ბინები, მიწები თბილისსა და კახეთში _ რა ქონებას ფლობენ მეუფე კალისტრატე და მეუფე გრიგოლი

მთავარი თემა

ბინები, მიწები თბილისსა და კახეთში _ რა ქონებას ფლობენ მეუფე კალისტრატე და მეუფე გრიგოლი

1 მარ. 2017, 11:58:35

საჯარო რეესტრში არსებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ წმინდა სინოდის წევრები პირად საკუთრებაში საკმაოდ დიდ ქონებას ფლობენ.

ჩვენ უკვე გაგაცანით შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების ქონებრივი მდგომარეობა, დღეს კი სინოდის სხვა რამდენიმე წევრის ქონების შესახებ გიამბობთ.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე (შოთა მარგალიტაშვილი), თელავში, სოფელ ვარდისუბანში ფლობს ჯამში ფლობს  310 314 კვ.მ. მიწის ფართობს.

ერთ-ერთ მათგანზე, რომლის ფართი  2 271 კვ. მეტრია  სამი შენობა-ნაგებობა დგას.

მეუფის საკუთრებაშია ქუთაისში, ჭავჭავაძის #16-ში მდებარე 300 კვ.მ. მიწის ფართობი;

 წყალტუბოში, სოფელ მესხეთში _ 600 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი; სოფელ ზედა მესხეთში _ 20 001 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

ასევე, წყალტუბოში, სოფელ სორმონში, მეუფე კალისტრატეს ეკუთვნის  44 700 კვ.მ, მიწის ნაკვეთი, ხოლო სოფელ ბანოჯაში _ 1 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი; ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე მის საკუთრებაშია 630 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

მიტროპოლიტი კალისტრატე ტყიბულში, სოფელ გელათში ფლობს  676 კვ.მ. მიწის ნაკვეთს;

ქალაქ თბილისში, ნინოშვილის #4-ში, 19 კვ.მ. საცხოვრებელ ფართს 1.5 კვ.მ დამხმარე ფართით.  

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე მეუფე გრიგოლი (გურამ ბერბიჭაშვილი) ქალაქ თბილისში, ჩიტაძის #11-ში, მეოთხე სადარბაზოში, მეექვსე სართულზე ფლობს  154.23 კვ.მ. ფართის საცხოვრებელ ბინას; ამავე მისამართზე მის საკუთრებაშია 18 კვ.მ ავტოსადგომი.

მეუფე გრიგოლს  74.77 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა აქვს თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტალში, 34-ე კორპუსში. საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ეს ბინები მეუფემ საჩუქრად მიიღო.

მეუფე გრიგოლი ასევე ფლობს 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ჩვენ შევეცადეთ დეტალები, როგორც მეუფე კალისტრატესთან, ასევე მეუფე გრიგოლთან გადაგვემოწმებინა, თუმცა, არც ერთმა მათგანმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

თუ მეუფეები საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას მოისურვებენ და საზოგადოებას გააცნობენ, როგორი და საიდან მოხვდა ასეთი ძვირდაღირებული ქონება მათ საკუთრებაში, „გურია ნიუსი“ მზადაა მათი კომენტარები უცვლელად შემოგთავაზოთ.

ამავე თემაზე იხილეთ:მეუფე იოსების პირად საკუთრებაში არსებული მილიონზე მეტად შეფასებული ქონება




