"ერთი ლუკმას გვაძლევს, მეორე კი პირიდან გვაცლის!"

მთავარი თემა

"ერთი ლუკმას გვაძლევს, მეორე კი პირიდან გვაცლის!"

3 აპრ. 2017, 11:47:08

სოციალური დახმარების პროექტი, რომელიც 10 წელია მოქმედებს, მოსახლეობის შეჭირვებულ ფენას გარკვეულ შვებას აძლევს. 2015 წლის 1 მაისიდან, დახმარების მოხსნისა და დანიშვნის მეთოდოლოგია შეცვლილი სახით ამოქმედდა, თუმცა, არათუ შემცირდა, გაიზარდა უკმაყოფილოთა რიცხვი.

ახლახან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში მცხოვრებ ხათუნა და ავთანდილ ცინარიძეების ოჯახს, სადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება და მშობლები უმუშევრები არიან, სოციალური დახმარება მოუხსნეს. აღნიშნული ოჯახის შესახებ "გურია ნიუსი" არა ერთხელ წერდა და ხელისუფლების მხრიდანაც სხვადასხვა სახის დახმარებაც გაეწიათ. თუმცა, ოჯახის დიასახლისი ხათუნა ცინარიძე საუბრობს ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ პურზე, რომლის ყიდვას ის ყოველი თვის განმავლობაში სწორედ სოციალური დახმარების სახით მიღებული თანხით ახერხებდა და უმთავრესი იმედი იყო ბავშვების გამოსაკვებად.

_ პირველ რიგში, საუბარი მინდა დავიწყო მადლობით და ნუ დამწყვეტთ გულს, არ ამოიღოთ. როცა მუნიციპალიტეტის გამგებელმა არა ერთი დახმარება გაგვიწია, როცა "გურია ნიუსის" მთავარი რედაქტორი ჩემს სახლში ვიხილე და ბავშვების მიერ თოვლის ბაბუასადმი მინაწერი სურვილი შეგვისრულეს _ გვიყიდეს სარეცხი მანქანა, თავი სიზმარში მეგონა. არ მინდა ამ დაუსრულებელ გაჭირვებაზე საუბარი, ნეტავ, სამუშაო იყოს...

მერე, ერთ დღეს მოვიდა სოციალური მომსახურების აგენტი და დახმარებაც მომიხსნეს... უფრო მოგვიანებით, ერთ-ერთი ტელევიზიიდან მოვიდნენ და ვისაუბრე ჩემი გასაჭირის შესახებ. ამასთანავე, დახმარებისთვის გულწრფელი მადლობა გადავუხადე ზემოთ ნახსენებ ადამიანებს, თუმცა, სიუჟეტი ისე გავიდა, ჩემი მადლიერება ორი სიტყვითაც არსად ახსენეს და წარმომაჩინეს მხოლოდ მოწუწუნე ადამიანად, რომელიც დახმარების მოხსნისთვის წუხს... რატომ ხდება ასე, რომ ადამიანების ერთი ნაწილი ლუკმას პირში გვიდებს, ბავშვებს მაზრდევინებს, მეორე ნაწილი კი ამ ლუკმას პირიდან გვაცლის?

გვიხაროდა, რომ წამოგვეშველნენ, სახლის ასაშენებლად გვაჩუქეს როგორც ცემენტის, ისე ხის მასალა. თუმცა, ყოველდღიური პურის ფულის შოვნა ძალზე ჭირს და ერთჯერადად მოწეული არც ისე დიდი საოჯახო შემოსავალი, მხოლოდ ერთ ჯერზე გვყოფნის. მიკვირს, რატომ ვერ ხედავს ამას სოციალური აგენტი? უფრო კი მგონია, დავალება აქვს მიღებული, რომ როგორმე მაღალ ქულებს მოარგოს ჩვენი გასაჭირი და არა პირიქით, ვერაფრით გავიგე, რას ემყარება სოციალური დახმარების დანიშვნის მეთოდოლოგია, _ ამბობს ხათუნა ცინარიძე.

ცინარიძეების ოჯახი პატარა ხის ფიცრულში ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ ისინი აქ საცხოვრებლად მაღალმთიანი ლეჩხუმის ერთ-ერთი სოფლიდან გადმოვიდნენ. დღემდე სოციალურ შემწეობას იღებდნენ და ფაქტობრივად, ფულის ერთეული მათ ოჯახში მხოლოდ ამ დახმარების სახით შედიოდა.

