ემუქრება თუ არა "სითი პარკის" მოდელი ოზურგეთს

მთავარი თემა

ემუქრება თუ არა "სითი პარკის" მოდელი ოზურგეთს

2018 ივლ 10 15:24:56

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, რომელიც 18 ივლისს არის ჩანიშნული, "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ" უნდა იმსჯელონ და, აქედან გამომდინარე, უნდა დაიწყოს ამ საკითხის ადმინისტრაციული წარმოება.

"მგონი, "სტაიანშიკები" გადავლენ ა(ა)იპ-ებში", _ ასე დაიწყო თავისი გამოსვლა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა ალექსანდრე ბერიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე.

ალექსანდრე ბერიძე "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ვერ აზუსტებს თარიღს, როდის შემოვა ოზურგეთში პარკირების სისტემა:

"ზუსტი თარიღი უცნობია, როდის შემოვიღებთ პარკირებას, რადგან საკრებულოს სხდომაზე ჯერ არ არის გატანილი ეს საკითხი. ადმინისტრაციული საქმის წარმოებაა დასაწყები. თუ საკრებულო არ დაუჭერს მხარს, შეიძლება, ეს პროექტი საერთოდ არ გახორციელდეს.

ეს საკითხი იმიტომ დადგა დღის წესრიგში, რომ ქალაქი ძალიან გადაიტვირთა და უკვე აუცილებელია რაღაცა ზომების მიღება. თან მუნიციპალიტეტის ვალდებულებაში შედის, პარკირების წესი იყოს დარეგულირებული. ამ ვალდებულებამ და პრობლემამ გამოიწვია ის, რომ მიგვეღო ახალი წესი", _ გვითხრა ალექსანდრე ბერიძემ.

პროექტი ჯერ არ განუხილავს საკრებულოს წევრებს, მაგრამ ქალაქში უკვე დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით. მაგალითად, ხომ არ არის საშიშროება იმისა, რომ განმეორდეს იგივე, რასაც თბილისში "სითი პარკი" აკეთებდა და რასაც ხალხის გაღიზიანება მოყვა. ამასთან დაკავშირებით მერის მრჩეველს ასეთი მოსაზრება აქვს:

"სითი პარკის" სიტუაცია ოზურგეთში ვერ განმეორდება, რადგან აქ საათობრივი გადასახადის სისტემის შემოღებაა დაგეგმილი, თბილისში კი სხვა სისტემა მუშაობდა.

იქნება ორი ფასიანი ზონა _ წითელი და ყვითელი, ერთი უფასო _ მწვანე.წითელი ზონა, სადაც ზედმეტად გადატვირთულია ტერიტორია და ყვითელი ზონა, სადაც ნაკლებად გადატვირთული სიტუაციაა. წითელ ზონაში ერთი საათით პარკირება ერთი ლარი ეღირება განსაკუთრებულ შემთხვევაში, დანარჩენ დროს კი _ 50 თეთრი".

ამ წესის შემოღების შემდეგ, შეიძლება, დღეს მოქმედი "სტაიანშიკები" სამსახურის გარეშე დარჩნენ, თუმცა, ამ ინფორმაციას თავად ალექსანდრე ბერიძე არ ადასტურებს. ჩვენ, ასევე, დავინტერესდით რამდენი "სტაიანშიკია" დღეს ოზურგეთში.

"საერთოდ, "სტაიანშიკების" საკითხი რთული თემაა. ჩავთვალოთ "შავიც" არაა, მაგრამ რაღაცა ჩრდილოვანი ბიზნესი თემაა ჩვენს ქალაქში. რამდენი "სტაიანშიკი" მუშაობს და რას აკეთებს, ეს ოფიციალურად არსად არ არის აღრიცხული. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. პარკირების უფლებები მუნიციპალიტეტს გადმოცემული ჰქონდა კერძო პირებზე, კერძო მეწარმეებზე და ისინი ამის აღრიცხვას როგორ აკეთებდნენ, არ ვიცი.

ჩვენ შეგვეძლო სხვა გზაც აგვერჩია და ავტომატური ბანკომატების სისტემა შემოგვეღო, მაგრამ ეს გამოიწვევდა იმას, რომ ეს ხალხი დარჩებოდა სამსახურის და შემოსავლების გარეშე. ახალ მოდელზე იმიტომ ვმუშაობთ, რომ ისინი უმუშევრები არ დარჩნენ", _ თქვა ალექსანდრე ბერიძემ.

"პარკირების პრობლემა აქილევსის ქუსლივით არის ოზურგეთში და ნამდვილად პრობლემის წინაშე ვდგავართ. სრული ქაოსური მდგომარეობაა და აბსოლუტურად მოუწესრიგებელია პარკირების სისტემა. ქალაქის ცენტრი უკიდურესად გადატვირთულია და გადაადგილება მხოლოდ მძღოლებს კი არა, ქვეითად მოსიარულეებსაც უჭირთ", _ ასე ფიქრობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ლავრენტი ბიგვავა.

მისივე თქმით, ეს პროექტი, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს ქალაქის განტვირთვას, დაარეგულირებს სხვა სიტუაციებს _ მაგალითად, აღმოფხვრის ქალაქ ოზურგეთის ბაზრის, ყოფილი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე და სხვადასხვა ადგილებზე დღეს არსებულ სრულ ქაოსს:

"ამ ეტაპზე პროექტის დეტალური ანალიზი არ შემიძლია _ იგი განხილვის პროცესშია. თავად იდეა კარგია. შეიძლება, რაღაც ხარვეზები იყოს პროექტში, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით გავაკეთებ კომენტარს.

