შენდება თუ არა თბილისში ტრანსპლანტოლოგიის ცენტრი? _ 7 თვიანი კვლევა "გვამურ გადანერგვაზე"

მთავარი თემა

შენდება თუ არა თბილისში ტრანსპლანტოლოგიის ცენტრი? _ 7 თვიანი კვლევა "გვამურ გადანერგვაზე"

25 მარ. 2013, 20:43:25

ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის თემა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუშიც ახსენა თავის მეუღლესთან, სანდრა რულოვსთან კონტექსტში. მან იმ მტკიცებულებების დადება მოითხოვა, რომლითაც, თითქოს მის მეუღლეს ამ ფაქტთან რაიმე კავშირი ჰქონდა.

"გურია ნიუსი" 7 თვეზე მეტია, დიღომში, ახალი საავადმყოფოს მშენებლობის თემაზე  მუშაობს, სადაც ჩვენი ინფორმაციით, წამყვანი დარგი ტრანსპლანტოლოგია იქნება. სანამ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებთან ვამოწმებდით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ, სამი მინისტრი გამოიცვალა. ანდრია ურუშაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი და დავით სერგეენკო.

"გურია ნიუსი" ურუშაძის და ჭიაბერაშვილის დანიშვნის დღიდან ცდილობდა ამ საკითხებთან დაკავშირებით მათთან  შეხვედრას, მაგრამ უშედეგოდ. პირველი მინისტრი, რომელმაც ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა, დავით სერგეენკო გახლავთ.

"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოში, კერძოდ, დიღომში, აზერბაიჯანული ინვესტიციით 200 საწოლიანი მულტიპროფილური საავადმყოფო შენდება, სადაც ერთ-ერთი წამყვანი დარგი ტრანსპლანტოლოგია იქნება. სავარაუდოდ, ოპერაციას  ქართველი სპეციალისტების ნაცვლად, თურქი ექიმები გააკეთებენ. მულტიპროფილური საავადმყოფოს მშენებლობის დაწყების შემდეგ, ჯერ კიდევ წინა მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში გიგი წერეთელმა გამოთქვა მოსაზრება, საქართველოში ტრანსპლანტაციის დარგის განვითარებისთვის შეცვლილიყო საკანონმდებლო ბაზა  და ბელორუსიის მოდელზე გაამახვილა ყურადღება. სადაც "გვამურ გადანერგვაზეა" საუბარი.

გიგი წერეთელი: "ბელორუსიის მოდელი რთულია. იდეა და ინიციატივა არის ის, რომ ჩვენ გვქონდეს თანმიმდევრობა იმგვარად და იმ სტანდარტებით, რაც ხელს შეუწყობს  საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის განვითარებას. ჩვენ არ გვაქვს მზად არაფერი. ეს მოდელები მსოფლიოში ბევრგან არსებობს, სადაც გადასანერგ ორგანოებზე ხელმისაწვდომობაა. ჩვენთან სირთულეა ის, რომ ტრანსპლანტაციისთვის საჭირო ორგანოების დეფიციტია. არ არის ე.წ. "გვამური გადანერგვები." იმის გამო რომ ტრანსპლანტაციისთვის საჭირო დროს იყო საჭირო შესაბამისი ორგანო, ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ. ალბათ ასეთი ტექნოლოგიებით ძალიან ბევრ კლინიკაში უამრავი სიცოცხლეა გადარჩენილი. ხშირია თირკმლის, ღვიძლის, გულის და სხვა ქსოვილოვანი გადანერგვები და ა.შ. ამ კუთხით ბევრმა ქვეყანამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის მოდელებს გავეცანით. ერთ-ერთი იყო ბელორუსიის მოდელი, თუმცა ყველა ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს, იქ გვამური გადანერგვაა დაშვებული.…

"გურია ნიუსის" კითხვაზე, "ჩვენ მართლადიდებელი ერი ვართ და საქართველოსთვის რამდენად იქნება მისაღები გვამური გადანერგვის მოდელი? წერეთელმა განგვიცხადა:

"მე არ ვამბობ, რომ ბელორუსიის მოდელი გადავიღოთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, იქ თანხმობაზეა საუბარი. ბელორუსიაში პიროვნება აცხადებს, რომ თუ მისი დაღუპვის შემდეგ რამე გაუთვალისწინებელი ხდება, ვისაც უჭირს, შეუძლია ისარგებლოს  მისი რომელიმე ორგანოთი. სალაპარაკოდ ეს რთულია, მაგრამ ეს არის ყოველდღიური რეალობა. რადგან ასეთი ადამიანის ორგანომ შეიძლება ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს.

