9 აპრილი _ სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დღე

მთავარი თემა

9 აპრილი _ სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დღე

9 აპრ. 2013, 11:19:40
საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით 4 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქცია სასტიკი დარბევით დასრულდა. მიტინგის დაშლის შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეულმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, კიდევ უფრო მეტის ჯანმრთელობა კი სამხედროების მიერ გაშვებულმა მხუთავმა გაზმა შეიწირა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად რუსთაველის გამზირზე, ტრადიციულად, წელსაც ბევრი ადამიანი უკვე იწყებს შეკრებას.

ძნელია ემოციის გარეშე გაიხსენო "ბართლომეს ღამედ" ქცეული 8 აპრილის ღამე. ჩვენ რამდენიმე ადამიანს გავესაუბრეთ 24 წლის წინანდელი ამბების გასახსენებლად.

დავით გიორგობიანი, მსახიობი: _ მაშინ სამების ეკლესიის დარაჯი ვიყავი. 8 აპრილს, დილით, ტაძარში სანთლების გამყიდველი სათნო მანდილოსანი ტაძარში გარდაცვლილი დაგვხვდა. თითქოს ეს ნიშანი იყო. ქუჩაში გავედი და ახალგაზრდა დემონსტრანტებს ვაფრთხილებდი, რომ მალე დიდი განსაცდელი დაგვატყდებოდა. სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, უმეფო ქვეყანაში შეეწირა უბრალო ხალხი, ქართველი გოგონები, ყველასგან დაუცველნი, ნაშიმშილებნი. ადრე წინ მეფე მიგვიძღოდა გულანთებული და ერისთვის სულისდამდები, მის მერე და ახლაც კი ვეღარავინ მიგვიძღვის, რადგან სულის დადება მოყვასისთვის და თავგანწირვა, ღვთის მადლია და რჩეულთა ხვედრი.

_ თქვენ იყავით აქციაზე?

_ არა, მე დემონსტრაციაზე ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, მით უფრო დიდ მარხვაში, როცა მორწმუნეთა კრებული უნდა ლოცულობდეს. მაგრამ სადღაა რწმენა? ადამიანები ცდილობენ, ღვთის გარეშე თვითონ გადაარჩინონ საქართველო და დღეს იქამდე მივედით, რომ მალე ხბოებივით ჩიპების დამღის დადებას დაგვიპირებენ ხელზე და ურწმუნო შუბლზე. სამწუხაროდ, უარესი ტრაგედია მოგველოდება მომავალში, თუ ერი და ბერი არ იკითხავს და არ მოიძევს, აბა როგორ გადავრჩეთო. როდესაც იცი, ვინ არის ქრისტე, მაშინ ყველაფერი გეცოდინება. არ იცი, ვინ არის შენი უფალი, არაფერი არ იცი! დიდი უსამართლობა მოხდა, ადამიანურად თუ ვიტყვი, თორემ ვინც შეეწირა, უფალთან არიან. მე ასე მწამს, როდესაც ერი მიგყავს და გაქვს ამხელა კადნიერება, ჯერ შენ უნდა მიიღო მთავარი დარტყმა, რომელიც წინ მიუძღვი. ამიტომაცაა მეფე აუცილებელი. ის პრეზიდენტივით კაბინეტში კი არ იჯდება ბრძანებების გასაცემად, არამედ ყოველთვის წინა ხაზზე იქნება.

ჯონდი ბაღათურია, "ქართული დასის" ლიდერი: _ 9 აპრილი იყო ქართველების უპრეცედენტო ერთიანობის და თავგანწირვის უნარის დემონსტრირება, სადაც პირდაპირი გაგებით შიშველი ხელებით ვებრძოდით უზარმაზარ იმპერიას და სატანკო ნაწილებს რუსთაველზე. ერთ-ერთი მძიმე დღე ჩვენს ისტორიაში, დღე ცრემლის და სიხარულის ერთდროულად, რადგან ყველას გვტკივა ჩვენი დახოცილი ძმები და დები და ყველას გვიხარია ერთობა და ურთიერთ სიყვარული, გმირობა და თავდადება, რაც ამ დღეს ქართველებმა ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს. მადლობა ღმერთს, რომ ამ დღის ერთ-ერთი მონაწილე ვარ.

