ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

4 აპრ. 2021, 20:09:02

3 აპრილს საქართველო ანზორ ერქომაიშვილს გამოემშვიდობა.

უბადლო ფოლკლორისტი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი, კორონავირუსის დიაგნოზით რამდენიმე დღის განმავლობაში, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე ყოფნის შემდეგ  გარდაიცვალა.

თითქოს, წამიერად, ქართული ხალხური სიმღერის რიტმი და  ფეთქვაც შეჩერდა მისი სამშობლოს მიწაზე, განსაკუთრებით კი, მშობლიურ გურიაში. 

ქართული ხალხური სიმღერის გენიალური მაესტრო, გურული საგალობლების და ხალხური სიმღერების უბადლო მკვლევარი და შემსრულებელი,  სრულიად საქართველომ დაიტირა.

გურიიდან, კერძოდ კი მშობლიური ოზურგეთიდან ჩასულ დელეგაციაში იყვნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, სხვადასხვა თანამდებობის პირები, ფოლკლორის ცენტრის დირექტორი, თანამშრომლები, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მრავალი რიგითი მოქალაქე, როგორც მშობლიური მაკვანეთიდან, ისე ოზურგეთის სხვადასხვა სოფლიდან. აქვე იყვნენ გურული ჟურნალისტებიც.

„რამდენი ხალხია და რომ არა პანდემია, აქ, ალბათ, ნემსი არ ჩავარდებოდა“, _ საუბრობდნენ სამების საკათედრო ტაძრის შემოგარენში, სამგლოვიარო პროცესიის მონაწილენი.

დღის განმავლობაში დაკრძალვაზე მოსულ ქვეყნის პირველ პირთაგან, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სხვებისგან განსხვავებით, ჩვეულებრივი მოქალაქეების რიცხვს შეუერთდა და მდუმარედ იდგა საპატიო ყარაულში.

საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მოსაყრდემ მეუფე შიომ სამების ტაძარში წაიკითხა პატრიარქის წერილი, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას ეძღვნებოდა.

გურიიდან, მშობლიური ოზურგეთიდან ჩასულ დელეგაციას, სამების საკათედრო ტაძარში, თბილისში მცხოვრები მრავალი ოზურგეთელი შეუერთდა.

 ემოციური იყო სვანეთის შვილების  სვანური ზარით შემოსვლა, რომელთაც წინ ერეკლე საღლიანი მოუძღვებოდა. მათ სვანური ზარით დაიტირეს ანზორ ერქომაიშვილი და ცრემლსა და სიმღერას ნაზიარები გლოვით, ძალზე ბუნებრივად წარმოჩნდა კიდევ ერთი უნიკალური ქართული ფენომენი _ რომ ქართველი კაცი სიკვდილს უმღერის ნანას. იმ სიკვდილს, რომლის არარსებობის შემთხვევაში, თვით სიცოცხლეც მოკვდებოდა და აზრი არ ექნებოდა დედამიწაზე კაცთა მოდგმის ყოფნას.

ანზორ ერქომაიშვილის გენიალობა  იმითაც გახდა ნიშანდობლივი, რომ მის დაკრძალვაზე მყოფ გაერთიანებულ საქართველოს ადვილად შეამჩნევდა დაკვირვებული თვალი.

სამთავრობო პირველი პირები:  ირაკლი ღარიბაშვილი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, მინისტრები, სხვადასხვა თანამდებობის პირები, ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი ლიდერები, თანმიმდევრულად ეთხოვებოდნენ საქართველოს ღირსეულ შვილს.

 სამოქალაქო პანაშვიდზე, მეუღლესთან ერთად მივიდა  პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. 

„ეს ის შემთხვევა, როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს“, „ყველა ერთნაირად დასტირის“, „იქნებ, ახლა მაინც  რაიმეს მიხვდეს ჩვენი ხალხი“, _ ისმოდა ტაძარს გარეთ მყოფ მოქალაქეთა კერძო საუბრებში.

ადამიანები ანზორ ერქომაიშვილის უდიდეს ღვაწლზე  საუბრობდნენ და განსაკუთრებით უსვამდნენ ხაზს იმ ფაქტს, რომ ასეულობით ქართველი ბავშვისთვის ქართული ხალხური სიმღერის შესწავლით,  მან ერის კულტურის უკვდავებას ბალავარი სამუდამოდ განუმტკიცა.

_ რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალოთ? მის მიერვე ჩაწერილი და გამოცემული  გურული საგალობლები და სიმღერები, ეროვნული კულტურის შესახებ უნიკალური გამოცემები, უამრავი კინოფილმის თუ  სპექტაკლის მუსიკალურად გაფორმება თუ  ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის დაფუძნება? _ ამბობდნენ ადამიანები, რომლებიც ცრემლების გარეშე ვერ საუბრობდნენ. 

