"დაპატიმრებული" ჭა, "შინმოუსვლელი" გაზი, ინტერნეტის გარეშე დარჩენილი მოსწავლეები

მთავარი თემა

"დაპატიმრებული" ჭა, "შინმოუსვლელი" გაზი, ინტერნეტის გარეშე დარჩენილი მოსწავლეები

12 ნოე. 2020, 14:06:36

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის თემში სულ სამი სოფელია გაერთიანებული: მერია, ნაღობილევი და ხვარბეთი. ამ სამ სოფელში 1500-მდე კომლია.

მალე ამ სოფლებში ციტრუსოვანთა კრეფის სეზონი დაიწყება და ადგილობრივები აქედანვე საუბრობენ სავარაუდო სიძნელეებზე, რაც, შესაძლოა, რეალიზაციის პროცესში გაჩნდეს. ყველაზე მეტად კი, როგორც თავად ამბობენ, ეს პანდემიის გამო იქნება, რადგან რიგი შეზღუდვების გამო, მოსალოდნელია, მოსავალი რეალიზაციის გარეშე დარჩეთ.

თუმცა, ყველაზე ძალიან, მრავალ დასახელებულ პრობლემას შორის, რაც აქაურებს აწუხებთ, უწყლობაა. დიდი ხანია, ადგილობრივ მცხოვრებლებს სასმელი წყალი არ აქვთ და ერთი ჭის წყლით რამდენიმე ოჯახი სარგებლობს, ზაფხულში კი მდგომარეობა უფრო გაუარესებულია.

_ რამდენიმე ოჯახშია მოქმედი ჭა. ვისაც ჰქონდა, ყველგან დაშრა, რაც ნაირ-ნაირი კარიერები აღმოცენდა მდინარე ნატანებზე. ასეთი მწყურვალი სოფელი სად იქნება?! 700 კომლზე მეტია სოფელში. ჭა ვისთანაც არ არის დამშრალი, იქ სამი-ოთხი ოჯახი მაინც მიდის წყლისთვის. ზოგი ძაღლის დაბმას ვერ აუდის, იმდენი წყლის მთხოვნელი ჩადის ეზოში. სოფლის ცენტრში გვაქვს ერთი "დაპატიმრებული" ჭა და ამ ერთ ჭაზე, სამი "მატორი" და 6 ოჯახია "ჩამოკიდებული". ვინმე ან რაიმე რომ არ ჩავარდეს, კბილებიანი მავთული შემოვავლეთ. სამი "მატორია" ჩაკიდული და სამჯერ სამ ოჯახს სათლით ამოაქვს წყალი ,_ გვეუბნებიან მერიელები და გვაჩვენებენ აღნიშნულ ჭაში ჩაკიდულ წყლის რამდენიმე ტუმბოს და ასევე სათლს, რომლითაც, მათივე თქმით, "ლამის წყლის დატაცება ხდება".

ამ ჭით რამდენიმე ოჯახი სარგებლობს

_ ჩემი ჭით ოთხი ოჯახი სარგებლობს. მეზობლებს წყალზე უარს ხომ ვერ ვეტყვი?! ზაფხულში ფსკერზე ძლივს ჩანს წყალი, მაგრამ სანამდეც გვეყოფა და რამდენსაც გვეყოფა, ასე ვიყოფთ. ხომ შეიძლება, საშველი დაგვადგეს?! მეზობელ სოფლებში გააკეთეს ჭაბურღილები. ჩვენთან გაზიც არაა ამხელა სოფელში. როგორც იქნა, მილები ჩაყარეს, მაგრამ სახლებში ჯერ არსადაა შეყვანილი. ახალი წლისთვის გვპირდებიან და აგერ, მოსულია ეგეც ეს ახალი წელი, _ გვითხრა სოფლის მკვიდრმა ანა მარგალიტაძემ.

მერიის მკვიდრი ნატო დოლიძე ამბობს, რომ თავად საკუთარ ეზოში გააკეთა ჭაბურღილი, საიდანაც მეზობლებსაც აწვდის წყალს, თუმცა, სოფელს ჰაერივით სჭირდება წყალი:

_ მერიაში რომ წყალზე გასაჭირია, არ მგონია, სადმე, გურიის სოფელში მსგავსი მდგომარეობა იყოს. ოღონდაც გააკეთონ, რაიმე იღონონ, ხალხიც დავდებთ ფულს, რასაც შევძლებთ. უმეტესობის ეზოებში ჭა დამშრალია. აქა-იქ შემორჩა და ლუკმასავით უყოფენ ერთმანეთს. ზაფხულში განსაკუთრებით, აქ დასალევი თუ საჭმლის გასაკეთებელი წყალი, წვეთ-წვეთად საძებარია, _ გვეუბნება ნატო დოლიძე.

