"ბრალდებული მკვლელობას აღიარებს" _ რა ვიდეოჩანაწერი ნახეს პოლიციაში ფოცხიშვილის დამ და მეუღლემ

მთავარი თემა

"ბრალდებული მკვლელობას აღიარებს" _ რა ვიდეოჩანაწერი ნახეს პოლიციაში ფოცხიშვილის დამ და მეუღლემ

2017 დეკ 14 18:31:15

20 ივლისს, ოზურგეთში,  42 წლის გურამ ფოცხიშვილი და მის დის ქმარი, 33 წლის დიმა ომოლჩენკო ჩაცხრილეს.

მომხდარიდან რამდენიმე თვეში, შსს-მ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ გურიის სამხარეო პოლიციის მთავარმა სამმართველომ მკვლელობის ფაქტი გახსნა: _ გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ კახა მეგრელიშვილს, მეტსახელად "ბუძგიას", მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულ კ.მ.-ზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ძებნა გამოცხადდა".

შსს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას არ ეთანხმებიან გურამ ფოცხიშვილისოჯახის წევრები. დიმა ომოლჩენკოს მეუღლე ლოლა ფოცხიშვილი "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურად ჰყვება, თუ რა ვითარებაში ნახა "ბუძგიას" ვიდეოჩანაწერი, სადაც ბრალდებული პოლიციას სულ სხვა ჩვენებას  აძლევს.

გურამ ფოცხიშვილის და ლოლა ფოცხიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მისი ოჯახის უსაფრთხოების მიზნით ყურადღებას სთხოვს:

"მე და გურამის მეუღლეს პოლიციაში ხელი მოგვაწერინეს გაუთქმელობაზე, რომ იმ ვიდეომასალების შესახებ, რომელიც ვნახეთ, არავისთან არაფერი არ უნდა ვთქვათ. თუმცა,  მე ვთქვი, რომ ამას ვერ დავმალავ,-მეთქი.

მე თავს არ ვგრძნობ უსაფრთხოდ და გთხოვთ დაიცვათ ჩვენი უფლებები. გაავრცელეთ ეს ინფორმაცია _ გაიგოს შსს მინისტრმა, რაც ხდება.

ვითხოვ სამართალს, ჩემი უდანაშაულო ქმრის მკვლელის დაჭერას. მივმართავ შსს ახალ მინისტრს, რომ ბოლომდე გამოძიებული იქნას ჩემი ქმრის და ძმის მკვლელობა. მე გამწარებული ადამიანი ვარ, უკან არ დავიხევ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ხალხმა სიმართლე გაიგოს, ვიბრძოლებ ბოლომდე!" _ ამბობს ლოლა ფოცხიშვილი და დეტალურად ჰყვება იმის შესახებ, რის გაუთქმელობაზე პოლიციაში ხელი მოაწერინეს:

ლოლა ფოცხიშვილი: _ უკვე 5 თვეა გასული  ჩემი ძმის _ გურამიკოსა და მეუღლის _ დიმას გარდაცვალებიდან. ამ ხნის მანძილზე პოლიცია გვეუბნებოდა,  რომ გამოძიება მიმდინარეობდა, ბოლოს კი დადეს ინფორმაცია, რომ თითქოს გახსნეს დანაშაული. 

ეს არ იყო დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ მკვლელობა გახსნილია.

მკვლელობის მიზეზად დაასახელეს, რომ თითქოს ჩემი ძმა "ბუძგიას" მეუღლეს სახლში იარაღით მიუვარდა და შეურაცხყოფა მიაყენა _ გურამი  ქალს შეურაცხყოფას არ მიაყენებდა. პოლიციამ იცის, რომ ეს არ იყო მიზეზი იმისა, რომ მას მოეკლა ჩემი ძმა.

ზუსტი ინფორმაცია მაქვს,  მკვლელი თვითონ პოლიციამ გააპარა ქვეყნიდან _ საზღვარზე კოლონებით გააცილეს. მაქ სულ სხვა დონის ხალხია ჩართული, თორემ მარტო "ბუძგია" მაგას ვერ იზამდა.

ჩემი ძმისა და მეუღლის მკვლელები დაიჭირონ, არა მარტო "ბუძგია" და ვინც იყო მასთან ერთად _ ყველა, ვინც შეუკვეთა ეს მკვლელობა.

