"ჩვენი კეთილდღეობა წყალია და "ტრუბაში" თავი ჩაყავით თქვენ"

მთავარი თემა

"ჩვენი კეთილდღეობა წყალია და "ტრუბაში" თავი ჩაყავით თქვენ"

31 ივლ. 2019, 16:08:56

26 ივლისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში, შპს "უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშენის" მიერ, მდინარე ნატანებზე ჰიდროელექტროსადგურის "ნატანები 3"-ის მშენებლობის და ექსპლოატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა უნდა შემდგარიყო.

დილიდანვე სოფლის ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. სტუმრების მოლოდინში მოქალაქეები ცდილობდნენ, სიმშვიდე შეენარჩუნებინათ, თუმცა, ყველას მღელვარება ეტყობოდა.


_ ჩვენი ცხოვრებით და შემეცნებით აქაურები ვართ, ამ მიწის ბატონ-პატრონები, ყველა კუთხე-კუნჭული ვიცით. პირველ რიგში, ვიტყვით, რომ ჩვენ გაგვაჩნია ცივილური მოსმენის კულტურა, თუმცა, წყობიდან ნურავინ გამოგვიყვანს. რას გვპირდება ეს ინვესტორი?! აქ არის ღელეები, ასე ეძახიან, თორემ ის ჩვენი წყაროს წყლებია, რომელიც მერე ჩაიკეტება. სოფელს ისეც არ ჰყოფნის წყალი. ის თუ წაგვართვეს და მილში მოაქციეს, ჩვენ აქ რა გვინდა? გზას რა მოუვა? ჩვენი ფლორა და ფაუნა იქ არის, საძოვრები და სავარგულებიც იქვეა, ფუტკარი, დათვი, შველი, ტურა, მგელი... ეგ ხეობა ჩვენი სოფლის სახეა. თუ ვინმე კარგ საქმეს გააკეთებს და როგორც საჭიროა, ისე დაასაქმებს ხალხს, კარგია, მაგრამ რაღაც არ გვგონია, ასე იყოს, _ გვითხრა შეხვედრის დაწყებამდე სოფლის მკვიდრმა რომან გოლიაძემ.

მალე კომპანიის წარმომადგენლებიც მოვიდნენ. შეხვედრაზე მოვიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე, რომელსაც, ყველას გასაკვირად, აქციაში ჩართულმა პატარა ბავშვებმა ჰკითხეს, თქვენ ვის მხარეს ხართ, ბატონო მერო?

_ თქვენს მხარეს ვარ მე, _ უპასუხა შარაშენიძემ.

 ვაკიჯვარელებმა პროექტის მენეჯერს, გიორგი მარგებაძეს დასაწყისშივე შეაწყვეტინეს სიტყვა (მარგებაძეს ანალოგიური პროტესტი ამ გაზაფხულზე სოფელ შემოქმედის მცხოვრებლებმაც მოუწყვეს და არც იქ დაანებეს ბჟუჟზე ასაშენებელი ჰესის პროექტის განხილვა. ავტ.)

_ ჯერ მომისმინეთ, რას გეუბნებით. ხომ უნდა იცოდეთ, რას გთავაზობთ? ჩვენ აქ იმიტომ არ მოვსულვართ, რომ თითის წვერებზე ვიაროთ! არ გატყუებთ, ვართ ბოლომდე გახსნილები. გავიაროთ ერთად სკოპინგის ანგარიში, გეტყვით, რაა სკოპინგი (სკოპინგი _ პროცედურა, რომელმაც უნდა განსაზღვროს ინფორმაციის ტიპი. ავტ), _ გიორგი მარგებაძემ "გაანათლა" ვაკიჯვრელები (როგორც თავად წაიჩურჩულეს), _ მოგისმენთ, ვინ რას იტყვით, ჩავიწერთ გვარს და სახელს, ვის რა და როგორ სურს, მივიღებთ თქვენს ინფორმაციას, რომელიც უნდა შეგროვდეს და შესწავლილი იქნას. მერე გავიაროთ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში... გვაქვს სოციალური პაკეტები _ბუნებრივი გაზი გინდათ? მზად ვართ, ეკონომიკის სამინისტროს წინაშე დავაყენოთ თქვენი მოთხოვნები და სანამ გაზი არ შემოვა, ჩვენ ჰესის მშენებლობას არ დავიწყებთ, _ სწრაფად და მრავლად ჩამოარიგა დაპირებები მარგებაძემ.

