აჟიოტაჟი "ყუნწშაქარას" გამო _ ინგრევა თუ შენდება ლაითური?!

მთავარი თემა

აჟიოტაჟი "ყუნწშაქარას" გამო _ ინგრევა თუ შენდება ლაითური?!

2019 თებ 8 15:16:02

ლაითური ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული დაბაა, სადაც უმეტესად აჭარის რეგიონიდან ჩამოსული მოსახლეობა ცხოვრობს. სულ აქ 1 130 კომლია აღრიცხული და 3 700 ადამიანი ცხოვრობს.

ახლახან ლაითურში გახმაურებული თემა გახდა "ყუნწშაქარას", იგივე "კანფეტის ხის" აუქციონზე გატანის საკითხი. ბიძინა ივანიშვილის მიერ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკისთვის ამ ხის ყიდვა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, "ნაციონალმა" დეპუტატებმა გააპროტესტეს. ხმაური დღემდე გრძელდება.

            კონკრეტულად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაურიანი განცხადებები გააკეთეს "ნაციონალმა" დეპუტატებმა დავით მჟავანაძემ და ბესო ქათამაძემ. მათი თქმით, "გასულ წელს, გაზაფხულზე ლაითურიდან დენდროლოგიური პარკისთვის მუხის ხე წაიღეს, რის გამოც ააოხრეს სტადიონი, დაანგრიეს კულტურის სახლი, ცხრა აპრილის მემორიალი და "ყუნწშაქარას" ანუ კანფეტის ხის წაღების შემთხვევაშიც იგივე განმეორდება _ არაფერსაც არ გააკეთებს "ბიძინა ამაოხრებელი", _ განაცხადეს მათ.

ადგილი, სადაც "ყუნწშაქარას" რამდენიმე ხე დგას, ლაითურის ცენტრშია. ერთ-ერთი ხე უკვე გატანილია აუქციონზე, რომელიც 6 თებერვალს უნდა დასრულდეს. პირობიანი აუქციონის თანახმად, მოსახლეობისთვის უნდა მოეწყოს საბანკეტო დარბაზი, რომლისთვისაც გამოიყენებენ ლაითურის ყოფილი აგროეკონომიკური კოლეჯის ყოფილი სასადილოს შენობას. ლაითურელთა თქმით, შენობა რეაბილიტაციას ექვემდებარება.

როგორც ლაითურის მოსახლეობა "გურია ნიუსთან" ამბობს, იმ ადგილზე, სადაც ახლა "კანფეტის ხეები" დგას, იდგა ამორტიზებული, სახურავჩანგრეული, სიძველისგან მთლიანად დაზიანებული კულტურის სახლი, რომელიც წლების განმავლობაში იმდენად დაზიანდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, 2013 წელს დემონტაჟი ჩაუტარდა.

საშა დოლიძე, ლაითურის მცხოვრები: "რომელი ლაითურელი იტყვის, რომ აქ კულტურის სახლი იდგა და ბიძინა ივანიშვილმა დაანგრია? ოდესღაც კი ფუნქციონირებდა, კომუნისტების მმართველობის დროს. მერე დაინგრა და გახდა გველების საბუდარი. სკოლაში, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, შიგ ბავშვები შედიოდნენ, ზოგი სიგარეტს ეწეოდა. გაჩნდა დიდი საშიშროება, რომ ნანგრევებში არ მოყოლილიყო ვინმე. ამიტომ დემონტაჟი მოსახლეობის მოთხოვნით ჩატარდა. დანგრევის პირას იყო ისედაც მისული ეს შენობა. რაც არანაირად საკადრისი არაა, როგორ უნდა თქვა?"

ილია ჟვანია, ლაითურის მცხოვრები: "ვინ იქნება იმის წინააღმდეგი, რომ ამ ხის სანაცვლოდ აქ სარიტუალო დარბაზი გაკეთდეს, როგორც გვპირდებიან?! აქ რა მდგომარეობაც არის ახლა, იმას ხომ აჯობებს? ჩვენ არ ვართ ამ ხის წაღების წინააღმდეგი, დარბაზის გაკეთების სანაცვლოდ".

ლია ქველიაშვილი, ლაითურის მკვიდრი: "წინააღმდეგი კი არ ვართ, გვინდა, რომ ეს ისე მოხდეს, არ დაზიანდეს ელექტროგადაცემის ხაზები, გზა და შენობის კედლები არ დაიბზაროს.

ნადეჟდა მაკოენკო, ლაითურის მკვიდრი: "ამ "კანფეტის" ხის შეშად დაჭრის მცდელობაც ჰქონდათ. ირგვლივ იმხელა ტყე იყო და სულ განადგურებულია. ახლა ეს რატომაა საგანგაშო, როცა სანაცვლოდ საბანკეტო დარბაზის გაკეთებას გვპირდებიან?! თუ ჩვენი აზრი აინტერესებს ვინმეს, ეს არის. დენდროლოგიური პარკი დარჩება საშვილთაშვილოდ. ეს უდიდესი საქმეა. ვიმეორებ, აქ ისეთი ტყეები გაანადგურეს, ამასაც მიაყოლებდნენ ზედ".

