"ასე ევროპაში ვერ შეხვალთ!" _ რა ხდება, როცა მუნიციპალიტეტი ვალდებულებებს არ ასრულებს

მთავარი თემა

"ასე ევროპაში ვერ შეხვალთ!" _ რა ხდება, როცა მუნიციპალიტეტი ვალდებულებებს არ ასრულებს

2018 იან 19 14:43:41

საქართველოში ნარჩენები განსაკუთრებულ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს _ დღემდე ის რჩება ეკოსისტემების დაბინძურებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების წყაროდ. ამასთან, ჩვენთან არსებული სამწუხარო პრაქტიკა გულისხმობს ნარჩენების განთავსებას უკონტროლო, არაოფიციალურ ნაგავსაყრელებზე _ უახლოეს ხევებში, გზების პირას და მდინარეების ნაპირზე, ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების და სანიტარულ-გარემოსდაცვითი ნორმების უგულებელყოფით.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად, პოლიგონებზე ხვდებოდა და ხვდება სამრეწველო, სამშენებლო, სამედიცინო, ბიოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახის სახიფათო ნარჩენები.

სპეციალისტების დასკვნით, ქვეყანაში მოქმედი ნაგავსაყრელების უმრავლესობა არ შეესაბამება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს და ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო დირექტივებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

აღსანიშნავია, რომ მყარი ნარჩენების საერთაშორისო სტანდარტებით მართვა საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებააამ ვალდებულების შესრულებაზე რამდენიმე უწყებაა პასუხისმგებელი, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც ამ პრობლემას ვერ უმკლავდება; შესაბამისად, . . სტიქიურ ნაგავსაყრელებს ბევრ ადგილზე შეხვდებით.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლანჩხუთში, სადაც მუნიციპალური ნაგავსაყრელი დახურულია და ნაგავი სხვა მუნიციპალიტეტში მიაქვთ. მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ამბობს, რომ პრობლემის მოგვარებას ცდილობენ:

_ მარტისთვის ველოდებით დამატებით ურნებს, რომ ცენტრალურ გზასთან ახლომდებარე სოფლებში დავდგათ, _ ამბობს სარიშვილი.

_ იმ სოფლებზე არ ფიქრობთ, რომლებიც ცენტრალური გზისგან მოშორებითაა?

_ რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, მაგრამ იქ გზის პრობლემაცაა. სამწუხაროდ, შიდა გზები ისეთ მდგომარეობაშია, რომ ნაგავშემკრები მანქანა ასვლას ვერ მოახერხებს.

_ ბატონო ალექსანდრე, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესახებ გსმენიათ?

_ კი, რა თქმა უნდა და აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით.  როგორც გითხარით ველოდებით ახალ ურნებს.

_ სანამ ურნებს მიიღებთ, მანამდე მოსახლეობამ ნაგავი სად წაიღოს?

_ ეზოებში უნდა გააკეთონ ორმოები. რის დაწვაც შეიძლება, დაწვან. მოსახლეობამაც უნდა შეგვიწყოს ხელი. არ ვამბობთ, რომ ეს პრობლემა არ არის, მაგრამ ვმუშაობთ. დაფინანსებაც გავუზარდეთ დასუფთავების სამსახურს; ვთანამშრომლობთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთანაც, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სარიშვილმა.

სპეციალისტების დასკვნის მიხედვით, სტანდარტებთან მიახლოებულია მუნიციპალური ნაგავსაყრელი ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თუმცა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებობს სოფლები, სადაც ნაგვის ურნებიც კი არ დგას და, შესაბამისად, მოსახლეობა სტიქიურ ნაგავსაყრელებს ქმნის.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ „თუ ვაცლით (?!), იმუშავებენ“:

_ თუ გვაცლით მუშაობას, თუკი დაგვეხმარებით და ხელს შეგვიწყობთ, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ ყველაფერს.

_ ჩვენ ხელი როგორ უნდა შეგიწყოთ და რაში დაგეხმაროთ?

_ ობიექტურობით და ჭკვიანად ყოფნით. რა ვიცი(?!).