ანალიზების პასუხიდან ჩანს, რომ მკვლელი  "ბუძგიაა", მაგრამ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მას მკვლელობა ვიღაცამ შეუკვეთა.

მე მაქვს ჩანაწერი, რომელსაც თუ დამჭირდება გავასაჯაროვებ.  ჩანაწერში ჩანს, "ბუძგიას" როგორ ესაუბრებიან პოლიციელები და "ბუძგია" აღიარებს, რომ მოკლა ფოცხიშვილი: იმიტომ მოვკალი, რომ ჩემთან მივიდა სახლშიო. თუ შსს-ს ოფიციალური ინფორმაციაში კი არის ნათქვამი, რომ ცოლს მიაყენა შეურაცხყოფაო, მაგრამ "ბუძგია" ჩანაწერში ამბობს, ცოლმა არ მითხრა, რა უთხრა ფოცხიშვილმაო. გურამიკო ცოლთან შეიარაღებული მივარდაო, არ ამბობს! ან რაში "აწყობდა"17 წლის წინანდელი ამბავი გახსენება?!

იგი ჩანაწერში იმასაც ამბობს, რომ მაგის გვერდზე ყველა არაკაცი იყო და არაქურდული ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ბუძგია მე დავუჯდები დათოს, ანუ მამაჩემს  და ავუხსნი რატომ მოვკალი მისი შვილიო.

სად გაკეთდა ეს ჩანაწერი, არ ვიცი. პოლიცია ამბობს, აღიარებითი ჩვენება არ არის მტკიცებულება და ამიტომ არ დავაპატიმრეთო. მაშინ ძებნაზე რატომ აიყვანეს? საზღვარზე გადააპარეს და ახლა ველოდოთ, როდის გამოჩნდება?

ჩანაწერში "ბუძგია" იმასაც ამბობს, რომ მოსამართლესთან დანაშაულს არ ვაღიარებ, რადგან ციხეში რომ ჩამსვან, მოვკვდებიო. პოლიციაში კი აღიარა, მაგრამ ამბობს ბრალს ვერ წამიყენებთო.

როცა პოლიციელებს ვკითხე, ეს რას ნიშნავს,-მეთქი, ჩვენ ჩვენი ხრიკები გვაქვსო, მიპასუხეს.

მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე გურამიკო პოლიციაში წაიყვანეს. რომ მივედით, გვითხრეს, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვნესო. შემდეგ გავიგეთ,  რომ პოლიციაში გაესაუბრნენ და გაფრთხილება მისცეს. უნდოდათ გარკვევა,  დადიოდა  თუ არა გურამი იარაღით. არ დადიოდა იარაღით და, რასაკვირველია, არც იმ დღეს ჰქონდა.

რატომ არ გამოაქვეყნა შსს ეს ჩანაწერი? მოვითხოვ გაასაჯაროვონ ეს ვიდეომასალა! _ ამბობს ლოლა ფოცხიშვილი.

 ამ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია "ბრალდებულმა, ანგარიშსწორების მიზნით, ფოცხიშვილის მოკვლა განიზრახა.

"ამისთვის მან სპეციალურად, ფარულად შეიძინა ავტომანქანა და ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 ივლისს, მეგრელიშვილი და მისი თანამზრახველი ავტომობილით აედევნენ მსხვერპლს _ გ.ფ-ს, რომელიც  ოზურგეთში, ნათესავთან დ.მ-სთან სთან ერთად ავტომანქანით გადაადგილდებოდა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრეს ისინი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ".

უწყების ინფორმაციით, "გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან მიმალულმა ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველმა ავტომანქანა ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურის ტერიტორიაზე დაწვეს და მიატოვეს.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიერ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.გამოძიებამ დაადგინა, რომ მეგრელიშვილი  განაწყენებული იყო ნაცნობზე ფოცხიშვილზე, რომელმაც წარსულში, შეიარაღებულმა სახლში მიაკითხა და მის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა".

