ბახვი _ მოვლენების ეპიცენტრით, ღატაკთა კვარტლით და წინასაარჩევნოდ დაპირებულის მოთხოვნით

მთავარი თემა

ბახვი _ მოვლენების ეპიცენტრით, ღატაკთა კვარტლით და წინასაარჩევნოდ დაპირებულის მოთხოვნით

2018 ოქტ 1 10:09:12

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ბახვში მიმავალს, გზის მარჯვენა მხარეს თვალში მოგხვდებათ ნაძვზე გაკრული აბრა: "ვიბარებ თხილს ქალაქის ფასში". თხილის ჩაბარების მსურველთა მოსაზიდად გაკეთებულ ლოზუნგებს შორის, შინაარსი შედარებით ორიგინალურ-კომიკურია, რადგან, როგორც აქაურები ამბობენ, ქალაქში არსებული ფასი ნიშნავს, უკან დაბრუნდე და თუ რამ მიგაქვს, ან გზაზევე გადაყარო ან ღორს დაუყარო...

"თუმცა, ეს აბრა ძველია და ქარი სანამ არ ჩამოაგდებს, იყოს მანდ. იქნებ, კი დოურჩეს გაისად ქალაქის ფასი ჩვენი სოფლის თხილს", _ თან ხუმრობენ, თან სოფლის ავ-კარგზე გულღიად, გულისტკივილით საუბრობენ:

"რა უნდა ხდებოდეს ბახვში? მუდამ მოვლენების ეპიცენტრად ცნობილ სოფელში ჯერ კიდევ არ დაუნიშნავთ მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, როგორც ძველებურად ვეძახით, "გამგებელი".

წყლის პრობლემა, დიდი ხანია, დგას და საკარმიდამოებში არსებული ჭები, ასე თუ ისე, გვიმსუბუქებს ყოფას. თუმცა, "კრანის" წყალი აუცილებელია დღეს. კი მოდის ვაკიჯვრიდან დენიკინისდროინდელი "ტრუბით", მარა ტექნიკური უფრო ჰქვია ამ წყალს, სასმელად არ ვიყენებთ. უმეტესად, მილები დაზიანებულია და ყველგან ჟონავს.

ჩვენი თემის სოფელ მშვიდობაურში ხომ არც გზაა და არც წყალი, შიდა გზებზე ვამბობთ, რომელზე გავლას, იხოხო, სჯობს.

ძალიან გაჭირვებული ვართ ყველა _ ხელფასი _ არა; სამუშაო _ არა; პენსია კაი ხნის მერე გვიწევს, თუ მივიტანეთ სული იქამდე; თხილი _ არა; ხილი _ არა და ჯანდაბა დარჩა.

ღატაკების უბანში წადით, იქნებ, იმათ შეეშველონ, ჩვენ კიდევ გავიტანთ თავს როგორმე", _ გვეუბნებიან სოფლის ცენტრში შემხვედრი ბახველები და ნახევრად ხუმრობით გვიბარებენ: "გამგებლის დანიშვნა ამ წელში თუ არ გვეღირსა, მერე ბახვის მანიფესტი დაგვჭირდება და თემის მოთხოვნების წაყენება მთავრობაში. მანამდე კი ბალახობს ეგერ ძროხა, ცენტრში არხეინად".

ეგრეთ წოდებული ღარიბთა კვარტალი, ზოგი სხვა სოფლის მსგავსად, ბახვშიც არსებობს, ორსართულიანი, დანგრევის პირას მისული კორპუსებით. თითოეულში უფრო მიუსაფარი ადამიანები ცხოვრობენ, უმუშევრები, პენსიონერები, ობლები.

