ქაღალდზე გახორციელებული პროექტები

მთავარი თემა

ქაღალდზე გახორციელებული პროექტები

13 აპრ. 2011, 10:27:10

როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ხიდმაღალაში, წყლის მილების შეკეთების სამუშაოები 1 419 ლარი დაჯდა. აღნიშნული საქმიანობის გასახორციელებლად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს რევაზ ჩიტიძესა და ინდმეწარმე "თენგიზ მჟავანაძეს" შორის ხელშეკრულება 2010 წლის 3 ნოემბერს გაფორმდა. შემსრულებელმა ვალდებულება აიღო, რომ ხიდმაღალაში წყლის მილების შეკეთება 15 დღეში მოხერხდებოდა. საქმიანობაზე კონტროლი საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილ ინსპექტირების ჯგუფს დაევალა, რომელსაც, ხელშეკრულების პირობების თანახმად, შესაბამისი დასკვნა უნდა მოემზადებინა. გაცემულ თანხაზე შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურა #1 თარიღდება. ამავე ნომრით, თარიღდება ანგარიშ-ფაქტურა აღნიშნულ სოფელში _ ხიდმაღალაში საწრეტი არხის გაყვანის სამუშაოების შესრულებისთვის, რომლის ღირებულება 1 970 ლარს შეადგენს. ხელშეკრულება ინდმეწარმე "თემურ ბლაგიძესა" და რევაზ ჩიტიძეს შორის, 2010 წლის 19 ოქტომბერს გაფორმდა. პირობები აქაც უცვლელია _ სპეციალური ჯგუფი კონტროლს უწევს საქმიანობას და დასკვნას აწვდის საკრებულოს თავმჯდომარეს სამუშაოების ხარისხის და შესრულების ვადების შესახებ.

 

ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #183, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით პეტრიაშვილსა და ინდმეწარმე "მამია მარშანიშვილს" შორის 2010 წლის 25 მაისს გაფორმდა, სოფელ ჩქუნში და სუფსაში საწრეტი არხების ამოწმენდას ითვალისწინებდა. 2 214 გრძივი მეტრი არხის გაწმენდითი სამუშაოების საერთო ღირებულებამ 5 545 ლარი შეადგინა. ხელშეკრულების ვადა 30 მაისის ჩათვლით განისაზღვრა. ამ შემთხვევაში, კონტროლი სამუშაოს შესრულებაზე გამგებლის ბრძანებით შექმნილ შესაბამის კომისიას დაეკისრა. აღნიშნულ სამუშაოებზე გაცემული ზედნადები 22 ივნისით თარიღდება, რომელსაც ხელს გამგებელი გიორგი გოგუაძე აწერს.

იგივე დავით პეტრიაშვილმა და ინდმეწარმე "მერაბ მანწკავამ" სოფელ ახალსოფელში საწრეტი არხის გაყვანისთვის, ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის ღირებულება 5 572 ლარია. ასევე, სოფელ ტაბანათში, საწრეტი არხის გაყვანისთვის ხელშეკრულება 2010 წლის 6 მაისს გაფორმდა, რომლის ღირებულებამ 7 193 ლარი შეადგინა. ინდმეწარმემ და გიორგი გოგუაძემ სასაქონლო ზედნადებს ხელი 15 ივნისს მოაწერეს, თანხით _ 12 765 ლარი. იგივე მანწკავამ, დამატებით, 2010 წლის 9 ნოემბერს, სუფსაში საწრეტი არხების მოწყობისთვის 789 ლარი მიიღო. 27 ოქტომბერს კი, ტაბანათში ანალოგიური სამუშაოსთვის _ 1 181 ლარი. ამავე ინდმეწარმეს 16 ნოემბერს ახალსოფელში გზის სამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულება 1 245 ლარზე გაუფორმეს.

ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #172, რომელიც 2010 წლის 10 მაისს გაფორმდა, მიზნად ჩქუნის წყალმომარაგებას ისახავდა, რომლისთვისაც 3 294 ლარი იყო გამოყოფილი; ამავე მეწარმესთან გაფორმდა ხელშეკრულება სოფელ ახალსოფლის სტადიონის რეაბილიტაციისთვის 5 844 ლარზე და სოფელ ხიდმაღალაში სასმელი წყლის მილების ჩადებისა და რეზერვუარის ამაღლებისთვის თანხით _ 8 975 ლარი; ასევე, ტაბანათში, ჩხაიძეების უბანში წყლის მილების ჩაწყობისა და წყალმომარაგებისთვის 10 949 ლარად. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ 29 062 ლარი შეადგინა. სასაქონლო ზედნადებში ასევე დეტალურად არის გაწერილი თითოეული სამუშაოს ღირებულება, რომელიც 25 ივნისით თარიღდება და ხელს ინდმეწარმე "ბარამიძე" და გამგებელი გოგუაძე აწერენ.