_ სოფლის ცენტრში ვცხოვრობ. შეხედავ, საუცხოო გზა, დიდი სოფელია. ურეკისკენ მიმავალ ტრასაზე, ასეთ დასახლებაში, ვინმე იფიქრებს, აქ უწყლოდ იხრჩობიანო? გაზიც რომ არ გვაღირსეს?! არის ოზურგეთში ასე დიდი სოფელი დარჩენილი გაზის გარეშე? ამ გაზს, ჯანდაბას, ვყიდულობთ. წყალიც როგორ ვიყიდოთ? ვეზიდები მეზობლებისგან და სულ სხვის ეზოში ჩასვლაც შეგრცხვება ადამიანს, რაც უნდა კეთილგანწყობილები ვიყოთ ერთმანეთთან, _ შემოგვჩივლა მერიის მკვიდრმა მზია ჯაშმა.

ვახტანგ მარგალიტაძე, მერიის მკვიდრი:

"სოფელი მერია უწყლოდაა. ეს არის ძალზე დიდი პრობლემა ამ სოფლისთვის, თორემ პრობლემა სხვაც ბევრია. კომუნისტების დროს, გოგორეთის უბანში, რომელიც ზეგანზე მდებარეობს, მოთავსებული იყო გამანაწილებელი აუზი. მდინარე ნატანებიდან წყალსაქაჩი ტუმბოებით ხდებოდა ამ უზარმაზარი აუზის ავსება და ხალხს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებოდა წყალი. ამას ახლა ასე ვინ გააკეთებს?! სახელმწიფოს თანადგომა უნდა და დიდი ფინანსური შესაძლებლობა. ადვილად არ მოხერხდება. ნაწილ-ნაწილ მაინც უნდა გაკეთდეს, რომ ხალხმა სული მოითქვას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძის განმარტებით, გოგორეთის უბანში დასრულების პირასაა ჭაბურღილის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

_ ჭაბურღილი უკვე გაკეთებულია. ახლა ხდება ამორეცხვის სამუშაოები. იგი მალე დაიწყებს ფუნქციონირებას, _ გვითხრა მან.

_ კარგია, 50 თუ ასი ოჯახის სამყოფად გაკეთდება წყალი, თუმცა, წყალი ყველას გვინდა, _ ამბობს ვახტანგ მარგალიტაძე.

თავის მხრივ, თემურ გიორგაძეც ამბობს, რომ უწყლობის პრობლემა ყველგან უცბად ვერ გადაწყდება:

_ თანდათან ყველგან ექნებათ წყალი, რადგან ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შეჩერდება. ჩვენ ვიცით ამ პრობლემების შესახებ. სხვაგანაც კეთდება, თან ბევრგან. მარტო ეს რომ იყოს პრობლემა, ადვილად მოგვარდებოდა, _ გვარწმუნებს ის.

_ წყალი არის ყველაზე დიდი პრობლემა, თუმცა, ეს "შინმოუსვლელი" გაზიც რომ უსაშველო გახდა? რამდენი წელია, ოზურგეთის სოფლებში გაზი შეყვანილია. მერია კი დღემდე გაზის გარეშეა. როგორც იქნა, მილები ჩაყარეს. ყველა ჭიშკართან მიყვანილია, მაგრამ შინ შეყვანას საშველი არ დაადგა. ახალ წლამდე დავასრულებთო, გვითხრეს ახლა. როცა შევიყვანთ, მხოლოდ მაშინ დავიჯერებთ. თორემ დაპირებას, ბარე ხუთი წელია ვუსმენთ და ვუცდით, _ გვეუბნება მერიის მცხოვრები აბესალომ ხინთიბიძე.

