"ძველი სისტემა უკეთ იმუშავებს" _ ირაკლი კობახიძე თვითმმართველი ქალაქების გაუქმებაზე საუბრობს

მთავარი თემა

"ძველი სისტემა უკეთ იმუშავებს" _ ირაკლი კობახიძე თვითმმართველი ქალაქების გაუქმებაზე საუბრობს

2017 მაი 9 16:29:20

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით "კონსტიტუციას ემატება გარანტიები, რომელიც თვითმმართველობას გააძლიერებს". ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ G-news TV-ის გადაცემაკვირის თემაში“ ისაუბრა.

მისივე თქმით, ეს საკმარისი  არ არის და "მთავარია ქვეყანას ჰქონდეს ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების გრძელვადიანი ხედვა  და ეს უნდა იყოს დაკავშირებული დეცენტრალიზაციასთან"

_  ჩვენ გვქონდა კონსულტაციები მთავრობასთან და შესაბამისად, უახლოეს მომავალში დაიწყება მუშაობა დეცენტრალიზაციის გრძელ ვადიან ხედვაზე. ძალიან მნიშვნელოვანია  მეტად გადავიდეს უფლებამოსილებები ადგილობრივ თვითმმართველობაზე, რაც პირველ რიგში მოსახლეობაზე აისახება _  ბუნებრივია, რომ მოსახლეობას ყველაზე მჭიდრო კავშირი  ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქვს. რა თქმა უნდა შორს ვართ ევროპული სტანდარტისგან დეცენტრალიზაციის კუთხით და ამიტომ, უნდა გადაიდგას ძალიან კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ საშუალო პერსპექტივაში დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტს, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჩვენთან სტუმრობისას.

_ კონკრეტულად შეგიძლიათ გვითხრათ რას გულისხმობთ გაძლიერებაში?

_ ეს გასაწერია, თუმცა, მე ჩემი სუბიექტური აზრი შემიძლია გითხრათ _ მაგალითად, ვფიქრობ, რომ  უმჯობესია სოციალური დახმარების დანიშვნის  კომპეტენცია ადგილობრივ დონზე გადავიდეს, რადგან ბევრად უკეთესი შესაძლებლობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას სწორად  განსაზღვროს შესაბამისი საკითხი _  ვის ეკუთვნის მეტად სოციალური დახმარება, როგორ უნდა განაწილდეს ყველაფერი და ამ კუთხით შეიძლება კონკრეტული კომპეტენციების განაწილება. ასევე, ზოგადი განათლების სფეროც გაფართოვდეს, უფლებამოსილებებიც და ა.შ. თუმცა, ეს ზედაპირული ხედვაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსური სტრატეგია შემუშავდეს, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი რა კომპეტენციები როდის შეიძლება გადავიდეს, რა ფორმით შეიძლება გადავიდეს და თვითმმართველობაზე და ამას უნდა მიჰყვეს რესურსები. პირველ რიგში ქონებრივი, ფინანსური და ადამიანური, რადგან კომპეტენციებს სჭირდება ახალი ცოდნა, _ ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

ირაკლი კობახიძის თქმით, კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ მიღებული გადაწყვეტილება 7 თვითმმართველი ქალაქის დამატების თაობაზე "სულელური იყო":

_ მე თავის დროზე ვიყავი გაყოფის წინააღმდეგი  და მქონდა კონკრეტული არგუმენტები, მათ შორის სოციალური, ეკონომიკურ-ფინანსური,  ადმინისტრაციული და ასე შემდეგ. მაშინ, მოგეხსენებათ, რომ კოალიციურ რეჟიმში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და დღეს საუბარია ამის გადახედვაზე.

ვფიქრობ, რომ ძველი სისტემა უკეთ იმუშავებს. თუმცა, ბუნებრივია ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული ისეთი ნაჩქარევი ფორმით, როგორც მოხდა თავის დროზე.  კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ  თუ რა შედეგებს გამოიღებს ერთეულების კვლავ  გაერთიანება ერთეულების და ამის საფუძველზე უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება.

_ ისევ გაერთიანებას თვითმმართველობის არჩევნების წინ არ უნდა ველოდოთ?

 ეს არ არის გამორიცხული. ნაჩქარევში ვგულისხმობ  შინაარსობრივად ნაჩქარებ გადაწყვეტილებას.. ზოგადად რაც შეეხება ქალაქი  რაიონის სისტემას, ბევრ ქვეყანაში ასეთი სისტემა. არ ხდება, რომ ერთ შენობაში ორი მუნიციპალიტეტი იჯდეს.  სანამ ამ გადაწყვეტილებას  მიიღებდა კოალიცია,  სამი თვით ადრე,  ლატვიაში გვყავდა წაყვანილი დეპუტატები და სამინისტროს წარმომადგენლები. მაშინ იუნდიპიში ვმუშაობდი.  ლატვიაში მოქმედებს ეს სისტემა  და იქ პირდაპირ  თქვეს, რომ ეს იყო 90-იან წლებში მიღებული ყველაზე სულელური გადაწყვეტილება.

