"ახლა შობაა და ნუ მომიშლით ნერვებს!"

მთავარი თემა

"ახლა შობაა და ნუ მომიშლით ნერვებს!"

2020 იან 13 10:54:53

წლების წინ არავის უკვირდა დანგრეული გზები და გახეთქილი წყალგაყვანილობის თუ კანალიზაციის მილები, რის გამოც ქუჩებსა თუ ქალაქის ცენტრალურ ადგილებში პირდაპირ ფეკალური მასა გადმოდიოდა. ნელ-ნელა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა და უმეტესად ცენტრალური ადგილები მოწესრიგდა _ დაიგო ასფალტი, ბევრგან გაკეთდა კანალიზაციის და წყალგაყვანილობის სისტემა. თუმცა, ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ნაწილში, გურიის ქუჩაზე, უკვე ორი თვე ხდება, რაც დაზიანებული საკანალიზაციო სისტემიდან ბინძური წყალი მოედანზე მოედინება და დღემდე გაკეთება არ მოხერხდა.

"გურია ნიუსი" ამ ფაქტის შესახებ უკვე წერდა და როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, გურიის რეგიონული ფილიალის დირექტორმა, დავით ცერცვაძემ მაშინ გვითხრა, პრობლემას მალე მოაგვარებდა.

_ ამ პრობლემის შესახებ საქმის კურსში ვარ. გამოძახებული მყავს სპეციალური ჯგუფი, რომელიც მოძებნის დაზიანების ადგილს და უახლოეს დღეებში გავაკეთებთ, _ გვითხრა მან მაშინ.

.თუმცა, ერთი კვირის შემდეგაც, არათუ სპეციალური ჯგუფი, ამბის მკითხავიც არავინ გამოჩენილა.

ტერიტორია, რომელიც გურიის ქუჩის ნაწილია, ხალხმრავლობით გამოირჩევა. აქ განლაგებულია მაღაზიები, აფთიაქი, სხვადასხვა სავაჭრო წერტილი და რამდენიმე ქუჩის კვეთის ადგილიცაა. შეწუხებული ადამიანები ითხოვენ საკანალიზაციო სისტემის დაუყოვნებლივ მოწესრიგებას. ზოგი ამბობს იმასაც, რომ ეს წყალგაყვანილობის სისტემაა და კანალიზაციასთან კავშირი არ აქვს.

_ აბა, ეს აყროლებული წყალი საიდან მოდის? აქოთებული კი არის აქაურობა და რა მნიშვნელობა აქვს, წყალგაყვანილობაა თუ კანალიზაცია? _ ამბობენ ახლო-მახლო მომუშავეები და გამვლელ-გამომვლელნი.

გურიის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი დიდი შენობის ინტერიერში განთავსებულ სარიტუალო დარბაზ "ნიცას" წარმომადგენელი, "გურია ნიუსთან" კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, რომ თითქოს ღია სივრცეში დატბორილი მოედანი და გზის სავალი ადგილები მათი საყოფაცხოვრებო მოხმარების ბინძური წყალია და ყურადღებას არ აქცევენ:

_ როგორ გეკადრებათ? შენობის მარჯვენა მხარეს დააკვირდით და ნახავთ, რომელი მილით ვსარგებლობთ ჩვენ. იქეთ მხარეს ჩვენ არაფერი გვესაქმება და ტყუილად ხელს ნურავინ იშვერს! არც რაიმე ცუდი არ დაწეროთ ჩვენზე! რახანია ასეა და ჩვენ რა შუაში ვართ?! _ გვითხრა სარიტუალო დარბაზის მეპატრონემ.

_ თუ გაფიცვაა საჭირო ან აქცია, გამოვალთ, ბატონო! ორი თვეა ვიძახით, ვყვირით, სად არ ვრეკავთ, მაგრამ გასაოცარ დუმილს ვიღებთ პასუხად. მე აქ რომელიმე ობიექტზე არ ვმუშაობ, მაგრამ ყოველდღე მიწევს ფეხით გავლა-გამოვლა, რადგან დავდივარ სამსახურში, შევდივარ ბანკში, ბაზარში და სხვა შემოვლითი გზა არ მაქვს. რა უბედურებაა, რა გახდა ამ ერთი ადგილის ამოქოლვა? საბადოებს არ სჭირდება ამდენი ძებნა. რა საძიებო ჯგუფი ჰყავთ გამოძახებული, რომ ორი თვეა, აქამდე ვერ მოაღწიეს? 90-იანი წლები მახსენდება, რომ ვუყურებ ამ სიბინძურეს... _ გვეუბნება ოზურგეთელი ნანა კილაძე.