მერიაში ახალგაზრდები, განსაკუთრებით, უფროსკლასელები ინტერნეტიზაციის პრობლემებზე საუბრობენ, რადგან ახლა, ონლაინ სწავლების დროს, მრავალ ბავშვს, განსაკუთრებით უმცროსკლასელებს სწავლაში ხელი ეშლებათ:

_ ჩვენ, მეთორმეტეკლასელებს კიდევ არა გვიშავს _ თავის დროზე ვისწავლეთ. ახლა აქ ყველას გვაქვს ონლაინსწავლებაში ჩართვის საშუალება. თუმცა, ჩვენი სკოლის ბევრი მოსწავლე ვიცით, განსაკუთრებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეები, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტი. როგორ უნდა ისწავლონ მათ? ეს ძალიან გვაფიქრებს, _ გვითხრესერიის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა: ნინო ნაკაშიძემ, ქეთი მახარაძემ, სოფო დიასამიძემ.

მერიელი მოსწავლეების უმეტესობას ინტერნეტი არ აქვს

სოფელ მერიაში, ცენტრალურ ადგილზე, სადაც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, მგზავრთა მოსაცდელი აშენდა, ერთი დეპუტატობის კანდიდატის ფოტოა შემორჩენილი და ირგვლივ, ტერიტორია, ისევე, როგორც მოსაცდელი, ნაგვითაა სავსე. ცოტა მოშორებით კი, რამდენიმე მეტრში, უზარმაზარი ნაგვის ურნები დგას. აქვეა, კომუნისტური წეს-წყობილების დროს მოქმედ დაწესებულებათა შენობები, ნახევრად დანგრეული, გარემოს რომ უარესად ამახინჯებს, რომელთა დემონტაჟზე, როგორც ადგილობრივმა დავით ბუცხრიკიძემ გვითხრა, არავინ ფიქრობს:

_ ეგ შენობები ძალიან ძვირად ფასობს. აქ, როგორც ამბობენ, მხოლოდ ერთი, ზედა სართულის ფართს 5 ათას დოლარს აფასებენ. ვინ იყიდის? არადა, ეს ყველაზე უარეს ნაგვად ჩანს აქ. ისე, კი ხედავთ, ნაგვის ურნაში უბრალო ქაღალდს და ბოთლს არ ყრიან, აგერაა მოფანტული... რა ვიცი, ყველაფერი პრობლემაა, წყალი გვექნებოდეს და არაფერს დავეძებთ. როცა წვიმაა, კი არის ჭებში წყალი, მაგრამ ზაფხულში რაც გვჭირს, მწყურვალის გარდა, ვერავინ მიხვდება! _ გვითხრა დავით ბუცხრიკიძემ.

მოსაცდელი კედელზე ვასილ ჩიგოგიძის პლაკატით და იატაკზე _ ნაგვით


მერიის ცენტრს არც ნანგრევები აკლია და არც ნაგავი...