 ჩვენ დავბრუნდით და 3 თვის თავზე მივიღეთ ეგრეთ წოდებული სულელური გადაწყვეტილება, რაც ზოგად გადახედვას საჭიროებს.  თუმცა, როგორც არ უნდა გაგრძელდეს ეს საკითხი, არცერთ შემთხვევაში ეს არ უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტის და  მოსახლეობის  ინტერესების ხარჯზე. ის რესურსი, რაც არის დღეს, მაგალითად იგივე ოზურგეთზე, ზუგდიდზე  და ა.შ. განაწილებული  აუცილებლად, უნდა დარჩეს ადგილობრივ დონეზე  და ამან არ უნდა გამოიწვიოს ასევე რადიკალური ცვლილებები საკადრო კუთხით და ა.შ.  საჭიროა ძალიან სწორად  განსაზღვრა იმის, თუ რა უნდა გაკეთდეს.

_ ბატონო ირაკლი, ეს სულელური გადაწყვეტილება კოალიციამ მიიღო თუ „ქართულმა ოცნებამ“?

_ საბოლოო ჯამში კოალიციამ  მიიღო ეს გადაწყვეტილება. ოპონირების რეჟიმში წარიმართა შიგნითაც, დისკუსიაც იყო და   ვფიქრობ, მაშინ არ იყო სწორი ნაბიჯი  გადადგმული. ახლა მთავარია, სწორად ავწონ-დავწონოთ ყველაფერი და ამის საფუძველზე მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, _ აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.




