ორი დღით შეჩერებული გამოსახლება...

მთავარი თემა

ორი დღით შეჩერებული გამოსახლება...

2013 აპრ 11 02:01:37

გურამ ჩხიაძის შვილს, რეზო ჩხაიძესა და კერძო პირს მადონა კაიკაციშვილს შორის სამოქალაქო დავა, რომელიც წლების წინ ფულის სესხებას ეხებოდა, ჩხაიძის დაჭერით დასრულდა.  რეზო ჩხაიძეს თაღლითობის მუხლით  9 წელი მიესაჯა.   ჩხაიძის დედა,  მაია შევარდნაძე ამბობს, რომ შვილის თავისუფლების სანაცვლოდ, იძულებული გახდა ოჯახი მევალისთვის გადაეფორმებინა, რათა თავის შვილისთვის საპროცესო შეთანხმება გაფორმებულიყო. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, სადავო სახლის  უკვე ყოფილი მეპატრონე გურამ ჩხაიძე ქმედუუნაროა და  აქედან გამომდინარე, მისგან სახლის გადაფორმება არ შეიძლებოდა. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ,  საქმეში ნოტარიუსის, საჯარო რეესტრისა და პროკურატურის წარმომადგენლების დანაშაულის  იკვეთება.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ოჯახის გამოსახლების პროცესი პოლიციას უნდა დაეწყო,  გურამ ჩხაიძის მეუღლე ცუდად გახდა, რის შემდეგაც   საქმეში  სოციალური მომსახურების სააგენტო ჩაერთო.  მათი სასამართლოსადმი მიმართვის შემდეგ გამოსახლების პროცესი ორი დღით  გადაიდო.

თამრიკო ჩხაიძე, გურამ ჩხაიძის და:  "ავადმყოფ კაცს გვისახლებენ გარეთ,  ყველა იცნობს ჩვენს ოჯახს, მარტო  ოზურგეთში კი არა, მთელ საქართველოში. რამდენიმე წელია უკვე  არის ავად. ეს თანხა,  15 000 ლარი მისმა შვილმა რეზო ჩხაიძემ ისესხა კერძო მევახშიდან მადონა კაიკაციშვილისგან, ჩადო ბიზნესში, რომელმაც ვერ გაამართლა და ჩავარდა ვალში.  ახლა ითხოვს 25 000 ლარს.  იმ 15 000 ლარის გადაუხდელობის გამო, ქალბატონმა მადონა კაიკაციშვილმა უჩივლა ჩემს ძმისშვილს რეზო ჩხაიძეს და მიუსაჯეს კიდეც  9 წელი,  თაღლითობისა და ფულის მითვისებისთვის.  ყველანაირად ცუდი კაცი გახადეს, რომელმაც წითელ დიპლომზე დაამთავრა უმაღლესი და დღეს უმუშევარია. ამ ქალბატონზე, როგორც ჩვენ ვიცით, თბილისის პროკურატურაში არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული, როგორც თაღლითი, მან მარტო ჩვენ კი არ გაგვიკეთა ასე,  ძალიან ბევრი ოჯახი ჰყავს გამწარებული, ფულს აპროცენტებს და შემდეგ ასე თაღლითობის გზით, პოლიციასთან და პროკურატურასთან შეკრული, მევალეებს სახლებს ართმევს.

ნოტარიუსი წერს, მივედი სახლში, ვნახე ჩემი თვალით ანუ ჩემს ავადმყოფ ძმაზე საუბრობს, გურამზე, რომ სრულიად ჯანმრთელიაო. ამ დროს ჩემს ძმას ყველანაირი დასკვნა და საბუთი აქვს იმისა, რომ არის ავად. ამ საქმეში ნოტარიუსმაც დააშავა, ასევე საჯარო რეესტრმა და პროკურატურამ. მიუსაჯეს ჩემს ძმისშვილს 9 წელი. არ მიუთვისებია მას ეს თანხა".

მაიკო შევარდნაძე, რეზო ჩხაიძის დედა" იცით,  რა დროც იყო, ყველა საბუთზე ხელი მოვაწერე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და წნეხის ქვეშ, საპროცესო შეთანხმება არ გაგვიკეთა ქალბატონმა მადონა კაიკაციშვილმა, ისე სანამ ქონება არ გადავუფორმეთ.  არაფერი არ გვქონდა ამ სახლის მეტი. რა მექნა ჩემი შვილის  დაჭერას ყველაფერი მერჩივნა, სანამ არ გადამიფორმებთო სახლსო და არ აღიარებ შენი შვილის ვალსო, მანამ რეზიკო ციხეში იჯდებაო და მისჯილი ჰქონდა 9 წელი. წარმოიდგინეთ ახლა, თქვენი თავი ჩემს ადგილზე, დედა ვარ და გავაკეთე, ოღონდ რეზიკო სახლში ყოფილიყო.