ბელორუსიაში, თუ ადამიანი, წინასწარ არ განაცხადებს იმას, რომ წინააღმდეგია და სიკვდილის შემთხვევაში არ უნდა მისი ორგანოები გამოყენებულ იქნას დონორად და ეს არ აქვს დადასტურებული წერილობითი სახით, მიჩნეული იქნება, რომ მისი ორგანო უნდა გამოიყენონ. იქ პირდაპირ არის ეს ვალდებულება, რომ ეს ორგანოები იქნას დონორად გამოყენებული. მე ვფიქრობ, რომ ამ იდეის გვერდზე გადადება არ ღირს. პრაგმატული მოსაზრებით, ყველას უნდა ესმოდეს. ეს ცივილური თემაა და ბუნებრივია ნებისმიერი მიღებული ფორმა კანონით არის გამყარებული.

_ ბატონო გიგი, დიღომში აზერბაიჯანული ინვესტიციით მულტიპროფილური საავადმყოფო იხსნება (კითხვის დასმა არ დაგვასრულებინა. ავტ) დამირეკეთ ამასთან დაკავშირებით."

ორგანიზაცია "გვახსოვდეს ჰიპოკრატე"-ს ხელმძღვანელი, ექიმი მარინა ბერაძე "გურია ნიუსთან" აცხადებს

"2011 წლის ზაფხულში  გიგი უგულავამ ტელევიზიით განაცხადა: აღმაშენებლის ხეივანზე აშენდება 200 საწოლიანი დიდი ტრანსპლანტაციის ცენტრი, რომელსაც ააშენებენ აზერბაიჯანელები და დაკომპლექტდება აზერბაიჯანელი მედპერსონალითო. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ეს ინფორმაცია იყო თავზარდამცემი.

200 საწოლიანი საავადმყოფოს აშენება საკმაოდ გააზრებული და მიზანმიმართული  ჩანაფიქრია, რომელიც სერიოზულ მოგებაზეა გათვლილი. მსოფლიოს არცერთ ქვეყანას ამ სფეროსთან ასეთი მიდგომა არ აქვს. ადამიანი თუ სრულ ჭკუაზე ხარ, ასეთი რამ არ უნდა გაუკეთო შენს ქვეყანას?! აზერბაიჯანში ტრანსპლანტაციის პროგრამა არ არსებობს. მათ არ ჰყავთ სპეციალისტები, რომლებიც ტრანსპლანტაციის ოპერაციას ჩაატარებენ.

ჩვენი ქვეყნისთვის რისკია აზერბაიჯანელების მიერ ამ საავადმყოფოს  აშენება, სადაც დასაქმებული იქნება აზერბაიჯანელი მედპერსონალი. ისმის ბუნებრივი კითხვა: ვინ უნდა გააკეთოს რეალურად ოპერაცია?! ჩვენი ვარაუდით, აქ იმუშავებენ თურქები.

ტრანსპლანტოლოგიას ახლავს თავისი უარყოფითი მხარე _ შავი ბიზნესი, ორგანოებით ვაჭრობით ბიზნესი. მსოფლიოში ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობის შემდეგ, მესამე საფეხურზე ორგანოებით ვაჭრობა დგას. ეს საკმაოდ ძვირად ღირებული საქმიანობაა, რაშიც არა მხოლოდ სპეციალისტები არიან ჩართული, არამედ ბროკერები.

