"დანაკუწებული "იამკებიანი" გზებიც "ხეირია" _ ძროხები სვამენ წყალს"


მთავარი თემა

"დანაკუწებული "იამკებიანი" გზებიც "ხეირია" _ ძროხები სვამენ წყალს"

1 აპრ. 2019, 13:18:44

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნარუჯა, ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სოფელია, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაჭირვებაზე, ძირითადად, უმუშევრობაზე, უგზოობაზე და ამჯერად მავნებელ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებაზე დარდობს. როგორც ადგილობრივები "გურია ნიუსთან" საუბრობენ, დიდი ხანია, უმუშევრობამ დაბა წელში გატეხა. როცა აქ ლურჯი მოცვის პლანტაციების გაშენების პროცესი დაიწყო, როგორც გვეუბნებიან, ეგონათ, რომ მოსახლეობის საკმაო ნაწილი დასაქმდებოდა, თუმცა, მოლოდინმა არ გაამართლა.

_ რა ვქნათ?! ტყეში ჯონჯოლის საძებრად მივდივართ. იქნებ, რამდენიმე კილოგრამი შევაგროვოთ და გავყიდოთ. გაზაფხულია და ამ დროს ყველაზე ძალიან ჭირს ცხოვრება. გასაყიდი არაფერია, სამუშაოც არსადაა. რაღაცას ვეძებთ, რომ თავი ვირჩინოთ, _ უთხრეს "გურია ნიუსს" დიმა აივაზიანმა და მისმა ახალგაზრდა მეგობრებმა, რომლებიც ცულით ხელში, მახლობელი ტყისკენ მიიჩქაროდნენ.

"რა ვქნათ?! ტყეში ჯონჯოლის საძებრად მივდივართ. იქნებ, რამდენიმე კილოგრამი შევაგროვოთ და გავყიდოთ"

ნარუჯელები ჩვენთან საუბარში სოფლის ცენტრალური და შიდა გზების აუტანელი მდგომარეობის შესახებ საუბრობენ, რომლის გაკეთებას, როგორც თავად ამბობენ, მრავალწლიანი დაპირების მიუხედავად, საშველი არ დაადგა.

_ როდის აკეთებენ, როდის? "დღეს და ხვალეს" ძახილი არ დაილია. გაიარეთ ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ შესახვევში თუ ცენტრალურ გზაზე. კარგია, რომ ნაწვიმარზე ამოხვედით. დათვლით "იამკებს" და გუბეებს? ისე, ერთის მხრივ, ხეირია ეს "იამკები" _ ნაწვიმარზე ძროხები წყალს მაინც სვამენ. შარშან და შარშანწინაც იძახდნენ, გაკეთდებაო, მაგრამ ხედავთ, რა გზაც გვაქვს, _ გვეუბნება თამაზ სურმანიძე.

"დანაკუწებული "იამკებიანი" გზებიც "ხეირია" _ ძროხები სვამენ წყალს"

_ რა მაგარია გლეხის ტყავი _ ყველა მთავრობა ხევს და ვერ დახია. ოთხ-ოთხი წლით არიან ხელისუფლებაში და ყოველ მოსვლაზე ახალ-ახალი დაპირებებია. ძაან ბევრ წურბელას ვარჩენთ, თორემ ეს გზა აქამდე ათჯერ გაკეთდებოდა. უმუშევრობამ ხომ დაგვიყვანა ყუაზე. ეს თურქეთი რომ არ იყოს, რა გვეშველებოდა?! ორიოდე ფაბრიკა და ქარხანა ვერ გახსნეს რაიონში, რომ ხალხს ემუშავა. ლუკმა-პურისთვის თურქეთში, ძირითადად, სამი თვით მიდივართ, დანარჩენ ცხრა თვეს რაღაცას ვიზოგებთ, მაგრამ მაინც შიმშილობაა აქ, _ გვეუბნება ნარუჯელი იოსებ ბერიძე.