ჩვენ ველოდებით ლოლა ფოცხიშვილის მიერ "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ინფორმაციაზე შსს-ს კომენტარს, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე:

ექსკლუზივი: პოლიციამ გურამ ფოცხიშვილის და დიმა ომოლჩენკოს მკვლელობის საქმე გახსნა

ორმაგი მკვლელობის ახალი დეტალები _ რა განიხილეს აფხაზეთში გამართულ "სხადნიაკზე"

სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები _ რა იპოვა პოლიციამ დამწვარ მანქანასთან

30 გასროლა ორი სხვადასხვა იარაღიდან _ სასტიკი მკვლელობის ვერსია და დეტალები




 ახალი ამბები
  • გიორგი მარგველაშვილი: „იმედია, როდესაც ეს რაღაც ციებ-ცხელება დამთავრდება, გაიაზრებენ“საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლის სტუდენტებს შეხვდა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე სტუდენტები დაინტერესდნენ: როგორც შეაფასებდა საქართველოს პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს და ამ დარღვევებიდან გამომდინარე სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის საკითხს, პოლიტიკურ პროცესებში მესამე ძალის გაჩენის შესაძლებლობას, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობას, ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნების შესაძლო საკითხებსა და საზოგადოების ორად გაყოფისა და პოლარიზაციის შედეგებს. „ცოტა ხანში საქართველოს ეყოლება მე -5 პრეზიდენტი და მე, ქალბატონ სალომეს ვუსურვებ გამარჯვებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ძალიან ნათელია, რომ არჩევნები ჩატარდა ცუდად. არჩევნები ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, ამ დარღვევების მენიუში ჩვენ გვაქვს ყველა ის უარყოფითი გამოცდილება, რომელიც თაობების განმავლობაში საქართველოში ხორციელდებოდა. ეს არის საქართველოში არჩევნების დარღვევების სრული კრებული. მაგრამ ამავე დროს ფაქტია, რომ ასე ჩატარებული არჩევნების შედეგად, ჩვენ გვყავს 20 % -ით უფრო მეტი ხმით არჩეული პრეზიდენტი, რომლის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ფაქტიურად კითხვები არ ისმება. თუმცა, კითხვა ისმება იმასთან დაკავშირებით, როგორ გავაგრძელებთ ჩვენ ცხოვრებას ხვალ და ზეგ- როგორც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, ასევე იმის შესახებ, როგორი იქნება ზოგადად, საქართველოს როლი: -ის პრიორიტეტი, რითიც ჩვენ ჩვენს დღის წესრიგს ვქმნიდით ევროკავშირში, ნატოში, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან; ამ როლის მიმართ დაისვა სერიოზული კითხვის ნიშნები. კითხვის ნიშნები დაისვა არა აბსტრაქტულად, არამედ რეგიონალურად“,_განაცხადა მარგველაშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, ახლა მივედით ამ წერტილამდე, ჩვენ უნდა გავიაზროთ ამ წერტილის შედეგები ამ რეალობაში და ვიყოთ ადეკვატურები, რადგან ჩვენი პრიორიტეტი - დემოკრატიაა - რითიც ჩვენ ჩვენ თავს ვაწონებდით ჩვენი მხარდამჭერების გასამრავლებლად. „სამწუხაროდ, იმ შეცდომებს რაც დავუშვით, ვეღარ გამოვასწორებთ, მაგრამ შეგვიძლია დიალოგში შესვლა და მე საქართველოში ისეთ საარჩევნო სისტემას შევქმნი, რომელიც ცოტა მაინც დამაბრუნებს დემოკრატიული სტანდარტების ლიდერის რანგში. სამწუხაროდ, მე ამ ტენდენციას ვერ ვხედავ. სამწუხაროა, რადგან ეს არის სრული გაუაზრებლობა იმისა, რა პოლიტიკურ ვითარებაში ვართ და საქართველოში როგორ იქმნება პოლიტიკური პროცესი და როგორ იქმნება პოლიტიკური დინამიკა. შესაბამისად, ჩემი დამოკიდებულება საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ არის შემდეგი. პრეზიდენტი ლეგიტიმურია, მე პირველივე დღეებში გამოვხატე ჩემი პოზიცია ახლადარჩეული პრეზიდენტის მიმართ და ვთქვი,  რომ მზად ვარ დავიწყო ცივილიზებულად უფლებამოსილების გადაბარების პროცესი, მაგრამ თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც ამდენი დარღვევა მოუტანა ქართულ საზოგადოებას, არა „ნაციონალურ მოძრაობას“, პორტირებულებს ან ექპორტირებულებს, არამედ ქართულ საზოგადოებას, რადგან ეს ჩვენი პრობლემაა, ჩვენ ვართ იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, ვისაც ამ სტანდარტით აფასებენ. იმედია, როდესაც ინაუგურაცია ჩატარდება და ეს რაღაც ციებ -ცხელება დამთავრდება, გაიაზრებენ, რა ქვეყანაში, საზოგადოებაში და რეგიონში ცხოვრობენ, რა გამოწვევები აქვს ამ სახელმწიფოს და რომ ნაბიჯებია გადასადგმელი“,_განაცხადა ... ...
