ინფრასტრუქტურის სამინისტრო "ნაცმოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

მთავარი თემა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო "ნაცმოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

2013 აპრ 24 18:18:11

"სამწუხაროდ, პაპუნა დავითაიამ, ისევე, როგორც მთლიანად ნაციონალურმა მოძრაობამ, საარჩევნო კამპანია სიცრუეზე ააგო. გუშინ ტელეკომპანიის ეთერში მის მიერ გაკეთებული განცხადება არის სუცრუე და მას არსებულ რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. სინამდვილეში, ეს არის დამარცხებული ძალის რიტორიკა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი სისტემატურად მიმართავს და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

მოვუწოდებთ დავითაიას, თუ რეალურად აინტერესებს, რა პროექტები ხორციელდება მიმდინარე წელს, რეალურად გაჩერდა თუ არა რომელიმე პროექტი, მობრძანდეს სამინისტროში ან ეწვიოს ჩვენს ვებ-გვერდს, მოიპოვოს სრული ინფორმაცია და, რაც მთავარია, მოიხადოს ბოდიში მის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო.

აქვე, ინფორმაციის სახით, ვაქვეყენებთ სამინისტროს საქმიანობის პირველი კვარტლის შედეგებს და ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას - 2012 წლის ამავე პერიოდის მდგომარეობის შედარებით ანალიზს. ყველა ამ მონაცემის გადამოწმება ნებისმიერ მოქალაქეს უმარტივესად შეუძლია:

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელი 36%-ით აჭარბებს 2012 წლის ამავე პერიოდში დაფიქსირებულ მონაცემებს.

გაწეული ხარჯების საკასო შესრულება 2013 წლის პირველ კვარტალში შეადგენს 87 118 615,0 ლარს, მაშინ, როცა 2012 წლის პირველ კვარტალში 55 349 347,16 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, წლევანდელი მაჩვენებელი 31 769 267,84 ლარით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებზე დაიხარჯა. 2013 წლის პირველ კვარტალში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დაიხარჯა 64 814 793,2 ლარი, მაშინ, როცა 2012 წლის ამავე პერიოდში 28 661 203.0  ლარი იყო დახარჯული. შესაბამისად, ამ მიმართულებით დაფინანსებულია 115%-ით მეტი ღირებულების პროექტი, ვიდრე 2012 წლის ამავე პერიოდში დაფინანსდა.

მზარდი მაჩვენებელი დაფიქსირდა გზების მოვლა-შენახვაზე დახარჯული თანხების მიმართულებითაც. ეს თანხა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 23 734 007,65 ლარს შეადგენს, რაც 65,7%-ით აღემატება ამავე მიზნით 2012 წლის I კვარტლის  საკასო ხარჯების მაჩვენებელს.

ინტენსიურად მიმდინარეობს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ავტომაგისტრალის სამ მონაკვეთზე.

პირველი კვარტლის მონაცემებით, ავტომაგისტრალის მშენებლობის მიმართულებით დაფინანსებულია 170%-ით მეტი ღირებულების სამუშაო, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში დაფინანსდა (2013 წელი - 39, 910 ,969,30 ლარი; 2012 წელი - 14 ,748 ,481,40 ლარი).