 ახალი ამბები
  • იუსტიციის სამინისტრო ახალშობილთა მშობლებს 25-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემს15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. მშობლები ასევე მიიღებენ ფასდაკლების ბარათებს ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე. „2016 წელს დაწყებული სოციალური პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ კიდევ უფრო დიდ მასშტაბს იძენს. პროექტი, რომელიც დღემდე სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისათვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო ხდება. 15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. ისინი მიიღებენ ფასდაკლების ბარათებსაც ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე; სოციალურად დაუცველთა სასაჩუქრე პაკეტი კი, მნიშვნელოვნად უმჯობესდება. გაუმჯობესებულ პირობებს იუსტიციის სახლსა და სს „გეფას“ შორის თანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელსაც 1-ლ დეკემბერს ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კოხრეიძემ და სს „გეფას“ დირექტორმა მიხეილ აბრამიძემ. პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ ახალშობილებს ორ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს. სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი, ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ. სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრსა თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მისულ ყველა მშობელს, რომლებიც პირველად იღებენ ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტული ბრენდების შეძენას 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას სს „გეფას“ სააფთიაქო ქსელებში − „ფარმადეპოსა“ და „ჯპს“-ის ფილიალებში შეძლებენ, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს. პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ 2016 წლის 17 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც სასაჩუქრე ნაკრები სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადებულ 15 000-ზე მეტ ახალშობილს გადაეცა; დღეიდან კი, პროექტის გაზრდილი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც საქართველოში დაბადებული ყველა ახალშობილის დასაჩუქრებას გულისხმობს, ბენეფიციართა რაოდენობა წლიურად 50 000-ს გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ პროექტს სისტემატური სახე ექნება, ვინაიდან იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლმა სოციალურად დაუცველი ახალშობილების დასაჩუქრება მუდმივ ვალდებულებად აიღო“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ... ...
  • საარჩევნო პლაკატების ნარჩენები ოზურგეთში: „ეს რამიშვილის კი არა, ახეულ-ჩახეულების ქუჩაა“ ოზურგეთში, ხეებზე, ღობეებზე, შენობების კედლებზე კვლავ ბლომად შეხვდებით  საარჩევნო პლაკატების ნარჩენებს. თუმცა, ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩევა ქალაქის ცენტრში მდებარე  ნინო რამიშვილის ქუჩა. _ ეს რამიშვილის კი არა, ახლა ახეულ-ჩახეულების ქუჩაა. ასე გააშპალიერეს, აწებეს და აგოზეს კედლებზე. მერე კი გოუყვნენ კუდიგორის გზას. ახლა ჩვენ უნდა  ვფხიკოთ? გადაიღეთ, ჰო, უცებ არ შერცხვეთ, გამოიქცევიან და გადაფხეკვაში ფრჩხილებს წეიძრობენ, _ ხუმრობენ,  იქვე, თხილის მიმღებ პუნქტებში ... ...
  • „ბაჩონკით“ მოზიდულ წყალს ჭაში ვასხამთ, მერე ვქაჩავთ... “ : უწყლობა და ციტრუსოვანთა რთველი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მერიაში, ხვარბეთში და კონჭკათში, ახლა ჩვეულებრივ ციტრუსოვანთა ოქროს რთველია. ადგილობრივებს უხარიათ, რომ  წელს მანდარინის კარგი მოსავალია და კლიენტიც ბევრი მოდის. _წელს, ალბათ, ჩვენთან დეკემბრის შუა რიცხვებში ხალხს მანდარინი რეალიზებული ექნება. თუმცა,  მოკრეფილი მოსავლის ნახევარი მიაქვთ მხოლოდ.  არჩევენ. მთავრობა უნდა იბარებდეს, უკეთესი იქნებოდა. გადავყევით, შევწამლეთ. რა  რჩება მანდარინის მფლობელს? აგერ, მზევინარ ღლონტის ეზოში მოვკრიფეთ. დღიურად 35 ლარს გვიხდის. 68 ლარი ერთ ტომარა ფქვილში მივეცი. ყველაფერი გაძვირებულია. თვითონ მზევინარმა 900 ლარი აიღო გუშინ, გორელებმა წაიღეს. 7 00 ლარი მკრეფავებისთვის გადაიხადა. რა დარჩა?  ორივე მხარე წაგებული ვართ, _ გვეუბნებიან მერია -კონჭკათის საზღვარზე მცხოვრები ქალბატონები:  მანანა ვასაქძე, ფატი დოლიძე და მადონა დიასამიძე. _ მერიას წყალი საერთოდ არ აქვს. კონჭკათში ნახევარ სოფელს მაინც აქვს გაკეთებული. დავდივართ  კარდაკარ. ვიღაცის ჭაში რომ წყალი ამოვიღოთ. მოგვაქვს „ბაჩონკებით“, ვასხამთ ჩვენს ჭაში. მერე უნდა  ჩავრთოთ „ტუმბო“,  უნდა  „ავწიწოთ“  ავზში, რომ ისევ უკან სახლში,  ონკანში წამოვიდეს. ასე ძლივს ვახერხებთ ჭურჭლის გარეცხვას და საჭმელის გაკეთებას. თქვენ გეცინებათ და ასე ვართ, ასე!  