ორგანოების ვაჭრობის შავ ბიზნესში ჩართული 150-200 სახელმწიფოა  გამოვლენილი.  ამ ბიზნესში ძირითადად განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები არიან, სოციალურად დაბალ ქვეყნებს ნედლეულის წყაროდ იყენებენ. ტრანსპლანტაციის დროს სარგებლობენ როგორც ცოცხალი ორგანიზმის ორგანოებით, ასევე გარდაცვლილი ადამიანის ორგანოებით. ამ სიტუაციებს არეგულირებს კანონმდებლობა. ჩვენთან კანონმდებლობა არეგულირებს რაღაც გარკვეულ სეგმენტს, იმას რაც ჩვენ გვჭირდება.

როდესაც გიგი უგულავამ აზერბაიჯანული ინვესტიციით 200 საწოლიანი საავადმყოფოს მშენებლობა გაახმოვანა, პირადად მე, დარგის სპეციალისტს არჩილ ჩხოტუას ვკითხე, რა იცოდა ამის შესახებ, იგი ძალიან შეშფოთდა.

_ და რამე რეალური მიზეზი გაქვთ შეშფოთების?

_ ჩემი შეშფოთება მას შემდეგ გამძაფრდა, როდესაც გავიგე, რომ აზერბაიჯანში დიდ სკანდალი მოხდა. იქ ერთ-ერთ უნივერსიტეტში თურქი სპეციალისტების მიერ ხდებოდა არალეგალური ოპერაციების ჩატარება. თურქი სპეციალისტების მიმართ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც განიხილება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დონეზე.

"გურია ნიუსი" "უროლოგიის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დირექტორს" და  "ევროპის უროლოგთა ასოციაციის ბორდის წევრს" არჩილ ჩხოტუადაუკავშირდა.

"ჩვენ არ ვართ ჩართული ამ პროცესში. იქ ნამდვილად არის გარკვეული რისკები.  უნდა განვასხვავოთ გარდაცვლილი დონორები და ცოცხალი დონორები, სადაც  რისკები და საფრთხეები განსხვავებულია. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან. ბატონმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაადასტურა, რომ ეს ცენტრი შენდება, უფრო სწორად ფაქტიურად დამთავრებულია და მალე გაიხსნება. იგი დაახლოებით 200 საწოლიანი იქნება და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ტექნიკითა და დანადგარებით არის აღჭურვილი. ეს იქნება მულტიპროფილური კლინიკა, სადაც გაკეთდება მრავალპროფილური სამკურნალო მანიპულაციები და მაღალტექნოლოგიური ოპერაციები. ეს არ იქნება ტრანსპლანტაციის ცენტრი, რაც ლოგიკურია. 200 საწოლიანი ტრანსპლანტაციის ცენტრი მსოფლიოში არ არსებობს. ამხელა კაპიტალდაბანდება მხოლოდ ტრანსპლანტაციიდან ამოიღო,  არარეალურია.

მინისტრმა ჭიაბერაშვილმა დაადასტურა, რომ იქ იმუშავებენ უცხოელი ექიმები. ესენი ვერ იქნებიან აზერბაიჯანელები, ვინაიდან, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი პირადი კონტაქტებიდან, აზერბაიჯანში ორგანოთა ტრანსპლანტაციის პროგრამა უფრო ჩამორჩენილია, ვიდრე საქართველოში. ძირითადად ეს ექიმები თურქები იქნებიან და არა ქართველები, რაც ჩემი აზრით არასწორია.

_ცნობილი ფაქტია, ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ, უკრაინამ და სომხეთმა აზერბაიჯანელი ექიმები "შავ გადანერგვაში" ამხილა. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სომხეთი აზერბაიჯანელ ექიმებს საკუთარი მოქალაქეების 450 ადამიანი დონორად გამოყენებას ედავება...

_ რა თქმა უნდა, საფრთხე დიდია. სერიოზული რისკია მოხდეს ამ კრიმინალური საქმიანობის შემოტანა საქართველოში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ აღმაშენებლის ხეივანზე ნამდვილად მიმდინარეობს ახალი  საავადმყოფოს მშენებლობა.

"საავადმყოფო, რომელიც აღმაშენებლის ხეივანზე შენდება, ჯერ არ დასრულებულა. მშენებლობის პროცესშია. ეს საავადმყოფო არის  ახალი საავადმყოფოების პროექტის ნაწილი. თავისი ფუნქციით ის არის მრავალპროფილური.

