დათა ახალაიას "ნერვების აფეთქებით" გამოწვეული მიმართვა

მთავარი თემა

დათა ახალაიას "ნერვების აფეთქებით" გამოწვეული მიმართვა

2013 აპრ 16 12:31:59

მიმართვაში ნათქვამია, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციისა და პატიმრების წამების კადრების ავტორი პარტია "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილია. ასევე, აღნიშნულია, რომ ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა და შალვა ჯანაშვილის ხელით განახორციელა იალღუჯაზე ქართველი ჯარისკაცების მიმართ გახორციელებული ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა, რისთვისაც ახლა ბაჩო ახალაიას ასამართლებენ.

"მე ღრმად მწამს, რომ არა ვანო მერაბიშვილი, ნაციონალური მოძრაობა, მიუხედავად შეცდომებისა, ასე გამანადგურებლად არ დამარცხდებოდა არჩევნებში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე გამაჩნია ამის მტკიცებულებები, რომ ლაფანყურის ავანტიურა ჩემი ძმის – ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა, გაწირა რა სასიკვდილოდ ჩვენი მებრძოლები, უკიდურესად გაგვირთულა ურთიერთობები ჩვენ ქისტ ძმებთან და რეალური საშიშროების წინაშე დააყენა ქვეყნის უსაფრთხოება და საერთაშორისო იმიჯი. აქვე დავძენ, რომ მე არ ვამტკიცებ, თითქოს ვანო მერაბიშვილი გარიგებული იყო მაშინდელ ოპოზიციასთან, მაგრამ ერთი რამ დღესავით ნათელია – საკუთარ ყოვლისშემძლეობაში ბრიყვულად დარწმუნებულმა მერაბიშვილმა ივარაუდა, რომ მხოლოდ ახალაიები დაზარალდებოდნენ მისი დანაშაულებრივი ავანტიურების წყალობით და თვითონ კვლავ ხელისუფლების ოლიმპზე დარჩებოდა, რადგანაც არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული ეგონა," _ ვკითხულობთ მიმართვაში.

საინტერესოა, რამდენად სჯერა ხალხს ამ მიმართვის ნამდვილობა და თუ სჯერათ, რა შეფასებას მისცემენ დათა ახალაიას მიმართვას, რატომ ალაპარაკდა ახალაია ახლა და არა რამდენიმე თვის წინ. სწორედ ამიტომ "გურია ნიუსმა" ამ კითხვებით პოლიტიკოსებს და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს მიმართა.

ზაზა გაბუნია, თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრეტიული საქართველოს" თავმჯდომარე: "რამდენადაც ადვოკატი ამ განცხადებას დათა ახალაიას განცხადებად ადასტურებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნამდვილია. ამასთან, ტექსტის შინაარსი ადეკვატურია იმ კულუარული ინფორმაციებისა, რომლებიც ახალაიების ოჯახისა და მერაბიშვილის ირგვლივ ბოლო ხანებში ვრცელდებოდა. ცხადია, ყოფილი სახელისუფლო პარტიის შიგნით იყო ცალკეული დაჯგუფებები და კლანები, ისინი ძალაუფლებისთვის ბრძოლისას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით მოქმედებდნენ. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ არსად წასულან ეს კლანები, ისევ არსებობენ, უფრო სწორად, შენარჩუნებულია დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. დღეს, როცა ნათლად ჩანს, რომ ბაჩანა ახალაია მხოლოდ მის ოჯახსა და თეა თუთბერიძეს ანაღვლებს და რომ თანაგუნდელის გასაჭირი დანარჩენ ნაციონალებს ნაკლებად აინტერესებთ, ჩნდება პროტესტის განცდა და იწყება აქტიური ფაზა წინააღმდეგობისა იმ პერსონის მიმართ, რომელიც ითვლებოდა ახალაიების ჯგუფის ოპონენტად ანუ მერაბიშვილის მიმართ და ეს პროცესი სრულიად ბუნებრივია, როცა, როგორც აღმოჩნდა, არსებობს კონკრეტული მიზეზები ბრალდებისთვის. რატომ ახლა? იმიტომ, რომ ამით მცდელობა აქვს განცხადების ავტორს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ანუ იმ ხალხს, ვისგანაც უყურადღებობა იგრძნეს ახალაიებმა, ხელი შეეშალოს პარტიისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიების გამართვაში, რადგან ამ ინფორმაციის შემდეგ, არათუ მოსახლეობის, პარტიის ლიდერების მობილიზებაც გაუჭირდება "ნაცმოძრაობას".