იზოლდა კირთაძე, ლაითურის მკვიდრი: "იგივე აზრი მაქვს, რასაც ჩემი სამეზობლო ამბობს. ჩვენ ნუ დაგვაზარალებენ და თუ რაიმეს გაგვიკეთებენ, რა ჯობს?!"

ნუნუ ასანიძე, ლაითურის მცხოვრები: "ასფალტი რომ დაიგებოდეს, კარგია. აქ ტურები დასეირნობდნენ, ჩანგრეულ შენობაში ეკალ-ბარდი იყო ამოსული, წვიმის დროს ისეთი გუბეები დგას, ვერ გაივლი. ახლა გვინდა, აქაურობა მოაწესრიგონ".

ლეილა შონია, ლაითურის მცხოვრები: "ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ ამ ხის სანაცვლოდ სარიტუალო დარბაზი გაკეთდეს".

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" დავით მჟავანაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ გასულ წელს, როცა ლაითურიდან მუხის ხე წაიღეს, სტადიონი დაანგრიეს, სანაცვლოდ კი არაფერი აუშენებიათ. მისივე თქმით, ასევე, დააზიანეს ცხრა აპრილის მემორიალი, დაანგრიეს კულტურის სახლი:

_ ჩემი ინფორმაციით, ახალი სტადიონი, რომელზეც საუბრობენ, თითქოს, იმ სტადიონის სანაცვლოდ ააგეს, საიდანაც მუხა წაიღეს, მუხის წაღებამდე იყო აშენებული. გარდა ამისა, თუ ივანიშვილს მიაქვს იმ ადგილიდან ხე, პარკი სოფლის პროგრამით რატომ უნდა აშენდეს? _ ამბობს ის.

გია ჩაგანავა, ლაითურის მაჟორიტარი დეპუტატი ოზურგეთის საკრებულოში: "გასულ წელს, გაზაფხულზე, როცა მუხის ხე გადაიტანეს, საჭირო გახდა იქ არსებული სტადიონის ცალ მხარეს მავთულბადიანი ღობის და ბოძების აღება. შემდეგ ეს მასალა ერთ ადგილზე დაალაგეს, თუმცა, რამდენიმე დღეში მოიპარეს.

ორიოდე თვეში "ელიტა ბურჯმა" ააშენა ეს ახალი სტადიონი. ეს მთელმა ლაითურმა იცის. გარდა ამისა, არავის დაუნგრევია ცხრა აპრილის მემორიალი _ ის თავის ადგილზე დგას. დაზიანებულია მემორიალთან მისასვლელი ტროტუარი, რომელიც სიძველისგან დაიბზარა და სამომავლოდ იგეგმება სკვერის გაშენება. აქ აუცილებლად გაშენდება დასასვენებელი პარკი. თუმცა, ერთ დღეში როგორ აშენდება და მოწესრიგდება ყველაფერი? ან როგორ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ლაითური ინგრევა? დაბა ლაითურს 30 წლის განმავლობაში სასმელი წყალი არ მიეწოდებოდა, ახლა მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის მიერ ლაითურის წყალსადენის მთლიანი რეაბილიტაცია ხდება, რაზეც 4 მილიონ 703 426 ლარი იხარჯება. სპოტიეთის ტერიტორიაზე სათავე ნაგებობის გაკეთება დასრულებულია _ დადგმულია ოთხი ჭაბურღილი, თავისი შემკრებით. ეს პროექტი მალე, 2019 წლის მარტში უკვე დასრულებული იქნება. ასევე, ლაითურის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია ხდება _ მილენიუმის მილიონიანი პროექტი ხორციელდება. ყველა ხედავს, ხარაჩოებშია ჩასმული. განახლდება 54 საკლასო ოთახი. ასევე, დასრულდა გაზის რეაბილიტაცია და ამ წლის იანვრიდან ყველა ოჯახს აქვს შესაძლებლობა, როგორც განვადებით, ისე ჩვეულებრივი წესით, საკუთარ სახლში გაზი შეიყვანოს.

რაც შეეხება მერია-ცეცხლაურის 14-კილომეტრიანი გზას, რომლის მშენებლობაც 2018 წელს დასრულდა, პროექტის ღირებულება 7 მილიონ 515 133 ლარი იყო. მოსახლეობამ ამოისუნთქა და კიდევ იძახიან, რომ ლაითური აოხრებულია?!" _ ამბობს ჩაგანავა.




