ეკრანზე მოსაუბრე მასწავლებელი, რომელსაც შეგიძლია, დედის უჩუმრად, ხმა გამოურთო

მთავარი თემა

ეკრანზე მოსაუბრე მასწავლებელი, რომელსაც შეგიძლია, დედის უჩუმრად, ხმა გამოურთო

26 იან. 2021, 15:05:24

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის დაწყებითი კლასის მასწავლებელი მანანა მექვაბიშვილი მუშაობის 45-წლიან სტაჟს ითვლის. 2020 წელს, მას პირველად მოუხდა ბავშვებისთვის ანბანი და ციფრები ონლაინ პლატფორმის მეშვეობით ესწავლებინა.

პირველკლასელთა დაცარიელებული ოთახი შემოქმედის სკოლაში

“1974 წელს დავამთავრე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის ინსტიტუტი. მუშაობა დავიწყე ნასაკირალის საშუალო სკოლაში, სადაც 13 წელი ვიმუშავე. შემდეგ გადმოვედი სამუშაოდ შემოქმედის საჯარო სკოლაში. შემოქმედის სკოლაში ვმუშაობ 32 წელია... ათი ცხოვრება რომ მქონდეს, ათივე ცხოვრებაში პედაგოგობას ავირჩევდი. ბავშვებთან უშუალო ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს მაძლევს მეც დიდ ენერგეტიკას და აი, ეს ენერგეტიკა იკარგება ახლა. წლევანდელ პირველკლასელებს, სამწუხაროდ, არც კი ვიცნობ, რადგან სკოლაში მხოლოდ15 დღე ვიყავით ერთად... მოცემულ მომენტში ჩემი ბავშვების მასწავლებლად ვერ ვგრძნობ თავს, უფრო მშობლების მასწავლებელი ვარ _ ვასწავლი მშობლებს, როგორ ასწავლონ შვილებს. კიდევ კარგი, რომ ამ პანდემიის დროს ონლაინ სწავლება მაინცაა შესაძლბელი, რაღაც ურთიერთობა მაინც გვაქვს და ეს ბავშვები არ დარჩნენ განათლების გარეშე. ის, რაც ხდება საკლასო ოთახში, ეს არის განუმეორებელი და არ შეიძლება მოხდეს ტექნიკის მეშვეობით“, _ ჰყვება “გურია ნიუსთან“ მანანა მექვაბიშვილი.


მანანა მექვაბიშვილი: “საკლასო ოთახში სულ სხვა ურთიერთობაა. ბავშვები სახლში  მშობლების გვერდით არიან; ზოგი _ ტირის, ზოგი _ არ მპასუხობს ონლაინ. ჩემი მოსწავლეების მშობელს უთქვამს: რომ იცოდეთ როგორ გაინცდის ბავშვი კომპიუტერთან ჯდომას და პასუხის გაცემას, ეს არ ჩანს ონლაინო.

მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხნის გამოცდილება მაქვს, ახლა ვსწავლობ ბავშვის ფსიქოლოგიას. მაშინ, წლების წინ, ვფიქრობდით, რომ ბავშვი უნდა მორგებოდა მასწავლებელს და არა მასწავლებელი - ბავშვს... ვფიქრობ, 90-იანებში ჩვენ ვზრდიდით მორჩილ ბავშვებს და ახლა კი თავისუფალ ბავშვებს ვზრდით“.

როგორია მასწავლებლის, მოსწავლის და მშობლის ურთიერობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როგორია ამ სამეულის თანამშრომლობა ონლაინ რეჟიმში, საკლასო ოთახის გარეშე?

ლადო აფხაზავა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი მიიჩნევს, რომ კომუნიკაცია მასწავლებელს და მოსწავლეს შორის, გარკვეულ წილად, გაუმჯობესდა კიდეც; ბევრი მისი კოლეგისგან სმენია, რომ ონლაინ გაკვეთილების დროს, უფრო მეტი ბავშვი აღმოაჩინა, რომელიც ონლაინ სივრცეში უფრო გააქტიურდა.