ხათუნა ცინარიძე ამბობს, რომ ერთი თვის წინ ოჯახში მოსულმა აგენტმა მათი კარმიდამო დაათვალიერა. აღწერა შინამეურნეობა, რაც სეზონზე 60 კილოგრამამდე თხილს შეადგენს _ ჰყავთ ერთი ძროხა, რომელიც ახლა, დახმარების შეჩერების შემდეგ, მათთვის ბოლო იმედად იქცა. სულ 1000 კვ. მ. ფართობსაც არ შეადგენს მათი საკარმიდამო ნაკვეთი, სადაც ახალგადმოსული ოჯახის პირობაზე, ბევრი არც ხეხილია და არც სხვა შემოსავლიანი კულტურა _ აქვთ მხოლოდ ახალი ნარგავები.

_ რა კრიტერიუმებით იანგარიშა ჩვენი შემოსავალი, არ ვიცი. განცხადებას ხელი კი მოვაწერე, მაგრამ დეტალურად არ გავცნობივარ _ ვენდე. თვითონ თუ იცხოვრებს ჩემნაირ პირობებში, ორი მცირეწლოვანი ბავშვით, 60 კილოგრამი თხილის და ერთი ძროხის ამარა, რაც მას ამ ქოხში უდიდეს შემოსავლის წყაროდ მოეჩვენა და 66 ათასი ქულა მოგვანიჭა? თუ სადმე სამუშაო იქნება, სიხარულით დავსაქმდებით, ვიმუშავებთ მეც და ჩემი მეუღლეც, ახალგაზრდები ვართ, რად მინდა წუწუნი და სულ განცხადებით სირბილი? მაგრამ ბავშვებს რა ვუყო, შეიძლება მშვიდად მოისმინო, როცა გეტყვის, მშიაო? _ ამბობს ის.

ჩვენ დავუკავშირდით სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსს, თინათინ ლომჯარიას. მან გვითხრა, რომ ცინარიძეების ოჯახის შესახებ ინფორმირებულია და უახლოეს მომავალში მათზე იზრუნებენ:

_ ჩვენ ეს ოჯახი შევიყვანეთ დასასაქმებელთა სიაში. მალე შევძლებთ, სამუშაო ადგილის მიცემას. ახალგაზრდა ცოლ-ქმარია, ვესაუბრეთ მათ და გაუხარდათ კიდეც.

ხათუნა და ავთანდილ ცინარიძეები ადასტურებენ, რომ მათ სამსახურს შეჰპირდნენ, ოღონდ ეჭვი ეპარებათ, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება:

_ სეზონურად თურქეთში დავდიოდი სამუშაოდ და იმის შიში მქონდა, დახმარება არ მოეხსნათ. ახლა არ წავსულვარ და მაინც მოგვიხსნეს. თურქეთში ვმუშაობდი და აქ არ ვიმუშავებ? ოღონდაც რაიმე გამოჩნდეს, სტაბილური ხელფასი რომ მქონდეს და შვილებს სამყოფი პური და შაქარი მივუტანო. სახლს, როცა იქნება, ავაშენებთ, გვეხმარებიან, ყველას მადლიერი ვართ, მაგრამ უპირველესი ბავშვებისთვის საზრდოს მიცემაა და სანამ პურის ფული ჭირს, არ გვაქვს სამუშაო, იძულებული ვართ, სულ საშველი ვეძებოთ, _ გვითხრა ავთანდილ ცინარიძემ.




 ახალი ამბები
  • ნიკო ნიკოლაძის დაარსებულ ისტორიულ სასწავლო დაწესებულებას რეაბილიტაცია უტარდებასამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის დაარსებული ისტორიული სასწავლო დაწესებულება  სრულ რეაბილიტაციას გაივლის. სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ, ჯიხაიშში  დასავლეთ საქართველოში ყველაზე მასშტაბური აგრარული პროფილის კოლეჯი ამოქმედდება. მოეწყობა თანამედროვე სასწავლო ბაზები, დაინერგება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნება სოფლის მეურნეობის დარგში ახალი ცოდნის გავრცელების მექანიზმები. დიდ ჯიხაიშში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი დიდი ქართველი მოაზროვნის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო  ნიკოლაძის თაოსნობით, 1925 წელს დაარსდა. არსებობის 95  წლის მანძილზე სასწავლებელმა სახელოვანი და  ნაყოფიერი გზა განვლო, თუმცა 1990-იან წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ვითარებამ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რღვევამ ისტორიულ სასწავლებელსაც მძიმე დაღი დაასვა. დაწესებულება 2016 წლიდან  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის დაქვემდებარებაშია. სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მომზადდა დიდი ჯიხაიშის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა, რომელიც პირველ ეტაპზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სასწავლო კორპუსის სრულ რეაბილიტაციას ... ...
  • " შესვლა აკრძალულია"- ზღვაზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდებადღეს, 9 ივლისს, შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. „ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში. შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები”,_ აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის ... ...
  • ფერმერები, რომლებიც სახელმწიფო მიწებს იჯარით ამუშავებდნენ, ნაკვეთების გამოსყიდვას შეძლებენფერმერები, რომლებსაც სახელმწიფო მიწების იჯარის წესით დამუშავების უფლება აუქციონის წესით ჰქონდათ მოპოვებული, ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის წესით გამოსყიდვას შეძლებენ. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადამიანები, რომლებიც პირნათლად, წლების განმავლობაში ასრულებდნენ საიჯარო პირობებს სახელმწიფოს წინაშე, ისინი კომერციულ ფასად, მაგრამ პირდაპირი მიყიდვის წესით, იმ მიწას, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებენ და რომლებზეც ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანი კულტურები მოჰყავდათ, სახელმწიფოსგან მიიღებენ საკუთრებაში. ეს იქნება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, რა თქმა უნდა, საბაზრო ფასით, მაგრამ იმ ღვაწლის დაფასებით, რომელსაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ამ მიწაზე შრომით აფიქსირებდნენ“, - განმარტა პრემიერმა. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი მოქალაქეებს ბიზნესის გაფართოების და მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას ... ...
  • შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახალი ონლაინ პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა(R)ოზურგეთში, შალვა რადიანის სახელობის დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ახალი ონლაინ პლატფორმის - „მობილური მაღაზია გურიაში“ . https://mobmarket.ge/ ინოვაციური და უნიკალური პროექტია, რომელიც შექმნილია მხოლოდ გურიის რეგიონისთვის და მიზნად ისახავს მოქალაქეების უსაფრთხო მომსახურებას, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას, COVID-19-თან დაკავშირებული რისკების შემცირებას.„ მიმდინარე წლის მარტის თვეში, როცა პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები ამოქმედდა, ჩვენ მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, რომ მიკროავტობუსები, რომლებიც იქამდე აგრარულ ბაზრებს სოფლის მეურნეობის პროდუქტით ამარაგებდა, „მოძრავ მაღაზიებად“ გვექცია. პროექტმა, გაამართლა და წარმატებული გახდა. დღეს ბოსტნეულით, ბურღულეულით თუ პირველადი მოხმარების პროდუქტით დატვირთული 20-მდე მიკროავტობუსი, დადგენილი გრაფიკის მიხედვით, ემსახურება ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს. სწორედ გურიის ამ ინიციატივას პასუხობს პროექტი „მობილური მაღაზია გურიაში“, - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ. https://mobmarket.ge/ - ზე დარეგისტრირების შემთხვევაში: მომხმარებელი შეუკვეთავს და „მობილური მაღაზიის“ მეშვეობით მიიღებს მისთვის სასურველ პროდუქტს, ფერმერი/მეწარმე „მობილური მაღაზიის“ ბაზაში დაასაწყობებს სარეალიზაციო პროდუქციას, ხოლო მუნიციპალური მთავრობა კოორდინაციას გაუწევს „მობილური მაღაზიის“ პროექტს. პროექტს „ონლაინპლატფორმა - მობილური მაღაზია გურიაში“ სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SlovakAid) დაფინანსებით, მართავს ა(ა)იპ „I (პირველი) ბლოკი“ ა(ა)იპ „რეგიონი და საზოგადოებასთან“ პარტნიორობით. პროექტის მხარდამჭერია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.პრეზენტაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ჩოხატაურის მერის მოადგილე მინდია ჟღერია და ფერმერები ... ...
  • შემოსავალდაკარგულთათვის კომპენსაციის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდასოციალური დახმარების მიღებაზე განაცხადის შეტანა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. "მოგეხსენებათ, რომ დარგობრივი დახმარების გარდა ჩვენ მთელი რიგი სოციალური დახმარების პაკეტი გვქონდა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების პირდაპირ ფინანსურ დახმარებას - მათი, ვინც დაკარგეს სამსახური, ან თვითდასაქმებულების, რომლებსაც ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივების შესახებ. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ისინი შეძლებენ 1-ელ აგვისტომდე გაიარონ რეგისტრაცია. თუ საჭირო გახდება, ამ ვადას კიდევ გავაგრძელებთ, ვინაიდან ჩვენ ყველას გვესმის, რომ დღეს ეპიდემიასთან ბრძოლასთან ერთად ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებაა. დღეის მდგომარეობით, დახმარება უკვე მიიღო 121 719-მა თვითდასაქმებულმა ​და 139 000-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი ან სამსახური. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რიცხვები გაიზარდოს, და ამ მიზანს ემსახურება ვადის გახანგრძლივებაც. გარდა ამისა, თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობას ვაფართოებთ და დღეს დავუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ადამიანებს. სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან ეს ადამიანებიც მიიღებენ", - განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...