  • ხელფასის სახით 506 778 ლარი_ დეპუტატი 69 პლენარული სხდომიდან 62-ს არ დასწრებიამე-9 საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია  პარლამენტის პლენარულ სხდომათა გამცდენ დეპუტატებს შორის, მოწინავე ადგილს იკავებს. დეპუტატის დისციპლინური მოსწრების შესახებ ინფორმაცია „ფლანგვის დეტექტორმა“ შეისწავლა და დაადგინა, რომ ნაყოფია 2017 წელს 69 პლენარული სხდომიდან 62-ს არ დასწრებია. ამ დროის განმავლობაში, დეპუტატი არც 73 საკომიტეტო სხდომაზე იმყოფებოდა. „ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, რომელმაც დეპუტატის სახელფასო შემოსავლებიც დააჯამა, 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, ხალხმა ნაყოფიას, ჯამში, 506 778 ლარი ... ...
  • „დეპუტატები საპარლამენტო საქმიანობისთვის ჯერ კიდევ არ არიან მზად” _ ცისკარიშვილი„საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტართა შორის მომხდარი გაწევ-გამოწევა სამარცხვინო სანახავი იყო. როგორც ჩანს, დეპუტატები საპარლამენტო საქმიანობისთვის ჯერ კიდევ არ არიან მზარდ, ვერ მომწიფდნენ. ჩვენს კანონმდებლებს არ აქვთ ამბიციური ქვეყნისთვის დამახასიათებელი დეპუტატების კულტურა, რაც სამწუხაროა“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს შორის მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა. ცისკარიშვილი „ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ დღეს სახელმწიფო სტრუქტურების დამოუკიდებლობა ნულოვანია, რაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს. „დღეს მთავრობა და პარლამენტი ბიძინა ივანიშვილის მიერ არის პრივატიზებული. სახელმწიფო სტრუქტურების დამოუკიდებლობა ნულოვანია. დღემდე არაერთი მაგალითი გვახსოვს იმისა, რომ გუნდმა, რომელიც ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა შექმნა, საზოგადოებისთვის დადებითი შედეგი ვერ მოიტანა“, _  აღნიშნა ... ...
  • „ივანიშვილმა რეორგანიზაცია საკუთარი თავით უნდა დაიწყოს“ _ ვახტანგ ძაბირაძე„ათეული წლების განმავლობაში, ყველა ხელისუფალი ერთსა და იმავეს აკეთებდა, კადრებს ცვლიდა, რაც ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამოსწორებაზე პოზიტიურ გავლენას არ ახდენდა და თუ ასე გაგრძელდება, არც მომავალში შეიცვლება მდგომარეობა“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ. ძაბირაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლების სტრუქტურული რეორგანიზაცია აუცილებელია. „მხოლოდ საკადრო ცვლილებების გახორციელებით არაფერი გამოვა, თუ ხელისუფლების სტრუქტურული რეორგანიზაცია არ გახორციელდა და კომპლექტური სამოქმედო გეგმა არ ჩამოყალიბდა. დღეს მმართველობით სისტემაში რეფორმების გახორციელება კრიტიკულად აუცილებელია. მხოლოდ ერთ სამინისტროში გახორციელებული რეფორმა ვერ იმუშავებს“, _ განაცხადა ძაბირაძემ. ექსპერტი „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დღეს ქვეყანა კონსტიტუციის მიხედვით არ იმართება. ექსპერტი ივანიშვილს მოუწოდებს, როგორც ქვეყნის პირველმა პირმა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს. „ბიძინა ივანიშვილმა რეორგანიზაცია საკუთარი თავით უნდა დაიწყოს. საქართველოს კონსტიტუცია იმისთვის არსებობს, რომ  მისი ძალით იმართებოდეს ქვეყანა. ქვეყანაში ნომერ პირველი პირი არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ივანიშვილმა, როცა მოუნდება მაშინ კი არ უნდა დანიშნოს, არამედ, როგორც ქვეყნის პირველმა პირმა, თავად უნდა დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა. თანამდებობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დღეს იკავებს, კონსტიტუციურად, ფაქტობრივად, არაფერს ნიშნავს, ამიტომ ან საერთოდ წავიდეს პოლიტიკიდან ან მისთვის შესაფერისი ადგილი დაიკავოს“, _ აღნიშნა ... ...
  • „რატომ მაიძულებთ „ნაციონალების“ დღის წესრიგით ვიცხოვრო?!“_ ინაშვილი ჟურნალისტებს„რატომ მაიძულებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით ვიცხოვრო?!  არ მაინტერესებს“, _ განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა ირმა ინაშვილმა  დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც ოპოზიციის მიერ თელავში დაანონსებულ აქციას ეხებოდა. ინაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობაში ეჭვი არ ეპარება.   „სალომე ზურაბიშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. ვერავინ იტყვის, რომ ზურაბიშვილს არ აქვს ლეგიტიმაცია. ის მეორე ტურში ნამდვილად გახდა პრეზიდენტი და მოითხოვა ქართველი ხალხის მხარდაჭერა. მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს დაიწყოს გამოძიება 780 ათასი ხმის შესახებ, რომლებიც „ნაციონალებმა“ არჩევნებში მიიღეს, რამდენად რეალურია. პარალელურად, ჩვენ ვაწარმოებთ გამოძიების, რომელიც ფაქტებს დადებს. არავითარი 700 ათასზე მეტი ხმა „ნაციონალებს არ მიუღიათ, რასაც დავამტკიცებ“, _ აღნიშნა ... ...