თავის დროზე, ყოფილ მმართველ გუნდს  გაჟღერებული ჰქონდა, რომ ტრანსპლანტოლოგია მათი  ინტერესის ერთ-ერთი სფეროა. რაშიც კრიმინალური არაფერია. რადგან, ესეც მედიცინის ერთ-ერთი დარგია. რაც შეეხება იმას, განხორციელდება თუ არა იქ ეს აქტივობა, ეს პროცედურულად ასე ხდება:  მშენებლობის დასრულების შემდეგ, თუ დადასტურდება რომ ინფრასტრუქტურა შესაბამისია, მათ შემოაქვთ შესაბამისი განცხადება სამედიცინო აქტივობების ნებართვებზე. ამის შემდეგ,  ხდება ნებართვის გაცემა.

ლეგალური ან არალეგალური  ტრანსპლანტაციის და ორგანოებით ვაჭრობის რამე ცენტრი ეს არ არის. ჩემთვის, რთული წარმოსადგენია რანაირად უნდა განხორციელდეს საქართველოს დედაქალაქში რამე არალეგალური აქტივობა ამ მხრივ, რადგან ეს არის უმკაცრესი რეგულირების, ფაქტობრივად ლუპის ქვეშ. ძალიან ხისტი რეგულაციებია." _ აცხადებს სერგეენკო.

_ბატონო დავით, რამდენად მართებულია ტრანსპლანტაციის სფეროში ინვესტიცია განახორციელოს ქვეყანამ,რომელიც ამ მიმართულებით სკანდალშია გახვეული?

_ თუნდაც უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მე  არ ვიტყოდი, რომ აზერბაიჯანელი ექიმები ჩართულები არიან ორგანოებით ვაჭრობაში. ეს ბრალდებაა, რომელიც მხოლოდ  მას შემდეგ შეიძლება ითქვას, რაც ეს ბრალდება დადასტურდება.  ამისთვის უამრავი საკონტროლო ფილტრები არსებობს და ამ მხრივ მართალი გითხრათ, რისკებს ვერ ვხედავ. რისკები იქნებოდა მაშინ, თუ ჩვენი მოქალაქეები წავლენ ისეთ ქვეყნებში, სადაც ჩვენ საელჩო არ გვაქვს და ელჩი არ გვყავს. ეს უკვე ტრეფიკინგის საკითხია. საქართველოში ვერ მოხდება ასეთი რაღაც. აზერბაიჯანში ეჭვი გაჩნდა და ამიტომ აზერბაიჯანული ინვესტიცია არ შემოუშვათ, ასე ვერ ვიტყოდი."

როგორია გვამური გადანერგვის  მოდელთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია, ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" საპატრიარქოსთან არსებული ბიოეთიკის კომისიის თავმჯდომარეს, მამა ადამს დაუკავშირდა, სამწუხაროდ მამა ადამთან ამ საკითხზე დღემდე ვერ მოხერხდა შეხვედრა.

რამდენად მიიღებს მართლმადიდებელი ერი საქართველოში ტრანსპლანტაციის განვითარებისთვის გვამური გადანერგვის მოდელს, უცნობია.  ჯერჯერობით, ამ თემაზე ხმამაღლა არ საუბრობენ.