ზემოთ მოყვანილი ციფრები ნათლად ცხადყოფს, რომ 2012 წელთან შედარებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2013 წელს ყველა მაჩვენებელში მზარდი მონაცემი აქვს." _ ნათქვამია განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • გია ვოლსკი - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მთავარი დებატები დღეს იქნებაყველაფრისთვის მზად ვართ, თუმცა კატეგორიულად ვიქნები წინააღმდეგი, რომ გარკვეულმა საპირისპირო აზრმა, თუნდაც ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, გავლენა იქონიოს გუნდის ერთობაზე, რადგან ეს გუნდი კიდევ დაგვჭირდება და ვფიქრობ, საკმაოდ ეფექტურადაც ვიმუშავებთ ერთად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრა შედგა მსჯელობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. „ვფიქრობ, უმრავლესობის უმრავლესობაა, რომელიც ამას მხარს დაუჭერს. რასაკვირველია, სარეიტინგო არ ჩავატარეთ, არ დავუჭირეთ ამას მხარი, რადგან ჯერ განხილვები არის წინ. ირაკლი კობახიძემ დღევანდელი დღისთვის დაიტოვა ის პოზიტივები, რაც გააჩნია პროპორციულ არჩევნებს, გუშინ დღის ბოლოს მოკლედ რაღაც საფრთხეებზე ილაპარაკა. დღეს იქნება მთავარი დებატები. თუკი საჭირო გახდა ამასთან დაკავშირებით რაიმე წინასწარი ანალიზი, წინასწარი შეთანხმება და კიდევ ერთხელ გავლა, ჩვენს კოლეგებთან ამის საშუალება გვექნება“, – განცხადა გია ვოლსკიმ. მისივე თქმით, როგორც ვითარება უჩვენებს, საწინააღმდეგო პოზიცია არ გააჩნია იმ რაოდენობას, რა რაოდენობითაც არის წარმოდგენილი ოპოზიცია. „ჩემთვის, უმრავლესობის ლიდერისთვის რთული იქნება იმის განცდა, რომ ჩვენი კოლეგები, ვინც მხარს არ დაუჭერს, რაღაცა ფორმით კენჭის ყრის დროს უნდა ჩანაცვლდნენ ამ ერთ კენჭისყრაზე ოპოზიციის მიერ. დღეს ყველაფერი ითქვა, ბიძინა ივანიშვილს ვთხოვეთ და ჩვენთან ერთად იყო. ყველაფრისთვის მზად ვართ, თუმცა კატეგორიულად ვიქნები წინააღმდეგი, რომ გარკვეულმა საპირისპირო აზრმა, თუნდაც ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე გავლენა იქონიოს გუნდის ერთობაზე, რადგან ეს გუნდი კიდევ დაგვჭირდება და ვფიქრობ, საკმაოდ ეფექტურადაც ვიმუშავებთ ერთად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. კითხვაზე, სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა თუ არა, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ სხდომაზე ყოველთვის არის ხმაური და შეფასებები. „სხდომა მშვიდი როგორ იქნებოდა, პრინციპულ საკითხებზე იყო მსჯელობა, მაგრამ ხმის აწევას ადგილი არ ჰქონია. ძალიან მივეჩვიეთ ლაპარაკს, რომ ბიძინა ივანიშვილი გარანტიას იძლევა, ეს ნარატივი არსებობს ისეთი, თითქოს ის არის ადამიანი, რომელიც ერთპიროვნულად წყვეტს, გუნდს უსმენს და გუნდი თავისი დიდი ნაწილით არის იმ პოზიციის მომხრე, რაც 92 ხელმოწერამ დაადასტურა. მაჟორიტარობა მემკვიდრეობით კი არ აქვთ. საუბარია სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებით, რაშიც მე ვერ ვეთანხმები, რადგან პრინციპული მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა ექნება შეადგინოს, ჩამოაყალიბოს მთავრობა, ისინი ფიქრობენ, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული საფრთხეებია, რადგან საქართველო არ არის ის ქვეყანა ამ მოცემულობაში, რომ კოალიციური მმართველობა შედგეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. წყარო: ... ...