_ 9 აპრილის ღამეს იქ იყავით?

_ კი, რა თქმა უნდა, სხვაგან სად შეიძლება ვყოფილიყავი? ვიყავი ჩემს მეუღლესთან ერთად, მაშინ ახალი დაქორწინებულები გახლდით და უკვე ველოდებოდით ჩვენს პირველ შვილს. იქ ბევრი ფეხმძიმე ქალი იყო, იქ მაშინ მთელი საქართველო იდგა. ამ სირთულეს ქართული ერთობა და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა, ადამიანი მიერ ადამიანის გასაჭირის გაზიარება ამსუბუქებდა. არც ერთი შეშინებული სახე იმ დღეს მე არ მინახავს _ იყო მხოლოდ დიდი ტკივილი და სრული უპირობო მზადყოფნა თავგანწირვისთვის და რაც მთავარია, რწმენა ღმერთის და სამშობლოს უკეთესი მომავლის. მინდა თქვენთან ერთად მოვიხსენიო მათი სულები, მოვიხსენიო, ვინც თავი დადო ღმერთისთვის, სამშობლოსთვის და ადამიანისთვის.

ლეილა კვარაცხელია, პედაგოგი: _ ყველაფერი ასე დაიწყო: აფხაზეთში, "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება" მიტინგებს ატარებდა. ერთ-ერთი აქციის შემდეგ სოხუმისაკენ მიმავალ ავტობუსს, რომელშიც მომიტინგეები ისხდნენ, თავს დაესხნენ (მიტინგი ანტიაფხაზური კი არა, ანტიიმპერიალისტური იყო). 1989 წლის 2 აპრილს, ამის გამო სოხუმში გრანდიოზული აქცია გაიმართა, რომელშიც ბევრი აფხაზი მონაწილეობდა. "ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ" ქართველებსა და აფხაზებს შორის შეტაკების პროვოცირების თავიდან ასაცილებლად წინააღმდეგობის ცენტრის თბილისში გადატანა გადაწყვიტა.

4 აპრილიდან, თბილისში საყოველთაო გაფიცვა დღის 3 საათზე დაიწყო. უკვე 7 აპრილისათვის მთავრობის სახლის წინ საშუალოდ 10-20 ათასი კაცი იმყოფებოდა. აქციის ლიდერებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს მიმართეს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გამოყენება ეცნოთ. მომიტინგეთა მოთხოვნები ხელისუფლებისათვის მიუღებელი იყო. მთავრობასა და ეროვნულ მოძრაობას შორის მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. 8 აპრილს, კრემლის ზეგავლენით, საქართველოს რესპუბლიკური აქტივის სხდომაზე მომიტინგეთა დარბევის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. გამოქვეყნდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ბრძანებულება, რომლის თანახმადაც მიტინგებისა და დემონსტრაციების აღკვეთის პირობები მკაცრდებოდა. ეს ბრძანებულება უშუალოდ თბილისის მოვლენების შეჩერების მიზნით მიიღეს. ყოველივე ამით კი მიტინგის დარბევის იურიდიული საფუძველი შეიქმნა. 8 აპრილსვე დღის მეორე ნახევარში გავრცელდა ხმა, თითქოს შინაგან სამინისტროს სპეციალურ ქვედანაყოფებს მიტინგის დაშლის შესახებ მითითება ჰქონდათ მიცემული. ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევის მიზნით ლიდერების ხელმძღვანელობით მიტინგის ადგილის ირგვლივ მდებარე ქუჩების ავტობუსებითა და სატვირთო მანქანებით ჩაკეტვა დაიწყეს. 9 აპრილის დილისათვის დამსჯელმა ნაწილებმა მომიტინგეებს ალყა ყველა მხრიდან შემოგვარტყეს. შეიარაღებულნი იყვნენ ხელკეტებით, ორლესული ნიჩბებით და მომწამვლელი გაზით. მთავრობის სასახლის წინ ასეული ჯარისკაცი იერიშით შემოიჭრა და მომიტინგეებსა და მოშიმშილეებს შეუბრალებლად დაგვიწყეს ჩეხვა. ალესილ ნიჩბებსა და ხელკეტებს გვირტყამდნენ და თან ყვიროდნენ _ "სტალინისათვის!". მიტინგი სულ რამდენიმე წუთში დაიშალა. მოედანზე მხოლოდ საშინლად დასახიჩრებული და ბარბაროსულად მოკლული ადამიანების გვამები დარჩა. 200-ზე მეტი კაცი გაზით მოიწამლა, მრავალი კი – დაიჭრა.