ლადო აფხაზავა

"პანდემიამდე, პედაგოგების უმეტესობამ არც კი იცოდა სოციალური მედიის და სხვა პლატფორმების გამოყენება; ბავშვებმა კი ძალიან კარგად იციან კომპიუტერული პროგრამები, სოციალური მედია და ამ კუთხით მოხდა მასწავლებლის და მოსწავლის თანამშრომლობა. “თიმსის“ გამოყენების შესასწავლად ტრენინგი ჩაგვინიშნეს და მაშინ ვუთხარი ჩემს კოლეგებს, გვეთანამშრომლა ჩვენს მოსწავლეებთან, მივწერეთ ბავშვებს და ისინიც წამოვიდნენ თანამშრომლობაზე. დისტანციურად, წესების დაცვით სკოლის მოსწავლეებისგან მივიღეთ დამატებითი ცოდნა, რაც, ვფიქრობ, ძალიან ღირებული იყო. ბედნიერი ვიყავი, რადგან ჩემი მოსწავლისგან ბევრი ვისწავლე და ძალიან კარგად გადმოცემდა სასწავლო მასალას. ჩვენ ციფრული თაობის მასწავლებლები ვართ _ პანდემიამ გამოაჩინა, რომ ციფრულ ტექნოლოგიებში მოვიკოჭლებდით და ახლა გამოჯანმრთელების ეტაპზე ვართ. ყველაფერი დაძლევადია, მთავარია, ეს ურთიერთობა და თანამშრომლობა შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ".

საბა ბედინეიშვილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლის მე-12-ე კლასის მოსწავლეა.

საბა ბედინეიშვილი

“არ ვარ ონლაინ სწავლების მომხრე, თუმცა ფაქტია, რომ რიგ შემთხვევაში, ეს აუცილებელია. ონლაინ სწავლებაზე გადასვლა უკიდურესი ფორმაა, რომელსაც სახელმწიფომ შეიძლება მიმართოს. სკოლები, ასეთ დროს, უნდა იხურებოდეს ყველაზე ბოლოს და იხსნებოდეს ყველაზე ადრე. მთავარი განსხვავება ოფლაინ და ონლაინ სწავლებას შორის ისაა, რომ ონლაინში ვერ ხდება სრულფასოვანი კომუნიკაცია ერთმანეთთან, ვერ ვაფიქსირებთ ერთმანეთის ემოციებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია; საგნებს ნაკლები დრო ეთმობა და ასე შემდეგ. მასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობენ როგორმე ეს დანაკლისი აგვინაზღაურონ, მაგრამ მაინც არასაკმარისია და უშუალო კომუნიკაციას ვერ ანაცვლებს.

 პირადად მე არ შემქმნია პრობლემა კომპიუტერის ან ინტერნეტის სისტემატურად არქონის გამო, თუმცა, ხშირად აქვს ხარვეზი როგორც თიმსს, ასევე ინტერნეტს, რაც ქმნის ძალიან დიდ დისკომფორტს. ვისურვებდი, რომ სწავლა სკოლებში რაც შეიძლება მალე განახლდეს“, _ ამბობს საბა ბედინეიშვილი.

თაზო ჯოჯუა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ასკანის საჯარო სკოლის მოსწავლე:

“ყველამ კარგად რამხელა დაბრკოლების წინაშე დავდექით, როცა დისტანციური ურთიერთობები უნდა გვესწავლა _ ონლაინ სამყაროში აღმოვჩნდით რეალური სივრცის გარეშე.

