"ექვთიმე თაყაიშვილის ხათრიზა გურიაში ერთი სოფელი დათმონ და არ გააფუჭონ!"

მთავარი თემა

"ექვთიმე თაყაიშვილის ხათრიზა გურიაში ერთი სოფელი დათმონ და არ გააფუჭონ!"

2018 აგვ 9 13:40:17

გასულ კვირას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის მოსახლეობა მდინარე აჭზე ინერტული მასალების მოპოვებას აპროტესტებდა. მათი თქმით, ინერტული მასალის მოპოვება კანონდარღვევით ხდება. ისინი სოფელში არსებული კარიერების გაუქმებას ითხოვენ, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, მიმდინარე პროცესები, დროთა განმავლობაში, ნიადაგის ჩამოშლას გამოიწვევს და საფრთხე შეექმნება მდინარის ნაპირზე მცხოვრებ მოსახლეობას. გარდა ამისა, დაშრება ჭები და მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩება.

ადგილობრივები "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობენ, რომ მდინარეზე კატასტროფული მდგომარეობაა.

"სად არის ლიცენზია და ვინ გასცა ლიცენზია?"  _ ეს კითხვები ჰქონდა ინდმეწარმე სალომე ვაშალომიძის წარმომადგენელთან, თამაზ ვაშალომიძესთან სოფელ ლიხაურის მკვიდრ ირმა გორდელაძეს.

ირმა გორდელაძე:  _ ნებართვა ვინ გასცა?

თამაზ ვაშალომიძე: _ გარემოს დაცვის სამინისტრომ.

ირმა გორდელაძე: _ მესმის, რომ ლიცენზია მოიპოვეთ. ლიხაურიდან ინერტული მასალის გატანა ხდება და ამაში ოზურგეთიდან არავინ იყო ჩართული? სამინისტრომ მოგცათ მუშაობის უფლება, მდინარის ნამატი კალაპოტიდან აგეღოთ ინერტული მასალა, მაგრამ აქ ისე აქვს მდინარეს კალაპოტი გამოთხრილი, არ ვიცი, რა მოხდება. მივმართავთ იურისტებს, მედიას და სანამ არ გაირკვევა ყველაფერი, მანამ თქვენ სამუშაოებს ვერ შეასრულებს.

ლიხაური ასოცირდება აჭის წყალთან, ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ეს არის ჩვენი სავიზიტო ბარათი! საუკუნეებია არსებობს სოფელი და მდინარე _ ამის განადგურებას არავინ გაბედოს! მესმის, რომ არაფერი შავდება მდინარიდან ნამატი მასალის აღებით, პირიქით, უკეთესია _ კალაპოტი სწორდება, მაგრამ, როდესაც ვიღაცეები იღებენ ლიცენზიას, მოსახლეობამ ამის შესახებ არაფერი არ უნდა იცოდეს? აკეთებენ ამხელა ღრმულებს, ჭებს, აოხრებენ სანაპიროს, ეს კი საშიშროებას უქმნის მოსახლეობას  მდინარის ადიდების შემთხვევაში.

ამას არც ერთი ლიხაურელი არ დაუშვებს. თუ ვერ მივაღწევთ იურისტების ჩარევით ვერაფერს, არ მივცემთ ტექნიკას მუშაობის საშუალებას და ყველა დაინახავს ხალხის ძალას.

ლიხაურში გამართულ აქციაზე ათობით ადამიანები გამოვიდა.

ნანა სარიშვილი: _ ვინც, ახლოს ვცხოვრობთ მდინარე აჭთან, ყველამ კარგად ვიცით, მდინარის ადიდების დროს რა საშინელება ხდება. ძალიან ბევრი ჭა და ღრმული დატოვეს გათხრების შემდეგ. მდინარეში ორი სოფლის ბავშვები ბანაობენ და არავინ  იცის, სად ჩაუვარდება  ბავშვებს ფეხი და შეიძლება, დიდი ტრაგედია დატრიალდეს. არ ვიცით, ვინ გაყიდა მდინარე! აქამდე ვიცოდი, რომ მდინარე არ იყიდებოდა!

ჯანიკო გორდელაძე: _ მე ვარ ლიხაურელი, პატრიოტი ადამიანი. ამ ჭალაში დავიბადე და გავიზარდე. ყველას ვთხოვთ _ ექვთიმე თაყაიშვილის ხათრიზა, ერთი სოფელი გურიაში დათმონ და არ ააოხრონ.