მრავალშვილიანი მამა მუსლიმ აპლატოვი უხერხულობას განიცდის იმის გამო, რომ მისი ვაჟი სამხედრო სამსახურშია და შვილის ხელფასზე იმყოფებიან:

_ ეს რა ნამუსია? ბავშვი "კომანდოში" გავუშვი და ჩვენ მის ხელფასს ვიღებთ. მაგრამ რა ვქნათ? ოთხი ბიჭი მყავს, უმცროსები მოსწავლეები არიან. სამუშაო რომ იყოს, რა მაქვს საწუწუნო? მაგრამ რომ არ დარჩა საშველი! _ ამბობს ის ცრემლმორეული.

ადგილობრივები, მოახლოებულ გაზაფხულზე, უდიდეს საფრთხედ მიიჩნევენ მავნებელ ფაროსანას ხელახალ შემოსევას:

_ მაგათი ტრენინგები არ ვიცით ჩვენ! ხალხს სჭირდება სერიოზული დახმარება. ათეულობით მილიონს რომ ჰაერში აორთქლებენ, გამოყონ ათი პროცენტი საიმედო პესტიციდებისთვის და ხალხს მისცენ თხილის სიდამპლის სამკურნალოდ. დაიწყეს რაღაც, ახალი პროგრამააო, ათი ჰექტარი თხილი მოძებნეთ, გაერთიანდითო და მერე მოგცემთ შესაწამლ აპარატსო. სად ვეძებო ათი ჰექტარი ფართობი ამ მცირემიწიან ნარუჯაში? და ჩემი თხილის პატრონი და მეწილე გავხადო ვიღაც? ვუცადო, როდის შეწამლავს ერთი და მეორე? თავის საქმეს იადვილებენ და ჩვენსას ართულებენ. მობრძანდნენ აქ და ჩვენ ვეტყვით, რა სახის დახმარება გვინდა და როგორ უნდა დაგვეხმარონ, _ ბრაზობს ადგილობრივი მცხოვრები არჩილ კოჩალიძე.

უკმაყოფილებას გამოთქვამენ ნარუჯის მცხოვრებლები ვაზირ ბოლქვაძე, ნათელა ბერაძე, თემურ მახარაძე და სხვები, რომლებიც გასულ წელს ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლას აბრალებენ ბაღ-ბოსტნების სრულ განადგურებას.

_ ვინმემ არ გვითხრას, რომ გასულ წელს მაგ აქოთებული "სალიარკიანი" წამლით შებოლებას არ ემსხვერპლა ჩვენი ბოსტნები. სადაც ჩაიარეს და შეასხურეს, თუ ღობის გასწვრივ ბოსტანი იყო, მოკლე ხანში სათითაოდ დაჭკნა და გაყვითლდა ყველაფერი. ჩვენთან არ მომხდარა არასდროს, რომ აგვისტოს დასაწყისში ბოსტანი "აგველაგებინოს". ან წესიერად მოიხმარონ თავიანთი ინსტრუქციები, ან საერთოდ არ მოვიდნენ აქ. "შუკებში" მაინც არ შედიან _ ცენტრალურ გზაზე გაიარეს და მოგვისპეს ახლომახლო ბოსტნები. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ წელს კიდევ არ "დაგვაფსონ" და შესაწამლად რაღაც სხვა მეთოდი მოძებნონ. სერიოზულად გეუბნებით, აქ არ ამოვიდნენ _ მშივრები დაგვტოვეს შარშან! _ ამბობენ ისინი.

"გურია ნიუსი" ესაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ოზურგეთის საკრებულოში, ვალოდია ბერიძეს, რომელიც ამბობს, რომ გზის რეაბილიტაცია სოფელში მალე დაიწყება.

_ რაც შეეხება მავნებელ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს, ტყუილია, რომ სოფლის უბნებში სეს-ის მანქანები არ შედიან და არ ახდენენ შეწამვლას. მე თვითონ ვახლდი მათ გასულ წელს ამ ღონისძიების დროს. ყველა უბანში, ყველა წერტილში შევიდნენ მანქანები ცხელი ნისლით, სადაც კი შეიძლებოდა მანქანის მისვლა. გარდა ამისა, სად არის ლოგიკა _ შეწამლეს და რატომ შეწამლეს, ბოსტნები გააფუჭაო. არ შევიდნენ და რატომ არ შევიდნენ შესაწამლადო _ "ნურც მოფრინდები და ნურც გაფრინდები" არ შეიძლება. მე მოსახლეობის ნებას ვითვალისწინებ, იმიტომ ვარ მათი წარმომადგენელი, მაგრამ მოთხოვნებსაც გააჩნია, _ გვითხრა ბერიძემ.