_ სათითაოდ ჩაიწერთ, ვინ რას იტყვის? სკოპინგი ყოფილა ეს. დაგვაკვირდებით მერე, ხომ? ხელმოწერა რომ მოგართვათ ყველამ ერთად? ერთსულოვნად? ასე არ გინდათ და სკოპინგი გინდათ მაინცდამაინც? _ გაისმა დარბაზიდან.

 მოძრაობა "გადავარჩინოთ გურიის მდინარეების" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ირმა გორდელაძემ კითხვები დასვა:

_ დღეს გამოთქმულ შენიშვნებს, ვინ გაითვალისწინებს, როცა, გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ვადა სწორედ ამ პრეზენტაციის დღეს, 26 ივლისს იწურება, _ იკითხა გორდელაძემ.

_ გარდა ამისა, მითხარით, როცა ინვესტორსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმებულია და ამის შემდეგ იწყებს გარემოს დაცვის სამინისტრო დაკვირვებას, ეს, ასე ვთქვათ, პროექტის "გაპრავება" არ არის? _ იკითხა მან.

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელმა გურამ ყაფლანიშვილმა პასუხად თქვა, რომ არა ერთი შემთხვევა ყოფილა, როცა მემორანდუმი გაფორმებულა, თუმცა, შემდეგ არაფერი გაკეთებულა:

_ ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანიას შორის მემორანდუმის გაფორმება არ ნიშნავს იმას, რომ უკვე გაცემულია მშენებლობის დაწყების ნებართვა. ამ მემორანდუმში რომ მოსახლეობის ინტერესები და მოთხოვნები უნდა იქნას გათვალისწინებული, ჩვენც ამიტომ ვართ აქ. მე ვარ მხოლოდ შუამავალი სამინისტროდან, რომ ეს ყველაფერი გითხრათ, _ თქვა ყაფლანიშვილმა.

_ შუამავალი თუ ხარ, მიბრუნდი ახლა, წადი და ჩაუტანე სამინისტროში ამბავი, რომ არ აგაშენებინებთ აქ ჰესს! _ სასწრაფოდ უპასუხეს მას დარბაზიდან.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გურიაში თამარ ოგანესოვამ დასვა კითხვა, თუ რატომ არ იყო ათი დღით ადრე გამოქვეყნებული ინფორმაცია სამინისტროს და შემდეგ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, სადაც 24 ივლისს აიტვირთა და შესაბამისად, საჯარო განხილვა არ მომხდარა. თუმცა, ყაფლანიშვილმა განაცხადა, რომ ინფორმაცია იყო გამოქვეყნებული და მუნიციპალიტეტის მერიამ ეს აცნობა ვაკიჯვრის მოსახლეობას.

გიორგი მარგებაძემ არა ერთხელ სცადა სიტუაციის შემობრუნება და აღელვებული ვაკიჯვრელების დათანხმება, თან მიუთითა, რომ ამ ტყეებში ხშირად დადის, ადგილობრივებზე მეტადაც კი:

_ ხუთჯერ ვიყავი იმ ტყეებში. თქვენ სულ არ დადიხართ, ზოგი ნამყოფიც არ არის იქ. ვიცი, რა ხდება _ გზა სულ არ არის. ვაპირებთ, გავაკეთოთ, რასაც მოგვთხოვთ. არ გაქვთ სწორი ინფორმაცია. პირიქით, სოფლის საკეთილდღეოდ გაკეთდება ყველაფერი _ დასაქმდებით, თურქეთში ჩაის და კახეთში ატმის საკრეფად აღარ დაგჭირდებათ წასვლა. ვერ ვხვდები, რატომ არ გინდათ ვაკიჯვარში რომ დავხარჯოთ 15 მილიონი დოლარი და საქმე გაკეთდეს?! დიდი სარგებელი ექნება თქვენს სოფელს, თქვენს კეთილდღეობაზე ვზრუნავთ, _ მიმართა მარგებაძემ ვაკიჯვრელებს.