თეო ტლაშაძე: "არ დავიჯერებდი, რომ არ დაედასტურებინა ადვოკატს. დამაჯერებლობას კიდევ უფრო ამყარებს ის გარემოებები, რაც ბაჩო ახალაიას პროცესთან დაკავშირებით დღეს გახდა ცნობილი, სადაც ბრალდების მხარეს ერთ-ერთ მოწმედ ჰყავს ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე ჯანაშვილი, შესაბამისად, მათი " ნერვების აფეთქება" არ მიკვირს."

ბონდო მძინარაშვილი, ჟურნალისტი: "ახლა ისეთ დროში ვცხოვრობთ, სანამ უშუალოდ დათა ახალაიასგან არ მოვისმენ ამ ინფორმაციას, ვერც დავიჯერებ... რა გახდა ერთი ვიდეომიმართვა? ბოლოს და ბოლოს, სკაიპით ჩაერთოს რომელიმე ტელევიზიას. უარს ეტყვიან თუ რა?! თუმცა, თუ ლოგიკურად მივყვებით, შესაძლოა, მართლაც ახალიას ეკუთვნოდეს ეს მიმართვა. ისტორია სავსეა სასახლის კარის ბრძოლებით და მკვლელობებითაც! ბუნებრივია მათ შორის დაპირისპირებაც და მეტი გავლენის მოპოვებისთვის ბრძოლაც. ბაჩო ახალაია რომ მიატოვეს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა, ესეც ფაქტია. მოკლედ, ბევრი გარემოებაა, რომელთა ლოგიკური დაკავშირება ადვილია და საზოგადოებაც ადვილად დაიჯერებს წერილის ნამდვილობას."

ნანა ხურითი, მსახიობი: "მჯერა, იმიტომ, რომ მისმა ადვოკატმა დაადასტურა მიმართვის ნამდვილობა, თან სულ იყო საუბარი იმაზე, რომ მათ შორის არის კონფლიქტი. რატომ გაავრცელა მიმართვა ახლა და არა ადრე? ახლა იმიტომ, რომ 19 აპრილს, ფაქტობრივად, აწყობს ვანო მერაბიშვილი და მისი დისკრედიტაცია უნდა მოხდეს. ისინი ერთმანეთს გაწირავენ, ეს არ გაუჭირდებათ. გარდა ამისა, ახალაიას აგრესია გადავიდეს მერაბიშვილზეც, მარტო ახალაიები ხომ არ იყვნენ?! ვანო მერაბიშვილის სამარცხვინო შოუ "იმედზე" _ ხუმრობის საგნად გახადა 7 ნოემბერი. გამოდის, რომ ყველა ანგელოზი იყო და ეს ახალაიები იყვნენ ქვეყნის დამაქცევარნი მარტო. სინამდვილეში ასე არ არის. პასუხისმგებლობა ცოტა თქვენს თავზეც აიღეთო, იფიქრა, ალბათ, დათა ახალაიამ. ახალაიების გარდა, იქ ბევრნი იყვნენ, ვის პასუხისმგებლობასაც ითხოვს ხალხი. მარტო გირგვლიანი ეყოფა ვანოს და სხვებს, მერაბიშვილი კი გამოდის და ოხუნჯობს. ასე რომ, სწორად ჩაარტყეს და ზუსტ დროსაც, სწორედ მაშინ დაარტყეს, როცა გვირგვინი უნდა დაედგა თავზე სამარცხვინო მერაბიშვილს. ასე რომ, 19 აპრილის წინა დღეს, ფაქტობრივად, ჩაძირა.

მე, როგორც მსახიობი, პერსონაჟის შეფასებას ვაკეთებ, როგორც პიესაზე მუშაობის დროს _ ესა თუ ის პერსონაჟი რატომ იქცევა ასე. ასე რომ, მომიტევოს მკითხველმა.