_ ბატონო კონსტანტინე, სტიქიური ნაგავსაყრელების პრობლემაზე გესაუბრებით. გაქვთ ინფორმაცია, რომ სოფლებში რთული მდგომარეობაა და რომ ამ პრობლემის მოგვარება ევროკავშირთან აღებული ვალდებულებებითაც გევალებათ? _ ამ კითხვაზე შარაშენიძემ პასუხი არ გაგვცა და ტელეფონი გაგვითიშა.

სტიქიური ნაგავსაყრელების სიმრავლეა ჩოხატაურშიც _ უმეტეს სოფლებში, ნაგვის ურნების არარსებობის გამო, დაბინძურებულია საუბნო და ცენტრალური გზები, მდინარეები, სადაც ინერტული მასალაც კი იყრება.

ურნების დადგმას და დამატებას ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას დიდი ხანია პირდება, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურში ამბობენ, რომ ნაგვის გამოტანა მხოლოდ იმ სოფლებიდან ხდება, სადაც ნაგვის ურნები დგას _ მარტივად რომ ვთქვათ, სუფთავდება მხოლოდ დაბა ჩოხატაური და მასთან ახლო მდებარე სოფლები.

უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ყველაფერთან ერთად, პრობლემას საზოგადოების ცნობიერების დაბალი დონეც ქმნის _ ქუჩაში, მდინარეში, ბუნებაში ნაგვის დაყრა რომ არ შეიძლება, ეს ჯერ კიდევ ვერ გაგვიგია და გვავიწყდება, რომ ნაგვის თვალთახედვიდან მოშორება არ ნიშნავს მის გაქრობას.

_ სად დავყაროთ, სად წავიღოთ? წლებია, ნაგის ურნების დადგმას ვითხოვთ, მაგრამ უშედეგოდ. ფული არ გვაქვსო, გვეუბნებიან. მთელი სოფელი ნაგავს მდინარეში ყრის. განა არ გვრცხვენია, მაგრამ გამოსავალი არ გვაქვს, _ ამბობენ „გურია ნიუსთან“ საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდივანის საჯარო სკოლის პედაგოგები.

მათივე ინფორმაციით, ურნების დადგმის აუცილებლობაზე საჯარო წერილი დაწერეს, ხელმოწერებიც შეაგროვეს და მუნიციპალიტეტის მერიას დახმარებისთვის მიმართეს, თუმცა, შედეგი არც ამ აქტივობას მოჰყვა.

დიდივანში მერის წარმომადგენელი ელენე ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობის თხოვნა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას გადასცა:

_ გვითხრეს, რომ ნაგვის ურნებს დადგამდნენ, მაგრამ ნაგვის გატანას ვერ მოახერხებდნენ, _ ამბობს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, სოფელში ნაგავს ეზოებში გათხრილ სპეციალურ ორმოებში ყრიან და მდინარეს არავინ ანაგვიანებს, რასაც უარყოფენ ადგილობრივები.

დიდივანის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი რამიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სოფელში ჩამომავალი მდინარე სუფსა ნაგვით სავსეა:

_ სხვა ალტერნატივა არ არსებობს, არავის აქვს ეზოში ორმო _ ყველა მდინარეში ყრის. ადრე მდელოზე ყრიდნენ და გარემოს დაცვამ გაფრთხილება მოგვცა. მას შემდეგ სოფლის ნაგავი მდინარეში იყრება. ვიცით, რომ ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ხელისუფლება სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს. ურნებს დაგიდგამთ, მაგრამ ნაგავს ვერ გავიტანთო? ეს პასუხია? ბუკისციხეს, გოგოლესუბანს, შუა ამაღლებას თუ სჭირდება ნაგვის გატანა, დიდივანმა რა დააშავა? გაჭირვებული ქვეყნის ხელისუფლება გაჭირვებულად უნდა ცხოვრობდეს _ მოიკლონ პირადი სარგებლობისთვის გამოყოფილი საწვავი და ნაგვის მანქანას ჩაუსხან. სირცხვილია რაც სოფლებში ხდება, _ ამბობს რამიშვილი.