წინასწარ რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ გადახდის საფასურიც მისაღებია _ ოზურგეთში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ერთსაათიან პარკირებაში ერთ ლარს გადაიხდიან. კარგია ისიც, რომ სამ ზონად იქნება დაყოფილი ქალაქი და სხვადასხვა ზონაში სხვადასხვა ფასები იქნება. ეს არ არის საგანგაშო წითელი ზონისთვის.

ისეა გადატვირთული ქალაქის ცენტრი, მანქანას ვერ გააჩერებ და გავლაც ძნელია. ერთი ფენის ინტერესები დავიცვათ და სხვა ფენა დავჩაგროთ, არ იქნება მართალი. ამიტომ, ოქროს შუალედი უნდა გამოვნახოთ. ქალაქის ცენტრი უნდა განიტვირთოს, რისთვისაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას _ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას", _ ამბობს "გურია ნიუსთან" ლავრენტი ბიგვავა.




 ახალი ამბები
  • "გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა" _ თბილისში 4 წლის გოგონა გარდაიცვალადღეს დილით, თბილისში, 4 წლის გოგონა გარდაიცვალა. თუმცა, რა ვითარებაში უცნობია. ამ ეტაპზე ცნობილია, მხოლოდ ის, რომ მცირეწლოვანი სახლში გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და მიმდინარეობს გარდაცვლილის მშობლების, ოჯახის წევრების, მოწმეების გამოკითხვა. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ ... ...
  • „უარეს სიას მივიღებთ, თუ იუსტიციის საბჭო პოლიტიკურად ანგაჟირებული დარჩა“_ გია ხუხაშვილი „პრობლემის ძირი პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეებში კი არ არის,  მოსამართლეთა შერჩევის ალგორითმშია. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანო დარჩა, შესაძლოა, უარესი სია მივიღოთ“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა. მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა ბოლომდე არის მისაყვანი. „მხოლოდ ბრძოლის მოგება პრობლემას არ წყვეტს. კრიტერიუმები, რომლებიც პარლამენტში გაიწერება, არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უნდა შეეხოთ, არამედ ყველა ინსტანციის მოსამართლეებს. სიის ფორმირებასთან დაკავშირებით,  ფაქტია, რომ პოლიტიკური შეკვეთის სუნი ტრიალებდა. არავინ ჩათვალოს, რომ ბრძოლა მოგებულია, ამ თემასთან დაკავშირებით თავშეკავებულად ოპტიმისტები უნდა ვიყოთ“, _ აღნიშნა ... ...
  • გაზგაყვანილობის კონტროლი მერიის კომპეტენცია არ არის - კალაძე"გაზგაყვანილობის კონტროლი მერიის კომპეტენცია არ არის", _ აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. კალაძე მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებში კუსტარული გამათბობლების დამონტაჟებისგან თავი შეიკავონ.  „მერიის კომპეტენცია ეს ნამდვილად არ არის, ეს არის მარეგულირებელი კომისიის და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებით არის დადგენილი. თუმცა, აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ, ადამიანები ვიყოთ მაქსიმალურად ყურადღებით. იმიტომ რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც კუსტარულად ხდება გამათბობლის დამონტაჟება,“ - განაცხადა კახა ... ...
  • ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალანაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მათივე ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • წითელას ეპიდემია_ რა ევალებათ საბავშვო ბაგა-ბაღებს და დასაქმებულ პერსონალსწითელას ეპიდემიის გამო ბაგა-ბაღებში დასაქმებული პირების აცრა სავალდებულო ხდება. ამის შესახებ  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების მიხედვით, სააგენტო მოსახლეობაში წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების გატარებას იწყებს. „საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველობებს მათ ტერიტორიაზე, ამ კუთხით კონტროლის მექანიზმის გაძლიერებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაევალათ, სააგენტოს დირექტორის ბრძანება გამოიცა, რომლითაც ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები დღეიდან იხელმძღვანელებენ. დოკუმენტის მიხედვით, საბავშვო ბაგა-ბაღებს არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენის მიზნით, მიმდინარე წლის 31 იანვრის ჩათვლით, ბენეფიციარების გეგმური აცრის შესახებ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება, მშობლებისთვის (ბავშვთა კანონიერი წარმომადგენლისთვის) და პერსონალისთვის საქართველოს მთავრობის განკარგულების გაცნობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დაევალა. ამასთანავე, აცრის სტატუსის მიუხედავად, ერთი თვის ვადაში, სავალდებულო ხდება დასაქმებული პირების აცრა წითელას შემცველი კომპონენტის ვაქცინით, ხოლო ბრძანების გამოცემიდან ორი თვის ვადაში, ბენეფიციარების აუცრელობის შემთხვევაში, მისთვის სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილება. წითელას ეპიდემიის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღს უკვე მიეწოდა“,_ნათქვამია ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა სამუშაო დღის დაწყების დრო დაადგინეს

სამუშაო დღის დაწყება 10 საათამდე,...

რატომ ვანიჭებთ უპირატესობას ბრენდულ პროდუქციას?

ბრენდინგი არის ცნობილი მარკეტინგული სტრატეგია,...

30 ფაქტი ტყუილზე, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ

"ყველა იტყუება" – ამტკიცებდა ექიმი...

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...