_ რაო? ჩვენ არ დავდივართ ტყეში და შენ დადიხარ ჩვენს ხეობაში? ვინ მოგიპატიჟათ და რას დაეთრევით? როდის აქეთ ზრუნავთ ჩვენს კეთილდღეობაზე? ჩვენი კეთილდღეობაა წყალი, უპირველეს ყოვლისა და "ტრუბაში" თავი ჩაყავით თქვენ, ნატანებისწყალს კი ვერ ჩაუშვებთ! ისიც იცოდეთ, არ დავდივართ ჩვენ თურქეთში ჩაის საკრეფად! გაგვიშვა ახლა კახეთში ატამზე... "პრაფესორი"... ვის უნახავს ვაკიჯვრელი კაცი კახეთში ატამს კრეფდეს? ჩვენ დავისაქმებთ საკუთარ თავს, ოღონდ თქვენ მოგვშორდით, _ რეპლიკებში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ვასო სვანიძე, ნატალია თალაკვაძე, ბაჩანა ნიჟარაძე, ნანული გიორგაძე და სხვები.

გიორგი მარგებაძეს ვაკიჯვრელმა დავით მდინარაძემ კონკრეტული კითხვა დაუსვა:

_ რას გვიკეთებ? დენს გვიტოვებ?

_ ხომ იცით, რომ ასეთი რამ არ ხდება? მაგისთვის დამიჭერენ... გაზის შემოყვანაში დაგეხმარებით, _ უთხრა მარგებაძემ.

_ გაზს სახელმწიფო გვიკეთებს და თქვენ რას იბრალებთ? დენს არ მაძლევ ჩემი მდინარიდან და რომ გქონდეს, გაზს მომცემ? _ სასწრაფოდ უპასუხა მდინარაძემ.

დარბაზი არაერთხელ ახმაურდა, ბოლოს კი ადგილობრივები ყვირილით წამოიშალნენ:

 _ "არაფერი გამოგივათ! ვაკიჯვარი საკურორტო სოფელია და არ აგაოხრებინებთ", "არ გვინდა ჰესი", "ტყე იჩეხება"... "მდინარე მილში ემწყვდევა", "ხეობა დაშრება და გამოიფიტება", "კლიმატი შეიცვლება"... "ტურიზმის ნიშნები გამოჩნდა და ისიც ჩაკვდება"... "სოფელს აღარ ექნება საკურორტო პერსპექტივა"... `"ბავშვებს ნუ წაართმევთ ვაკიჯვარს"... _ ამ და სხვა უამრავმა რეპლიკით ვაკიჯვრელებმა დარბაზი დატოვეს.

შეხვედრაზე თავისი მოსაზრება კვლავ გამოთქვა ირმა გორდელაძემ:

_ ეს ყველაფერი არ უნდა კეთდებოდეს ეკოლოგიური კატასტროფების ხარჯზე. ნახეთ, რა დღეშია კარიერების მოქმედების შედეგად ჩვენი მდინარეები. ვაკიჯვრელებო, თქვენი გადასაწყვეტია, ფოჩიანი კამფეტები და ჰესი გინდათ, თუ მდინარეებისა და მთლიანად სოფლის გადარჩენა, _ მიმართა მან ადგილობრივებს.

მარგებაძე გაღიზიანდა და გორდელაძეს კორუფციაში დასდო ბრალი: _ შენ ფულს გიხდიან და იმიტომ ყვირი, _ უთხრა გორდელაძეს, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა, გორდელაძემ კი საკუთარი სოლიდური ხელფასის დათვლა ურჩია მარგებაძეს, რის "გასამყარებლადაც ვაკიჯვრის ტყეებში დარბის".

