიც და  დავით დარჩია და ალექსანდრე ჭანუყვაძე უნდა წასულიყვნენ თბილისში. მეორე დღეს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამმართველოს პოსტზე დამტკიცდა გოჩა ფერსაშვილი.  ისე კი,  უკვე ყველამ იცოდა, რომ ჭანუყვაძის დანიშვნა იყო გადაწყვეტილი, ამტკიცებს  "გურია ნიუსთან"  წყარო.

"გურია ნიუსი" ინფორმაციის დასაზუსტებლად პარტია "ქართული ოცნება_ დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს დავით დარჩიას დაუკავშირდა.

_ ბატონო დავით, როგორც გავიგეთ  ეროდი გორდელაძის  კანდიდატურის იგნორირების შემდეგ, თქვენ გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს პოსტზე  ლობირება გაუწიეთ ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსს ალექსანდრე ჭანუყვაძეს ...

_ არა, არა, თქვენ შემოგევლეთ, რა. ჩემი კადრია რას ნიშნავს?  ვინც უკეთესი იქნებოდა რაიონისთვის, იმას დავუჭერდი მხარს, ჭანუყვაძეს დანიშნავდნენ თუ სხვას, ამას რა მნიშვნელობა აქვს? შეარჩიეს ეს კაცი, იმასაც მივესალმებით, აბა, როგორ ახლა.

_ბატონო დავით, თქვენსა და  ალექსანდრე ჭანუყვაძეს შორის, ამ თემაზე პირადი საუბარი არ გქონიათ?

_ კარგით, რა...

_ თქვენ ალექსანდრე ჭანუყვაძე ადიკო ივანიშვილთან არ ჩაიყვანეთ ურეკში?

_ ჰოო? ვინ გითხრათ?

_ გვითხრეს.

_ არა, არაა სიმართლე. მაგრამ ჯერ ერთი, რომ მივიდეს და ჩავიდეს, რა, დანაშაულია ეგ? დანაშაულია?  დიდი ამბავი, ახლა, რამე პრობლემაა?  მე უბრალოდ, შეწუხებული ვიყავი იმით, რომ ორი თვე გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს უფროსი არ ჰყავდა და მინდოდა, რაც შეიძლებოდა, მალე დანიშნულიყო ვინმე.  ეს იყო და მეტი არაფერი.

_ ბატონო დავით, იმის შესახებ რას გვეტყვით, რომ თქვენს მიერ ჩატანილმა ამბავმა შეიწირა სამხარეოს ყოფილი უფროსი ზაზა პეტრიაშვილი, რომელიც მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ტაბატაძის კადრი იყო. როგორც ამბობენ, სწორედ ამიტომ  არ გაითვალისწინეს სამინისტროში თქვენი კანდიდატურები და ეროდი გორდელაძე დღემდე  იგნორირებულია?

_ არ ვიცი, ამის შესახებ, არსებობს  უბრალოდ,  ვარაუდები და ვარაუდებზე საუბარი არ შეიძლება.  ღმერთი იყოს ყველას მფარველი და ყველა  მიიღებს იმას, რაც ეკუთვნის, - გვითხრა დარჩიამ.

ჩვენ დავუკავშირდით  ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატს თემურ ჩხაიძეს, რომელმაც კატეგორიულად უარყო იმ ფაქტის შესახებ, რომ სამხარეო მთავარი სამმართველოს  უფროსის პოსტზე, რეკომენდაცია გაუწია ჩოხატაურელ გოჩა მეგრელიშვილს.

_ საერთოდ არ ვიცნობ მაგ პიროვნებას.  ასე რომ,  ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გავუწევდი.  ასე რომ,  ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, _ გვითხრა თემურ ჩხაიძემ.

"გურია ნიუსი" დაუკავშირდა  ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსს ალექსანდრე ჭანუყვაძეს. მან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  გოჩა ფერსაშვილის დანიშვნამდე მის კანდიდატურაზე იყო საუბარი,  კატეგორიულად უარყო.

ჩვენ შევეცადეთ კომენტარი მოგვეპოვებინა პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ძმისგან, ადიკო ივანიშვილთან, რომელმაც განგვიცხადა, რომ საკადრო პოლიტიკაში არ ერევა.

