დაურეგულირებელი ბაზრის ბუნდოვანი წესები

მთავარი თემა

დაურეგულირებელი ბაზრის ბუნდოვანი წესები

24 ივლ. 2017, 12:01:08

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან თხილის ექსპორტი ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდება, ადგილობრივი ბაზარი გურიაში მაინც ქაოსურ მდგომარეობაშია.

"საქსტატის" მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, წინა წლებთან შედარებით, თხილის წარმოება ექვსჯერ არის გაზრდილი. ჩვენი თხილი ყველაზე მეტად ევროპის ქვეყნებში გადის, თუმცა ქართული თხილის ბაზარი ჯერ კიდევ სპონტანურია და ალბათ, საკმაო დრო დასჭირდება, რომ ისეთი სტაბილური გახდეს, როგორიც თურქულია. მიუხედავად ბევრი საუბრისა და მცდელობებისა, ჯერ კიდევ ვერ ამუშავდა ვერანაირი რეგულაციები.

დღეისთვის, ოზურგეთში თხილის მიმღებ პუნქტებში, ივლისის შუა რიცხვებიდან, ერთი კილოგრამი ახალი თხილის ფასი ლარნახევრიდან ორ ლარამდე მერყეობს. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სასტუმრო "გურიას" შემოგარენში, ბლომად არის განლაგებული თხილის მიმღები პუნქტები. იბარებენ გასულ წელს მოკრეფილ თხილსაც _ ასეთი "ბერძულა"ერთი კილოგრამი ოთხლარნახევარი ღირს. .

_ მოდიან ერთეულები. ახალი თხილის ფასი ერთი ლარიდან დაიწყო და ახლა უკვე ორ ლარს უახლოვდება. ჯერჯერობით, ადამიანთა მცირე რაოდენობა მოდის. ორი-სამი კაცი თუ გამოჩნდება, ხან ისიც არა, _ გვეუბნებიან თხილის მიღებაზე მომუშავე ქალბატონები.

 თხილის მიმღები პუნქტების მწკრივი უცვლელი ვიზუალითაა წარმოდგენილი _ ბოლო ათწლეულის მანძილზე მას იერი ოდნავადაც არ შეცვლია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროპის ბაზარზე თხილის ერთ-ერთ მსხვილ მიმწოდებლად ითვლება, შექმნილია თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი, როგორ უნდა აწარმოოს ბიზნესოპერატორმა თხილი, ასევე, გაწერილია შენახვის პირობები, ხარისხობრივი მაჩვენებლები და სხვა.

თუმცა, ადგილზე ოდნავადაც არ იგრძნობა, რომ ვინმე სიახლისადმი ნაბიჯის აწყობას ცდილობს. რომ არა კალენდარი და დროის ბრუნვა, აქ კვლავ გასული წლის ზაფხული გეგონება _ მიმღები პუნქტებზე ისევ ცნობილი საღებავიან-ცარციანი წარწერებია: "ვიბარებთ თხილს", "ვიბარებთ ყველაზე მაღალ ფასებში", "ვიბარებთ მაღალ ფასებში" "ფასი _ ხუთს პლიუსი"... თუმცა, კითხვაზე, ვინ არის უფროსი, ვინ შეიძლება გაგვცეს პასუხი, როგორ რეგულირდება წელს ფასების საკითხი და არის თუ არა ამ მხრივ ნაბიჯი წინ გადადგმული, გასულ წელთან შედარებით, პასუხი ერთნაირია: "ჩვენ არ ვიცით", "არ გადაგვიღოთ", "უფროსი ჯერ არ მოსულა", "დღეს არ მოვა"... "არც ის ვიცით, როდის მოვა", "რაში გაინტერესებთ, შეცვლით რამეს?"

მიუხედავად ასეთი პასუხებისა, კერძო საუბარში ყველა გასაჭირსა და "ვიღაცის ნებაზე" საუბრობს, რომელსაც, სადღაც, "ზემოდან" არ სურს თხილის ბაზრის დარეგულირება.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეისთვის ოზურგეთში საკმაოდ უხარისხო ახალ თხილს იბარებენ. მასში საკმაოდ ბევრი უნდა იყოს მზისგან მოხალული თხილი, რომელიც ყველა თხილის პლანტაციაში უხვად ყრია.