15 000 დოლარში 6000 დოლარი პროცენტი აქვს გადახდილი ჩემს შვილს. მეუღლე ავად მყავს. საშინელ დღეში ვართ, სად უნდა გააგდონ ავადმყოფი კაცი და პატარა მცირეწლოვანი შვილიშვილი? არსად გვაქვს წასასვლელი, ამ სახლის გარდა არაფერი გვაბადია. ხელში პოლიციას არანაირი სასამართლო გადაწყვეტილება არ აქვს, იმის გარდა, რომ რეესტრში ჩვენი სახლი არის გაფორმებული მადონა კაიკაციშვილზე. მეც მაქვს შეტანილი თბილისში გენერალურ პროკურატურაში სარჩელი მის წინააღმდეგ" -ამბობს მაია შევარდნაძე.

გოჩა ძიმისტარიშვილი,  მადონა კაიკაციშვილის ინტერესების დამცველი: მადონა კაიკაციშვილისა და გურამ ჩხაიძის ოჯახს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, დაახლოებით 6 წლის წინ და ჩაიდო ეს სახლი იპოთეკით, სესხის უზრუნველყოფის მიზნით. დღეის მდგომარეობით,  ეს თანხა არის გადაუხდელი და ქონება აღრიცხულია ჩემი მარწმუნებლის, მადონა კაიკაციშვილის სახელზე. ამის შემდეგ, არაერთი განცხადებით მიმართა ქალბატონმა მადონამ  ოჯახს განცხადებით, რომ ეს თანხა დაებრუნებინა და დაუბრუნებდა სახლსაც, მაგრამ არ ასრულდა ეს მოთხოვნა. ამის შემდეგ მოსთხოვა, რომ დაეცალა ეს სახლი აქ მცხოვრებ პირებს და ესეც არ გაკეთდა.

პოლიციას შეუძლია, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოასახლოს დაკავებული ფართიდან ოჯახის წევრები, თუკი დასტურდება, რომ უძრავი ქონების საკუთრება იმ პირზეა, რომელიც განცხადებით მიმართავს პოლიციას.  სამოქალაქო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ მეპატრონე  არის მადონა კაიკაციშვილი და ბუნებრივია, მას აქვს იმის უფლება, გამოასახლოს  გურამ ჩხაიძე და მისი ოჯახი ამ სახლიდან. დღეს ყველაფერი არის კანონის ფარგლებში, თუ კი რაიმე არის უკანონო ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს  იურისტი ირაკლი კუტუბიძე: ჩვენ მივმართეთ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც ხვალ უნდა განიხილოს ეს საქმე. შუამდგომლობა გვაქვს დაყენებული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით. პიროვნება არის ქმედუუნაროდ აღიარებული, რომელსაც ჰყავდა მეურვე, რომელმაც მეურვეობა მზრუნველობის ორგანოს ნებართვის გარეშე გაასხვისა ქონება.

როგორც კი შემოვიდა შეტყობინება სოციალურ სამსახურში, მაშინვე დავიწყეთ მუშაობა და ახლაც ვმუშაობთ, რომ დავიცვათ სამეურვეო პირის ინტერესები.