_ ბატონო ადიკო, იყვნენ თუ არა თქვენთან ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ჭანუყვაძე და ბატონი დავით დარჩია?

_ დავით დარჩიას კი ვიცნობ, მაგარ ჭანუყვაძე არ ვიცი.

_ ბატონო ადიკო, თქვენ დავით დარჩიამ,  სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის  პოსტზე, ჭანუყვაძის კანდიდატურისთვის მხარდაჭერა  არ გთხოვათ?

_ არა, ბატონო. მე არ ვერევი ასეთ რამეებში. ძალიან გთხოვთ, ნუ მეკითხებით ასეთ რამეს.  მე ასეთ საქმეებში არ ვერევი და ტყუილად ნუ იყენებენ ჩემს სახელს, რა!  არავის რეკომენდაციას არ ვაძლევ.

_ ბატონო ადიკო, ჩვენ არ ვართ იმ ფაქტების  თვითმხილველი, ვინ დადის თქვენთან სახლში და რა  საქმეები განიხილება, ვის რა რეკომენდაციას აძლევთ და ასე შემდეგ, მაგრამ გეტყვით, რომ ეს ინფორმაციები მოდის ჩვენამდე. ასე, რომ ... ჩვენ ნუ გაგვინაწყენდებით, უბრალოდ, ინფორმაციებს ვამოწმებთ.

_ ძალიან გთხოვთ,  ასეთ საქმეებზე ნუ შემაწუხებთ, მე არ ვერევი არავის საქმეში. რა ჩემი საქმეა ვინმეს დანიშვნა, ვინც უნდათ, ის დანიშნონ, - გვითხრა ადიკო ივანიშვილმა.

ჩვენ დავუკავშირდით გოჩა მეგრელიშვილს ინფორმაციის გადასამოწმებლად.

_ ბატონო გოჩა, როგორც ვიცით, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტზე გოჩა ფერსაშვილის დანიშვნამდე, თქვენი კანდდატურაც დასახელდა და რეკომენდაცია ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა გაგიწიათ. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?.

_ არაფერი არ ვიცი..

_ ბატონო გოჩა, ბატონ თემურ ჭკუასელს თქვენთან ამაზე საუბარი არ ჰქონია?

_ ჰკითხეთ თემურ ჭკუასელს და გეტყვით, მე რა უნდა გითხრათ? მე არავისთან არაფერი  მისაუბრია და არავინ არსად მიმიგზავნია. დაურეკეთ თემურ ჭკუასელს და ის გეტყვით. მან თუ უთხრა ვიღაცას რაღაცა, მან გითხრათ, მე რა კომენტარი გაგიკეთოთ?

_ ბატონო გოჩა, თქვენ თუ იყავით ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში, უბრალოდ, გვაინტერსებს. იცოდით თუ არა, რომ ამ თემაზე მაჟორიტარ დეპუტატებს საუბარი ჰქონდათ სამინისტროში.

_ დიახ, მერე?

_ არაფერი, უბრალოდ, გვაინტერესებს, რა მოხდა. როგორც გავიგეთ, ეს ამბავი  გასაიდუმლოებული იყო.

_ რატომ იყო გასაიდუმლოებული?  რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა. მათ შორის, ჩემიც, ეს საიდუმლო რატომ იყო? არ ვიცი, რატომ არ მოხდა, საიდან მეცოდინება? როგორც ჩათვალეს საჭიროდ, გააკეთეს ისე. ალბათ,  უკეთესი კანდიდატი იყო და დანიშნეს ის. რა პრობლემაა ეს? რა კომენტარი უნდა გავაკეთო მე? იყო საუბარი და მითხრეს,  თუ იქნები თანახმაო და დავთანხმდი.  მერე რა მოხდა, არ ვიცი, ვინ ვის შეხვდა და  ვინ რა ილაპარაკა, ეს არ ვიცი და ვინ რაზე დათანხმდა, _ გვითხრა გოჩა მეგრელიშვილმა.

ჩვენ დავუკავშირდით ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატს თემურ ჭკუასელს:

_ ბატონო თემურ, ასეთი ინფორმაცია გვაქვს, რომ სანამ გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად გოჩა ფერსაშვილი დაინიშნებოდა, მანამდე თქვენ დააყენეთ თქვენი კანდიდატურა ამ პოსტზე, სთხოვეთ დანარჩენ მაჟორიტარ დეპუტატებს ასევე, რომ მხარი დაეჭირათ ჩოხატაურელი გოჩა მეგრელიშვილისთვის. ასევე გქონდათ საუბარი სამინისტროში ამის შესახებ.