 ახალი ამბები
  • რამდენმა ადამიანმა ისარგებლა სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობითსახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეებს სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ - გადახდასთან დაკავშირებული პრობლემებისა და შესაბამისი ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, ყველა ფიზიკურ პირს მიეცა სესხის მომსახურების 3 თვით გადავადების შესაძლებლობა, რითაც 600 000-მდე მსესხებელმა ისარგებლა, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. „იმის გამო, რომ შექმნილმა ვითარებამ გავლენა იქონია როგორც ქვეყნის მოქალაქეების დიდ ნაწილზე, ისე კომპანიებზე, სახელმწიფომ შეიმუშავა ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია არსებულ გამოწვევებზე. ანტიკრიზისული პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები 2 ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპი იყო გადაუდებელი დახმარება, რომლის განხორციელება მარტში (ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობამდე) დაიწყო, ხოლო მეორე ეტაპი უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს მოიცავს და მისი წარდგენა აპრილში მოხდა. პირველი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები წარმოადგენდა ერთგვარ გადაუდებელ დახმარებას, რომლის მიზანი პანდემიით გამოწვეული პირველადი უარყოფითი ეფექტების მინიმიზაცია იყო. ეს მოიცავდა შემდეგ ღონისძიებებს: მოქალაქეებს დაუფინანსდათ 3 თვის კომუნალური გადასახადი - დახმარება შეეხო იმ აბონენტებს, რომელთა მიერ ელექტროენერგიის ყოველთვიური მოხმარება 200 კილოვატზე ნაკლებია, ხოლო ბუნებრივი აირის ყოველთვიური მოხმარება - 200 მ3-ზე ნაკლები. დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც. სუბსიდირების აღნიშნული მექანიზმი სხვა ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე სამართლიანი და მიზნობრივია. ელექტროენერგიის გადასახადის შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობამ საშუალოდ 3 თვის განმავლობაში 1.2 მილიონზე მეტი აბონენტი შეადგინა, ხოლო ბუნებრივი აირის გადასახადის შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობამ საშუალოდ 3 თვის განმავლობაში - 670 ათასზე მეტი აბონენტი. პროგრამის ბიუჯეტი 170 მლნ. ლარია.სახელმწიფომ დააზღვია, რომ არ მომხდარიყო გაცვლითი კურსის ცვლილებით გამოწვეული ფასების მნიშვნელოვანი ზრდა 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე - გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული უარყოფითი ეფექტების შერბილების მიზნით, განხორციელდა სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც კრიზისის საწყის ეტაპზე, როდესაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფლაციური რისკები, ხელი შეუწყო პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების მერყეობის შემცირებას. ყველა იმ იმპორტიორი კომპანიისთვის, რომელმაც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, მოახდინა 9 ძირითადი პროდუქტის შესყიდვა, სახელმწიფოს მიერ მოხდა სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირება განსაზღვრული პირობებით. პროგრამის ბიუჯეტი 14 მლნ. ლარია. სახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეებს სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ - გადახდასთან დაკავშირებული პრობლემებისა და შესაბამისი ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, ყველა ფიზიკურ პირს მიეცა სესხის მომსახურების 3 თვით გადავადების შესაძლებლობა, რითაც ისარგებლა 600 000-მდე მსესხებელმა. ანტიკრიზისული გეგმის მე-2 ეტაპი ითვალისწინებს პირდაპირ ფინანსურ დახმარებას მოქალაქეებისსხვადასხვა კატეგორიისთვის. მხარდაჭერა ეხებათ როგორც დაქირავებით დასაქმებულებს, ისეთვითდასაქმებულებს და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს. კერძოდ: დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, დახმარების სახით მიიღებენ 1200 ლარს 6 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარს დახმარებით სარგებლობა შეეძლება დაახლოებით 350 000 მოქალაქეს. პროგრამის ბიუჯეტი 450 მლნ ლარამდეა.სხვადასხვა კატეგორიის თვითდასაქმებულები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 300 ლარს. პირების იდენტიფიცირებისთვის გამოყენებული იქნება მოქალაქის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია რომლითაც დადასტურდება, რომ ეპიდემიამდე აღნიშნულ მოქალაქეს ჰქონდა შემოსავალი პროგრამის ბიუჯეტი 75 მლნ. ლარს შეადგენს. სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, დამსაქმებელი მიიღებს საგადასახადო შეღავათს - 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. 1500 ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. პროგრამის ბიუჯეტი 250 მლნ. ლარია“, - აღნიშნულია ... ...
  • კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს 16 მოქალაქე გარდაიცვალაCOVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშის თანახმად, 22 მაისის ჩათვლით, საქართველოში მთავრობის დახმარებით, 12 720 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა, მათ შორის, საჰაერო გზით - 7 107, სახმელეთო გზით - 5 223 და საზღვაო გზით - 390 ადამიანი. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის თანახმად, დაბრუნებულთა შორისაა ქრონიკული დაავადების მქონე 483 პირი, 34 - შშმ პირი, 259 - ხანდაზმული, 102 - ორსული, 435 - მცირეწლოვანი, 173 - ონკოლოგიური პაციენტი, 1 118 - ტრანზიტული მგზავრი, 29 - მეზღვაური და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე 90 პირი. აგრეთვე, საცხოვრებლისა და სტიპენდიის გარეშე დარჩენილი 794 სტუდენტი (საერთო ჯამში განსაკუთრებული საჭიროების მქონე - 3 517 მოქალაქე). „აღსანიშნავია, აშშ-ს მთავრობასთან თანამშრომლობით, აშშ-დან განხორციელებული სპეციალური რეისი, რომელმაც უზრუნველყო სამშობლოში 79 ქართველი მოსწავლის და სტუდენტის და სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვის დაბრუნება. გარდა ამისა, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ - 21 190 მოქალაქეს, მათ შორის, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილთა თავშესაფრით უზრუნველყოფის, საკვების, მედიკამენტების, ასევე სხვა პირველადი და აუცილებელი საჭიროების პროდუქტების და მომსახურების მიწოდების გზით. ასევე, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას, მოქალაქეები გათავისუფლდნენ საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან. განხორციელდა 74 ავიარეისი მსოფლიოს 27 ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთი, ირანი, იტალია, გერმანია, საბერძნეთი და ა.შ. განხორციელებულ ფრენებს შორის - 33 პირდაპირი რეისი შეასრულა ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“. 22 მაისის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული იყო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს 118 მოქალაქე, უმრავლეს შემთხვევებში სახეზეა დაავადების ნაკლებად მძიმე ფორმები. ინფექციით საზღვარგარეთ გარდაიცვალა საქართველოს 16 მოქალაქე (ავსტრია - 1, ესპანეთი - 4, თურქეთი - 1, ბრიტანეთი - 2, აშშ - 5, საფრანგეთი - 2, ლატვია - 1)“, - აღნიშნულია ... ...
  • რამდენი მილიონი დახარჯა მთავრობამ საკარანტინო ზონებისთვისსაკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. ამავე ანგარიშის თანახმად, 22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა დაასრულა. „ამასთან, 2 თვის განმავლობაში მუდმივად დაკავებული იყო საშუალოდ 4 500-5 000 ოთახი. პროექტის განხორციელებით ხელი შეეწყო 23 მცირე ზომის (5-დან 40 ნომრამდე), 42 საშუალო (41-დან 100 ნომრის ჩათვლით) და 18 დიდი ზომის სასტუმროს (101 ნომერი და ზემოთ) ოპერირებას, რამაც უზრუნველყო როგორც სექტორის წარმომადგენლებისათვის, ისე სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის სამსახურისა და შემოსავლების შენარჩუნება. უნდა აღინიშნოს, რომ საკარანტინო ზონების პროექტის არსებობით ხელი შეეწყო არა მხოლოდ COVID19-თან ეფექტიან ბრძოლას, არამედ ისეთი სფეროების წარმომადგენლების ფინანსურ მხარდაჭერას, როგორიცაა: სატრანსპორტო სერვისი, ქეითერინგი და საკვები პროდუქტების დისტრიბუცია, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და სხვ. საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი შეადგენს 32.5 მლნ ლარს“, - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში ასევე განმარტებულია, რომ საკარანტინო ზონების პროექტის დაწყებიდან, მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მცირე, საშუალო და დიდი ზომის სასტუმროებთან. ჯამში, მოლაპარაკებები წარიმართა დედაქალაქისა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე 300-ზე მეტ სასტუმროსთან. „საკარანტინო სივრცედ სასტუმროს შეჩევის პროცესში საქართველოს მთავრობა ეყრდნობოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კრიტერიუმებს. სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნა დაიწყო 2020 წლის 10 მარტიდან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე. საზღვრებიდან სასტუმრომდე მოქალაქეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა მთავრობა. გრძელი მანძილების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყო ტრანსპორტში საკვების მიწოდება. ასევე, უზრუნველყოფილი იყო სასტუმროების პერსონალის სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგება და სხვა საჭირო აქტივობების განხორციელება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას სასტუმროს ნომრის ღირებულება ყოველ ჯერზე წარმოადგენდა მოლაპარაკების საგანს. 