მეორე კორპუსში მცხოვრები, ნინა სინჯიაშვილი მოკრძალებული ქალბატონია. მარტო ცხოვრობს. ღია ცის ქვეშ ცხოვრება არ ჰქვია მის ყოფას, როგორ თავად ამბობს, მაგრამ ჭერშიც წყალი მოჟონავს და აივნის იატაკიც ჩანგრევის პირასაა:

"გარეთ გასვლა მეშინია, რომ სარეცხი გავფინო. წვიმის დროს ოთახშიც თქრიალით ჩამოდის წყალი. არ მინდა, საგანგებოდ შევაწუხო ვინმე. იქნებ, მოახერხონ და სადაც დაზიანებულია სახურავი, იქ დაამაგრონ ვარგისი შიფერი. ასევე, იატაკიც იმ ადგილზე რომ გამიკეთონ, სადაც უფრო დაზიანებულია. ვიცი, ბევრი გაჭირვებულია და ყველას ახალი სახურავითა და იატაკით მდიდარი სახელმწიფოც ვერ უზრუნველყოფს. არჩევნების წინ შარაშენიძე თვითონ იყო აქ. "ოჰ, ეს რა არისო", _ თქვა. დახმარებაც აღმითქვა. ახლახან ვიღაცეები იყვნენ. ჩაინიშნეს ჩემი ვინაობა. მერიიდან ვართ და დაგეხმარებითო. არ ვიცი, შესაძლოა, არჩევნები რომ ახლოვდება, ამიტომ აღგვრიცხეს. წინა არჩევნებზე კი მივეცით მერობის კანდიდატს ხმა, _ გვეუბნება ქალბატონი ნინა და საკუთარ შრომით ბიოგრაფიაზე საუბრობს: _ აქ დაბადებული ვარ. ათი წლიდან თავაუღებლად ვშრომობდი მშობლებთან ერთად და ჩაის ყუთებსაც ვჭედავდი. სამწუხაროდ, მშობლებიც, მეუღლეც ადრე გარდამეცვალნენ და მერე ქვეყანა რომ დაინგრა, გაჭირვებულ ყოფაში ჩავვარდი. შრომას როგორ დავიზარებ, მაგრამ სადაა სამუშაო? წუწუნიც არ მინდა, იქნებ, ცოტათი მაინც დამეხმაროს სახელმწიფო, საქართველოს მოქალაქე ხომ ვარ?!" _ ამბობს ქალბატონი ნინა.

ამავე კორპუსში ობოლი ბავშვებიც ცხოვრობენ, რომლებიც მუნიციპალიტეტის მერთან გვაბარებენ, სტადიონის აშენებას დაგვპირდა არჩევნების წინ და სიტყვას თუ შეასრულებს, კარგი იქნებაო. მერე კი, კორპუსის გვერდით, ნანგრევებით მოფარული ის სივრცე დაგვანახეს, სადაც ადრე ჩაის ფაბრიკა ყოფილა და ახლა სტადიონის მოწყობა სურთ.

მეორე კორპუსში მცხოვრები ახალგაზრდა ცოლ-ქმარი _ ლია დოლიძე და გიორგი შავლოხაშვილი, უკიდურეს გაჭირვებასა და მძიმე ავადმყოფობაზე საუბრობენ.

ლია დოლიძე: "ორივე უმუშევარი, არაფრის მქონენი ვართ. აგვისტოში, ჩემმა მეუღლემ გულის ინფარქტი გადაიტანა. სასწრაფოდ  ქუთაისში გადავიყვანეთ. ასი ლარის მეტი არ მქონდა. ოპერაცია გაუკეთეს, გამოეწერა კიდეც, მაგრამ მალე კიდევ ინფარქტი მოუვა _ სულ გვირეკავენ საავადმყოფოდან, თანხა შემოიტანეთო.

ახლახან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას თხოვნით მივმართე. ვუთხარი ჩვენი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. თუმცა, ცივი უარით გამომისტუმრეს _ ფული არ გვაქვს, ყველა ლიმიტი ამოწურულიაო. სახლის სახურავი ლამის, თავზე გვემხობა. წამოდით და ნახეთ, სახლის უკან ნაძვია წაქცეული და იქვე მდგარი მეორე ხე ამაგრებს, თორემ პირდაპირ ჩვენს საძინებელს დაეცემა. ესაა ყოფა?! ბანკის ვალები ცალკე თემაა. არჩევნებამდე იყო აქ შარაშენიძე, დაგვპირდა, გადაგიხურავთო, მაგრამ სადაა დაპირება? ხმები კი წაიღეს. კარგად გადაუღეთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს. ასე უნდა გამოიყურებოდეს პრემია-დანამატების ქვეყანა?!"