საჭმელს არ ვითხოვთ, სასმელს არ ვითხოვთ და ამ მდინარეს ნუ გადაგვირევთ. კაცმა საღორე  რომ ააშენოს, მდინარის სანაპიროდან ერთი ტომარა ხრეშის  გამოტანის უფლება არ აქვს. თუ გამოიტან მაშინვე 500 ლარით დაგაჯარიმებენ და აგერ, ოთხ-ხუთ კაცს მილიონი ტონა მიაქვს.

ხელისუფლებამ უნდა მოგვაქციოს ყურადღებას, თორემ საპროტესტო აქციებს არ მოვაკლებთ. მთელი სოფელი დავდგებით ფეხზე, სანამდე არ ჩამოგვშორდება ეს ხალხი.

რამაზ სირაძე: _ 25 წლის წინ ამ ქუჩაზე სტიქია იყო, წაიღო გზა, ელექტრობოძები და ჩვენ, მოსახლეობამ თავიდან გავაკეთეთ. არ მინდა ეს განმეორდეს!

მე ამ ქვეყნად ერთი გოგო და სიძე მყავს. ყველამ იცის ჩემი ტრაგედია. დაფიცებული მაქვს _ ვინმე აქ მუშაობა არ დაიწყოს, თორემ ქვა მექნება _ ქვას ვესვრი, თოფი მექნება _ თოფს ვესვრი! თუ ვერ გამოვალ ცოცხალი ამ ბრძოლიდან, ჩემი სოფლის წინაშე ვალი მოხდილი მექნება.

სალომე დონაძე, დამსვენებელი: _ ჩვენი სოფელი წარმოუდგენელია მდინარე აჭის გარეშე. ვინც ჩამოდის, აღფრთოვანებულია ჩვენი სოფლის სილამაზით. შარშან, ახალი ჩამოსულები ვიყავი, ბიძაშვილებთან ერთად საბანაოდ წავედით და მდინარე არ დაგვხვდა. ვხედავთ ამ ხელოვნურმა ჩარევებმა სანამდე მიგვიყვანა და რამდენი სტიქია დაგვატყდა თავს.

აქცია ლიხაურში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მოსახლეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე შარაშენიძესთან შეხვედრას ითხოვდა. ირმა გორდელაძემ შარაშენიძეს სოციალური ქსელით მიმართა:

"დაანონსებულ აქციაზე არ მობრძანდა ოზურგეთის მერი. დღეს მობრძანდით, ბატონო მერო! ამ ბოლო დროს, ხშირად სტუმრობთ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს, თემაზე _  გენდერული თანასწორობა. მობრძანდით და პრაქტიკაში გაჩვენებთ გენდერული თანასწორობის პლიუსებსაც და მინუსებსაც", _ წერს გორდელაძე.

ამის შემდეგ კონსტანტინე შარაშენიძე აქციის მონაწილეებს შეხვდა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების ჩამოსვლას მოითხოვა:

"რა ხდება, ვიცი. ახლა იმაზე ვისაუბროთ, როგორ მოვძებნოთ გამოსავალი. რასაც თქვენ ხედავთ, იმას ვხედავ მეც. მოსახლეობას უნდა სცოდნოდა ამის შესახებ, მაგრამ, როგორც ვიცი, არავის არაფერი უთქვამს. მოვითხოვოთ, რომ ლიცენზიის გამცემი  ჩამოვიდეს და აგვიხსნას, რატომ გასცეს. იქნებ, სასარგებლო საქმეა და ჩვენ ვცდებით?!

სხვადასხვა სოფელშია  გაცემული ლიცენზიები ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე. 2015 წლამდე ადგილობრივ თვითმმართველობებს ამას არავინ ეკითხებოდა. ამის შემდეგ რაც არის გაცემული, არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანხმობის საფუძველზე. შესაბამისად, ეს გზები უნდა გარემონტებულიყო. მაგალითად, ავიღოთ მელექედურის გზა, რომელზეც 2013-2014-2015 წლებში სახელმწიფომ დახარჯა 4 მილიონამდე ლარი, გარდამავალი პროექტი იყო. შეგიძლიათ, გაიაროთ და ნახოთ, რა მდგომარეობა იქ _ მთლიანად დაზიანებულია სავალი ნაწილი. ქალაქშიც ყველა შიდა გზა გაფუჭებულია. აბა, ქალაქს ხომ გადააფრინდებიან ეს მანქანები?! ველოდებით შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს, რომ ამ საკითხებზე ვისაუბროთ", _ თქვა კონსტანტინე შარაშენიძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული  დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ლავრენტი ბიგვავამ აქციის მსვლელობისას "გურია ნიუსს" უთხრა, რომ როდესაც აჭის ხეობაში ქვიშა-ხრეშის მოპოვებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გაიმართა პირველი აქცია, საკრებულო აქტიურად ჩაერთო მოსახლეობის მიერ წამოჭრილი პრობლემების შესწავლაში: "შესაბამისად, საკრებულოს კომისია, მაჟორიტარ დეპუტატებთან _ ლევან და გიორგი თოიძეებთან ერთად შეხვდა მოსახლეობას. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მივმართეთ ბუნებრივი რესურსების დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სააგენტოებს. სამინისტროდან ჩამოვიდა სპეციალისტების ჯგუფი, რომლებმაც შეისწავლეს აჭის ხეობაში ქვიშა-ხრეშის მოპოვებასთან დაკავშირებით წარმოშობილი პრობლემები. ისინი დაგვპირდნენ, რომ მოამზადებდნენ შესაბამის დასკვნას და დროულად მოახდენდნენ  რეაგირებას.