ქედს ვიხრით 9 აპრილს დაღუპული ქართველების წინაშე და კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე გასწირა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის: ადამია აზა, 22 წლის; ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის; ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის; გიორგაძე ნატო, 23 წლის; დოლიძე თამუნა, 28 წლის; ენუქიძე თინა, 70 წლის; თოიძე ნინო, 25 წლის; კიკვიძე ზაირა, 61 წლის; ლოლაძე მანანა, 33 წლის; მამულიშვილი თამარი, 50 წლის; მეტრეველი ვენერა; ნოზაძე მამუკა, 22 წლის; სამარგულიანი ნანა, 41 წლის; ქვასროლიაშვილი შალვა; ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის; ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის; ჭოველიძე თამარი, 16 წლის; ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის; ჯინჭარაძე მზია, 43 წლის; მელქაძე მანანა 23 წლის; ქარსელაძე გია 25 წლის.

ამ წუთებში 9 აპრილის მემორიალთან თავს იყრიან 9 აპრილს გარდაცვლილი გმირების მშობლები, ოჯახის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც პატივს მიაგებენ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენების დროს გარდაცვლილი ადამიანების სულებს.




 ახალი ამბები
  • რატომ შეჩერდა საქართველოში პლაქვენილის გამოყენება COVID-19-ის მკურნალობის მიზნითსაქართველოში COVID-19-ის მკურნალობის მიზნით პლაქვენილის გამოყენება შეჩერდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გაიდლაინები განიხილეს, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციამ პლაქვენილის გამოყენება, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, დროებით შეაჩერა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო, როგორც სოლიდარობის კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი ქვეყანა, „ჯანმო“-ს რეკომენდაციას იზიარებს და შესაბამისად პლაქვენილის გამოყენებას აჩერებს. „პლაქვენილის გამოყენება დროებით შეაჩერა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ჯგუფმა. არ არის გამორიცხული, რომ დამატებითი მტკიცებულებების გამოჩენის საფუძველზე, რომელიც დაადასტურებს პლაქვენილის სარგებელს მასთან დაკავშირებულ რისკებთან შედარებით მისი გამოყენების შესახებ რეკომენდაცია ისევ გაიცეს, თუმცა ჯერჯერობით ამის თქმის საფუძველი არ გვაქვს და უნდა დაველოდოთ მოვლენები როგორ განვითარდება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, პლაქვენილის გამოყენება საქართველოში ყოველთვის ხდებოდა გვერდით მოვლენებზე ძალიან ინტენსიური მონიტორინგს რეჟიმში. „ყველა პაციენტს, რომელმაც პლაქვენილი მიიღო ჰქონდა შესაფერისად კარგი გამოსავალი. ამ შემთხვევაში კლინიცისტები საუბრობენ დაავადების მიმდინარეობის შემოკლებაზე, პაციენტებს სერიოზული გვერდითი მოვლენები პლაქვენილის ფონზე არ ჰქონიათ, ამდენად გარკვეულად იმედგაცრუებაც კი გამოიწვია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ამ გადაწყვეტილებამ. მაგრამ ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენები როგორ განვითარდება და რა დამატებითი საფუძველი გვექნება იმისთვის, რომ პლაქვენილი ან რომელიმე სხვა ეფექტური მედიკამენტი, რასაც დღეს სოლიდარობის კვლევის ფარგლებში შეისწავლიან, შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ. მკურნალობის ახალ გაიდლაინს სამინისტრო მომდევნო კვირაში ... ...
