"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არა მარტო ჩოხატაურისთვის, არამედ მთელი გურიისთვის"

მთავარი თემა

"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არა მარტო ჩოხატაურისთვის, არამედ მთელი გურიისთვის"

2019 მარ 21 14:31:24

2015 წლის მიწურულს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ საკრებულოს სხდომაზე გააჟღერა იდეა, რომელიც ითვალისწინებდა ჩოხატაურში პროფესიული განათლების კერის აღდგენას; ამასთან, ისტორიული დენდროპარკის, ერისთავების ისტორიული სასახლის და ადგილ-მამულის გადარჩენა-დაცვას, რომელიც გორაბერეჟოულის ყოფილი ტექნიკუმის ტერიტორიის ნაწილია.

იმ დროს, ზაალ მამალაძე ამბობდა, რომ "დიდი ხანია, მიმდინარეობს მუშაობა გორაბერეჟოულის ტექნიკუმის აღდგენაზე, თუმცა, განათლების სამინისტროს მიერ დადებული დასკვნის თანახმად, არსებული შენობა გამოუსადეგარია და დემონტაჟს ექვემდებარება. სამაგიეროდ, მდგრადი და ვარგისია იქვე, ოთხიოდ კილომეტრში მდებარე სოფელ ქვემო ერკეთის ყოფილი პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა".

"მიმაჩნია, რომ რეგიონის და ორივე სოფლის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია სასწავლო კორპუსად გამოყენებული იქნას ქვემო ერკეთში მდგარი შენობა, ხოლო საცდელი ნაკვეთები, სასწავლო ბაზა განთავსდეს გორაბერეჟოულში," _ ამბობდა საკრებულოს თავმჯდომარე და ხაზს უსვამდა, რომ ამ ორი ბაზის შერწყმა-გაერთიანება მომგებიანი იქნება და რაც ყველაზე მთავარია, ეს გამოიწვევს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და მიგრაციის შემცირებას:

"ერკეთში, 2000 წლამდე, ფუნქციონირებდა პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი, რომელიც ასევე ყოველწლიურად 130-150-მდე სხვადასხვა პროფილის სპეციალისტს ამზადებდა. აქაც, ისევე, როგორც გორაბერეჟოულის ტექნიკუმში, დასაქმებული იყო 50-მდე პედაგოგი.

1 0651 კვ.მ მიწის ფართობზე დგას ოთხსართულიანი სასწავლო კორპუსი (საერთო ფართით _ 1 194 კვ.მ) და 3 ორსართულიანი შენობა-ნაგებობა (საერთო ფართით 2 000 კვ.მ). მანძილი ამ ორ სოფელს შორის 4 კილომეტრია. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, პრობლემას არ წარმოადგენს და გაცილებით მომგებიანი იქნება, თუ მოხდება ამ ორი ბაზის შერწყმა-გაერთიანება. შესაბამისად, შეიქმნება ერთი მძლავრი, მრავალპროფილიანი განათლების ცენტრი _ სასწავლო კორპუსებით/კამპუსებით სოფელ ერკეთში და უნიკალური 24 ჰა-ზე გაშენებული საცდელი ნაკვეთებით _ სოფელ გორაში. ეს გამოიწვევს ორი სოფლის და მთელი მუნიციპალიტეტის გამოცოცხლებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და მიგრაციის შემცირებას. ასევე, გორაბერეჟოულის უნიკალური კომპლექსის ჩართვას ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ცენტრის შექმნაში, რომელიც ამ პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, საგანმანათლებლო, პროფესიული გადამზადების, პრეზენტაციებისა და ახალი იდეების გენერაციის ცენტრად გადაიქცევა.

პროფესიული ტექნიკუმის ყოფილი შენობა გორაბერეჟოულში

რაც შეეხება სოციალურ მხარეს _ ჩოხატაურში 1 500-მდე ოჯახი სარგებლობს სიღარიბის ზღვარს ქვევით პროგრამით. ამ ოჯახებს არ აქვთ ფინანსური საშუალება, მათმა შვილებმა ჩოხატაურის გარეთ სრულფასოვანი განათლება მიიღონ.

ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოფიციალური მონაცემებით, რომელიც განათლების რესურსცენტრის მიერაა მოწოდებული, ბოლო 3 წლის განმავლობაში 677-მა მოსწავლემ დაამთავრა ჩოხატაურის ზოგად საგანმანათლებლო სკოლები. აქედან, 77-მა მოსწავლემ ვერ შეძლო საატესტატო გამოცდის ჩაბარება; აბიტურიენტებიდან კი, 331-მა ახალგაზრდამ ვერ ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები. ასევე, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში 54-მა ახალგაზრდამ შეავსო სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული პროფესიული ცენტრების აპლიკაციები, მაგრამ აქედან 20-მა, საბოლოოდ, უარი თქვა, მიეღო პროფესიული განათლება სწორედ სხვაგან ცხოვრებისთვის საჭირო სახსრების უქონლობის გამო.