 ვაკიჯვრელებს ვერც საკონსულტაციო კომპანია "გამა კონსალტინგის" თანამშრომელმა ჯუგული ახვლედიანმა დაახევინა უკან:

_ ვერავინ იტყვის, რომ გარკვეული გავლენა არ იქნება, თუმცა, ეს იქნება უმნიშვნელო და დასაშვები, რაც ზიანს არ მოიტანს. ამასთან, თქვენ შეგიძლიათ, კომპანიას წაუყენოთ თქვენი მოთხოვნები, რომელიც აიღებს ვალდებულებას ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, _ ურჩია მან ვაკიჯვრელებს, თუმცა, ამაოდ.

_ თუ არ გვინდა, მაინც მოხვალ? _ ჰკითხეს ბოლოს მარგებაძეს.

_ კვლავ იქნება შემოთავაზება პროექტის განსახილველად. ჩვენ შენება გვინდა, _ თქვა მან.

ასე ჩაიშალა პროექტის განხილვა ვაკიჯვარში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლეიბორისტმა დეპუტატმა დავით მამალაძემ, რომელიც ვაკიჯვრელებს უჭერდა მხარს, "გურია ნიუსთან" ასეთი კომენტარი გააკეთა:

_ ქურდულ მენტალიტეტს კი არ ვემხრობი, მაგრამ ვიტყვი ერთს: 50-იან წლებში, როცა ქურდი ოჯახში შეიპარებოდა, იყო ასეთი ტენდენცია _ ჯერ მაცივარს გამოაღებდა და თუ ბლომად იყო ყველაფერი, მერე "საქმიანობდა", გაჭირვებულისგან კი უკან ბრუნდებოდა... ეს მილიარდერი კომპანია კი შემოუვარდა შინ არაფრის მქონე ხალხს და თავისი მოგების გულისთვის ზღაპრებს უყვება _ თურმე, დაასაქმებს 75 კაცს ორ წელიწადში, თვეში 400 ლარად. დიდი შეღავათია. კიდევ კარგი, ხალხი გამოფხიზლდა, აზროვნებს და დადგება დღე, მიხედავენ საკუთარ თავს, _ თქვა მამალაძემ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელმა ლეიბორისტმა, დავით მამალაძემ რაიონულ პროკურატურას მიმართადღეს, ოზურგეთში, იუსტიციის სახლთან,  ჟურნალისტებთან  განცხადება გააკეთა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით მამალაძემ. მან  თქვა, რომ ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქის, ცხემლისხიდის #50 საარჩევნო უბანზე, არჩევნების დღეს ლეიბორისტული პარტიის პროპორციული სიის 70-მდე ხმა დაფიქსირდა.  მოწმეებიც არსებობს, თუმცა   ეს ციფრი ქურდულად მოიპარეს  და ახლა ჯერი ოზურგეთის პროკურატურაზეა, როგორ გამოიძიებსო. _უპრეცედენტო ფაქტის წინაშე ვდგავართ. 30 წლის განმავლობაში პირველად,  ამომრჩეველი მიმართავს პროკურატურას საკუთარი ხმის დასაცავად.    სანამ გვიანი არ არის,  პროკურატურას ვთხოვთ, გამოიძიოს და აღძრას საქმე   იმ კრიმინალებისა და დამნაშავეების წინააღმდეგ, ვინც გაყიდა არჩევნები _  განაცხადა მამალაძემ. აქვე იყვნენ ცხემლისხდის მცხოვრებლები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მათი ხმები გაქრა, რომელიც ლეიბორისტულ პარტიას მისცეს. ცხემლისხიდის ამ უბანზე, არჩევნებზე,  ლეიბორისტულ პარტიას არცერთი ხმა არ დაუფიქსირდა. _საკუთარ თავსაც არ მივცემდი ხმას? _ ასე სვამს კითხვას ... ...
  • "არ ვიცი, ზურას რა დაემართა, მგონია, ჩემს მეგობარს დახმარება სჭირდება" _ იაგო ხვიჩიაზოგადად, მე და ზურა სამყაროს ერთნაირად ვუყურებთ და შეუძლებელია, აზრთა სხვადასხვაობა ყოფილიყო, მგონია, რომ ეს არის მოწმენდილ ცაზე მეხი ჩვენთვის, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომ „იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს“. მისი თქმით, არ იცის, თუ რა გახდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ზურაბ ჯაფარიძის პოსტის საბაბი. „მე ზოგადად