დახმარება კიდევ ერთ მარტოხელა მოხუცს გაუუქმეს

მთავარი თემა

დახმარება კიდევ ერთ მარტოხელა მოხუცს გაუუქმეს

2013 მარ 30 09:44:13
ოზურგეთელი, ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრები, 84 წლის ნიჟა კვაშალი რედაქციას ტირილით ეწვია.

_ ბაბუა, ახლავე დაწერე, მიშას დანიშნული პენსია რომ ბიძინამ წამართვა, თორემ შენს უფროსს დავურეკავ _ დამიწერე აგერ "სპიჩკის" კოლოფზე ტელეფონის ნომერი, ხომ ხედავ, რომ ვტირი? მთლად მარტო დავრჩი, ცოლი, შვილი და ორი შვილიშვილი კვირიკეთის ჭადრის ძირში მიწევს, მიყოლებით დავმარხე, _ ტიროდა ბატონი ნიჟა.

სოციალური დახმარება, როგორც თვითონ ამბობს, 12 თებერვალს გაუუქმეს. აგენტის მოსვლის შემდეგ ელოდა, რომ დახმარებას გაუგრძელებდნენ და მისი შეჩერება გულშიც კი არ გაუვლია. მოხდა კი ისე, რომ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მარტოხელა, 84 წლის მოხუცს, რომელსაც სიარულიც კი უჭირს, სოციალური დახმარება შეუჩერეს.

ნიჟა კვაშალს ერთადერთი ვაჟი აფხაზეთის ომში დაეღუპა. შინ დარჩენილმა რძალმა უდიდესი უბედურება გადაიტანა _ ავადმყოფობით ორი შვილი ზედიზედ გარდაეცვალა. მას შემდეგ, ნიჟა და მისი მეუღლე, მორალურად წელში გატეხილი ცხოვრობდნენ, რასაც ეკონომიკური სიდუხჭირეც თან ერთვოდა.

_ შარშან გარდაიცვალა ჩემი მეუღლე. რაც მან ქვას თავი ურტყა, როცა ჩემი ვაჟი მოკლეს აფხაზეთში, აქამდე როგორ მოაღწია?! ნოემბერში დავასაფლავე და ორ დღეში აგენტი მომადგა. დევიფსე და ესენი ყელში წასაჭერად მომადგნენ? არც მიეჭვია, რომ დახმარებას მომიხსნიდნენ. წავიდა და მალე მომივიდა უმაღლესი ქულა. ღრმა მოხუცი ვარ, თვეში, სულ ცოტა, 120 ლარის წამალი მჭირდება. შვილიშვილები რომ არ დამღუპვოდა, რა მჭირდა ამათი სამათხოვრო? ახლა 19-20 წლის ბადიშები მეყოლებოდა, _ ამბობს ნიჟა კვაშალი.

როცა შვილი აფხაზეთის ომში დაეღუპა, ნიჟა კვაშალს მიანიჭეს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის წოდება. როგორც მარჩენალდაკარგულს, 22 ლარი ეძლევა დახმარების სახით. მას მიაჩნია, რომ სწორედ ამიტომ მოუხსნეს დახმარება.

_ ჩემმა შვილმა აფხაზეთისთვის ომს შესწირა თავი. არ ვუშვებდით და გაგიჟდა, მტერი მოდის და ომში თუ არ წავედი, აბა, ნაცარში დავჯდეო? ახლა მე ვგდივარ ნაცარში, ალბათ, მის 22 ლარს უნდა მამადლიდნენ თუ ათჯერ მეტი უნდა მომცენ? აგენტი რომ მოვიდა სახლში, ავიყვანე ოდაში და საწოლებთან ჩამწკრივებული ტაშტები ვაჩვენე, წვიმა ღვარივით ჩამოდიოდა. დაწერე,-მეთქი, ვუთხარი და მიპასუხა, არ უნდა ამას დაწერაო. გეკითხებით, აბა, რა დაწერა? ესაა, ივანიშვილი მოვა და ყველაფერი კარგად იქნებაო? არანაირი ფრინველი და პირუტყვი მე არ მყავს. როცა მოვლა შემეძლო, კი ვუვლიდი. 22 ლარი წამლებსაც არ ჰყოფნის და პურის ფული ვის ვთხოვო? _ გასაჭირის გამო შეწუხებული ნიჟა კვაშალი პასუხს ითხოვს, სოციალური მომსახურების სააგენტოში მისვლაზე უარს აცხადებს და "გურია ნიუსს" ემუდარება, გააგებინონ ყველას, როგორ წაართვეს შარშან დანიშნული პენსია წელს, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ.

ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს, სადაც ჩვეული, თავაზიანი, ნაცნობი პასუხი გაგვცეს, მობრძანდეს და ყველაფერს გავარკვევთო. ჩვენ ნიჟა კვაშალთან ერთად ვეწვიეთ ოზურგეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს. 76 340 ქულამინიჭებული მოხუცი დაჟინებით ითხოვდა, ვინ და რატომ ჩაიდინა ეს ბოროტება და მარტოხელა, შვილმკვდარ, 84 წლის ავადმყოფს, რატომ შეუწყდა დახმარება. სააგენტოს მთავარმა სპეციალისტმა ნინო ჩხაიძემ მისგან მოითხოვა წარმოედგინა, "ფორმა 100", რის შემდეგაც დააწერინა განცხადება: _ აღნიშნული განცხადების საფუძველზე, თანამშრომელი, რომელიც მოახდენს მის შესწავლას, მაქსიმუმ, ათ დღეში, ნიჟა კვაშალს ეცნობება პასუხი. შესაძლოა, ქულების თავიდან გადათვლა მოხდეს, _ თქვა ნინო ჩხაიძემ.

მარტოხელა მოხუცს გაუჭირდა ყოველივე ამის დაჯერება და დაჟინებით ითხოვდა სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსთან, ვასილ ხომერიკთან შეხვედრას, თუმცა, ის იმ დროს სამსახურში არ იმყოფებოდა.

ჩვენ აქტიურად მივადევნებთ თვალს ნიჟა კვაშალის სოციალური დახმარების დანიშვნის საკითხს.




 ახალი ამბები
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...