  • "ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად" _ თინა ბოკუჩავა„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველო, ახალგაზრდები პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას არ იმსახურებენ. თინა ბოკუჩავამ გიორგი გახარიას, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება, ჯალათი უწოდა. „მე იცით რას ვთვლი, ბატონო გახარია? თქვენ ამით დაასრულეთ თქვენი სიტყვა, მე ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად. მე ვთვლი, რომ თქვენი ლოიალობა სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის მიმართ კი არ არის, აი, ამ დროშის მიმართ კი არ არის, ამ გერბის მიმართ კი არ არის, თქვენი ლოიალობა იმ ქვეყნის მიმართ არის, რომლის წარმომადგენელიც თქვენმა ხელისუფლებამ ჩამოიყვანა საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოათავსა. შემდეგ კი, ამის გაპროტესტებისთვის თქვენი დაგეგმილი სისხლიანი გეგმით დაასახიჩრა უამრავი ადამიანი. აი, ვთვლი, რომ ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ამას არ იმსახურებენ ჩვენი ახალგაზრდები. ისინი იმსახურებენ დასავლურ, ნორმალურ, კარგ მომავალს, თქვენ არ გიმსახურებენ, ბატონო გახარია, ჩვენი ახალგაზრდები. ჩვენი მომავალი თაობა თქვენ არ გიმსახურებთ, ბატონო გახარია, ეს კარგად დაიმახსოვრეთ. თქვენ ვერასდროს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს იმ მისამღერს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს“,- განაცხადა ბოკუჩავამ და ქვეყანაში სიღარიბეზე გაამახვილა ყურადღება. „ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასევე არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა იმას, რომ ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობდეს და ამას ვერ ხედავდეს ძვირადღირებული, დაბურულშუშებიანი მანქანით გადაადგილებული პრემიერ-მინისტრი, თუ მისი მთავრობის წევრები. ასევე არ იმსახურებს იმას, რომ მსოფლიოს შიმშილის ინდექსით საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი შიმშილობდეს რეგიონში, ბატონო პრემიერო. ასევე არ იმსახურებს იმას, რომ სათამაშო მოედნად აქციოს ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა და თქვენ პაიკებად გამოგიყენოთ, თქვენც მათ შორის, ბატონო გიორგი, ისევე როგორც თქვენი მინისტრები პაიკებად გამოიყენოს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გამდიდრებისთვის. აი, ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს კორუმპირებულ მთავრობას და, როდესაც ერთიან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობთ, ბატონო გიორგი, და ჩვენს მმართველობაზე, გაიხსენეთ, რომ ჩვენს დროს, დიახ, 8 პროცენტამდე იყო ეკონომიკური ზრდა. ჩვენს დროს ადამიანებს ჰქონდათ უკეთესი მომავლის იმედი. დღეს 4 პროცენტამდეც კი არ არის ეკონომიკური ზრდა. ეს იმიტომ ხდება, რომ ბიუჯეტს ხრავთ, ბიუჯეტს ჭამთ, სახლში მიგაქვთ ქვეყნის ბიუჯეტი. ამიტომ ხდება ეს, გადახედეთ თქვენს