არქივი

ზაფრანი

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც ხარობდნენ

ანტარქტიდაზე ოდესღაც პალმები და ბაობაბებიც...

სკოლაში მალე რობოტებიც ივლიან

ავსტრალიაში სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე მალე...

ნივთიერებები, რომლებიც ოქროზე ძვირი ღირს

ალბათ  ვერ დაასახელებთ მეტალ კალიფორნიუმ-252-ის...

სასიყვარულო წერილები ზოდიაქოს ნიშნებისგან

ვერძი _  "მე ძალიან ვეჭვიანობ და...

ადამიანის გატაცება და ასტროლოგია

ვერძი. მთელი ცხოვრების მანძილზე ვერძი...
კარმიდამო ჩემი

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...

ბროწეული _ გახდომის საუკეთესო საშუალება

ბროწეული, არა მარტო დეპრესიისა და...

შეიძლება თუ არა ცხოველის წლოვანების ზუსტად დადგენა

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, რომელიც ვერ...

მანჭკვალას გამოყენება ძველებური და განახლებული მეთოდით

როგორც ვიცით, სოკოები უმდაბლესი უქლოროფილო...

როგორ დავამზადოთ კივისა და ფეიჰოას ჩირი შინაურ პირობებში

ზოგადად, ჩირის დამზადება ჩვენში ხალხური...

ნიადაგში სასუქების შეტანის სამი წესით უნდა ვიმოქმედოთ

სხვადასხვა აგრარული კულტურების მოსავლიანობა საგრძნობლად...

დეკორატიული მანდარინი _ ოფისებისა და საოჯახო სივრცეების სეზონური მშვენება

დეკორატიულ ციტრუსოვნებშიც არსებობს სხვადასხვა ფორმისა...

მოვამზადოთ "ნარჩენების ჭრელი მჟავე"

უამრავი სახეობის მჟავეულებთან შედარებით, ჩვენ...

მექსიკური ტორტილია და ბურიტო

მექსიკური სამზარეულოს ძირითადი ელემენტები _...

ფრანგული სალათა

საჭირო მასალა: ორი ცალი მოხარშული...