წარმოუდგენლიც კი იყო სწავლების დისტანციური ფორმატით გაგრძელება; განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც ტექნოლოგიები და კომპიუტერი “ეშმაკის მანქანად“ იყო წოდებული. ძნელია იურთიერთო, ისწავლო, გასცე, განვითარდე დისტანციურად თუ არ ფლობ ყველა საჭირო ტექნოლოგიას. არადა, ჩვენ შეგვიძლია სივრცე, რომელშიც შემოერთებას ხელს ვერ შეუშლის ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, ჯანსაღი, სწორი ურთიერთობების წყაროდ ვაქციოთ. მთავარია, ვფლობდეთ ტექნოლიგებს, ონლაინ რესურსებს და მივხვდებით, რომ ეს არის სივრცე, რომელსაც ჰორიზონტი არ გააჩნია. გეთანხმებით ყველას, ვისაც სოციალური და არა დისტანციური ფორმატის ურთერთობები გირჩევნიათ, მაგრამ აქ, ახლა და ამ მდგომარეობაში, ჩემი და შენი ჯანმრთელობისთვის, დისტანციური პროცესი ჯობს. მოკლედ რომ ვთქვათ, მოსწავლის და მასწავლებლის ურთიერთობა დისტანციურ პროცესში საკმაოდ სტრესულია ორივე მხარისთვის, მაგრამ თვითგანვითარების მაძიბელ მასწავლებელსა და მოსწავლეს იმაზე მეტი შეუძლია ამ უჰორიზონტო სივრცეში, ვიდრე ეს დისტანციური ურთერთობებია".

თაზო ჯოჯუა

ქეთი გობრონიძე, პროგრამის _ “მომავლის თაობაკოორდინატორი გურიაში ამბობს, რომ ყველაზე მწვავედ ინტერნეტსა და კომპიუტერზე დაბალი წვდომის პრობლემა დგას; ასევე, სწავლა-სწავლების პროცესი ვეღარ არის ისეთი ცოცხალი და აქტიური; გართულებულია მოსწავლეებთან ინფორმაციის მიტანა და მასწავლებელთან უკუკავშირი; დაბალია  ტექნიკისა თუ პროგრამების გამოყენების კომპეტენციაც.

ქალაქ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის პედაგოგი ნათია ბოლქვაძე საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიამბობს:

ნათია ბოლქვაძე

"მარტიდან ივნისამდე რთული, თუმცა საინტერესო ეპიზოდი გავიარე ჩემს მეოთხეკლასელებთან. ერთად ყოფნა დავასრულეთ დისტანციურად. ჩვენმა ოთხწლიანმა თავგადასავალმა (ასე ვუწოდებდით ჩვენს საქმიანობას სკოლაში) დისტანციის უარყოფითი, მკაცრი მხარეები დაასუსტა_ ონლიან ისევ გვიყვარდა ერთმანეთი, ისევ ვქმნიდით, ისევ ვთხზავდით, ისევ ვიკვლევდით... რაც ძალიან მნიშნელოვანია, ერთად ყოფნის, ერთმანეთისთვის ინივიდუალური  და არა ჯგუფური ( რომელიც ძალიან მოსწონთ ბავშვებს)  ნამუშევრების  გაზიარების სურვილი გაამძაფრა. მომავლის იმედით დავშორდით ერთმანეთს და გვქონდა სლოგანი #მალეჩაგეხუტებით.

წელს პირველი კლასების მასწავლებელი ვარ. 1995 წლიდან აქ ვარ და, რაც დრო გადის, უფრო დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, პირველკლასელების მასწავლებლობა ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა. უკვე მერვედ შევდივარ პირველ კლასში და ყოველ ჯერზე ერთი და იგივე ემოცია მეუფლება: ღმერთო, შემაძლებინე! მეშინია? ვერ ვიტყვი, რომ მეშინია _ უკეთ მინდა გამომივიდეს. სხვა თაობა მოდის და სხვანაირი დახვედრა უნდა...