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

მიუხედავად გულწრფელი ცრემლით მისული  უამრავი თანამემამულისა და  გურიიდან წასული    ადამიანების გულწრფელად დატირებისა, დაკრძალვაზე მყოფი გურულების კერძო საუბრებში ერთ დეტალს უკმარისობის განცდა და ჩურჩული მოჰყვა:

 „ყოჩაღ, სვანებს. გვაჯობეს გურულებს ჩვენი მგალობლის, ანზორის დატირებაში. ამდენი მომღერალი გვყავს, ერთი საგალობლის შესრულება როგორ არ შეიძლებოდა? კარგია ორგანიზებულად წამოსვლა, ოფიციალური ჟესტი, ცრემლები თუ გვირგვინი, მაგრამ...“

_ ყველაფერი დაგეგმილი იყო კარგად და  ორგანიზებულად. სამგლოვიარო ცერემონია საგალობლების შესრულებით და ზოგადად, სწორედ ისე წარიმართა, როგორც ანზორ ერქომაიშვილს ეკადრებოდა. მთაწმინდაზე, დაკრძალვის დროს, კვლავ გაისმა სვანური ზარი, მართვეს ძველმა თაობამ შეასრულა „ჩაკრულო“... ანზორ ერქომაიშვილი დაიკრძალა სიმონ ჯანაშიას და ნიკო ბერძენიშვილის სამუდამო სამყოფელს შორის.  მშობლიურმა გურიამ, სრულად საქართველომ თავის გენიალურ შვილს ნამდვილად მიაგო საკადრისი პატივი, _ გვითხრა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ სურგულაძემ.

„ღმერთო, კიდევ გააჩინე საქართველოში ანზორ ერქომაიშვილი“, _ ეს კი ერთი ძიმითელი გურულის, ედიშერ სიხარულიძის სიტყვებია, რომელიც, დაკრძალვიდან დაბრუნებული, ძიმითის გადასახვევთან ტრანსპორტიდან ჩასული, წამიერად შეჩერდა, თვალები ზეცას მიაპყრო და წყლიანი თვალებით  უფალს შესთხოვა.

_ მოკრძალებულად სთხოვდა ოზურგეთიდან თბილისში მიმავალ დელეგაციას, ნუ დამზარდებით, ანზორის დასატირებლად მოვდივარ და ძიმითის გადასახვევთან დაგხვდებით, არ დამტოვოთო... ასე წამოვიდა დედაქალაქში, უენოდ, ჩუმი ცრემლებით დაიტირა და ისე ჩამოვიდა აქამდე, ხმა არ ამოუღია, _ თქვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, მარინა ჯაფარიძემ.

დიახ, ედიშერ სიხარულიძის ცრემლიანი ვედრება, ფართო განვრცობით უკვდავი  სახალხო სიყვარული რომ ჰქვია, ყველა იმ კონკრეტულ ორდენსა თუ უამრავ სხვა ჯილდოზე მეტია,  რაც გენიალურ ლოტბარს და ჩვენი უნიკალური ფოლკლორის მოამაგეს, ანზორ ერქომაიშვილს მიაგეს ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე. 





