სადაზღვევო სკანდალის უთქმელი დეტალი _რა წერია N218 დადგენილების მე-13 მუხლში

მთავარი თემა

სადაზღვევო სკანდალის უთქმელი დეტალი _რა წერია N218 დადგენილების მე-13 მუხლში

2013 აპრ 24 16:56:40

დავით სერგეენკო კობა დავითაშვილთან დებატებში შესვლას არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში, პრემიერის დაბრუნებამდე. სადაზღვევო კომპანიებისთვის ხელშეკრულების გაგრძელების თემა კი კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება.

"გურია ნიუსი" ამ საკითხთან დაკავშირებული დეტალების გასარკვევად ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველს სადაზღვევო საკითხებში ლაშა ნიკოლაძე შეხვდა.

"პოლიტიკურ ნაწილზე და ორი პოლიტიკოსის ერთმანეთთან დამოკიდებულებაზე არ ვისაუბრებ, მე შემიძლია წარმოგიდგინოთ ის ფაქტები, რაც კობა დავითაშვილის განაწყენების საფუძველი გახდა." _ ასეთ განცხადებას აკეთებს "გურია ნიუსთან" ლაშა ნიკოლაძე.

"ქრონოლოგიურად ხდება ასე: მარტის დასაწყისში შეიქმნა უწყებათაშორისო კომისია, რომლის თავმჯდომარეც გახლავთ დავით სერგეენკო. ამ კომისიაში სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენელი შედის, მათ შორის შესყიდვების სააგენტოდანაც, რათა ნებისმიერი დარღვევა გამორიცხული იყოს.

შედგა ასეთი მსჯელობა, რომ ის ყბადაღებული 218-ე  დადგენილება, რომელიც განსაზღვრავდა პირველ აპრილამდე _ ერთი რეჟიმით და პირველ მაისამდე _ მეორე რეჟიმით ადამიანების დაზღვევას კერძო სადაზღვევო კომპანიაში, არ განსაზღვრავდა ამ დადგენილების დამთავრების წესს და  არც იმას, რა იქნებოდა ამ ვადის გასვლის შემდეგ. ანუ, თავისთავად,  ის ხარვეზს მოიცავდა.

აგიხსნით, რატომ ვყოფ ამ პერიოდს პირველ აპრილამდე და პირველ მაისამდე. პირველ შემთხვევაში, ადამიანებს ჰქონდათ ვაუჩერი და თავისუფალი წესით ცვლიდნენ სადაზღვევო კომპანიებში, მეორე შემთხვევაში კი ტენდერულად, ჯგუფ-ჯგუფად მოხდა, თორემ თვითონ სადაზღვევო პროდუქტი აბსოლუტურად იდენტურია.

_ ამ ვადების შესახებ, კობა დავითაშვილიც საქმის კურსში იყო, ბუნებრივია...

_ როგორც ბატონმა კობამ ისაუბრა, საყოველთაო ჯანდაცვის საქართველოს ყველა მოქალაქეზე გავრცელების რამდენიმე ვადა არსებობდა, ერთ-ერთი, როგორც თვითონ თქვა, იყო 1 სექტემბერი.

218-ე დადგენილების ცვლილება არანაირად არ ზღუდავს, რომ ეს ვადა იყოს პირველი სექტემბერი ან ნებისმიერი სხვა თარიღი. ვინაიდან ეს თარიღი დადგენილი არ იყო, ამიტომ უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო თავისი თავის არაშემზღუდავი პირობა, გააგრძელა ერთი წლით და ჩანაწერი "სამწლიანი" შეიცვალა "ოთხწლიანად" , მაგრამ იმავე დადგენილების მე-13 მუხლში გაჩნდა ახალი ჩანაწერი _ "პროგრამის შეწყვეტა", სადაც წერია, რომ პროგრამა ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს, უბრალოდ ამის შესახებ სამი თვით ადრე უნდა ეცნობოს სადაზღვევო კომპანიებს.

_ რას გულისხმობს ეს სამი თვე? ფაქტია, რომ სადაზღვევო მპანიების მიმართ მოსახლეობის და მედპერსონალის პრეტენზიება, ბოლო პერიოდში პიკს მიაღწია. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ არაერთი სკანდალი, რომელიც უკავშირდება "ალდაგს", "ადითს"...

_ რაშიც ვეთანხმები ბატონ კობას და ძალიან ღრმად ვეთანხმები,  ისაა, რომ  რიგ შემთხვევებში, სადაზღვევო კომპანიები არ აღმოჩნდნენ მზად, ეტარებინათ ის მძიმე ტვირთი, რაც არის  სოციალური დაზღვევა. ამაში ბატონ კობას ვეთანხმები.

სახელმწიფომ სწორედ ამიტომ შეცვალა რეჟიმი კერძო სადაზღვევო კომპანიების დაზღვევიდან საყოველთაო ჯანდაცვით.  მაგრამ არ ვეთანხმები იმაში, როდესაც ცალსახად ამბობს, რომ ეს ხელშეკრულება ერთი წლით გაგრძელდა და არ აგრძელებს შემდეგ ამ თემას ისე, როგორც მთლიანობაშია.