წარმოგიდგენიათ მასწავლებელი, რომელიც ტირის (უფრო ზლუქუნებს გულიანად) “აი, იას“ გაკვეთილის  წინა დღეს? გაგიკვირდებათ, ალბათ... საკლასო ოთახში საზეიმო განწყობას, ხვალინდელ დილას, აციმციმებული თვალების შემონათებას რომ ელოდები, და... გირეკავენ, ონლაინზე გადავდივართო“... საკლასო ოთახში საზეიმო განწყობას რომ გამოუკეტავ კარს! ამ დროს სულ არაა მოულოდნელი იტირო...

უფლება არ გაქვს ჩაიმუხლო, უნდა ადგე და გამოსავალი იპოვო; ჰოდა, კორონას ფერებმა ვერ შეცვალა ჩვენი “აი, იას“ ორშაბათი. ჩვენ მაინც მოვშაქრეთ ანბანი. დიდი ტვირთი ჩემი მოსწავლეების მზრუნველმა მშობლებმა აიღეს თავის თავზე.  მათი დახმარების გარეშე, დავრჩებოდი ტელევიზორში მოსაუბრე მაწავლებლად, რომელსაც შეგიძლია პულტით ხმა დაუწიო... ერთად შევძელით ჩემი ყველაზე, ყველაზე საყვარელი ბავშვების ყურადღების კონცენტრირება თიმსკლასში (ასე ვეძახით ვირტუალურ საკალსო ოთახს)".

მადონა ქურდაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჯვარცხმის საჯარო სკოლაში ასწავლიდა, როდესაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო. ახლა ის რუსთავში აგრძელებს საქმიანობას:

მადონა ქურდაძე

 “2020 წლის გაზაფხულის გამოწვევის წინაშე, როგორც სხვები, ჩვენი სკოლაც დადგა. შეძლებისდაგვარად შევეცადე დროულად მომეხდინა რეაგირება, რომ ჩემს მოსწავლეებს არ გასჭირვებოდათ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამის დაძლევა. მოგეხსენებათ ზამთრის ვირუსები ყოველთვის აქტიური პრობლემა იყო იანვარსა და თებერვალში. ამიტომ, ვირუსებიდან გამომდინარე, გაცდენები მოსწავლეებს თებერვალშიც ჰქონდათ, ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო კი, სწავლა მარტის დასაწყისშივე შეწყდა გაურკვეველი ვადით. უნდა მიმეღო გარკვეული ზომები, რომ მოსწავლეებისათვის ხანგრძლივი არდადეგები “დამღუპველი“ არ ყოფილიყო.  ეროვნული გეგმის სტანდარტიდან და საგნის სახელმძღვანელოს თემატიკიდან გამომდინარე,  შევადგინე  მატერიალური სახით  ე.წ. „გზამკვლევი მშობლებისთვის“, სადაც სახელმძღვანელოს კვალდაკვალ შესასწავლი თემები  დეტალურად იყო გაწერილი დროში; ხაზგასმით აღვნიშნე შესასწავლი თემის მიზანი, რომ მშობლისთვის და ბავშვებისთვის გასაგები ყოფილიყო საკითხის შესწავლის მნიშვნელობა. აგრეთვე, გზამკვლევში დეტალურად აღვწერე მასალის ახსნის მეთოდი და აქტივობები. თუ რა მეთოდით მიეწოდებინათ ესა თუ ის საკითხი შვილებისთვის. განვსაზღვრე მოსალოდნელი შედეგებიც, რათა მშობლებს არ ჰქონოდათ გადაჭარბებული ან პირიქით _ მიზერული მოთხოვნები ბავშვების მიმართ და დაეცვათ ზომიერება საკითხის შესწავლის დროს. გზამკვლევს თან ახლდა რესურსიც (გმირის რუკა, პერსონაჟის დახასიათების რუკა, ასოციაციური რუკა, სიტყვის პირამიდა, სიტყვების სკივრი და ა.შ.). პარალელურად კი, სატელეფონო კავშირით გვქონდა აქტიური კომუნიკაცია მოსწავლის მშობლებთან. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი მოსწავლეების მშობლების აქტიური მხარდაჭერა და თანამშრომლობა აღმოჩნდა დადებითი შედეგის მიზეზი; რომ არა მათი თანადგომა, ჩემ მიერ დასახული მიზანი წარმატებით ვერ გახორციელდებოდა.

