"არ გავჩერდებით!" აქციამ სუფსის კარიერთან პერმანენტული ხასიათი მიიღო

მთავარი თემა

"არ გავჩერდებით!" აქციამ სუფსის კარიერთან პერმანენტული ხასიათი მიიღო

2020 მარ 10 15:37:03

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში, მდინარე სუფსის კალაპოტში კარიერული წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით, 5 მარტის შემდეგ, ადგილობრივთა აქცია კვლავ გაგრძელდა.

ადგილობრივები კარიერზე მომუშავე კომპანიის ხელმძღვანელის და გარემოს დაცვის სამინისტროს გურია-აჭარის რეგიონის წარმომადგენელთა მოსვლას ითხოვდნენ.

7 მარტს, დილიდან ბაილეთის და სილაურის მცხოვრებლები კვლავ შეიკრიბნენ ორი სოფლის საზღვარზე, მდინარე სუფსის ხიდთან, სადაც კარიერისკენ მიმავალი გზაა და ათეულობით მძიმე სატვირთო მანქანას, რომლებსაც ხრეში გადაქონდათ, გზა გადაუკეტეს. ადგილზე იმყოფებოდნენ ჟურნალისტები, რეგიონის პოლიციის წარმომადგენლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სილაურიდან გოჩა კილაძე, ასევე, გარემოს დამცველები: ირმა გორდელაძე და ლევან მგელაძე (ოზურგეთის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი).

შპს "ქიუ ემ სის" წარმომადგენელი კობა ლექვინაძე აქციის მონაწილეებთან მალე მოვიდა.

_ ყველაფერი კეთდება კანონის სრული დაცვით. ადრე ვინ რას აკეთებდა, მე ნუ მომაწერთ. ერთი თვეც არაა, რაც აქ მოვედი. მანამდე სხვა მუშაობდა. რატომ გგონიათ, რომ ვინმე კანონს არღვევს? დღეში ოთხჯერ და ხუთჯერ ამოდიან აქ გარემოს დამცველები. შემაწუხებელია, მეტი რომ არაფერი, მაგრამ წესი წესია. სალიცენზიო ტერიტორია იმიტომ არსებობს, რომ იქ მე მაქვს კანონიერი მოპოვების უფლება, ყველაფერი კეთდება კანონის სრული დაცვით, _ უთხრა მან აქციის მონაწილეებს. თუმცა, ადგილობრივები ამ საუბრით მხოლოდ გაღიზიანდნენ და კატეგორიულად მოითხოვეს, მტკიცებულების სახით, დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომ ხრეშის ამოღებისას კანონი არ ირღვევა.

_ კანონი არ ირღვევა კი არა, გაარღვიეს სუფსის კალაპოტი და ლამის, მთა-გორიანად შუაზე გადაჭრან აქაურობა. ვის სჭირდება ამათი დემაგოგია? მობრძანდნენ აქ გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, "შპარგალკებით" შეიარაღებულ კომპანიებს რომ გვიგზავნიან ნახევარი საუკუნის წინ დაბეჭდილი რუკებით, შედით და ამოგლიჯეთ გულ-მუცელი სუფსასო. მობრძანდნენ აქ! სუფსა მალე გადაირევა და ხალხი კი გადარიეს მაგათ უკვე. მოსყიდვაზეც არ ეშლებათ ხელი, "პიარშიკებიც" ჰყავთ სოფელში, _ თქვეს ადგილობრივებმა _ ტარიელ ნაჭყებიამ და იური დარჩიამ.

გარემოს დამცველმა ირმა გორდელაძემ მოითხოვა დოკუმენტაცია, რამდენად კანონიერად ხდება ხრეშის ამოღება.

_ აუცილებლად უნდა შევხვდეთ! თქვენი საბუთები არანაირად არ არის წესრიგში. შპს "ნატა 2000-მა" თქვენ გაგიფორმათ ხელშეკრულება, რადგან მას ჰქონდა დაყადაღებული ლიცენზიები, სწორედ კანონისდარღვევით მუშაობის გამო. აუცილებლად გვჭირდება ის საბუთები, რის საფუძველზე მოგცათ თქვენ ლიცენზია წიაღისეულის სააგენტომ, რადგან ის ქვა-ღორღი, რაც უნდა ამოიღოთ, 270 ათასი ტონა წელიწადში, ამ კალაპოტს არ გააჩნია. 120 მანქანა გადის აქედან დღეში, კატასტროფული მდგომარეობაა. ამიტომ მიძვრებით ფსკერში, კეთდება აუზები, რომ სასწრაფოდ ჩაიტანოს მდინარემ ნატანი და მაქსიმალურად ამოართვათ მერე ეს ფსკერი. თქვენ უკვე ძალიან დაარღვიეთ კანონი, რადგან მდინარის ტრაექტორია ხელოვნურად შეცვალეთ, ჩადიხართ დიდი სიღრმეზე და ამას დაგიმტკიცებთ! _ უთხრა გორდელაძემ ლექვინაძეს, რასაც მათ შორის ასეთი დიალოგი მოჰყვა:

_ რამდენ მეტრზე ვარ ჩასული?

