“ერთი კუბური მეტრი ხრეში გვინდა“_ ბიზნესწილები თუ ფულის გამოძალვა ჩინოვნიკების სახელით

მთავარი თემა

“ერთი კუბური მეტრი ხრეში გვინდა“_ ბიზნესწილები თუ ფულის გამოძალვა ჩინოვნიკების სახელით

11 თებ. 2018, 11:47:55

როგორ ტრიალებს დიდი ფული კარიერებში, რა კორუფციულ სქემაზეა საუბარი, როგორ ეწევიან კომპანიები ინერტული მასალების მოპოვებას უკანონოდ, რა გზით არიან ჩართულები ამ ყველაფერში ე. წ. “კაი ბიჭები“, როგორ ითხოვენ წილებს და “ატკატებს“ საგზაო მშენებლობაზე და დგანან თუ არა ამ ბიზნესის უკან სახელისუფლებლო სტრუქტურის წარმომადგენლები ან ბიზნესმენები? ეს კითხვები საზოგადოებაში რამდენიმე დღეა ისმის და მაღალი ინტერესს იწვევს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინერტული მასალის გატანა მას შემდეგ შეჩერდა, რაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილება ოზურგეთში არსებული კარიერების შესახებ ინფორმაციებს სწავლობს.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების გამოძიებას რამდენიმე მუხლით აწარმოებენ:

"უკანონო სამეწარმეო საქმიანობა 192-ე მუხლის პირველი ნაწილით; წიაღისეულით უკანონო სარგებლობა 299-ე მუხლის პირველი ნაწილით; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და ქრთამის აღება 338-ე მუხლის პირველი ნაწილით".

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რომ საგანგაშო ვითარებაა ინერტული მასალების მოპოვების სფეროში, ამის შესახებ მოსახლეობაში უკვე დიდი ხანია საუბრობენ _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კარიერებიდან დიდი ოდენობით ინერტული მასალის უკონტროლოდ გადის, კარიერები კი ბარბაროსულად მუშავდება და მისი არასწორი და უკანონო გზით ექსპლოატაციის გამო, უმეტეს სოფლებში სახიფათო მდგომარეობა აქვს შექმნილი.

მოსახლეობა ამბობს, სახელმწიფომ, როგორც იქნა, ყურადღება მიაქცია კარიერების თემას, რადგან, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კორუფციული სქემა სწორედ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაში ტრიალებს. თუმცა, მიაჩნიათ, რომ აღნიშნულ საქმეში ხელს ყველაზე პატარა ჩინოვნიკს „შეახოცავენ“.

“გურია ნიუსთან“ კორუფციულ სქემაზე ის პირები საუბრობენ, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ პროცესებთან.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კარიერი აქვს ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას შპს “ვავილონს“, რომლის მიმართ უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

როგორც უკვე ვწერდით, სუს-ის მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი სწრაფი რეგაგირების სამსახურის უფროსის, გურამ ასათიანის ოთახიდან ამოიღეს ყველა კომპიუტერული ჩანაწერი და ყველა ის საჭირო დოკუმენტაცია, რაც კომპანია “ვავილონთანაა“ კავშირში.

როგორც ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, შპს “ვავილონი“ სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობას ეწევა: მერქნით და სამშენებლო მასალებით მოვაჭრე აგენტების საქმიანობა, გადაზიდვის მომსახურება და ასევე, აქვს რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები. აღნიშნული შპს-ს იურიდიული მისამართია: ქალაქი ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. #53, ეკონომიკურ საქმიანობას კი, ასევე, ბათუმში, კლდიაშვილის #20/22 ეწევა.

სოფელ მერიაში კარიერი აქვს, ასევე, ბიზნესმენ გიგა მახარაძესაც, რომელიც კომპანია “გიმას“ მფლობელია. აღსანიშნავია, რომ “ვავილონს“ ინერტული მასალა გიგა მახარაძის ლიცენზირებული კარიერიდან გაჰქონდა, მასთან დასაქმებული მძღოლები კი ჩინურ კომპანიას ამარაგებდნენ და “ვავილონის“ საბუთით სარგებლობდნენ.

“გურია ნიუსთან“ აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს გიგა მახარაძე:

_ დიახ, ვფლობ კარიერს, მაქვს კომპანია “გიმა“

_ ბატონო გიგა, როგორც ვიცით, თქვენი კარიერიდან ქვიშა-ხრეშს “ვავილონი“ იღებს და გააქვს.

_ კი... შეიძლება.

_ რატომ ბატონო გიგა, ინერტული მასალის მოპოვების ლიცენზია ხომ მასაც აქვს და კარიერებიც?