ფერმერები _ ნუგზარ ანთიძე და ჯუმბერ სურგულაძე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობენ, რომ წელს, ივლისის დასაწყისში საკმაო გვალვიანმა კვირამ და პარალელურად ღამის სიცივეებმა გამოიწვია თხილის ე. წ. მოხალვა და შემდეგ ცვენა. ბევრი ვარაუდობს, რომ სწორედ ასეთი თხილის ჩაბარება ხდება ახლა, რასაც კატეგორიულად უარყოფენ თხილის მიმღებ პუნქტებში მომუშავე პირები:

_ ბრმები კი არ ვართ! ცუდ თხილს რატომ მივიღებთ? ვტეხთ, ვაკვირდებით, _ ამბობენ ისინი.

გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი სახის თხილს იყენებენ ნედლი თუ მოხალული თხილის ფქვილისთვის, თხილის პასტისთვის. ამბობენ იმასაც, რომ ინახავენ, ახმობენ, მერე ურევენ კარგ თხილში და სწორედ ამიტომ ეცემა ხარისხი. მერე კი მუდმივად არის წუწუნი, რომ თხილის ფასი არასტაბილური, ცვალებადია და დაბალი.

საქართველოში მრავალი წელია, ამ კუთხით, თხილის ბაზარზე, ისევე, როგორც ბევრ სფეროში, წრეზე სიარული გრძელდება. ერთი და იგივე ადამიანები გამოსავალს ეძებენ, თუმცა, ხმამაღლა საუბარს გაურბიან.

ექსპერტების განმარტებით, ევროკავშირში თხილის გულზე მოთხოვნა შემცირდა და ევროპული კომპანიები ამჯობინებენ, პირდაპირ თხილის მზა პროდუქტები _ კანგაცლილი, ნედლი და მოხალული თხილის ფქვილი და თხილის პასტა შეიძინონ. ქართველ ექსპორტიორებს ჯერ არ შეუძლიათ ევროპაში თხილის პროდუქტის გატანა, რადგან ჩვენთან მკაცრი სერტიფიცირების სისტემა და ლაბორატორია არ არსებობს.

 ზოგადად, ქართულ თხილზე მოთხოვნა მსოფლიოში დიდია, პროცესი კი საიდანღაც რომ უნდა დაიწყოს, ამას ადგილობრივი ბაზრის პუნქტების რიგითი მიმღები პირებიც ხვდებიან, თუმცა, პროცესი არ იძვრის და მაინც ქაოსია.

ნინო სალუქვაძე, სოფელი ლიხაური: _ ორ ტონამდე თხილს ვიწევ. მრავალი წელია, ერთი და იმავე პრობლემის წინაშე ვდგავართ. კვირა არ არის, რომ 5-6 დღის მანძილზე მაინც, სტაბილური ფასი ჰქონდეს თხილს. არ შეიძლება, ყველაფერი ხალხს დააბრალო. თხილის კულტურამ, ყველამ კარგად ვიცით, საკუთარი თავი თავად დაიმკვიდრა. ადამიანებს მთავრობისგან სჭირდება მეტი ქმედითუნარიანი დახმარება. სახელმწიფო თუ ბაზრის დივერსიფიცირებას ვერ მოახდენს, გლეხმა რა ქნას? კი გახდა თხილი სტრატეგიული კულტურა და საკუთარი ნიშაც შექმნა უკვე, მაგრამ გლეხებს დახმარება სჭირდებათ.

ვლადიმერ ურუშაძე, ოზურგეთი: _ რეგიონში უკვე ოჯახი არ არის, რომელსაც თხილის პლანტაცია არ აქვს. ეს ძალიან კარგია, მაგრამ მთავარია, სახელმწიფომ მონოპოლიების წინააღმდეგ იბრძოლოს. აი, ეს იქნება დახმარება. კარგია, რომ თხილის პლანტაციები შეიწამლა, აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, თუმცა, მეტი შეუძლია სახელმწიფოს და ეს არ კეთდება. სანამ უნდა ვიძახოთ, რომ არსებობს მონოპოლიები, რაც ადამიანს გასაქანსაც არ აძლევს.