 ახალი ამბები
  • საბურთალოზე მიკროავტობუსის ამოტრიალებას მსხვერპლი მოყვათბი­ლის­ში, საბურთალოს სასაფლაოსთან ავტოსაგზაო შემთხვევას მიკროავტობუსის მძღოლი ემსხვერპლა. ავტომობილი გარე გა­ნა­თე­ბის ბოძს და­ე­ჯა­ხა და ამოტრიალდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მგზავ­რი კი და­შავ­და. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით მიმდი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას ... ...
  • ემზარ კვიციანის ძმისშვილს ორი დღეა ეძებენ _ თბილისის ზღვაზე მოკლული მისი მეგობარიადეპუტატ  ემზარ კვიციანის თქმით, თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი მისი ძმისშვილის ბექა კვიციანის მეგობარია. ბექა კვიციანს კი ორი დღეა ეძებენ.  ამის შესახებ მან "რუსთავი 2"- თან განაცხადა.  კვიციანი გარდაცვლილ მამაკაცსა და მის ძმისშვილს შორის, რაიმე სახის კონფლიქტს უარყოფს. "ორივეს ეძებენ ორი დღეა უკვე. ორივე არიან დაკარგულები, ჯერ არ ვიცი, არაფერი. ჩემი ძმისშვილი ორი თვის უკან ვნახე ბოლოს,  ნათესაური კავშირი აქვთ, ერთად გაზრდილები და ბავშვის ნათლიაა ჩემი ძმისშვილი მაგისი. არ ვიცი ერთად რას საქმიანობდნენ,"- განუცხადა კვიციანმა "კურიერს".  ცნობისთვის, თბილისის ზღვაზე 36 წლის მამაკაცის ცხედარი გუშინ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც, შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას ... ...
  • ლომჯარიას მიწიერ ჯოჯოხეთს მოვუწყობთ ოფისსა და სახლთან – სანდრო ბრეგაძე„ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, „პუბლიკასთან“ განაცხადა, რომ სახალხო დამცველმა „ქართულ მარშს“ ძალადობრივი ჯგუფი უწოდა, რის გამოც ლომჯარიამ ბოდიში უნდა მოიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ომბუდსმენს „მიწიერ ჯოჯოხეთს მოუწყობს“. „ქალბატონ ნინო ლომჯარიას მოუწევს პირველ რიგში საჯარო ბოდიშის მოხდა და შემდგომში თანამდებობის დატოვება. ჩვენ ვგეგმავთ გრანდიოზულ, რადიკალურ აქციას სახალხო დამცველის წინააღმდეგ. ვაძლევთ  ერთკვირიან ვადას, რომ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიწიერ ჯოჯოხეთს მოვუწყობთ ოფისთან და არა მარტო ოფისთან, საცხოვრებელ სახლთანაც. თუ ოფისში დაგვემალება, ჩვენ მივალთ საცხოვრებელ სახლში“, – თქვა ბრეგაძემ. მანამდე სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ, განაცხადა, რომ ისინი შეხვედრაზე მზაობას გამოთქვამდნენ, თუმცა მისივე თქმით, იმ ფორმატითა და რეჟიმით, რაც ბრეგაძეს სურდა, შეხვედრა ვერ გაიმართებოდა. „ჩვენ გახსნილები ვართ შეხვედრისთვის. მან აქცია დააანონსა და განაცხადა, რომ ბოდიში უნდა მოეხდევინებინა და ბუნებრივია,  ვაცნობე, რომ ამ ფორმატითა და ამ რეჟიმში ასეთი დესტრუქციული თვალსაზრისით, ვერ მოხდებოდა შეხვედრის გამართვა და ამიტომ ვუთხარი, რომ წერილობით მოემართა, რის შესახებაც ვიმსჯელებდით და კანონით დადგენილი წესით ვაცნობებდით პასუხს“, – განაცხადა ... ...
  • საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ხდებასაქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. როგორც ევრო საბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მისი ვიზიტი საქართველოში ქვეყნის თავმჯდომარეობისთვის მომზადებას უკავშირდებოდა. „მჯერა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ძალზედ წარმატებული იქნება და ველი მინისტრის ვიზიტს სტრასბურგში, რათა 27 ნოემბერს საქართველომ თავმჯდომარეობა გადაიბაროს. მოხარული ვარ რომ საქართველომ თავის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებში ადმიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის საკითხებთან ერთად, გარემოს დაცვის პრიორიტეტი გამოყო. საყურადღებოა, რომ თავმჯომარე ქვეყანამ პირველად გამოყო გარემოს დაცვის თემატიკა თავის პრიორიტეტებში, რაც ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის და გათვითცნობიერების ამაღლება“, _ განაცხადა ბურიჩმა. ბურიჩმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს კორუფციასთან ბრძოლის, გენდერულ საკითხებთან და ბავშვთა უფლებებთან მიმართებაში. გენერალური მდივანი ასევე შეეხო საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის საკითხს და აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა ძალზედ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც საქართველო საჭიროებებს და ევროპის საბჭოს პრიორიტეტებს ასახავს. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ რანგში ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოში და მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ორგანიზებისთვის. ბურიჩის თქმით, საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების 20 წლის იუბილე შესანიშნავად დაემთხვა საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას და მისი ვიზიტის ძირითადი ამოცანა საქართველოს თავმჯდომარეობის მომზადებაა. როგორც ცნობილია ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ამზადებს კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“, რომლის მეშვეობითაც ევროპის საბჭო ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. „მოგეხსენებათ ჩვენ ვახორციელებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს და მინდა გამოვხატო შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩემი კონსოლიდირებული ანგარიში მიმართული იქნება არსებული სიტუაციის დამშვიდებაზე და საკითხის მშვიდობიან მოგვარებაზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპის საბჭოსთვის და ზოგადად ევროპისთვის“, _ განაცხადა გენერალურმა მდივანმა დავით ზალკალიანთან გამართულ ერთობლივ ... ...
  • რა გავლენას ახდენს დედის ტირილი ნაყოფზეორსული ქალბატონები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაანაწყენოთ. გარეგანი ფაქტორები გავლენას ახდენს ჰორმონალურ ცვლილებებზე და განწყობაზე. ამიტომ, საინტერესოა, რას იწვევს დედის ტირილი ნაყოფზე. ბავშვი მჭიდროდ არის დაკავშირებული დედასთან. ოცდამეცხრე კვირიდან ბავშვს უკვე განვითარებული აქვს შეგრძნების ორგანოები. განარჩევს სუნს, გემოს, გრძნობს სივრცეს მის გარშემო. დედა და ბავშვი ერთმანეთთან დაკავშირებულია როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად. როცა დედას უხარია, სისხლში გამოიყოფა ენდორფინი და ბავშვის განწყობაც საშვილოსნოში უმჯობესდება. ხოლო, როცა დედა ნერვიულობს ან ტირის გამოიყოფა სისხლში სტრესის ჰორმონი - კორტიზოლი. დედა უნებურად გადასცემს ამ ჰორმონს ბავშვს და შესაბამისად, ცუდ განწყობას. იმისათვის, რომ გაზარდოთ ჯანმრთელი და ბედნიერი ბავშვი, აკონტროლეთ ემოციები. დაიცავით ნეგატიური განწყობისაგან ბავშვი. ის, ასე მშვიდი და გაწონასწორბული ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?