_ კი, გასაგებია. უბრალოდ ჩემი კარიერი უფრო ახლოს იყო გზასთან, ის შორს არის და ამიტომ სარგებლობდა. რა არის ამაში პრობლემა? ტრანსპორტირებასაც თავად უზრუნველყოფდნენ და, ალბათ, სარგებელიც ჰქონდათ.

_ ბატონო გიგა, როცა რამდენიმე დღის წინ, კარიერზე დასაქმებული მძიმე წონიანი მანქანების მძღოლები გაიფიცნენ უგზოობის გამო. ისინი თქვენ კომპანიაში მუშაობენ?

_ გაიფიცნენ _ რა პრობლემაა? არა, ჩემები არ იყვნენ. უბრალოდ, სხვა სარგებლობდა ჩემი კარიერით და, მგონი, იმათი მძღოლები იყვნენ. მე ამ ეტაპზე არ ვმუშაობ.

_ ანუ “ვავილონის“ მძღოლები იყვნენ?

_ შეიძლება.

_ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თქვენს კომპანიასთან შეხება აქვთ და “ატკატებს“ ითხოვენ ე.წ. “კაი ბიჭები“ _ ქალაქში მცხოვრები ა.ჭ., სოფელ გურიანთაში მცხოვრები კ. ქ. და ყოფილი პოლიციელი გ. მ. რა ფულად გარიგებაზეა მათთან საუბარი?

_ კ. ქ.-სთან ურთიერთობა მაქვს, ვმეგობრობ. ა.ჭ _? არა არა.. დანარჩენებზე ვერ გეტყვით, _ გვითხრა გიგა მახარაძემ და “ვავილონის“ საკონტაქტო ინფორმაციის მოცემაზე უარი გვითხრა.

ლიცენზირებული კარიერებით რომ სხვა კომპანიები სარგებლობენ, ცხადია, რადგან “ვავილონს “, ჩვენი ინფორმაციით, ლიცენზიას ვადა უკვე გასული აქვს. სწორედ ამიტომ ხდება სხვა ტერიტორიებზე გადასვლა, მდინარის კალაპოტის შეცვლა, მოსახლეობის საყანე ფართობებში შეჭრა.

ჩვენი წყაროს თქმით, მდინარის მიერ წართმეულ საყანე ფართობებს ე. წ. “კაი ბიჭები“ საკმაოდ იაფად ყიდულობენ და შემდეგ ინერტული მასალის მომპოვებელ ფირმებზე ყიდიან. შემდეგ კი, ფინანსური გარიგებებს დებენ და ამ ფირმების ლიცენზიით სარგებლობენ. წყაროს თქმით, ამ ყველაფრის უკან, დღემდე იყო მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი ოზურგეთელი და ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომლებიც დღეს საქართველოში არ იმყოფებიან.

ჩვენი წყარო ამტკიცებს, რომ ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ერთ-ერთ ბიზნესმენთან დაახლოებულმა პირმა კ. გ.-მ ერთი თვის წინ გაყიდა კარიერი, რომელიც ოზურგეთელ მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ძმებმა იყიდეს.

ჩვენი წყარო კარიერების წარმომადგენლებსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ზოგიერთ თანამშრომელს შორის არსებულ კიდევ ერთ შესაძლო კორუფციული გარიგებაზე საუბრობს  _ აღნიშნული სამსახური ოზურგეთში არსებული კარიერების საზღვრებს ყოველ დღე ამოწმებს. ჩვენი წყაროს თქმით, შემოწმების დროს რეკავენ კარიერებზე და ტექნიკაც აღნიშნულ სამსახურის საზღვრებში ხვდება, მეპატრონემ იცის, რომ  შეამოწმებენ და შესაბამის ზომებს იღებს. ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ადგენენ შესაბამის აქტებს და ახდენენ დასურათებას. როგორც კი ისინი დატოვებენ ტერიტორიებს, იწყება საზღვრებს გარეთ ქვიშა-ხრეშის მოპოვება და ეს ყოველდღიურად ხდება.

“გურია ნიუსი“ რამდენიმე დღის წინ სოფელ მერიაში მძიმეწონიანი მანქანების მძღოლების გაფიცვასთან დაკავშირებით წერდა. ჩვენი წყაროს თქმით, აღნიშნული ფაქტიც “ვავილონს“ უკავშირება. მძღოლები აპროტესტებდნენ დაბა ლაითურიდან ხრეშის გატანას და მოითხოვდნენ ცენტრალური გზით სარგებლობას, რადგან, მათი თქმით, ლაითურში გზა ისეა დაზიანებული, რომ იქ გავლა შეუძლებელია.