_ ათ მეტრზე ხართ და ამას დაგიმტკიცებთ.

_ სამ მეტრზე მეტ სიღრმეზე არ ჩავდივართ. მოდით, დავნაძლევდეთ მაშინ. კოვში არის ექვსმეტრიანი, ათ მეტრზე როგორ ჩავალთ? _ თქვა ლექვინაძემ და გორდელაძეს ხელი გაუწოდა.

_ ბატონო იაკობ, სამზე მეტი ხომ არის ექვსი? თქვენ ძალიან დააზიანეთ მდინარის ფსკერი, დაგიმტკიცებთ!

_ მაშინ დააყენეთ თქვენი წარმომადგენელი. ეს გზა სახელმწიფო მნიშვნელობის გზაა. კეთდება სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი. თუ დაზიანდება, გააკეთებს სახელმწიფო, გაითვალისწინეთ ისიც, რომ საარჩევნო წელია. ასე არ შეიძლება! _ სახელმწიფო ინტერესები მოიშველია ლექვინაძემ.

აქციის მონაწილეებმა: ნუგზარ გორგაძემ, მიხო ქილიფთარმა, ნარგიზ რიჟამაძემ, გულნარა ფუტკარაძემ და სხვებმა კატეგორიულად მოსთხოვეს ლექვინაძეს, მოეტანა დოკუმენტაცია, რამდენად სამართლიანად მოიპოვებენ მდინარის კალაპოტში მასალას.

_ მეტი არაფერი გვაინტერესებს _ დოკუმენტაცია! ვის იგდებთ თქვენ აბუჩად? ანკესს გადააგდებდი და თევზი მოსული იყო. ახლა სად ნახავ თევზს, ან ყანა სადაა?! წაიღო კალაპოტშეცვლილმა და ფსკერგამორთმეულმა მდინარემ მიწაც და საყანეებიც, _ ამბობდნენ ისინი.

აქციის მსვლელობისას ათეულობით სატვირთო მანქანა, დატვირთული თუ დაუტვირთავი, რომლებიც მაინც ცდილობდნენ გადაადგილებას, მდინარე სუფსის ხიდთან და ასევე, კარიერის ამოსასვლელ გზაზე გააჩერეს.

იაკობ ლექვინაძემ არაერთხელ სცადა, ერთმანეთს დათანხმებოდნენ, გასცა დაპირებებიც შესაძლებლობის ფარგლებში, თუმცა, აქციის მონაწილეები არ დათანხმდნენ შემოთავაზებულ პირობებს.

მოსახლეობის მიმართვაზე, ორი დღის განმავლობაში კარიერზე არ შესულიყვნენ და შეეჩერებინათ მუშაობა სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენამდე, ლექვინაძემ უარი განაცხადა:

_ მუშაობას ვერ შევაჩერებთ და თუ დანაშაულს ჩავდივარ, გპირდებით, პასუხს ვაგებ. აგერ ვარ, არსად გავრბივარ, _ თქვა მან.

აქციის მონაწილეები კატეგორიულად ითხოვდნენ გარემოს დაცვის სამინისტროს აჭარა-გურიის წარმომადგენელთა მოსვლას, რომელთაც არაერთხელ დაურეკეს, თუმცა, ისინი დღის განმავლობაში არ გამოჩენილან.

"რავა მოვლენ?! დინამიტს აფეთქებენ, ან "კაჭკით" სილა მიაქვს ვიღაცას სუფსის სანაპირიდანო რომ დაურეკო, იმ წუთს დაგვაცხრებიან და დაგვაჯარიმებენ. ახლა რატომ ითრევენ ფეხს? არ მოესვლებათ აქ. მოდიან და ვითომ კარიერს ამოწმებენ. მაგფერი "ექსპერტობით" რომ გამოირჩეოდნენ, იმიტომ არის რვა კაცი დაჭერილი მაგ გარემოს დაცვიდან. ხალხის მოსატყუებლად ყველა მაგარია", _ ბრაზობდნენ აქციის მონაწილეები.

დღის ბოლომდე, შპს "ქიუ ემ სის" წარმომადგენელი და აქციის მონაწილეები ვერაფერზე შეთანხმდნენ _ მოსახლეობის წარმომადგენლები კვლავ კატეგორიულად ითხოვდნენ წიაღის სააგენტოსა და გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთა ჩამოსვლას.

_ აუცილებლად მოვიდნენ ადგილზე, შეამოწმონ, დაასურათონ სუფსის კალაპოტი, სადაც კარიერია და დადონ დასკვნა, მიადგა თუ არა გარემოს ზიანი, დაზიანებულია თუ არა მდინარის კალაპოტის ფსკერი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მდინარე სუფსის ფსკერი სერიოზულად არის დაზიანებული და აქაურობა გაჩანაგებულია. თუ საწინააღმდეგო დამტკიცდება და აღმოჩნდება, რომ გარემოს არანაირი ზიანი არ მიდგომია, პროტესტს შევწყვეტთ. ოღონდ, ვინმემ ჩვენი მოტყუება არ გაბედოს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, _ თქვეს აქციის მონაწილეებმა "გურია ნიუსთან". მათივე თქმით, საპროტესტო აქციას პერმანენტულად გააგრძელებენ და კვლავ გადაკეტავენ კარიერიდან ამომავალ გზას მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული.