ქონებას. სოციალურად დაუცველებად მოდიან მინისტრები და ბიუროკრატები, მილიონრებად მიდიან მთავრობიდან. შეხედეთ თქვენს საცხოვრებელ სახლებს, თქვენს მანქანებს, როგორ ცხოვრობთ თქვენ, თქვენი ახლობლები და შეხედეთ დანარჩენ მოქალქეებს, ნახავთ განსხვავებას. შემდეგ აღარ დაგვიმტკიცებთ, ბატონო გიორგი, რომ ამ ქვეყანაში სიღარიბე არ არსებობს მაშინ, როცა მოსახლეობის 69 პროცენტი ცხოვრობს სიღარიბეში. ეს არის რეალურად სიმართლე. თქვენმა გუშინდელმა გამოსვლამ, ბატონო გიორგი, ასევე გამახსენა შევარდნაძის დრო, როდესაც იმდენად შესისხლხორცებული ჰქონდათ ზოგ ზოგიერთს კორუფცია, რომ ამას რაღაც კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებდენენ. ეს გვითხარით გუშინ სწორედ, რომ ის, რაც საქართველოს კანონმდებლობით ისჯება, პატიმრობით 3-დან 9 წლამდე, თქვენ ქართულ ჯიგრულ პონტად დაახასიათეთ. ქართულ ჯიგრული პონტია ალბათ ისიც, რომ ტენდერებს ყოველთვის როგორღაც სწორედ ის ჯიგრები იგებენ, რომლებიც დაკავშირებულები არიან „ქართულ ოცნებასთან“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ ... ...
  • პრემიერი ბოკერიას: "უფრო აგრესიულები ხართ, მგონი, გუშინ ვიღაც გაგიჯავრდათ"პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოპოზიციონერ დეპუტატ გიგა ბოკერიასაც უპასუხა. ბოკერია კორონავირუსის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისის დროს საპენსიო ფონდის გამოყენებას კვლავ ითხოვდა. “ბატონო გიგა, გუშინ თუ გუშინწინ ვიღაც გაგიჯავრდათ და ახლა იმიტომ ლაპარაკობთ ასე, აგრესიულები ხართ დღეს”, – განაცხადა ... ...
  • "ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ 2012 წელს გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს" _ გახარიახანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ 2012 წელს გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება. „ახლა რაც შეეხება დემაგოგიურ კითხვას რა გააკეთეთ ეპიდემიასთან ბრძოლისთვის. მეგობრებო, მე მინდა მარტივად კიდევ ერთხელ ავხსნა მოდელი, რომელიც იყო შემდეგი. მოულოდნელი კრიზისის დროს, როდესაც ქვეყანა და გლობალურად მსოფლიო ხვდება მოულოდნელი კრიზისს, რომლის პროგნოზირების საშუალება არ არსებობს და, როდესაც არ არის განჭვრეტადობა პროგნოზის თუ როგორ გაგრძელდება, რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი პირველ რიგში იყო დავხმარებოდით მოქალაქეს და აქ ყველამ კარგად უნდა გაითვალისწინოს, ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ამ პროგრამებს, რომ ვკითხულობ ზოგიერთებს ეშლებათ და ჰქონიათ, რომ ჩვენ გერმანიის დონის ეკონომიკა დაგვიტოვეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, მასწავლებლის ხელფასი 2012 წელს გახლდათ საშუალოდ 330 ლარი, დღეს 1028 ლარია. აქ ციფრები ყველაფერს ამბობენ. „შინ, როდესაც საქართველოშიო ჯანდაცვაზე ხარჯები ქვეყნის ბიუჯეტში იყო სულ 300 მილიონი და ადამიანები იმისთვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიეხედათ საცხოვრებელ სახლებს ყიდდნენ. მინდა რამდენიმე მარტივი ციფრი გითხრათ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ 2012 წელს საქართველოში ჯანდაცვის ბიუჯეტი იყო 332 მილიონი, დღეს