არ მჯერა, რომ მე და ზურას ამ პოსტთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი გვაქვს. ზურა ჯაფარიძე არ იმსახურებს, ვთქვა, რომ ამ პოსტის გამო შეიძლება პარტიიდან წავიდეს. პოსტის საბაბი რა იყო, მეც ძალიან მინდა, თქვენთან ერთად გავარკვიო. ნამდვილად არ ვიცი და მე ვახო მეგრელიშვილისგან განსხვავებით მასთან კონფლიქტი არ მქონია. გუშინწინ მეგობრები ვიყავით, ზოგადად მე არ შევცვლილვარ და ისეთი ვიყავი, ზურა ჯაფარიძეს რა დაემართა, არ ვიცი და ზოგადად მგონია, ჩემს მეგობარს დახმარება ესაჭიროება, უბრალოდ არ ვიცი და თქვენთან ერთად ვარკვევ. პროპორციული სიის სათავეში ჩვენ კი არ ვართ, ზურა ჯაფარიძე ერთი და ყველა გირჩი გაკვირვებული ვართ. ზურა ჯაფარიძეს არასდროს უთქვამს, რომ ერთი კაცის პარტიას აშენებდა, მე ვერასდროს ვერ ვიქნებოდი ასეთ პარტიაში. უბრალოდ ხალხი არსებობს რომლებიც ასე მიიჩნევდნენ. მე არსად წავალ მე აქ ვცხოვრობ, აქ დავიბადე . გირჩი მე ვარ, ზურაც გირჩია და რას ფიქრობდა, როცა წერდა პოსტს მე არ ვიცი. პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ჩვენ ერთნი ვართ ერთ აზრზე ვართ“, – წერს იაგო ხვიჩია. სოციალურ ქსელში ვრცელდება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ ... ...
  • თიბისი დაზღვევის COVID-19-თან დაკავშირებული მხარდაჭერის პროგრამა მომხმარებლებისთვის (R)თიბისი დაზღვევას თავისი მომხმარებლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი სიახლე აქვს. კომპანიისთვის მთავარი ღირებულება ადამიანი და მისთვის ცხოვრების გამარტივებაა. ამიტომ, დღეიდან, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თიბისი დაზღვევის მომსახურებით სარგებლობს,  შეუძლია მთელი დეკემბრის განმავლობაში სრულიად უფასოდ მიიღოს REDMED-ის COVID-19 ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმის მომსახურება. პროგრამის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ვირუსთან დაკავშირებულ კითხვებზე ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში კონსულტაცია გაიაროს სპეციალურად გადამზადებული ოჯახის ექიმებთან. ოჯახის ექიმის მომსახურება მოიცავს: სიმპტომების შეფასებას და მკურნალობის რეჟიმის განსაზღვრას. ინფექციის ბინაზე მართვას და მკურნალობას. ექიმის კვალიფიურ პასუხს COVID-19 ვირუსთან დაკავშირებულ კითხვებზე. პაციენტის განათლების ამაღლებას თვითიზოლაციისა და ოჯახის წევრების დაცვის შესახებ. „ბიზნესის წარმატებისათვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის მომსახურებისა და სერვისის შეთავაზება. თუმცა, არანაკლები წონა აქვს სწორედ იმ ადამიანების ლოიალურობას, თანადგომას და ნდობას, რომლებსაც მომხმარებლები წარმოადგენენ.  სწორედ ამიტომ, თიბისი დაზღვევის უცვლელი პრიორიტეტი ადამიანი და მისთვის ცხოვრების გამარტივებაა. რასაც, პანდემიის პირობებში, მათთვის უწყვეტი მხარდაჭერის გამოცხადებით ვამტკიცებთ და ამ შემთხვევაში, ვთავაზობთ ყველაზე საჭირო სერვისს - Covid-19 ვირუსის მართვის პროგრამაში ჩართვას სრულიად უფასოდ, რითაც REDMED-თან ერთად, მათ ვუმარტივებთ ყველზე მნიშვნელოვანს - ჯანმრთელობაზე ზრუნვას", - პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის დისტანციურად მართვის პროგრამის ფარგლებში, REDMED-ის ოჯახის ექიმებმა გაიარეს სპეციალურად მათთვის შემუშავებული ტრენინგი, რომელსაც Oklahoma City-ს ფედერალური კლინიკის მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი და ოკლაჰომას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ინფექციონისტი - გიორგი კურდღელაშვილი უძღვებოდა. პროგრამით უფასოდ სარგებლობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს:  https://bit.ly/TBCICOV19 ... ...