ოზურგეთის მერიის ოფიციალური გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, გაფიცულ მძღოლებს შეხვდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან გოჩა აბაშმაძესთან და სამშენებლო კომპანია „გზამშენი 18“-ის დირექტორთან, თემურ ჯახვასთან ერთად. ისინი შეპირდნენ მძღოლებს, რომ მოხდებოდა აღნიშნული გზის მოხრეშვა-დაგრეიდერება.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მძიმეწონიანი მანქანების მძღოლებს ურეკავენ ე. წ. „კაი ბიჭები“ და სთავაზობენ გარიგებას _ როცა გზა მოიხრეშება, მას პატრონობა სჭირდება. ჩვენ პასუხისმგებელი ვიქნებით, აქ რომ გაგატაროთ, ამიტომ უნდა მომცეთ ყველა რეისზე 1 კუბური მეტრი ხრეშიო. ამ გარიგებას ზოგი მძღოლი თანხმდება, ზოგი კი _ არა.

ჩვენი წყაროს თქმით, აღნიშნულ გზაზე დღეში, მინიმუმ, 50 მანქანა დადის, თითოეული მათგანი კი ზამთრის პერიოდში, დღეში 4 რეისს აკეთებს. არითმეტიკული გათვლებით, ზემოთ აღნიშნული გარიგების შემთხვევაში, თვეში, მინიმუმ 50 ათასი ლარი ერგება ე. წ. „კაი ბიჭებს“, რომლებსაც თანხა ანგარიშზე კომპანიამ უნდა ჩაურიცხოს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წილს გ. ს. ითხოვს, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ორ რეზონანსულ მკვლელობაში ფიგურირებს, ხოლო მას ზურგს გუბერნიის თანამშრომელი, აპარატის უფროსი სპეციალისტი ნესტორ რამიშვილი დგას

წყაროს ეს ინფორმაცია “გურია ნიუსმა“ ნესტორ რამიშვილთან გადაამოწმა, რომელმაც გ. ს.-სთან ახლო მეგობრობა დაადასტურა:

_ კი, ვიცი, გზა რომ კეთდება და მაგას რა ჯობს? არ შეიძლება, ცენტრალური გზით იარონ ამ მანქანებმა _ საკურორტო სეზონი მოდის. გ.ს. ჩემი მეგობარია, თუმცა, მაგ საქმეში არც ის და არც მე არანაირ კავშირში არ ვართ _ ტყუილია ეგ ინფორმაცია, _ გვითხრა რამიშვილმა და გაგვიმარტა, რომ გ. ს.-სთან დაკავშირებას ვერ მოვახერხებდით, რადგან მას ტელეფონი არ აქვს.

“გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის პირველი რაიონში იმყოფებოდა, სადაც მძიმეწონიანი მანქანები ინერტულ მასალებს ეზიდებიან. გზა იმდენად ვიწროა, რომ იქ გავლა ფეხით მოსიარულეთათვისაც კი შეუძლებელია.

იქვე მცხოვრები ეთერ ხოსრევანიძე ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს:

_ ამ გზაზე დილის 7 საათიდან ღამის 10 საათამდე დადის 40-ტონიანი მანქანები. მოგვისპეს სიცოცხლე აქაურებს. აი, ნახეთ ჭა რა დღეშია, რატომ გვაყენებს ზიანს სახელმწიფო? რატომ არ აინტერსებთ ადამიანების ბედი? წყლის მილები დახეთქილია. აქვე გადის ციხის კანალიზაცია, სადაც შეიძლება ბავშვი ჩავარდეს, ან საქონელი; სახლები დაბზარულია. ცხელ ხაზზე ასჯერ დავრეკე, თუმცა, არანაირი რეაგირება არ არის, _ ამბობს ეთერ ხოსრევანიძე.

 




 ახალი ამბები
  • გურიანთაში, მშენებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში, პირველი წირვა ჩაატარესოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  გურიანთაში,  ღვთისმშობლის შობის  სახელობის     ეკლესიის  მშენებლობა, რომელიც ორი წლის წინ დაიწყო,  დასასრულს  უახლოვდება. თუმცა, ამას    არ შეუშლია ხელი, რომ აქ პირველი წირვა ჩატარებულიყო. _შარშან , 21 სქტემბერს, სოფლის მცხოვრებლებმა  გადაწყვიტეს, რომ ამიერიდან, ეკლესიის დასრულებისთანავე, „გურიანთელობაც“ ეზეიმათ.  ჯერ მშენებლობა არ დასრულებულა, თუმცა მამა ერმოლაოსმა ბრწყინვალე წირვა აღავლინა. ადგილობრივები ძალიან გაგვახარა ამ ამბავმა, - გვითხრწეს გურიანთის  მრევლის წარმომადგენლებმა. _სამწუხაროდ, პანდემიამ შეგვიშალა ხელი, რომ   სოფლის   მასშტაბური დღესასწაული ჩატარებულიყო, თუმცა წირვა დაუსრულებელ ეკლესიაში მაინც ჩატარდა. ეკლესია კეთილი ადამინების შემოწირულობით   შენდება. ისინი თავს იკავებენ ვინაობის დასახელებისგან.  სოფლის მხარდამჭერი პროგრამით განსაზღვრული თანხა  კი, 40 ათასი ლარის ოდენობით, ადგილობრივთა გადაწყვეტილებით, ეკლესიის მიმდებარე სკვერის კეთილმოწყობას მოხმარდება. შორს არ არის ის დღე, როცა მთელი სოფელი   ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მშენებლობის დასრულებას   და „გურიანთელობას“ , ალბათ, მომდევნო წლის 21 სექტემბერს, ერთად იზეიმებს, - გვითხრა ოზურგეთის საკრებულოს წევრმა სოფელ გურიათიდან, მაია ... ...
  • გალტ & თაგარტი მომხმარებელს განახლებულ „G&T Trader”-ის ვებგვერდს სთავაზობსსს „გალტ & თაგარტი“ მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფას აგრძელებს. საინვესტიციო ბანკმა მომხმარებელს მასზე მორგებული და დახვეწილი „G&T Trader“-ის ვებგვერდის  განახლებული ვერსია შესთავაზა. განახლებული ვებგვერდის მეშვეობით, „G&T Trader“-ის პლატფორმა მომხმარებელს 35,000-ზე მეტ საინვესტიციო ინსტრუმენტთან წვდომას აძლევს. პლატფორმის ინტუიტიური ინტერფეისი მომხმარებელს ჰარმონიზებული ნავიგაციის მეშვეობით აძლევს შესაძლებლობას, იყიდოს, შეინახოს და გაყიდოს ფასიანი ქაღალდები. მოქნილი ონლაინ სივრცე სხვადასხვა მოწყობილობებიდან (როგორიცაა სტაციონალური კომპიუტერი, ლეპტოპი, ტაბლეტი თუ მობილური ტელეფონი) შეუფერხებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.  ასევე, განახლებული ვებგვერდის მეშვეობით გამოცდილ ტრეიდერებს  ექნებათ წვდომა „G&T TraderPro“-სთანაც -  პროფესიონალური დონის, მულტიეკრანულ სავაჭრო პლატფორმასთან, რომელიც სრულად პასუხობს მომხმარებლის საჭიროებებს. მომხმარებელზე მორგებული „G&T Trader“ და „G&T TraderPro“ პლატფორმები გამოირჩევა პროდუქტის ფართო დიაპაზონით, როგორიცაა: აქციები, ობლიგაციები, ETF, CFD, FX, ფიუჩერსი და ოპციონები. „მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, წარგვედგინა განახლებული „G&T Trader”-ის ვებგვერდი, რომელიც მოსახერხებელია ყველა დონის გამოცდილების მქონე მომხმარებლისთვის.  განახლებული ვებგვერდით ჩვენს კლიენტებს  ვთავაზობთ წვდომას ისეთ საერთაშორისო აღიარების მქონე პლატფორმებზე როგორიცაა: „G&T TraderPro“ და „G&T Trader“, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ჩვენი მომხმარებელი შეძლებს ჰქონდეს წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე.  