 ახალი ამბები
  • სეზონის გახსნა შეკვეთილში და უამრავი გახარებული ბავშვი 15 ივნისს შეკვეთილში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ტრადიციად  ქცეული შეხვედრა სოციალურად დაუცველ ბავშვებთან, ასევე, ბავშვთა სახლების აღსაზრდელებთან არც ამჯერად დარღვეულა. აქ  უამრავ ბავშვს უმასპინძლეს.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობით , ამავე მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, ასევე ქალაქიდან,  350 სოციალურად  დაუცველი ბავშვი ესტუმრა ატრაქციონების ქალაქს. აქ მოსვლამდე ბავშვებს დაურიგეს უალკოჰოლო სასმელები და ტკბილეული,   პარკში სეზონის გახსნის შემდეგ კი მათ ყველა გასართობი საშუალებით უფასოდ ისარგებლეს. _ როგორც შევძელით, მოვეფერეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს. რაც მთავარია, ბედნიერებაა, რომ გურიაში ასეთი ზღაპრული ადგილი არსებობს, რომელიც სტუმარს და მასპინძელს, დიდს თუ პატარას ერთნაირად იზიდავს. ბავშვების დღევანდელი სიხარული კი ორმაგი სიხარული და ბედნიერებაა ჩვენთვის, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ. ატრაქციონების პარკში ბავშვებს  შეხვედრა მოუწყვეს  ზღაპრების კეთილმა პერსონაჟებმა. პარკის გვერდით მდებარე პარკში "საქართველო მინიატურებში", სადაც  მინიატურების სახით წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები,   გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. გახსნის ღონისძიების მხატვრული ნაწილი მიჰყავდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს მარინა ჯაფარიძეს და ამავე სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელს, მაიზერ ცელაძეს. მათ ბავშვებს, ასევე, აქაურ და უცხოელ სტუმრებს პარკში,  ვირტუალური ხელოვნების მოშველიებით,  სრულიად საქართველო მოატარეს.  ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა  ანსამბლმა კობა დუნდუას ხელმძღვანელობით, ჩვეული მაღალი კლასით წარმოადგინა  საქართველოს ყველა კუთხის  ფოლკლორულ ცეკვათა ერთობლიობა. _ დღეს ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს .  ,,ციცინათელა” და მინიატურების პარკი  არის ის ადგილი,  რომელიც ბევრ ტურისტს სასიამოვნოდ გააოცებს. ტურიზმის განვითარება კი  ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია”, –  თქვა სეზონის გახსნაზე  გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.             ... ...
  • ვინ ინიშნება სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსადსურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსად შალვა პეტრიაშვილი ინიშნება. წყაროს ცნობით, სეს-ის ეროვნული სააგენტოს უფროსი,  ზურაბ ჩეკურიშვილი მას, სავარაუდოდ, ხვალ წარადგენს გურიაში. პეტრიაშვილი ჯერ მცხეთაში მუშაობდა ანალოგიურ სამსახურში, შემდეგ კი _ თბილისში. წყაროს ცნობით, პეტრიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ნინო შეწირულმა გათავისუფლების შესახებ განცხადება გუშინ დაწერა, თუმცა წყაროს თქმით, მის გათავისუფლებაზე ხელი მოწერილი არ ... ...
  • "დაიცავი დავით გარეჯი" _ "პატრიოტთა ალიანსის" აქცია თავისუფლების მოედანზეამ წუთებში, თბილისში, თავისუფლების მოედანზე იწყება "პატრიოტთა ალიანსის" აქცია. როგორც აქ შეკრებილები ამბობენ, აქციის მიზანია დავით გარეჯის დაცვა. აქციას დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ, აჭარასა და გურიიდან ჩამოსული ადამიანები ქაშვეთის ეკლესიიდან მსვლელობით ... ...
  • „თუ გინდათ საზოგადოება უკეთესობისკენ შეცვალოთ, ილიაუნი საუკეთესო ადგილია“დღეს, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ოზურგეთელ  აბიტურიენტებს შეხვდნენ.  პრეზენტაციაზე ისაუბრეს ზოგადად პროფესიის არჩევის შესახებ, თუ რა პროგრამებს და სწავლის გარე აქტივობებს ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა კვანჭილაშვილმა ახალგაზრდებს ვრცლად ესაუბრა ილიაუნის გაცვლითი  პროგრამების შესახებ,  თუ რამდენ ქვეყანაში აქვთ ის.  ასევე,  თქვა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის  მიხედვით, მობილობების  მაჩვენებლი ყოველ წელს  უკეთესობისკენ  იცვლება. ისაუბრა, ასევე, უცხოეთის რომელ ქვეყნებში  აქვთ  საბაკალავრო პროგრამები და რაც მთავარია, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამების შესახებ, სადაც, აბიტურიენტი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს თუ გადალახავს,  სრულად ექნება სახელმწიფო დაფინანსება. _ ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო პროგრამებს. უნივერსიტეტი მრავალი კუთხით არის პირველ ადგილზე სხვა უმაღლეს სასწავლებლებს შორის. ამიტომ თუ გსურთ საზოგადოება  შეცვალოთ  უკეთესობისკენ,  ილიაუნი   საუკეთესო ადგილია, _ თქვა მან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, წარმოშობით ოზურგეთელმა ნინო დობორჯგინიძემ „გურია  ნიუსთან“ საუბრისას თქვა, რომ მათი მიზანი აბიტურიენტთათვის სრული ინფორმაციის მიწოდებაა ილიაუნის ოთხი ფაკულტეტის, პროგრამების და ყოველივე იმის შესახებ, რაც უნივერისტეტს გააჩნია, რაც აბიტურიენტებს აინტერესებთ. _მთელ საქართველოში დავდივართ. ახლა დასავლეთში ვართ, ხვალ ფოთით ვასრულებთ აბიტურიენტებთან  შეხვედრებს, _ გვითხრა ... ...
  • შშმ პირთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი: „ჩვენ გვსურს ყველა ღონისძიებაში ჩავერთოთ“14 ივნისს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასრულების  აღსანიშნავი ღონისძიება შედგა. საზეიმო შეხვედრას, რომელიც  პროექტის მონაწილემ, ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გახსნა, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე, სხვა ხელმძღვანელი პირები, საზოგადოების წარმომადგენლები და შშმ პირთა ოჯახების წევრები ესწრებოდნენ. _ პროექტმა, „ჩვენ შეგვიძლია“,  რომელიც განათლების სამინისტროს მიერ გახორციელდა, ამ ადამიანებს კიდევ უფრო მეტად აგრძნობინა თავი საზოგადოების წევრებად. ცალკე დგომით  ვერავინ ვერაფერს შეძლებს, ძალა  ერთობაშია.  წავიდა  ის დრო, როცა არსებობდა რაღაც სტიგმა, რომ შშმ პირები უნდა ყოფილიყვნენ სახლებში.  ადაპტირებული, მორგებული გარემო  უნდა იყოს ირგვლივ ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით  კი მათთვის,  _ თქვა გოგა ჩანადირმა და მადლობა გადაუხადა ხელმძღვანელ პირებს იმის გამოც, რომ სწორედ მათი ძალისხმევით, გურია ხდება  რესპუბლიკაში პირველი, ვინც ასე აზარტულად შეუდგა ამ საქმის კეთებას. „სლოგანი _ „ჩვენ შეგვიძლია“ მასშტაბურად მოედო მთელ გურიას, მთელ საქართველოზე ასე გავრცელდება“, _ თქვა მან. კვირეულის განმავლობაში ჩატარებულ შეჯიბრში გამარჯვებულები გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ  დააჯილდოვა. პირველი ადგილი ნარდში ასაკით ყველაზე უფროსმა შშმ პირმა, ჩოხატაურელმა იამზე კეკელიძემ დაისაკუთრა.  ყველა  გამარჯვებულს გადაეცა ჯილდო.  სცენაზე ავიდნენ სამივე მუნიციპალიტეტის შშმ პირები. შეასრულეს სხვადასხვა მხატვრული ნომრები. იგრძნობოდა მათი საოცარი, ემოციური ერთიანობა. _ ჩვენ დღეს უსაზღვროდ ბედნიერები  ვართ.  გვინდა, მომავალში, გამოყოფილი არ ვიყოთ მხოლოდ შშმ პირთა ღონისძიების სახელწოდებით და ჩართული ვიყოთ ნებისმიერ ღონისძიებაში, _ ემოციურად ისაუბრა შშმ პირმა თამუნა ლურსმანაშვილმა. მის გამოსვლას დარბაზში ოვაციით  შეხვდნენ. ღონისძიების დასასრულ, უჩვენეს პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეოფილმი.  ყველამ ერთად კი  შეასრულა საფინალო სიმღერად მოაზრებული: „ჩემი საქართველო აქ ... ...

არქივი

ზაფრანი

რომელი ნაყინი არ ასუქებს

იყო დიეტაზე არ ნიშნავს იმას,...

რატომ ვტირით ხახვის დაჭრის დროს

ყველა დიასახლისისათვის ყოველდღიურად ხახვის დაჭრის...

აღმოჩენილია თამბაქოს სიყვარულის გენი

ცოტა ხნის წინ იაპონელმა ექიმებმა...

საინტერესო ცნობები ალკოჰოლის შესახებ

მეთილის სპირტის სასიკვდილო დოზა ადამიანისათვის...

რა ზიანი მოაქვს ვადაგასულ კოსმეტიკას

მეცნიერების გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ ქალბატონები,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...