ამდენად, 410-ზე მეტმა ახალგაზრდამ დაკარგა შანსი მიეღო განათლება, შეეძინა სპეციალობა. მათი უმრავლესობა, როგორც იაფი, არაკვალიფიციური მუშახელი გაედინება მეზობელ ქვეყნებში, სადაც საკმაოდ დაბალი ანაზღაურების ფასად შრომობს, რათა არჩინოს ოჯახი. და ეს მაშინ, როცა ადგილებზე კონკრეტული სპეციალისტების მწვავე დეფიციტია.

დღეს, როცა საქართველოში უდიდესი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, ხდება სასწავლო ობიექტების რეაბილიტაცია, დიდი ყურადღება ექცევა პროფესიულ განათლებას, პროფესიულ გადამზადებას, სოფლის მეურნეობის დარგების სწრაფი განვითარებისთვის საფუძვლის შექმნას, რაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის. მაგალითისთვის _ სოფლის მეურნეობაში ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა, კოოპერატივების პროგრამა, "აწარმოე საქართველოში", "დანერგე მომავალი" და მსგავსი პროექტები.

ენერგეტიკის სფეროს თუ ავიღებთ, მხოლოდ გურიაში 10 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი, რომლის პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 250 მილიონი ევრო უნდა დაიხარჯოს.

ყველა პროექტის გახორციელებას და მერე ამუშავებას სჭირდება კვალიფიციური მუშახელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებელი და გადაუდებელია სხვადასხვაპროფილიანი საშუალო სპეციალური განათლების მქონე კადრების მომზადება სწორედ პროფესიული განათლების ცენტრებში. ამ პროცესში მნიშვნელოვანი რესურსია გურიის რეგიონში არსებული მაღალკვალიფიციური კადრები, კვლევითი ინსტიტუტი, რაც რეგიონულ ჰარმონიულ განვითარებასაც შეუწყობს ხელს", _ აღნიშნავდა 2016 წელს, ჩვენთან საუბრისას ზაალ მამალაძე.

აქ აშენდება პროფესიული ტექნიკუმის ერთ-ერთი კორპუსი

იმავე წელს, საკრებულოს თავმჯდომარემ ეს ინიციატივები პრემიერ-მინისტრს, განათლების მინისტრს, სოფლის მეურნეობის მინისტრს, და ენერგეტიკის მინისტრს გააცნო.

ამ ყველაფრის შემდეგ სამი წელი გავიდა და როგორც ცნობილი გახდა, ჯერ კიდევ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მხარდაჭერილი იდეა გახორციელების ეტაპზე გადავიდა.

_ უკვე ოფიციალურ დონეზე მიღებულია გადაწყვეტილება, აშენდეს ორი კორპუსი _ გორაბერეჟოულში, ახალი კორპუსის ასაშენებლად გამოყოფილია 2 მილიონ ლარამდე. აქ გაიხსნება სოფლის მეურნეობის სფეროსთან დაკავშირებული ფაკულტეტები. რაც შეეხება მეორე კორპუსს _ ამ შემთხვევაშიც, გადაწყდა, რომ აშენდეს ახალი შენობა, რადგან ერკეთში არსებული შენობების რეაბილიტაცია საკმაოდ ძირი დაჯდებოდა და არჩევანი ახალი, თანამედროვე ტიპის შენობაზე გავაკეთეთ. ეს კორპუსი განთავსდება დაბაში,, გურამიშვილის ქუჩაზე (სოფელ გუთურის მიმართულებით). ეს იქნება ძირითადი კორპუსი, სადაც განთავსდება, როგორც ადმინისტრაცია, ასევე სოფლის მეურნეობის გარდა სხვა ფაკულტეტები, რომლებიც პროფესიულ განათლებას მისცემენ ახალგაზრდებს, _ გვითხრა  ზაალ მამალაძემ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მშენებლობა გორაბერეჟოულში უახლოეს თვეებში უნდა დაიწყოს და წელს უნდა დასრულდეს:

_ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არამარტო ჩოხატაურისთვის, არამედ მთელი გურიისთვის, რომლის გახორციელებაში ამ წლების განმავლობაში ყველა უწყება და უწყების პირველი პირები იყვნენ ჩართულები. არ შეიძლება, გამოგვრჩეს ჩოხატაურის ყოფილი დეპუტატი თემურ ჭკუასელი და მოქმედი დეპუტატი ნინო წილოსანი, ჩოხატაურის მერი, მერიის სამსახურები _ მათთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიეთ სასურველ შედეგს, _ ამბობს ზაალ მამალაძე.