მისივე თქმით, სოფელში ჩამოსული სტუმრები დანაგვიანებული გარემოთი ძალიან შეწუხებულები არიან:

_ განსაკუთრებით ზაფხულში ბევრი ტურისტი მოდის ჩვენს ხეობაში, რომელიც სამ სოფელს აერთიანებს. ყველგან ერთი და იგივე სიტუაცია ხვდებათ _ ნაგავი ქუჩაში, მდინარეში. გასულ ზაფხულს ნოე რამიშვილის შვილიშვილი, მიშელ რამიშვილი ისვენებდა ჩემს კოტეჯში. სულ წუხდა ამის გამო. მახსოვს, ნაგავი შეაგროვა და ჩოხატაურში ჩამოიტანა, თუმცა, ამას ადგილობრივები ვერ მოახერხებენ. მაშინ თქვა ბატონმა მიშელმა _ ასე ევროპაში ვერ შეხვალთ და სულ ერთ წრეზე იტრიალებთო. ასეცაა _ ხმამაღალ განცხადებებში ყველა მაგარია, თუმცა, როდესაც საქმეა გასაკეთებელი, დუმან, _ ამბობს გიორგი რამიშვილი.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით, მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს:

„ბოლო პერიოდში,  ჩვენს მუნიციპალიტეტში,  მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მოეწყო ნაგავსაყრელი, შეძენილი იქნა სამი ახალი ნაგავმზიდი, ასევე, 100  ნაგავშემკრები კონტეინერი. დღეისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 221 ნაგავშემკრები კონტეინერია განთავსებული, აქედან 103 დაბაში, 118 კი _ 25 სოფელში. თუმცა, ეს საკმარისი ნამდვილად არ არის და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას ვგეგმავთ.

არის კიდევ ერთი პრობლემა _ ზოგიერთი  ჩვენი თანამოქალაქის დამოკიდებულება იმ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ, რასაც სუფთა გარემოში ცხოვრება ჰქვია. იყო ურნების დაზიანების შემთხვევები, მასში ცეცხლის გაჩაღების, უფრო მეტიც, გორაბერეჟოულის ტერიტორიაზე მდინარე სუფსაშიც კი გადააგდეს.

მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ხელისუფლების მცდელობა ფუჭი იქნება, თუ თითოეული ჩვენთაგანი არ გავიზიარებთ პრობლემის მნიშვნელობას“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ.

_ ბატონო ირაკლი, როცა თქვენ ამბობთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობთ, სოფელ დიდივანში კი გვეუბნებიან, რომ ნაგვის ურნების დადგმაზე უარს იმ მოტივით ამბობთ, რომ დასუფთავების მანქანა ნაგავს სოფლიდან ვერ გამოიტანს... რატომ _ საკმარისი თანხა არ არის ბიუჯეტში?

_ ზუსტად მაგაზე ვსაუბრობდით, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გასაგრძელებელია. სურების ხეობის სოფლებში ნაგავშემკრები კონტეინერები ჯერ არ გვაქვს.

_ და სანამ თქვენ მუშაობთ, მანამდე მოსახლეობამ ნაგავი სად გადაყაროს? მდინარეშიც აღარ ეტევა უკვე...

_ ასეთ სოფლებს ვურჩიეთ, გამოვყოთ ერთი დღე და როცა შეაგროვებენ მყარ ნარჩენებს, კომუნალური სამსახური მოახდენს გამოტანას.

_ და სად უნდა მოახდინონ ამის შეგროვება? გაქვთ ადგილი გამოყოფილი? ან როდის ურჩიეთ, სად შეხვდით?

_ კიდევ გიმეორებთ, რომ სადაც არ გვაქვს ურნები განთავსებული, გრაფიკით შევძლებთ მის გატანას. ინფორმაციას მოგვაწვდიან წარმომადგენლები.

_ ბატონო ირაკლი, ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას იცნობთ და იცით იმ ვალდებულებების შესახებ, რაც თვითმმართველობას აქვს ამ პრობლემის მოგვარებისთვის აღებული?

_ დიახ, ვიცი და ყველა ის ნაბიჯი, რაც გადაიდგა და გადაიდგმება ამ მიმართულებით, იქნება ამ ვალდებულების შესაბამისი.

_ წინ გადადგმული ნაბიჯის რა ეტყობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებს?

_ მეტი კომენტარის გაკეთებას აღარ ვაპირებ. ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას ამ მიმართულებით, _ გვითხრა ირაკლი კუჭავამ.

გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტების მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად, 2020 წლისათვის ე. წ. „სტიქიური ნაგავსაყრელები“ აღარ უნდა არსებობდეს:

ჩემთვის აღნიშნული პრობლემა კარგად არის ცნობილი. გეთანხმებით _ ძველი და არაკონტროლირებადი ე.წ. „სტიქიური“ ნაგავსაყრელები გარემოსდაცვითი თვალსაზრისით დიდი პრობლემას წარმოადგენს. თანამედროვე ნაგავსაყრელები ემსახურება რამდენიმე მუნიციპალიტეტს და მათი მოწყობა და ოპერირება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ძველი ნაგავსაყრელების დახურვა და ახლის მოწყობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. მოგახსენებთ, რომ არსებული კანონმდებლობით არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტების კომპეტენციას და ჩვენ ამ საკითხზე შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.

მოგეხსენებათ, გურიის რეგიონში სამივე მუნიციპალიტეტს 2017 წელს შემუშავებული და დამტკიცებული აქვს „2018-2022 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა“. გეგმის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობებს ჩატარებული აქვთ სტიქიური ნაგავსაყრელების პირველადი ინვენტარიზაცია. ასევე, გეგმითვეა განსაზღვრული სამომავლო სამუშაოები, რომლის შედეგად, 2020 წლისათვის ე. წ. „სტიქიური ნაგავსაყრელები“ აღარ უნდა არსებობდეს.

ბოლო წლებში, ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტებში გახორციელდა მნიშვნელოვანი თანხის მობილიზება. დაფინანსება გაეზარდათ დასუფთავების სამსახურებს. ქმედითი ნაბიჯები იდგმება, რათა სერვისი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს . ჩვენ უკვე ჩავერთეთ კამპანიაში _ „დაასუფთავე საქართველო“, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და ამ კუთხით ვგეგმავთ მასშტაბური ღონისძიებების ჩატარებას.

როგორც თქვენთვის ცნობილია, გურიამ მიიღო ყველაზე „სუფთა რეგიონის“ სტატუსი. ეს დიდი პატივი, მოტივაცია და პასუხისმგებლობაა, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციამ აქტიურად იმუშაოს ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხზე“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მერაბ ჭანუყვაძემ.