რა თქმა უნდა, სკოლის დირექტორისგან ქალბატონ  მალვინა ოსეფაიშვილისგან  მქონდა აქტიური მხარდაჭერა; მან უზრუნველყო რესურსისთვის კარტრიჯი,  A4 ფორმატის ფურცლები და დამზადებული მატერიალური რესურსის ტრანსპორტირება თითოეულ მოსწავლემდე.

პანდემიის გახანგრძლივების გამო, აპრილის დასაწყისში განათლების სამინისტრომ მიიღო გარკვეული ზომები, რომ მოსწავლეებისათვის სწავლა გაგრძელებულიყო ონლაინ რეჟიმში. გაჩნდა რეკომენდირებული თიმსის პროგრამა, რომელიც თავად მასწავლებლებისთვისაც სიახლე იყო და საჭიროებდა მასწავლებლების მხრიდან გარკვეული უნარების განვითარებას. თუმცა, მხოლოდ ეს არ იყო პრობლემა. მთავარი პრობლემა იყო რაიონის გეოგრაფიული მდებარეობა და მოსწავლეებისთვის ინტერნეტის არქონა. მხოლოდ 3 მოსწავლეს ჰქონდა ინტერნეტთან წვდომა. ამიტომ, დანარჩენებთან კვლავ მატერიალური გზამკვლევებით და სატელეფონო კომუნიკაციით გავაგრძელე მუშაობა.

მიუხედავად პანდემიისა, ვთვლი, რომ 2019-2020 სასწავლო წელი წარმატებით დავასრულეთ, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით მშობლებს, თავად მოსწავლეებს და სკოლის ადმინისტრაციას“, _ ამბობს მადონა ქურდაძე.

ორგანიზაცია  “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ მომზადებულ კვლევაში აღნიშნულია: “რესპონდენტების თქმით, დისტანციური სასწავლო პროცესის დანერგვისას, მნიშვნელოვანი როლი მშობელთა ჩართულობას ენიჭებოდა, განსაკუთრებით კი დაწყებით საფეხურზე. პედაგოგები და დირექტორიები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ პანდემიის პირობებში მშობელთა გააქტიურება ნამდვილად იგრძნობოდა. რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ მშობლები მაქსიმალურად ცდილობდნენ უზრუნელყოთ შვილების ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში, რაც გამოიხატებოდა საჭირო ტექნიკის შეძენას ან საკუთარის თხოვებაში, ასევე შვილებისთვის საჭირო ინტერნეტ მეგაბაიტებით უზრუნველყოფაში.

მასწავლებლები აღნიშნავდნენ, რომ პანდემიის პირობებში მშობლებს გამოუჩნდათ მეტი დრო, დაინტერესებულიყვნენ და თავად შეეფასებინათ შვილების შესაძლებლობები და ამავდროულად, პედაგოგთა მიერ გაწეული შრომაც. მასწავლებლების თქმით, ხშირად იყო შემთხვევა, როცა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს გვერდით ესხდნენ მშობლები და ეხმარებოდნენ პროცესთან ადაპტირებაში. ეს გარემოება თავდაპირველად პედაგოგებისთვის ერთგვარი ბარიერიც იყო, ისინი მეტად გრძნობდნენ შფოთვასა დადაძაბულობას, რადგან მათ გაკვეთილებს ისმენდნენ მოსწავლეთა ოჯახის სხვა წევრებიც, მათ შორის მშობლები და ბებია-ბაბუები. ეს გარემოება, რესპონდენტთა თქმით, აიძულებდათ, საგაკვეთილო პროცესისთვის მეტად მომზადებულიყვნენ. თუმცა, პედაგოგთა თქმით, იყო შემთხვევები, როცა ოჯახის წევრებს სურდათ, დახმარებოდნენ ბავშვს, რაც გამოიხატებოდა კარნახში, წამოძახილში და მათ “ზედმეტ აქტიურობაში“.