ნანული კვირკველია, სოფელი ქაქუთი: _ შეიძლება თუ არა, რომ თხილის მიახლოებითი ფასი იცოდეს ხალხმა? კი, ბატონო, ფასების ცვლილება ყველა პროდუქციაზე ხდება დრო და დრო. მე ყველს, რძის ნაწარმს ვყიდი _ ზამთარში მეტია ფასი, გაზაფხულზე ეცემა, რადგან ბალახი უხვადაა, დღე დიდია. ეს არის ელემენტარული ანა-ბანა. ფასი კი იკლებს, მაგრამ არა ისე, რომ ადამიანი შეშინდეს, ნამუშევარი ტყუილად გადავყარეო. თან, არ მახსოვს, კვირაში სამჯერ შეცვლილიყოს რძის ნაწარმის ფასი. მით უმეტეს, ადამიანს ის ყველაზე მეტად სჭირდება. რა გახდა ამ თხილის საშუალო ფასის დადგენა?! განმარტებები, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ბრალია ეს ყველაფერი, არ გვჭირდება. ბრიყვი არავინაა და ადამიანები ყველაფერს ვხვდებით, მონოპოლიებს უნდა მიხედოს სახელმწიფომ. ასე ფიქრობს ყველა, ვისაც თხილი აქვს. ყოველ წელს ერთი და იგივე ვითარებაა, შიშის კანკალით უყურებს ხალხი ერთადერთი შემოსავლის წყაროს. წელს მშვენიერი მოსავალი უნდა იყოს, მაგრამ ვინ იცის, ვინ აპირებს ჩვენს ზურგზე გამდიდრებას?

"გურია ნიუსი" ეცადა ოზურგეთში მოქმედი თხილის ქარხნების ხელმძღვანელებთან დაკავშირებას, თუმცა, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. როგორც თხილის მიმღებ პუნქტებში დასაქმებულები ამბობენ, ჯერ თხილის "ნამდვილი სეზონი" არ დაწყებულა და კონტაქტების დამყარება მათთან ძნელია:

"ვიქნებით ასე, ათ აგვისტომდე მაინც და მერე იქნებ, უფრო გაირკვეს რაიმე, თუმცა, მაგის დიდ იმედს ჩვენ ვერ მოგცემთ და არც იმის პროგნოზირება შეგვიძლია, წელს როგორი ფასი ექნება თხილს", _ ამბობენ თხილის მიმღებ პუნქტებში.