 ახალი ამბები
  • ერქომაიშვილის, შარაშენიძის და გოგიბერიძის პრესკონფერენცია, რომელსაც "ქართული ოცნება" ემიჯნებადღეს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სოსო ერქომაიშვილმა, კონსტანტინე შარაშენიძემ და შოთა გოგიბერიძემ, ადამიანებმა, რომელიც საკუთარ თავს, როგორც „2012-იანელები“, ისე მოიხსენიებენ, პრესკონფერენცია გამართეს. თუმცა, პრესკონფერენციაზე, რომელიც საკუთარი არსით, მედიის დასწრებას და მათი მოსაზრებების გაშუქებას მოიაზრებს, მხოლოდ ერთი მედიასაშუალება _ „გურიის მოამბე“ მიიწვიეს. როგორც გამოცემა წერს, „შეხვედრაზე საუბარი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასა და მათივე განცხადებებიდან გამომდინარე, საქართველოს გადარჩენაზე იყო.  იყვნენ მკვეთრად კრიტიკულებიც, რომლებიც ამ "ბრძოლაში" ჩართვას სწორედ იმის გამო არ აპირებენ, რომ პარტიის შტაბს მათთვის მიუღებელი პირები _ მერაბ ჭანუყვაძე და კობა დუნდუა ხელმძღვანელობენ.  „რა გააკეთა პარტიამ ამ წლების განმავლობაში? ვინ დაიყენა გვერდით? რას მიხსნით აქ? შტაბს რომ მერაბ ჭანუყვაძე და მართლა მთელი ცხოვრება "ნაციონალების" მხარდამჭერი, კობა დუნდუა უდგანან სათავეში, იმათ დავუდგე გვერდით?“ _ დამსწრეთაგან იმათი განცხადებების საპასუხოდ კი, ვინც 'ოცნებას" წინა ხელისუფლების იმ პირებთან გარიგებაში ადანაშაულებენ, ვინც დამნაშავეები იყვნენ, ერქომაიშვილმა და შარაშენიძემ შემდეგი განცხადებები გააკეთეს:  კოტე შარაშენიძე: "ვიცი, რასაც შენ განიცდი, ისე განვიცდით ჩვენც, მაგრამ რაღაც რაღაცეების გამო შეზღუდულები ვართ. დავუჭიროთ მხარი ბიძინა ივანიშვილს, ისე კი არა, ზოგიერთი რომ იძახის ტყუილად ჰაერზე. ის საქმე უნდა გავაკეთოთ, რასაც დღევანდელი რეალობა ქვია. ბეწვის ხიდზე გავდივართ ახლა".  სოსო ერქომაიშვილი: "თუ იმაზე ვსაუბრობთ ახლა, საქართველო თუ სხვა რამე, ეს არაა სწორი. მე საქართველოს გვერდით ვდგები ახლა და დავამთავროთ. ამაზე ახლა მოვრჩეთ ლაპარაკს, ვსო. დროის ამბავი რა არის, ამას მე გეტყვით არჩევნების მეორე დღეს”, _ აღნიშნულია „გურიის მოამბის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. „გურია ნიუსი“ რამდენიმე საათია, ცდილობს, გაარკვიოს, რატომ არ მიიწვიეს პრესკონფერენციაზე სხვა მედიასაშუალებები და რატომ გაკეთდა სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი პრესკონფერენცია მხოლოდ ერთი მედიისთვის. როგორც პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში გვითხრეს, აღნიშნული პრესკონფერენციის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ, და ეს იმ ფონზე, როცა სოსო ერქომაიშვილი „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრია. ბიუროს წევრის მიერ გამართული პრესკონფერენციის შესახებ საქმის კურსში არ იყო არც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დიტო სამხარაძეც. პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ლელა გაბეჩავას თქმით, პრესკონფერენცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული არ ყოფილა, ამის შესახებ ინფორმაციაც არ ჰქონდათ და მისთვის უცნობია, რა უნდოდა პრესკონფერენციაზე ბიუროს წევრს და რატომ იყო მიწვეული მხოლოდ ერთი მედიასაშუალება. კითხვაზე, რას გვეტყვიან პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ ბრალდებებზე, რომ „ოცნების“ შტაბში „ნაციონალები“ არიან, მით უმეტეს, რომ ამ ბრალდებებზე მმართველი პარტიის ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრს და პრესკონფერენციის ორგანიზატორს პასუხი არ გაუცია და ამაზე საუბარი სამომავლოდ გადადო, პარტიაში აღნიშნეს, რომ ვერაფერს: _ ერქომაიშვილს ვერ ვუკავშირდებით და ამ დროისთვის რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ, სავარაუდოდ, ეს ერქომაიშვილის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იყო. ამ პრესკონფერენციასა და იქ მყოფ ადამიანებთან პარტიას შეხება არ ჰქონია და არანაირი პრესკონფერენცია ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა, _ გვითხრა გაბეჩავამ. ჩვენ შევეცადეთ კომენტარები პრესკონფერენციაზე მყოფი ადამიანებისგანაც მიგვეღო. შარაშენიძემ, როგორც ყოველთვის „გურია ნიუსის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მისგან მაგალითი აიღო სოსო ერქომაიშვილმა და კონტაქტზე არ გამოვიდა. ერთადერთი, ვინც კომენტარი გააკეთა, შოთა გოგიბერიძე იყო, რომლის განმარტებით, დღეს პრესკონფერენცია არ ჩატარებულა: _ ეს იყო „2012-იანელების“ სამუშაო შეხვედრა და არა პრესკონფერენცია. არავინ მიგვიწვევია. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, როცა ერთ-ერთ მედიასაშუალებაში ამ შეხვედრის შესახებ სტატია წავიკითხე. ვერ გეტყვით, ვინ იყო. 50 კაცი იყო იქ და ყველას არ ვიცნობდი, _ აღნიშნა გოგიბერიძემ.   ... ...