ნარუჯაში უკიდურესად დაზიანებული გზის შესახებ, რისთვისაც სამართლიან საყვედურს გამოთქვამს მოსახლეობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ძალიან მალე დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები:

 "ანასეული-ნარუჯა-ლაითურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე წელს სამი მილიონ შვიდასი ათასი ლარი დაიხარჯება. თანხა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოყო, აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერი 15 მარტს გამოცხადდა. გზა მთლიანად იქნება მოასფალტებული, თავისი სანიაღვრე არხებითა და საგზაო ინფრასტრუქტურით", _ ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ პასუხში.




 ახალი ამბები
  • სად მიდის ქართული მანდარინი?წელს ციტრუსის ექსპორტი გაიზარდა. 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრამდე პერიოდში საქართველოდან ექსპორტის სახით 35.4 ათასი ტონა მანდარინი გავიდა, რამაც ქვეყანას 17.3 მილიონი დოლარი მოუტანა. ეს 6.3 ათასი ტონით და 2.3 მილიონ დოლარით მეტია, ვიდრე შარშან. ქართული მანდარინი, რომელიც დასავლეთ საქართველოში – სამეგრელო, აჭარა, გურიაში ხარობს, უმეტესწილად რუსეთში გააქვთ. წელს მანდარინის თითქმის 60 პროცენტი (20.5 ათასი ტონა) სწორედ რუსეთში გაიტანეს. ქართული მანდარინის რვა პროცენტი (7.6 ათასი ტონა) სომხეთში წავიდა, ხოლო 15 პროცენტი – უკრაინაში. უმნიშვნელო რაოდენობით ქართული მანდარინი გადის სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებშიც – მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში. ოფიციალური მონაცემებით, საშუალოდ საქართველოში ყოველწლიურად 60-65 ათასი ტონა ციტრუსი მოდის. აქედან, ექსპორტზე დაახლოებით ნახევარი გადის. FAOSTAT-ის 2016 წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოს მანდარინის მწარმოებელ 73 ქვეყანას შორის წარმოების მოცულობის მიხედვით 30-ე ადგილზეა. მანდარინის მწარმოებელ ქვეყნებს შორის, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე. საქართველოში მანდარინის წარმოება საკმაოდ ცვალებადია, რაც ძირითადად კლიმატურ პირობებთან ერთად მეწლეურობაზეც არის დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყოველ მეორე წელს კარგი/ცუდი მოსავალია. ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელი 2005 წელს დაფიქსირდა, როცა 113.4 ათას ტონა მანდარინის წარმოება მოხდა ქვეყანაში. ციტრუსის დაახლოებით 70% იწარმოება აჭარაში. შემდგომ მოდის გურია (22.4%), სამეგრელო (5.6%) და იმერეთი (0.5%). საქართველოში ციტრუსოვანი კულტურების უმეტესი ნაწილი მანდარინზე მოდის (დაახლოებით 92%). წყარო: ... ...
  • ოპოზიცია საერთო განცხადებით მიმართავს მმართველ პარტიასოპოზიცია საერთო განცხადებით მიმართავს მმართველ პარტიას. „ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ერთგული ვრჩებით იმ პოზიციის, რაც გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებისა და ივანიშვილის მიერ ქართველი ხალხის ნების მიტაცების შემდეგ დავიკავეთ. 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ნებას და შესაბამისად ამ არჩევნების შედეგების აღიარება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესის მიმართ ოცნების მიერ  წახალისებულ ნიჰილიზმსა და დემოკრატიული პროცესისადმი სრულ უნდობლობას გამოიწვევს. მიუხედავად დღევანდელი პარლამენტის მიმართ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს შორის არსებული განსხვავებებისა, ჩვენ საერთო პოზიცია და მოთხოვნები არჩევნების შედეგების გაყალბებიდან მალევე შევაჯერეთ  - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო წესები, საარჩევნო სისტემის ცვლილება. ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ოპოზიციამ ივანიშვილის ხელისუფლებას რამდენიმე გონივრული კომპრომისი შესთავაზა თუმცა მათ რეალური დიალოგის სურვილს კვლავ არაცივილიზებული მეთოდებით ბრძოლა დაუპირისპირეს. როგორც ჩანს ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია რომ ამ გზით დემოკრატიულ ოპოზიციურ სპექტრს  აიძულებდა უარი ეთქვა ძირითად მოთხოვნებზე . ქართული ოცნების არჩეულმა ამ გზამ სრული კრახი განიცადა. ჩვენ დღესაც მივმართავთ ქართულ ოცნებას  -  დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და იმ საკითხების მოგვარებაა, რაც ოპოზიციას და შესაბამისად ამომრჩევლების უმრავლესობას აქვს დასმული. ასევე ვაცხადებთ რომ მუქარა ოპოზიციური პარტიებისთვის საკანონმდებლო დონეზე სადამსჯელო სანქციების შემოღების შესახებ და მანდატების შეჩერების პროცესის გაწელვა არანაირ შედეგს არ გამოიღებს. ლელო გირჩი - მეტი თავისუფლება ევროპული საქართველო სტრატეგია აღმაშენებელი საქართველოს ლეიბორსტული პარტია ბლოკი ძალა ერთობაშია - პროგრესი და თავისუფლება ნაციონალური მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის რესპუბლიკური ... ...
  • გადაწყვეტილება ცნობილია- განახლდება თუ არა სწავლა ოზურგეთშიოზურგეთში, საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ცნობილი ხდება. როგორც ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ლელა იმედაშვილი აცხადებს: „მეგობრებო!  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში  - 42 საჯარო და 2 კერძო სკოლა- 2021 წლის 1 თებერვლიდან  სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, დაწყებულია მასწავლებელთა ტესტირება კოვიდინფექციასთან მიმართებაში და პროცესი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, ყოველ 2 კვირაში ერთხელ. გისურვებთ ჯანმრთელობას და ... ...
  • ელიავას ბაზრობის რევიტალიზაციის პროცესი უნდა შეჩერდეს - „ახალგაზრდა ადვოკატები“ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“  თბილისის მუნიციპალიტეტში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსს ეხმაურება . ორგანიზაცია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას პროცესის სიცხადისკენ მოუწოდებს - საკონკურსო წინადადების შესყიდვის მიზნით ბიუჯეტიდან გამოყოფილი 678 500,00 ლარი უნდა მიიღოს შემსრულებელმა კომპანიამ, რომელმაც საპროექტო ობიექტის მნიშვნელოვან ნაწილზე - 51,593 კვ.მ ფართზე უკვე მოამზადა მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა, აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცებაზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც არ აღსრულებულა, ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით გამოცხადებული კონკურსი კი ეყრდნობა საფუძვლებს, რომელიც წარმოადგენს სასამართლოს წესით დავის საგანს და თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამართალწარმოების პროცესი. „ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს შემდეგს:  თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად, დედაქალაქის მასშტაბით გამოიყო ქალაქთგეგმარებითი არეალები, სადაც უნდა დაზუსტდეს ტერიტორიების განვითარების პირობები, რათა უზრუნველყოფილ იქნას მდგრადი განვითარების პრინციპებით დაბალანსებული განვითარებისა და საიმედოდ ფუნქციონირებადი ქალაქის ქალაქგეგმარებითი პირობები. გენგეგმის მიხედვით, „ელიავას ბაზრობა“ და მისი მიმდებარე ტერიტორია განისაზღვრა არეალად, სადაც ქალაქგეგმარებითი არეალის ნაწილის განვითარება დასაშვებია მხოლოდ განვითარების ერთიანი ჩარჩო პირობებისა და ხედვის ფარგლებში. წინამდებარე ტექნიკური დავალება განსაზღვრავს მოთხოვნებს ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი კვლევებისა და რევიტალიზაციის ერთიანი კონცეფციის შესამუშავებლად. სწორად დაგეგმილი და განხორციელებული რევიტალიზაცია გულისხმობს სწორი კონცეფციის შექმნას, მის განხორციელებასა და შეუზღუდავ შემოქმედებით პროცესს. რევიტალიზაციის პროექტი არ უნდა იყოს განყენებული და უნდა ჯდებოდეს ქალაქის განვითარების სტარტეგიულ ხედვაში. 1. შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ (ს/კ 202249673) მხრიდან, რომელიც ელიავიას ბაზრობის ტერიტორიის ერთ-ერთ მსხვილ მესაკუთრეს წარმოადგენს, 2016 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი იქნა განცხადება  თბილისში, ბარათაშვილის სახელობის მარცხენა სანაპიროსა და ა. კერესელიძის ქუჩებს შორებს მდებარე: ს/კ 01.13.05.010.043, ს/კ 01.13.05.010.015, ს/კ 01.13.05.010.044 და ს/კ 01.13.05.010.041 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირების შესახებ. 51,593 კვ.მ ფართზე მომზადებული მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა დადებითად შეფასდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების მხრიდან და დასამტკიცებლად გაიგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. საკითხის განხილვა გაურკვეველი ვადით შეჩერდა და რეაგირების გარეშე დარჩა. ვითარების გათვალისწინებით, შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფმა“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, აქტის დავალების გამოცემის მოთხოვნით, სარჩელი აღძრა სასამართლოში. სამწლიანი პროცესი შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ გამარჯვებით დამთავრდა. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის მიღებასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულების მიზნით წარედგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ადმინისტრაცულმა ორგანომ კი, 2019 წლის დეკემბერში გამართულ სხდომაზე, შემდგომი განხილვის მიზნით, საკითხი კენჭისყრიდან მოხსნა. 2. შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ მხრიდან 2019 წლის მაისის თვეში თბილისის საქალაქო სასამართლოს წესით, ბათილობის მოთხოვნით, გასაჩივრებული იქნა ქ. თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „გ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული ნორმა ადგენს სპეციალურ პირობას, იმ დათქმით, რომ ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარება დასაშვებია ერთიანი ხედვის ფარგლებში დამუშავებული განაშენიანების გეგმის შესაბამისად. შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფი“ ასაბუთებს, რომ გასაჩივრებული ნორმა პირდაპირ შეეხება არამხოლოდ თავის, არამედ ხსენებულ ტერიტორიაზე სხვა ფიზიკური და იურიდიული პირის ინტერესებს. ადგილზე ბიზნეს-სუბიექტების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ერთიანი კონცეფციის საფუძველზე განაშენიანების გეგმის შემუშავება შეუძლებელია და ასეთი პერსპექტივა ობიექტური რეალობაა. შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფი“ ასაბუთებს, რომ ესპობა კუთვნილი ბიზნეს-ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობა და იმ ვითარებაში, როდესაც სახეზეა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, არსებობს კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა, სახელმწიფო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს სახით არ ახდენს დოკუმენტის დამტკციებას და ნამდვილი მესაკუთრეთა ინტერესების დაცვას. 3. 2021 წლის 4 იანვარს, თბილისის მუნიციპალიტეტში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „არტსტუდიო პროექტი“ (ს/კ 204489393). კონკურსი ეფუძნება ქ. თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძვლებს, რაც გასაჩივრებულია სასამართლო წესით. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით, გამარჯვებული და შემსრულებელი კომპანია დაფუძნებულია 2005 წელს, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირები კი არიან ოთარ სულაბერიძე (დირექტორი) და ირინე სკალვინია (დირექტორი, საქართველოს და იტალიის სახელმწიფოს ორმაგი მოქალაქე). კომპანიის მესაკუთრეა გიორგი სულაბერიძე (50%-იანი წილის მმართველი) და ვასილ წერეთელი (50%-იანი წილის მმართველი). საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიასთან საკონკურსო წინადადების შესყიდვის მიზნით, ამჟამად მიმდინარეობს მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების პროცესი, რომლის ღირებულებაც დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 678 500,00 ლარი. აღსანიშნავია, რომ სწორედ შპს „არტსტუდიო პროექტმა“ მოამზადა შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რაც არსებითად არ განუხილავს ქ. თბილისის საკრებულოს. „ახალგაზრდა ადვოკატები“ აზრით, საჭიროა სიცხადე შევიდეს იმ საჭიროებებსა და თანმიმდევრობებში, რომელიც ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსის გამოცხადებას შეეხება. კერძოდ, კონკურსის გამოცხადება და შემდგომი პროცესი ეფუძნება იმ სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც გასაჩივრებულია სასამართლო წესით. შესაბამისად, ლეგიტიმურად დაისმის შეკითხვა, თუ რა აუცილებლობით იქნა განპირობებული კონკურსის გამოცხადება სასამართლოში სადავოდ ქცეული საფუძვლების პარალელურად. დადგენილია, რომ საქმეში მესამე პირად ჩართულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო. სწორედ ამ უკანასკნელმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოაცხადა კონკურსი ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით. ამასთან, ორგანიზაცია საუბრობს პასუხისმგებლობის და წინადახედულობის საკითხებზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი 678 500,00 ლარის განკარგვასთან დაკავშირებით. თუ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდება შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ სარჩელი, ბათილად იქნება ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რითაც შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფს“ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის განხორციელებისთვის სრული სამართლებრივი საფუძველი შეექმნება, შედეგად ვიღებთ რეალობას, როდესაც ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის ერთიანი კონცეფციის შემუშავებისთვის გადახდილი საბიუჯეტო თანხა გამოუსადეგარი დოკუმენტის მომზადებისთვის იქნება დახარჯული. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სამართლიანი შეიძლება ყოფილიყო საკითხის გადაწყვეტა იმგვარად, რომ საპროექტო ობიექტის მნიშვნელოვან ნაწილზე - 51,593 კვ.მ ფართზე, რომელსაც ფლობს შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფი“ და უკვე არსებობს მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა, არ გამოცხადებულიყო კონკურსი. ქ. თბილისის საკრებულოს დაემტკიცებია შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ მიერ წარდგენილი მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა და კონკურსი გამოცხადებულიყო საპროექტო ობიექტის სხვა დარჩენილ ნაწილზე. „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს და მოუწოდებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შეჩერდეს გამარჯვებულ შემსრულებელ კომპანიასთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება, მოხდეს საკითხის და რეალობის სწორად შეფასება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილებები. ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილსიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მონიტორინგის პროცესში 2017 წლის მარტში ჩაერთო. ორგანიზაციამ 2017 წლის 6 აპრილს მონიტორინგის პირველადი შეფასებითი ნაწილი წარმოადგინა და აღნიშნა, რომ თბილისის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი საჯარო ინტერესებს არ პასუხობდა. შესაბამისად, ორგანიზაცია საკითხზე მუშაობას აგრძელებს.   ... ...
  • ჩოხატაურში სკოლების შემოწმება იწყებაჩოხატაურში სწავლის განსაახლებლად მზადება მიმდინარეობს. რამდენად მზად არიან სასწავლო დაწესებულებები მოსწავლეების მისაღებად_ ამის დასადგენად ჩოხატაურში სკოლების შემოწმება იწყება. როგორც ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტეს, სკოლების შემოწმებისას ყურადღება მიექცევა  ეპიდვითარებიდან გამომდინარე დადგენილი სპეციალური რეგულაციების დაცვას. ამ დროისთვის კი სამებისა და შუა განახლების სკოლის თანამშრომლებსა და მოსწავლეების მშობლებს კოვიდტესტირება ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....