 ახალი ამბები
  • მიხეილ დაუშვილი: არც ერთი უკანონო ბრძანება 20 ივნისს არ გაცემულა,,არც ერთი უკანონო  ბრძანება 20 ივნისს არ გაცემულა და გადაცდომები, რომელიც არსებობდა, რა თქმა უნდა უნდა მოხდეს და ხდება შესაბამისი რეაგირება“  - ამის შესახებ  გიორგი გახარიას თანაგუნდელმა და მისი მომავალი პარტიის წევრმა მიხეილ დაუშვილმა  ,,მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. ,,ერთია, ვინ რას ლაპარაკობს და მეორეა, პირდაპირ ეთერში რაც გადაიცემოდა... თუ კარგად გავიხსენებთ, რა მოხდა, 2 საათზე მეტი დროის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დაიწყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე, პოლიცია პარლამენტის შენობას, საკანონმდებლო ორგანოს იცავდა აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების გარეშე და მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეუძლებელი გახდა ამ ძალადობრივი შტურმის მოგერიება,  დაიწყო პოლიციამ აქტიური საშუალებების გამოყენება." - განაცხადა დაუშვილმა. დაუშვილის  თქმით,  20 ივნისის ღამეს პოლიციამ თანაზომიერი და ლეგიტიმური ძალა გამოიყენა. ,,იყო გადაცდომები და ამ გადაცდომებზე პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და შესაბამისი საქმეებიც მიმდინარეობს სასამართლოში, მაგრამ საბოლოო ჯამში. ეს პროცესი იყო ლეგიტიმური და გამოყენებული ძალა იყო თანაზომიერი" . - განაცხადა  მიხეილ ... ...
  • “არაფერი მიზეზი აქ არ არის, თითიდან გამოწოვილი ამბავია“მეორე დღეა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ტრანსპორტი არ ემსახურებათ. როგორც “გურია ნიუსი“ წერდა, მძღოლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და აქედან გამომდინარე, ისინი უარს ამბობენ დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე. გაფიცულმა ადამიანებმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნეს, რომ მოითხოვენ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას. “ხელფასები არის მინიმალური და გვინდა, მისი გაზრდა. საშუალო დღიური ანაზღაურება არის 30 ლარი, ამ თანხაში შედის მანქანის მოვლა-პატრონობა.  ყველაფერი გაძვირდა ამ ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, ის თანხა, რაც გვეძლევა ყოველდღიურად და ხელფასად, არის მინიმალური. ვითხოვთ, რომ მოხდეს ხელშეკრულებაში ცვლილებები, ეს იყო და ეს, მეტი არაფერი. მხოლოდ მანქანის ხარჯზე ვმუშაობდით და აღარ გამოდის. კომპანიის წარმომადგენლებს გავესაუბრეთ და მათგან არ მიგვიღია პასუხი, რომ მოხდებოდა ხელფასის ზრდა. არც არავის უკითხავს ამ საუბრის შემდეგ ჩვენი ამბავი. 2013 წლიდან ერთსა და იმავე ხელფასზე ვმუშაობთ. არაერთხელ გვიფიცეთ და გვპირდებოდნენ, რომ ხელფასს გაგვიზრდიდნენ. მანქანის ხარჯის გამო, არ ღირდა მუშაობა. არავინ გვყავს პატრონი და რაც უნდათ იმას აკეთებენ“. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ მძღოლებს ხელშეკრულება საგანმანათლებლო სისტემასთან არ აქვთ. „სამწუხაროდ, პრობლემა, რომელიც ნასაკირალის საჯარო სკოლაშია, სატრანსპორტო კომპანიას და მძღოლებს შორისაა. მძღოლები არ არიან ჩემი თანამშრომლები და აქედან გამომდინარე, მათთან ხელშეკრულება ჩვენს სისტემას არ აქვს. მძღოლების ურთიერთობასა და მათ ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია ის კომპანია, რომელსაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მათთან. მეორე დღეა, მძღოლებს ბავშვები ტრანსპორტით არ გადაუყვანიათ, მაგრამ ამას სასწავლო პროცესზე გავლენა არ მოუხდენია. მინდა მადლობა გადავუხადო მშობლებს და ბავშვებს _ მიუხედავად ამ შეფერხებისა, მოახერხეს სკოლაში მისვლა“. კომპანია “თაიმ სერვისის“ დირექტორი სულეიმან ჩიხლაძე გვეუბნება, რომ კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დროულად მოხდეს მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა. “კომპანია მუშაობს, რომ ეს საკითხი უახლოეს დროში მოაგვაროს. მიდის მოლაპარაკებები ახალ მძღოლებთან და ბავშვების გადაყვანა ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე ისევ ტრანსპორტით მოხდება. თქვენს მიერ ნახსენები 30 ლარი არ არის ხელფასი, ეს არის მომსახურების ღირებულება. ეს ადამიანები არიან ინდმეწარმეები, რომლებიც უწევენ მომსახურეობას კომპანიას. შესაბამისად, მომსახურების ტარიფი და ოდენობა მათთან შეთანხმებულია. ყველა დეტალი გავიარეთ, როდესაც ახალი ხელშეკრულებები იდებოდა და ასე ხდებოდა ყოველ წელს. არაფერი მიზეზი აქ არ არის. თითიდან გამოწოვილი ამბავია და მეტი არაფერი. ერთ დილას გაიღვიძა 15 მძღოლმა და გადაწყვიტა გაჩერებულიყვნენ, თავის მოვალეობაზე უარი თქვეს და მოაწყვეს გაფიცვა. ხელშეკრულების დადების დროს რატომ არ გააპროტესტეს? _ აღნიშნა სულეიმან ჩიხლაძემ ჩვენთან საუბრის დროს. დღეს დილით სოციალურ ქსელში  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბესო ქათამაძემ შემდეგი სახის ინფორმაცია გაავრცელა.  “ქვეყანაში სრული ვაგხანალია და უპატრონობაა. ორი დღეა დაბა ნასაკირალის სკოლაზე მომუშავე 14 მიკროავტობუსის მძღოლი გაფიცულია, პროტესტის ნიშნად არ გადაყავს სკოლაში ხუთასამდე ბავშვი, მომკითხავი კაცი არაა და არც არავის აღელვებს,“ - დაწერა ბესო ქათამაძემ ... ...