“დისტანციური სწავლების რეჟიმი მშობლებისთვის გამოსაფხიზლებელი აღმოჩნდა. როდესაც დაინახეს მათი შვილი რას აკეთებს, გაკვეთილზე მასწავლებელი თურმე როგორ შრომობს, თურმე როგორი კონკურენციაა, რა როგორ უნდა გააკეთოს, ფაქტობრივად მშობელი აღმოჩნდა გაკვეთილზე ყოველდღიურად და უკეთესად დაინახა, შეაფასა მოლოდინები, რისკები, და უფრო გააქტიურდნენ, სკოლის ცხოვრებაში“ (კვლევაში მონაწილე პედაგოგი).

“თამამად ვიტყვი, რომ მშობლები რომ არა, მე აქედან ბავშვების ქცევას ვერ ვმართავდი. აბსოლუტურად ჩართულები იყვნენ მშობლები. ყველა დავალებაზე უკუკავშირს წერდნენ, “აქ გაგვიჭირდა“, „აქ ასე გავაკეთეთ“, „აქ კარგად გავაკეთეთ, ჩემი დახმარება არ დასჭირვებია“.  რა დროსაც არ უნდა დამერეკა, მიმეწერა, ისინი სრულყოფილად, ძალიან დამაჯერებლად მცემდნენ პასუხს და ეს მეხმარებოდა ამ უკუკავშირის პროცესში ძალიან“ (პედაგოგი)  „ძალიან აქტიურები აღმოჩნდნენ ჩემი მოსწავლეების მშობლები, უფრო მეტად აქტიურები, ვიდრე
სკოლაში; უფრო დაინტერესებულები. მეც ძალაინ მომზადებული ვიყავი, თითქოს მეც მისმენდნენ ოჯახის წევრები და მამოწმებდნენ. ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის“ (პედაგოგი).

რესპონდენტების თქმით მაღალი საფეხურის მოსწავლეთა მშობლები პროცესში ნაკლებად ერთვებოდნენ. დირექტორთა თქმით, კლასის დამრიგებლები ყველა მშობელს უკავშირდებოდა, თუმცა, მაღალკლასელებს მნიშვნელოვანი დახმარება ამ პროცესში არ სჭირდებოდათ. შესაბამისად, მშობლის ჩართულობის მნიშვნელობაც არ იყო ისეთი მაღალი, როგორც ეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა შემთხვევაში. თავად პედაგოგები მხოლოდ იმ შემთხვევაში უკავშირდებოდნენ მაღალკლასელთა მშობლებს, როცა მოსწავლე გაკვეთილზე არ ესწრებოდა. რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ კომუნიკაცია მშობელებთან მეტწილად Facebook-ჯგუფების გამოყენებით ჰქონდათ, რომლებშიც გაწევრიანებული იყვნენ დამრიგებლები და კლასის მოსწავლეთა მშობლები, თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც დირექტორმა შექმნა მშობელთა ჯგუფი, რომელშიც ერთიანდებოდნენ სკოლის თითოეული კლასის 1 ან 2 მშობელი, რომლებიც აჟღერებდნენ კლასის პრობლემებს და ასევე დირექტორის მიერ გაჟღერებულ სიახლეებს აწოდებდნენ დანარჩენ მშობლებს. დირექტორის შეფასებით, ამგვარი ურთიერთობა პროცესს უფრო სტრუქტურირებულს ხდიდა“, _ ნათქვამია კვლევაში.