  • „შემოახიეს სამოსი, მიწაზე ათრიეს ხალხი, დააზიანეს ავტომობილი“_ რა მოხდა ვარკეთილშივარკეთილში, ანას ბაღის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტს აგრძელებს.ისინი უკვე მეორე დღეა საპროტესტო მშვიდობიან აქციას მართავენ, თუმცა, როგორც გვერდი „ანას ბაღის გადასარჩენად“ ინტერნეტში ავრცელებს ინფორმაციას, ღამით მომიტინგეებს 30-მდე შენიღბული ადამიანი თავს დაესხა. „ჩვენ მეორე დღეა სრულიად მშვიდობიანი აქცია გვაქვს, მოგზავნილი კრიმინალთა ბანდა მთელი დღის და ღამის განმავლობაში გვიწყობდა პროვოკაციას, სათითაოდ გადაყავდათ აქციის მონაწილეები აქციის ტერიტორიიდან ემუქრებოდნენ გომელაურის სახელით, შვილებით, ოჯახის წევრებით, სამსახურის დაკარგვით, ნარკოტიკების ჩადებით და ა.შ. ჩვენ მივმართეთ საპატრულო პოლიციას და ვთხოვეთ, ეს ბანდა განერიდებინათ მშვიდობიანი მომიტინგეებისგან და უზრუნველყოთ ჩვენი უსაფრთხოება. საპატრულო პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ დაახლოებით დილის 04:00-ზე 30-მდე ნიღბიანი ადამიანი დაესხა თავს 6 მშვიდობიან მომიტინგეს. ძალადობით სცადეს ადამიანთა გზიდან მოცილება, შემოახიეს სამოსი, მიწაზე ათრიეს ეს ხალხი, დააზიანეს ავტომობილი, პოლიციელებმა არანაირი რეაგირება არ მოახდინეს. პოლიციამ არ დაიცვა ჩვენი უსაფრთხოება, არ არის არცერთი პირი დაკავებული. ძნელი წარმოსადგენი არ არის ვის შეიძლება ჰქონდეს ამ ქვეყანაში იმხელა ძალაუფლება, რომ პოლიციის თვალწინ მშვიდობიან მოქალაქეებს მიუგზვნო 30 ნიღბიანი ზონდერი. ჩვენ, ვარკეთილის ზემო პლატოს მოსახლეობას გვაქვს სულისკვეთება და განწყობა ვიბრძოლოთ ბოლომდე, მაგრამ ფართო საზოგადოების მხარდაჭერისა და მეტი გამჭირვალეობის გარეშე გავლენიანი მფარველების, დიდძალი ფულის, აგრესიული ჯგუფების წინააღმდეგ ვშიშობთ, რომ დავმარცხდებით. ვფიქრობთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ვარკეთილის პრობლემა, ეს არ არის ერთი მშენებლობის პრობლემა, ეს უკვე გასცდა ამ ფარგლებს მაშინ, როცა დაიწყო მასობრივი მუქარა ძალადობა და დაშინება. ეს არის უკვე სისტემური პრობლემა“, _ წერია გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ მოსახლეობა ანას ბაღთან 11 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას უკვე 2 წელია ... ...
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნასაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა, – შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა. მიხეილ ჩხენკელი დღემდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში კი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის ... ...
  • "პოლიტიკურ მელაკუდობას ხომ არ აქვს ადგილი?" _ ინაშვილი უმრავლესობას ადგილი აქვს პოლიტიკურ მელაკუდობას თუ რა ხდება? პოლიტიკურ მელაკუდობას ვხედავ და პოლიტიკური მელაკუდობის ნიშნებს, _ ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის მისამართით, პარლამენტის სხდომაზე, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მსჯელობენ. ინაშვილის თქმით, თუ სხდომაზე კანონპროექტიჩავარდება, ხალხი ქუჩაში გამოვა და ამისთვის ხელისუფლება მზად უნდა იყოს. "მე მგონი, აქ არავინ არის პატარა ბავშვი და არც არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, რომ საბავშვო ბაღში ვართ. თუმცა რეალობა ამ დარბაზში არის იმდენად მძიმე, რომ არ შემიძლია, რამდენიმე შეკითხვა არ დაგისვათ და გავაგრძელო ჩემი კოლეგების აზრი. ადგილი აქვს პოლიტიკურ მელაკუდობას თუ რა ხდება? პოლიტიკურ მელაკუდობას ვხედავ და პოლიტიკური მელაკუდობის ნიშნებს. ახლავე გვითხარით, უნდა ჩააგდოთ ეს კანონპროექტი თუ არ უნდა ჩააგდოთ? ნუ გვეთამაშებით და ნუ ეთამაშებით ქართველ ხალხს. კითხვა მეორე – რომ ჩააგდებთ, ახლა ჩუმჩუმად რომ გადიხართ ჯგუფ-ჯგუფებად და ერთმანეთში ლაპარაკობთ, ჯერ ერთი, მანამდე არ განიხილეთ თქვენს გუნდში? ამ შემთხვევაში, ბატონ ირაკლის უპირისპირდება მისივე გუნდი. ეს რას ნიშნავს, მომზადებულები არ უნდა მობრძანდეთ პარლამენტის სხდომაზე, შეჯერებული არ უნდა გქონდეთ პოზიციები? ჩვენ ვეთანხმებით ირაკლი კობახიძეს და თქვენ გამოდიხართ და ოპონირებას უწევთ, თურმე არ გინდათ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. და კითხვას ვსვამ მე – ახლა რომ ჩააგდებთ კანონპროექტს, მზად ხართ მერე იმისთვის, რაც ქუჩაში პროცესები განვითარდება, რომ ის პროცესები რაღაც სტაბილურობის ფარგლებში მოვაქციოთ? მე ახლა არც ერთ პარტიას აღარ ვაქცევ ყურადღებას, ყველა პარტიის მხარდამჭერს მოვუწოდებ, მერე ქუჩაში გამოვიდნენ. ამისთვის მზად ხართ? და რატომ მიყურებთ ასეთი გაოცებული თვალებით? ჩვენი ვალი რა არის, რომ დავიცვათ ქართული დემოკრატია და თქვენ ახლა გინდათ, რომ ეს ქართული დემოკრატია გამოგვტაცოთ ხელიდან, რაც თქვენი პარტიის თავმჯდომარემ, სხვათა შორის და იმას მაინც ეცით პატივი, ბიძინა ივანიშვილმა გამოიტანა განსახილველად. ის იყო ამ ცვლილების ინიციატორი, თქვენი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, არ გამოიტანდით ამ კანონპროექტს და ახლა გეუბნებით, დაანებეთ თავი პოლიტიკურ მელაკუდობას, თორემ ცოტა ხანში ყველა გავალთ გარეთ და ქართველი ხალხი დადგება პარლამენტის წინ. მერე იფიქრეთ იმაზე, სტაბილურობა როგორ შეინარჩუნოთ“, – მიმართა ირმა ინაშვილმა ... ...
  • „რა გეფილმებათ, მეგობრებო, საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ, ოღონდ რეალში“ _ სააკაშვილი „რა გეფილმებათ, მეგობრებო, საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ, ოღონდ რეალში“, - ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ გააკეთა.  "საქართველო ფუნდამეტურად არის ქრისტიანული ფასეულობების მატარებელი ქვეყანა. ქრისტიანული ფასეულობა ნიშნავს გახსნილობას, ჰუმანურობას. არის საზღვრები, რაც ქრისტიანობის ფარგლებში არ ჯდება. ნურავის ეწყინება, რომ ვიღაცებს აქვს თავის შეხედულება. რაც ხდება არის სრულიად ინსპირირებული,საქართველოში მეტი პრობლემა არაა, ვიდრე ფილმების გარჩევაა? საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ, ოღონდ რეალში. მშვენიერ რეკლამას უკეთებენ ამ ფილმს და თავიანთ თავებს, თემა სხვაგან გადაიტანეს, ეს მკაფიოდ რუსული ნარატივია. ამ აქტიურობით 90-მა პროცენტმა გაიგო ამ ფილმის შესახებ, მაშინ როცა, სხვა შემთხვევაში 3 პროცენტი გაიგებდა. 2012 წლიდან ცოცხების კადრებიდან დაწყებული მუდმივად თავს უკანალის გარშემო დისკუსიებს გვახვევენ. საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, გამხდარიყო კავკასიის შვეიცარია და სულ სხვა სიმაღლეებზე ვყოფილიყავით. ამის ნაცვლად დავყავართ ერთი ორგანოს დონემდე. მე აღარ ვაპირებ ლაპარაკს ამ ერთი ორგანოს გარშემო თემებზე. თავზე გენგრევათ ქვეყანა" - ამბობს მიხეილ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?