ჩვენ შევეცადეთ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცხელ ხაზს დავკავშირებოდით. თუმცა, ან გაბმული მუსიკა გვესმის, ან გვეუბნებიან, რომ რიგში მეათე ვართ, მერე პირველამდე რომ ჩამოვა ავტომოპასუხე, უკუათვლის წერტილი ისევ თავიდან იწყება.

წყალმომარაგების კომპანიის ფილიალში დარეკვას ადგილზე მისვლა ვამჯობინეთ, თუმცა, თანამშრომლებმა კვლავ ცხელ ხაზზე დარეკვა გვირჩიეს.

საბოლოოდ, ისევ წყალმომარაგების კომპანიის გურიის რეგიონული ფილიალის დირექტორს, დავით ცერცვაძეს დავუკავშირდით.

_ ბატონო დავით, ჩვენ ერთხელ უკვე გესაუბრეთ გურიის ქუჩაზე არსებული დაზიანების შესახებ. ამდენ ხანს რატომ არ მოვიდა გამოძახებული ჯგუფი?
_ თქვენ რომ გვითხარით, მერე დასვენების დღეები იყო. რომ მოვძებნით, გავაკეთებთ და გეტყვით...

_ როდის მოძებნით?

_ რა ვქნა, კიბე დავანგრიო?

_ მეორე თვეა, იქ აუტანელი მდგომარეობაა. რომ მოგენდომებინათ, ხომ შეიძლებოდა აქამდე გაკეთება?

_ აუ, ახლა შობაა და ნუ მომიშლით ნერვებს! სამსახურში ვარ...

_ შობაა და ჩვენც სამსახურში ვართ...

თუმცა, დავით ცერცვაძემ მეტი საუბარი არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა.

ძალიან კარგი იქნება, ჩვენი ჩინოვნიკები, საკუთარ საქმესთან ერთად, ელემენტარულ, ტაქტიან საკომუნიკაციო ენას თუ ისწავლიან. მით უფრო, როცა ნოემბრიდან ქალაქის ცენტრი ბინძური წყლით ყოველდღე იტბორება და არაერთხელ არაერთი ადამიანის მიმართვის თუ მედიის ჩარევის მიუხედავად, რეაგირება ნულია.

ამასობაში კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორად გრიგოლ მანდარია დაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. გრიგოლ მანდარია განათლებით ეკონომისტია. 2012 წლიდან სსიპ "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში" წყალმომარაგების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2019 წელს დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მრჩევლად წყალმომარაგების საკითხებში. გრიგოლ მანდარიას მოპოვებული აქვს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დოქტორის ხარისხი. გრიგოლ მანდარიას აქვს წყალმომარაგების კომპანიების მიერ გახორციელებული ინვესტიციების შეფასება-ანალიზისა და წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების გამახორციელებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება, რაც დაეხმარება მას "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მიერ დასახული გეგმების და ახალი პროექტების გახორციელებაში. შპს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" მანამდე ეკატერინე გალდავა ხელმძღვანელობდა.

იქნებ, ვინმემ იფიქროს, რა შუაშია ეს ცვლილება, ოზურგეთის ცენტრში არსებულ მდგომარეობასთანო. მაგრამ დავძენთ - იმ შუაშია, რომ როცა ცენტრალურ ოფისში, ცხელ ხაზზე გამუდმებით ვრეკავთ , მეორე თვეა და შედეგი არ ჩანს, შესაძლოა, ამის შემდეგ მაინც, ზემდგომმა პასუხის გაცემა და დროული რეაგირება ასწავლოს ქვემდგომებს.