2020 წლის 21 მარტიდან ახალი სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას პროექტში ჩართული ყველა სასტუმროსათვის ამოქმედდა ერთიანი ტარიფი, რომელიც ითვალისწინებს სასტუმროს ნომრის ღირებულებას - 59 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), საიდანაც სამჯერად კვებით მომსახურებაზე ფიქსირებული ტარიფი ყოველი სასტუმროსათვის შეადგენს 25 ლარს“, - ნათქვამია ... ...
  • თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისიდან იწყებს (R)ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი. 10 ივნისის ჩათვლით თიბისი ეტაპობრივად დაუკავშირდება და შესთავაზებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობას ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის ბაზაში და იღებს საქართველოს მთავრობისგან კომპენსაციას. ასევე, საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ ის მომხმარებლები, რომლებიც ბანკის მიერ არიან იდენტიფიცირებული და რომლებსაც მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ან დაკარგეს შემოსავალი. თიბისი სხვადასხვა არხის მეშვეობით შეატყობინებს მათ საშეღავათო პერიოდის გააქტიურების შესახებ.  საშეღავათო პერიოდი გავრცელდება შემდეგ პროდუქტებზე: სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებზე, სასწრაფო სესხებზე, ავტოსესხებზე, განვადებაზე, საკრედიტო ბარათებზე, ოვერდრაფტებზე და სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს სესხებზე.  ბიზნეს და აგრო სესხების შემთხვევაში თიბისი სესხების გადავადებას შესთავაზებს ბანკის მიერ იდენტიფიცირებულ ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთა ბიზნესმაც მიიღო გრძელვადიანი ფინანსური სტრესი და მომავალ თვეებში ვერ შეძლებენ სესხზე შენატანის განხორიცილებას. ასევე იმ პირებს, რომლებიც შემოსავალების სამსახურში დარეგისტრირდნენ ერთჯერადი დახმარების მიღების მიზნით.  ყველა სხვა შემთხვევას თიბისი ინდივიდუალურად განიხილავს. ამისათვის დაინტერებული პირი უნდა დაუკავშირდეს საკრედიტო ექსპერტს ან ბიზნეს ბანკირს, შეავსოს განაცხადი და დაელოდოს გადაწყვეტილებას. სესხების გადავადების პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია 13 ივნისიდან და იგი გაგრძელდება მომდევნო სამ თვეს. თიბისიმ სესხების გადავადება უკვე მეორედ შესთავაზა მომხმარებელს, პირველი ტალღა ქვეყანაში პანდემიის გამოცხადებისთანავე დაიწყო. მარტში სესხების გადავადების სამთვიანი პერიოდით მომხმარებლების 78%-მა ისარგებლა, ხოლო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის 59%-მა.  უფრო დეტალურად ინფორმაციას გაეცანით თიბისის ვებგვერდზე.                                                                                                                                                     ... ...
  • თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში სესხის მიღების პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა (R)მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, აქ, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში, ახლა, სამომხმარებლო სესხის მიღება კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი.  სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა სასურველ თანხაზე მოთხოვნა ციფრული არხების საშუალებით, დისტანციურად უნდა დააფიქსირონ. ამისათვის კი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში მხოლოდ მარტივი განაცხადის შევსებაა საჭირო.  განაცხადის შევსებიდან ერთ სამუშაო დღეში თიბისის გუნდი მომხმარებელს დაუკავშირდება.  ინტერნეტ და მობაილბანკს  ახალი ფუნქციონალი უკვე დაემატა. გამარტივებული პროცედურით სარგებლობა  იმ მომხმარებლებს  შეუძლიათ, რომლებსაც  სესხის ლიმიტი სრულად არ აქვთ ათვისებული და სურთ დამატებითი თანხის მიღება.  თიბისის ციფრული არხებით შესაძლებელია  500-დან  60,000 ლარამდე თანხის მიღება, 6 თვიდან 48 თვემდე დაფარვის ვადით. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?