საქართველოში ჯანდაცვის ბიუჯეტია მილიარდ 76 მილიონი. შშმ პირთა სოციალური დახმარება გახლდათ 115 მილიონი, დღეს არის 240 მილიონი. პენსიები და კომპენსაციები საქართველოში 2012 წელს იყო 905 მილიონი დღეს არის 2 მილიარდ 267 მილიონი – ეს ბიუჯეტია ბატონო რომან, რაც შეეხება განათლების დაფინანსებას, განათლებაში 2012 წელს ბიუჯეტი გახლდათ 757 მილიონი, დღეს საქართველოს განათლების ბიუჯეტია მილიარდ 800 მილიონი. მასწავლებლის ხელფასი 2012 წელს გახლდათ საშუალოდ 330 ლარი, დღეს 1028 ლარია. აქ ციფრები ყველაფერს ამბობენ“, – აღნიშნა გიორგი ... ...
  • "ბატონი რომანი მთავაზობდა, ისე მიმეტოვებინა ჩემი მოქალაქეები, როგორც მათ მიატოვეს" _ პრემიერიბატონი რომანი მე მთავაზობდა, რომ ეს სამშენებლო კომპანიები და ეს ჩემი მოქალაქეები მე მიმეტოვებინა, ზუსტად ისე, როგორც მათ მიატოვეს 2008 წელს კრიზისის შემდგომ სამშენებლო კომპანიები კი არა, ადამიანები რომლებსაც ბინები ჰქონდათ ნაყიდი და ათობით ათასი ადამიანი საცხოვრებელი ფართების გარეშე დარჩა, მაშინ, როდესაც ფული ჰქონდათ გადახდილი., - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება. პრემიერის თქმით, ის დაუმთავრებელი შენობები, რომელიც თბილისში მრავლადაა, არის საცხოვრებელი სახლები და მასში 2008 წლამდე ადამიანებს ფული აქვთ გადახდილი. „დღეს ბატონმა რომანმა დაგვიწუნა თურმე ის პროექტი, რომელიც მიმართულია სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად, იმიტომ, რო  არ თქვა არაფერი, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენმა მოქალაქეებმა, 30 000-მა მოქალაქემ, იპოთეკური სესხით გადაწყვიტა საცხოვრებელი  პირობების გაუმჯობესება. აქედან, 25 ათასი მოქალაქე, რომელიც იპოთეკურ ურთიერთობებში შევიდა სამშენებლო კომპანიასთან, პირველი შენატანი შეიტანა, ბანკიდან სესხი აიღო, გადახდები დაიწყო, ამ ხალხის საცხოვრებელი ბინები დასრულებული არ არის და მშენებარეა. გამოდის, რომ  ბატონი რომანი მე მთავაზობდა, რომ ეს სამშენებლო კომპანიები და ეს ჩემი მოქალაქეები მე მიმეტოვებინა, ზუსტად ისე, როგორც მათ მიატოვეს 2008 წელს კრიზისის შემდგომ სამშენებლო კომპანიები კი არა, ადამიანები რომლებსაც ბინები ჰქონდათ ნაყიდი და ათობით ათასი ადამიანი საცხოვრებელი ფართების გარეშე დარჩა, მაშინ, როდესაც ფული ჰქონდათ გადახდილი. დღეს ჩვენ ჯერ ეს პრობლემა ბოლომდე ვერ მოვაგვარეთ. დღეს თბილისის მერია იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს. ის დაუმთავრებელი შენობები, რომლებითაც გადატენილის თბილისი, ჩონჩხების სახით, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის საცხოვრებელი სახლები და ადამიანებს ფული აქვთ გადახდილი 2008 წლამდე. 12 წლის უკან და დღეს მათ საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია. ზუსტად იგივეს გვთავაზობდა ბატონი რომანი, რომ რატომ მიიღო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება, რომ 25 000 ჩვენი მოქალაქე, რომელმაც გადაწყვიტა ბინა შეეძინა - თურმე მათ არ უნდა მივხმარებოდით და ისინი უნდა დაგვეტოვებინა ბედის ანაბარა, რომ ჩონჩხებით გავსებულიყო კვლავ თბილისი“, - განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?