2 აგვისტოს, წიაღისეული მოპოვების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, მათი მოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ერთ-ერთ ინდმეწარმეს და ფიზიკურ პირს, რომლებიც ფლობდნენ შესაბამის ლიცენზიებს ქვიშა-ხრეში მოპოვებაზე, ჰქონდათ გარკვეული დარღვევები და ისინი დაჯარიმდნენ. საქმე გადაეცა სასამართლოს და შესაბამისი სამსახურები ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას", _ თქვა ბიგვავამ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსს მაია ზავრიშვილს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსს ნინო თანდილაშვილს საქმით დაინტერესებას თხოვდნენ და ასეთი საპასუხო წერილი მიიღო:

"სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ გახორციელებული იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურისა და მაკვანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე აჭისწყალზე ი/მ  "სალომე ვაშალომიძეზე", ფიზიკურ პირზე ლავრენტი ქვილორიაზე, ფიზიკურ პირზე არჩილ კუნჭულიაზე, ფიზიკურ პირზე ბიჭიკო ანთაძეზე და შპს "კავკაზ ცემენტ ჯორჯიაზე" გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების შესრულების მდგომარეობის დათვალიერება/შესწავლა.

ადგილზე დათვალიერება/შესწავლით დადგინდა, რომ არჩილ კუნჭულია, ბიჭიკო ანთაძე და "კავკაზ ცემენტ ჯორჯია" არ აწარმოებდნენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებს, შესაბამისად, აღნიშნული ლიცენზიის პირობების დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირდა.

ლავრენტი ქვილორიას და სალომე ვაშალომიძის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება გახორციელებულია წინასწარ შედგენილი წიაღით სარგებლობის საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე, რაზედაც ლავრენტი ქვილორიას მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ხოლო სალომე ვაშალომიძის მიმართ _ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომლებიც განსჯადობის მიხედვით გადაიგზავნება შესაბამის სასამართლოში.

ასევე, დათვალიერება/შესწავლით და მასალების  კამერალური დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ სალომე ვაშალომიძეს ქვიშა-ხრეშის მოპოვებით სამუშაოები გახორციელებული აქვს ლიცენზიით გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებს გარეთ, რასთან დაკავშირებითაც, კომპეტენციის ფარგლებში, შემდგომი რეაგირების მიზნით, მასალები გაიგზავნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონულ სასამართლოში", _ წერილს ხელს აწერს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე კარლო ლაფერაძე.




 ახალი ამბები
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...
  • „ბექა არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა" _ ეკა ბესელია ბექა არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა, - ეს განცხადება ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ბესელიას თქმით, მას არ გაჰკვირვებია, რომ ბექა ნაცვლიშვილმა პროტესტი გამოხატა. მისივე თქმით, მდინარაძის მსგავს ადამიანებს ეს პროტესტი არ ექნებათ, რადგან ყველანაირ სიტუაციას ერგებიან. „ბექა არ იქნება ბოლო, ვინც უმრავლესობა დატოვა. მე არ მიკვირს, რომ ბექას ეს პროტესტი აქვს. მაგალითად, მდინარაძისნაირ ადამიანებს არ ექნებათ ეს პროტესტი, ისინი ერგებიან ყველანაირ სიტუაციას, ყველა დროს და ყველანაირ კომფორტს. ბექას რომ პროტესტი აქვს, ეს მე არ მიკვირს. ასე რომ, ახლა ჩანს ძალიან ჯანსაღი პროცესი. მომავალში ვხედავთ სწორედ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, გარკვეულ თემატურ სამუშაო პროცესს, ვისაც აქვს სწორი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დაველოდოთ, შემდეგი ვინ იქნება,"- განაცხადა ... ...
  • შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირიპოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით   1964 წელს დაბადებული ო.თ. დააკავა.  დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინის" 13 აბი, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...