იმისთვის, რომ სახელმწიფომ პირველ სექტემბერს დაიწყოს საყოველთაო ჯანდაცვა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ამის შესახებ პირველ ივნისს უკვე უნდა გამოაცხადოს.

2007 წლის მეორე ნახევრიდან სახელმწიფომ დაიწყო კერძო სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით სოციალური დაზღვევა. 6 წელი მოუნდა ამ სისტემის კერძო კომპანიებზე გადაწყობას, საუბარია ერთი მილიონ ექსვსასიათას ადამიანზე. ასე სასწრაფოდ, ამ ყველაფრის უკან გადმოლაგება ძალიან რთულია.

რაც მთავარია, სამთვიანი გაფრთხილება არ არის გაფრთხილება მხოლოდ სადაზღვევო კომპანიებისთვის, მოგეხსენებათ, მათ აწყობილი აქვთ სტრუქტურები, სადაც ადამიანები არიან დასაქმებულები და თუ ის აღარ დაჭირდებათ სადაზღვევო კომპანიებს, გაათავისუფლებენ.  ჩვენ პირველს აპრილს რომ გამოვუცხადოთ სადაზღვევო კომპანიებს და ორ აპრილს პროგრამა დავუმთავროთ, ეს ხალხი აღმოჩნდება აბსოლუტურად ვაკუუმში.

_ ანუ, რისკი იმისა, რომ სადაზღვევო კომპანიებმა, შესაძლოა მედპერსონალის მასობრივი გათავისუფლებები დაიწყოს, დიდია?

_ ეს ვადა მიცემული იქნა სწორედ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, მშვიდობიანად, ახალი შრომის ნორმების დაცვით, რომელიც გამკაცრებულია დამქირავებლის მისამართით, ან გადაემისამართებინათ ეს ადამიანები ან თუ არ დაჭირდებათ, გაუშვან სახლში. გარდა ამისა, დაზღვევა არის ერთწლიანი პროდუქტი, პრემია ითვლება წლიური. მაგალითად, როდესაც წყვიტავთ შენაკადს ახალი დაზღვეულებისა ერთი თვის ვადით, გამოდის, რომ წლიურის ნაცვლად უხდით ერთი თვის პრემიას და ეს ადამიანი თუ ავად არის, მან  ერთი მეთორმეტედი პრემიის დაფინანსებით, შესაძლებელია ზუსტად იგივე სერვისი მიიღოს, რაც სრული წლიური პრემიის გადახდის შემთხვევაში. ეს არის სადაზღვევო ანტისელექცია.

_ რას გულისხმობს სადაზღვევო კომპანიებისთვის ხელშეკრულების შეწყვეტა , თუკი სახელმწიფო მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას და სამი თვით ადრე აცნობებს მათ ამის შესახებ?

_ შეწყვეტის პირობაში წერია, რომ თუკი გამოვაცხადებ ამას, გიჩერებ შენაკადებსაც. ყველაზე მინიმალური პრემია, რაც შეიძლება გადავუხადოთ, ეს არის სამი თვის. ახალ ადამიანს არ დაგიმატებ ერთი თვის პრემიით. ისედაც და ასედაც, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და კერძო სადაზღვევო კომპანიების ერთ-ერთი პრეტენზიის შემადგენელი ნაწილი.

_ მარტივად რომ დავსვათ კითხვა, ეს პერიოდი სახელმწიფომ აიღო იმისთვის, რომ უკეთ მოემზადოს საყოველთაო დაზღვევისთვის?

_ არა მხოლოდ სახელმწიფო, თვითონ სადაზღვევო კომპანიებიც რომ უკეთ მოემზადონ იმისთვის, რომ ის პროდუქტი, რომელიც საბაზოს უნდა დააშენონ, უკეთ გააპიარონ ამ პერიოდში.

ის ფრაზა, რომ სახელმწიფომ ერთი წლით გააგრძელა სოციალური დაზღვევა კერძო სადაზღვევო კომპანიებში, მართალია მხოლოდ ერთ ნაწილში, თუ არ დავამატებთ მე-13 მუხლს, სადაც წერია, რომ სახელმწიფომ შემოიღო შეწყვეტის პირობაც, რაც აქამდე არ ეწერა ამ დადგენილებაში.

კიდევ ვიმეორებ, ამ პროგრამის შეწყვეტას არანაირად არ ზღუდავს ეს დადგენილება, მთავარია ამის შესახებ ნორმალურად იყოს გაფრთხილებული როგორც სადაზღვევო კომპანიები, ასევე საზოგადობა.

რაც შეეხება კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიებს, არიან თუ არა ისინი მოგებაზე, რამდენად მონოპოლისტური იყო მათი საქმიანობა და შეესაბამებოდა თუ არა მათი სერვისი მოთხოვნებს, მინისტრის მრჩევლის კომენტარებს ამ თემაზე "გურია ნიუსი" მოგვიანებით  შემოგთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...