სამწუხაროდ, საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლა ისევ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა, თუ რა პრობლემები ან სიახლეები მოიტანა ონლაინ სწავლების პროცესმა პანდემიის პირობებში. რომ არა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების ურთიერთთანამშრომლობა, პროცესი სულ ერთი წინადადებით შეიძლებოდა აღგვეწერა _ “ეკრანზე მოსაუბრე მასწავლებელი, რომელსაც დედის უჩუმრად,  შეგიძლია ხმა გამოურთო!“




 ახალი ამბები
  • "სანამ ჩვენ ამდენი თვეა ზღაპრებს გვიყვებიან, ქვეყანაში შემოსული მილიარდები ქრება" _ ჭიჭინაძეთუ ღარიბაშვილი არ გადააყენებს ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებს და  ე.წ. სამი მუშკეტერის საქმეებით პროკურატურა არ დაინტერესდება, მაშინ თავად ღარიბაშვილი გახდება პასუხისმგებელი  მთელ იმ უბედურებაზე, რაც ქვეყანაში ტრიალებს. შესაბამისად, თანამონაწილეც, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. "რადგან სწორედ ამ „ოცნების“ ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ადამიანების ჯანმრთელობის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე გაიუმჯობესეს მატერიალური მდგომარეობა და მიითვისეს  პოლიტიკური ძალაუფლება. ანუ, სანამ ჩვენ ამდენი თვეა ზღაპრებს გვიყვებიან, ქვეყანაში შემოსული მილიარდები ქრება; კოვიდის ფონდით  არჩევნებს ყიდულობენ; გაჩერებული ქვეყნის,  გაღატაკებული ხალხის ფონზე  ბანკები მარტო იანვარში 117 მილიონიანი სუფთა მოგებაზე გადიან; ( რაც გასულ წლებთან შედარებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია!) საბანკო სისტემამ, არაპროფილური საქმიანობით,  მანიპულირების მეშვეობით  ყველაფერი მიიტაცეს  და ასევე  არნახულ მოგებებზე გავიდნენ (მაგ. საავადმყოფოები, აფთიაქები, სადაზღვევო კომპანიები...). მარტივად რომ ვთქვათ, როგორც კი ქვეყანაში ფული შემოვიდა, ამ ფულის სხვადასხვა სქემებით მიტაცება მოხდა. ადამიანები კი, ცოტა ხანში, ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, როდესაც  მთელი შემოსავლების ნაწილი, რომელსაც მონური შრომის ხარჯზე იხდიან,  ვალების მომსახურება დასჭირდება... _ აცხადებს დავით ჭიჭინაძე.                                      ... ...
  • ნათია თურნავა: „ნამახვანიჰესის“ ხელშეკრულება საჯაროა და ნებისმიერს შეუძლია გამოითხოვოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად  ცაგერში „ნამახვანი ჰესის“ საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. „ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულება საჯაროა და ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია გამოითხოვოს. ეს დოკუმენტი აქამდეც უკვე არაერთგზის გვაქვს მიწოდებული. გარდა ამისა, ჩვენ გამოვაქვეყნეთ სამინისტროს ვებ და ფეისბუქგვერდზე ძალიან დეტალური პასუხი იმ ფსევდოსამართლებრივ ანალიზზე, რომელსაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს. ძალიან ნათლად ვხედავთ იმას, რომ მათი სურვილია, ანტიჰესების კამპანიას შეუერთდნენ. მათი დასკვნა ძალიან ზედაპირული და არაკომპეტენტურია. ამდენად, როდესაც გაეცნობით ჩვენს დეტალურ განმარტებას, ბევრი კითხვის პასუხს მიიღებთ“, - აღნიშნა ნათია ... ...
  • გომელაური: „2021 წელს დაგეგმილია საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაზრდა”შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, 2020 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სახელმწიფო საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის, ავიაციის შესაძლებლობების განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებით.  ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის “ფარგლებში ისაუბრა.  მისივე თქმით,  უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე. „ ამერიკის შეერთებულ შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით აშენდა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 4 სასაზღვრო სექტორი:  დედოფლისწყაროში - სექტორი „ლეკისყურე“, ბათუმში  - სექტორი  „ჩირუხი“, ხოლო ყაზბეგში  - სექტორები  „ჯუთა“ და „თრუსო“. განახლდა მესაზღვრის პირადი აღჭურვილობა, სასაზღვრო ინციდენტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების, ასევე, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები.  