_ გეტყვით ახლა ერთ რამეს. რახან ეს ინფორმაცია თქვენ გაქვთ, ფლობთ ინფორმაციას, ასეა ჰო, ვიღაცამ გითხრათ ბუნებრივია, მოდით, დაბეჭდეთ ეს ინფორმაცია და მიუთითეთ ის ადამიანი.

_ ბატონო თემურ, ჩვენ წყაროებს არ ვასახელებთ...

_ სხვა შემთხვევაში, ეგაა ჩემი პასუხი. ვინც მოგაწოდათ ინფორმაცია, ის დაბეჭდეთ, ჩემი ინფორმაცია რაღად გინდათ, ეს მაინტერესებს.

_ თქვენგან ამ ინფორმაციის დადასტურება გვინდა, ბატონო თემურ...

_ ზოგადად  ადამიანების პირადი საუბარი იცის ორმა ადამიანმა, ხომ სწორია? როგორც წესი, მე რა ვისაუბრე სანამ ხმამაღლა ვიტყვი, როგორც წესი, უნდა შევათანხმო იმ ადამიანთან, ვთქვა თუ არ ვთქვა. ამიტომ, თუ ინფორმაცია უკვე მოპოვებული გაქვთ, დაბეჭდეთ ეს ინფორმაცია მისი სახელით და გვარით.

_ ბატონო თემურ, თქვენ მხარს არ უჭერდით გოჩა მეგრელიშვილის კანდიდატურას?

_ მხარს კი არ ვუჭერდი, ახლაც ვუჭერ და დავუჭერ მუდამ ნებისმიერ სამსახურში,  იმიტომ რომ გოჩა მეგრელიშვილი არის უაღრესად კეთილშობილი ადამიანი,  უყვარს თავისი კუთხე, ადამიანები,  არის პროფესიონალი, მღერის ძალიან კარგად და აქვს იუმორის გრძნობა. რასაც მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დიდი პრივილეგია  ადამიანებში. ეგ არის და ეგ.

_ ბატონო თემურ, იყავით თუ არა სამინისტროში ამ საკითხთან დაკავშირებით?

_ ამას არ გეტყვით, სანამ არ დაბეჭდავთ იმას, ვინ მოგცათ ეს ინფორმაცია, _ გვითხრა ჭკუასელმა.

კანონმდებელს, რომელიც დაჟინებით ითხოვს, საჯარო გავხადოთ წყაროს ვინაობა, შევახსენებთ კანონს "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ":

"...თავი III. საიდუმლოების დაცვა

მუხლი 11. პროფესიული საიდუმლოებისა და მისი წყაროს დაცვა

1. პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება.

2. დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელა თვით მისი მფლობელის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე."




