ატირებული “ოქროს მოწმე“ ოზურგეთის სასამართლოში

მთავარი თემა

ატირებული “ოქროს მოწმე“ ოზურგეთის სასამართლოში

2017 ივნ 23 14:38:27

რა ხდება რეალურად პოლიციაში მაშინ, როცა საქმეების გახსნა უჭირთ, როგორ აყენებენ შეურაცხყოფას და ახდენენ ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობას მოწმეებზე, _ ამასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა.

“შეურაცხყოფილს, შეშინებულს, გაუსაძლისს სტრესულ მდგომარეობაში მყოფს ხელი ისე მომაწერინეს ჩვენებაზე, არც კი გამაცნეს, ისე მოხდა ფოტოსურატით ამოცნობა, ადვოკატი არ ესწრებოდა და ოქმზე ხელი ადვოკატს აქვს მოწერილი. მამცირებდნენ, სახლში ღამის 2  საათზე მომაკითხავდნენ და ჩემი ოჯახის წევრებს აშანტაჟებდნენ, თავს დამტრიალებდა ათი პოლიციელი, რომლებიც რიგრიგობით თავს წამომარტყამდნენ ხოლმე“, _ ეს ამონარიდია, ერთ-ერთი მოწმის სასამართლო ჩვენებიდან, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებული გოჩა გაფრინდაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე.

სასამართლო პროცესი, რომელსაც მოსამართლე  ბიძინა სტურუა განიხილავს, 12 საათზე უნდა დაწყებულიყო, რომელიც ორი საათით გადაიდო და შემდეგ 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

2017 წლის 12 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ცენტრალურ გზაზე ინციდენტი მოხდა _ ბახვიჰესის წარმომადგენელს გია კილანავას  სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. კილანავას რამდენიმე მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღესაც უმძიმესია და სამართალდამცავების მიერ მისი დაკითხვა ამ დრომდე ვერ ხერხდება. შესაბამისად, მას ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია.

სამართალდამცავების თქმით, ინციდენტს  ერთი თვითმხილველი ჰყავს, სოფელ დვაბზუში მცხოვრები ხარიტონ დათუნაშვილი, რომელმაც სასამართლო პროცესზე ჩვენება უკვე მისცა.

სისხლის სამართლის საქმეს  ერთი ბრალდებული ჰყავს. ბრალდების მხარის მტკიცებით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა "ბახვიჰესის" წარმომადგენელს გია კილანავას სწორედ გ. დ.-მ მიაყენა.

განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს ბრალდებულის ადვოკატი და „გურია ნიუსთან“ აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავე არაა.

22 ივნისს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოწმეებმა  ნანა ტუღუშმა, ლელა სურმანიძემ, გიორგი წუწუნავამ და ხარიტონ დათუნაშვილმა  ჩვენებები მისცეს.

პროკურორის მიერ წარდგენილი ჩვენებები მათ აღიარეს და განმარტეს, რომ ამ  ჩვენებებს ხელი  მათ პოლიციაში სტრესის, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზეწოლის შედეგად მოაწერეს.

მოწმე ნანა ტუღუშმა არ უარჰყო რომ ჩვენებას ხელი მოაწერა და პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტებაზე და მათ მიერ შეურაცხყოფაზე გაამახვილა ყურადღება.

“შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს, გაუსაძლის მდგომარეობაში ვიყავი. ღამე 8 საათი  პოლიციაში გამატარებინეს ადვოკატის გარეშე. მართალია, ეს ჩვენებები ჩემ მიერ ხელმოწერილი ნამდვილად არის, ოღონდ ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად. ისე დაწერეს ჩვენება, რომ ჩემთვის არ შეუთანხმებიათ, ხელი მოვაწერე იმის გამო, რომ მთელი ღამე პოლიციაში მამყოფეს. არ უარვყოფ ხელისმოწერას, არავის არ გაუცნია დაწერილი ჩვენება, ადამიანი არ ვარ, უფლებები არ მაქვს? არაერთხელ წამიყვანეს ძალით, ასე ვთქვათ, ჩამტენეს პოლიციის მანქანაში, გამომართვევინეს ტელეფონი. იქნება, ადვოკატი მინდოდა ამეყვანა, იქნება დამცველი მჭირდებოდა? ეს არ არის ზეწოლა? ზეწოლას რა ეძახით, მანცდამაინც უნდა ვეცემე? ქალი ვიყავი და არ მცემეს, დანარჩენი, რაც შეიძლებოდა, ყველანაირი შეურაცხყოფა მომაყენეს პოლიციაში. მე ისეთ რაღაცას  ვერ შევთითხნი, რასაც მაძალებთ, ბატონო პროკურორო, უდანაშაულო კაცს ვერ დავაბრალებ“, _ აღნიშნა ნანა ტუღუშმა.