თუმცა, სოფელ ჩქუნის მოსახლეობა კატეგორიულად უარყოფს, რომ მათ სოფელში წყალმომარაგება მოწესრიგდა, მეტიც, ამ ფაქტს ადასტურებს სოფელ სუფსის მაჟორიტარი დეპუტატი და რწმუნებულიც.

სუფსის რწმუნებული ზვიად ლომაძე ამბობს, რომ ჩქუნის უბანში წყალი არ გაკეთებულა, რადგან წყალმომარაგება ამ უბანში მოწესრიგებული იყო.

ჩვენს კითხვაზე _ მოაწესრიგეს თუ არა გასულ წელს ჩქუნში წყალმომარაგება, აქ მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობა ერთხმად აცხადებენ, რომ _ არა.

"წყალზე შეტანილი გვქონდა განცხადება, ზოგს აქვს არტეზიული ჭა ან წყაროს წყალი. ჩვენ გვაქვს ზემოთ "ბასეინი", გვინდოდა, თანადაფინანსებით გაგვეკეთებინა. მერე, არაფერი მომხდარა, პირობა კი იყო, მაგრამ, ბოლომდე არ მისულა ეს საქმე", _ გვითხრეს აქ მცხოვრებლებმა.

ამავეს ადასტურებს სუფსის მაჟორიტარი დეპუტატი ნუგზარ ხავთასიც.

სუფსის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ჯუმბერ ბლაგიძე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ 2009 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გასახორციელებელი სამუშაოები 2010 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გახორციელდა.

_ პროექტების მართებულობას, რომელთა გახორციელებაზეც ფული დაიხარჯა, მოსახლეობა ეჭვქვეშ აყენებს. ასევე, უნდა გაკეთებულიყო არხები, თუმცა არ გაკეთდა. დითირამბებს არავის ვუძღვნი, მაგრამ თუკი რამე გაკეთდება _ პირიქით, მოხარული ვიქნები. მინდა აღვნიშნო, რომ წელიწადნახევრის პროგრამა რეალურად, 2 თვეში, წინასაარჩევნოდ გახორციელდა. მაგათ ასეთი აზროვნება აქვთ: თუ ჩემსავით არ ფიქრობ, ჩემი მტერი ხარ; არადა, ზუსტად მაგათი მტრები იყვნენ ისინი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია. რევოლუცია რეალურად იმისთვის მოხდა, რომ შევარდნაძის ხელისუფლებაში მყოფნი გაეყვანათ ხელისუფლებიდან, თუმცა, დღეს ლანჩხუთის გამგებელი სწორედ შევარდნაძისდროინდელი კადრია და ამ ხელისუფლების ოპონენტი იყო. ძალიან რთულია, როცა მოსახლეობა ითხოვს ხელისუფლების ეფექტურ მუშაობას და ასე არ ხდება. მორგებული სლოგანი აქვთ _გასაკეთებელი კიდევ ბევრია. იდგა პრობლემები და ანალოგიურად დგას დღეს. თუ რა გაკეთდა, ამ კითხვას, სოფელმა გასცეს პასუხი, _ გვითხრა ჯუმბერ ბლაგიძემ.

სუფსის ტერიტორიულ ერთეულში მინი-სტადიონის მოწყობისთვის 10 438 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 25 მაისს გაფორმდა. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას ხელს შპს "ლანდშაფტი 2009"-ის ხელმძღვანელი და ლანჩხუთის გამგებელი აწერენ. ასევე, ამავე წლის 29 ნოემბერს, სოფელ ახალსოფელში საძოვრების შემოღობისთვის 657 ლარი გამოიყო. ხელშეკრულების მოქმედების ვადა, 2010 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით, სამუშაოთა საგარანტიო ვადა კი სამი წლით განისაზღვრა. სოფელ სუფსის ცენტრის კეთილმოწყობისთვის ბოუჯეტიდან 3 343 ლარი დახარჯულა, ხელშეკრულება 1 ნოემბრით თარიღდება. მისი საგარანტიო ვადა კი 2015 წლამდე გრძელდება. ხიდმაღალაში საწრეტი არხების ამოწმენდის შესახებ, ხელშეკრულება "თემურ ბლაგიძესა" და საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს შორის 4 მაისს გაფორმდა თანხით 9 851 ლარი. საგარანტიო ვადა აღნიშნულ სამუშაოზე მხოლოდ ერთ წელს ვრცელდება.