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგებაჩოხატაურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან აღდგება, _ ამის შესახებ „გურია ნიუსს“  ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება "მომავალის" ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა. „როგორც დღეს გამოცხადდა და გაგვაგებინეს გუბერნიიდან, სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის ბაღებში12 ოქტომბერს განახლდება“,_ გვითხრა ბარამიძემ. შეგახსენებთ, რომ სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 1 ოქტომბერს უნდა განახლებულიყო, მაგრამ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აღსაზრდელებისთვის საბავშვო ბაღები 12 ოქტომბრიდან ... ...
  • ლანჩხუთის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან განახლდებალანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბრიდან დაიწყება. ცენტრის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩატარდა გენერალური დეზინფექცია. "კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მსგავსი ღონისძიებები ეტაპობრივად გახორციელდება. ლანჩხუთის სკოლამდელი ცენტრის 21-ვე ბაგა-ბაღი ახალი მოქმედი რეგულაციების მიხედვით ახორციელებს შესაბამისს ღონისძიებებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად", _ ამბობენ ცენტრში. მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაციის მიერ ბაგა-ბაღებისთვის შეძენილია საგანმანათლებლო რესურსები (ფერადი ფურცლები, მაკრატლები, ფერადი ფანქრები, ზეთოვანი პასტელები, გუაშისა და აკვარელის საღებავები, ფუნჯები, პლასტელინები და სხვა). "ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის შესაბამისად საგანმანათლებლო რესურსები უზრუნველყოფილი იქნება ბაგა-ბაღებში ინდივიდუალურად ბავშვებისთვის სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს გამოსაყენებლად", _ ამბობენ სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდასაქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე  ლოკოკინების ფერმა გაშენდა.  ფერმა პირველ, 8-12 ტონამდე მოსავალს უკვე დეკემბერში ელოდება. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ევროპაში, კერძოდ კი  იტალიაში მოხდება.  პროექტის განსახორციელებლად ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა 68,000 ლარს შეადგენს. დღესდღეობით ფერმაში 15 ადამიანია დასაქმებული.  „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ წამოწყებებს რეგიონში, რომელიც ერთის მხრივ, ხელს უწყობს განსხვავებული და რეგიონისთვის უნიკალური ბიზნესების წახალისებას, მეორეს მხრივ კი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდასა და ზოგადად, რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი ჩართულობით ზუგდიდის რაიონში ლოკოკინების ფერმა გაშენდა. ფერმა უკვე ფუნქციონირებს და მოსავლის მოლოდინის პროცესშია. პროექტი მნიშვნელოვანია იმით, რომ წარმოადგენს საექსპორტო პროდუქტიას, რაც ქვეყნისთვის, როგორც ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო განვითარების გზაზე“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • "ჩანაწერი, ჩემი ნასამართლებობის შესახებ, არის ტყუილი!" _ გელა კვარაცხელია“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩანაწერი ჩემი ნასამართლებობის შესახებ, რის გამოც ცესკომ ჩემი 2020 წლის  არჩევნებიდან მოხსნა განიზრახა, არის ტყუილი! წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუთითონ სასამართლო, მოსამართლე, მუხლი, რომლითაც მე გამასამართლეს!“ _ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა  “ტრიბუნას“ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხე-ჯავახეში, გელა კვარაცხელია და საჯაროდ მიმართავს შსს-ს და ხელისუფლებას, რომ ცესკომ სასწრაფოდ გამოასწოროს ხარვეზი, უზრუნველყოს მისი, როგორც კანდიდატის რეპუტაციის აღდგენა და ხელი აღარ შეუშალონ საარჩევნო კამპანიაში. "როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილის დანაპირებს, რომ გელა კვარაცხელიას, ყოფილი გუბერნატორს,  არასოდეს მისცემდა სადმე მუშაობის უფლებას, ახლა „ქართული ოცნება“ ასრულებს  და საკმაოდ წარმატებულადაც!" _ განაცხადა დღეს ბრიფინგზე „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ. მისივე თქმით, გელა კვარაცხელიას გარდა, იგივე, ანუ არარსებული ნასამართლებობის მოტივით, „ტრიბუნას“ საარჩევნო სიიდან ასევე ამოღებული არიან: გარნიკ სიმონიანი, რომელიც თავის დროზე შევარდნაძის ცნობილი ტერაქტის საქმეში ერთ-ერთი იყო, ვინც პრეზიდენტი გადაარჩინა და ბორის მიქელაძე აჭარიდან, რომელიც 2012 წელს კანდიდატად იყო დარეგისტრირებული და მაშინ მსგავსი პრობლემა არ შექმნია. „ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერის, ლია მუხაშავრიას განცხადებით კი: „ როგორც ჩანს, ეს ცესკოს ახალი „ტრენდია“ , თანაც უპრეცენდეტო, დაბლოკოს რეალური გამარჯვების მქონე ოპოზიციის ლიდერები.“  მისივე განცხადბით: „ცესკო არის ადმინისტრაციული ორგანო და ვალდებულია დაასაბუთოს გადაწყვეტილება არჩევნებზე არდაშვების შესახებ. ამ ადამიანებს კი, აქვთ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რაც ვერ ხერხდება, რადგან ცესკო არ იძლევა დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამ საქმეს მსვლელობა მიეცემა, მანამდე კი ვაცხადებთ, რომ მომხდარ განვიხილავთ  პოლიტიკური დევნის და „ტრიბუნას „ წინააღმდეგ სახელმწიფო აქტივობის გამოვლენის მცდელობად“. ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  28-30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1 ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls