"ეკუთვნის, მაგრამ არ აქვს" _ ვინ და როგორ ნიშნავს სოციალურ დახმარებას

მთავარი თემა

"ეკუთვნის, მაგრამ არ აქვს" _ ვინ და როგორ ნიშნავს სოციალურ დახმარებას

2018 თებ 15 10:54:27

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გურიის რეგიონში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იანვარში 18 020 ადამიანს შეადგენდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გურიაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 18 020 ადამიანი იმყოფება _ ანუ, ღატაკია.

როგორც გავარკვიეთ, მხოლოდ ჩოხატაურში, სადაც 9 909 კომლია რეგისტრირებული, დღეის მონაცემებით, საარსებო შემწეობა დანიშნული აქვს 1 138 კომლს.

ამავე მონაცემით ირკვევა, რომ ყველაზე ღარიბი სოფლის სტატუსი შუა სურებს ეკუთვნის _ აქ მცხოვრები მოსახლეობის 29 % ღატაკია _ სოფელში რეგისტრირებული 72 კომლიდან დახმარებას 21 კომლი იღებს; მეორე ადგილზე, 28%-ით სოფელი ზოტია _ 222 კომლიდან დახმარება 64 ოჯახს ეძლევა.

მესამე ადგილზეა დიდი ვანი 7,09%-ით _ ამ სოფელში 61 კომლია რეგისტრირებული და აქედან 17-ს ღატაკის სტატუსი აქვს.

ამ ჩამონათვალში არ არიან ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 150 000-მდე მერყეობს და რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი კატეგორიის ოჯახები ღარიბები არიან; სტატისტიკა მსგავსი ოჯახების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის სერვისცენტრში არ გააჩნიათ.

თუ გავითვალისწინებთ "გურია ნიუსის" რედაქციაში შემოსულ განცხადებებს, რომლებშიც უკიდურესად შეჭირვებული ადამიანები წერენ, რომ დახმარება არ მიეცათ, ასეთი ოჯახების რაოდენობა ჩოხატაურში საკმაოდ დიდია.

ის, რომ სოციალური დახმარებები არასწორად ინიშნება და საარსებო შემწეობა გაცილებით მეტ ადამიანს ეკუთვნის, ჩვენთან საუბრისას ადასტურებენ ჩოხატაურის მერის წარმომადგენლები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში.

მერის წარმომადგენელი დაბა ჩოხატაურში გოჩა ჯინჭარაძე ამბობს, რომ, მისი შეხედულებით, დაბაში 5 ოჯახია ისეთი, რომელსაც დახმარება სჭირდება, თუმცა, საჭირო ქულები არ მისცეს:

_ ეს მხოლოდ ჩემი აზრია. შეიძლება მეტი იყოს, შეიძლება _ ნაკლებიც, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.

გელა ვაჩეიშვილი მერის წარმომადგენლად კოხნარის თემში მუშაობს. ჩვენთან საუბრისას იგი ამბობს, რომ სოფელში ბევრს უჭირს:

_ გაჭირვებული ძალიან ბევრია, თუმცა, კონკრეტულად იმის თქმა, რომ ვინმეს ეკუთვნოდა დახმარება და არ მისცეს, გამიჭირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს საკუთარი წესები აქვს და არ ვიცი, ქულები როგორ ითვლება _ ყველაფერი გასაიდუმლოებული აქვთ. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, ვის რამდენი ქულა მიანიჭეს. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ დახმარება ბევრ ადამიანს სჭირდება, _ აღნიშნა ვაჩეიშვილმა.

ავთანდილ შარაშენიძე _ მერის წარმომადგენელი ჯვარცხმის თემში, რომელიც სამ სოფელ აერთიანებს, ამბობს, რომ დახმარება იმაზე მეტ ადამიანს ეკუთვნის, ვიდრე დანიშნულია:

_ პროცენტულად ვერ გეტყვით, მაგრამ არიან ოჯახები, რომლებსაც მართლაც ძალიან უჭირთ და დახმარება არ დაენიშნათ. არ ვიცი, რა კრიტერიუმებით ანიჭებენ ქულებს, მაგრამ ის ვიცი, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანია ჩემს თემში, რომლებსაც შემწეობა ეკუთვნის, მაგრამ არ აქვს, _ ამბობს შარაშენიძე.