ეს იმ დოკუმენტების მოკლე მიმოხილვაა, რომელიც ოფიციალურად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა ჩვენი მოთხოვნის შემდეგ მოგვაწოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტებში რატომღაც არ აღმოჩნდა გრიგოლეთში მინი-მოედნის მოწყობა, რომლისთვისაც 10 434 ლარი დაიხარჯა. როგორც გამგეობიდან მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტებში _ 2010 წელს გახორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში ვკითხულობთ, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 15 თებერვალს, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც გრიგოლეთში მინი-მოედნის მოწყობას ისახავდა მიზნად. მაგრამ, რატომღაც ამ სამუშაოს შესრულებისთვის დადებული ხელშეკრულება, საქართველოში "ყველაზე მაგარმა" გამგებელმა "მიუწვდომელი" გახადა.

მაგრამ, ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული დოკუმენტების თანახმად, რომლებიც მუნიციპალიტეტებმა გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციას მიაწოდეს, ირკვევა, რომ გრიგოლეთში მოედანი მართლაც გაკეთდა, თუმცა, აქვეა აღნიშნული, რომ მინი-მოედანი, გააკეთეს მალთაყვაშიც(?!). მაგრამ ამას არ ადასტურებს სუფსის ადგილობრივი ხელისუფლება და აკონკრეტებს, რომ მოედანი გრიგოლეთში გაკეთდა, რისთვისაც "სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან" 10 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

რატომღაც გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციამ, აღნიშნული დოკუმენტი, მიუხედავად, ჩვენი ოფიციალური მოთხოვნისა, არ მოგვაწოდა. აღნიშნულ ადმინისტრაციას 2010 წელს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გახორციელებული პროექტების ჩამონათვალი თითოეული თემის, სოფლის დონეზე, მისი სავარაუდო შესყიდვების შესრულების, ღირებულების, გახორციელებული პროექტების და არსებული მდგომარეობის მიხედვით მოვთხოვეთ.

ოფიციალური წერილის ოფიციალური პასუხი: "აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის #20 დადგენილების შესაბამისად, სოფლის პროექტების შემუშავებისა და თანხის განკარგვას ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ჴ მუნიციპალიტეტის გამგეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენს განცხადებაში ჩამოყალიბებული საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე გთხოვთ, მიმართOსათანადო მუნიციპალიტეტებს"(?!), _ ოფიციალურ წერილს ხელს გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ისაკ ლომთათიძე აწერს.

ამ წერილის მიღების შემდეგ, "გურია ნიუსი" ლომთათიძეს დაუკავშირდა და სცადა გაერკვია, განემარტა ადმინისტრაციის უფროსს თუ რისი თქმა სურდა მისი ხელწერით დამოწმებული ოფიციალური წერილით. ადმინისტრაციის უფროსი, რატომღაც, არაინფორმირებული აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფინანსებზე ზედამხედველობას მუნიციპალიტეტის გამგეობებთან ერთად, სწორედ რომ მისი უწყება ახდენს!

"პროგრამით გათვალისწინებული თანხის განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე. თანხის მიზნობრივად გამოყენებისა და შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების კანონის შესაბამისად გახორციელებისთვის პასუხისმგებელია თანხის მიმღები მუნიციპალიტეტის გამგეობა", _ ვკითხულობთ მთავრობის დადგენილებაში.

"საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის გამოყოფილი თანხების კონტროლი განახორციელონ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რწმუნებულებმა - გუბერნატორებმა, სახელმწიფო მინისტრმა რეგიონული მართვის საკითხებში და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ", _ ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის #34-ე განკარგულებაში. რომელიც 2009 წლის 20 იანვრით თარიღდება და ხელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილი აწერს.