  • ვარლამ გოლეთიანი: ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ,,ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ“, - ეს მიმართვა  ,,რიონის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გააკეთა. ვარლამ გოლეთიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ძალადობა არასდროს არაა გამართლებული და ყველამ გვერდით მდგომს პატივი უნდა სცეს. იგი საზოგადოებას სხვადასხვა ქალაქებში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ,,თუ იქნება თქვენი ნება სურვილი, ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ, გავათიოთ დღევანდელი ღამე აქ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მეგობრებო, უკვე ჩვენ შევძლებთ ხვალინდელ დღეს, რომ გამოვაცხადოთ მთელი საქართველოს მასშტაბით გამოსვლა ადამიანების სხვადასხვა ადგილებში და ბლოკირება მთელი ქვეყნის. თუ არ იქნება შესმენილი ჩვენი ნება, ჩვენ არ უნდა გადაგვძლიოს იმან, რომ ახლა დავიძრათ ბარიკადებისკენ და გავაფუჭოთ ყველა ის მიღწევა, რაც სახეზე გვაქვს აქ, ამ მოედანზე. ჩვენ გვაქვს მთელი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ მათზე. ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ავტობანი, ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ყველა ქალაქი, ყველგან გამოვიდეთ“,  – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...
  • მიხეილ დაუშვილი: მე ვთვლი, რომ ბატონი ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი"მე ვთვლი, რომ ბატონი ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი, იგივეს ვფიქრობ გიორგი რურუაზეც“, _ ამის შესახებ გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა "მთავარი არხის" ეთერში  განაცხადა. დაუშვილის თქმით,  ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს. "ბატონი ნიკა მელია, თქვენ კარგად იცით, რასთან დაკავშირებით არის ბრალდებული. ეს არის საკანონმდებლო ორგანოზე შტურმის ორგანიზება. მე ვთვლი, რომ ბატონი ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი. ანალოგიურად, ბატონი გიორგი რურუას მიმართ არსებობს კონკრეტული საქმე, სასამართლო პროცესი გრძელდება და რაც შეეხება პოლიტპატიმრობას, დიახ, ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ ბატონი გიორგი რურუა არ არის პოლიტპატიმარი",  - განაცხადა  დაუშვილმა. ცნობისთვის, გიორგი გახარიას გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში ... ...
  • გუმათთან მისასვლელი გზები გადაკეტეს - ქუთაისიდან მსვლელობა ვერ შედგაქუთაისის პარლამენტის შენობიდან ავტომსვლელობა დაიწყო, რომელიც გუმათისკენ, რიონის ხეობის მცველების სოლიდარობისთვის, ადგილზე უნდა მისულიყო, თუმცა აქციის მონაწილეები ამჟამად ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არიან შეკრებილი, რადგან გუმათთან მისასვლელი გზები გადაკეტილია, რომლის გამოც ქუთაისიდან მსვლელობის მონაწილეებს გზის გაგრძელების საშუალება არ მიეცათ. როგორც აქციის მონაწილეები, ქალაქის ცენტრში მიმდინარე აქციის პარალელურად, მოქალაქეთა ნაწილი გუმათისკენ გზას ფეხით განაგრძობს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ,  აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც წუხელ, სოფელ გუმათში პოლიციამ ნამხვანჰესის მოწინააღმდეგეები დაარბია და რამდენიმე ადამიანი დააკავა. „წავალთ გუმათისკენ, სადაც პოლიცია ახლაც უკანონოდ იქცევა და იქ შეკრებილ ადამიანებს ზეწოლის ქვეშ ამყოფებს. ჩვენი მთავარი მოწოდებაა, რომ მთელი ქვეყანა გავიდეთ და ვანახოთ, რომ ეს ხალხი არ არის მარტო“ – განაცხადა აქციის ერთი-ერთმა ორგანიზატორმა, დავით კუხიანიძემ. ცნობისთვის, რიონის ხეობის მცხოვრებლები თითქმის ექვსი თვეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ნამახვანჰესის პროექტს და ითხოვენ, რომ ხეობა დატოვოს ინესტორმა კომპანიამ „ენკა რინიუებლზმა“. მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლიციის დახმარებით კომპანიამ ჰესის მშენებლოობის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა. ასევე,  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხეობიდან გამოაძევეს პროტესტის მონაწილეები, აიღეს მათი კარვები, პროტესტის ადგილი კი გადათხარეს ისე, რომ იქ კარვის გაშლა შეუძლებელია. მოქალაქეები რამდენიმე დღეა, ხეობის შესასვლელში, სოფელ გუმათში მოწყობილ პოლიციის ბლოკპოსტთან დგანან და უშედეგოდ ითხოვენ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას. დღეს პოლიციამ მათ წინ რკინის კედელიც ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...