მოწმე გიორგი წუწუნავამ  ყურადღება ჩვენებაზე გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ ჩვენება დაწერეს მასთან შეთანხმების გარეშე და ხელი ისე მოაწერინეს, წაკითხვა ვერ შეძლო, რადგან სათვალის გარეშე ვერ ხედავდა და სათვალის გამოყენების საშუალება კი არ მისცეს.

სასამართლოზე ბოლოს ხარიტონ დათუნაშვილი დაიკითხა, რომელმაც გაიხსენა როგორ დაჭრეს მისი ოჯახის უახლოესი გია კილანავას.

“მოვდიოდით მე და გია კილანავა, გზაზე შავი ფერის მანქანამ ფარები აგვინთო, შემდეგ დვაბზუს დასაწყისში გადავაყენეთ. გია ჩავიდა და 2 წამში მოხდა ყველაფერი, არაფერი ვიცი, არაფერი მახსოვს, არ ვიცნობ პიროვნებას, ვინც გაისროლა“.

პროკურორმა ხარიტონ დათუნაშვილს მისი პოლიციაში დაკითხვის ჩვენებიდან ამონარიდი გააცნო, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხარიტონი იცნობდა ბრალდებულს.

ამის შემდეგ “ოქროს მოწმემ“  მოსამართლე ბიძინა სტურუას მისცა ჩვენება, თუ როგორ მოხდა ფოტოსურათით ამოცნობა და ჩვენებაზე ხელმოწერა.

დათუნაშვილი ამ ყველაფერში კი სახაზინო ადვოკატს მერაბ ფუტკარაიას ადანაშაულებს. მისი თქმით, ადვოკატმა დაიცვა პოლიციის მხარე და უფლებების ქვეშ მყოფი პირი მოატყუა და ჩვენებაზე ხელი, მისი გაცნობის გარეშე მოაწერინა:

“ფოტოსურათით ამოცნობა ჩატარდა პოლიციაში მესამე სართულზე ბოლო ოთახში, მარჯვენა მხარეს. ვისზეც ეჭვი ჰქონდათ, პირველად პოლიციაში გავიგე ამ პიროვნების შესახებ. დაადე ფოტოსურათს ხელიო, _ მითხრეს. როგორ დამედო, როცა არ ვიცნობდი კაცს. აღნიშნულ პროცესს კი ჩემი ადვოკატი მერაბ ფუტკარაია არ ესწრებოდა და მერე ოქმზე საიდან აღმოჩნდა მისი ხელმოწერა, გაურკვეველია“, _ თქვა დათუნაშვილმა.

„მთელი ერთი თვე მაწამებდნენ ფსიქოლოგიურად, ვარ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული და თავდაპირველად პოლიციაში ჩემი დაკითხვა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. წამლის დალევის საშუალებაც კი არ მომცეს. დამიბარებდნენ, ორი საათი გამაჩერებდნენ, გამიშვებდნენ, ისევ დამიბარებდნენ, სახლში მაკითხავდნენ დღე-ღამის განმავლობაში უამრავჯერ. არ ერიდებოდნენ მოხუც დედას, არც მეუღლეს, გვაშანტაჟებდნენ, გვემუქრებოდნენ“, _ ამბობდა ხარიტონ დათუნაშვილი, რომელიც აღნიშნავდა, რომ პროკურორის მიერ წარდგენილ ჩვენებებზე ხელი მოაწერა ადვოკატის ნდობის საფუძველზე:

“ჯერ ერთი, საერთოდ არ მჭირდებოდა ადვოკატი, მე ჩემი სიმართლე მქონდა და ამას ისედაც დავამტკიცებდი, მაგარმ მათ ამიყვანეს, ვენდე მერაბ ფუტაკარაიას, რომელიც ჩემი ოჯახის ახლობელია. დავუჯექი, მოვუყევი სიმართლე, რომ არ ვიცნობდი დამნაშავეს, არც მის შესახებ ვფლობდი რაიმე ინფორმაციას, ვენდე მას და მან მომატყუა. ჩემს ჩვენებას ხელი ისე მოაწერა და მომაწერინა, რომ არც კი გამაცნო. როცა ჩემი ოჯახის წევრები ღამის 2 და 3 საათზე გამოჰყავდათ სახლიდან, დავურეკავდი ადვოკატს და არ მპასუხობდა,  შემდეგ გამირბოდა და აღარ მიჩნდებოდა.