გიორგი შავლოხაშვილი: "გული ხელით მიჭირავს. აწი მოვიდნენ აქ ხმებისთვის და კი ვიცი... ან სამუშაო იყოს ან ჯანმრთელობა, ან კიდევ ვინმეს ადამიანებად მივაჩნდეთ. ჩვენ არ ვართ ისეთი ხალხი, პატივი გვცეს კაცმა და დავივიწყოთ. ახლა  საავადმყოფოდან კი გამოვედი, მაგრამ, ვაი, ამ ყოფას _ ვიცი, მალე ისევ იქ მოვხვდები. არც მომხედავენ. ოპერაციის ვალი გადაუხდელი მაქვს და მართალებიც იქნებიან. რა გვეშველება?!"

სახლის ნაწილობრივ დახურვას ითხოვს აქვე მცხოვრები, 78 წლის ლინა ალევორიანი, რომელსაც შვილი გარდაცვლილი ჰყავს, რძალი საზღვარგარეთ სამუშაოდაა წასული და ობოლ შვილიშვილებს თავად პატრონობს. ისიც ამბობს, რომ არჩევნების წინ იყო დაპირება სახლის გადახურვის თაობაზე:

"ადრე იყო, ადამიანები ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ახლა ვინ რას გაჩუქებს? ყველა ღარიბია. მთავრობა თუ რაიმეს დაგვეხმარება, ეგაა. აქ პრეტენზიული ადამიანები არ ცხოვრობენ. ცოტა დაგვეხმარონ, თავზე რომ არ გვაწვიმდეს და იატაკში ფეხი არ ჩაუვარდეს ადამიანს", _ ამბობს ის.

"გურია ნიუსმა" აღნიშნული პირების და მათი მდგომარეობის შესახებ კითხვით მიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, საიდანაც მოკლე პასუხი მიიღო:

"ამ ადამიანებს 2018 წელს ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიისთვის არ მოუმართავთ, რაც შეეხება ბახვში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის დანიშვნას, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება კონკურსი, რომლის შედეგად შეირჩევა კანდიდატი".