დავით კვაშილავა, ზუგდიდის სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე: "ჯერ კიდევ არ მჯერა ბოლომდე და თუ სიმართლეა, ადრე უნდა ეთქვა სათქმელი. მთელი ოჯახი დაღუპა მიშამ ახალაიების სახით _ კანიბალებად გახადა სამივე. სიმართლე გითხრათ, არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, არ მჯერა რაღაც. შეიძლება ვცდები, მაგრამ რაღაც თამაშს ჰგავს, მაგრამ ერთ დროს მაინც დაჭამენ ერთმანეთს. ადრე იმიტომ არ თქვა, რომ მაშინ ისინი ერთ ნავში ისხდნენ, თავზე საყრელად ჰქონდათ ქართველი ხალხის უბედურება და წამება, რითაც იკვებებოდნენ. ახლა ყველაფერი გამოელიათ და ერთმანეთიჭამია ვირთხებად იქცნენ. სანამ სიმართლეს ბოლომდე არ აღიარებენ, მათი არაფერი დაიჯერება.

ზურაბ უგულავა, ინჟინერი: "მიმაჩნია, რომ არ არის გამორიცხული, ეს მიმართვა ნამდვილად ახალაიას ეკუთვნოდეს, მით უმეტეს, რომ მისმა ადვოკატმა საღამოს დაადასტურა მიმართვის ნამდვილობა. რაც შეეხება რატომ ახლა და არა თუნდაც რამდენიმე თვის წინ, შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს ინფორმაცია, რომელიც ახლა გახდა ცნობილი _ იგეგმება მერაბიშვილის დასახელება საპრეზიდენტო კანდიდატად. შესაძლოა, ახალაიებმა ჩათვალეს, რომ მერაბიშვილმა გადაწყვიტა ახალაიების გაწირვა."

შეგახსენებთ, რომ ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა დაადასტურა აღნიშნული მიმართვის ნამდვილობა.