ჰიგიენა იქნება ასეთ პირობებში? არც გაზია, მაგრამ უგაზოდ გავძლებთ, უწყლოდ სანამ ვიყოთ? ახლა ციტრუსოვან ბაღებში რომ ვმუშაობთ და ხელის დასაბან წყალს გამოიზოგავ, თან ამ  გაგანია პანდემიის დროს, როგორია? სოფელში მცხოვრები მოსწავლეები, რომლებიც ონლაინსწავლების რეჟიმში იმყოფებიან, ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში ბავშვები იჩაგრებიან, სწავლის მხრივ.  ბევრს არ აქვს ინტერნეტი და სწავლის პროცესს ძალიან ჩამორჩენილი არიან. _გარდა ამისა, ერთი სტადიონის გაკეთება არ მოხერხდა მერიაში.  გავიდოდით სტადიონზე. თუარა, კი  ვართ ტელეფონში თავჩარგული _ გვითხრეს მეთერთმეტე კლასელებმა, სანდრო ჯიჯიეშვილმა და გელა ქავჟარაძემ, მეშვიდელკლასელმა თინათინ ჯოგლიძემ. სოფელ კონჭკათში, სეზონზე ათას ტონაზე მეტ ციტრუსოვანს კრეფენ. წელს რეალიზაციის პრობლემა არ აქვთ. ადგილობრივი მკვიდრი, ირაკლი ლოდია ამბობს, რომ  ნახევარ სოფელს უწყლოდ ყოფნა უწევს.   _ბევრი რამ გაკეთდა.  სოფლის  პროგრამით  მოეწყო  გარე განათება, შუაღელის უბანში აიგო ხიდი, ხუთ ადგილზე კი, აღმართებზე, ბეტონის მონაკვეთები დააგეს. ახლა უწყლობა აწუხებს ნახევარ სოფელს  და ესეც თუ მოგვარდება, სასაყვედურო არ გვექნება, _  გვითხრა მან. კონჭკათი-მერიის საზღვარზე,  სოფლის ცენტრალური გზის გასწვრივ, დაუდევარ  ადამიანთა მიერ დაყრილია, როგორც  საყოფაცხოვრებო, ისე სამშენებლო ნაგავი. ვრცელ სტატიას ციტრუსოვან სეზონსა და სხვადასხვა პრობლემებზე, მალე ... ...
  • ნიკო ნიკოლაძის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორი კოვიდ-19-ით გარდაიცვალარამდენიმე საათის წინ, სამტრედიის ჯეოჰოსპიტალსში, რომელიც ერთი თვის წინ კოვიდკლინაკად გადაკეთდა, დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სახლ-მუზეუმის დირექტორი, ლია ბიბილეიშვილი გარდაიცვალა. "ერთი კვირა სახლში მკურნალობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა, დამძიმებული მდგომარეობით სამტრედიის სამედიცინო ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მედიკოსებმა მისი გამოჯანმრთელება და გადარჩენა ვერ მოახერხეს, რადგან შუახანს გადაცილებულ ქალბატონს რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა: შაქრიანი დიაბეტი და გული ნაოპერაციები. ლია ბიბილეიშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. ის უდიდესი დანაკლისია არა მარტო ჩვენი მუნიციპალიტეტის, დიდი ჯიხაიშის, არამედ მთლიანად იმ საზოგადოებისთვის, ვისაც დიდი ნიკო ნიკოლაძე უყვარს და მის განვლილ ცხოვრების გზას ეთაყვანება", _ თქვა "გურია ნიუსთან საუბრისას სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, მამუკა ბიბილეიშვილმა. ლია ბიბილეიშვილი დიდ ჯიხაიშში მარტო ცხოვრობდა. მან მთელი თავისი ცხოვრება ნიკო ნიკოლაძის სახელობის მუზეუმს და დიდი ნიკოს მოღვაწეობის პოპულარიზაციას შესწირა. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ლია ბიბილაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ... ...
  • დგას თუ არა გურიაში დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობასაქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. რა შეზღუდვები მოქმედებს გურიაში და დგას თუ არა ამ ეტაპზე, დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა, როგორიცაა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“  სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიას ესაუბრა. „ამ ეტაპზე დამატებით შეზღუდვებზე არ არის საუბარი. თუ ამის აუცილებლობა დადგება, შესაბამისი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. შეზღუდვებიდან რეგიონში ვრცელდება ღამის საათებში დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა. დღის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება არ არის შეზღუდული”,_ გვითხრა ნასარაიამ. ნასარაიას თქმითვე, შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც იმ ობიექტების მონიტორიგს ახორციელებენ, რომელთა მუშაობაც ახლად დაწესებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდულია ან არ არის შეზღუდული. “შესაბამისი ჯგუფებია შექმნილი, რომლებიც მიდიან და აფრთხილებენ ობიექტებს, რომლის შეზღუდვაც დაწესებულია, ვთქვათ რესტორნების, სასტუმროების და ა.შ. და იმათ, რომლებიც  არ იზღუდება, აცნობენ რეკომენდაციებს და ვალდებულებებს, რომლებიც უნდა შეასრულონ და შრომის ინსპექციის გაფრთხილების ჯგუფთან ერთად რამდენიმე დღეში დაიწყება შემოწმებები. თუ აღმოჩდება ისე რომ არ ემორჩილებიან დაწესებულ შეზღუდებს სანქციები იქნება გატარებული”,_ გვითხრა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...