  • როგორი იქნება 2020-2021 წლის ზამთარი საქართველოშისამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე მომზადებული 2020-2021 წლის ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზზე დაყრდნობით, საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე 1 გრადუსით თბილი, ხოლო ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი. სპეციალისტების დასკვნით, ზამთრის სეზონის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6; მთიან რაიონებში -8, -10; მაღალმთიან რაიონებში -11, -13 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -9; მთიან რაიონებში -11, -14; მაღალმთიან რაიონებში -18, -20 გრადუსამდე. დეტალური ინფორმაცია ზამთრის სეზონის შესახებ იხილეთ გარემოს ეროვნული ... ...
  • "რას ნიშნავს ზურა ჯაფარიძის განცხადება - მიდის თუ ჩვენ გვაგდებს? _ დაპირისპირება "გირჩში"არ წარმომიდგენია, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძე „გირჩიდან“ წავიდეს და კიდევ უფრო არ წარმომიდგენია, რომ ზურამ თქვას თქვენ წადით, მე აქ ვრჩებიო, ტექნიკურად წარმოუდგენელი რაღაცაა. მისივე თქმით, ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილების შესახებ ორი დღის წინ იცოდა, _  ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძის თანაპარტიელმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა. „მიზეზი არ ვიცით, თვითონაც თქვა, რომ მიზეზს არ დაასახელებს და ადრე თუ გვიან, უნდა გავიგოთ. მე არ მახსოვს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კამათი ყოფილიყო. კამათი ჩვენთან ყოველთვის არის, რაზე არ გვიკამათია, „გირჩში“ ვართ ბოლოს და ბოლოს. ბოლო დღეებში არაფერი ხდებოდა. აი, გუშინაც, მე, ზურა და ვახო ერთად ვისხედით ოპოზიიციის შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რომ ასეთ მდგომარეობაში ვიყავით. კონფლიქტი ბოლო დღეებში არ გვქონია. წარმოუდგენელია იაგოს განცხადება ყოფილიყო ამის მიზეზი, ვერასდროს დავიჯერებ ამას. თვითონაც არ ამბობს. მე ვიცი, რომ ორშაბათს საღამოს ულტიმატუმი წაგვიყენა, იაგოს უფრო დიდწილად, რომ პარტიის მართვას ჩამოსცილებოდა. ჩვენ გარკვეულ თემებზე არსაუბრის ცენზურა არ გვქონდა, რა თქმა უნდა, "გირჩში" ეს წარმოუდგენელი ქცევაა. თავიდან ეს ხუმრობად აღვიქვით. მეორე დღეს ანუ გუშინ ვსაუბრობდით ერთად ოპოზიციასთან და საღამოს უკვე აღვიქვით, რომ ეს აღარ იყო ხუმრობა. ვერ გავიგე, რას ნიშნავს მისი ეს განცხადება, მიდის, ჩვენ გვაგდებს თუ რას ნიშნავს, არ ვიცი. ორი დღე დავხარჯეთ მიზეზის გასარკვევად და ვერ გავარკვიეთ და არც ვერსია მაქვს. ზურა გირჩი ჯაფარიძე "გირჩიდან" რომ გავიდეს, ჩემთვის ცოტა უცნაური იქნება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ პარტიის წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა. თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...