 ახალი ამბები
  • "შეუძლებელია რაიმე პროგნოზის გაკეთება" _ ეკონომისტი ლარის გაუფასურების მიზეზებზესაქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი რამდენიმე წელია, რაც პერიოდულად იცვლება, დღეს კი ის 3 თეთრით გაუფასურდა. აღნიშნულ ცვლილებას ფინანსთა მინისტრი საგარეო ფაქტორს უკავშირებს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით კი ლარის კურსის სტაბილიზაცია აუცილებლად მოხდება, თუმცა, ეროვნული ბანკისა და მთავრობისგან ლარის გაუფასურების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებაა საჭირო. რით არის განპირობებული ლარის კურსის დაცემა _ ამ კითხვით "გურია ნიუსმა" ეკონომისტ აკაკი ცომაიას მიმართა. ეკონომისტის თქმით, ლარის კურსის დაცემის მიზეზები კომპლექსურია, იმ პროგნოზის გაკეთება კი თუ რა შეიძლება მოხდეს ვალუტის კურსთან მიმართებაში ხვალ, ზეგ ანდა მაზეგ შეუძლებელია, რადგან გავლენას უამრავი ფაქტორი ახდენს და რომელი ფაქტორი გადაწონის არავინ არ იცის, შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე პროგნოზის გაკეთება. უცხოური ინვესტიციების შემცირება, ეროვნული ბანკის მიმართ უნდობლობა, ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი_ ეს ის მიზეზებია, რასაც ეკონომისტი ლარის კურსის ვარდნის მიზეზად ასახელებს. "გაუფასურების მიზეზი კომპლექსურია. ერთ-ერთი არის, ის რომ უცხოური პირდაპირი ინვესტიციები პერმანენტულად მცირდება და ბუნებრივია, რომ ეს გავლენას მოახდენს ლარის კურსზე. უცხოური ინვესტიციების შემცირება ეკონომიკური მდგომარეობის დიაგნოზია. ინვესტორები ქვეყნიდან გადიან, ახალი ინვესტორები არ შემოდიან და ქვეყანა საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით არ არის მნიშვნელოვანი. ეს ფაქტორები იწვევს ინვესტიციების შემცირებას",_ამბობს ცომაია. მისივე თქმით, მთავარ პრობლემას წარმოადგენს ლარისა და ეროვნული ბანკის მიმართ უნდობლობა. "მთავარი პრობლემა, რაც ლართან არის დაკავშირებული არის ლარის მიმართ უნდობლობა, უნდობლობა ეროვნული ბანკის მიმართ, ამდენად ლარს ჩვენ,  ადამიანები ვიყენებთ იმდენად, რამდენადაც გვჭირდება კონკრეტული ტრანზაქციების, გარიგებების გასახორციელებლად, საქონლისა და მომსახურების შესასყიდად, სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაში ვცდილობთ, რომ ლარი მოვიშოროთ, ანუ შევინახოთ უფრო მყარ აქტივში, ვთქვათ, ამერიკულ დოლარში. შესაბამისად, შემოსავლის ნაწილი, რომელიც უნდა აისახოს დანაზოგებში ხდება უცხოურ ვალუტაში, რაც აუფასურებს ლარს", _ ამბობს ცომაია. ეკონომისტი ასევე აღნიშნავს, რომ ლარის კურსის დაცემა შესაძლებელია არჩევნებსაც უკავშირდებოდეს და ასევე უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის შემცირებასაც. "არჩევნებზე დახარჯული ფულის შემდგომი შედეგები შესაძლოა იყოს ამასთანაც დაკავშირებული. ასევე გარკვეულწილად უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის შეზღუდვამ გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ლარის კურსზე, იმიტომ რომ თუ ადრე უცხოურ ვალუტაში ფინანსდებოდა მომსახურება იმპორტულ საქონელზე დღეს, მიუხედავად იმისა, რომ სესხები შემცირებულია ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსებული სესხებით ხდება იმპორტის შესყიდვა, რაც ბუნებრივია, რომ გეუბნება იმას რომ შესაბამისად ვერ მოხდება ამ იმპორტის შესყიდვა და ლარი უნდა გაუფასურდეს. ასევე ეკონომიკური ზრდის ტემპი არის დაბალი და ჩვენი შემოსავალი არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვიყიდოთ იმ რაოდენობის იმპორტი რა რაოდენობითაც ხორციელდება არსებულ მომენტში",_ამბობს ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართველებმა ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა (R)საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქართველმა მეღვინეებმა საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის საერთაშორისო ფესტივალში „Vinexpo Bordeaux 2019“-ში მიიღეს მონაწილეობა. ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ქართული პროდუქტი წარადგინეს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილ სტუმრებს ქართული ღვინო დააგემოვნებინეს. 4-დღიანი შეხვედრების განმავლობაში ქართველ მეღვინეებს ჰქონდათ საქმიანი შეხვედრების, ახალი აღმოჩენებისა და ბიზნესკავშირების დამყარების შესაძლებლობა. „საქართველოს ბანკის მიზანია, მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესს შემდგომ განვითარებაში და პროდუქციის საზღვრებს გარეთ, საერთაშორისო არენაზე გატანაში. გვინდა, ხელი შევუწყოთ მათ სექტორის ძირითად მოთამაშეებთან ახალი კავშირების, პოტენციური პარტნიორების მოძიებაში. Vinexpo Bordeaux 2019-ი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ქართულ ღვინოსთან ერთად, საქართველო გავაცნოთ მთელ მსოფლიოს. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. ფესტივალი Vinexpo Bordeaux არის საერთაშორისო არენა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ მეღვინეებისა და ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტებისთვის. ღონისძიებაზე ოთხი დღის განმავლობაში გაიმართა დეგუსტაციები, ვორქშოპები, კონფერენციები ისეთ თემებზე, როგორიცაა: ღვინის სექტორში ინვესტიციების ზრდის პერსპექტივები, ელექტრონული კომერცია ღვინის გაყიდვების გასაზრდელად, კლიმატის ცვლილებების გავლენა ღვინის ინდუსტრიაზე. ღონისძიებას ესწრებოდა 2000 ბრენდის წარმომადგენელი, 150 ქვეყნის 40 000 მონაწილე, 850 საერთაშორისო ჟურნალისტი. კონფერენციის განმავლობაში 45 სამუშაო შეხვედრა და დეგუსტაცია გაიმართა. მათ შორის „ჭოტიაშვილის მარნის“, „ფაფრის ველის“, „ველინოსა“ და „თელავის მარნის“ ღვინოების დეგუსტაცია. (R)   ... ...
  • "ნიკა მელია ჭკუაში ჩაჯდა, დანარჩენები ისევ იქ არიან, სადაც იყვნენ" _ ქანთარიააზრი გამიჩნდა, რომ ნიკა მელია ჭკუაში ჩაჯდა, პროცესებს საღად და რეალურად უყურებს, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განუცხადა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. ქანთარიას თქმით, დანარჩენები ისევ იქ არიან, სადაც იყვნენ და ფლორიდიდან გარკვეულ გზავნილებს ელოდებიან. „ალბათ ზოგიერთი გამოფხიზლდა, კაცი, ოკეანის პირას ირუჯება, მე კანონი აქ უნდა დავარღვიო, ციხეში მოვხვდე, თავი გავიტეხო და ეგრე როგორ არისო?! მგონი, საღი აზრი იმარჯვებს“, – განაცხადა ნუკრი ... ...
  • ლიბერთის ახალი სოციალური პროექტი "რესტარტი" დაიწყო (R)ლიბერთისა და Impact Hub Tbilisi-ის ერთობლივი პროექტი   სპეციალურად 60 წლის ზემოთ ასაკის ქალბატონებისთვის შეიქმნა და  უფასო ბიზნესტრენინგის კურსზე დასწრებას ითვალისწინებს. კულინარიით გატაცებულ  15 ქალს, Impact Hub Tbilisi უმასპინძლებს.  მონაწილეები   7 კვირის მანძილზე გადამზადებას  და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას შეძლებენ. ცნობილი შეფ-მზარეულები, წარმატებული კულინარული ბიზნესის მფლობელები და გამოცდილი მარკეტოლოგები კურსის მონაწილეებს  გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ასწავლიან ყველაფერს, დაწყებული საკუთარი ბიზნესისა და პროდუქტის  შეფუთვიდან მომხმარებელთან კომუნიკაციამდე. ტრენინგის დასრულების შემდეგ პროექტის მონაწილეებს  თანამედროვე ბაზრისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები დაეხმარებათ  დამოუკიდებლად წამოიწყონ ან ... ...
  • ლიბერთი ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის (EYP) მხარდამჭერია (R)24-27 მაისს ლიბერთის მხარდაჭერით ზუგდიდში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონული შესარჩევი კონფერენცია გაიმართება. 100-ზე მეტი მონაწილე ახალგაზრდა, საგანგებოდ შერჩეულ აქტუალურ თემას დაამუშავებენ და საქართველოდან გენერალურ ასამბლეაზე  ერთობლივ რეზოლუციას წარადგენენ.,,მომავალი თაობის განათლების ხელშეწყობა და ზოგადად საზოგადოებრივ პროცესებში მათი ინტეგრირება, ლიბერთის ახალი სტრატეგიის ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ,  აღნიშნული კონფერენცია მონაწილეებს  საშუალებას მისცემს განავითარონ კარიერისთვის აუცილებელი უნარჩვევები, გაიღრმავონ ცოდნა და აქტიურად ჩაერთონ მოხალისეობრივ აქტივობებში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით. ლიბერთი მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტში ჩაერთვება. ამ პროექტში ჩართულობით კი ჩვენ მხარს ვუჭერთ  თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებში ევროპული ფასეულობების გაღრმავებას. ‘’ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ. „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - ე.ა.პ “(European Youth Parliament - EYP) არის საერთაშორისო ორგანიზაციათა ქსელი, რომლის  მიზანს ახალგაზრდებში დამოუკიდებელი სოციალურ–პოლიტიკური აზროვნების დახვეწა, ევროპული ღირებულებების გავრცელება, კრიტიკული აზროვნებისა და დებატების უნარჩვევების ჩამოყალიბება წარმოადგენს. ორგანიზაცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის პატრონაჟით მოქმედებს და მის პროექტებში 16-დან 24 წლამდე ახალგაზრდები არიან ჩართულები. ორგანიზაციის წარმომადგენლობა  ევროკავშირსა და მის პარტნიორ 40 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც საქმიანობს. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველო (ე.ა.პ - საქართველო, EYP Georgia) ამ ქსელს ოფიციალურად 2008 წლიდან ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...

რაციონში ხორცის არარსებობა ქალს აბერებს

ამერიკელ მეცნიერთა მტკიცებით, იმისთვის, რომ...

ტვინის დაბერებისგან ვაშლი დაგიცავთ

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

მტრედებზე ნადირობა რომაელებმა მოიგონეს

მტრედების ხოცვა შეძლებული ადამიანების ყველაზე...

კარნავალი ძაღლებისთვის

ცოტა ხნის წინ ჭკუამხიარულმა ბრაზილიელებმა...

რომელია მსოფლიოში უდიდესი ალმასი

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...