ხიდისთავის თემში მერის წარმომადგენელი დავით ვასაძეა, რომელიც კოლეგების მსგავსად აღნიშნავს, რომ დახმარება ბევრს სჭირდება:

_ ჩემ თემში 5 სოფელი შედის და ასე, ზეპირად რომ გითხრათ, მინიმუმ 30 ოჯახი მაინც არის ისეთი, რომელსაც დახმარება ეკუთვნით, ძალიან უჭირთ, თუმცა, ვერ მიიღეს, _ აღნიშნავს ვასაძე.

მერის წარმომადგენელი დაბლაციხეში გიორგი ოსეფაიშვილი ამბობს, რომ მის სოფელში მხოლოდ 1 ოჯახი იცის, რომელსაც დახმარება ეკუთვნის, თუმცა, არ აქვს. ასევე, ერთ ოჯახს გვისახელებს ფარცხმის თემში მერის წარმომადგენელი ზურაბ გურგენიძე.

ზომლეთის თემში მერის წარმომადგენელი ამირან ხაჯიბეგოვი "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მის სამოქმედო არეალში მინიმუმ 6 ოჯახია, რომლებსაც დახმარება ძალიან სჭირდებათ, თუმცა, მისთვის გაუგებარი მიზეზებს გამო "მაღალქულიანთა" კატეგორიაში მოხვდნენ.

მერის წარმომადგენელი ბუკისციხის თემში გელა ეზიეშვილიც კოლეგებს ეთანხმება და ამბობს, რომ კონკრეტული ციფრი არ იცის, თუმცა, მისი თქმით, ბუკისციხესა და იანეულში საკმაო რაოდენობითაა ისეთი ოჯახები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა არიან და დახმარება არ ეძლევათ.

_ ამ დროისთვის რაც მახსენდება, 4-5 ოჯახი ნამდვილად არის, რომლებსაც დახმარება ჭირდებათ. რამდენიმე თვის წინ დახმარება მოუხსნეს ონკოლოგიურ ავადმყოფს. შუამდგომლობაც კი გავაკეთე და გადამოწმება ვითხოვე, მაგრამ პასუხი ჯერ არ მოსულა და არც გადამოწმების იმედი მაქვს, სამწუხაროდ, _ გვითხრა მერის წარმომადგენელმა სოფელ გორაბერეჟოულში გურამ ტყეშელიაძემ.

მერის წარმომადგენელი ნაბეღლავის თემში ჭაბუკა კვაჭანტირაძე ამბობს, რომ გამონაკლისი არც მისი თემია:

_ საკმაოდ ბევრი ოჯახია, რომლებსაც უჭირთ და დახმარება არ აქვთ. ბოლო პერიოდში ბევრს მოეხსნა და სამწუხაროდ, ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. სხვა სოფლებთან შედარებით, ნაბეღლავში მეტი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაჭირვებულები არ არიან. სოციალური მომსახურების სააგენტოს უცნაური კრიტერიუმების აქვს _ მიაჩნიათ, რომ ტელევიზორი და მაცივარი თუ აქვს ადამიანს სახლში, მას არ უჭირს. არადა, იმ მაცივარში რომ არაფერი დევს, ამას არ ითვალისწინებენ, _ ამბობს კვაჭანტირაძე, რომელსაც ეთანხმება მერის წარმომადგენელი ერკეთში კარლო თედორაძე; მისი თქმით, ზემო და ქვემო ერკეთში ბევრი ისეთი ოჯახია, რომელსაც არც პურის ფული აქვთ და არც დახმარებისთვის საჭირო ქულები:

_ არიან ოჯახები, სადაც შრომისუუნარო, ავადმყოფი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც პენსია წამლებშიც კი არ ყოფნით, მაგრამ დახმარება ვერ მიიღეს. მიმაჩნია, რომ არასწორად ინიშნება. შეიძლება, სახლი კარგი იყოს _ კომუნისტების დროს აშენებული, მაგრამ იმ სახლში თუ არაფერია, საჭმელი თუ არ აქვთ, მხოლოდ კედლებს რა აზრი აქვს?! _ ამბობს თედორაძე ჩვენთან საუბრისას.

ქვენობნის თემში მერის წარმომადგენლის დავით კვაჭანტირაძის თქმით, თემში შემავალ სამ სოფელში 4-5 ოჯახი მაინც არის ისეთი, რომლებსაც დახმარება აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

როგორც გავარკვიეთ გამონაკლისი არც ამაღლება, შუა ამაღლება, ზემოხეთი, ზემო სურები, შუა სურები, ზოტი, დიდივანი და საჭამიასერია _ ყველგან ნახავთ ოჯახებს, რომელთა შემოსავლის წყარო, მხოლოდ მოხუცებულთა პენსიაა. იპოვით ისეთებსაც, რომლებსაც არც სახლი აქვთ, არც _ შრომის უნარი, არც _ პენსია, მაგრამ დახმარების მიღებისთვის საჭირო ქულები მაინც არ მიანიჭეს.

ეს ადამიანები პირად საუბრებში კორუფციულ სქემებზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ "დახმარებები ნაცნობობით ინიშნება".

ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც კონფიდენციალურობას ითხოვს, გვწერს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს აგენტი მზია ოსეფაიშვილი დახმარებებს ქრთამის სანაცვლოდ ნიშნავს.

წყარო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევებს ადგილი სოფელ ზოტში ჰქონდა და ეს არ იყო ერთჯერადი. მისივე ინფორმაციით, ოსეფაიშვილს სოფლის რწმუნებული, რაულ კონცელიძეც ეხმარება.

მზია ოსეფაიშვილი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს:

_ სოციალური აგენტი დახმარებას არ ნიშნავს. ჩვენ მივდივართ ოჯახებში და დეკლარაციებში ვწერთ იმას, რასაც გვეუბნებიან. დოკუმენტზე ხელს ოჯახის უფროსი აწერს და ამ დოკუმენტს ვაგზავნით თბილისში, სადაც ხდება ქულების მინიჭება. ქულებთან ჩვენ შეხება არ გვაქვს და სიცრუეა ის, რომ აგენტს აქვს სოციალური დახმარების დანიშვნის შესაძლებლობა. ეს საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა და არ ვაპირებ ამის ასე დატოვებას. მე პირადად მივმართავ შესაბამის უწყებებს გამოძიების მოთხოვნით, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მზია ოსეფაიშვილმა.

ბრალდებების დასამტკიცებლად გამოძიების დაწყებას ითხოვს მერის წარმომადგენელი სოფელ ზოტში:

_ ეს პირველად არ გამიგია. დიდი ხანია, ათასგვარი ბრალდება მესმის ამ მიმართულებით, რაც არასწორია. როგორ შეიძლება ასეთი ბრალდება?! დაამტკიცონ! მე რა შეხება მაქვს დახმარების დანიშვნასთან?! ჩემი გვარი სოფელში მცირედაა წარმოდგენილი _ ორი ნათესავი მყავს, უკიდურესად გაჭირვებულები არიან, მაგრამ დახმარება მოუხსნეს. რამდენიმე დღის წინ ჩემს ერთ-ერთ ნათესავს, რომლის ოჯახში ცოტა ხნის წინ, დიდი ტრაგედია დატრიალდა და რომელსაც ძალიან უჭირს, 75 000 ქულა მოუვიდა. დახმარების დანიშვნა რომ შემეძლოს, ამათ ხომ დავეხმარებოდი?! _ ამბობს რაულ კონცელიძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ დახმარების დანიშვნის შესაძლებლობა აგენტს არ აქვს და ისინი მხოლოდ აღმწერის ფუნქციებს ითავსებენ.

"2015 წლიდან, ანუ მას შემდეგ სოციალურად დაუცველთა მეთოდოლოგია შეიცვალა, სოციალური აგენტი მხოლოდ დეკლარაციის აღმწერი გახდა, რომელიც ოჯახის სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობას აღწერს თავად ოჯახის წევრების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. დეკლარაციას კი ხელს აწერს ოჯახის უფლებამოსილი პირი. სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება, რაც წინა მეთოდოლოგიისას მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ქულაზე, ამჯერად საერთოდ აღარ მონაწილეობს ქულის დათვლაში. შესაბამისად, სოციალურ აგენტს არავითარი ბერკეტი არ გააჩნია ქულაზე ზემოქმედებისთვის," _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ტატა გამყრელიძემ. მისივე ინფორმაციით, სოციალური აგენტების საქმიანობას პერმანენტულად სწავლობს სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტიც.