  • ზურაბიშვილი: საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის, მაგრამ არა რუსი პიარსპეციალისტები (R)საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის პიარსპეციალისტები, მაგრამ არა რუსი პიარსპეციალისტები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ჟურნალისტებმა ქალთა ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს, არიან თუ მის საარჩევნო კამპანიაში ჩართული პიარკონსულტანტები ისრაელიდან, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის პიარსპეციალისტები, მაგრამ არ არიან ჩართული რუსი პიარსპეციალისტები". პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი დღეს ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის" წევრებს შეხვდა, სადაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ... ...
  • "მერი გვეკაიფება" _ რატომ დაუპირისპირდნენ დაბა ლაითურის მაცხოვრებლები ოზურგეთის მერსოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის #2 საბავშვო ბაღში ახალის ნაცვლად ძველი საბავშვო ატრაქციონები მიიტანეს - ამის შესახებ დაბის მცხოვრებლებმა “გურია ნიუსს“ დაუკავშირდა. “კარგად დააკვირდით ამ სურათს და არ გაგიკვირდეთ _ ეს ის დაპირებაა, რომელიც რამდენიმე დღის უკან ბატონმა მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ლაითურს მე-9 რაიონის მოსახლეობას მისცა და  რომელსაც დიდი სიხარულით ელოდნენ. თქვენთვის მომინდია, დაარქვით სახელი _  ეს შეურაცხყოფაა, დაცინვაა თუ სხვა რამ მსგავსი, რადგან ასეთი და ცოტა უკეთესი უკვე ლაითურის #2 საბავშვო ბაღში დგას 50 წელია. რატომ ჩათვალა მერმა, რომ ჩვენ ამითაც კმაყოფილი ვიქნებოდით, მაშინ როცა თავისი სახლის წინ ეზოში აშენებს ახალ პარკს.  ეჭვი გვაქვს ეს სწორედ იმ პარკიდან ამოიღო და გამოგვიგზავნა იმ ადამიანებს, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს და მუნიციპალიტეტის მერად აირჩიეს  _ ვინ გაგვცემს ამაზე პასუხს?“ - ეს წერილი ფოტოებთან ერთად „გურია ნიუსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურიდან გამოუგზავნეს. ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ საბავშვო ბაღში მიტანილი ატრაქციონები დაზიანებული _ ერთ-ერთი კი დაჟანგულია. დაბაში არ მალავენ, რომ შარაშენიძის საქციელით შეურაცხყოფილები არიან: _ მერი გვეკაიფება _ სხვა არ ვიცით რა ვიფიქროთ. ასეთი აგდება და შეურაცხყოფა გინახავთ სადმე? ხელისუფლების კანდიდატისთვის ხმა კი უნდათ და დაპირების შესრულება არა! ნურავის გონია, რომ ასე ადვილად მოტყუვდება ხალხი. თუ დაგვცინიან არც ჩვენ დავრჩებით ვალში და არჩევნებზე გავცემთ საკადრის პასუხს, _ აღნიშნავენ დაბაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელის თანაშემწის რეზო მესხიძის თქმით, ატრაქციონები ლაითურში გვიან ღამით მიიტანეს: _ კომუნისტების დროინდელი ატრაქციონებია, მაგრამ ვინ მოიტანა არ ვიცით. ჩვენთვის არავის არაფერი არ უთქვამს. მუნიციპალიტეტის მერიისგან იყო დაპირება, რომ საბავშვო ატრაქციონებს მოიტანდნენ _ ხალხიც ელოდებოდა და მოიტანეს ძველი ატრაქციონები. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ესენი სხვაგან იდგა და ჩვენთან გადმოისროლეს. არადა, მასეთი ატრაქციონები დგას დაბაში _  უბრალოდ, ერთს ცალი ფეხი არ აქვს და მეორე კიდევ გაფუჭებულია, _  გვითხრა რეზო მესხიძემ. ვინ და საიდან მიიტანა ძველი ატრაქციონები დაბაში უცნობია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, დაბა ლაითურის მაჟორიტარი დეპუტატის გია ჩაგანავასთვისაც. „გურია ნიუსმა“ კი გაარკვია, რომ ატრაქციონები, ოზურგეთის მერის სახლთან მდებარე პარკიდან წაიღეს, რომლის ნაცვლად შარაშენიძის მეზობლად არსებულ სკვერში ახალი იდგმება. ის, რომ ატრაქციონები ნამდვილად ოზურგეთიდანაა წაღებული „გურია ნიუსთან“ საუბრისას დაადასტურა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა ჭყონიამ: „ეს საბავშვო ატრაქციონები ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე პარკიდან, სადაც ააჯამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გუშინ, მერიის გადაწყვეტილებით წაიღეს. როგორც მერისგან გავიგე,  ადგილზევე მოხდება ატრაქციონის დამონტაჟება, რესტავრაცია, შეღებვა და განახლება,“  _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ამ ბრძოლაში ქალები იქნებიან მთავარი ძალა (R)პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობა აუცილებელია. აღნიშნულ საკითხზე ზურაბიშვილმა ქალთა ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წევრებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქალები საქართველოში ამომრჩეველთა 53 პროცენტს წარმოადგენენ, მაგრამ პოლიტიკაში სათანადო ადგილი არ აქვთ. „ქალების ჩართულობა აუცილებელია. ქალები წარმოადგენენ ამ ქვეყნის ამომრჩევლების 53 პროცენტს, მაგრამ არ აქვთ სათანადო ადგილი პოლიტიკაში. ამ დროს ქვეყნის ყველა სხვა დარგში, პრაქტიკულად, ქალები არიან წარმოდგენილი. ისინი არიან ძალიან ძლიერები, ზოგჯერ, ძალიან წარმატებულიც, მაგრამ არა პოლიტიკაში, არც ადგილობრივ დონეზე და არც პარლამენტში. მაგალითი, რაც მე მინდა, შემოვიტანო ქართულ პოლიტიკაში, რომ როგორც სხვა მოწინავე ქვეყნებში, საქართველოსაც ეყოლება ქალი პრეზიდენტი, ეს არის მაგალითისა და შემდეგი ბრძოლისთვის, რაც უნდა გავიაროთ, რომ საზოგადოება თანამედროვეობისკენ შეიცვალოს და ამავდროულად, შეინარჩუნოს ყველაზე ღირებული ტრადიციები. ამ ბრძოლაში ქალები იქნებიან მთავარი ძალა. ეს არის ამ ქვეყნისთვისაც და ჩემთვისაც მთავარი ძალა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე. პრეზიდენტობის კანდიდატმა მოძრაობის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი მისი ფოტოს შეცვლის შესახებ: მე ეს სტილი ბევრად უფრო მომწონსსაქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ბილბორდებიდან მისი ფოტოების ნაცვლად ოცნების  ლიდერების გამოსახულებით ჩანაცვლებას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია ბანერების შეცვლით და განმარტავს, რომ პირველი ტურისთვის გადაღებული ფოტო მას არ მოსწონდა. „განცდა იყო, რომ ვარ ძალიან ბედნიერი იმიტომ, რომ ის პირველი სურათი ნაკლებად მომწონდა. მე არ ვიცი, თქვენი მოსაზრება როგორი არის, მე ძალიან მომწონს ახალი სურათი და პირველი ტურის დროს, მე სულ ვამბობდი, რომ მე მეგონა, რომ ჩემი სურათი ცოტა ძალიან ბევრი იყო და ძალიან დიდი იმიტომ, რომ ეს არ არის ის ევროპული სტილი, რომელიც მომწონს და მე ეს სტილი ბევრად უფრო მომწონს, იმედი მაქვს, თქვენც,“  - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ოცნების მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ორგანიზაცია ქალები სამართლიანობისთვის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ეს საზოგადოება უნდა შევცვალოთ და ნამდვილად ავაშენოთ თანამედროვე, ქართული საზოგადოება, არა რომელიმე სხვა ქვეყნის „კოპიო“, არამედ თანამედროვე და ქართული“. ზოგიერთ ბილბორდზე პრეზიდენტობის კანდიდატის მხოლოდ სახელი და გვარი წერია, თუმცა, ბანერზე მხოლოდ ქართული ოცნების დამფუძნებლის ან პარლამენტის თავმჯდომარის ფოტოებია განთავსებული.  ... ...

არქივი

ზაფრანი

უცნობი ფაქტები მამაკაცის სხეულის შესახებ

დიდი ტვინი საშუალოდ, ტვინის მოცულობა...

სიყვარულის ფერების თეორია

ჯონ ალან ლი კანადელი მეცნიერია,...

ყველაზე არაპროგნოზირებადი და სახიფათო ცხოველები

თაფლიჭამია თაფლიჭამია, იგივე რეიტელი, მართალია,...

როგორ არ უნდა დალიოთ ღვინო

ღვინისათვის “სუნთქვის" საშუალების არ მიცემა...

7 თვისება, რომლითაც მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანს ამოიცნობთ

ინტელექტი ადამიანის თვისებაა, რომელიც აზროვნების...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?