მისივე თქმით, ამავე დროს, მუშაობა მიმდინარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მეგობარი პოლონეთის ქალაქ ლეჟაესკის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმის გასაფორმებლად:

_ ლეჟაესკში არის ძალიან კარგი პროფესიული სასწავლებელი და მათ ამ მიმართულებით აქვთ დიდი გამოცდილება. უკვე ვმუშაობთ, რომ ჩოხატაურში, ტექნიკუმის გახსნის შემდეგ ამოქმედდეს გაცვლითი პროგრამა და აქაურ სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა პროფესიული ცოდნა გაიღრმავონ პოლონეთში, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა ევროპაში.

აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი _ როგორც ზაალ მამალაძე ამბობს, აღნიშნული პროექტის წარმატებით გახორციელებისთვის აუცილებელია მოქალაქეთა ჩართულობა. სწორედ ამ მიზნით, უახლოეს დღეებში მისი საჯარო განხილვა მოეწყობა, სადაც დასწრება ნებისმიერ პირს შეეძლება:

_ ვგეგმავთ, რომ მოვაწყოთ პროექტის საჯარო განხილვა, სადაც მოვიწვევთ, მოქალაქეებს, დარგის სპეციალისტებს, ადამიანებს, რომლებსაც გული შესტკივათ განათლებაზე, ჩოხატაურზე. ვფიქრობ, ასეთი ადამიანების რიცხვი დიდი იქნება. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამაში, მოგვცენ შენიშვნები, მოგვაწოდონ იდეები, გაგვიზიარონ შთაბეჭდილებები. ჩვენი თვითმიზანი მხოლოდ შენობის აშენება და სტატუსის მინიჭება არაა. ჩვენ დიდი ამბიციები გვაქვს _ გვინდა ეს იყოს ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული კერა, რომლის შენებაში ყველას შეგვიძლია თითო აგურის დადება, _ აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ "გურია ნიუსთან" საუბრისას.




 ახალი ამბები
  • "ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" _ ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის...15 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან 24 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით Apple Pay-ს საშუალებით Visa ბარათით განხორციელებული ტრანზაქციები ლიბერთის მომხმარებლისთვის მომგებიანია!  კამპანიის ფარგლებში კამპანიის პირობებით განსაზღვრული ყველა Visa ბარათის მფლობელი,  რომელიც კამპანიის პერიოდში გადაიხდის მინიმუმ 10 ლარს Apple Pay-ს საშუალებით მიიღებს ქეშბექს 10 ლარის ოდენობით პირველ გადახდაზე.   კამპანიის დასრულების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც მიიღებს სამოგზაურო პაკეტს აბუ დაბიში ახალი წლის ღამეს ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრებად! კამპანიის გამარჯვებულს გამოავლენს ლიბერთი ბანკი მის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე და გამარჯვებულად ჩაითვლება კამპანიაში მონაწილე პირი, რომელსაც 15 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან 24 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით დაუფიქსირდება ბანკის Visa ბარათით განხორციელებული ყველაზე მეტი ტრანზაქცია Apple Pay-ს საშუალებით (თითო ტრანზაქცია - მინიმუმ 10 ლარი). სამოგზაურო პაკეტი მოიცავს:   5 დღიან საგზურს აბუ დაბიში, 5 ან მეტ ვარსკვლავიან სასტუმროში 2 ადამიანზე; ავიაბილეთებს; საახალწლო ვახშამს; 2 VIP ბილეთს ბრუნო მარსის კონცერტზე, 31 დეკემბერს  იხილეთ დეტალური წესები და პირობები ბმულზე: http://bit.ly/2OJOkCF  ლიბერთის მომხმარებლები, Apple Pay-ს მარტივი, უსაფრთხო და კონფიდენციალური გადახდის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლიბერთი ბანკის პარტნიორ ორგანიზაციებში 3 სექტემბრიდან უკვე სარგებლობენ. აქციის ფარგლებში ქეშბექის და სამოგზაურო პაკეტის მოგების შანსის მიღება3500-ზე მეტ უკონტაქტო ტერმინალზე გადახდისას არის შესაძლებელი. Apple Pay-ს გამოყენება და მასში ბარათების დამატება მარტივია. მაღაზიებში, Apple Pay-ს გამოყენება შესაძლებელია iPhone SE, iPhone 6 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების, ასევე Apple Watch მოწყობილობების გამოყენებით.  გაიგე როგორ დაამატო ბარათი Apple ... ...
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...
  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ... ...
  • "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია" _ კალაძე2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და ამის ნათელი მაგალითი ოპონენტების განცხადებებია. „მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისინი შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა კახა ... ...
  • „ტურიზმის განვითარების მიმართულებაში მთავარი „ჩაის გზაა“ _ კარლ ჰარცელი გურულ სოფელშიევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის   ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა. სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები. საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა: _  ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას  საქართველოს სხვა  რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა.  ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და  კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ,  უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი. კარლ ჰარცელმა ინტრესით   დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...