"გურია ნიუსი" ოპერატიულად მიაწვდის მკითხველს ინფორმაციას სუფსის კარიერზე განვითარებული მოვლენების შესახებ.




 ახალი ამბები
  • როგორ და სად უნდა გავიკეთოთ პირბადე _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებარა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი და ვინ და სად უნდა ატაროს პირბადე, - ამ კითხვებზე პასუხი თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში გასცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა რამდენად არის შესაძლებელი კორონავირუსით დაავადება სურსთთან შეხებისას. „სურსათთან მიმართებაში შესაძლებელია თეორიულად, თუ მომხმარებელი მოვიდა მარკეტში და დააცემინა, დაახველა და ამოაფრქვია ეს შხეფები და ეს შხეფები მოხვდა სურსათზე. შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ ამის ალბათობა დიდი არ არის“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსი +56 გრადუსზე 30 წუთს ძლებს, 70 გრადუსზე კი 5 წუთში იღუპება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირბადეების გამოყენების წესებზეც ისაუბრა. „ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, - ამბობს ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს. „9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს. ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს!მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, - წერს ... ...
  • კომენდანტის საათი ჩოხატაურში _ დაკეტილი მაღაზიები და დაცარიელებული ქუჩებიფოტოები, რომლებსაც "გურია ნიუსი" გთავაზობთ, ჩოხატაურში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ანუ 21 საათამდეა ... ...
  • რატომ მოსთხოვეს ჩოხატაურში მაღაზიების 19 საათზე დაკეტვა მეპატრონეებსრა ხდება ჩოხატაურში? – ამ კითხვით “გურია ნიუსს“ მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდნენ ადამიანები. "გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ პრემიერის ბრძანება შეცვალა და სასურსათო მაღაზიებს უბრძანა 7 საათზე დაკეტონ ყველაფერი. როგორც ცნობილია, პრემიერის ბრძანებით, კომენდანტის საათი იწყება 9 საათზე". მათი თქმით, გაფრთხილება ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც მიიღეს. გურიის გუბერნატორმა ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბრის დროს არ დადაასტურა: “პრემიერ-მინისტრის ბრძანებას მე როგორ შევცვლიდი?! მსგავსს ფაქტს ადგილი არ ჰქონია", _ გვითხრა ნასარაიამ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით კი მოქმედებენ მთავრობის განკარგულების შესაბამისად. "მთავრობის განკარგულებაში ზომების გამკაცრების შესახებ, მკაფიოდაა გაწერილი ყველა შეზღუდვა. ჩვენ ვმოქმედებთ ამ დოკუმენტის შესაბამისად. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ", _ გვითხრა ... ...
  • რას უკავშირდება ლანჩხუთის ბიუჯეტში გასახორციელებელი ცვლილებებიკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი სხვადასხვა ღონისძიებისა თუ შეზღუდვების მიუხედავად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. გამონაკლისი არც ლანჩხუთია და ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოუწიათ საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებს შეკრება, სადაც ბიუჯეტში გასახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს. კომისიის წევრები სხდომაზე ერთმანეთისგან დისტანცირებულად და ნიღბებით ისხდნენ. "სხდომის ჩატარების აუცილებლობა გამომდინარეობს იქედან, რომ შეუფერხებლად გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და მუნციპალიტეტის ფუნქციონირება“, _ თავშივე აღნიშნა კომისიის თავკაცმა ალექსანდრე მახათაძემ. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტში გასახორციელებლ ცვლილებებს, რომელიც კომისიამ განიხილა და მხარიც დაუჭირა, ირკვევა, რომ ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო დაფინანსება სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით. კერძოდ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს 1800000 ლარი ერგო, რომელიც მიიმართა 2019 წლის დაწყებული პროექტების დასასრულებლად. კერძოდ, ხიდების რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობაზე . სკოლების რეაბილიტაცისთვის - 520000 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით -748000 ლარი. გაეროს განვითარების პროგრამის-რეგიონული ადგილობრივი განვითარების ინიციატივების ხელშეწყობის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო გრანტი 309890 ლარი, რომლითაც დაფინანსდება ორი პროექტი. გრიგოლეთის განაშენიანების გეგმის შემუშავებისათვის დაიხარჯება 250000 ლარი. ტურისტული მარშუტების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალომთიანი თემების ეკონომიკური გაძლიერებისათვის 67040 ლარი. მათ შორის გრანტით ფინანსდება 59890 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება შეადგენს 7150 ლარს. კომისიაში მიღებული მხარდაჭერის შემდეგ წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უახლოეს სხდომაზე მოუწევს, რომლის გამართვის თარიღიც ჯერჯერობით ცნობილი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...