რაც შეეხება ქულების განსაზღვრის მეთოდს,ტატა გამყრელიძის თქმით, დეკლარაციაში ასახული მონაცემები პროგრამულად დარდება სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უწყების მიერ მოწოდებულ ბაზასთან:

"ანუ სოციალური მომსახურების სააგენტო მონაცემებს იღებს შემოსავლების სამსახურიდან, საჯარო რეესტრიდან, შსს-ს მომსახურების სააგენტოდან და სხვა", _ ამბობს გამყრელიძე და აკონკრეტებს, რომ ამ მონაცემების საფუძველზე ქულები სპეციალური ფორმულით დგება.

_ ფორმულა და მეთოდოლოგია არის საკმაოდ რთული. ამიტომ, მარტივად იმის გადმოცემა, რომელმა მონაცემმა იქონია ქულის დათვლისას გავლენა, თითქმის შეუძლებელია. იმიტომ, რომ დეკლარაციაში მოყვანილ ყველა მონაცემს აქვს თავისი წონა ქულის დათვლისას და, შესაბამისად, ყველა მათგანი თავისებურ გავლენას ახდენს ქულის დათვლაზე. რომ დავაკონკრეტოთ, ეს არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც თავად ითვლის და მასთან ადამიანებს შეხება არ აქვს, _ გვითხრა გამყრელიძემ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში არ უარყოფენ, რომ პროგრამას აქვს ხარვეზები, თუმცა, მათი თქმით, პროგრამის დახვეწაზე სააგენტოში მუდმივად მუშაობენ.

 