 ახალი ამბები
  • გურულის არჩევანი არჩევნების წინუძველესი გურული ვაზის  ჯიშების ერთ-ერთი პირველი მომძიებელი სოსო ხინთიბიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში (ჭანიეთის თემი) ცხოვრობს. ახლა  თავის კარმიდამოში რთველის შუაგულშია და ჩქარობს,  ტონობით ყურძნის დაკრეფა მოასწროს. თეთრიშა, საკმიელა, ტაკიძურა, ჩხავერი, ქაქუთურა... რომელ ჯიშის ვაზს არ ნახავთ  მის კარმიდამოში, სადაც ასევე უხვადაა მანდარინი, ხურმა, თითქმის ყველა მრავალწლოვანი ხეხილოვანები. ასევე ფუტკარი და შინაური ფრინველები. ვაზზე კი, განსაკუთრებით გურულ ჯიშებზე, როგორც თავად ამბობს, „ჭკუა ეკეტება“. _არჩევნებზე კი უნდა გავიქცე, შინ ვერ დავჯდები, თუმცა მალევე  უკანვე უნდა მოვბრუნდე. სამი-ოთხი დღე მაინც მინდა, რომ ყურძნის კრეფა დავასრულო. ადამიანის არჩევანი,  პოლიტიკურ არჩევნებზე უფრო,  თავდადებული შრომა უნდა იყოს.  მხოლოდ მაშინ გვექნება დოვლათიც საუცხოო და ეგ არჩევნებიც,  _ ღიმილით გადმოგვძახის გიდელით ხელში, ტალავერზე მიყუდებულ კიბეზე მდგარი სოსო ხინთიბიძე და    სრულიად სამყაროსთან მოკითხვას გვაბარებს:  „მთის წვერზე ვცხოვრობ და  აქედან მოძღვნილს სხვა ხიბლი ... ...
  • „ქართული ოცნება“ დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება"„ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს წარმატებით უპასუხოს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ისნის მაჟორიტარობის კანდიდატად კახა კახიშვილის წარდგენისას განაცხადა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინა არჩევნებზე დაადასტურა, რომ ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელოს. „ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმები, ყველას კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ჯანდაცვის სექტორში“. ... ...
  • რატომ მიუვიდათ მომხმარებლებს გაზრდილი კომუნალური გადასახადები სუბსიდიის ამოწურვის შემდეგ„არცერთი მომხმარებელი არ დარჩა მისთვის კუთვნილი დახმარების გარეშე“, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. აღნიშნულით ის კომუნალურებზე შეღავათების პროგრამის პირველ ეტაპზე მომხმარებლების მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს გამოეხმაურა. კერძოდ, როგორც მოქალაქეები წერდნენ, საშეღავათო პერიოდის ამოწურვის შემდეგ, მათ გაზრდილი კომუნალური გადასახადები მიუვიდათ. როგორც გიორგი ფანგანმა განმარტა, ყველა კომპანიის შემთხვევაში, სააგნარიშო პერიოდი თვის სხვადასხვა რიცხვიდან იწყება, შესაბამისად, დარიცხვებიც სწორედ ამ თარიღის მიხედვით მოხდა. „არცერთი მომხმარებელი არ დარჩა მისთვის კუთვნილი დახმარების გარეშე“, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. აღნიშნულით ის კომუნალურებზე შეღავათების პროგრამის პირველ ეტაპზე მომხმარებლების მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს გამოეხმაურა. კერძოდ, როგორც მოქალაქეები წერდნენ, საშეღავათო პერიოდის ამოწურვის შემდეგ, მათ გაზრდილი კომუნალური გადასახადები მიუვიდათ. როგორც გიორგი ფანგანმა განმარტა, ყველა კომპანიის შემთხვევაში, სააგნარიშო პერიოდი თვის სხვადასხვა რიცხვიდან იწყება, შესაბამისად, დარიცხვებიც სწორედ ამ თარიღის მიხედვით მოხდა. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს მთავრობა მეორე ეტაპზეც - მიმდინარე წლის ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალშიც აუნაზღაურებს. კომუნალურებზე შეღავათების პროგრამა იგივე პრინციპით განხორციელდება, როგორც აქამდე იყო - 200 კილოვატ საათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება იქნება მთავრობის მიერ კომპენსირებული. შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს კი ექნებათ შესაძლებლობა ასეთ დახმარებაზე უარი თქვან. მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებმა სუბსიდირებით მიმდინარე წლის მარტში, აპრილსა და მაისშიც ისარგებლეს. მაშინ მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე 170 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ხოლო სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი სამი თვის განმავლობაში 9 600-მა მოქალაქემ თქვა. „ბევრმა მომხმარებელმა არასწორად გაიგო 3 და 4 თვის სუბსიდირება. მოგეხსენებათ, საანგარიშო პერიოდი კომპანიებისთვის არ არის 1-ლი რიცხვიდან 31-რიცხვამდე. ყველა კომპანიას აქვს თავის საანაგარიშო პერიოდი, ეს შეიძლება დაიწყოს 10, 15 ან 28 რიცხვიდან. შესაბამისად, როდესაც დასრულდა პირველი პროგრამა სუბსიდირების და ივნისში მიუვიდათ მაისის თვის დარიცხვა, მომხმარებლებმა გააპროტესტეს. ჩვენ კარგად შევისწავლეთ საკითხი, ძალიან ბევრი საჩივარი იყო შემოსული. ინდივიდუალურად შევისწავლეთ ყველა და გავუგზავნეთ პასუხები, სადაც მოყვანილი იყო როდის დაუსუბსიდირდათ. ანუ მაგალითად 1-ლი მარტიდან რომ იწყებოდა პროექტი, რეალურად ბევრს 15 თებერვლიდან 15 მარტამდე რაც მოიხმარა, ის დაუსუბსიდირდა. ჩვენ შევისწავლეთ ასეულობით საკითხი და ყველა შემთხვევაში სწორად იყო დაანგარიშებული. აქ პასუხისმგებლობა გადადის კომპანიებზე, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ მთავრობას, ვინც ახდენს სუბსიდირებას. იმ თვეებში, როცა ეკუთვნოდა მომხმარებელს სუბსიდიის მიღება, ეს გაკეთებული იყო, არცერთი მომხმარებელი არ დარჩა მისთვის კუთვნილი დახმარების გარეშე. ეს ძალიან მკაცრად გაკონტროლდა და ახლაც გაგრძელდება. მითუმეტეს, რომ უკვე შესწავლილი გვაქვს საკითხი და უფრო მომზადებულები შევხვდებით“,- განაცხადა გიორგი ფანგანმა. წყარო: ... ...
  • "ჩვენი მხარდამჭერები დაიღუპნენ" _ ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებსნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს გორთან მომხდარი ავტოავარიის დროს მისი მხარდამჭერების და წევრების გარდაცვალებასთან დაკავშირებით: “რამდენიმე საათის წინ უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა– ზუგდიდისკენ მიმავალ მიკროავტობუსს, რომელშიც ჩვენი მხარდამჭერები ისხდნენ ტრაილერი დაეჯახა. მომხდარის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს. დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.“– ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში. თბილისი–სენაკი–ლესელიძის ავტომაგისტრალზე,  გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა  ამ დროისთვის ექვსამდე გაიზარდა. დაშავებულია 10 ადამიანი. ისინი გორის კლინიკაში გადაიყვანეს. მიკროავტობუსს, რომლითაც თბილისში ნაციონალური მოძრაობის აქციაზე მყოფები ზუგდიდში ბრუნდებოდნენ, სატვირთო ტრაილერი შეეჯახა. გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით ... ...
  • 5 დაღუპული და 11 დაშავებული _ შსს განცხადებას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტრო გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის ხუთი მგზავრი, ხოლო 11-მა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...