„დამარცვლით გვაგინეს“ _ რას ჰყვებიან დაზარალებულად ცნობილი პოლიციელები (ვიდეო)

მთავარი თემა

„დამარცვლით გვაგინეს“ _ რას ჰყვებიან დაზარალებულად ცნობილი პოლიციელები (ვიდეო)

2017 აგვ 4 11:11:30

„...ნასვამი ადამიანიც დაგვიკავებია, მოუყენებია შეურაცხყოფა, მარა მეორე დღეს მოუნანიებია. ამან, ფხიზელმა ადამიანმა დამარცვლით გვაგინა თქვენ დედებს ასე ვუზამო და თქვენ ვერ უზამთ ჩემ დედასო... მთელი გზის განმავლობაში არ გაჩერებულა, არ შეუწყვეტია გინება. ყველაზე მეტად უპატივცემულოდ თავი ვიგრძენი იმ მომენტში... შებოჭვის მომენტში პირველი და მეორე მახსოვს პატივცემულო მოსამართლე რო მომხვდა სახეში, აი, მერე რამდენი მომხვდა ნამდვილად აღარ მახოვს. ნამდვილად არ დამითვლია...“ (დავით ნაკაშიძის ჩვენებიდან; სტილი დაცულია. ავტ).

„...არ დაემორჩილა ისევ და მოვკიდე ხელი, გაკავებთ-თქო. გურამმა ხელი უხეშად მკრა: „ხელი ჩაწიე, ბიჭო, ტელეფონზე უნდა დავრეკო, რა უნდა ჩამოვიდე ძირსო“. ეს რომ მივიღე ქამარში მოვკიდე ხელი. როგორც კი დავიწყე ფიზიკური ძალის გამოყენება, რომ გადმოგვეყვანა მანქანიდან, აქ უკვე იწყება მერაბ ხიდაშელის აგრესიული ის... გადმოხტა მანქანიდან, მოუარა და „თქვენ ბიჭო, რას გადაი...ით თავზეო“. ამ სიტყვებით და მოგვაშორა მანქანას ხელის კვრით ორივე...“ (ავთანდილ ვეფხვაძის ჩვენებიდან, სტილი დაცულია, ავტ.) _ ეს ამონარიდები იმ პოლიციელთა ჩვენებებიდანაა, რომლებიც 2017 წლის 13 იანვარს, ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე, მათივე მონათხრობით, ორმა სამოქალაქო პირმა სცემა.

პოლიციელები ყვებიან, რომ ავტომანქანა, რომლითაც საქმეში ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ, მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, გურამ ცხადაძემ ვერ წარმოადგინა მართვის მოწმობა. წინააღმდეგობა კი, მოგვიანებით, სიტყვერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც პოლიციელების დაზიანებები მოყვა. კერძოდ, შინაგან საქმეტა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის, დავით ნაკაშიძის თვალბუდის არის, ხოლო ამავე სამმართველოს მეორე პოლიციელის, ავთანდილ ვეფხვაძის სამსახურებრივი მაისურის დაზიანება.

ბრალდებულის სახით, იმ დღესვე დააკავეს მერაბ ხიდაშელი და გურამ ცხადაძე. ისინი ამჟამად, სასამართლო პროცესების დასრულებამდე საპატიმრო დაწესებულებიდან 5000-ლარიაანი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები. საქმის განხილვა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მე-7 თვეა მიმდინარეობს.

ჩვენებებს, რომელიც „გურია ნიუსმა“ ექსკლუზიურად სასამართლო სხდომაზე მოიპოვა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გთავაზობთ.

                                                                                  ავთანდილ ვეფხვაძის დაკითხვა

რაც შეეხება საქმეში დაზარალებულად ცნობილ მეორე პირს, დავით ნაკაშიძეს, მან ჩვენების მიცემისას, დეტალურად გაიხსენა, რამ გამოიწვია სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის, რასაც მოგვიანებით ორი პირის დაკავება მოჰყვა. 

                                                                                          დავით ნაკაშიძის დაკითხვა

რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ თავად ბრალდებულებს. დაცვის მხარის მტკიცებით, პოლიციელებმა მერაბ ხიდაშელსა და გურამ ცხადაძეს შეურაცხყოფა თავად მიაყენეს. 

გურამ ცხადაძის და მერაბ ხიდაშელის დაკავების რა ინტერესი ჰქონდა პოლიციას, რატომ არ არის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოკამერების ჩანაწერები საქმეში, რას ჰყვებიან თვითმხილველი მოწმეები და როგორ აპირებს დაცვის მხარე საკუთარი პოზიციის გამყარებას, _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“  სტატიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.  




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალაცოტა ხნის წინ, ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალა. ბატონი ჯემალის გარდაცვალების მიზეზად ინსულტი სახელდება. იგი წლების განმავლობაში ანსამბლ "გურიაში" მღეროდა. ჯემალ ნაკაშიძე 79 წლის იყო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ანსამბლისთვის და მისი მშობლიური ჩოხატაურისთვის. "გურია ნიუსის" რედაქცია მწუხარებას გამოხატავს ბატონი ჯემალის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა, ე.წ. კომენდანტის საათის, თვითიზოლაციის და  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ... ...
  • რამდენი პირი დააჯარიმეს ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვისმგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, 31 მარტიდან დღემდე 960 მოქალაქეა დაჯარიმებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24  საათში,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს. 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს. როგორც უწყების მიერ 3 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს. 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს. 1 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით კი,  სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში 31 მარტს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. საკარანტინო პირობების შემოღების ფარგლებში ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილება ... ...
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს ... ...
  • კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 113 მოქალაქე დააჯარიმესსამართალდამცველებმა 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. კომენდანტის საათი ქვეყანაში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. მოქალაქეებს საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...