 ახალი ამბები
  • რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა, მდინარე რიონში, 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ცხედარი იპოვეს. მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა და ახლობლებმა მისი ტანსაცმელი რიონის ნაპირზე აღმოაჩინეს. სამძებრო სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართული სამტრედიისა და ქუთაისის სამაშველო ... ...
  • ქართველი ფოლკლორისტი, მომღერალი, ლოტბარი - დღეს ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეადღეს ქართველი ფოლკლორისტის, მომღერალის, ლოტბარის, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელის, პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალის (ბანი), ქართული სახალხო გუნდების ორგანიზატორის და ლოტბარის ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეა. იგი პირველი ქართველი მუსიკოსი იყო, ვინც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა. ფილიმონ ქორიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შუა საუკუნეების ქართული საგალობლების თავმოყრაში, ჩაწერასა და გავრცელებაში. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიული ხელისუფლება და არაკანონიკური საეგზარქოსო-საეკლესიო მმართველობა ებრძოდნენ ქართულ გალობასა და სიმღერას, ეროვნულ მუსიკალურ ენა-აზროვნებას. ქართული გალობა, რომელიც შუა საუკუნეების უნიკალური პოლიფონიური ტრადიციაა, განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გალობა, ქართულ ენასთან ერთად, იდევნებოდა ლიტურგიიდან, ეკლესიებიდან, სასწავლებლებიდან. გალობის მცოდნე ძალიან ცოტაღა იყო საქართველოში - ძირითადად მოხუცი მგალობლები. ფილიმონ ქორიძემ უარყო წარმატებული საოპერო კარიერა, უარი სთქვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ცხოვრება შესწირა ქართული გალობის გადარჩენას. ქორიძესთან მელქისედეკ ნაკაშიძის მეთაურობით მივიდნენ ცნობილი ქართველი მგალობლები და ჰკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა ქართული საგალობლების ნოტებზე გადაღება? ქორიძისგან რომ დადებითი პასუხი მიიღეს, გაუკვირდათ და ეჭვის თვალით შეხედეს მას. ქორიძემ მგალობლები მეორე დღეს დაიბარა, უგალობა და ფორტეპიანოზე მოასმენინა. მგალობლები დარწმუნდნენ რომ გალობის ნოტებზე გადატანა შესაძლებელი იყო. ფილიმონის ვაჟის, მიხეილ ქორელის მოგონებების თანახმად ფილიმონს ხშირად იწვევდნენ სუფრებზე, სადაც ის სხვადასხვა სიმღერებს ისმენდა. ქორიძე ამბობდა, რომ ზოგიერთ სიმღერას ვერ ცნობდა, რადგან მათ ადრე სხვანაირად ამბობდნენ, ახლა კი ელფერი შეცვლიაო. სწორედ ამიტომ გაუჩნდა ქორიძეს სურვილი, ნოტებზე ჩაეწერა ძველი გალობის კილოები. 1882 წელს მელქისედეკ ნაკაშიძემ და ნესტორ კონტრიძემ ფილიმონ ქორიძესთან ერთად დაიწყეს ქართული საგალობლების გურული კილოს ნოტებზე გადატანა. საქმე იდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ქორიძემ საოპერო კარიერა მიატოვა და აღარც უცხოეთში წასულა. აკაკი წერეთლისაგან და მელიტონ ბალანჩივაძისგან ის საგალობლების ზემო იმერულ კილოს იწერდა. 1883 წელს ფილიმონმა დაასრულა იოანე ოქროპირის წირვის წესის ჩაწერა. 1884 წლისთვის უკვე არსებობდა სასტამბოდ გამზადებული ხელნაწერი. ეგზარქოს პავლეს მიერ გალობის აღმდგენი კომიტეტის მუშაობის ჩაშლამ შეუძლებელი გახადა ნოტებზე გადატანილი საგალობლების დაბეჭდვა თბილისში. მალე ქორიძე ინახულა ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორმა დავით ღამბაშიძემ, რომელმაც აცნობა ქორიძეს, რომ იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი დაინტერესებული იყო ქართული საგალობლების ნოტებზე ჩაწერითა და გამოცემით. 1884 წლის ნოემერბში გაიმართა იმერეთის სამღვდელობის კრება, რომელმაც აირჩია სპეციალური კომიტეტი. კომიტეტმა 1885 წელს კონტრაქტი გაუფორმა ფილიმონ ქორიძეს. მას გურიასა და იმერეთში ცნობილ მგლობელთაგან 400 საგალობელი უნდა ჩაეწერა. ქორიძემ ნოტებზე გადაიღო ბასილი დიდისა, იოანე ოქროპირის წირვის და სხვა საგალობლები. საგალობლებს ის დიმიტრი ჭალაგანიძისგან, რაჟდენ ხუნდაძისგან და სხვათაგან იწერდა. 