 ახალი ამბები
  • სეზონის გახსნა შეკვეთილში და უამრავი გახარებული ბავშვი 15 ივნისს შეკვეთილში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ტრადიციად  ქცეული შეხვედრა სოციალურად დაუცველ ბავშვებთან, ასევე, ბავშვთა სახლების აღსაზრდელებთან არც ამჯერად დარღვეულა. აქ  უამრავ ბავშვს უმასპინძლეს.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობით , ამავე მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, ასევე ქალაქიდან,  350 სოციალურად  დაუცველი ბავშვი ესტუმრა ატრაქციონების ქალაქს. აქ მოსვლამდე ბავშვებს დაურიგეს უალკოჰოლო სასმელები და ტკბილეული,   პარკში სეზონის გახსნის შემდეგ კი მათ ყველა გასართობი საშუალებით უფასოდ ისარგებლეს. _ როგორც შევძელით, მოვეფერეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს. რაც მთავარია, ბედნიერებაა, რომ გურიაში ასეთი ზღაპრული ადგილი არსებობს, რომელიც სტუმარს და მასპინძელს, დიდს თუ პატარას ერთნაირად იზიდავს. ბავშვების დღევანდელი სიხარული კი ორმაგი სიხარული და ბედნიერებაა ჩვენთვის, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ. ატრაქციონების პარკში ბავშვებს  შეხვედრა მოუწყვეს  ზღაპრების კეთილმა პერსონაჟებმა. პარკის გვერდით მდებარე პარკში "საქართველო მინიატურებში", სადაც  მინიატურების სახით წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები,   გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. გახსნის ღონისძიების მხატვრული ნაწილი მიჰყავდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს მარინა ჯაფარიძეს და ამავე სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელს, მაიზერ ცელაძეს. მათ ბავშვებს, ასევე, აქაურ და უცხოელ სტუმრებს პარკში,  ვირტუალური ხელოვნების მოშველიებით,  სრულიად საქართველო მოატარეს.  ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა  ანსამბლმა კობა დუნდუას ხელმძღვანელობით, ჩვეული მაღალი კლასით წარმოადგინა  საქართველოს ყველა კუთხის  ფოლკლორულ ცეკვათა ერთობლიობა. _ დღეს ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს .  ,,ციცინათელა” და მინიატურების პარკი  არის ის ადგილი,  რომელიც ბევრ ტურისტს სასიამოვნოდ გააოცებს. ტურიზმის განვითარება კი  ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია”, –  თქვა სეზონის გახსნაზე  გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.             ... ...
  • ვინ ინიშნება სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსადსურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსად შალვა პეტრიაშვილი ინიშნება. წყაროს ცნობით, სეს-ის ეროვნული სააგენტოს უფროსი,  ზურაბ ჩეკურიშვილი მას, სავარაუდოდ, ხვალ წარადგენს გურიაში. პეტრიაშვილი ჯერ მცხეთაში მუშაობდა ანალოგიურ სამსახურში, შემდეგ კი _ თბილისში. წყაროს ცნობით, პეტრიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ნინო შეწირულმა გათავისუფლების შესახებ განცხადება გუშინ დაწერა, თუმცა წყაროს თქმით, მის გათავისუფლებაზე ხელი მოწერილი არ ... ...
  • "დაიცავი დავით გარეჯი" _ "პატრიოტთა ალიანსის" აქცია თავისუფლების მოედანზეამ წუთებში, თბილისში, თავისუფლების მოედანზე იწყება "პატრიოტთა ალიანსის" აქცია. როგორც აქ შეკრებილები ამბობენ, აქციის მიზანია დავით გარეჯის დაცვა. აქციას დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ, აჭარასა და გურიიდან ჩამოსული ადამიანები ქაშვეთის ეკლესიიდან მსვლელობით ... ...