 ახალი ამბები
  • დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერი გარდაიცვალადამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერმინისტრი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა. ის 86 წლის იყო. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს. ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში 1990 წლის 15 ნოემბერიდან 1991 წლის 18 აგვისტომდე თენგიზ სიგუა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ სიგუა პრემიერმინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა. 1992 წლის 8 ნოემბერს სიგუა საქართველოს პრემიერმინისტრად დაინიშნა, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს მას შემდეგ გადადგა, რაც პარლამენტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი უარყო. 2011 წელს "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში თენგიზ სიგუამ განაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო: „ჩვენ დავიწყეთ ომი 2008 წელს. ჩვენ დავიწყეთ ცხინვალის დაბომბვა, რამაც ჩარევის უფლება მისცა რუს სამშვიდობოებსა და რუსეთის ... ...
  • ქართული ცეკვის დედოფლის ჩუმად ჩავლილი დაბადების დღე19 იანვარი ქართული ცეკვის დედოფლის, ნინო რამიშვილის დაბადების დღეა. "მე სულ ვცეკვავდი, სულ", _ ამბობდა ნინო, _ "ეს ჩემში ადრეული ბავშვობიდან იდო. დედა ხედავდა ამას და საბალეტო სტუდიაში მიმაბარა...  როდესაც პერინის სტუდიაში მივდიოდი, ხშირად სრული სერიოზულობით  მიფიქრია, ალბათ, რა მოსაწყენია ცხოვრება იმათთვის, ვინც არ ცეკვავს". ნინო  რამიშვილმა მეუღლესთან - ილიკო სუხიშვილთან ერთად 1945 წელს შექმნა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, აღადგინა, შექმნა, დადგა დღეს ასე საამაყო ქართული ცეკვების  ფეიერვერკი.... მისი უდიდესი დამსახურებაა, რომ დღემდე, თაობიდან თაობას გადაეცემა ქართული ცეკვის ჯადოსნური ხიბლი, ცეკვის, რომლითაც მთელი მსოფლიო გვიცნობს და აღფრთოვანებული გვიკრავს ტაშს.....  “ეროვნული ბალეტის“ ყველაზე ცეცხლოვანი ვარსკვლავის - ნინო რამიშვილის სახელი ცოტა ხნის წინ მიენიჭა მის მშობლიურ ჩოხატაურში ხელოვნების სასახლეს, თუმცა, სამწუხაროდ, ჭეშმარიტად დიდი ხელოვანის დაბადების დღის და 110 წლის იუბილეს აღნიშვნა  კულტურის სფეროში მომუშავე მრავალრიცხოვან მოხელეებს არც კი გახსენებიათ.  გთავაზობთ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ქალბატონი ნინო თავად გვიამბობს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ. წყარო: სუხიშვილები - ... ...
  • ლანჩხუთში საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მატება იგეგმებალანჩხუთის საკრებულოში ამ ეტაპისთვის განხილვის სტადიაშია საკითხი, რომელიც მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთათვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდას ითვალისწინებს. როგორც გაირკვა, პროექტების მიხედვით, იგეგმება პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისა და მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტების სახელფასო ფონდის მოწესერიგება კანონის შესაბამისად. დღის წესრიგის შესაბამისად, სწორედ აღნიშნული საკითხები განიხილეს ოპოზიციური ფრაქციის ,,ძალა ერთობაშიას“ სხდომაზე. როგორც ფრაქციის ხელმძღვანელმა, ლელა ჩახვაძემ  „გურია ნიუსთან“ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, ის და მისი ფრაქციის წევრები არანაირი მატების წინააღმდეგი არ არიან და მიაჩნიათ, რომ ხელფასების მატება სხვა კატეგორიებსაც უნდა შეეხოთ. „წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, იგეგმება ხელფასების მატება მერიასა და საკრებულოში სამსახურების უფროსებისა და მთავარი სპეციალისტებისთვის. როგორც ვიცი, სამსახურის უფროსის ხელფასი, რომელიც ახლა 1500 ლარითაა განსაზღვრული, ფრაქციის თავმჯდომარეთა თანამდებობრივ სარგოს უნდა გაუთანაბრდეს, რომელიც 1700 ლარს შეადგენს. ჩვენი ფრაქცია, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არაა წინააღმდეგი ამ მატების, თუმცა, აქვე დავაყენეთ საკითხი, რომ კანონის შესაბამისად, მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსს სპეციალიტებსაც შეეხოთ სახელფასო ფონდის მოწესრიგება. ასევე, აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ  საბავშვო ბაღში დასაქმებულებს: აღმზრდელებს, მზარეულობს, ძიძებს და ყველა აქ მომუშავეს გაეზარდოთ ანაზღაურება“, _ ამბობს ლელა ჩახვაძე, რომლის თქმითაც, ლანჩხუთელი საჯარო მოხელეებისთვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდა თებერვლიდან იგეგმება, მანამდე კი საკითხზე საკრებულოში ... ...
  • თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმებას დასაბუთება აკლიაორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხრიდან შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილებაზე მეტ საჯაროობას, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას და გამჭვირვალობას მოითხოვს, რათა გამოირიცხოს მიკერძოებისა და შერჩევითი დამოკიდებულების სავარაუდო ნიშნები. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2019 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ ადგილი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას, მათი საგანმანათლებლო და კომერციული ინტერესების დაზიანებას, წაგებული დავების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზიანს, რაც მენეჯმენტის პოლიტიკის კრიზისზე მეტყველებს. ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, 2017 წელს აკრედიტაცია მიენიჭა 75 საგანმანათლებლო პროგრამას. 2018 წლის 01 იანვრიდან 01 მარტამდე 173 საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია, ხოლო 47 საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა პირობითი აკრედიტაცია. ამასთან, 2017 წელს მონიტორინგის გზით, 1 საგანმანათლებლო პროგრამას გაუუქმდა აკრედიტაცია. ამასთან, 2017 წელს არცერთ დაწესებულებას არ მინიჭებია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, ხოლო ავტორიზაცია გაუუქმდა 1 დაწესებულებას. 2018 წელს ავტორიზაცია მიენიჭა 24 დაწესებულებას და ავტორიზაცია გაუუქმდა 6 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. 2019 წელს ავტორიზაცია მიენიჭა 2 დაწესებულებას და 1 დაწესებულებას გაუუქმდა ავტორიზაცია. რაც შეეხება 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს, მოგახსენებთ, რომ საერთო სასამართლოებში მოსარჩელის, მოპასუხის ან/და მესამე პირის სტატუსით ცენტრი ჩართულია 382 სასამართლო დავაში, რომელთაგან 11 საქმე შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის/ავტორიზაციის მინიჭების ან/და გაუქმების საკითხებს. ამასთან, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ცენტრის მიერ აღსრულდა სულ 139 საქმე. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს ცენტრის მენეჯმენტის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების აღსრულება, მთლიანობაში 210934.85 ლარი დაუჯდა. ცენტრის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, გადახდილი თანხები ასე გამოიყურება: 2017 წელს - 9940.33 ლარი, 2018 წელს - 199,532.52 ლარი, ხოლო 2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემით - 1462.00 ლარი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოებში არსებობდა დავები, სადაც ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებების მოქმედება შეჩერდა. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს წამოებაში არსებულ ერთ-ერთ საქმეზეც, სადაც სასამართლომ ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების მოქმედება შეაჩერა, რომლითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, 2019-2020 სასწავლო წლისთვის, სტუდენტების მიღებას უკრძალავდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული განჩინება და სრულად დაკმაყოფილდა მოთხოვნა, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, უნივერსიტეტს უფლება ერთმეოდა მიეღო სტუდენტების ნაკადი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო აქტის მოქმედების შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა და გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეუჩერებლობა არსებით ზიანს აყენებდა უნივერსიტეტს. ... ...
  • მამა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით დაიღუპამამა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა. შემთხვევა რუსთავში მოხდა. გარდაცვლილები ბინაში ოჯახის წევრმა ნახა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაზის, ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...

შეყვარებულის ყოლა ასუქებს…

ქუინსლენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში...

უვარგისი ქმრები და ასტროლოგია

წარმოგიდგენთ უსაქმურობისკენ მიდრეკილი და ინერტული...

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...