1887 წელს ქორიძემ ეპისკოპოს გაბრიელს 400 საგალობლისგან შემდგარი კრებული ჩააბარა. სამუშაოს დასრულების შემდეგ ქორიძე ქუთაისში დარჩა და საეკლესიო საგალობლების ჩაწერა განაგრძო, ხელმძღვანელობდა სასულიერო სასწავლებლის გუნდს. 1889 წელს ქორიძის მეორე მეუღლე გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ქალიშვილი ვალენტინა მან კიევში, მეუღლის ოჯახში გაგზავნა, ვაჟი მიხეილი კი გიმნაზიის პანსიონში სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა. 1890 წელს მეგობრების რჩევით ქორიძე თბილისში დაბრუნდა. 1893 წელს ქორიძე მაქსიმე შარაძის, არისტო ქუთათელაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით ოზურგეთში გაემგზავრა საგალობლების ჩასაწერად. მათვე შუძინეს ფისჰარმონია. ოზურგეთში ის 16 ივნისს გაემგზავრა: „დღეს, ამ თვის 16, მიემგზავრება ბატონი ფილიმონ ქორიძე ქ. ოზურგეთს. მაშასადამე, ხვალ ორი მამულიშვილი, ბატონი ფილიმონ ქორიძე, რომელსაც ფოტოგრაფსავით სისწორით გადააქვს ჩვენი გალობა, და ბატონი ანტონ დუმბაძე, რომელიც სრული და შეუდარებელი მგალობელია მთელს საქართველოში, ერთად შეიყრებიან“ გარდაიცვალა 1911 წელს ბახმაროში. დაკრძალეს ოზურგეთის ბაღში, სადაც იდგა ეკლესია. ამჟამად საფლავი დაკარგულია. მისი ხელნაწერები დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მისი მოსწავლე იყო ქართული საეკლესიო საგალობლების მოამაგე, და საზოგადო მოღვაწე წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (ერისკაცობაში — ესტატე კერესელიძე). სწორედ წმიდა ექვთიმემ გადაარჩინა ქორიძის ხელნაწერები, გადაწერა ისინი, სისტემატიზაციაში მოიყვანა და გაამდიდრა კიდეც ახალი მასალით. 1990 წლის 21 მაისს ოზურგეთში დაიდგა მისი ბიუსტი (მოქანდაკე ირაკლი რევაზიშვილი, არქიტექტორი გულღია სალუქვაძე). ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა დასში, წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული. წყარო: ... ...
  • აჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდააჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 50 წლის კაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით ის ბათუმის „ცხელების ცენტრში" მოათავსეს, სადაც კორონავირუსი დაუდგინდა. უწყების ცნობით, ცხელების ცენტრიდან კაცს საკუთარი სურვილით თურქეთში გადაიყვანენ, სადაც მკურნალობას განაგრძობს. აჭარაში, კორონავირუსის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ... ...
  • ბებო კახეთიდან, რომელიც ლანჩხუთის ქუჩებში შემწეობას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალამოხუცი ქალბატონი, რომელიც წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანიდან იყო და წლების განმავლობაში ლანჩხუთის ქუჩებში მოწყალებას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალა. ეთერ ნატროშვილის ოჯახი ლანჩხუთში კახეთიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა შვილთან და მეუღლესთან ერთად. მეუღლე ორიოდ წლის წინ გარდაიცვალა და ლანჩხუთშია დაკრძალული. მოხუცი ქალბატონი შვილთან ერთად ზამთრის ცივ დღეებში, თოვლსა თუ წვიმაში, წლების განმავლობაში ქუჩაში იდგა მოწყალების მისაღებად და თავს სხვადასხვა ნაგებობებსა და მიტოვებულ ავტობუსს აფარებდა. ლანჩხუთის მერიამ მას არაერთხელ შესთავაზა ქირავნობის პროგრამა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ სახლებში, გარკვეულ მიზეზთა გამო, დიდხანს არ ჩერდებოდა. სამიოდ თვის წინ კი, პრობლემა ნაწილობრივ იმით მოგვარდა, რომ მოხუცი ქალბატონი საგარეჯოს უპოვართა სახლში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ, იგი გარდაიცვალა, ლანჩხუთში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით ე.წ. "ატეკის სასაფლაოზე" ... ...
  • სპეცოპერაცია ზუგდიდში _ დაკავებულია ბიზნესმენის შვილიზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე, სპეცოპერაციიყო. სამართალდამცავები დაკავებული მოქალაქის ავტომანქანას ჩხრეკენ. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბიზნესმენ დათო შენგელიას შვილია. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...