 ახალი ამბები
  • კობახიძე: ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს - საქმე და შედეგები"დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი და ამ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. დეპუტატმა ექიმებს, საერთაშორისო პარტნიორებს და კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლაში მიღწეული შედეგები მრავალი ადამიანის დამსახურებაა. მისივე თქმით, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა დარჩა, რადიკალური ოპოზიციაა. „სამწუხაროდ, ერთადერთი სუბიექტი, რომელიც დარჩა საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა, იყო რადიკალური ოპოზიცია თავისი ფეიქ ტელევიზიებით. სამწუხაროდ, ეს იყო ერთადერთი სუბიექტი. ერთადერთი, რითიც მათ გამოიჩინეს თავი, ეს იყო სრულიად უსაგნო კრიტიკა და თქვენ გახსოვთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა ისეთ თემებზე, როგორიც არის შეზღუდვების დაწესება, მაგალითად, ისინი აკრიტიკებდნენ აბსოლუტურად ყველა შეზღუდვას, გახსოვთ, რომ ისინი ითხოვდნენ ეკლესიების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, ერთადერთი, ის არ მოუთხოვიათ, რომ სატვირთო მანქანებით შევვარდნილიყავით ეკლესიებში. ეს არის მათი სულისკვეთება. ისინი მძიმედ აკრიტიკებდნენ ეროვნული წარმოების პირბადეებს და სხვა სამედიცინო საშუალებებს, ითხოვდნენ 4 მილიონი ადამიანის გატესტვას, რაზეც დღეს ყველას ეცინება, საქართველოს ყავდა ათი ათასობით ინფიცირებული მათი სტატისტიკის მიხედვით და ასე შემდეგ. ყველა დეტალს, ბუნებრივია, არ ჩამოვთვლით, მაგრამ ეს ყველაფერი მიანიშნებს იმ აბსოლუტურად მძიმე ბუნებაზე, რომლითაც ხასიათდება ჩვენი ოპოზიცია. განსაკუთრებით მძიმე იყო ის თავდასხმები, რომლითაც ოპოზიცია გამოირჩეოდა ექიმების და ეპიდემიოლოგების წინააღმდეგ. ეს არის უმძიმესი მოვლენა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, 200 სახელმწიფოდან არცერთისთვის არ იყო დამახასიათებელი ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში. ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა, ხოლო მეორე მხარეს არის საქმე და შედეგები. დღეს უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა სამჯერ აღემატება აქტიური შემთხვევების რაოდენობას, რომელიც 166-მდე არის უკვე შემცირებული, ორთვენახევრის შემდეგ უკვე თითქმის სრულად იხსნება უკვე ეკონომიკა და ივლისში უკვე საერთაშორისო ტურიზმიც კი გაიხსნება. ეკონომიკას და ადამიანების სოციალურ მდგომარეობას მიადგა მინიმალური ზიანი, რაც შეიძლებოდა, მიყენებული ყოფილიყო ამ მძიმე ვითარების - პანდემიის პირობებში, განხორციელდა უპრეცენდენტო სახსრების მობილიზება საერთაშორისო პარტნიორებისგან, რაც არის მთავრობის და კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება. შედეგად, მოქალაქეები და ეკონომიკური სუბიექტები მიიღებენ სამ მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის დახმარებას, რაც არის ძალიან რაციონალურად გაწერილი. საქართველო არის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ლიდერი კოვიდ-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით. ვიდრე ვისმენდით ოპოზიციის უსაგნო კრიტიკას ამ სამი თვის განმავლობაში, „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გაიღეს საკუთარი სახსრები კრიზისთან საბრძოლველად, შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარემ გაიღო 100 მილიონი და ჩარიცხა კოვიდის ფონდში, დეპუტატებმა შეწირეს საკუთარი რამდენიმე თვის ხელფასის ერთი მესამედი კოვიდის ფონდს. აქაც თქვენ გახსოვთ, რომ ეს ასი მილიონიც კი გახადეს ქილიკის თუ კრიტიკის საგანი და ეჭვქვეშ დააყენეს ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მე გადავამოწმე და მხოლოდ ერთი დეპუტატია, თუ არ ვცდები, ამ „ნაციონალების" კლასტერიდან, რომელმაც კოვიდის ფონდში ჩარიცხა თანხა. კეთილი გენებათ და თქვენ გამოგეჩინათ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, მაგრამ მთელი ეს პერიოდი თქვენ იყავით დაკავებული საზოგადოებასთან ბრძოლით. დავასრულეთ ბრძოლის პირველი ეტაპი. ეს არის ბრძოლის პირველი ეტაპი. ამ ბრძოლის პირველ ეტაპზე ერთ მხარეს იდგა ქართული საზოგადოება, ექიმები და საქართველოს ხელისუფლება, ხოლო მეორე მხარეს იდგა კორონავირუსი, ოპოზიცია და მათი ტელევიზიები, რომლებიც უპრეცენდენტო მასშტაბის სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, გაიმარჯვა ბოროტზე კეთილმა, გაიმარჯვა ქართულმა საზოგადოებამ, გაიმარჯვა საქართველოს ხელისუფლებამ, გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ", რომელიც არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე, არამედ მთლიანად ქვეყანასა და საზოგადოებაზე ზრუნვაზე იყო კონცენტრირებული. განსაკუთრებული მადლობა ამ ბრძოლაში ეკუთვნის პრემიერმინისტრს, რომელიც დღეს წარდგა ანგარიშით. ეს იყო არა ანგარიში, არამედ ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს, პრემიერმინისტრმა. ეს იყო ჩვეული დამაჯერებელი გამოსვლა, რომლითაც კიდევ ერთხელ განიმარტა ის ნაბიჯები, რომლებმაც ამ ბრძოლაში მოგვიტანა ჩვენ დამაჯერებელი წარმატება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის წევრმა პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო გუნდს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა „ეს იყო მთელი გუნდის განსაკუთრებული დამსახურება, თუმცა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის სამთავრობო გუნდის ლიდერს, გიორგი გახარიას რომლის კრიზისის მენეჯმენტის უნარები ყველამ თვალსაჩინოდ ვიხილეთ მთელი ამ სამი თვის განმავლობაში",- განაცხადა ირაკლი ... ...
  • პრემიერმა მასტერკლასი ჩაგიტარათ გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს- კობახიძე"ეს არ იყო ანგარიში, ეს იყო მასტერკლასი, რომელიც პრემიერმა  ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს",_ აღნიშნული განცხადება გააკეთა  "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ანგარიშის შეფასებისას. ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამინისტროების ეფექტურ მუშაობას კრონავირუსის წინააღმდეგ ... ...
  • ტრანსპორტის გახსნის გადაწყვეტილება გახარიამ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად მიიღო- ბაქრაძე„გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე, პრემიერ მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც 29 მაისიდან ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგება. მისი განცხადებით, ეს გიორგი გახარიამ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გააკეთა. მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა რიგითი ადამიანების გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა და მუნიციპალური ტრანსპორტის გარეშე ვერანაირი ეკონომიკური გახსნა ვერ მოხდება. „დღევანდელი დღის მთავარ შედეგად ალბათ უნდა ჩაითვალოს ის განცხადება, რომელიც პრემიერმა პარლამენტში მოსვლამდე გააკეთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის შესახებ. ამ თემაზე უკვე დიდი ხანია არსებობს საზოგადოებივი ზეწოლა და მოთხოვნა, რომ ტრანსპორტის გახსნის გარეშე ვერანაირი ეკონომიკური გახსნა ვერ მოხდება იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეს არის რიგითი ადამიანებისთვის გადაადგილების პრაქტიკულად ერთადერთი საშუალება. როგორც ჩანს პრემიერმა გადაწყვიტა, რომ სწორედ პარლამენტში მოსვლის წინ გაეხმოვანებინა ეს გადაწყვეტილება. ეს გახარიამ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გააკეთა და იმისთვის, რომ კიდევ ერთი თავმოსაწონებელი განცხადება ჰქონოდა პარლამენტში, რაც თავისთავად ძალიან ცუდი ნიშანია, არა იმიტომ, რომ თავს იწონებს, თუ ეს შეძლო პარლამენტში მოსვლამდე ერთი საათით ადრე გაეკეთებინა, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და არა ექსპერტული, რომელიც ჯანდაცვის კუთხიდან იქნებოდა აუცილებელი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. წყარო: ... ...