 ახალი ამბები
  • ორი თვის წინ დაკარგული 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვესორი თვის წინ დაკარგული 23 წლის შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც გარდაცვლილის მეგობარი ამბები.გე-სთან ყვება, შოთა სამხარაძე გუშინ კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ახალგაზრდა მამაკაცი ონის მუნიციპალიტეტში ორი თვის წინ დაიკარგა. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. თვითმხილველების თქმით, ბიჭი ბოლოს სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ თოვლის ფესტივალზე ნახეს, მოგვიანებით ტერიტორია დატოვა და მას შემდეგ აღარ ... ...
  • ყალბი ფულის გასაღების მორიგი ფაქტი _ დაკავებულია 2 პირიშსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ნ.ჟ. და 1975 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ა. ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "ბრალდებულებმა ქალაქ ახმეტაში მდებარე სხვადასხვა მაღაზიაში სამი ყალბი ასლარიანი კუპიურა გაასაღეს". პოლიციამ, გ.ა.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ყალბი ასლარიანი კუპიურა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ლადო აფხაზავა ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალურ ათეულშია, ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა. ვარკის ფონდი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს 2015 წლიდან გასცემს, ფინალისტები კი ავტომატურად, ფონდის და გლობალური ჯილდოს ელჩები ხდებიან. ლადო აფხაზავა უკვე დუბაიში იმყოფება, სადაც ხვალ გლობალური ჯილდოს მფობელი მასწავლებელი  გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობას ლევან თოიძის შვილიც აპირებს _ "რაღაცეებს ველოდები"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობა, საკრებულოს ყოფილი წევრის, რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილ ლევან თოიძის შვილს, სოფო თოიძესაც სურს. როგორც ცნობილი იყო, მას კენჭისყრა "ქართული ოცნების" სახელით სურდა, თუმცა მმართველმა ძალამ არჩევანი დავით მდინარაძეზე გააკეთა. შესაბამისად, სოფო თოიძე, რომელიც ამჟამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია, კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს. "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია: "თავიდანვე, ეს გადაწყვეტილება მამაჩემის გამო მივიღე. ვიცი, რამდენიმე რამის გაკეთება სურდა და მინდოდა გამეგრძელებინა მისი საქმე. ახლაც მსურს და ვნახოთ. ჯერჯერობით საბოლოო გადაწვეტილება არ მიმიღია. რაღაცეებს ველოდები", _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თოიძემ. შეგახსენებთ, რომ  ქალაქ ოზურგეთის ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში (60/01/03), რომელშიც რაიცენტრალური, სერი,  ექადია, ცენტრი 3  და ანასეული შედის, შუალედური არჩევნები მაისში უნდა ჩატარდეს უნდა ჩატარდეს. ამავე თემაზე: ა(ა)იპ-ის დირექტორი კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს _ "აქ არ ვარ ცუდად, მაგრამ"... ... ...
  • EMC ზვიად რატიანის საქმეზე გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება _ მივმართავთ ევროპულ სასამართლოს 22 მარტს, ტელეკომპანია პირველის ეთერში, შინაგან საქმეთა მინისტრმა ზვიად რატიანის საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის არ ნანობს იმას, რაც მაშინ მოხდა. "ამ თემაზე კომენტარისას, მინისტრის მიერ გამოხატული პოზიციები, პრაქტიკულად გამორიცხავდა ზვიად რატიანის მიმართ უფლების დარღვევის ფაქტის აღიარების რესურსსაც კი და არ აკეთებდა მითითებას ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების მნიშვნელობის შესახებ", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსააც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს/  "სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევიდან ერთი წლის და სამი თვის თავზეც კი, შინაგან საქმეთა მინისტრი და უწყება, ვერ ახერხებს აჩვენოს პოლიტიკური მზადყოფნა სათანადოდ უპასუხოს საპოლიციო სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შემთხვევას.  ნათელია, რომ ამ საქმეში მინისტრი და უწყება მუდმივად არაღიარების პოზიციაში იყო და მსხვერპლის დემონიზების ტაქტიკით მოქმედებდა. სამინისტრო არცერთ ეტაპზე არ აჩვენებდა რესურსს, ემოქმედება ზვიად რატიანის ღირსების დაცვის ინტერესების გათვალისწინებით.  მინისტრის და უწყების მხრიდან, ყოველ ჯერზე ხაზგასმა ზვიად რატიანის არაფხიზელ მდგომარეობაზე, პოლიციასთან ურთიერთობისას გამოყენებულ ლექსიკაზე, მუდმივად ერთ მიზანს ემსახურებოდა - საზოგადოებაში შეესუსტებინათ თანაგრძნობა და სოლიდარობა ზვიად რატიანის მიმართ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, 2017 წლის დეკემბერში, სამინისტროს მიერ ზვიად რატიანის უკანონოდ მოპოვებული ვიდეო ჩანაწერის მედიაში გავრცელებაც. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ამ უკანონო ქმედებების საპასუხოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, უწყება სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. სამინისტროს უკანონო ქმედებით ზვიად რატიანისთვის მიყენებული მორალური ზიანის თაობაზე კი საქმის განხილვა სასამართლოში გრძელდება.  რაც შეეხება, საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულ სამართლებრივ რეაგირებას - გამოძიება პროკურატურაში ერთ წელზე მეტია გრძელდება, თუმცა, კონკრეტულ შედეგამდე ამ დრომდე არ არის მისული. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოკვეთა რამდენიმე საკვანძო და პრობლემური ეპიზოდი პოლიციელთა მოქმედებებში, ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის არცერთი მათგანი. უფრო მეტიც, ხუთჯერ მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ ყოველ ჯერზე სრულიად დაუსაბუთებლად უარი თქვა ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. მისი უფლებების აღდგენის რესურსი არ აღმოჩნდა არც სასამართლოში, რომელმაც მიმდინარე წლის 21 მარტს, ასევე უარი თქვა ზვიად რატიანის დაზარალებულად ცნობაზე.    სამწუხაროა, რომ ზვიად რატიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებს ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის ვერცერთმა რგოლმა ვერ უპასუხა და დაზარალებული პრაქტიკულად უფლების აღდგენის მექანიზმების გარეშე დატოვა. სწორედ ამიტომ, ზვიად რატიანის სახელით EMC უახლოეს პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს", _ აღნიშნულია ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...

„ახალბედა მწერალი“

ცნობილმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ ცოტა...

“უცნაური” ვარსკვლავები

ნებისმიერ პიროვნებას გარკვეული უცნაურობები ახასიათებს...

ადამიანის თვალის უსაზღვრო ხედვა

ამერიკელმა მკვლევარებმა დააფიქსირეს, რომ ადამიანის...

ინტერპოლი ეძებს კატას

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „The...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...