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის დაცვის პროგრამის (EXBS) ფინანსური დახმარებით, ამჟამად მიმდინარეობს ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის მშენებლობა. უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე. 2021 წელს დაგეგმილია საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაზრდა “, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მისივე თქმით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სასაზღვრო პოლიციას 20 ერთეული ყველგანმავალი  „არგო“ გადაეცა და სასაზღვრო პოლიციის ავტოპარკი მაღალი გამავლობის 90 ავტომანქანით და 6 სატვირთო ავტომანქანით გაძლიერდა. „სრულად განახლდა სანაპირო დაცვის რადიოსაკომუნიკაციო სისტემა. თურქული მხარის მხარდაჭერით, კაპიტალურად გარემონტდა სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები - „სოხუმი“ და „ფოთი“. სასაზღვრო ავიაციის მფრინავებმა არაერთი ფრენა განახორციელეს,    როგორც სასაზღვრო, ასევე, სახანძრო და სამაშველო საგანგებო სიტუაციებისას. გარდა ამისა, სამოქალაქო ავიარეისებს ასრულებენ მთის მოსახლეობის დასახმარებლად“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციისა და ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასთან მჭიდრო თანამშრომლობაზეც ისაუბრა. „სასაზღვრო პოლიციას ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ორმხრივად გაფორმებული ტაქტიკური მემორანდუმის ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ნატოს ანტიტერორისტული ოპერაცია „ზღვის მცველის“ მხარდამჭერია. 2020 წლის ოქტომბერში სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების პირველი საფეხური გაიარეს”,_ აღნიშნა შს ... ...
  • შს მინისტრი: უკომპრომისო ბრძოლა „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ გრძელდებაშინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამინისტრო „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს. ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ. აქტიური ღონისძიებები ტარდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ, უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 2020 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 5 „კანონიერი ქურდი“, ასევე „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 49 პირის მიმართ“,  -განაცხადა ვახტანგ ... ...
  • ვახტანგ გომელაური - 2020 წელს პასუხისგებაში მიეცა 71 ნარკორეალიზატორი შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, "მინისტრის საათის" ფორმატში, ნარკოდანაშაულის მიმართულებით არსებულ მთავარ გამოწვევებზე - ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობაზე ისაუბრა და დეპუტატებს ამ გამოწვევების საპასუხოდ სამინისტროს მიერ განხორციელებული სიახლეები გააცნო. „ნარკოდანაშაულის სფეროში მთავარ გამოწვევას ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობა წარმოადგენს, რაც მსოფლიოში ბოლო პერიოდის ყველაზე მზარდი ტენდენციაა. ამ გამოწვევის  საპასუხოდ, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინტერნეტით და საფოსტო გზავნილებით გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა სპეციალიზებული დანაყოფი, რომლის თანამშრომლები რეგულარულად გადიან გადამზადებას. „ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობისთვის დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული იქნა 16 პირი, დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, ასევე გამოვლენილი იქნა ნარკოტიკული საშუალების დასამზადებელი ნარკოლაბორატორია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით,  უწყებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება. „ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება. 2020 წელს ნარკოტიკების რეალიზაციისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 71 ნარკორეალიზატორი. ამავე პერიოდში პოლიციის მიერ ამოღებულ იქნა: 89 კილოგრამი ჰეროინი; 1 კილოგრამი კოკაინი;6.5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება; 7 000 აბი სუბოტექსი და სუბოქსინი“, - განაცხადა ვახტანგ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...