  • ზაზა გაბუნია ოპოზიციას- თქვენ უნდა შეეშვათ თავისუფლებაზე და ჰუმანიზმზე საუბარს „ზოგიერთმა ოპოზიციონერმა რამდენიმე დიდი მწერლის ციტატა მოიყვანა თავის პოზიციის განმტკიცებისთვის, მაგრამ არაფერი ისე არ უხდება ოპოზიციის  დიდი ნაწილის დღევანდელ გამოსვლებს, როგორც თომას მანის სიტყვები „დოქტორ ფაუსტუსიდან", რომ „არსებობს ხალხი, ვისაც ხმა არ ამოეღება  თავისუფლებაზე  და ჰუმანურობაზე. ჰიგიენური თვალსაზრისით მათ თავის უნდა დაანებონ ამაზე ქაქანს". ეს არის მისი ციტატა და დიახ, თქვენ უნდა შეეშვათ თავისუფლებაზე და ჰუმანიზმზე საუბარს. ადამიანები, რომლებიც გუშინ ამბობდით, რომ არ გახსოვთ რა ჩაიდინეთ 2016 წლის 26 მაისს. უნდა შეეშვათ, რადგან ეს თქვენი პოლიტიკური ილეთები უკვე ყავლგასულია და არაფერზე აღარ მეტყველებს და აღარ საუბრობს",_ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ პლენარულ სხდომაზე, პრემიერ- მინისტრის მიერ ანგარიშის  წარდგენის შემდეგ, ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ. ზაზა გაბუნიას განცხადებით, ოპოზიციისგან ისმის პოპულისტური გამოსვლები და უსაგნო კრიტიკა. „რა ისმის ასეთ დროს თქვენგან? პოლიტიკური ენიგმა, დიადი და უპრეცედენტო შეთავაზებების სახით, რა თქმა უნდა, პოპულისტული, რომ ბევრი ფული უნდა იქნას გაცემული დახმარების სახით, მაგრამ არ ვიცით საიდან. ეს არის თქვენი პათოსი. რა ლოგიკაზეა საუბარი, როდესაც მთელი კვირაა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ მომავალზე მარჩიელობდით. მე არ ვიცი, არ მესმის ამ ხალხს, ოპოზიციის ამ ნაწილს რა ადეკვატურობაზე უნდა ველაპარაკოთ. ესაა სრულიად უსაგნო კრიტიკა და ეს ხდება სურათის გაბუნდოვანებისთვის და სოლიდური დისკუსიის შესაძლებლობის მოსპობისთვის, თორემ მაშინ ამგვარად არ უნდა წარემართა ოპოზიციას აქ დისკუსია და ასე არ უნდა ელაპარაკა, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან საკითზე, როგორიც არის ეკონომიკა. რადგან ისეთი ქვეყნებისთვის, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას განაპირობებს ისეთივე ეკონომიკური საქმიანობა, როგორიც ეს საქართველოს შემთხვევაშია, რა თქმა უნდა, კოვიდ-19-მა მოახდინა თავისი გავლენა და არ თუ ჩვენი ეკონომიკის მსგავს ქვეყნებზე, შტატებშიც კი უმუშევრობამ 1930 წლის შემდეგ მიაღწია ყველაზე მაღალ 14 პროცენტიან ნიშნულს, ხოლო საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, რომ ამ პანდემიას იქ ექნება ისეთივე გავლენა, როგორც ქონდა „დიდი დეპრესიის" დროს. და რას აკრიტიკებს ოპოზიცია არ მესმის ჩვენი გადაწყვეტილებების შემთხვევაში. იმდენად უსაგნო იყო კრიტიკა, რომ ვერ გავიგე რა იყო ის, რასაც გვთავაზობენ",_ განაცხადა გაბუნიამ. მისივე თქმით, სოციალური პოლიტიკის და ანტიკრიზისული პოლიტიკის არსებული მასშტაბი, მისასალმებელია და ამასთან ერთად, უნდა მოხდეს მისი ზრდა, რაზეც მთავრობას ექნება სამუშაო. ზაზა გაბუნიას შეფასებით, მთავრობის მიერ შესრულებული სამუშაო არის ეფექტური, სწრაფი, დროული და შესაძლებლობების მაქსიმუმი. „პროაქტიური და ეფექტური, პროგნოზირებადი, სწრაფი და დროული, შესაძლებლობების მაქსიმუმი. ეს ის სიტყვებია, რომელიც არის ასოციაციური შესრულებულ სამუშაოსთან მიმართებით და ვისაც სურს ეს სამუშაო დაინახოს, ის დაინახავს კიდეც, რადგან შესრულებული სამუშაო არის ჩვენს წინაშე",_ განაცხადა ზაზა ... ...
  • შსს-მ ბათუმში მომხდარი ხულიგნობის ფაქტის ამსახველი კადრები გაასაჯაროვამაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც, მიმდინარე წლის 7 მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში 2 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს წარედგინა ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში. დღეს, დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მსვლელობისას შეეცადნენ ცენტრალური გზის გადაკეტვას. პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა განაგრძეს საზოგადოებრივი წესრიგის დაარღვევა და ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას. პოლიციის მიერ, ბათუმში მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 30 ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?