გურამ ჩხაიძის ოჯახი სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინშია რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში, შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა 45.5%_მა მიიღო მონაწილეობაოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენიეშვილის ინფორმაციით, ოზურგეთის 60/01/03 ოლქში საკუთარი არჩევანი 2013 ამომრჩეველმა გააკეთა, რაც ამომრჩევლის 45.5 პროცენტია. ამ ოლქში სულ 5089 ამომრჩეველია რეგისტრირებული. თენიეშვილის თქმით, არჩევნებჯს პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა: _ პროცესი მშვიდად ჩატარდა. რაც შეეხება აქტივობას, საშუალო მაჩვენებელია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თენიეშვილმა. ამ დროისთვის ოზურგეთში ყველა უბანი დაკეტილია და ხმის დათვლის პროცედურა ... ...
  • ზუგდიდში საარჩევნო უბნების კურთხევა დაიწყესამ წუთებში, ზუგდიდში, სასულიერო პირები საარჩევნო უბნებში დადიან _ ისინი იქ ხატებით შედიან და უბნებს აკურთხებენ როგორც გავარკვიეთ, საარჩევნო უბნების კურთხევის ინიციატორი ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მოძღვარი დეკანოზი ფრიდონია (ასათიანი). მამაომ უკვე აკურთხა რამდენიმე უბანი და როგორც მან მედიასთან განაცხადა, ხალხის კურთხევა მისი ვალია. აღსანიშნავია, რომ მამაოს უბანზე შესვლა კანონდარღვევაა, რადგან ის არაუფლებამოსილი პირია, თუმცა, მას არც ერთ საარჩევნო უბანზე პრობლემა არ შექმნია. უნდა ითქვას ისიც, რომ დამკვირვებლები, რომლებმაც ეს ფაქტი გააპროტესტეს, უბნებიდან გამოაძევეს კომისიის მუშაობაში ხელისშეშლის მოტივით. ფოტო: ... ...
  • ძიძიგური: "ვფიქრობ, ზუგდიდი არ გააკეთებს არჩევანს დესტაბილიზაციის სასარგებლოდ""ზუგდიდში არჩევნები ხასიათდება ძალიან მაღალი აქტივობით, იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ უბნებთან გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი. ზუგდიდელი ამომრჩეველი ხმას აძლევდა თავისუფალ მშვიდ გარემოში და მათ შეძლეს საკუთარი არჩევნის გაკეთება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი", _ განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა. მისივე თქმით, “ის პროვოკაციები, რაც ხდება ზუგდიდში, არის ძალიან ნათელი მესიჯი ზუგდიდელი ამომრჩევლისთვის თუ, რატომ არ უნდა მისცეს ხმა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, რომელსაც მხოლოდ დესტაბილიზაცია, „ქალაქის ადუღება“,  „შეტევა“ აინტერესებს და არავითარ შემთხვევაში ზუგდიდის ინტერესები მისთვის არ არის წინა პლანზე წამოწეული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მყისიერად რეაგირებს ყველა დარღვევაზე და ვფიქრობ, რომ ვისაც შეტევების, ადუღების და არეულობის დაწყების სურვილები აქვს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონის წინაშე მათ მოუწევთ მკაცრად პასუხისგება. ჩვენი კანდიდატი არის ღირსეული და ზუგდიდისთვის მისაღები, ზუგდიდში დაბადებული, გაზრდილი, კვალიფიციური ადამიანი და ყველა იცნობს. იმ დაპირებებს, რომელიც მან გასცა, პირუთვნელად შეასრულებს. არჩევნების დასრულებამდე ორ საათზე მეტი დარჩა დამე მინდა მოვუწოდო ზუგდიდელ ამომრჩეველს, ვინც არ მისულა, მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ზუგდიდში მერობის ჩვენს კანდიდატს, გეგა შენგელიას. ვფიქრობ, რომ ზუგდიდი სწორედ ასეთ არჩევანს გააკეთებს, კეთილდღეობის სასარგებლოდ და არა დესტაბილიზაციის, არეულობისა და ადუღების სასარგებლოდ“, _ განაცხადა ძიძიგურმა.   ... ...
  • Presa.ge-ს დირექტორი გაათავისუფლესსააგენტო Presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე თავისუფალია. მან ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა. შეგახსენებთ რომ კაpანაძე სამართალდამცველებმა პოლიციისთვის წინააღნდეგობიs და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, დაახლოებით, 2 საათის წინ დააკავეს. კაპანაძე და 1ტვ.გე-ს ჟურნალისტი პოლიციის მანქანას იღებდნენ და სამართალდამცავებისგან ცდილობდნენ მიეღოთ ინფორმაცია, რა აღჭურვილობა ჰქონდათ მანქანაში. მათი თქმით, პოლიციელები ხელკეტებით და ცრემლსადენი გაზით იყვნენ აღჭურვილები და სწორედ ამის გადაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც კაპანაძე ... ...
  • ოზურგეთში 17:00 საათისთვის 1902 ამომრჩეველი მივიდასაარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის დასრულებამდე 2 საათზე მეტი რჩება. ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენიეშვილის ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით , ოზურგეთის საარჩევნო უბნებზე 1902 ამომრჩეველმა გააკეთა თავისი არჩევანი. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი ანასეულის უბანზე ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...