განახლებული ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება ეძლევა მარტივად გახსნას საბროკერო ანგარიში და დაიწყოს ინვესტირება“, - განაცხადა ოთარ შარიქაძემ, „გალტ & თაგარტი“-ს მმართველმა დირექტორმა. „გალტ & თაგარტი“ საქართველოში უმსხვილესი და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი საბროკერო კომპანიაა, რომლის მეშვეობითაც კლიენტებს აქვთ წვდომა როგორც საერთაშორისო ბირჟებზე, ასევე რეგიონულ, ძნელად მისაწვდომ ბაზრებზე. კომპანია სარგებლობს უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიმწოდებლის რეპუტაციით, რომელიც სხვადასხვა ბაზრებზე სხვადასხვა კლასის აქტივების საბროკერო შეთავაზებებით მოიპოვა. „G&T Trader“ „გალტ & თაგარტი“-ს  ვებაპლიკაციაა, რომელიც ნებისმიერი ბრაუზერიდან არის ხელმისაწვდომი. მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია მობილური აპლიკაციით, როგორც სმარტფონისთვის, ასევე ტაბლეტისთვის. როგორც  IOS-სზე, ასევე Android-ზე, რომელიც Apple App Store-სა და Google Play-ზეა ხელმისაწვდომი. ... ...
  • შსს-მ ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული ნ.ა., 1973 წელს დაბადებული ი.ა., 1987 წელს დაბადებული კ.ა., 1996 წელს დაბადებული ა.გ.,1967 წელს დაბადებული დ.ფ., 1976 წელს დაბადებული ს.გ., 1999 წელს დაბადებული ვ.მ., 1979 წელს დაბადებული ვ.ა., 1971 წელს დაბადებული ფ.ა., 1985 წელს დაბადებული რ.ნ. და 1999 წელს დაბადებული ე.გ. დაკავებულებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება ედებათ ბრალად. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ფული და მობილური ტელეფონები ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, მეოთხე ნაწილით, მე-5 ნაწილის "ა" და"ბ" ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას ... ...
  • დაბა ლაითურის სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდადღეიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ლაითურის საჯარო სკოლა ორი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, ეს იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და აქედან გამომდინარე დაბა ლაითურის მოსწავლეები გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის დაბა ლაითურში სამი მოსწავლეს და ერთი მასწავლებელს აქვს კორონავირუსი. აქედან ორი ბავშვი სკოლის კლასტერი არ არის, რადგან მათ ახალი სასწავლო წელის დაწყების დროს სკოლაში არ ... ...
  • „ჩახედვით და არა გატეხვით“: თხილის ფასის დადგენის ახალი „ფორმულა“ ოზურგეთშიდღეს, დილიდან, ოზურგეთში, ნარევ თხილს, ერთ კილოგრამს 5 ლარად იბარებდნენ. _აბა,   თხილის შეფასება  მხოლოდ ჩახედვით  და არა გატეხვით, გარედან არ უნდა გამოიყურებოდეს ცუდად, რაც მთავარია,  ღიმილს და კილოგრამში 5 ლარს, ერთად  ვარიგებ, _    გვითხრა გ. ეპისკოპოსის ქუჩაზე მდებარე,  თხილის  მიმღებ პუნქტში მომუშავე დათო ტუღუშმა და თან განმარტა,  კი ვხუმრობ, მაგრამ გურულის   „კოდექსის“ თანახმად, წესია ასეთი ჩვენში. ისე, კი ნაღდ სიმართლეს გეუბნებითო. მართლაც,  ბოლო დღეების განმავლობაში, ოზურგეთში  ნარევ  თხილს, რომელსაც ზოგჯერ „ნაგერად“ მონათლავდნენ, თუ ფერი აქვს  ბუნებრივი, ერთ კილოგრამს ხუთ ლარად უყოყმანოდ  იბარებენ.  თხილის  გატეხვის პროცედურა, ახლა მხოლოდ „ბერძნულა“ ჯიშის თხილს ეხება. _ოო, ბერძნულა არა მხოლოდ გატეხვით, გულის გაჭრითაა, ხარისხს ისე ვერ ვენდობით, - ამჯერად კიდევ უფრო გაიბადრა დათო ტუღუში და მართლაც, მოიმარჯვა ჩაქუში და ჯიბის პატარა დანა. _თუ კარგია, ერთ  ცალში 75-80 თეთრს ვანგარიშობთ. ნუ, ერთი კილოგრამი კი გამოდის 8 ლარი. თუმცა, მაგფერი  არ არსებობს, ათი ცალიდან ათივე საღი რომ იყოს,  თან „ბერძნულა“, _ კვლავ გააკეთა განმარტება ტუღუშმა. თავის მხრივ, რიგითი მოქლაქეები საუბრობენ თხილის მიმღებთა  წესების უცნაურ სახეცვლილებებზე: "ერთი თვის წინ,  „ტახა-ტუხში“ იყვნენ, თან ერთ ცალში 35-40 თეთრს იხდიდნენ   და კილოგრამს სამი ლარი ძლივს გამოუდიოდა.  ახლა რომ ასე შეცვალეს   „ფორმულა“,  ან მაი ფასის დამდგენია აბდალი უხარსხო თხილშიც რომ 5 ლარს იხდიან,  ან  უფრო აბდლები  ჩვენ ვართ, რადგან ამათი თამაშის საიდუმლო და „სენთი“, ამდენი წელიწადია , ვერ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...