  • „თუ გინდათ საზოგადოება უკეთესობისკენ შეცვალოთ, ილიაუნი საუკეთესო ადგილია“დღეს, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ოზურგეთელ  აბიტურიენტებს შეხვდნენ.  პრეზენტაციაზე ისაუბრეს ზოგადად პროფესიის არჩევის შესახებ, თუ რა პროგრამებს და სწავლის გარე აქტივობებს ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა კვანჭილაშვილმა ახალგაზრდებს ვრცლად ესაუბრა ილიაუნის გაცვლითი  პროგრამების შესახებ,  თუ რამდენ ქვეყანაში აქვთ ის.  ასევე,  თქვა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის  მიხედვით, მობილობების  მაჩვენებლი ყოველ წელს  უკეთესობისკენ  იცვლება. ისაუბრა, ასევე, უცხოეთის რომელ ქვეყნებში  აქვთ  საბაკალავრო პროგრამები და რაც მთავარია, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამების შესახებ, სადაც, აბიტურიენტი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს თუ გადალახავს,  სრულად ექნება სახელმწიფო დაფინანსება. _ ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო პროგრამებს. უნივერსიტეტი მრავალი კუთხით არის პირველ ადგილზე სხვა უმაღლეს სასწავლებლებს შორის. ამიტომ თუ გსურთ საზოგადოება  შეცვალოთ  უკეთესობისკენ,  ილიაუნი   საუკეთესო ადგილია, _ თქვა მან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, წარმოშობით ოზურგეთელმა ნინო დობორჯგინიძემ „გურია  ნიუსთან“ საუბრისას თქვა, რომ მათი მიზანი აბიტურიენტთათვის სრული ინფორმაციის მიწოდებაა ილიაუნის ოთხი ფაკულტეტის, პროგრამების და ყოველივე იმის შესახებ, რაც უნივერისტეტს გააჩნია, რაც აბიტურიენტებს აინტერესებთ. _მთელ საქართველოში დავდივართ. ახლა დასავლეთში ვართ, ხვალ ფოთით ვასრულებთ აბიტურიენტებთან  შეხვედრებს, _ გვითხრა ... ...
  • შშმ პირთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი: „ჩვენ გვსურს ყველა ღონისძიებაში ჩავერთოთ“14 ივნისს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასრულების  აღსანიშნავი ღონისძიება შედგა. საზეიმო შეხვედრას, რომელიც  პროექტის მონაწილემ, ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გახსნა, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე, სხვა ხელმძღვანელი პირები, საზოგადოების წარმომადგენლები და შშმ პირთა ოჯახების წევრები ესწრებოდნენ. _ პროექტმა, „ჩვენ შეგვიძლია“,  რომელიც განათლების სამინისტროს მიერ გახორციელდა, ამ ადამიანებს კიდევ უფრო მეტად აგრძნობინა თავი საზოგადოების წევრებად. ცალკე დგომით  ვერავინ ვერაფერს შეძლებს, ძალა  ერთობაშია.  წავიდა  ის დრო, როცა არსებობდა რაღაც სტიგმა, რომ შშმ პირები უნდა ყოფილიყვნენ სახლებში.  ადაპტირებული, მორგებული გარემო  უნდა იყოს ირგვლივ ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით  კი მათთვის,  _ თქვა გოგა ჩანადირმა და მადლობა გადაუხადა ხელმძღვანელ პირებს იმის გამოც, რომ სწორედ მათი ძალისხმევით, გურია ხდება  რესპუბლიკაში პირველი, ვინც ასე აზარტულად შეუდგა ამ საქმის კეთებას. „სლოგანი _ „ჩვენ შეგვიძლია“ მასშტაბურად მოედო მთელ გურიას, მთელ საქართველოზე ასე გავრცელდება“, _ თქვა მან. კვირეულის განმავლობაში ჩატარებულ შეჯიბრში გამარჯვებულები გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ  დააჯილდოვა. პირველი ადგილი ნარდში ასაკით ყველაზე უფროსმა შშმ პირმა, ჩოხატაურელმა იამზე კეკელიძემ დაისაკუთრა.  ყველა  გამარჯვებულს გადაეცა ჯილდო.  სცენაზე ავიდნენ სამივე მუნიციპალიტეტის შშმ პირები. შეასრულეს სხვადასხვა მხატვრული ნომრები. იგრძნობოდა მათი საოცარი, ემოციური ერთიანობა. _ ჩვენ დღეს უსაზღვროდ ბედნიერები  ვართ.  გვინდა, მომავალში, გამოყოფილი არ ვიყოთ მხოლოდ შშმ პირთა ღონისძიების სახელწოდებით და ჩართული ვიყოთ ნებისმიერ ღონისძიებაში, _ ემოციურად ისაუბრა შშმ პირმა თამუნა ლურსმანაშვილმა. მის გამოსვლას დარბაზში ოვაციით  შეხვდნენ. ღონისძიების დასასრულ, უჩვენეს პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეოფილმი.  ყველამ ერთად კი  შეასრულა საფინალო სიმღერად მოაზრებული: „ჩემი საქართველო აქ ... ...

არქივი

ზაფრანი

რომელი ნაყინი არ ასუქებს

იყო დიეტაზე არ ნიშნავს იმას,...

რატომ ვტირით ხახვის დაჭრის დროს

ყველა დიასახლისისათვის ყოველდღიურად ხახვის დაჭრის...

აღმოჩენილია თამბაქოს სიყვარულის გენი

ცოტა ხნის წინ იაპონელმა ექიმებმა...

საინტერესო ცნობები ალკოჰოლის შესახებ

მეთილის სპირტის სასიკვდილო დოზა ადამიანისათვის...

რა ზიანი მოაქვს ვადაგასულ კოსმეტიკას

მეცნიერების გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ ქალბატონები,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...