წამართვეს ჩემი მეუღლის მანქანა, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ჩემი ოჯახისთვის. ერთი შვილი ეპილეფსიით დაავადებული მყავს, მეორე _ გარდაცვლილი. ისედაც გამწარებული კაცს სულ გამიმწარეს ცხოვრება. ეს ყველაფერი მას შემდეგ გავიგე, რაც სხვა ადვოკატი ავიყვანე, რომელმაც წამიკითხა, თუ რამე მქონდა მოწერილი ხელი.

დამცინოდნენ პოლიციაში, დღეში ასჯერ დამიბარებდნენ, მაცდევინებდნენ, გამიშვებდენ. მომაკითხავდენ, დამიბარებდნენ, მირტყამდნენ კიდეც, პოლიციაში ათი კაციდან ხან ერთი წამომარტყამდა თავზე, ხან _ მეორე, მაფურთხებდნენ. განსაკუთრებით მახსოვს სახელი ნუკრი ცარციძე, რომელიც პოლიციის მაღალჩინოსანია.  მერე მაიძულეს წავსულიყავი თბილისში და კილანავასთვის მეთქვა, რომ ან მე უნდა ვაღიარო ან შენ-მეთქი, დამალაპარაკეს სკაიპში, როცა თბილისში ვიყავი, ჩემს მეუღლეს მიაკითხეს და პოლიციაში წაიყვანეს. მთელი ცხოვრება სინდისით მიცხოვრია“, _ განაცხადა ხარიტონ დათუნაშვილმა, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებდა და მოსამართლეს თავისი სიმართლის დამტკიცებას სთხოვდა:

“თქვენ არ იცით, ბატონო მოსამართლევ, როგორ ველოდი ამ დღეს, რომ სასამართლოს წინაშე ჩემი სიმართლე მეთქვა“.

ჩვენ შევეცადეთ სასამართლო პროცესზე გაჟღერებული ინფორმაციები გადაგვემოწმებინა სახაზინო ადვოკატ მერაბ ფუტკარაიასთან, რომელსაც  ვკითხეთ _  მოატყუა თუ არა მისი უფლებების ქვეშ მყოფი პირი, მოაწერინა თუ არა ჩვენებს ხელი მისი ნებართვის გარეშე, დაიჭირა თუ არა პოლიციის მხარე, _რაზედაც ფუტკარაია გვპასუხობს:

“თქვენ გჯერათ ამის, თუ მოსამართლემ დაიჯერა? რა პასუხს ელოდებით ჩემგან? რაც მევალებოდა, ის გავაკეთე, მეტი ამ საქმესთან დაკავშირებით არ დამირეკოთ“, _ გვითხრა მან.

შსს  აცხადებენ,  რომ თუ მოწმის სახით დაკითხულ დათუნაშვილს  პოლიციის მიმართ თუ რაიმე სახის პრეტენზია აქვს, შეუძლია შსს-ს გენერალურ ინსპექციას მიმართოს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მომდევნო სასამართლო პროცესი 28 ივნისს 12 საათზე ჩაინიშნა.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...
  • გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს (R)გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხორციელდება გზების რეაბილიტაცია და სკოლების მშენებლობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 022 440 ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ ბოხვაურში 5 კმ -იანი გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. იგება ასფალტი, სამუშაოების ღირებულება 596 996 ლარს შეადგენს, ფინასდება რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან. სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასა და ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად გაეცნო. ... ...
  • გუთურსა და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს (R)ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გუთურში და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 4 მილიონ 63 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაბა ჩოხატაურში მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაც, რაც მნიშვნელოვანია დაბის მოსახლეობისთვის. ჩოხატაურში სამშენებლო სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერთან ირაკლი კუჭავასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ... ...
  • "ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება" _ გიორგი გახარიას პასუხი სააკაშვილის შეთავაზებაზესაქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობას დახმარება შესთავაზა.  პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება. „საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, – განაცხადა გიორგი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...